შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით [8]


23-08-2015, 01:23
ავტორი lisebeth
ნანახია 3 537

მარი ელენეს საქციელისგან ნამდვილად გაოცებული იყო. თითქოს მასსი სხვა ადამიანს ხედავდა ,მაგრამ მის ამ ქმედებებს ვერაფრით ხსნიდა. ახლაც მის საწოლზე იჯდა ის კი იმის მაგივრად ,რომ ფეხზე წამომხტარიყო,როგორც ამას ადრე აკეთებდა არც კი გარყეულა. პრობლემა აშკარად იყო.ოღონდ მისი არსი იყო გაუგებარი მარისთვის.
-რა გჭირს ელენე?
-არაფერი... უბრალოდ დაღლილი ვარ და გაბრაზებული ,რომ დედა შინ არ დამხვდა.
-კარგი რა არ გიცნობდე მაინც ..._მარი კიდევ აპირებდა რაღაცეების კითხვას ,მაგრამ ელენეს მესიჯი მოუვიდა და გაჩერდა.
-ნინია...დღეს საღამოს შვიდზე რატის თამაშია და ხომ მოხვალთო...სუ დამავიწყდა ,რომ დღეს შაბათია
-მერე?
-წასვლის ხასიათზე არ ვარ. ბიჭები იქ იქნებიან შენ თუ გინდა წადი
-გაგიჟდი? შენთან ვარ სტუმრად და ახლა სხვაგან წავალ?
ელენემ მხრები აიჩეჩა.
-წამო რა წავიდეთ... გახსოვს რატის ჯერ კიდევ როდის შევპირდით
-ვნახოთ
-რა ვნახოთ გოგო უკვე ხუთია..._ოთახში მანქანის ხმა გაისმა და ელენე მიხვდა ,რომ დედამისი მოვიდა. მასინვე ფეხზე წამოხტა და ფანჯრიდან გადაიხედა. არც შემცდარიყო.
-დედა მოვიდა...
-კარგია ...მერე?
-არაფერი ქვემოთ ჩავიდეთ
ელენემ მოსაცმელი მოიხურა და კიბეებს დაუყვა. მარიც ფეხდაფეხ მიყვებოდა. თამუნამ შვილი გადაკოცნა. მარი ,რომ დაინახა აშკარად არ ესიამოვნა ,მაგრამ არ გამოუხატავს. ისიც ძველებურად გადაკოცნა.
-ქალბატონო სუფრა გავაწყვე...შეგიძლიათ დასხდეთ_შემოიხედა მსახურმა
-მე ხელებს დავიბან და მოვალ_თქვა თამუნამ და კიბეებს აუყვა. მიუხედავად იმისა ,რომ შვილთან არ უსაუბრია მიხვდა ,რომ რაღაც სჭირდა. სასადილო ოთახში გია შემოვიდა და მაგიდის თავში დაჯდა. თამუნაც მალე გამოჩნდა. გოგონები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.
-მგონი ეს წელი აურზაურით დაიწყო არა?_გაიხუმრა გიამ
-რატომ ?_გაიკვირვა მარიმ
-ჯერ თქვენი ოთახებიო...მერე კიდევ ოლიმპიადაო და რავიცი...ისე არც ერთი არ მონაწილეობთ?
-არა..._ცივად თქვა ელენემ
-მხოლოდ დაჩი აღმოჩნდა ჩვენს შორის ნიჭიერი...ნეტა გენახათ როგორ დაუკრა...
-ის რომ ვერ ცეკვავთ და მღერით სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ ნიჭი არ გაქვთ. ყველას ერთ რამეში ვერ ექნება ნიჭი ჩმო თოჯინავ _გაუღიმა გიამ. მარიმაც იგივეთი უპასუხა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
სიტყვა ''თოჯინის'' გაგონებაზე ინერციით გაიხედა თამუნამ ელენესკენ ,რომელსაც სიბრაზისგან უკვე ხელები უკანკალებდა. ფეხზე წამოდგა და უნდა წავიდეო განაცხადა... გიას გაბრაზება შეეტყო.
-სად მიდიხარ?
-ზემოთ
-მოხდა რამე?
-აღარ მინდა...უნდა წავიდე...
-ელენე მაგიდასთან დაბრუნდი ..._უბრძანა გიამ ,მაგრამ გოგონა არ მოტრიალებულა
-მე ავალ და ვნახავ _თქვა თამუნამ_ როგორც კი მოვედი შევატყვე ,რომ რაღაც ვერ იყო.
თამუნამ სწრაფად აირბინა კიბეები. მარი უხერხულად შეიშმუშნა ,მაგრამ გიასთვის არაფერი უგრძნობინებია. თამუნა ოთახში ,რომ შევიდა ელენე ფანჯარაზე ხელებდაყრდნობილი იდგა და გარეთ იყურებოდა
-მაშინვე მივხვდი ,რომ მასეთი რეაქცია გექნებოდა...
-თოჯინაა? არა გაიგონე დედა?
-ყრუ კი არ ვარ...
-მე...მე მეძახდა ყოველთვის ასე...ბავშვობიდან ასე მეძახდა ...დაუჯერებელია .
-სიმართლე უკვე იცი და ამიტომაც აღარ ჭირდება თამაში
-ამას ვერ გადავიტან...გეფიცები ვერ გადავიტან დედა ..._ელენე ფანჯარასთან იატაკზე დაჯდა და ხელები ფეხებზე შემოიხვია
-დაწყნარდი საყვარელო...შენ ხარ ჩვენი ერთადერთი სიხარული ...
-დედა მითხარი ,რომ ეს ყველაფერი მეჩვენება და სინამდვილეში არ ხდება
-რა გეჩვენება? გირჩევნია შენი თავი გიჟად შერაცხო ვიდრე სხვა დაადანაშაულო? ჭკუას მოუხმე.
-დედა...დედიკო ჩამეხუტე გთხოვ..._ ხელები მოხვია კისერზე თამუნას და მანაც მიეფერა ქალიშვილს
- დღეს თამაშზე არ მიდიხარ?
-ნინიმ დამირეკა
-მერე აქ რას უზიხარ? წადი და გაერთე...
-ცუდად ვარ...
-გპირდები,რომ ამ სახლში შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს სანამ ცოცხალი ვარ...შემომხედე ელენე...შენ ხარ ჩვენი მომავალი და სხვა არავინ...უფლებას არ მივცემ არავის სხვის შეცდომებზე პასუხი შენ გაგებინონ. არც შენ და არც მე არ ვართ დამნაშავე იმაში ,რაც მამაშენმა წლების წინ ჩაიდინა... არც ჩვენ ვართ დამნაშავე იმასი ,რომ მარი უკანონო შვილად მოევლინა ქვეყანას და ვერც ვერავინ გვაიზულებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა გვაკისრებინოს.
-ჰო მაგრამ დედა ის ...
-მამაშენის ერთადერთი კანონიერი შვილი შენ ხარ და მორჩა. მარის ყველაფერი აქვს რაც სჭირდება და ეს მამაშენის დამსახურებაა. მის წინაშე ვალში არ ვართ ...მით უფრო მე და შენ... საკმარისზე დიდი საზღაური გავიღე ამ წლების მანძილზე იმასთან შესაგუებლად ,რომ გიამ მიღალატა. საკმარისზე მეტი გადავყლაპე... შენი დამცირების უფლებას არავის მივცემ.
-ახლა უკვე ჩვენი აღარ ერიდება და ისე გამოხატავს მის მიმართ გრძნობებს... დედა ჩვენზე მეტად ის ,რომ შეუყვარდეს? ხედავ? დღეს ისე მიმართა ,როგორც მე მეძახდა წლების მანძილზე...
-ეგ არაფერი...ალბათ წამოცდა ან ყურადღება არ მიაქცია რას ამბობდა. დაწყნარდი...გამოიცვალე და მარისთან ერთად თამაშზე წადი...
თამუნა წამოდგა და გარდერობიდან ტანსაცმელი გამოულაგა ქალიშვილს.


დაჩი და დიანა ჯერ ისევ კაფეში ისხდნენ და საუბრობდნენ. გოგონა ალმაცერად ურევდა ჭიქას და ელოდა რას ეტყოდა დაჩი.
-რა გინდა დიანა მითხარი.
-ვერ ხვდები?
-რაა?გამორიცხულია...
-მთელი სკოლა ჩემზე ჭორაობს ,რომ თურმე მე და შენ რაღაც ...
-რა რაღაც გოგო
-ამბობენ ,რომ მალულად ვხვდებოდით ერთმანეთს და მოკლედ ხომ ხვდები ?
-იდიოტი ხარ...არც კი მიფიქრია მაგაზე
-ვიცი...და სამაგიეროდ მე ვიფიქრე
-გიჟი ხარ...რა გინდა?
-ის ჭორი ,რომელიც იმ დეგენერატმა ლილიმ გაგვივრცელა ფოტოთი რეალობად უნდა იქცეს თუნდაც ცოტა ხნით
-არც იოცნებო გესმის?
-შენთან კოცნაობის გამო გამრიცხეს, ყველა ჩემზე ჭორაობს და ამბობენ ,რომ გამომიყენე თუ რაღაც მსგავსი. შენი აზრით ჩემზე ასეთი რამეების მოსმენა მსიამოვნებს?
-თვითონ მეტაკე საკოცნელად და გინდა პრობლემა მე მოგიგვარო? აი რა მოყვება შენს უაზრო ქცევებს. მომავალში გაითვალისწინე...
-მხოლოდ დროებით და სხვების დასანახად _ ირონიულად გაუღიმა დიანამ_სამაგიეროდ მე სრულიად უანგაროდ ვარ მზად გემსახურო გუნდში და გამარჯვებაში დაგეხმაროთ.
-სხვა რამე მთხოვე
-მხოლოდ ეს მინდა
-ნამდვილი გველი ხარ...იცი ,რომ შენს იქეთ გზა არ მაქვს ხომ?
-ანუ თანახმა ხარ?
-მხოლოდ დროებით და სხვების დასანახად..._დაჩი ფეხზე წამოხტა და წასვლა დააპირა
-მაგრამ...
-კიდე რა გინდა?
-ჩვენს გარდა არავინ უნდა იცოდეს ,რომ ...
-გასაგებია _ხელი აიქნია დაჩიმ და სანამ კიდევ რამეს მოსთხოვდა იქედან გაქრა.


შვიდ საათზე ყველანი სტადიონზე იყვნენ. ნინიმ მეგობრები გადაკოცნა და ქურთუკის კაპიუშონი წამოიხურა.
-ძალიან ცივა სტადიონზე არა?_ ხელები გაასავსავა მან
-ჰოო?_დაეთანხმა მარი. ელენე ხმას არ იღებდა.
-რა სჭირს ელენეს?_კითხა ნინიმ მარის.
-რაღაც დღეს ვერააა. მთელი დღეა ყველას უბღვერს...გია ბიძიასაც კი...
-ელე მოდი აქ გოგო_დაუყვირა ნინიმ. გოგონამ სკამებს შორის ძლივს გააბიჯა და მიუახლოვდა. ქერა თმები წელამდე ქონდა გაშლილი. თავზე კი წითელი ბენდენა გაებანტა.
-რა ხდება ნინი?
-ეგ მე უნდა მეკითხა რა გჭირს?
-არაფერი ყურადღებას ნუ მომაქცევთ ცუდ ხასიათზე ვარ.
-რატი გამოვიდა _დაიყვირა მარიმ. ნინის ყურადღება გაეფანტა და ტაში შემოსცხო.
მთელი თამაშის მანძილზე ხმაურობდა ტრიბუნები ,მაგრამ ელენეს არაფერი გაუგია. მხოლოდ ინსტინქტურად უკრავდა ტაშს როცა ზედმეტად ახმაურდებოდა მათი რიგები. მხოლოდ თამაშის დასასრულს მიხვდა ,რომ ნინის დედაც მოსულიყო. ბიჭებმა მოიგეს. მართალია მცირე სხვაობით ,მაგრამ კმაყოფილებმა დატოვეს მოედანი. ელენე ისევ ინსტინქტურად გამოჰყვა ხალხის ტალღას გარეთ. ყველანი შესასვლელთან დადგნენ. მიხვდა,რომ რატის გამოსვლას ელოდებოდნენ. გულშემარკივრებმა საზეიმო კოლიდორი მოუწყვეს ბიჭებს და ისე გამოაცილეს. ვანდას მანქანაში ნინი და მარი ჩახტნენ. თან დაჩი და ლუკაც მიჰყვნენ და ელენეს ადგილი აღარ დარჩა. რატის ამაზე გულიანად გაეცინა ,რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა ისედაც ნერვებმოშლილი გოგოსთვის.
-მოდი მე დაგითმობ_ ჯენტლმენურად თქვა ლუკამ
- კარგი რაა დღეს ხომ არ გამიცვნია არა? მე წამოვიყვან რა დაგემართათ. მე იმაზე გამეცინა როგორ შეასწარი მანქანაში.
-დროზე ჩაჯდებით ვინც მოდიხართ თუ კიდევ დიდხანს ვიდგე აქ ?_გამოსძახა ვანდამ. ელენე რატისთან ჩაჯდა. ლუკა კი ისევ წინა სავარძელზე ჩახტა და ღვედი გადაიკრა.
ელენეს არც რატის მანქანაში ამოუღია ხმა. ბიჭმა ძლიერად დაამუხრუჭა და ელენე ლამის საქარე მინას შეასკდა.
-ეეე... ნორმალურად იარე რა ..._მიაყვირა მოულოდნელობისგან შეშინებულმა
-აღარ მეგონა ცოცხალი თუ იყავი ... რა გჭირს გოგო? ორი წელია აქ არ ვყოფილვარ , მაგრამ ასეთი არ მახსოვხარ?
- შენრ ა იცი ? ისიც კი მეეჭვება ,რომ სახლის კარს ვეღარ მიაგნებ
-შენ მაგაზე არ იჯავრო. გაზრდილხარ ...დამშვენებულხარ ,მაგრამ ხასიათი წაგრთმევია ... რას გავს ეს ?
-შენ ვინ გეკითხება? ან საერთოდ რა იცი რა მჭირს და რა პრობლემები მაქვს? ბიჭებს ყველაფრის მცოდნეებად რატომ მოგაქვთ თავი? ან რატომ ვერ ხვდები ,რომ შენი უკბილო ხუმრობების ხასიათზე არ ვარ?
-მაპატიე ! მოიბოდიშა გაოცებულმა რატიმ და ხელები ასწია...
-შეგვიძლია წავიდეთ
-მითხარი რა გაწუხებს?
-არაფერია...
-ცოტა ხნის წინ არ თქვი პრობლლემები მაქვსო? ვინმე ბიჭი გაწუხებს? არ გაყენებს? გირეკავს? მითხარი და თავ-ყბას დავამტვრევ
-არავისაც არ დაამტვრევ თავ -ყბას ...მანქანას დაქოქავ და სახლში წამიყვან.
-ჩვენთან ,რომ წამოხვიდეთ დეიდა თამუნა ძაან გააფრენს?
-არ მინდა თქვენთან წამოსვლა.
-მიდი რა...არა ახლა აქ ,რომ იყოს დეიდას დაძახებას კი ვერ გავბედავდი ,მაგრამ ...
-ალბათ უკვე მელოდება
-ვანდა დაურეკავს
ელენეს შეპასუხების თავიც არ ჰქონდა და სავარძელზე გადაწვა. რატიმ დედამისს დაურეკა თამუნასთან საქმე მოაგვარე და მაგენიც ჩვენთან წამოიყვანეო. ელენემ იცოდა ნინის დედა თამუნას ნებისმიერ რამეზე დაიყოლიებდა. რატიმ მუსიკა ჩართო მანქანაში რამაც თითქოს მითიშა გოგონა. მხოლოდ მასინ გამოფხიზლდა რატიმ მანქანა სხვა მხარეს ,რომ გადაუხვია.
-სად მივდივართ?
-სხვაგან_გაუღიმა რატიმ
-რატი მოაბრუნე მანქანა გიბრძანებ
-ვერ მიბრძანებ ჩემს მანქანაში ხარ.
-იცოდე გადავხტები_დაემუქრა ელენემ
-ვერ გადახტები კარი ჩაკეტიალია. ყვირილს აზრი არ აქვს...მაინც წავალთ იქ სადაც მე მინდა...
-თავში რა მეყარა მანქანაში ,რომ ჩაგიჯექი ._ხელი ჯიბეში ჩაიყო_სად არის ჩემი ტელეფონი ?
-ამოგაცალე ,რომ წაგეძინა..ვიცოდი მოიძებნიდი.
-რატი არ ვარ მაიმუნობის ხასიათზე იცოდე...
-დაწყნდარდი და უბრალოდ მოეშვი
რატი მუსიკას აჰყვა და სიჩქარესაც უკლო. ელენეს სხვა გზა აღარ ჰქონდა უნდა გაჩერებულიყო. სანამ რატი დანიშნულების ადგილზე არ მივიდოდა

_______
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და ერთ კომენტარს მაინც ტოვებთ
მიყვარხართ ყველანი და ხვალ დაიდება ''ყოფილ ქმართან ,რომ სექსი გაქვს ...სხვა რამის ნიშანია (მეორე ნაწილი სრულად)



№1  offline წევრი nino(g)

au aq dadzabulodab imataa...saintereso tavi iyoo ..velodebi ahwmdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent