შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[5]


25-08-2015, 12:00
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 555

-ბინძური საყვარელი-ცოფებს ყრიდა მარიტა.ასეთუ აბრაზებული ჯერ არ მენახა.ის ხომ მუდამ გაწონასწორებული,მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონა იყო-არ მჯერა,ახლა მირეკავს და უნდა ვისაუბროთო,მეუბნება..-აბობობქრდა მარიტა.
-შენ რა უთხარი?-ნიაკომ თვალები დაჭყიტა და საათს შეხედა.
-არ ვიცი-მეთქი,მაგრამ დაიჟინა უნდა გნახო,არადა,ვერც ვიცნობ ვიცი.დედაჩემს ვერაფერს ვეტყვი,ხომ იცი,რომ ქმარი გყავს,ისეთი თბილია მამუკა,რომ არ ვიცი.შვილად მიმიღო და,იმისდა მიუხედავად,რომ თორმეტი წლის ბიჭი შეეძინა დედაჩემთან,მაინც როგორ ვუყვარვარ.ნეტავ,უცოდე რამდენი სითბო გაიღო ჩვენთვის?
-მოკლედ,დასთანხმდი,არა?-თვალი ჩაუკრა ნიაკომ და ლოგინზე წამოგორდა.
-ჰო,მაგრამ თავს ვერ ვუტყდები იმაში,რომ მაინტერესებდა მამაჩემის ვიზუალი.ხომ იცი სოციალური ქსელებით არ სარგებლობს.იმდენჯერ წარმოვიდგინე გონებაში მისი სახე,მაგრამ ამაოდ..ახლა გავიგებ..ხვალ 12 საათზე უნდა შევხვდე.მითხრა მისამართს გამოგიგზავნიო..
-ანუ ტორტის გაკეთებას ვერ მოუსწრებ?-ნიაკოს გაახსენდა შემდეგი დღის გეგმები და აცერცეტდა.
-გოგო,უნდა გამომყვე.მარტო ვერ წავალ-ცრემლები მოიწმინდა მარიტამ და გოგონას ხელი ხელზე თბილად დაადო.
-რას ამბობ? კგონს მოდი,მარიტა-ლოგინიდან წამოიწია ნიაკო და წარბი ზემოთ ასწია.
-თუ გიყვარვარ..-თვალები დააფახულა მარიტამ და მეგობარს მიეკრა.
-კარგი და მერე ანისთან გამომყვები ტორტზე,შევთანხმდით?
-ოღონდაც გადამარჩინე და მერე მთელი დღე,რაც გინდა ის მიქენი..
-კარგი-თვალი ჩაუკრა დაქალს.
-აქ დარჩი დღეს და მერე ერთად წავიდეთ-ნიაკოს უარი უნდა ეთქვა,მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა,დედაჩემს დავურეკავო,ტელეფონი ხელში აათამაშა და გვერდითა ოთახში გავიდა.საუბარს რომ მორჩა მარიტას დედა შეეჩეხა.
-გამარჯობათ,ლალი დეიდა..მარიტასთან ვარ-გაუღიმა და ქალს დააკვრიდ.“უთუოდ ლამაზია“-გაიფიქრა და კედელზე არსებულ ნახატს გაუსწორა თვალი.
-გამარჯობა.ალბათ,ნიაკო ხარ,ჰო?-ეტყობა,მარიტამ უთხრა ნიაკოს შესახებ.
-დიახ-გაუღიმა და ამ დროს მარიტამ დაუძახა,თან დედას მიაძახა,ჩემთან დარჩება ნიაკოო.
-კარგი-გაუღიმა ქალმა და თავის ოთახისკენ აიღო გეზი.
დილას ნიაკოს ადრე გაეღვიძა.რაღაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.ადგომაც ეზარებოდა,მაგრამ მაინც წამოწია თავი და თმები გააქნია.“რა ლამაზი დღეა“-გაიფიქრა მისმა ერთმა ნაწილმა,მაგრამ გოგონას სულ სხვა გამომეტყველება აკროდა სახეზე.როგორც იქნა,წამოდგა და სარკესთან დადგა.თმის დავარცხნის შემდეგ,საშხაპეში შევიდა,გამოსულმა ღამით მიყრილი ტანსაცმელი ძლივს იპოვა.
-უკვე ადექი?-თავი წამოსწია მარიტამ.
-ჰო,ანის მივწერ-გაცხარებული აწვებოდა ტელეფონის სენსორს.
-შეგიძლია, წყალი მომიტანო? ყოველ დილა პირი მიშრება-თავი ბალიშზე დადო და თვლები მოჭუტა.
-ახლავე-სამზარეულოსკენ წავიდა ნიაკო ისე,რომ ტელეფონისთვის ხელი არ გაუშვია.
-აჰა-მიაწოდა დაქალს ჭიქა.
^^
-ლუიზა,ყავა მომიდუღე რა-დათო ლოგინიდან ჯერ არ ამდგარიყო.მამამისის წასვლას ელოდა.არ უნდოდა ზედმტეად მოხვედროდა გოჩას თვალში.ისევ იმ შეხვედრაზე ფიქრობდა,მაგრამ დედისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს.12 საათამდე ჯერ დრო იყო.ამდენ ხანში რამდენ რამეზე დაფიქრდებოდა ვინ იცის..
-კარგი,შვილო-გამოსძახა დედამ-ოღონდ მალე ადექი,მერე ცივიაო,რომ არ თქვა.
ბიჭი მეორე მხარეს გადაბრუნდა,მაგრამ აწკრიალებულმა ტელეფონმა გამოაფხიზლა.:ვინ უნდა იყოს,ტო“ მზერით უპასუხა ტელეფონს.
-დათ,მე ვარ-გაისხმა გოგონას წვრილი ხმა.
-ვინ შენ?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ბარში ნომერი რომ მომეცი მაშინ-ახსნა დაიწყო გოგონამ და პასუხის მოლოდინში სუნთქვა გაუხშირდა.
-არ მცხელა შენთვის რა-უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა და ტელეფონი გათიშა.
„რა უნდა? რა უნდა გოჩას? ასეთი რა საქმე აქვს?-გაცხარებული ეკითხებოდა საკუთარ თავს და მძიმედ სუნთქავდა.უკვირდა მამის ამგვარი საქციელი,რადგან მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილიყო.
-დათო,გამოდი,მზადაა!-ლუიზამ გასძახა შვილს.
-კარგი,მოვდივარ-წამოდგა და ხალათი გადაიცვა.
^^
თორმეტის ნახევარზე უცხო რესტორნის მისამართი მიუვიდა მარიტას.ხელის კანკალით დაანახა ნიაკოს ტელეფონის ეკრანი და თვალები დაქაჩა.სულ აინტერესებდა მამის შესახებ და დედა არაფერს ეუბნებოდა და ან რა უნდა ეთქვა!
-მარიტა,კარგად ხარ?-ლალი სადღაც მიდიოდა და დივანზე მჯდარ შვილს თვალი რომ მოკრა,ცუდად არისო იფიქრა.
-კი,დედა,კარგად ვარ.
-რაღაც შენი ფერი არ მომეწონა-აჩქარებით აიღო ჩანდა და შვილს თავზე აკოცა.
-არა,არ ინერვიულო-გაუღიმა და თვალებით კარებისკენ გააცილა ლალი.
-დედები ყველაფერს ხვდებიან-ახარხარდა ნიაკო-ისე ეგ ადგილი ახლოსაა-თვალი ჩაუკრა დაქალს და ჩანთას დასწვდა.
-ვნერვიულობ,მაგრამ შენ რომ მყავხარ გვერდით ვმშვიდდები-სახეზე ღიმილმა გადაურბინა და ნიაკოს ხელი ჩაკიდა-წავედით.
დათქმულ ადგილზე ხუთი წუთით ადრე მივიდნენ.კარებთან იდგნენ,როცა გოჩა დაურეკა,სად ხართო.ეს სიტყვები და კანკალი ერთი იყო.“ასეთი უსუსუ როდის ვიყავი““-თავს ეკითხებოდა მარიტა და უცნობი მამის გამოცენას ელოდა.
-ღმერთო,რამხელა გაზრდილხარ-მარცხნიდან გამოჩნდა მაღალი,წელში გამართული,შავგვრემანი მამაკაცი.ბანალური ფრაზით მიესალმა მარიტას და ხელი ჩამოართვა.
-გამარჯობა-აკანკალებული ხმით უპასუხა შვილმა და შეათვალიერა კაცი,რომლის პორტრეპი მილიონჯერ მაინც წარმოედგინა.“ნუთუ,ეს რეალობაა“-გაიფიქრა უემოციოდ.
-დავსხდეთ-კარებისკენ მიუთითა,როცა გოგონა შეჩერდა და ნიაკოზე მიანიშნა.
-ჩემი დაქალია და..-გოჩამ ჯერ დაეჭვებით შეხედა,შემეგ თავაზიანი ღიმილით მიესალმა და გოგონები შეატარა.
-რას შეუკვეთავთ>-ისე ჰკითხა მარიტასა და ნიაკოს,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ.გოგონებმა მენიუ შეათვალიერეს და მალევე მიიღეს გადაწყვეტილება.ეს უკანაკსნელი მაინც და მაინც არც აინტერესებდათ.
-არ დავიწყებ იმას თუ როგორ ვწუხვარ და მსგავს ბანალობებს-მკაცრი ხმით დაიწყო გოჩამ.მარიტა კი ამ დროს ჭიქას მშტერებოდა-ჩვენი გასარჩევი საქმე არაა რა მოხდა 21 წლის წინ.ამისთვის არც დამიბარებიხარ..ამისთვის არ მითხოვია შეხვედრა..-მალევე შეასწორა და გოგონას თვალებში ჩახედა.
-მესმის,არ ვარ პატარა და მესმის,რაც მოხდა..სამწუხაროდ,წყდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში შვილსა და მშობლებს შორის ყოველგარი კავშირი-თვითონაც გაუკვირდა რა სიბრძნეებს ვაყალიბებო და ნიაკოს შეხედა,რომელსაც კმაყოფილება დასტყობოდა სახეზე.
-მე შვილი მყავს,უფროსი ბიჭი..მართალია,შენ არ ატარებ ჩემ გვარს,მაგრა ეს იმას არ ნიშნავს,რომ თქვენ,შენ და ჩემი ბიჭი.და-ძმა არ ხართ..დიდი ხანია,რაც ამაზე ვფიქრობ..ვფიქრობ,რომ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს-გაუბედავად შეხედა გოჩას სახესა და ტუჩების მოძრაობას..“დამაჯერებლად საუბრობს“-გაიფიქრა თავი დაუქნია..-ჩემი გვარი არ იცი,ალბათ?-ინტერესით შეხედა შვილს..

-ჰმ..-დაიბნა მარიტა-არ ვიცი.დედაჩემი ამაზე არასდროს მესაუბრებოდა,თქვენი სახელიც ძლივს მითხრა.
-მოდი,თქვენობით არ გვინდა,კარგი?-გაუღიმა გოჩამ და სასმელი მოსვა.
-კარგი-მარიტას მოეწონა მამამისის შენიშნვნა.
-შენგელია.უკვე გეცოდინება-თვალი გაუსწორა შვილს.ამ დროს მარიტაზე მეტად ნიაკო აფორიაქდა.“მისი გვარიც,დათოს გვარიც იგივა..“-ბიჭს გვარი ჯერ კიდევ ახსოდა,მაგრამ ნიაკო რის ნიაკო იყო,რომ გამოეხატა ნერვიულობა,ისევ მშვიადად მოკალათდა და საუბარს ყური დაუგდო,თან ჭამა განაგრძო.
-ისე შენზე ცოტათი უფროსია,ოცდაოთხი წლისაა-შვილზე ამაყით დაიწყო საუბარი გოჩამ..დღეს უნდა მოსულიყო და უნდა გამეცნო შენთვის,მაგრამ,მგონ,აგვიანებს-ნიაკოს კანკალი დაეტყო.“აი,ცუდის მოლოდინი,აი,წინათგრძნობა“-გაახსენდა დილინდელი უხასიათობა და თვალები დაბლა დახარა..“ისიც ოცდაოთხი წლისაა“-დამთხვევების არ სჯეოოდა,მაგრამ მაინც ისე აფორიაქდა,რომ სახეზეც კი დაეტყო.
მარიტა განაბული უსმენდა მამას,ნიაკოსკერ ვერც იხედებოდა ან როგორ გამოიხედავდა,როცა გოჩა გამალებით ესაუბრებოდა.
-უკაცრავად,ვუპასუხებ-ტელეფონი აიღო გოჩამ და დაძაბვით ამოისუნთქა.
-შვილო,სად ხარ?
-ხუთ წუთში მანდ ვარ?-მოსაუბრის ხმა არ ესმოდა ნიაკოს,თორემ მაშინვე იცნობდა და ვინ იცის რა დაემართებოდა.რას იზამდა,ალბათ,კინწის კვრით გაიქცეოდა და ან მარიტას გვერიდთ დარჩებოდა.
-შესანიშნავია,მე კი მეგონა,აღარ მოხვიდოდი-გათიშა და მარიტას ღიმილით შეხედა-სულ მალე მოვა..
ათწუთიანი საუბრისა და ნიაკოს აჩქარებული პულსის შემდეგ,გამოჩნდა მაღალი სილუეტი,რომელიც ამაყად მოაბიჯებდა და ღიმილით უცქერდა გარშმომყოფთ.
-აი,ისიც-მამა-შვილი ფეხზე წამოდაგა.ნიაკოს შეეშინდა უკან გახედვის და ისიც ადგა.“რაც მოსახდენია,მოხდეს“-ჩვეულად გაიფიქრა.
-გამარჯობა,მამა-მხარზე ხელი დაკრა ბიჭმა გოჩას და შემდეგ მარიტას შეხედა.ნიაკო შემობრუნდა.იცოდა,რომ ის დათო იყო,მაგრამ გასაქცევი აღარ ჰქონდა.გულმა ბაგაბუგი დაუწყო და საშინელი შეგრძნებები დაეუფლა,მაგრამ მაინც შებრუნდა დათოსკენ.
-ღმერთო,ეს შენ ხარ!-სახეზე გაკვრივებამ გადაურბინა და თვალები გაუფართოვდა..-არ მჯერა!-ასეთი დათო გოგონას არ ახსოვდა! თვალებზე ცრემლი მოადგა ნიაკოს,ნერვიულობას ვერ მალავდა.
-მე უნდა წავიდე-ჩაილაპარაკა და გოჩას ბოდიში მოუხადა.
-ნიაკო-ხმა დაადევნა აღშფოთებულმა მარიტამ,მაგრამ გოგონას ვერ გაჰყვა.გაახსენდა,რომ მის წინ ძმა იდგა,ხოლო გვერდით მამა.
-ნიაკოს რა დაემართა?-გოჩამ მხრების აჩევით იკითხა,როცა დათოს თავი შენიშნა,როემლიც მიტრიალებულიყო ნიაკსოკენ და გამომეტყელებაც შეცვლოდა.
„არ არსებობს!“-ფიქრობდა გოგონა და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.ფუსთა ჰაერიც არ ყოფნიდა,თავს ისე გრძნობდა,როგორც უდაბნოში უპადონოდ დარჩენილი ბედუინი.“ღმერთო,ჩემო“-ცრემლებს ძლივს იკავებდა გოგონა.
-არ ვიცი-გაუღიმა მარიტამ.
-დათო,ეს შენი დაა.გახსოვს,ადრე რომ გიყვებოდი?-ვაჟს მხარზე ხელი ძლიერად დაჰკრა და გაუღიმა.
-კი,ეს მარიტაა?-როგორც ჩანს,გოჩას მისთვის დის სახელიც უთქვამს.
-მარიტა-გაუღიმა გოგონამ და ხელი ჩამოართვა.
-მოდი,დავსხდეთ-გოჩამ გაუღიმა ორივე შვილს და დათოს მენიუე მიანიშნა.
-ყველაფერი ვიფიქრე და არა ეს-გაიღიმა დათომ-მიხარია,შენი გაცნობა,მარიტა.
-მეც,დათო-გაუღიმა მარიტამ,რომელიც სულაც არ ნანობდა ამ შეხვედრას.გრძნობდა,რომ ეს უნდა გაეკეთებინა.უხაროდა,რაღაცნაირად უხაროდა ეს ყველაფერი.
-ის გოგო შენი ვინ იყო?-მაინც ვერ მოითმინა დათომ.
-ჩემი დაქალია ნიაკო-თვალები დაქაჩა მარიტამ და ძმის გარეგნობას ისევ დააკვირდა.“სიმპათიურია ძალიან“-კმაყოფილმა გაიღიმა და გოჩა შეათვალიერა.
-შენი დაქალი? რატომ წავიდა?-ისე იკითხა,თითქოს არ იცოდა სიმართლე.
-დღეს დედის დაბადების დღე აქვს და ნერვიულობდა-გაამართლა დაქალი,მაგრამ თავადაც ვერ იფიქრებდა იმას,რომ დათო ის ბიჭი იყო,ბიჭი,რომელმაც ნიაკოს გული ატკინა,გაანადგურა და ახლა..ახლა,როცა ფეხზე წამოდგად და წელში გაიმართა,ჩნდებოდა და ..ბრახ! ბომბის გავარდნას ჯგავდა ეს ყევალაფერი..მაგრამ მარიტასაც არ სეროდა დამთხვევების.არც ისე პატარა ქალაქია თბილისიო,იტყოდა.
-აჰა,გასაგებია-დათომ იმტანს შეკვეთა მისცა და გოჩა აათვალიერა.
ეს იყო და ეს..დაიწყო დამქანცველი საუბარი,როცა სამივე რაღაც წინადადებასა თუ ამბავს ეძებდა სათხრობად,დაძაბულები ისხდნენ დაახლოებით ორი საათი,მაგრამ,როგორც იქნა,მარიტა საკუთარ მანქანაში აღმოჩნდა და ნიაკოს სახლისკენ აიღო გეზი.
-ანაბელ,გააღე-ნანამ შვილს უკანალზე ხელი ნაზად მიადო და გაუღიმა.
-კარგი,დე-გაიქცა კარებისკენ და მარიტა შერჩა ხელში.
-ნიაკო,თავის ოთახშია-უცნობს ახეს უპასუხა.
-მე მარიტა ვარ-გაუღიმა პატარას და თავზე ხელიგადაუსვა.
-ანაბელი მქვია-ნიაკოს ოთახსიკენ წაიყვანა გოგონა.
-ნიაკო...რა ხდება?-ლამის იყო კარები შეენგრია,მაგრამ დაქალმა კარი მალევე გაუღო.
-ის ბიჭი დათოა! ის შენი ძმაა!-აქვითინდა და თავი ბალიშში ჩარგო.
-არ მჯერა! ეს წამითაც არ მიფიქრია.შევამჩნიე უცნაურობა,ისიც კი მკითხა ვინ იყო ის გოგო და რატომ წავიდაო..ვუთხარი,რომ დედის დაბადების დღის გამო ღელავდი.
-ჩემი გოგო..-სახე დაუმშვიდდა ნიაკოს..მოდი,იცი,რა? ამაზე არ უნდა ვიფიქროთ,ის შენი ნახევარძმაა ან რა..მოდი,ანისთან გავიქეცით,ტორტი უნდა გამოვაცხოთ!-სახე მოიწესრიგდა და კარებისკენ აიღო გეზი.
^^
-მგონი,კარგი გამოდის,არა?-გახედა გოგონებს,რომლებსაც მარიტა კარგად მიეღოთ.ჯერ დათოზე არაფერს ამბობდნენ.ამის გაფიქრებაც კი ურაზავდა ნიაკოს გონებას.
-12-ზე ვადგებით-ვაჟა მარიტას მიუსკუპდა და საჩუქარზე ეკითხებოდა,რა ვუყიდოთო.
-დედაჩემს რაღაც კაბა მოეწონა წინა კვირას და იქნებ უყიდოთ-გონება გაეხსნა ნიაკოს და მეგობრებს გაუღიმა.
-წავედით-ფეხზე წამოდგა ვაჟა.
-თქვენც გაყევით,ტორტი უკვე მზადაა..ზმეოთა ნაწილს დავამატებ და მორჩა-ნიაკომ კმაყოფილი გამომეტყველებით შეხედა ნახელავს.
^^
-შვილო,რა მოხდა?-გოჩა გზაში ეკითხებოდა დათოს,რომელის სახეც ფიქრებით დამძიმებულიყო.
-არაფერი,უბრალოდ დაძაბული ვიყავი ძალიან-ძალით გაიღიმა და მამას გამოემმშვიდობა,მანქანისკენ წავიდა.ირაკლი და ზურა ბარში ელოდნენ.
-ძმა,როგორ ხარ?-მის დანახვაზე სახე გაუნათდათ.
-ის გოგო ჩემი დის დაქალია..-სიტყვები ერთმანეთზე ძლივს გადააბა და სასმელი შეუკვეთა.
-ვინ გოგო?-ისე ჰკითხა ირაკლი,თითქოს ვერ ხვდებოდა ვისზე იყო საუბარი.
-ვინ და ნიაკო..ამის დედაც...-მუშტი მაგდიას დაარტყა.
-დათხვევაა-ირაკლიმ გადაიხარხარა-ისე,ძმაო,იქნებ შენი ბედია!-ირონიით აღნიშნა ირაკლი,მაგრამ ზურამ ბრაზით აღსავსე თვალებით შეხედა.
^^
თერთმეტი საათისთვის მეგობრებს ყველაფერი მზად ჰქონდათ.ნიაკო კმაყოფილად ღიღინებდა,ხოლო მარიტა თვალს უკრავდა,ტყუილად ინერვიულეო.
-დედაჩემს გაუხარდება-გაცისკროვნებოდა თვალები ნიაკოს და მეგობრებს სათითაოდკოცნიდა.
-ნახევრისთვის მოვემზადოთ-ვაჟამ გააფრთხილა გოგონები,როცა მარიატს ტელეფონი აწკრიალდა.
-მარიტა,მიხარია,რომ გავიცანით ერთმანეთი-გოჩას ხმა გაისმა,რაც გაუკვირდა გოგონას.
-მეც,მიხარია.
^^
-ტორტი ხომ დარჩა?-დილასაც აპირებდა ანაბელი ტორტის ჭამას.
-კი,შვილო-გახარებული გამოვიდა ნანა ოთახიდან-დღეს გოგონები მოვლენ და რამე გავაკეთოთ-სთხოვა ნიაკოს,რომელიც ახლა ამდგარიყო.
-ნიაკო,ტორტი დამიჭერი-თავის ქნევით ამოიღო უჯრიდან დანა გოგონამ და დას თეფშზე დიდი ნაჭერი დაუდო.
ძალიან კარგი გამოგივიდათ-განმეორებით შეაქო შვილი ნანამ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა,პროდუქტებზე ჩავალო.
-ნიაკო,შენც გამომყევი-გამოსძახა შვილს,რომელიც დის პირდაპირ იჯდა და ყავას უღიმღამოდ წრუპავდა.
-მეც წამოვა-გასიმა ანაბელის მელოდიური ხმა.
^^
დათომ იმ დღეს ზურასთან გაათენა.24 წლის ბიჭი თავს არ ჰგავდა.იმდენ რამეზე ეფიქრა იმ ღამეს,რომ სათვალავიც კი არეოდა.“იქნებ არაა საჭირო ამდენი ქალი,იქნებ მართლები არიან,ვინც ერთადერთს ეძებენ...“-ფიქრობდა,როცა ზურას ჩართული მუსიკა მოესმა.
-გამორთე რა-ბალიში დაიდო თავზე.
-დაგესიზმრა?-ზურამ ირონიით შეაღო კარი.
-არა,ღადაობ?-გაკვირვებით შეხედა,მაგრამ ეტყობოდა,რომ პასუხი დადებითი იყო.
-აღიარე,ტო.
-ჰო,დამესიზმრა..ამის დედაც.....-ფეხზე წამოიწია,როცა მარიამი დაინახა-მარიამ,გამოგაშტერა ამ სულელმა-გადაიხარხარა და ფეხზე წამოდაგა.
-რა ხდებ,ბიჭებო?-მხრების ჩეჩვით შევიდა ზურას შეყვარებული ოთახში,ჯერ ზურას შეხედა და მერე დათოს,რომელიც მარიამს დასავით ექცეოდა,თამამად დადიოდა ტრუსებით და ჩაცმასაც არ ჩქარობდა.
-შეყვარებულია,მგონი-შეყვარებულს გაუღიმა ზურამ და მის რექციას დაელოდა.
-ეს და სიყავრული? არ არსებობს-დათოს სასიყვარულო ქსელების შესახებ ვინ არ იცოდა!-მანახეთ ვინაა ეს ნიაკო-თვაელბი ინტერესით დააკვესა და დათოს თხოვნით სავსე მზერა ესროლა.
-ნიაკო..ნიაკო...-წაიღერა და კომპიუტერისკენ წავდია ისე,რომ შორტისკი არ ამოეცვა.
-ტანტალა-გააჯავრა ზურამ.
-აი,ნიაკოც-დათომ გოგონას სურათების თვალეირება დაიწყო.
-მმმ..რა თვალები! მართლაც საოცარი გოგოა-დათოს ხელი გადაუსვა მარიამმა თმაზე და ზურას ღიმილით შეხედა.
-ძმაო,უნდა იმოქმედო-ზურამ აზრი შეიცვალა და დათოს მიაშტერდა.
-ვიმოქმედო? გუშინაც გაიქცა..არ უნდა ჩემი ნახვა..ხომ მეუბნებოდი,რომ..-ზურამ გააწყვეტინა..
-ასწიე უკანალი,მაგ კომპიუტერიდან გოგონები რომ ხტებოდნენ ..-გადაიხარხარა ზურამ და მარიამს გახედა,ვისაუზმოთო.
____
იმედია,მოგეწონებათ.
რადგან მთხოვეთ საღამომდე აღარ გაცდევინეთ და ადრე დავდე.
მიყვარხართ.
ველი შეფასებებს.



რა კარგია რო დადე ძზაან მომეწონა

 


№2  offline წევრი anni123

რა მაგარია <3 უმაგრესია love

 


№3  offline წევრი p♥♥h ^^

Ra kai gogo xar ro ar ici tavis pasebebi da komentaris raodenovevs rom ar uyureb xolnee ❤❤❤❤
She yvelaze magaroo gogooo... Dzaan kargad gamogdis wera, ar xar gadaxunebulii, aashinlad momwons sheni weris stili❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№4  offline წევრი nini :)

უმაგრესია მაგრამ კიდე მინდოდა
ძაან მაგრი იყო love love love

 


№5  offline წევრი lamazi gogona

როოგრ გამახარე ნეტა იცოდე..ძალიან მომწონს ძალიან აი ძალიან <33

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ჩემო ლამაზებო... love

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu ra maagaria dade ra male kidee

 


№8  offline წევრი TIME

kai xar shenc da istoriac ♥♥♥

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

uchveulo
auu ra maagaria dade ra male kidee

TIME
kai xar shenc da istoriac ♥♥♥

მადლობთ.. love

 


№10  offline წევრი mari kuna

Male dade ra magariaa :))

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

mari kuna
Male dade ra magariaa :))

მადლობ..

 


№12  offline მოდერი ანკა

ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორიაა <3 <3 <3
მაგარი გოგო ხარ! love

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორიაა <3 <3 <3
მაგარი გოგო ხარ! love

მადლობ... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent