სკოლა ბავშვების წესებით [9]
სავარძელზე გაირინდა ელენ და ფანჯარაში გააშტერა თვალები.მანქანა გაჩერდა. გოგონა მასინღა გამოერკვა და გასწორდა. რატი ძირს გადავიდა და კარი გაუღო. ელენემ შეუბღვირა, მაგრამ არაფერი უთქვამს. რატიმ ხელი გაუწოდა ,რომ დახმარებოდა. -მე თვითონ...არ მომეკარო მანქანიდან გადმოხტა და ირგვლივ მიმოიხედა. მხოლოდ ცარიელი სივრცე იყო. -აქ რა გვინდა? სახლში წამიყვანე ახლავე_მიახალა ელენემ -არ მოგწონს? -რა უნდა მომწონდეს ცარიელი მინდორი? - ზურგისკენ შეტრიალდი. ელენე შეტრიალდა და წამით მართლა გაუნათდა სახე. იმ სიმარლეზე იყვნენ ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. სიბნელეში ლამპიონები ულამაზესად იყურებოდნენ. -აბა რას იტყვი ? -არაუშავს... ახლა წავიდეთ -შენ არ თქვი ნერვები მაქვს მოშლილიო? ხოდა დამამშვიდებელია ეს ... ამასწინ ვიყავი მეგობრებთან ერთად. ასე აღმოვააჩინე ეს ადგილი. უყურე და დამშვიდდები... --წამიყვანე აქედან მიხვდებიან ,რომ გზას გადავუხვიეთ. ალბათ უკვე სახლში არიან მისულები და გველოდებიან. _ელენე მანქანისკენ წავიდა ,მაგრამ ბალახზე ფეხი წამოედო და წაბანცალდა. რატიმ ხელი შეაშველა და დაიჭირა. ერთი წამით მათი სახეები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან ლამის შეეხო კიდეც. რატიმ ხელში აიყვანა და მანქანის წინა ნაწილზე შემოსვა. -რამე ხომ არ იტკინე? -არაფერი... მე უბრალოდ მინდა ,რომ აქედან წავიდე...დავიღალე ამ ყველაფრისგან..._ელენეს ტირილი აუარდა და თავი ხელებში ჩარგო. -კარგი რა რა გჭირს მითხარი...ხომ ხედავ არა ,რომ მინდა დაგეხმარო...მომეცი ამის საშუალება. ახლა ხომ არ გავიცვნია ერთმანეთი? შენ და ნინი ერთად გაიზარდეთ...ჩვენი მშობლები მეგობრობენ... უბრალოდ მომიყევი...გპირდები არავის ვეტყვი და ვეცდები დაგეხმარო. ელენემ თავი გააქნია უარის ნიშნად და თავი არ აუწევია. რატიმ ხელები მოაშორა და აცრემლებულ თვალებში ჩახედა. გოგონა თრთოდა და კანკალებდა. -გცივა თუ ასე რატომ კანკალებ? -კი...ცოტა მცივა კიდეც..._თავი დაუქნია. რატიმ კაპიუშონი წამოახურა და მიიხუტა. გოგონას ხელები გაწითლებული ქონდა. -მაპატიე არ მინდოდა შენი განაწყენება. უბრალოდ მინდოდა ცოტა გამემხიარულებინე...მაპატიე..._თავის დიდ ხელებში ელენეს პატარა თითები მოიქცია და გაუთბო. _მითხარი ახლა რა ხდება? -ასე მგონია მამას ისე აღარ ვუყვარვარ ,როგორც ადრე... -გაგიჟდი გოგო ? რას ამბობ მამაშენი გაღმერთებს..გიჟდება შენზე...ვინ ყავს შენს გარდა? -საქმეც ისა ,რომ ყავს...თურმე ყავს. არავი იცის ,რომ ასეა ,მაგრამ ყავს -მითხარი ვინ თორემ ვერ დავიჯერებ.ვერაფერი დამაჯერებს ,რომ მამაშენს შენზე ძვირფასი რამე გააჩნია ამ ქვეყნად. უბრალოდ გამორიცხულია._დააიმედა ელენე და მისი სახე ხელებში მოიქცია._არ ვიცნობდე მაინც გია ბიძიას. ახლა ეს არის შენი რაღაც კაპრიზი...აიჩემე და ეგაა... -რატომ გგონიათ ყველას ,რომ კაპრიზების მეტი არაფერი შემიძლია? ყველას სულელი რატომ ვგონივარ? -არც მიფიქრია მაგაზე. უბრალოდ რაღაცეებს არასწორად იგებ. შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ. დრო გავა და მიხვდები ,რომ მწარედ ცდებოდი. -ასე გგონია? -რათქმაუნდა... -თავს ისე მარტო ვგრძნობ...ამდენი მეგობარი მყავს ,მაგრამ მაინც მარტო ვარ. მითხარი რისი ბრალია ეს? ვერავის ვერ ვუმხელ ჩემს გულისტკივილს და ყველა სულელად მთვლის. ეს უსამართლობაა... -სულაც არ ხარ მარტო. მასე ნუ ამბობ... -ხანდახან მეჩვენება ,რომ აღარავის აღარ ვჭირდები და მინდა აქედან შორს გავიქცე. -ეს არაა გამოსავალი..._თავი გააქნია რატიმ -აბა რა ვქნა?_უფრო მეტად აკრუსუნდა ელენე რატი მისკენ დაიხარა და აკოცა. ყველაზე მეტად ახლა ამის გაკეთება უნდოდა , რადგან გრძნობდა როგორ სტკიოდა მისი ცრემლები. ნეტა აქამდე რატომ ვერ ამჩნევდა ამ გოგოს. ან თუ ამჩნევდა ისე რატომ ვერ არიქვამდა მას როგორც ახლა? ალბათ იმიტომ ,რომ როცა საქართველოდან წავიდა ის სულ რაღაც 13-14 წლის იყო. აბა მაშინ როგორ უნდა შეეხედა მისთვის ასე? ახლა 16 წლისაა. უფრო დიდია და ეს ყველაფერი მისთვის არც ისე უჩვეულო უნდა იყოს... ან შეიძლება იყოს კიდეც. რატის ხომ ამდენი წელია იცნობს და მას არასდროს უგრძნობინებია რამე მისთვის. უფრო მეტიც. პატარა დაიკოს დაქალებს არასდროს აქცევდა სათანადო ყურადღებას. ელენე არ შეწინააღმდეგებია,მაგრამ გონს ,რომ მოვიდა ძალიან შერცხვა და გაწითლდა. რატიმ თავი დამნაშავედ იგრძნო და მოუბოდიშა. -მაპატიე...მე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. -არაუშავს ...ეს მე ვარ ასეთი. ყველაფერი რიგზეა. -ანუ მაპატიე?_თვალები გაუბრწყინდა რატის. -რათქმაუნდა. -მაშინ წავიდეთ. -ასე ჩქარა ხომ აღარ ატარებ? -როგორც შენ მეტყვი ისე ვატარებ ელენეს გაეღიმა და მანქანაში ჩაჯდა.გზაში საერთოდ არ უსაუბრიათ. ხმაც არ ამოუღია არც ერთს. სახლში რომ მივიდნენ ყველა მისაღებში იჯდა. ბავშვები პიცას ჭამდნენ და საუბრობდნენ. ელენემ კაპიუშონი გადაიძრო და ანთებულ ბუხართან მიმჯდარ ხალხს მიუახლოვდა. -სად ხართ ამდენ ხანს?_აყვირდა ვანდა._ასჯერ დარეკა თამუნამ. -საცობში მოვხვდით დედა რა მოხდა მოვიდოდით აბა სად წავიდოდით? ელენე არავის დალაპარაკებია. სკამზე ჩამოჯდა. ისე იყო როგორც უცხო ამ ოჯახში. ნინიმ და მარიმ ერთმანეთს გადახედეს. -ელე პიცა ჭამე საყვარელო..._მანაც აირო ერთი ნაჭერი. ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ და საუბრობდნნენ. მერე ჩვეულებისამებრ ბიჭები ერთ საძინებელში შევიდნენ. გოგონები კი ნინის საწოლ ოთახსი განთავსდნენ. -ელე კარგად ხარ? _ კითხა ვანდამ გასვლამდე -ჰო კარგად ვარ. -ხომ არ გაცივდი? რაღაც მობუზული მეჩვენები -უბრალოდ დავიღალე. -მე წავალ დავწვები და აბა თქვენ იცით. ჭკვიანად და ტკბილი ძილი_ქალმა გოგონები გადაკოცნა და წავიდა. ელენე ამ ოთახსიც უცხოდ გრძნობდა თავს მიუხედავად იმისა ,რომ ასჯერ მაინც იყო დანარჩენი ამ საზინებელში. -ელენე რა გჭირს? როდემდე უნდა იყო ჩვენგან ასე გარიყული? _უსაყვედურა ნინიმ -ბოლო ბოლო თქვი თუ რამე პრობლემა გაქვს. _დაამატა მარიმ _არ მაქვს. უბრალოდ მამას ისევ ვეჩხუბე და თავს ცუდად ვგრძნობ.ახლა მხოლოდ დაზინება მინდა ,რომ ხვალ ადამიანურად გავიღვიძო. -აქ როცა ვრჩებოდით ყოველთვის გათენებამდე ვჭორაობდით. არასოდეს გვეძინებოდა. ახლა კი _ცხვირი ჩამოუშვა ნინიმ -ახლა უნდა დავიძინო. გთხოვ ტელეფონის დამტენი მათხოვე უკვე ჯდება. ნინიმ თავისი დამტენი გაუწოდა და თავად საწოლში შეწვა. ელენემ ტანზე გამოიცვალა და მეგობრებს გვერდით მოუწვა. ნინის საწოლი იმხელა იყო ყოველთვის თავისუფლად ეტეოდნენ სამივენი. სახლსი სხვა საძინებლებიც იყო ,მაგრამ გოგონები ყოველთვის ერთად დაზინებას ამოიჩემებდნენ ხოლმე. ელენემ ტელეფონი შეაერთა. ტუმბოზე დადო და მეორე მხარეს გადაბრუნდა. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და სინათლეები ჩააქრეს. რაღაცეებს ერთმანეთს უხმოდ ეჩურცულებოდნენ. ისე,რომ ელენეს ვერ გაეგო. მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ ელენეს ტელეფონი ტუმბოზე ,რომ აციმციმდა. გოგონას აე ეძინა. ალბა არც ისაა ძნელი გამოსაცნობი რაზე ფიქრობდა. შეტყობინება გახსნა და თვალებს ვერ დაუჯერა. ''_დედას შენი ნომერი მოვპარე ტელეფონში. კიდევ იმ სისულელეებზე ფიქრობ , რომ მამაშენს არ უყვარხარ? ''_რატი ელენეს გაეღიმა. ისედაც მიხვდა ვინც იყო ''არა ახლა სხვა რამეზე ვფიქრობდი'' _სწრაფად დაწერა და ტელეფონი ბალიშის ქვეს ამოდო. მანამდე შემოწმა და 25% ზე იყო დატენილი აშკარად გრძნობდა ,რომ ისევ მოსწერდა. '' დღეს ,რომ გაკოცე და ისე შეგრცხვა თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ვიცი,რომ ...'' ''შენი ბრალი არაა...მე...მე ჯერ არავისთვის მიკოცნია და ამიტომაც შემრცხვა. ვიცი ახლა რასაც იფიქრებ ,რომ სრული იდიოტი ვარ მაგრამ...'' ''იდიოტი კი არა ძალიან საყვარელი ხარ. იდიოტი მე ვარ ასე ,რომ გეტაკე და ვერ გავითვალისწინე ეგ'' ''არაუშავს რაღაც ყოველთვის ხდება პირველად.მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ შენ ...ალბათ საშინელება იყო'' ''სიმართლე გითხრა? '' ელენეს გული აუძგერდა. ალბათ მართლა საშინელება იყო და ასე იმიტომ მწერსო. სადღაც გულის კუნჭულში ეტკინა და თავი ბალიშში უფრო ღრმად ჩაჰქო. ''მითხარი''_მისწერა გაუბედავად -რა ჭირს?_ანიშნა ნინიმ მარის -ამ შუაღამეს ვის წერს? როდის იყო ამ დროს მესიჯობდა ნინიმ ანიშნა გაჩერდიო და კიდევ ერთხელ მოუვიდა მესიჯი ელენეს. ელენემ მესიჯის გახსნა ვერ გაბედა და კარგა ხანს უყურებდა ეკრანს. მერე პაროლი შეიყვანა ,რომელიც რამდენიმე წუთის წინ დააყენა და მესიჯი გაიხსნა. ''ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი იყო'' ელენეს დიდი ხნის მერე პირველად გაეღიმა. გულში ეცინებოდა ,მაგრამ ვერ გამოხატავდა. ტელეფონი ულზე მიიკრა და თვალები დახუჭა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.