შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ის მასწავლე,რანაირად აღარ მიყვარდე...(I)


24-08-2015, 19:47
ავტორი usaxelo
ნანახია 1 796

ძნელია როდესაც გიყვარს და ამ სიყვარულს არ გიფასებენ ,გიყვარს მთელი გულითა და გრძნობით...გიყვარს და ამ სიყვარულში ხედავ ყველაფერს...შენს მომავალს მასთან ერთად შენს და მის შვილებს !! ოცნება რეალობაზე კარგია მაგრამ,არსებობს ისეთი ოცნებებიც რომლებიც მხოლოდ ოცნებებში რჩება და მას არ აქვს ახდენის საშუალება...ან?! ან პირადად ის პიროვნება არ ცდილობს რომ შენი ოცნებები რეალობად აქციოს ...გიყვარს თუმცა ეს სიყვარული არ არის ორმხრივი...მხოლოდ შენ ერთ პიროვნებას გიყვარს და იცი მისი ფასი ...აკეთებს ცუდს მაგრამ ,ის შენთვის მუდამ იდეალურია იქცევა ცუდად,კაცს კლავს თუ სხვა რამეს სჩადის ის მაინც იდეალურია შენთვის და მის გარდა არავინ გინდა ! ყოველდღე ძილის წინ ფიქრობ მასზე და ისევ ხატავ იმ ოცნებებს შენს ფანტაზიაში რაც გინდა რომ რეალობაც იყოს ... ხანდახან დგება მომენტიი როდესაც არცერთ ოცნებას არ აქვს ახდენის საშუალება...გინდა იყვირო,დალეწო ყველაფერი,თავი მოიკლა და წახვიდე სამუდამოდ თუმცა გაკავებს რაღაც და ეს რაღაც სიყვარულია ... გიყვარს და იქ მორჩა ყველაფერი ! ყველაფერს აქვს ზღვარი თუმცა სიყვარულს არა ! გტანჯავს და გჭამს შიგნიდან რაღაც გინდა რომ გაექცე რეალობას თუმცა ხვდები რომ მეგობარიც არავინ გყავს და არც წასასვლელი გაქვს არსად... ძნელია გიყვარდეს და ამას ვერ ხვდებოდეს.. ! ხედავდე როგორიი ბედნიერია და შენ გული გტკიოდეს თუმცა ამავდროულად გიხაროდეს ! იხსენებდე მისი გაცნობის დღიდან-დღემდე თითოეულ სიტყვას,ქცევას და ყველაფერს რაც მას უკავშირდება ..! გიყვარდეს და ეს გრძნობა ყველაფრის უნარს გაკარგვინებდეს ...! თუმცა ამბობდენ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავვსეო ... მაგრამ,ასე არ მგონია რაც მოსახდენი არის ის აუცილებლად მოხდება თუმცცა უკვე არაფრის იმედი გაქვს და ‘გდიხარ’ უიმედოდ ..
უბრალოდ გავხარ ‘მოსიარულე გვამს’ და თითქოს არაფერიი გიხარია... ვერაფერს გრძნობ მის გარდა ..!
-ანასტასია შეიძლება ? -ფიქრებში გართული ანასტასია დაქალის ხმამ გამოიყვანა...
-მოდი მარიამ მოდი...- მარიამმა ყოველთვის იცოდა ანასტასიას რაც აწუხებდა თუმცა მასთან ლაპარაკს ვერასოდეს ბედავდა იმ თემაზე ...
-ანასტასია გიორგიმ დამირეკაა,ჩვენს კაფეში ვარო ძმაკაცი მახლიაოო და მოდითო ...-იცოდა,იცოდა ანასტასიამ რომ დაქალს უარს ვერასოდეს ვერ ეტყოდა ახლა ნებით თუ უნებლიეთ დათანხმდა წასვლაზეე...
ნახევარ საათში გოგოები კაფეში იყვნენ ... გიორგი დაინახეს თუ არა მათკენ წავიდნენ ...
-ჰეიი გიორგიი რავა ხარ ? -ჩვეულ მისალმებას არ უღალაპა მარიამმა და მხარზე ხელი გაჰკრაა..
-გოგო შენ როდის დაჭკვიანდები რაა... -წყენანარევი ხმით უთხრა გიორგიმ...-ჰო მართლა გაიცანით ეს ჩემი ძმაკაცია ალექსანდრე ...-ალესანდრეს ხსენებაზე ანასტასიას ტანში გააჟრჟოლა ... ეს ხომ მისი ერთადერთი სიყვარულის სახელი იყო მასაც ხომ ალექსანდრე ერქვა თუმცა გრძნობებს ვერ უფასებდაა...
-სასიამოვნოა მარიამი მქვია ..-ხელი გაუწოდა მარიამმა ხოლო ანასტასია გონს მაშინ მოვიდა როცა დააქალმა ხელი დაჰკრა მხარზე..
-აა,ჰოო ჩემთვისაც სასიამოვნოა ანასტასიაა... -თავისთვის იჯდა გოგონა ისე რომ ალექსანდრესთვის არც კი შეუხედავს ...
-რასჭირს ?-იკითხა გიორგიმ..
-არაფერიი გიო..უხასიათოდა.. -მარიამმა ეცადა დაქალი როგორმე დაეცვა თუმცა გიორგი რისი გიორგია რომ არ ჩააცივდეს ანასტასიას...
-სტას რა გჭირს ? რამე პრობლემა გაქვს ? -იცოდა გიორგიმ რომ,ყველაზე მეტად ანასტასიას ეს აღიზიანებდა თუმცა უკვე აღარ შეეძლო მისი მეგობრის ასეთ დღეში ნახვა...
-არაფერიი გიორგი არაფერიი... ვერ გაიგე მარიამმა რა თქვა.. -საუბარში ალექსანდრე ჩაერთო...
-მოდით ამ საღამოს კინოში წავიდეთ ... -ანასტასიას არსად არ უნდოდა წასვლა ამიტომაც ბოდიში მოიხადა და ადგა...
-თქვენ წადით მე სახლში მივდივარ ...
გზაში დღევანდელ დღეზე ფიქრობდა აიი რომ,არ წამოყოლოდა მარიამ ხომ არ გაიცნობდა კიდევ ერთ ალექსანდრეს ... ხომ არ გაახსენდებოდა ‘მისი’ ალექსანდრე და გული უფრო ხომ არ ეტკინებოდა ...
მის სახლამდე სანამ მივიდოდა ალექსანდრეს სახლი უნდა გაევლო ინსტიქტურად ალექსანდრეს აივნისკენ გაეპარა თვალი ..აივანზე იდგა და ეწეოდა ისე როგორც ,მან იცოდა ...
ალექსანდრემაც იგრძნო მწველი მზერა და ქვევით ჩაიხედა ანასტასია რომ,დაინახა გაუცინა და ‘როგორა ხარო’ ვითომ ვერ გაეგოს ისევ გზას დაადგა ...
10წთში სახლში იყო ...
მარტო ცხოვრობს დედა და მამა საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ ... არც და და არც ძმა ჰყავს დედისერთა.
არ არის გათამამებული გოგო როგორც,სხვა დედისერთა გოგოები ..ანასტასიას ურჩევნია უბრალოება ვიდრე დედამისივით ათას ოქრო-ვერცხლში იყოს გამოწყობილი ...
ფული ჯოჯოხეთს ანათებსო თუმცა ანასტასიასთვის ფულს არ აქვს მნიშვნელობა ...
პატარა ლურჯთვალება სწორი ცხვირითა და ქერა წელამდე თმებით. გოგონა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია თუმცა რით ? მას ხომ არასოდეს არცვია მუხლს ზემოთ კაბები,დეკოლტებიი .. არასოდეს არ უჩანს არაფერიი .. არა ის თავისი საუცხოო შარმით გამოიჩევა ..ბიჭის ტანსაცმელი და თითი-თითო გოგოს ტანსაცმელი აქვს გარდერობში სკეიტი,ველოსიპედი და გიტარა მისი განუყრელი მეგობრები არიან ...
საოცარი ხმის პატრონი თავს ვის არ მოაწონებს ..
ჯერ კიდევ 16წლისა და იმდენი თაყვანისმცემლები ჰყავს რომ ერთი ფეხბურთის გუნდი შედგებოდა ..თუმცა მისი გული მარტო ალექსანდრეს ეკუთვნის ... ალექსანდრე არის მისი მზე და მთვარე,მისით ღამდება და მისით თენდება... ეს უკანასკნელიც რამ შეაყვარა მანაც არ იცის უყვარს და მორჩა ! თუმცა ასეა როცა გიყვარს არ იცი რატომ და რისთვის მხოლოდ გიყვარს !

პ.ს გამარჯობათ პირველი ისტორია და შემიფასეთ ... ჯერ არაფერი დამიწერია დამწყებიი ვარ )) ვიცი რომ შეცდომები მაქვს და ნელ-ნელაა გამოვასწორებ ...



№1  offline წევრი maridb

კარგია გააგრძალე
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2 სტუმარი natia

dzalian sainteresoa dawyeba momewona gaagrdzelee..

 


ვიცი უკვე ოთხი წლით გვიანია მაგრამ ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent