ბარიერი. -3-
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, საათს დავხედე ჯერ მხოლოდ 7 საათი იყო. -დილა მშვიდობისა, ტაისია დეიდა. -ტელეფონშიც როგორი სასიამოვნო ხმა ჰქონია, მაგრამ ეს დეიდა ბოლოს მიღებს და ჩემს ნერვულ სისტემას ანადგურებს. -ჯერ 7 საათია.. -ამოვიკვნესე და თავი ბალიშზე დავაბრუნე. -1 საათში გამოგივლი, მოემზადე. -მითხრა და გამითიშა. ცოტა აკლია, ასე ადრიანად რა მინდა საგურამოში, თვალები დავხუჭე 5 წუთით წავიძინებ მეთქი.. ცოტახანში კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა. -რომელი საათია? -კარის ზღურბლზე მაქსიმე იდგა და წარბშეკრული მიყურებდა. უცებ მოცმული მოკლე ხალათი კარგად შევიკარი, თორემ ვიგრძენი როგორ შემჭამა მზერით, საათს ავხედე და გაოცებისგან შევკივლე, 10 საათი იყო დაწყებული. -მე ვიფიქრე 5 წუთით წავიძინებ მეთქი. -დამნაშავესავით ჩავხარე თავი. -მიდი, გელოდები მოემზადე. -დაუპატიჟებლად შემოვიდა და დივანზე დაჯდა. -კი, მაგრამ ეგ მიწა გარბის სადმე თუ დილის 7 საათიდან რატომ ამიკელი? -წარბი ავუწიე ბიჭს და დოინჯი შემოვირტყი. -ბევრი საქმეები მაქვს. -მომიჭრა მოკლედ. -იმდენი რომ ყავის დალევასაც ვერ მოვასწრებთ? -ისე მინდოდა ყავა, ტონი მოვალბე და აფერისტულად გავხედე რომ დამთანხმებულიყო. -კარგი, ყავა დავლიოთ. - მითხრა და გამიღიმა. არა, დილიდანვე ასეთი ღიმილი, არაადამიანობაა ამ ბიჭის საქციელი, მეტი არაფერი. -წამოდი სამზარეულოში. -ვუთხარი და ოთახიდან გავედი. დახლთან ვიდექი და ყავას ვადუღებდი, უკნიდან ხმა რომ შემომესმა. -დეიდის პირობაზე, ძალიან სექსუალური ხარ. -კიდევ კარგი ზურგით ვიდექი და ჩემი წამონთებული სახის დანახვა ვერ შეძლო. ასეთი მწარე კომპლიმენტი, ცხოვრებაში არ უკადრებიათ ჩემთვის. ოდნავ დავწყნარდი და ირონიული ღიმილით მოვტრიალდი. -ძალიან თავხედი ხარ, ლაწირაკო. -მშვიდად და ღიმილიანი სახით ვუთხარი და ყავის ჭიქა წინ დავუდე. არადა როგორი დიდი სიამოვნებით ჩამოვბანდი იმ ანგელოზივით სახეს ამ შავი სითხით, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჩემთვისაც დავიდგი ჭიქა და სიგარეტს მოვუკიდე. -ასეთი რა საქმეები გაქვს 7 საათზე რომ მაღვიძებდი? -ვკითხე და ინტერესით მივაშტერდი. -მამაჩემის კომპანიას ვაფართოვებ. -გამიღიმა და ყავა მოსვა. აღარაფერი მითქვამს, ჩუმად ვეწეოდი და ყავას ვსვამდი, ხანდახან თუ გავხედავდი მაქსიმეს, ის კი თვალს არ მაშორებდა. რატომღაც მგონია, რომ რაღაცას მატყუებს. გულით ვგრძნობ და ის არასოდეს ცდება. -ერთ ღერსაც მოვწევ და ჩავიცმევ. -სიჩუმე დავარღვიე და ახალ ღერს მოვუკიდე. -ძალიან ბევრს ეწევი დილიდან. -აღნიშნა მაქსიმემ. -აი, შენი შენიშვნებიღა მაკლდა რა. -ვუპასუხე ირონიულად და ღრმა ნაპასი დავარტყი. -შენ არ ეწევი? -არა, მე მიყვარს ჩემი თავი. -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ნახევარ საათში უკვე საგურამოს გზაზე ვიდექით, მაქსიმეს მანქანით წავედით. -გიხდება სპორტული ფორმა, მაგრამ კლასიკურ ტანსაცმელში უფრო მადიანი ქალი ხარ. -მაცოფებს მისი ასეთი პირდაპირობა, ისე მივგუდავდი თვალსაც არ დავახამხამებდი. -ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ შენს თავს? -რატომ? -ისე გაიკვირვა თითქოს მისი ნასროლი რეპლიკები ჩვეუ;ებრივი ამბავი ყოფილიყოს. - უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. -არავის უკითხავს რას ფიქრობ ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით რას ფიქრობ და აგარაკთან ეგ არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმით შემოიფარგლება. -ვუთხარი მკაცრად და გზას გავხედე. -მაგასაც ვნახავთ. -ჩაილაპარაკა ჩუმად. აღარაფერი მიპასუხია, თითქოს ვერ გავიგონე. მაცოფებს მისი სითავხედე, ერთხელაც იქნება ამომასხამს და ვეღარ გავუძლებ. როგორც იქნა მივაღწიეთ. ძალიან დიდი ნაკვეთი იყო, ერთი დიდი სასახლე დაიდგმებოდა, არამგონია რამოდენიმე თვეში მოვასწრო რამის გაკეთება, დიდი ხნით მომიწევს ამ აუტანელთან ურთიერთობა, რაც საერთოდ არ მაბედნიერებდა. კარგად დავათვალიერე ყველაფერი, რაღაც იდეები უკვე გამიჩნდა და მაქსიმეს გავუზიარე. -სახლზე მეტად, ეზოს მინდა დაუთმო დიდი ყურადღება. არ მიყვარს უსაშველოდ დიდი სახლები, ორი სართულიც საკმარისი იქნება. -გავითვალისწინებ. -გავუღიმე და მანქანისკენ დავიძარი. -სახლში მიდიხარ? -მკითხა როდესაც მანქანაში ჩაჯდა. -ხო, გამოვიცვლი და ოფისში გავალ, რომ დაპროექტება დავიწყო. -არ გშია? სადმე გავიაროთ და ვისადილოთ. -არა, მადლობა. მირჩევნია დღესვე შევუდგე მუშაობას, ისედაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. -მე არსად მეჩქარება. -გამიღიმა ისევ. სულ როგორ იღიმის? ან მე მაინც ნუ მიყურებს ამ ღიმილის დროს ხომ შეიძლება? თინეიჯერი გოგოსავით მაბნევს, ასე ალბათ 20 წლის ასაკის მერე არ ვყოფილვარ. -მე მეჩქარება. -მოვუჭერი მოკლედ, ალბათ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ჩემთან ლაპარაკს და სახლში დამტოვა. მალევე გამოვიცვალე და ოფისში გავედი. რამოდენიმე საათი თავაუწევლად ვიმუშავე და რაღაც მონახაზი გავაკეთე, დიდად არ მომეწონა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი გადავწყვიტე ხვალ გამეგრძელებინდა და ჩამესწორებინა. ახლა კი სასწრაფოდ, სახლი მჭირდებოდა და ჩემი საწოლი. გარეთ რომ გამოვედი, მესიამოვნა სუფთა ჰაერი. ისე ცოტახნით ანეტასთან ჭორაობა არ მაწყენდა, ამიტომ გადავწყვიტე სახლში წასვლამდე დაქალთან გამევლო. -დაიწყე აგარაკის დაპროექტება? -ყავა და ნამცხვარი წინ დამიდგა ანეტამ. -შენ ვერ წარმოიდგენ ვის აგარაკს ვაპროექტებ. -ახლა არ მითხრა რომ.. - აუციმციმდა თვალები ანეტას. -ხო, იმ თავხედის აგარაკია. -ისეთი გადაიხარხარა ანეტამ, მეგონა გაიგუდებოდა. -რა გაცინებს, ნერვული სისტემა დამიზიანა პირველივე დღიდან. -არა, ხომ გეუბნები ბედია მეთქი. გაიგე სახელი ბოლოსდაბოლოს? -კი, მაქსიმე ქვია. -ტაისია და მაქსიმე. როგორ უხდებით ერთმანეთს სახელებითაც კი. -გადაიკისკისა ისევ ანეტამ. -ახლა შენც ნერვებს მიშლი. -შევუღრინე დაქალს. -რას იღრინები ვერ გავიგე. მოგწონს და მოწონხარ და რატომ იკავებ თავს? -პატარაა. -ოოჰ, დიდი ამბავი 6 წელი. -ხელი აიქნია და ნამცხვარი ჩამოჭრა. -უფრო პატარას გავს, მგონია რომ მატყუებს. -ეჭვით გავხედე დაქალს და მეც ჩავფიქრდი. -რას საქმიანობს? -მამამისს აქვს რაღაც კომპანია, მაგრამ მამიკოს ფულებით გათამამებულ ბიჭს არ გავს. აშკარად თვითონაც ბევრს შრომობს.. -ხოდა ზუსტად ეგეთი გჭირდება შენც გვერდით. - არ დამაცადა წინადადების დამთავრება ანეტამ. -არ ვიცი რა.. - ამოვიქვნეშე და ნამცვხრის ჭამა დავიწყე. -სესილია, რომ ქმარს დაშორდა გაიგე? -უცებ თემა შეცვალა ანეტამ. -არა, საიდან უნდა გამეგო? - სესილიას ხსენება დიდად არ მესიამოვნა. ჩვენი ბავშვობის დაქალი იყო, 14 წლის ასაკში მოიტაცა ერთმა მილიონერმა, მაშინდელი დრო მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი ამბავი იყო მოტაცება. შემდეგ მშობლებმა აღარ წამოიყვანეს, სახელი გაუტყდებაო. დაქალობა, რა თქმა უნდა არ შეგვიწყვეტია, ჩვენ მაშინ 12 წლისები ვიყავით, სესილიასთან ოჯახების ახლობლობით ვდაქალობდით. გათხოვების შემდეგ ძალიან შეიცვალა. ცხოვრებისგან გაბოროტდა თუ რა დაემართა არ ვიცი, მაგრამ ჩემი და ანეტას შორის „ჩორტებს“ აგდებდა, საბედნიეროდ მალევე გავუგეთ და ჩამოვშორდით, მიუხედავად იმისა რომ ორსულად იყო მაინც ვეღარ შევიცოდეთ. უკვე 24 წელია არაფერი მსმენია მასზე, ანეტასგან თუ გავიგებდი რამეს. ისიც დიდად არ ვინტერესდებოდი. -ხო, თვითონ იტალიაში დარჩა, მისი ქმარი და შვილი კი ჩამოვიდნენ. მგონი ბიჭი ყავს. -კარგი, ხო იცი არ მაინტერესებს სესილიას ამბები. -გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. - წავედი ახლა უნდა დავისვენო, ხვალიდან ჯოჯოხეთი მელის. -წავიწუწუნე და დაქალს გადავეხვიე. -წარმატებები და იცოდე საქმის კურსში გყავდე. -თითი მოჩვენებითი სიმკაცრით დამიქნია დაქალმა. დილის 7 საათზე კარებზე არანორმალურმა ბრახუნმა წამომაგდო ფეხზე, ხალათი მოვიცვი და სასწრაფოდ კარებისკენ გავემართე. ისევ მაქსიმე.. -შენ ნორმალური ხარ? -გაცხარებულმა ვკითხე ბიჭს. -რაღაც კითხვები მაქვს აგარაკთან დაკავშირებით. -ისევ დაუპატიჟებლად შემოაჭრა და ამჯერად სამზარეულოში გავიდა. -დილის 7 საათზე რა კითხვები გაქვს? - გამწარებული ავედევნე უკან. -შენ ხომ მითხარი ნებისმიერ დროს შეგიძლია მკითხოო, ხოდა ჩემს უფლებებს ვიყენებ. უდარდელად მიპასუხა ბიჭმა და ყავის მოდუღება დაიწყო. უკვე სახლშიც დამიწყო „დიასახლისობა“ , ერთხელაც ბარგით რომ მომადგეს, მართლა აღარ გამიკვირდება. -ყავას დალევ? -გამომხედა ინტერესით. სიმწრისგან მუჭები ისე მაგრად შევკარი, ფრჩხილებით ლამის ხორცში ჩავაღწიე. სპეციალურად მიკეთებს, მეთამაშება. ეს ვინ გადავიკიდე? არადა, რომ დავფიქრდი არაფერი დამიშავებია, ასეთ სასჯელს რომ ვიმსახურებდე. -რა კითხვები გაქვს? -ყავის თემა წავუყურე და მაგიდასთან დავჯექი. ჭიქა წინ დამიდო და თვითონ ჭიქით ხელში დახლზე შემოსკუპდა. ღმერთო, ძალა მომეცი და მოთმინების დიდი ფიალა, რომ მალე არ აივსოს, გულში ვფიქრობდი. ხელის კანკალით ამოვაძვრინე სიგარეტი ყუთიდან და მოვუკიდე. ისე მოქმედებდა ნერვებზე უკვე კანკალი დამეწყო. -ისეთი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა თუ დახაზე რამე. -ეს უკვე პიკი იყო, აშკარად შემამჩნია სახეზე როგორ წამოვწითლდი სიმწრისგან და ირონიული ღიმილი გადაერტყა სახეზე. -ამისთვის გამაღვიძე ასე ადრე? -უკვე აგრესიას ვეღარ ვფარავდი. -ხომ მერე რა მოხდა? რაც უფრო ადრე დაიწყებ ხოლმე მუშაობას, მით უფრო მალე მორჩები. შენ ხომ გეჩქარება? -უდარდელად მიპასუხა და ყავა მოსვა. -ყავას რომ დალევ, კარები ჩუმად გამოიკეტე. -ფეხზე წამოვხტი და დასაძინებლად გავემართე. იდიოტი, რამდენს ბედავს. ჯერ ყველა სიტყვაე როგორ მეკიდება? მეც კიდევ ამდენს რატომ ვუთმენ, სხვა რომ იყოს ალბათ დიდი ხნის გაგდებული მეყოლებოდა სახლიდან და თავისი პროექტიანა ფეხებზე დავიკიდებდი. მაგრამ ეს.. ეს რა ჯანდაბას მიკეთებს ასეთს, რომ ყველაფერს ამას ვუთმენ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.