შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (15-16)


25-08-2015, 12:19
ავტორი Linna
ნანახია 5 218

-ახლა მართლა წასვლის დროა..
მითხრა, როცა ლოგინზე ლიფის და ტრუსის ამარა, მის ქვეშ ვიყავი მოქცეული და მისი სხეულის სიმხურვალით ვტკბებოდი..
პასუხის მოლოდინში თვალებში ჩამაკვირდა.. ვგიჟდებოდი მის ყორანივით შავ წამწამებზე.. ისეთი გრძელი იყო, ისეთი მშვენიერი.. მუქი თვალები სიბნელეშიც კაშკაშებდნენ.. ის სითბო, რაც მისგან მოდიოდა ენით აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა.. მუქი ვარდისფერი ტუჩები, რომლებსაც ყველა წუთში ისველებდა ენით, მისი გაუთავებელი კოცნის სურვილს მიჩენდა.. მისი გემო, საოცარი, გამაბრუებელი.. მაჰიპნოზებდა.. ჭკუიდან მშლიდა ის გამოხედვა, რომლითაც ყველაფერს მეუბნებოდა..
-უნაკლო ხარ..
ჩურჩულით წარმოთქვა.. მესმიამოვნა, ისიც იმაზე ფიქრობდა, რაზეც მე.. მასაც მოვწონდი..
ნაზად მეამბორა ქვედა ტუჩზე, მერე ცხვირზე..
-და ძალიან, ძალიან გემრიელი..
ჩემდაუნებურად ვიკბინე ქვედა ტუჩზე.. გამეღიმა..
-ჩემო ტკბილო..
ამჯერად სველი კოცნა კისერზე დამიტოვა..
კიდევ დიდხანს ვიწექით უხმოდ, ერთმანეთს ვეალერსებოდით..
-წავედით?..
ვკითხე ბოლოს, თავი დამიქნია და წამოდგა.. სვიტერი გადაიცვა..
-შემცივდება?
ვკითხე, თან შორტი ამოვიცვი..
-არა.
-აბა სვიტერი რად გინდა?
-უბრალოდ..
გამიღიმა და მაისური მომაწოდა, გადავიცვი..
-აბაზანაში შევალ და წავიდეთ..
ლოყაზე მაკოცა და აბაზანაში შევიდა, გავემზადე.. როცა გამოვიდა ერთად გადავძვერით აივნიდან.. მოტოციკლს მოაჯდა..
-მგონი ჩაფხუტი აღარ გჭირდება..
სიცილით მითხრა, მეც სიცილითვე დავუქნიე თავი და მივუჯექი.. ხელები წელზე მოვხვიე..
-მაკოცე..
თავი ჩემსკენ მოაბრუნა.. გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე..
აღარაფერი უთქვამს, ძრავა აამუშავა და როგორც სჩვევია, სწრაფად მოწყდა ქვაფენილს.. გამიკვირდა, როცა მუცელში შიშის ბურთულები ვეღარ ვიგრძენი.. აღარაფერი მიწიწკნიდა კანს.. აღარ მეშინოდა, გამეღიმა.. თორნიკესთან ერთად ვიყავი და მაგიტომაც.. მასთან არაფრის მეშინია.. მსიამოვნებს, მასთან ყოფნა მინდა..
თავი მის მხარზე მედო და მშვიდად, თვალდახუჭული ვფიქრობდი ჩვენს ურთიერთობაზე, რომელიც ცხოვრებას მილამაზებდა.. მიხალისებდა.. თავი მხოლოდ მაშინ ავწიე, როცა მოტოციკლი გაჩერდა..
-მოვედით..
ღიმილით მითხრა, წამოვდექი.. ტბის ნაპირიდან ოდნავ მოშორებით ვიდექით.. ცეცხლი მოსჩანდა, კარვებიც.. სიმღერების ხმაც ისმოდა.. შორიდანვე გავარკვიე იქაური სიტუაცია.. ქარმა დაუბერა, ახლაღა გავაანალიზე რომ ციოდა..
- აბა არ ცივაო? გავიყინები..
დავიწუწუნე.. გაეღიმა.
-მოგატყუე.
-რატოომ?
გავიკვირვე.
-მინდა რომ მე გაგათბო, აი რატომ..
პასუხმა საუბრის უნარი დამიკარგა.. ერთიანად მოვინუსხე, გავშეშდი.. ვიგრძენი, რომ ენა მებმებოდა, ხმის ამოღებას აზრი არ ჰქონდა.. ჩემი რეაქცია აშკარად შესამჩნევი იყო.. თორნიკე ჩემთან მოვიდა, წელზე მომხვია ხელები და უფრო ახლოს მიმიყვანა..
-გცივა არა?
თავი დავუქნიე.. გამიღიმა, უკვე ავხურდი.. სახე ახლოს მოწია და გაყინული ლოყების გათბობა გავარვარებული სუნთქვით დაიწყო.. ცხვირს რბილ, შეციებულ კანზე მისრიალებდა.. ერთიანად ვკანკალებდი, ოღონდ სიცივისგან არა.. მისი შეხება ენით აღუწერელ გრძნობებს იწვევდა ჩემში.. სუნთქვა შემეკვრა, როცა პატარა, თბილი და ნაზი კოცნა დამიტოვა ქუთუთოზე.. ლოყებიც დამიკოცნა, მერე თავი ოდნავ გაწია და დამაკვირდა.. პატარა ბავშვივით ვუყურებდი და თვალებით ვევედრებოდი, რომ არ გაჩერებულიყო..
გაჩერებას არც აპირებდა, ტუჩებზე თბილად შემეხო.. აღარ მციოდა, პირიქით, ვიხუთებოდი ! ცალი ხელი თმებში შემიცურა და თავი დამიკავა.. ნაზად მკოცნიდა.. ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო, ცოტაც და ტუჩების ამოძრავებასაც ვეღარ მოვახერხებდი.. მთელი სხეულით იყო მოკრული ისე, რომ მის გულისცემას ვგრძნობდი.. ისეთი ტკბილი იყო, ისეთი გემრიელი.. ისევ მომინდა კბენა, მაგრამ ამჯერად თავი გავაკონტროლე და მსუბუქად ვუკბინე ქვედა ტუჩზე.. ჩაეღიმა, თავი გაწია.
-ისევ გცივა?
თავი გავაქანე.
-ძალიან კარგი, კარავშიც შეგცივდება და გაგათბობ.. მითუმეტეს, შიშველი იქნები..
თვალი ჩამიკრა და ხელი ჩამჭიდა..
კოცონს მივუახლოვდით, უამრავი ახალგაზრდა ირეოდა ერთმანეთში.. თავიდანვე შევატყვე გოგონების დაჟინებული მზერა.. მკვლელის თვალებით მათვალიერებდნენ და ზიზღით ჩურჩულებდნენ ერთამენთში. ეს ყველაფერი საშინლად არ მომწონდა..
-ეჭვიანობენ..
ჩამჩურჩულა თორნიკემ და ლოყაზე მაკოცა, მესიამოვნა.. თავი ამაყად დავიჭირე.. ვიყავი ყველაზე სასურვლ ბიჭთან ერთად, ამიტომ გოგონების ჭორაობას ყურადღება აღარ მივაქციე და ღიმილით გავყევი . ბიჭებთან მივედით, საბოლოოდ ერთად ვიჯექით დიდი კოცონის წინ.. მე თორნიკეზე ვიყავი მიყრდნობილი, ის კი თმებში მიხლართავდა ხელებს..
-პატარავ, კომფორტულად ხარ?
მკითხა, ღიმილით ავხედე და თავი დავუქნიე..
-იცი, მე არა..
განაწყენებულმა მითხრა, წამოვიმართე..
-ესე ჯობია..
მითხრა და ფეხები მის ფეხებზე გადამალაგებინა.. წარბები აათამაშა..
-თორნიკე!
გავიცინე და თავი გავაქნიე, ბალახზე გადავწექი.. თორნიკემ ფეხებზე თითებით დაიწყო სრიალი.. ჯერ მხოლოდ წვივებს ეფერებოდა, მაგრამ რათქმაუნდა, ბარძაყებზეც ამოცოცდა.. მისი დიდი, თბილი მტევნებით მოგზაურობდა ახურებულ კანზე.. თვალები დახუჭული მქონდა და სულ ფეხებზე მეკიდა ის, რომ ჩვენს გარდა ათობით ადამიანი იმყოფებოდა იქ.. თვალები გავახილე, მინდოდა შემეხედა.

ბიჭებს ესაუბრებოდა და იცინოდა.. ცეცხლის ალი მის დიდ თვალებში ირეკლებოდა, ისეთი მშვენიერი იყო.. სიცილისათ თოვლივით ქათქათა კბილებს აჩენდა, ერთიანად ანათებდა.. ჩემი მზერა იგრძნო და გამომხედა.. გამიღიმა.. ჩემსკენ გადმოიხარა და ცხვირზე მაკოცა.. მერე ისიც ბალახზე გაწვა და თავი მუცელზე დამადო, მისი თმებით დავიწყე თამაში..ისევ განაგრძობდა ბიჭებთან საუბარს, ცალი ხელი მუცელზე ჰქონდა მოხვეული..
არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ძარღვები, თავი სწრაფად წამოწია.. შეშინებულმა შევხედე..
წამოდგა, მე წამოვჯექი.. თვალით გავყევი მისი მზერის მიმართულებას.. მოტოციკლი გაჩერდა, ჩაფხუტი შავთმიანი, ცისფერთვალება ბიჭმა მოიხსნა.. საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა.. მოტოციკლი მიაწვინა და ჩვენსკენ წამოვიდა..თორნიკეს ავხედე, სიბრაზე უფრო და უფრო ემატებოდა, ცოტაც და აფეთქდებოდა..
-თორნიკე?
წამოვდექი, ყურადღება არ მოუქცევია..
-ნიკა, მოდი !
იყვირა თორნიკემ.
-რა ხდება?
გაიკვირვა ნიკამ და მანაც ბიჭს გახედა.. მასაც აშკარად დაეტყო განცვიფრება, ცოტა სიბრაზეც..
-რა ჯანდაბას აკეთებს აქ?
განრისხემული ხმით წარმოთქვა თორნიკემ და მუჭები შეკრა..
-თორნიკე, უნდა მეთქვა..
ჩვენთან ერთ-ერთი ბიჭი მოვიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიცანი,
-რა უნდა გეთქვა??
დაუყვირა თორნიკემ
-ის, რომ ჩამოდიოდა..
-მერე რატომ არ მითხარი??
ხმის ტონს უფრო და უფრო უმატებდა, უფრო ბრაზდებოდა..
-დამშვიდდი, ბრო.
ნიკა მიუახლოვდა და უკან გაიყვანა.. რაღაცაზე დაიწყეს საუბარი, არ მესმოდა.. მოშორებით ვიდექი და შეშინებული ვუყურებდი მათ.. ბოლოს ნიკამ ჩემსკენ გამოახედა, თორნიკეს გამომეტყველება შეეცვალა, თავი დაუქნია და ჩემთან მოვიდა..
-ბოდიში პატარავ..
ხელი წელზე მომხვია, მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა..
-ვინ არის?
გავბედე და ვკითხე..
-ძველი ნაცნობი.. მერე მოგიყვები..
აღარ ჩავაცივდი, თავი დავუქნიე.. ისევ ძველ პოზიციას დავუბრუნდით.. მშვიდად ვსაუბრობდით, მაგრამ ვატყობდი, რომ თორნიკე ბიჭს თვალს არ აშორებდა.. არც ის აკლებდა დაკვირვებას, მეც ხშირად გამომხედა.. ბოლოს ჩვენთანაც მოვიდა..
-აბაშიძე !
ოდნავ ხმამაღლა, გახარებულმა წამოიყვირა.. თორნიკესწრაფად წამოდგა..
-მონრო !
მკაცრად უპასუხა.. აშკარა იყო რომ ზედმეტსახელით მიმართა
ბიჭს გაეცინა და მე გამომხედა, გამომწვევად გამიღიმა.. თორნიკეს ეს აშკარად არ ესიამოვნა და ხელი კრა..
-ჰეი, გიორგი !
დაუყვირა..
-დამშვიდდი თორნიკე, აქ შენი თოჯინების დასაპყრობად არ მოვსულვარ.. მინდა შეგახსენო, რომ ორ კვირაში მოტორბოლაა.. იმედია მიიღებ მონაწილეობას, თუ რათქმაუნდა ჩემთან ხელმეორედ დამარცხების არ გეშინია..
აშკარად შევატყვე, რომ თორნიკე ამ სიტყვებმა გააგიჟა..
მუშტი შეკრა და ბიჭს მუშტი უთავაზა სახეში.. წამოვხტი, საოცრად შემეშინდა.. ვიცოდი, რომ ისიც არ დააკლებდა.. არ მინდოდა ჩხუბი მომხდარიყო.. მათთან ნიკა მივარდა და თორნიკე დაიკავა.. გიორგის გასაჩერებლადაც მოვიდნენ სხვა ბიჭები..
-დაიმახსოვრე მონრო, ტყუილი გამარჯვების უფლებას აღარ მოგცემ !
დაიყვირა, ნიკასს ხელი კრა და ჩემს გვერდით დაჯდა.. ღრმად სუნთქავდა, ჯერ კიდევ გაცეცხლებული იყო..
- კარგად ხარ?
ახლოს მივჩოჩდი..
-შემეშვი !
უხეშად დამიყვირა.. შევხტი, შემეშინდა..
*თორნიკე:
გიორგი იგივე მონრო.. ადამიანი, რომელიც მეზიზღება ! 18 წლის ვიყავი, როცა გავიცანი.. დავახლოვდით, დავძმაკაცდით.. ერთად ვიყავით დღე და ღამე.. ზუსტად ისე, როგორც მე და ნიკა ვართ ახლა.. ერთნაირი ინტერესები გვქონდა და ალბათ მაგიტომაც დავახლოვდით ასე ძალიან.. 20 წლამდე საუკეთესოდ ვთვლიდი.. მაგრამ მერე გაჩნდა შური, ბოღმა..
ყოველწლიურად მოტორბოლები იმართება.. რათქმაუნდა მონაწილეობას ვიღებ, მოტოციკლი ხომ ჩემი ცხოვრებაა ! სულ ვიგებდი, ყოველთვის ! მასაც შეშურდა.. მოტოციკლის ძრავას გაგიუმჯობესებო შემომთავაზა, დავთანხმდი.. გააუმჯობესა? რათქმაუნდა არა ! გაანადგურა ! ბოლო ადგილას გავედი.. რათქმაუნდა დიდება და სახელი მას ხვდა წილად.. მაგრამ ეგ სულ ფეხებზე !
იმის მერე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ახლა, როცა ასე დამამცირა ამდენი ხალხის წინაშე, არაფრით ვიტყვი უარს ! მე ხომ ვიცი, რომ საუკეთესო ვარ ! ხოდა ვნახავთ, ვინ აჯობებს !
- კარგად ხარ?
დაჯდომისთანავე მკითხა ამ სულელმა გოგომ ! ვერ ხვდება რო უნდა შემეშვას? ვერა? მივახვედრებ !
-შემეშვი !
უხეშად დავუყვირე.. აშკარად ვიგრძენი როგორ შეეშინდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს თბილი და მოსიყვარულე ბიჭის თამაშის თავი.. კიდევ კარგი მიხვდა და თავი დამანება.. ნიკა მოვიდა, იქეთ გავედით..
-მონაწილეობას მიიღებ?
-რათქმაუნდა ! არ მინდოდა სამაგიეროს გადახდა, მაგრამ თვითონ გამომიწვია ! ხოდა მიიღებს თავისას !
-კარგი, მოტოციკლი როგორ მდგომარეობაშია?
-ნორმალურად.. ბევრი ამბავი არ სჭირდება, მაგრამ მაინც მივიყვან ხელოსანთან
-შენს გვერდით ვარ, ხო იცი?
მითხრა და მეგობრულად გამომიწოდა ხელი..
-რათქმაუნდა..
ხელზე ჩავეჭიდე და მხარი მხარზე მივარტყი..
-ახლა დამშვიდდი და ანასტასიადაამშვიდე..
-აუ, ეგ საერთოდ ! რას მომყავდა..
-თორნიკე, უკვე აქაა და ძალიან შეაშინე.. თან მონროც ძალიან, ძალიან უშნოდ უყურებს..
-ჰო, ეგ მეც შევამჩნიე.. არ ? რაც უნდა, ის უქნას..
-ეე ბიჭო, გარეკე? ცოდოა..
-ჰაჰ, ნიკა, ვერ გცნობ.. შეგახსენებ, რომ ის გოგო მამაჩემის მკვლელის შვილია და თუ უნდა ვაბშე მისი დამპალი პენისი გაუთხრია !
-მერე შენი შურისძიების გეგმა?
-მაინც დაიტანჯ..
სიტყვა გამიწყდა, არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა თავში !
-ნიკა უჭკვიანესი გყავარ !
აღტაცებულმა წამოვიძახე..
-ახლა რაღა მოიფიქრე?
-რადა გიორგის უნდა ეგონოს, რომ ჯესიკა ძალიან ძვირფასია ჩემთვის.. უნდა იფიქროს, რომ ჩემი სუსტი წერტილია.. ხოდა მისი გამწარება და დატანჯვა მოუნდება და იფიქრებს, რომ ამით მეც მატკენს გულს.. ხოდა მეც არ მომიწევს დიდი ამბები, მონრო გამიკეთებს ყველაფერს.. შეიძლება გაგვიმართლოს და გააუპატიუროს კიდეც..
ნიკასს ბოლოს იტყვები აშკარად არ მოეწონა..
-თორნიკე, გაუპატიურება ზედმეტია..
-აუ, რა ტვინი ვარ !
ნიკასს არ ვუსმენდი, ჩემი იდეით აღფრთოვანებული საკუთარი თავის ქებას გავაგრძობდი..
-ბოლოს, რევანშის დროც მოვა.. მამამისს დავადგები და ყველაფერს პირში მივახლი.. მუხლებზე დაჩოქილი შემევედრება არაფერი დავუშავო მის საყვარელ გოგონას, სიცოცხლესაც გასწირავს.. ჰოდა, მე და ჯოში მამაჩემის საფლავის ქვას მისი სისხლით შევღებავთ.. წითელი ფერი მისი საყვარელი იყო..
ღიმილით დავსძინე და ანას გავხედე..
-ახლა მაპატიე ნიკა, ვერ დაგელაპარაკები.. ჩემს სიცოცხლეს ვჭირდები..
გავუცინე და ანასტასიასთან დავბრუნდი.. კოცონთან, ბალახზე იჯდა, ფეხები მოხრილი ჰქონდა, ხელები კი მათზე მოეხვია.. მუხლებზე დავდექი და უკნიდან მოვეხვიე..
-ჩემო, ანგელოზო..
ყურში ჩავჩურჩულე და თან შევამოწმე გვიყურებდა თუ არა მონრო
-მაპატიე პატარავ..
ყელზე ვეამბორე, მერე მაისური ოდნავ გადავუწიე და მხარზეც დავუტოვე კოცნა..
ისევ გავხედე, გვიყურებდა.. ღიმილით, ზუსტად იმ ღიმილით, რომელსაც მე ველოდი..
-გაბრაზებული ვიყავი, სიხარულო..
მინდოდა სიამოვნება სახეზე დატყობოდა.. გიორგის არ ესმოდა რას ვეუბნებოდი ანას, ანუ ანასტასიასს რეაქციებით უნდა მიმხვდარიყო ყველაფერს.. ვცდილობდი მაქსიმალურად თბილი და მოსიყვარულე ვყოფილიყავი.. გამომივიდა კიდეც, ანასტასიას გაეღიმა და ჩემსკენ მობრუნდა..
-არაუშავს.. პირიქით, მე მაპატიე.. არ უნდა ჩაგციებოდი..
ვერ დაგიმალავთ, გამიკვირდა.. ასეთ რეაქციას არ მოველოდი.. მეგონა მეტყოდა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.. მაგრამ არა, მან გამიგო..კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა ძალიან თბილად გამიღიმა და ასევე თბილად მომეხვია..
არ მინდოდა გაკვირვება სახეზე დამტყობოდა.. სწრაფად მოვეხვიე..
-დამშვიდდი?
მკითხა ჯერ კიდევ ჩახუტებულმა..
-შენმა ჩახუტებამ ყველაფერი დამავიწყა, მშვენიერო..
ღრმად ჩაისუნთქა და ყურში მითხრა:
-ჩემო შავო ბიჭო..
გამეღიმა, მესიამოვნა კიდეც..
-ჩემო გოგო..
მეც ყურში ვუპასუხე და იქვე პატარა კოცნა დავუტოვე..
კიდევ დიდხანს ვეფერებოდი.. კარავში შესვლა არ მინდოდა, გიორგის უნდა დავენახეთ ! ბოლოს, როცა გული ვიჯერე ყურში ვუთხარი..
-პატარავ, მგონი დროა კარავში გავნმარტოვდეთ..
ლოყები შეეფაკლა.. მორცხვად დამიქნია თავი.. წამოვდექი და ხელი გავუწოდე.. ჩამეჭიდა, ისიც წამოდგა..

*ანასტასია:
შესვლისას უცებ წამოვიწიე, შემეშინდა..
გამიღიმა და დასამშვიდებლად ხელი სახეზე მომისვა..
-დამშვიდდი, მშვენიერო.. სხვა დროს იყოს..
მოიწია და ნაზად მაკოცა ტუჩზე.. მერე გვერდით მომიწვა და მისი ღონიერი მკლავები წელზე მომხვია.. მისკენ ვიყავი მიბრუნებული და მასზე ჩახუტებული..
დიდხანს გვეღვიძა, მაშინაც კი, როცა სიმღერები გამორთეს და ყველა კარვებში შევიდა.. რას ვაკეთებდით? არაფერს.. ერთმანეთს ვუყურებდით.. ჰო, რაცარუნდა გასაკვირი იყოს, მე და თორნიკეუბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით.. არა, არც კოცნა, არც რაიმე ინტიმური.. უბრალო, თბილი გამოხედვა.. მისი თვალების უსასრულობაში ვიყავი ჩაძირული და არაფერი მადარდება.. მინდოდა ასე საუკუნეების განმავლობაში ვყოფილიყავით.. მე მისით დავმტკბარიყავი, ის ჩემით..
***
დილით, როცა გავიღვიძე, საძილე ტომარაში ვიყავი ახლართული, თორნიკეს სითბოს ვერ ვგრძნობდი.. კარავში არ იყო..
წამოვჯექი და პლედი მოვიხვიე.. გამეღიმა, გუშინდელი გამახსენდა.. ისევ გადავწექი და ამჯერად ხმამაღლა გავიცინე.. უცებ, ელვის შეხსნის ხმა გავიგე, კარავში შავმა ბიჭმა შემოყო თავი, გამიღიმა..
-შენი კისკისი გავიგე, მშვენიერო..
მხოლოდ შავიშარვალი ეცვა, მომიწვა.. გაყინული ფეხები ჩემსაში ახლართა..
-ციივიიი ხააარ !
წამოვიყვირე და გაწევას შევეცადე, მაგრამ დამიჭირა და მიმიხუტა..
-მერე გამათბე..
თავისი ხრინწიანი ხმით, წარმოთქვა და თავი თმებში ჩამიყო.. ღრმად შეისუნთქა.. სიმართლე გითხრათ? დავდნი ! ჰო, ზუსტად ისე, როგორც სანთელი დნება ხოლმე ოპატრუქზე ცეცხლის მოკიდებისას.. ჩამოვიღვენთე..
ყველანაირად შევეცადე თბილად ჩავხუტებოდი.. მთელი სხეულით მივეკარი.. მესიამოვნა, როცა ვიგრძენი როგორ ახურდა..
-გავთბი.. საერთოდ აღარ მცივა..
ჩურჩულით მითხრა და თავი გაწია, არ მომშორებია.. დიდი მტევნებით თმები სახეზე მომაშორა და ნაზად მომეფერა რბილ კანზე..
-იქნები ჩემთან?..
მოულოდნელი შეკითხვა იყო, გაუგებარიც კი..
-შენთან ვარ..
გაკვირვებული ღიმილით მივუგე..
-ისე, როგორც ჩემი შეყვარებული?..
ამან კიდევ უფრო დამაბნია..
-ანუ?..
-ჰო..
მიხვდა რასაც ვგულისხმობდი.. ნაზად მაკოცა ტუჩებზე..
-მინდა, რომ ჩემი შეყვარებული გერქვას.. არა მარტო შეყვარებული, მინდა მთლიანად ჩემი იყო.. ჩემი გოგო ! მხოლოდ ჩემი !
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო ამირია გონება.. დებილივით ვიღიმოდი, არ ვიცოდი რა მეთქვა.. გაეცინა..
-ან ჰო, ან არა..
დამეხმარა, პასუხი გამიმარტივა..
-მე.. მე.. ჰო !
ღიმილით ვუპასუხე და უზომოდ ბედნიერი დავეწაფე მის ბაგეებს..
_______________________________________
-დღესაც ხომ მოიცლი ჩემთვის?..
მკითხა, როცა მოტოციკლიდან გადავედი და ჩაფხუტი მოვიხსენი..
-შენთვის ყოველთვის მეცლება..
გავუღიმე, მასაც გაეღიმა და ლოყაზე მაკოცა..
-მაშინ შუადღისკენ გამოგივლი.. ვიღაც მინდა გაგაცნო..
-კარგი..
თავი დავუქნიე, ტუჩებში ვაკოცე და სახლისკენ გავიქეცი.. როცა კარებთან მივედი, უკან მივიხედე.. თორნიკე ისევ გზაჯვარედინთან იდგა.. ხელი დავუქნიე, მანაც დამიქნია და წავიდა..
კარების შეღებისას გამახსენდა, რომ უკვე გათენებულიყო.. ტუჩზე ვიკბინე დაკარები მოვხურე.. სახლს მოვუარე და ჩემი ოთახის მხრიდან მივუდექი, ხეზე აძრომას შევეცადე.. ეს ისეთივე მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ჩამოსვლა..
ბოლოს, როცა ვერაფერი მოვახერხე, გადავწყვიტე როგორღაც ჩუმად შევპარულიყავი.. კარები ჩუმად შევაღე და კიბეებამდეც მშვიდობიანად მივაღწიე..
-ანასტასია?
შევკრთი, მამაჩემის ხმა იყო.. სამზარეულოდან გამოვიდა და გაკვირვებულმა შემომხედა..
-ასე ადრე გაიღვიძე?..
-უმ.. ჰო.. სავარჯიშოდ ვიყავი..
ვუპასუხე ის, რაც პირზე მომადგა..
-ასეთ ფორმაში?
კიდევ უფრო გაიკვირვა..
-არაა, გამოვიცვალე უკვე.. წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მომწერეს აღარ გამოხვიდეო და ოთახში ავდიოდი..
უცებ მივაყარე და კიბეებზე ავირბინე, ერთი სული მქონდა როდის შევიდოდი ოთახში.. სახელირი ჩამოვწიე და..
ჯანდაბა ! შიგნიდანაა დაკეტილი.. რა ვქნაა? ვერაფერი მოვიფიქრე.. მამასთვის რომ მეთქვა და კარი გაეღოთ, არეულ ლოგინს და ქეთ-იქეთ მიმოყრილ ტასაცმელებს დაინახავდნენ.. თან საკმაოდ გამომწვევ ტანსაცმელს.. ვერაფერი მოვიფიქრე.. თორნიკე ! ჰო, მას მივწერ..
მივწერე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე.. მესამე სართულზე ავედი, აქ სხვენი გვაქვს.. მამა სხვა და სხვა სახის სამუშაო იარაღებსაც ინახავს.. რამდენიმე ავარჩიე და ოთახთან დავბრუნდი, სახელურს დავუწყე ჯაჯგური, საიდან არ ჩავარტყი, როგორ არ მივუდექი.. არაფერი გამომივიდა..
მუხლებზე ვიყავი დამდგარი და ისე ვარჭობდი გასაღებში რაღაც წვრილ მავთულს, როცა კარი გაიღო.. ჩემს წინ, წვრილი ფეხები გამოჩნდა..
-უჰ, პატარავ, ასე უცებ?..
ნაცნობი სიცილი მომესმა, გაკვირვებულმა ავხედე..
-შენ გეგონა ჩემს გოგოს ასე დავტოვებდი?
გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, წამოვდექი.. მერე გავაანალიზე, რომ სიცილი შეიძლებოდა მამას ან მაკასს გაეგოთ და თორნიკე სწრაფად შევათრიე ოთახში, კარი ჩავკეტე..
-აქ რას აკეთებ?
გაკვირვებულმა და ამავდროულად გახარებულმა ვკითხე..
-როგორ თუ რას, შენ ჩემი დახმარება გჭირდებოდა, მეც მოვედი..
ხელები წელზე მომხვია და მის სხეულს მიმაკრო..
-თან, მგონი მომენატრე..
თვალებში მაკვირდებოდა.. სახეზე ღიმილი შემეპარა..
-მგონი?..
ცოტა განაწყენებულმა ვკითხე..
-არა.. მართლა მომენატრე..
ცალი ყბით გაეღიმა, თითქოს მასაც გაუკვირდა თავისი სიტყვები.. ნაზად მოიწია ახლოს და ასეთივე ნაზი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე..
-ახლა წახვალ?..
ვკითხე, როცა კოცნას მოვრჩით..
-საღამომდე თავისუფალი ვარ..
ეშმაკურად მიპასუხა..
-შენ რას აპირებდი?
დაამატა..
-რავი, გადავივლებთქო ვფიქრობდი..
ასევე სმაკურად მივუგე..
-ჰმ, მეცვენება თუ შენთან ერთად ბანაობას მთავაზობ?
-არა, არ გეჩვენება..
გამომწვევად ვიკბინე ქვედა ტუჩზე და მაისური გადავიძვრე.. გაეცინა..
-იმედი მაქვს, ლიფით და ტრუსით ბანაობას არ აპირებ..
-ნუ ლიფით არა, ტრუსით..
ამაზე უფრო გაეცინა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა..
-შენ რა, ისევ არ მენდობი?
-არა, არა.. როგორ არ გენდობი.. უბრალოდ, მცხვენია..
გაეღიმა..
-ჩემი?
ცხვირი ყელზე ამისრიალა..
-ჰო..
უკვე აკანკალებულმა ვუპასუხე..
-სულ ტყუილად..
ტრუსი და შორტი ერთად ჩამაძრო.. მერე ლიფიც შემიხსნა.. ისევ ჩემზე იყო მოხუტებული..
-უბრალოდ დავიბანთ, ნუ ნერვიულობ..
ღიმილით დამამშვიდა, როცა ჩემი აჩქარებული გულისცემა იგრძნო.. ოდნავ მომშორდა და მაისური გადაიძრო.. მერე შარვალიც გაიხადა, ღიმილით მიყურებდა.. საშინლად ავწითლდი, საშინლად !
-გიხდება სიწითლე, პატარავ..
თვალი ჩამიკრა და ლოყაზე თბილი კოცნა დამიტოვა..
-აბაზანას ავავსებ..
ვუთხარი და სააბაზანოსკენ წავედი..
-Not bad !
სიცილით მითხრა, გამოიქცა და საჯდომზე ხელი წამომარტყა..
-თორნიკე!
სიცილით გავუბრაზდი, კოცნით დამამშვიდა..

*თორნიკე:
ისეთი რბილი და ნაზი კანი ჰქონდა.. ისეთი ფუმფულა ტუჩები.. ვარდისფერი, გემრიელი..
ჩემდაუნებურად წამოვიღე მარცხენა ხელი მისი წელიდან და თავზე მოვეფერე.. ესიამოვნა, ღიმილით გამომხედა.. მეც მესიამოვნა ის, რომ ვასიამოვნე..
-ანა
-გისმენ..
ჩურჩულით მიპასუხა..
-კარგად წევხარ?..
იდიოტურად ვკითხე.. უბრალოდ ეს სიჩუმე არ მომწონდა.. სიჩუმეში ვფიქრობდი, მე კი ეს ფიქრები საოცრად მიშლიდა ნერვებს.. უნდა გველაპარაკა, რომ ეს სისულელეები თავიდან ამომეგდო..
-ძალიან..
ამ სიტყვამ ისევ მაიძულა დაფიქრება.. ჩემთან კარგად იყო და ამას მეც ვგრძნობდი.. ჩემთან უნდოდა.. მსიამოვნებდა.. ოღონდ იმიტომ არა, რომ შურისძიებისთვის მაწყობდა ასე.. ჩემს გულს და სულს ახარებდა.. ჯანდაბა თორნიკე !
-ისე, ვინ უნდა გამაცნო?..
როგორც ყოველთვის, ახლაც ბავშვურად მკითხა.. ადრე ნერვებს მიშლიდა მისი ასეთი კილო, ახლა მომწონდა.. სხვებისგან გამოარჩევდა.. მართლაც სულ სხვა იყო..
-ჩემი ძმა.
შევატყვე, რომ პასუხმა გააკვირვა..
-რატომ?
ოდნავ წამოწია თავი.. თვალებში მიყურებდა, ვხვდებოდი, რომ ჩემი თვალები მოსწონდა.. მეც მომწონდა მისი..
-უბრალოდ.. შენი გაცნობა უნდა..
-არ მითხრა, რომ სახლში ჩემზე ლაპარაკობ..
ისევ მისებურად გადაიკისკისა..
-ჰო..
სერიოზულად ვუპასუხე, ისიც დასერიოზულდა..
-თორნიკე კარგად ხარ?
გამიკვირდა.. არ მეგონა ჩემს ასეთ ხასიათს თუ შეამჩნევდა.. აქამდე არავის შეუნიშნავს, არასდროს ! დედაჩემის გარდა..
-კი, ჩემო პატარა.. უბრალოდ ზედმეტად კარგად ვარ შენთან..
სახეზე ჯერ მორცხვი ღიმილი შეეპარა, მერე მისებურად გაიკრიჭა..
-მეც..
ისევ ჩემს გულზე მოკალათდა.. მართალია, თბილ წყალში ვიწექით, მაგრამ მე მისი სითბო მათბობდა.. მისი ბავშვური სითბო..
ჩემი ტელეფონის ხმა გავიგე.. იქეთ იყო, შარვლის ჯიბეში.. როგორ არ მინდოდა ადგომა..
-მოგიტან..
ტუჩებზე ნაზი კოცნა დამიტოვა, წამოდგა, პირსახოცი მოიხვია და გავიდა..
სველი ხელები სახეზე ჩამოვისვი, არ მომწონდა ეს ყველაფერი.. სასწრაფოდ უნდა მოვსულიყავი გონს !
სააბაზანოში ნაზად შემოვიდა, ჰაეროვნად.. პატარ-პატარა ნაბიჯებს დგამდა, ისეთი საყვარელი იყო..
“თორნიკე!!!”
საკუთარ თავს შემოვუძახე და ტელეფონი გამოვართვი..
-გისმენ ნიკა.
-თორნიკე, ხელოსანმა საღამოს ვეღარ მოვიცლი და ახლა მომიყვანეთ ბაიკიო..
-ახლა?
როგორ არ მინდოდა წასვლა..
-ჰო, არ გცალია?
-კი, კი.. ნახევარ საათში იქ ვიქნები, შენც მოდი..
ვუთხარი და გავუთიშე.. უნდა წავსულიყავი, ანასთან ახლოს ყოფნა ცუდად მხდიდა..
-უნდა წახვიდე?
განაწყენებულმა მკითხა..
-ჰო, პატარავ..
წამოვდექი..
სახე შეეცვალა
-რაიყო მშვენიერო?..
მშვენიერო.. არ მომწონდა როცა ასე მივმართავდი.. მშვენიერს ყველას ვეძახი, ის კი სულ სხვაა..
-მოდი, შენც გაგამშრალებ..
წამოდგა, ღიმილით მოვიდა ჩემთან.. სიამოვნებდა ასე თბილად რომ ვექცეოდი.. სხვანაირად არც შემეძლო..
ნელა და ნაზად ვამშრალებდი.. უფრო სწორად, ვეფერებოდი.. უხმოდ იდგა, რამდენჯერმე თვალიც კი დაეხუჭა.. როგორ მომწონდა მასზე ასე რომ ვმოქმედებდი..
ვერც მივხვდი ისე დავაგდე პირსახოცი, მივიკარი და ვაკოცე.. გაუკვირდა, მეც არ მოველოდი ასეთ საქციელს.. რათქმაუნდა კოცნით მიპასუხა და ამან კიდევ უფრო დამაკარგვინა წასვლის სურვილი..
-არ გაგვიანდება?..
მკითხა რამდენიმე წუთში, როცა მიხვდა, რომ გაჩერებას არ ვაპირებდი..
-ჰო, ჰო..
სწრაფად მოვშორდი.. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელე და ვნება იყო, მეტი არაფერი.. მაგრამ მეც ხომ ვიცოდი, რომ თამაში რეალობაში გადამეზარდა..



ბოდიშიით, ერთი დღე ჩაგიგდეთ, ახლი ისტორია დავდე მთლიადად. <3



№1  offline წევრი Drama Queen

ვააიმე! გადასარევია! ველოდრბი შემდეგს :3 ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent