შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (1 ნაწილი)


24-08-2015, 15:18
ავტორი ანკა
ნანახია 10 231

-წითელი ლაქი წამისვი, ეს არ მომწონს! - განაცხადა საგრიმიოროს სკამზე მოკალათებულმა უკმაყოფილოდ და მოსამსახურე გოგონას კუშტად შეკრული წარბებით მიაჩერდა.
-ახლავე შევცვლი! - ხელის კანკალით დაავლო ხელი გოგონამ აცეტონსა და ბამბას და ჭირვეული მოცეკვავის კაპრიზების ასრულება განაგრძო. - მზადაა - მიმართა რამდენიმე წუთში შეპარვით და იმის შიშით, მის ნამუშევარში ისევ რაიმე ნაკლი არ აღმოეჩინათ.
-კარგი - უპასუხა ცივად - ალექსს დაუძახე - უბრძანა და ფეხი ფეხზე გადაიდო...
მაინც რა მაგარი ცხოვრება აქვს - ყოველ საღამოს ღამის კლუბის ვარსკვლავია, ცეკვავს და ყველას აჯადოებს. კაცებიც მასზე გიჟდებიან და იმდენ ფულს უხდიან, რომ ზოგჯერ მათი დახარჯვაც კი უჭირს. ერთი სიტყვით, მართლაც დედოფალივით ცხოვრობს, სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ახლა გამოაცხადებენ, მალე სცენაზე გავა და კლიენტებიც ზღვასავით მოაწყდებიან, შემდეგ ყველაზე სიმპატიურს ამოირჩევს და მასთან გაერთობა. სულაც არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ხალხი მას „სხვა“ თვალით უყურებს. მისთვის მხოლოდ თავისი აზრი და შეხედულებაა მნიშვნელოვანი...
-ვიკა, ჩემო ულამაზესო!.. - საგრიმიოროს ოთახის კარი შარფშემოხვეულმა საშუალო სიმაღლის კაცმა შემოაღო და გოგონასკენ ხელგაშლილი წავიდა ჩასახუტებლად.
-ალექს, როგორ ხარ? აბა, დღეისთვის როგორი ტანსაცმელი მომიმზადე? - ჰკითხა სულმოუთქმელად. ალექსი მისი პირადი სტილისტია, ყოველ საღამოს მის შედევრებს იცვამს და თვითონაც ძალიან მოსწონს.
-დღეისთვის განსაკუთრებით ვიშრომე ჩემო ძვირფასო! მთელს კლუბს შენ გაანათებ! - უთხრა მთელი ენთუზიაზმით და საღამოს კაბაც წარუდგინა. ვიკასთვის მთავარი საცვლები იყო, კაბას და მოკლე ტოპს პირველ 5 წუთში მოიშორებს. ამიტომ ნაირ-ნაირი ქვედაბოლოების თვალიერებაში ზედმეტად თავს არ იტკიებს...
-აბა ვნახოთ! - გამოართვა ღიმილით და გასახდელის ფარდას ამოეფარა.
....
შუაღამემდე ცეკვავდა. გრძნობდა, რომ ყველა თვალი მასზე იყო მიშტერებული და ძალიან სიამოვნებდა. რომელ ქალს არ სიამოვნებს იმის გააზრება, რომ ძალიან ლამაზი სხეული აქვს?.. მგონი არც არავის...
თავისი გამოსვლით კმაყოფილი საგრიმიოროში დაბრუნდა და მაკიაჟის ოდნავ შესწორება დაიწყო. ოთახის კარზე დააკაკუნეს...
-შემოდით! - უპასუხა უდარდელად და წითელი პომადა კიდევ ერთხელ გადაისვა ტუჩებზე.
-ბატონ ლევანს თქვენთან საქმე აქვს - კარი კლუბის მფლობელის მდივანმა შემოაღო.
-ახლავე მოვალ - გასცა პასუხი ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს. აუჩქარებლად წამოდგა ფეხზე, ატლასის ღია ვარდისფერი ხალათი შემოიცვა და დერეფანს გაუყვა. თეძოს რხევით გართული ვიღაცას ძლიერად შეასკდა.
-წინ იყურე იდიოტო! - შეუბღვირა ერთი თავით მაღალ მამაკაცს, რომელიც ასევე უკმაყოფილო შესცქეროდა კლუბის გათამამებულ მოცეკვავეს.
-სიტყვები შეარჩიე ლამაზო - გამოსცრა კბილებს შორის და ნახშირის თვალები მიანათა.
-შენ არ გკითხავ ვის რას ვეტყვი, ახლა კი გამატარე - თვალი „სწერვულად“ ჩაუკრა და გვერდის ავლა სცადა, თუმცა უცნობმა ხელი მაჯაში ჩაავლო.
-ჩემს ნერვებზე მოქმედებ და ამას განანებ... - უპასუხა ორაზროვნად და გზა განაგრძო.
-ცხოველი - ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ, ნატკენი მაჯა დაიზილა და დერეფანში მიმავალს თვალი გააყოლა. - კარგი ტანი კი აქვს ამ უტაქტოს!.. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ თეძოს რხევით და ნარნარით გააგრძელა გზა.
-ბატონი ლევანი კაბინეტშია? - ჰკითხა მდივან გოგონას და პასუხს დაელოდა.
-დიახ, თქვენ გელოდებათ - თავაზიანად გაუღიმა გოგონამ და კარზე ანიშნა.
-კარგი, მადლობა - უცბად მისდამი კეთილგანწყობით აივსო და მადლობაც ამიტომ გადაუხადა, თორემ სამადლობელი რა ჰქონდა... არც არაფერი...
-შეიძლება? - იკითხა ოდნავ ხმადაბლა და ოთახს თვალი მოავლო.
-მოდი ვიკა... - გაიგო დირექტორის ბოხი ბარიტონი და ისიც მისი მაგიდის პირდაპირ, სავარძელში ჩაჯდა. ბატონი ლევანი 50 წლის, საშუალო სიმაღლის კაცია...
-გისმენთ... - უპასუხა და მეგობრულად გაუღიმა. ბატონ ლევანთან კარგი ურთიერთობა აქვს. ბოლო-ბოლო მისი კლუბის სახეა და კლუბსაც რეიტინგიც მისი წყალობით ააქვს...
-პირდაპირ საქმეზე გადავალ... ჩემი მეგობრის შვილს სამოდელო სააგენტო აქვს - „ნიუ სთარი“. დღეს შუადღეს ჩემთან იყო და მთხოვა, რომ დავხმარებოდი რამდენიმე გოგონას მოძებნაში. მაშინვე შენ გამახსენდი. საკმაოდ კარგი სააგენტო აქვს, უცხოეთშიც ხშირად დადის. თუ შენი სურვილიც იქნება, მინდა სამოდელო სფეროშიც სცადო ბედი, თუმცა იმედი მაქვს, არც მე დამივიწყებ - ბოლო წინადადებაზე თვალი ჩაუკრა და პასუხს დაელოდა.
-საინტერესოა, მაგრამ მოფიქრება მჭირდება. მატერიალურად არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა მოგზაურობაზე უარს არ ვიტყოდი... ერთი სიტყვით, ცოტა მოფიქრება მჭირდება... - სწრაფად ჩამოარაკრაკა სათქმელი და ტელეფონს დახედა, რომელიც ღამის 1 საათს აჩვენებდა.
-კი, არაა პრობლემა. ხვალ მითხარი პასუხი. ახლა კი თავისუფალი ხარ - გაუღიმა და კარზე ანიშნა.
-კარგით, მადლობა შემოთავაზებისთვის - კაბინეტის კარი გამოაღო და თავის საგრიმიოროს მიაშურა. ცოტა უნდა დაესვენა, შემდეგ კი კლუბში გავიდოდა, ვინმე კლიენტს იშოვნიდა და გაერთობოდა.
-ნატალი, ცივი ყავა მომიტანე - უთხრა ოთახში მოფუსფუსე გოგონას და თვითონ რბილ დივანზე გაიშოტა. როგორ უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და როგორ იღლება... „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“, სულ ამას უმეორებს ხოლმე თავის თავს და წინ და უკან დაპაკუნობს...
დაახლოებით ნახევარი საათი ინებივრა წყნარ ოთახში, შემდეგ მოკლე შავი ბრჭყვიალა კაბა გადაიცვა და კლუბში შევიდა. ბარმენს ვისკი შეუკვეთა და სიმღერას ტანი ნაზად ააყოლა. უყვარს ცეკვა და რა ქნას! განა მარტო ბოძზე ტრიალი შეუძლია... სამეჯლისო ცეკვებსაც მშვენივრად ფლობს!
-ინებეთ თქვენი სასმელი - გაუღიმა ბარმენმა და ჭიქა გაუწოდა. ცეკვა-ცეკვით მიაშურა საცეკვაო მოედნის ცენტრს და იქაც ვიღაცას შეასკდა. უფროსწორედ, უცნობმა იდაყვი ჭიქას გაკრა და მთელი ვისკი კაბაზე ჩაეცალა.
-ააა! - შეჰკივლა მსუბუქად და უკმაყოფილომ ცარიელი ჭიქა ძირს მოისროლა.
-უკაცრავად... - მობრუნდა „კაბის მტერი“, თუმცა სიტყვა შუაზე შეწყვიტა, როდესაც ნაცნობი სილუეტი დაინახა - ისევ შენ? - ჰკითხა ირონიულად.
-ისევ შენ? - ორაზროვნად გაიმეორა კითხვა ამანაც. - იცი რა ღირს ეს კაბა?! - გაბრაზდა და ასე თუ ისე ნაცნობს ნახშირის თვალებში ჩახედა. „როგორი სიმპატიურია...“ ერთ წამს ესეც კი გაიფიქრა, თუმცა მოწონებას გაბრაზებამ სძლია და დოინჯშემორტყმული დაელოდა პასუხს.
-არ მანაღვლებს - ჩაილაპარაკა განგებ, რათა გოგონა უფრო გაებრაზებინა და წარბი აზიდა. რა თქმა უნდა, დანაშაულს რამენაირად გამოისყიდდა, თუმცა ჯერ ცოტა უნდა ეხალისა.
-იდიოტი, უტაქტო ხეპრე ხარ! - მიაძახა გაკაპასებულმა ვიკამ და ბრბოდან გამოსვლა სცადა. იფიქრა, ეს არაფრის გამკეთებელი არაა და სჯობს ისევ მე მივხედო ჩემს თავსო.
-წამოდი - ხელი მაჯაში ჩაავლო მამაკაცმა და გასასვლელისკენ გააქანა.
-ასეთი გარეთ არ გამოვალ! - შეეწინააღმდეგა უცნობს და კართან შედგა.
-წამოდი, თორემ ძალით წაგიყვან - შეეპასუხა გაღიზიანებული.
-სად მიგყავარ ეგ მაინც მითხარი!.. - ტუჩები ბავშვურად გამობუშტა და ისევ შავ თვალებს მიაცქერდა.
-ახალ კაბას გიყიდი. შენ თვითონ აარჩევ... - მოუჭრა მოკლედ.
-დარწმუნებული ხარ, რომ ფული გეყოფა? - ჰკითხა ნიშნისმოგებით და წარბი ეშმაკურად აზიდა. იფიქრა, ისეთს ვიყიდი, რომ მთელი თვის ხელფასი დავახარჯვინოო, თუმცა ჯერ რა იცის ვისთან ააქვს საქმე!..
-მაგაზე არ ინერვიულო - თვალი ჩაუკრა და ირონიულად აათვალიერა სველ კაბაში გამოწყობილი გოგონა. - წავედით თუ არა?!
-წამო - თეძოს ნარნარი რხევით გავიდა გარეთ და „ჯელტმენს“ დაელოდა.
-ესაა ჩემი მანქანა - ანიშნა შავ დიდ ჯიპზე და მძღოლის მხარეს დაჯდა. „კარიც კი არ გამიღო“ - გაიფიქრა უკმაყოფილოდ და დაბუშტული ტუჩებით მიუჯდა მეორე მხრიდან. სულ ასე იცის ხოლმე... როდესაც გაბრაზებულია, ან რაიმეთი უკმაყოფილო, მაშინვე ტუჩებს ბუშტავს. ამ დროს სექსუალური კლუბის მოცეკვავე პატარა გოგონას ემსგავსება. ეს თვითონაც იცის, თუმცა რა ქნას, ვერ გადაეჩვია...
-აი ამ მაღაზიასთან შეაჩერე - უთხრა, რომელიღაც ძვირიან მაღაზიაზე. იცის, რომ აქ ყველაფერს „ცეცხლის ფასი“ ადევს და ამიტომაც უნდა აქ რაიმეს არჩევა. მამაკაცი დაემორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა და მაღაზიას მიაშურა. „რა ჯელტმენია“ - გაიფიქრა ვიკამ ირონიულად და ისევ თვითონ მიაწვა უშველებელ კარს. მაინც რამხელა კარი აქვს ამ ჯიპს, თანაც როგორი მძიმე... თავისი სუსტი ხელებით ძლივს ახერხებს გაღებას.
-ჯელტმენობა რა არის ალბათ არ გაგიგია ხომ? - გვერდით ამოუდგა მამაკაცს და წარბის აზიდვით მიაჩერდა.
-გაგიკვირდება და ვიცი - უპასუხა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს. კი მაგრამ, ეს როგორ? ყველა თვალებგადმოცვენილი უყურებს ხოლმე მას და ეს კიდევ ერთი გამოხედვის ღირსადაც არ თვლის! გაანჩხლებული შევიდა მაღაზიაში და სექციებს შორის ბოდიალი დაიწყო. ჯერ დრო უნდა გაეყვანა, რომ უცნობი ლოდინით დაეღალა, შემდეგ კი რამე კაბასაც შეარჩევდა, ან არა... კიდევ სხვაგან წაიყვანდა. ძვირიანი მაღაზიების მეტი რა არის!.. იმდენი იბოდიალა, რომ უკვე ფეხები სტკიოდა, ბოლოს საპატარძლო კაბებიც კი დაათვალიერა და პაკუნით გაემართა სავარძელში მჯდომი მამაკაცისკენ.
-ვერაფერი ვერ ავარჩიე - თქვა მოჩვენებითი დანანებით - სხვაგან წავიდეთ - იფიქრა, ახლა აფეთქდებაო, რადგან მინიმუმ ნახევარი საათია უაზროდ დაბოდიალობს და მოსაზომადაც კი არ აუღია კაბა.
-საპატარძლო კაბებში ვერც ვერაფერს იპოვიდი - თვალი ჩაუკრა ეშმაკურად და გაკვირვებული ვიკას დანახვისას გაეცინა.
-იქნებ მეპოვა - „ჯორზე შეჯდა“ და დოინჯი შემოირტყა.
-ისე არაუშავს, მაინც ვერასდროს ვერ ჩაიცვამ მაგ კაბას და დაათვალიერე მაინც - ისევ გაიცინა და აწითლებული ვიკას დანახვისას კიდევ უფრო გახალისდა.
-ვითომ რატომ?! - ჰკითხა გაცეცხლებულმა.
-შენ ცოლად ვინ უნდა მოგიყვანოს. მილიონერსაც კი გააკოტრებ - გაუცინა და შემდეგ საკიდიდან წითელი კაბა აიღო - შენგან განსხვავებით, მე მართლა მოვძებნე კაბა. თუ შენც მოგწონს, მოიზომე და გიყიდი.
-აბა მანახე ერთი რა აირჩიე - საკიდი გამოართვა და კაბა კარგად აათვალიერა. ფასი მართლაც რომ „თუხთუხა“ ჰქონდა, ძალიან ელეგანტური იყო და თანაც სიარულით დაღლილი იყო უკვე, ამიტომ გასახდელში წავიდა და კაბა მოიზომა.
-აბა როგორია? - მამაკაცის წინ გამომწვევად დატრიალდა და მის რეაქციას დაელოდა. უცნობს მართლაც ძალიან მოეწონა ვიკა ასეთ კაბაში, თუმცა მის ნერვებზე თამაში უფრო მოსწონდა რატომღაც. აქამდე ქალების გაბრაზებით არასოდეს უხალისია, უბრალოდ „მუღამს ვერ უჭერდა“, თუმცა ვიკაზე მგონი ყველაფერი პირიქით იყო.
-არის რა... - უპასუხა უდარდელად, მაგრამ თვალებით ვიკას ფეხებს დააკვდა. - გიყიდო? - ჰკითხა და პასუხს დაელოდა.
-კი - უპასუხა მტკიცედ და თან თავის დასველებულ კაბას ხელი დაავლო.
-კარგი - 3000$-ად შეფასებული კაბის საფასური მოლარესთან გადაიხადა და ისევ მანქანას მიაშურა, თუმცა ამჯერად ვიკას კარი გაუღო.
-ოჰოო... როგორ მოხდა, რომ ჯელტმენობა იკისრე? - გესლიანად წაკბინა და სკამზე მოკალათდა.
-ახლა უკვე რაღაცას დაემსგავსე და მაგიტომ - თვალი ჩაუკრა მანაც და მანქანას მოუარა.
-იდიოტი! უტაქტო! - ჩაილაპარაკა ისევ თავისთვის გამწარებულმა.
-სად გაგიყვანო? - ჰკითხა უცნობმა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-ჩემგან გათავისუფლება გინდა?! - ჰკითხა ეშმაკურად და წარბი აზიდა.
-შეიძლება მასეც ითქვას... ბევრი საქმე მაქვს, თანაც შენთაც ურთიერთობის „სიამოვნება“ უკვე გამოვცადე - „ეგრე ხომ?“ გაიფიქრა ვიკამ და უცბად გაახსენდა, რომ ყველაფერი კლუბში დარჩენოდა. აბა რა იქნებოდა, პირდაპირ გამოაბუნძულა მამაკაცმა იქიდან და...
-ყველაფერი კლუბში დამრჩა და სახლში ვერ შევალ - უპასუხა დანანებით და ტუჩები დაბრიცა, ახლა სპეციალურად. უცნობმა ხარბი მზერა სტყორცნა ვიკას ტუჩებს, თუმცა მალევე გამოფხიზლდა და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
-დღეს ჩემთან დარჩი თუ გინდა
-კარგი - უპასუხა უდარდელად და სკამის საზურგეზე გადაწვა...
.......
მანქანა სამსართულიანი კერძო სახლის წინ გააჩერა. უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი საუცხოო იყო...
-დახვეწილი სახლია, რასაც შენზე ვერ ვიტყვით... - ისევ წაკბინა უცნობს და თეძოს რხევით მიაშურა შესასვლელ კარს.
-სულ ასე იკბინები? - მოესმა ზურგს უკან ბოხი ბარიტონი, შემდეგ კი წელზე ძლიერი ხელის შეხება იგრძნო. გულში კმაყოფილმა ჩაიცინა, ანუ უცნობს მაინც მოსწონს ვიკა, თუმცა არ აღიარებს... არაუშავს, ხელებმა უმტყუვნეს.
-გააჩნია ვისთან - თვალი ჩაუკრა და ხელებიდან დაუსხლტა. ესიამოვნა მისი შეხება, მისი სურნელიც კი სხვანაირი მოეჩვენა, თუმცა თავის თავს არ გამოუტყდა. ამ ხეპრემ ხომ ასე გააბრაზა და გააღიზიანა!
-დაიღალე? - ჰკითხა უეცრად მზრუნველად.
-არც ისე - გაუკვირდა ასეთი შეკითხვა და სამზარეულოს მიაშურა, რათა ცივი წყალი დაელია. - შენი სახელი რომ არ ვიცი? - ჰკითხა და წარბი აზიდა.
-ერეკლე, შენ?
-მე ვიკა
-ჯერ-ჯერობით სასიამოვნო არაა და რომ იქნება გეტყვი - თვალი ჩაუკრა ირონიულად და ლუდი გამოიღო.
-ჩემი საძინებელი მაჩვენე - განუცხადა მკაცრი ტონით ნერვებმოშლილმა და წინ აესვეტა. ერეკლე რამდენიმე წამი ზღვისფერ თვალებში უცქერდა. ვიკამ უხერხულობა იგრძნო, თუმცა არ შეიმჩნია.
-წამოდი - მამაკაცის სუნთქვა სახეზე მიეპკურა და სიამოვნებისგან თვალები მილულა, თუმცა თავი დაარწმუნა, რომ ეს მისი სურნელის კი არა, იმ სუნამოს სუნი იყო ასე რომ უყვარდა...
ერეკლემ ვიკა ერთ-ერთ საძინებელ ოთახში შეუშვა და მარტო დატოვა. ცოტა გული დასწყდა, რომ მამაკაცმა მისი ალერსი არ მოინდომა. ეს ხომ ყველას უნდოდა, ყოველ შემთხვევაში მისი სტილისტი ალექსის გარდა, რომელიც... ნუ, ალბათ ხვდებით...
გრილი შხაპი გადაივლო და პირსახოცის ამარა გაეშურა თავისი ოთახისკენ. როდესაც მისკენ მომავალი ერეკლე დაინახა, გვერდზე გაიწია, რათა ისევ არ შესკდომოდა, რასაც მამაკაცის ჩაცინება მოჰყვა. საცვლები ჩაიცვა და საბანში ცხვირამდე ჩაძვრა. ბევრი იწრიალა, თუმცა ვერ მოისვენა. ენერგიის დახარჯვასაა მიჩვეული გოგო და ახლა რა დააძინებდა... სხვადასხვა კაცთან გართობა უკვე ჩვეულებად ექცა და არც ახლა იცოდა რა ექნა. თვალწინ ერეკლე დაუდგა. როგორი მხარ-ბეჭი აქვს... ალბათ, დაკუნთული იქნება, სხვანაირად არც შეიძლება... ბევრი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ (რაც ვიკასთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ იყო...), საწოლიდან წამოდგა და ფეხაკრეფით მიაშურა ახალგაცნობილის ოთახს...


.............
დაგიბრუნდით ჩემო საყვარლებო!
ძალიან ძალიან მომენატრეთ და წერაც მომენატრა. დასვენება ცოტა გამიგრძელდა, თუმცა რა ვქნა, რომ დაჯდომას და დაწერას თავი ვერ მოვაბი. ახლა კი ახალი ისტორიით და შემართებით დაგიბრუნდით და თქვენს კომენტარებს ველი.
იმედი მაქვს მოგეწონებათ და გაგრძელება ღირს...



№1  offline წევრი Ignifex

მომეწონა რომელია! ძალიან კარგია და კარგად წერ,საინტერესოდ. :დ ♡ ველი შემდეგს ♡

 


№2  offline მოდერი ^paradise^

ხოოოო,ჩემი ანკა სხვა ამპულაში ვნახე wink წარმატებები,ძალიან ძალიან საინტერესოა რა მოხდებაა ოთახშიიიიი ? wink მალე დადე ახალი,თორე შენს ფბ-ს გვერდს ავაფეთქებ am

 


№3  offline მოდერი ანკა

Ignifex
მომეწონა რომელია! ძალიან კარგია და კარგად წერ,საინტერესოდ. :დ ♡ ველი შემდეგს ♡

უღრმესი მადლობა საყვარელო <3 ძალიან ძალიან გამახარე! love love love

mzesumzira
ინწერესნო love მე მომწონსს

მიხარია რომ მოგეწონაა love love love

^paradise^
ხოოოო,ჩემი ანკა სხვა ამპულაში ვნახე wink წარმატებები,ძალიან ძალიან საინტერესოა რა მოხდებაა ოთახშიიიიი ? wink მალე დადე ახალი,თორე შენს ფბ-ს გვერდს ავაფეთქებ am

აჰაჰაჰჰაჰ wink შენი ამბავი რომ ვიცი ჩემს ფბ-ს მართლა არ დაინდობ wink
ძალიან მიყვარხაარ!!! love love love

 


№4  offline მოდერი ანკა

nini5852
ვაიმეე ჩემი ანკა მოსულაა რაა კარგიაა :დდ როგორც ყოველთვის ძალიან კარგია სიტყვები ზედმეტია:* ამ გოგოს მორჯულება გვინდა და ვსოო ეგაა :დ ძალიაან მომენატრეე:*

ხოო, ამ გოგოს მორჯულება უნდა, მაგრამ ბიჭიც რომ მოსარჯულებელია? wink wink wink
როგორ მომენატრე ჩემო საყვარელო, შენი თბილი და ტკბილი კომენტარებით ვერ წარმოიდგენ! love

 


№5  offline მოდერი ანკა

nini5852
რა პრობლემაა ორივე შენს ხელში არ არის?? :დ მოარჯულებ როგორმე :დ გენაცვალე:*

ხოო wink ცოტას გამაწვალებენ, მაგრამ სხვა რა გზა ექნებათ wink მორჯულდებიან wink love love love

 


№6  offline წევრი TIME

anka dabrundaaa uraaa♥♥♥♥♥

 


№7  offline მოდერი ანკა

TIME
anka dabrundaaa uraaa♥♥♥♥♥

wink დიდი მადლობა საყვარელოოო <3 <3 <3 love love love

 


№8  offline წევრი Tikoshekriladze

ძალიან მომეწონაა love
--------------------
❤Jeux d'enfants❤

 


№9  offline წევრი ROLIKA

ჰმმმ....ერთადერთი რაც მეთქმის ,,უმაგრესიაააა" ახლა წავიკითხავ სხვა თავებსააცც ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent