შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის სინდრომი (5)


25-08-2015, 12:11
ავტორი mariamabazidze
ნანახია 1 574

მეგონა ყველაფერი მეჩვენებოდა,მაგრამ როგორღაც ჩემს ტვინს ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა,ამიტომ ასე თუ ისე ვხვდებოდი სადაც ვიყავი.ჯარისკცები დამტრიალებდნენ თავზე,ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი,ვერც ვინძრეოდი,არაფერი შემეძლო რომ როგორმე მათთვის მეკითხა რა ხდებოდა.საშინელი ქაოსი იყო,ჩემს გვერდით ერთი დაჭრილი მოიყვანეს,ვხედავდი რომ ნაკბენი ქონდა თან საკმაოდ ღრმა,უცებ საშინლად იკივლა,მერე ხელების გათავისუფლება ცადა
-ჩქარაა,ერთი უკვე გარდაიქმნა-ყვიროდნენ,მერე ერთ ერთი ჯარისკაცი მივიდა მასთან და ტყვია პირდაპირ შუბლში ჩააჭედა.ახლა მე მომიბრუბრუნდნენ,მე შეძლებისდაგვარად მშვიდად ვიყავი,მერე ერთი შებრუნდა და ვიღაცას დაუძახა
-ექიმო,მგონი ერთ ერთი ჯერ კიდევ ცოცხალია
ოთახში მაშინვე თეთრხალათიანი კაცი შემოვარდა,ხელში რაღაც ყუთი ეჭირა,მას ჯარისკაცი შემოყვა,როცა ახლოს მოვიდნენ,მაშინვე ვიცანი ეს ხომ ბიძაჩემი იყო.ის თვალებგაფართოებული მიყურებდა,ვერ იჯერებდა რომ სიკვდილის სარეცელზე მე ვიწექი.თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა
-შვილო ეს ვინ ჩაიდინა,მეგონა ალექსთან ერთად იყავი,ეს როგორ მოხდა
ხმის ამოღების მეშინოდა,მეგონა საკუთარარ ხმას ვერ ვიცნობდი,მაგრამ როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი
-ბიძია ჩვენ მართლა აქ მოვდიოდით,ალქსიც ჩვენთან იყო და სემიც,მე ერთ ერთმა გადაქცეულმა გამკაწრა და 2 ღამე მიტოვებულ ქოხში გავატარეთ,მერე ბიჭები წყლის მოსატანად წავიდნენ,ფილმა გააკეთა ეს,არხში ჩამაგდო და მერე აღარაფერი არ მახსოვს.
-რაა ფილმაა?-გაგიჟდა ბენი
მეტის ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე,ყელში რაღაც გამეჩხირა
-რა ვქნა გავუკეთოო?-ეკითხებოდა ექიმი ბენს
-ჩვენ არ ვიცით ეს წამალი მასზე როგორ იმოქმედებს,ვაითუ შედეგი არ გამოიღოს
-მაინც უნდა ვცადოთ
ექიმს ეტყობოდა რომ ყოყმანობდა,ბოლოს რაც ძალა და ჯონე მქონა მოვიკრიბე და ვუთხარი
-გამიკეთეთ ექიმო,მაინც ვკვდები იქნებ გაამართლოს მაგ წამალმა.
ბიძია თავს მიჭერდა,ხოლო ექიმმა წამალი შეუშვა ვენაში.რამდენიმე წუთი არაფერი მიგრძვნია,მაგრამ შემგედ ყველაფერი გამიხურდა,სისხლძარღვები ლამის დამსკდომოდა,ვერ ვსუნთქავდი,მეგონა ვიხრჩობოდი,ხელებს ვიქნევდი,ყვირილიც არ შემეძლო,მთელი სისხლი თავს მიაწვა,საშინელი სიმძიმის გრძნობა დამეუფლა,მეგონა ქვის ლოდი დამადეს მეთქი გულზე.ასე გაგრძელდა დაახლოებთ 1 საათი,მერე როგორც იქნა,ჰაერი ჩავისუნთქე,ყველაფრის სუნი მცემდა,გარედან შემომავალი საჭმლის,ადამიანების,ყვავილების და საერთოდ ყველაფრის,მაგრამ სუნები ერთმანეთში კი არ ირეოდა,არამედ ყველას გარკვევით ვგრძნობდი.მერე ლაპარაკის ხმა შემომესმა,ორგვლივ მხოლოდ ბიძია და ექიმი იდგნენ,რომლებიც ჩუმად იდგნენ და მიყურებდნენ,ვერ ვხვდებოდი საიბრის ხმა საიდან მოდიოდა.
-ჯეინ საყვარელო,როგორ ხარ?
-უჩვეულოდ,თითქოს არაფერი მომხდარა.
-ძალიან უცნაირია,შენი ჭრილობები სადღაც გაქრა.
თავს ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობდი,ყველა მოგონება ნათლად მახსოვდა,ისიც კარგად მახსოვდა ფილმა არხში როგორ ჩამაგდო,მისი ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ,უცებ საშინელი ბრაზი მომერია,მინდოდა მისი სხეული დამეგლიჯა.ექიმი ჩემთან ახლოს მოსულიყო და მსინჯავდა,თან გაოცებული რაღაც გრაფებს ავსებდა.ბიძიას დავაკვირდი,და უცებ ის მოგონება დამიდგა თვალწინ როცა ალექსი პირველად დავინახე,მერე ყველაფერი ერთმანეთს მიყვა,ყველაფერი ნათლად მახსოვდა,მაგრამ იმაზე უფრო კარგად ვიდერე მაშინ,შემეძლო მეთქვა როცა ინფექცია გავრცელდა მე სად ვიყავი ან რა მეცვა ან რა ვჭამე,ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვდა,ძალიან გავოცდი,ადრე კი ამ ყველაფრის გახსენებას ალბათ რამოდეინმე საათს მოვანდომებდი.
-შეუძლებელია-თქვა ექიმმა და რვეული ხელიდან გაუვარდა
-რა ხდება ექიმო
-ის ის ვამპირია,სრულფასოვანი ვამპირი
-თქვენმა შრატმა აქცია ვამპირად
-დიახ და თან როგორც ჩანს ხელი იმანაც შეუწყო რომ ნაკბენი ქონდა,როგორც ჩანს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით მოხდა
-და ახლა რა იქნება?
-არაფერი ის უნდა გამოვიკვლიოთ,და პირველ რიგში წყურვილის კონტროლი უნდა ვასწავლოთ,თუ ამას ვერ შეძლებს სამწუხაროდ მისი განადგურება მოგვიწევს
ძალიან გავბრაზდი,მაგრამ გავაცნობიერე რაზე იყო ლაპარაკი,ბავშვობიდან ვკითხულობდი ვამპირებზე წიგნებს,სტატიებს,მოთხრობებს და ახლა ეს არსება მე თვითონ ვიყავი, დიდ სხვაობას ვერ ვგრძნობდი და ეს მომწონდა,ერთი სული მქონდა როდის გავდოდი გარეთ.წყურვილის კონტროლს კი აუცილებლად ვისწავლიდი.ექიმმა ხელები გამიხსნა,მეც ფრთხილად ვმოძრაობდი რომ არ დამეფრთხო.მერე სისხლით სავსე დიდი ჭიქა მომაწოდა
-მიდი არ მოგერიდოს,შენთვის ეს აუცილებელია
ჭიქა გამოვართვი და დავსუნე,სასიამოვნო სუნი ქონდა ამიტომ თამამად მოვსვი,ძალიან მომეწონა,მაგრამ ჯერ კიდევ სახევრად სავსე ჭიქა უკან დაუბრუნე
-მეტი აღარ მინდა
ექიმი გაოცებული იყო,ჩემი თავშეკავებულობით,შესაფერისი ტანსაცმელი ჩამაცვეს და გრეთ გამიყვანეს,ატლანტა მართლაც შესანიშნავი იყო,მილიონობით ადამიანი იყო აქ.ყველა ინტერესით მიყურებდა.მე კი მხოლოდ ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი,აუციელებლად უნდა წავსულიყავი მათ მოსაყვანად,ხოლო ფილს ძალიან ცუდი რამ ელოდებოდა წინ.ახლა ის ვიყავი,ვისაც არაფრის არ ეშინოდა,უკვე ის ძალა გამაჩნდა,რაზეც ადრე ვერ ვიოცნებებდი.ჩემი სამყარო ერთ დღეში შეიცვალა,იმედი მქონდა რომ სულ მალე ალესიც ჩემს გვერდით იქნებოდა.



№1  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

მაგარია ძაან მაგარია მალე დადე
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent