შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -4-


24-08-2015, 22:18
ავტორი ჯია
ნანახია 4 718

დილის 9 საათზე მისაღებში გამოვბოდიალდი და... მაქსიმე მიწოლილი იყო დივანზე, ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოეწყო და ტელევიზორს უყურებდა. გაფართოებული თვალებით მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი, ისე რომ თვალი არ მომიცილებია.
-გაიღვიძე? -გამომხედა და გამიღიმა.
-სრულ ჭკუაზე ხარ? -უკვე მართლა ეჭვი მეპარება, რომ ნორმალურია, აშკარად მაგრად აკლია.
-კი, რა იყო? - მეთამაშება, გეუბნებით მეთამაშება.
-არაფერი, ისე. -გავუღიმე და პულტი წავართვი. -დღეს მეზარება მუშაობა. -გავიზმორე, კომფორტულად მოვეწყვე, მეც შემოვაწყვე ფეხები მაგიდაზე და სხვა არხზე გადავრთე. თამაში უნდა? ხოდა იყოს თამაში.
-რას ნიშნავს მუშაობა გეზარება? -წარბაწეულმა გამომხედა.
-იმას, რომ მეზარება. შენ დღეს საქმეები არ გაქვს? -უდარდელად ვუპასუხე და ისევ სხვა არხზე გადავრთე.
-გადავდე ყველაფერი, რომ მენახა როგორ მუშაობდი.
-მამოწმებ? -ალმაცერად გადავხედე ბიჭს.
-არა, უბრალოდ მაინტერესებს.
-კარგი, ჩავიცმევ. -მირჩევნია დღეს "მიყუროს" როგორ ვმუშაობ, ვიდრე ხვალ ისევ დილის 7 საათზე დამადგეს და მაღვიძარას ფუნქცია შეითავსოს.

1 საათში უკვე ჩემს კაბინეტში ვიყავით. მე ნახაზებს ვასწორებდი, ან რაღაცეებს ვამატებდი, ის კი ჩუმად იჯდა და მიყურებდა. ბოლოს ხან ერთი მხრიდან მოვუვლიდი ნახაზს, ხან მეორედან.
-რას დაბოდიალებ? -მკითხა და გაეცინა.
-აუზის მარჯვენა მხარეს, ხეების დარგვა კარგი აზრია ვითომ? -პასტა ტუჩის გვერდით მივიდე და ნახაზზე თვალისმოუშორებლად ჩავფიქრდი.
-ხეებზე, რომ ფიქრობ დანარჩენს მორჩი უკვე?
-აუზის სიღრმე დამიკონკრეტე და ეგ არის. -გავუღიმა და გაოცებულ ბიჭს გავხედე.
-3 მეტრი საკმარისია. -მითხრა და ფეხზე ადგა.
-მოდი ნახე, აი შენი საძინებელი პირდაპირ ტერასაზე გინდა გადიოდეს, თუ არ გავაკეთოთ მაქედან კარები? -ვკითხე და ბიჭს ავხედე. -მაქსიმე მისმენ? -აშკარად არ მისმენდა, მის მზერას გავაყოლე თვალი და ჩემს დეკოლტეს შევეჩეხე. -მაქსიმე! -ვუთხარი მკაცრად.
მაქსიმე მომიახლოვდა, მე უკან დავიხიე თუმცა მაგიდას შევეჩეხე და ვეღარ ვიძვროდი, ბიჭი კი არ ჩერდებოდა და საბოლოოდ, ტანზე ამეკრა.
-ახლა იცი რაზე ვფიქრობდი? -ყურთან ჩამჩურჩულა, მისი სუნთქვა ყელთან ვიგრძენი, რაზეც ტანში ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. ბიჭის ასეთი სიახლოვე მაბნევდა და აზროვნების უნარს მართმევდა. თავი გავაქნუე უარის ნიშნად, ხმის ამოღების თავი არ მქონდა.
-ახლავე და აქ როგორ გაგაშიშვლებდი და პირდაპირ ამ პროექტზე როგორ..
-მაქსიმე, გეყოს! -ამოვიხავლე და არ ვაცადე მისი უხამსი წინადადების დასრულება. ჩემი აკანკალებული ხმის გაგონებისას ირონიულად ჩაეღიმა ბიჭს, თითებით მუხლიდან თეძომდე "ამოირბინა" და ტუჩები ჩემს ტუჩებთან ახლოს მოიტანა. ამ დროს მე აღარ ვსუნთქავდი, ან უჰაერობა იყო ოთახში, ან არ ვიცი.. მაგრამ ფაქტია, ჟანგბადის ნაკლებობას განვიცდიდი. -გთხოვ, წადი. მუშაობაში ხელს მიშლი. -ძლივს ამოვღერღე და კაბიდან ხელი გამოვაწევინე. მაქსიმეს ისევ ჩაეცინა, მომშორდა და კაბინეტიდან ხმაამოუღებლად გავიდა.
მივვარდი, ფანჯარა გამოვაღე და ამოვისუნთქე. ღრმად ვსუნთქავდი, რისი დარეგულირებაც გამიჭირდება, რადგან წუთის წინ მომხდარის გახსენებისას ისევ უჰაერობა მეწყებოდა. სავარძელში ჩავესვენე და არეული ფიქრების დალაგება ვცადე. ბოლოს საკუთარი თავი იქ გამოვიჭირე, რომ ვფიქრობდო როგორ მაშიდვლებდა ჩემივე კაბინეტში და როგორ.. ტაისია გეყოს! რამ გაგაგიჟა ამხელა ქალი? ამომძახა ჩემმა მეორე მე. არა, მართლა რას მიკეთებს? ასეთი ვნება დიდი ხანია არავის მიმართ არ მქონია, კოცნის წარმოდგენაზეც კი ვდნები და მუხლები მეკვეთება. ჩანთას ხელი ვსტაცე და კაბინეტი სასწრაფოდ დავტოვე, ახლა რაც შეიძლება ღია სივრცე და სუფთა ჰაერი მჭირდებოდა, ამიტომ გეზი მთაწმინდისკენ ავიღე.
ალბათ ყველა ქალს ასე ექცევა, ასე ახვევს თავბრუს და გულში ყველას დასცინის. ამას თავი დავანებოთ, ის გრძნობა რომ რაღაცას მატყუებს, მოსვენებას არ მაძლევს. მაგრამ ისე მინდა ამ ყველაფერს ახლა ყურადღება არ მივაქციო და ვნების ბურუსში გადავეშვა მასთან ერთად. ამის გაფიქრებაზე ერთიანად გამაკანკალა. დავიღალე ამ ბანალური ურთიერთობებით, ცხოვრებაში ერთხელ ხომ შეიძლება მივცე ჩემს თავს გაგიჟების უფლება?

სახლში მალევე მოვედი, აცივდა უკვე.. მოდის ზამთარი.. სამზარეულოს კარადაში შევიხედე, ღვინო აღარ მქონია. ძალიან მეზარება ახლა მაღაზიაში ჩასვლა, თბილი პიჟამოები ამოვიცვი და საწოლში შევწექი. რამე ფილმს ვუყურებ, თორემ ძილი ჯერ ადრეა. ფილმის არჩევა კარის ხმამ შემაწყვეტინა.
-ვიზიტის საათები უნდა დაგინიშნო. - ირონიულად ვუთხარი კარებთან მდგარ მომღიმარ მაქსიმეს.
-შენი საყვარელი ღვინო მოგიტანე. -ბოთლი ხელში აათამაშა. - საღამოობით ხომ გიყვარს განტვირთვა? -არა, ეს ბიჭი ჩემს გულში ზის.
-შემოდი. -გამიკვირდა პირდაპირ რომ არ შემოაჭრა და ჩემს შეპატიჟებას დაელოდა. სამზარეულოდან 2 ღვინის ჭიქა გამოვიტანე და დივანზე მაქსიმეს გვერდით მივსკუპდი, ფეხები ავკეცე და კომფორტულად მოვკალათდი.
-გიხდება დათუნიები. -პიჟამოზე მიმითითა, ორივეს გაგვეცინა. შემდეგ ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა. გაბადრული და გაღიმებული სახით ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას. -რა? -უცებ ინტერესით შემომხედა.
-არაფერი. -მხრები ავიჩეჩე და ჭიქას დავწვდი.
-რა გჭირს? -იდაყვი დივნის თავს ჩამოადო და თავით მტევანზე დაეყრდნო, მეორე ხელით კი ღვინოს სვამდა.
-რა უნდა მჭირდეს? -ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან.
-დღეს საღამოს რაღაც ნაკლებად წიკვინებ. -გამეცინა მის ნათქვამზე, მაგრამ აღარაფერი მიპასუხია.
წყნარად ვისხედით, ნელ-ნელა ვსვამდით და ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. თითქოს თვალებით ვლაპარაკობდით და სულ არ იყო სიტყვები საჭირო, მაგრამ ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე მძაბავდა და მაღელვებდა, თან დროდადრო ტემპერატურის მატებასაც ვგრძნობდი.
-რატომ მეთამაშები?
-არ გეთამაშები. -გამიღიმა, ცარიელი ჭიქა ხელიდან გამომართვა და მაგიდაზე დადგა.
-აბა ეგეთი ხარ?
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ. -გაურკვეველი ემოცია გამოეხატა სახეზე.
-შენც საქციელებს, რატომ მაცოფებ ყოველდღე? -გამეღიმა ჩემს გულახდილობაზე.
-არასოდეს მიცდია შენი გაცოფება, პირიქით. -ოდნავ ჩემკენ ჩამოიჩოჩა მაქსიმე, მგონი პულსი მიჩქარდება.
-აბა თავს მაწონებ? -გადავიკისკისე გემრიელად და მაქსიმალურად ვცადე რომ ბიჭის სიახლოვე არ შემემჩნია.
-ბანალური ტექსტების შეთხზვა არ მეხერხება. -თმაში ხელი შემიცურა და თვალებში კიდევ უფრო ჩამაშტერდა. -მაგრამ შემიძლია ავღნიშნო, რომ საოცარი თვალები გაქვს. - სახე კიდევ უფრო ახლოს მომიტანა, ახლა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
-ჩემგან რა გინდა? -ხმის კანკალით ვკითხე, თავი დაუცველი ბავშვი მეგონა.
-შენ! -მითხრა და ტუჩებზე მოწყურებულივით დამეწაფა. რა ვიგრძენი? ვიგრძენი კი არა, საერთოდ ყველაფრის უნარი დამეკარგა. ხელში აყვანილი ოთახში გამიყვანა, გაშმაგებულებივით შემოვაძარცვეთ ერთმანეთს ტანსაცმელი და.. არ ვიცი. თავს ნამდვილს ქალად ვგრძნობდი, დედოფალი ვიყავი.. არა, უფრო დედამიწის მმართველი. მისი ყოველი შეხება, კოცნა არაზებუნებვრივ სიამოვნებას მგვრიდა, ღრუბლებს ვეთამაშებოდი და საერთოდ არ მინდოდა მიწაზე დაბრუნება.
-გემრიელი ქალი ხარ. -მკლავებში მომიქცია და თავი მის გულზე დამადებინა. ჯერ კიდევ სადღაც დავფრინავდი და ხმის ამოღება არ მინდოდა. ან რა უნდა მეთქვა? საშინელი შეცდომა დავუშვი, მაგრამ კიდევ და კიდევ სიამოვნებით გავიმეორებდი ამ შეცდომას მეთქი? თვალები დავხუჭე და ამდენი ემოციისგან და ვნებისგან გადაღლილს მალევე ჩამეძინა.


თვალები რომ გავახილე, ჯერ კიდევ სიბნელე იყო. მაქსიმეს მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და საწოლიდან ჩუმად ავდექი. ხელში მისი პერანგი მომხვდა და შემოვიცვი, შემდეგ ჩემი ტელეფონი ავიღე და მისაღებში გამოვედი. ფეხზე კედები ამოვიცვი. მანქანის გასაღები და ფული ავიღე და სახლიდან გავედი. სიპერმარკეტში გაოცებულები მიყურებდნენ ასეთ ფორმაში რომ ვიყავი, თუმცა მაქსიმეს პერანგი კაბასავით მქონდა და ზედმეტი არაფერი მიჩანდა, ამიტომ დიდად ყურადღებას არც ვაქცევდი ამდენ მოშტერებულ თვალს. წითელი ღვინო ვიყიდე და ანეტასკენ გავემართე.
-ხომ მშვიდობა გაქვს? -კარები თვალების სრესვით მძინარე ანეტამ გამიღო.
-შენი თერაპია მჭირდება. -ავხედე გულუბრყვილოდ და სასმლის ბოთლი ხელში ავათამაშე.
-შემოდი. -მიჩვეული იყო ჩემგან დილის 6 საათზე მისვლებს, როცა მიჭირდა. ამიტომ დიდად არც გაკვირვებია ჩემი დანახვა.
-რა მოხდა? -ჭიქები მაგიდაზე დაალაგა და მთქნარებით მითხრა.
-ახლა იცი ჩემს საწოლში ვის სძინავს? -ავხედე დამნაშავესავით.
-შენი პერანგით თუ ვიმსჯელებთ, ვინმე მამაკაცს.. და ეს მამაკაცი, სავარაუდოდ მაქსიმეა. -მითხრა და ღვინის ბოთლი გახსნა. ჩემი მიხვედრილი გოგოა მეთქი უკვე გითხარით?
-ხო.. -ვუთხარი და თითით ჭიქის ირგვლივ დავიწყე რგოლების ხაზვა.
-მერე ნანობ თუ რატომ მიატოვე ის ბიჭი შენს სახლში და შენ აქ სვამ ჩემთან ერთად?
-ხო, ვნებას ავყევი, პატარა გოგოსავით.
-მხოლოდ ვნებაა?
-აბა რა გრძნობაზეა საუბარი 4 დღის გაცნობილ მამაკაცთან? -უცებ თავდი ხელი შემოვირტყი. -არ მჯერა, რომ ჯერ მხოლოდ 4 დღეა ვიცნობ.
-მერე რა მოხდა? -გაკვირვებულმა შემომხედა ანეტამ.
-როგორ თუ რა მოხდა? -მაგიჟებს ხანდახან ეს გოგო.
-თვეობით და წლობით გაცნობილ მამაკაცთან თუ იკავებდი ურთიერთობას, რომელია დღეს შენ გვერდით? ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიყევი დინებას და ნუ იფიქრებ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. იქნებ ამჯერად მაინც გაგიმართლოს, თუ არადა ტკბილ მოგონებად მაინც დაგრჩება. რატომ გიყვარს ასე ყველაფრის გართულება, ერთხელ მაინც გადადგი დაუფიქრებელი ნაბიჯები, ისიამოვნე ცხოვრებით. არაფერს კარგავ! -გამიღიმა ანეტამ და ცარიელი ჭიქები ისევ შეავსო.
-ხომ, მაგრამ ეს უხილავი ბარიერი...
-რა ბარიერი? -არ დამაცადა სათქმელის დასრულება ანეტამ. -არავითარი ბარიერი, შენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და გიჟურ პერიოდს გაუმარჯოს. -გამიღიმა და ჭიქა აწია, მეც ღიმილით ვუპასუხე და ჭიქაზე ჭიქა მივუჭახუნე.



№1  offline მოდერი aleqsandra

m.m.m.m.m.... rogor momwons maqsimeee <3 nuka <3 :-*

 


№2  offline მოდერი ჯია

aleqsandra
m.m.m.m.m.... rogor momwons maqsimeee <3 nuka <3 :-*


love love

 


№3  offline წევრი Ignifex

ოპაა :D მაქსიმე რომ გაიღვიძებს რას იზამს,ნეტავ...:D მგონია,რომ რაღაცას მალავს,მაიმუნობს :D ველი <3

 


№4  offline წევრი buubbuuu)))

Dedaaaa es ra mdzime tavi iyo gulma lamis damartya . Ara ki idzaxian lamis ar itvlebao magram chemtvis itvleba . Ara miyvars ra rom ar welav. Magram es ra iyo qalo guli gamicherda. ♥♥♥♥ shemdegs velodebi
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№5  offline მოდერი ჯია

Ignifex
ოპაა :D მაქსიმე რომ გაიღვიძებს რას იზამს,ნეტავ...:D მგონია,რომ რაღაცას მალავს,მაიმუნობს :D ველი <3


ბევრი საიდუმლო გაიხსნება მომავალში feel wink

buubbuuu)))
Dedaaaa es ra mdzime tavi iyo gulma lamis damartya . Ara ki idzaxian lamis ar itvlebao magram chemtvis itvleba . Ara miyvars ra rom ar welav. Magram es ra iyo qalo guli gamicherda. ♥♥♥♥ shemdegs velodebi


ვაიმე, ბუბუსიტოოო, როგორ მაკლდი და მენატრებოდი love love

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ბარიეური გადალახულია..ყოჩაღ ტაისიას..საინტერესო იყო და ველოდები შემდეგს.

 


№7  offline მოდერი ჯია

drunkinlove
ბარიეური გადალახულია..ყოჩაღ ტაისიას..საინტერესო იყო და ველოდები შემდეგს.


მარიამ love love

 


№8  offline წევრი buubbuuu)))

ჯია
Ignifex
ოპაა :D მაქსიმე რომ გაიღვიძებს რას იზამს,ნეტავ...:D მგონია,რომ რაღაცას მალავს,მაიმუნობს :D ველი <3


ბევრი საიდუმლო გაიხსნება მომავალში feel wink

buubbuuu)))
Dedaaaa es ra mdzime tavi iyo gulma lamis damartya . Ara ki idzaxian lamis ar itvlebao magram chemtvis itvleba . Ara miyvars ra rom ar welav. Magram es ra iyo qalo guli gamicherda. ♥♥♥♥ shemdegs velodebi


ვაიმე, ბუბუსიტოოო, როგორ მაკლდი და მენატრებოდი love love


Mec dzalian menatrebodiii ♥♥♥ chemi jia magram axla isev dagakldebi cotaxnit :《
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent