შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამჭკნარი იასამანი (1 თავი)


25-08-2015, 18:34
ავტორი MyLove
ნანახია 3 040

დამჭკნარი იასამანი
მოქმედი პირები:

მაია ერგემლიძე

ილია დევდარიანი
დავით დევდარიანი - ილიას მამა. ადვოკატი.
მარიამ დევდარიანი - ილიას და.
იზა დევდარიანი - ილიას დედა.
ლუკა დევდარიანი - ილიას ძმა.

თავი 1.
---პერსპექტივა---
-ბატონო დავით, ახალი პატიმარი მოიყვანეს, ახალგაზრდა გოგონაა, ვერაფერი ვათქმევინეთ. საშინელ დღეშია, სულ კანკალებს. იქნებ დაელაპარაკოთ.
კაბინეტში თავი შემოყო საშუალო სიმაღლის, გამხდარმა გოგონამ.
-კიდევ ახალი უმწეო პატიმარი? -ჩაიქირქილა ჩუმად დავითმა. -პირადი საქმე მომიტანე, თუ შეიძლება! -თქვა და გოგონას ანიშნა გასულიყო.
რაც თავი ახსოვს სულ ასეა. დააპატიმრებენ თუ არა ვინმეს, მაშინვე მას „ტენიან“ საქმეს.
ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ მისი პატიმრების სიაში ახლა ახალგაზრდა გოგონაც შევა.
ღრმად ამოისუნთქა და სათვალე მოიხსნა.
დიდი ხანი არც გასულა, იგივე მდივანმა რომ შემოაღო კარი ისევ და უსიტყვოდ გაუწოდა ფაილი დავითს.
-მადლობა, -უთხრა მამაკაცმა და გოგონას ნება დართო საკუთარ კაბინეტში დაბრუნებულიყო.
ფაილი გადაშალა და ყველაზე საინტერესო ადგილი ხმამაღლა წაიკითხა. –„ბრალდებულ მაია ერგემლიძეს ბრალი ედება ძვირფასეულობის მაღაზიის გაძარცვასა და სხვისი საკუთრების დაზიანებაში.“
მეტი არც არაფერი წაუკითხავს. ფაილი იქვე დადო და ფეხზე წამოდგა. უცებ მისი ტელეფონი აწრიპინდა. ეკრანს დახედა და შვილის სახელი რომ ამოიკითხა სახე მოეღმიჭა. ის ყოველთვის იმ დროს ურეკავს, როცა გადაუდებელი საქმე აქვს, მაგრამ რამეში ხელი ხომ უნდა შეუშალოს.
-ილია, ხომ გაგაფრთხილე, როცა სამსახურში ვარ, ნუ მირეკავ-მეთქი?
-გამაფრთხილე, მერე რა? -მოესმა შვილის ირონიული და ცინიკური ტონი. -ფული მინდა!
-ვერ გამიზრდიხარ. უნამუსო ხარ! ისეთი, მეტი რომ არ შეიძლება! არაფერსაც არ მოგცემ. -გაბრაზდა დავითი და ტელეფონს ისე მოუჭირა ხელები, რომ სახსრები გაუთეთრდა.
-ო, დაიწყო დილის გამამხნევებელი ლექციები? -მომაბეზრებელი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა. -მომცემ თუ არა?
-რამდენი გინდა?
-სამასი ლარი. -თქვა გამხიარულებული ხმით ილიამ.
-ვერ ეღირსები. -გაბრაზებულმა დაკიდა ყურმილი და კაბინეტი დატოვა.

....

ჭრიალით შეაღო რკინის კარი და დასაკითხ იზოლატორში შევიდა.
მისკენ ზურგშექცევით იჯდა საოცრად გამხდარი სხეული. მხრები უცახცახებდა და ქერა, ტალღოვანი თმა ზურგზე ჰქონდა ჩამოყრილი. კარის ხმა რომ გაიგო, ფეხზე წამოდგა და დავითისკენ შემოტრიალდა. დიდრონი ლურჯი თვალები მიანათა. ისინი ცრემლით ჰქონდა სავსე. საშინლად შეეცოდა გოგონა. ისეთი გამხდარი და უძლური იყო. სიტყვების გარეშე სთხოვდა დევდარიანს დახმარებას და შემწეობას.
რატომღაც ვერ გაუძლო მის თვალებს და თავი დახარა.
ჩუმად ნათქვამი „გამარჯობა“ გულზე ეკლად დაესო დავითს და მთელი სხეული დაუკაწრა.
იმდენად შეეცოდა მაია, იმდენად ნაზი ეჩვენა ის, რომ საკუთარი თავი გადაავიწყდა.
ძლივს უთხრა „ნუ ნერვიულობ, შვილო, აქედან წაგიყვანო“. იმდენად მტკიცე იყო მისი ხმა, რომ ეჭვიც არ შეჰპარვია საკუთარ სიტყვებში.
-მშობლები არ მყავს. -თქვა ჩუმად გოგონამ და ისევ დახარა თავი.
-ვწუხვარ. -თქვა გულისტკივილით დავითმა.
-მე მთელი ცხოვრებაა ვწუხვარ.
-მითხარი, შვილო, მართლა დამნაშავე ხარ?
-არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. დამნაშავე არ ვარ. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სამსახურს ვეძებდი. ბანერი იყო გარეთ გამოკრული. ძალიან გამიხარდა, რომ დავინახე. კონსულტანტს ეძებდნენ და ჩემთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა ეს საქმე. იქ რომ შევედი, დიდი არეულობა დამხვდა. ისედაც გვიანი იყო, საღამოს 11 საათი. ღია კარი რომ დავინახე გამიხარდა და შევედი. მერე პოლიციაც მოვიდა.
გოგონას არეულ-დარეული საუბრიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ იყო, თუ როგორ ნერვიულობდა ის.
მთელი ამ დროის განმავლობაში მაია ხელებს იმტვრევდა და ქვედა ტუჩს გამეტებით იკვნეტდა. არც ეს გამოჰპარვია ადვოკატის პედანტურ თვალს.
სიბრალულის გრძნობამ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი დავითს. რაღაც უნდა გაეკეთებინა -ეს იყო მისი ერთადერთი მიზანი!
განა დავითს სხვა დამნაშავეები არ ჰყოლია?! განა არცერთხელ გასჩენია მათდამი სიბრალურის გრძნობა?!
მაგრამ, მაიკო ახალგაზრდა იყო! ახალგაზრდა და პერსპექტიული გოგონა. მას კი ვერ მოუსპობდა მომავლის განვითარების შესაძლებლობას.
რამით უნდა დახმარებოდა.. თანაც, ის დამნაშავე არ ყოფილა!
დამჭკნარი იასამანი (1 თავი)

...

-კი, მაგრამ, ბატონო დავით, რამე პრობლემა რომ შეგექმნათ? -გაკვირვებული უყურებდა მოსამართლე ადვოკატს და მის განცხადებას ყველაზე შეუძლებელ დავალებად აღიქვამდა.
-როგორ თუ რამე პრობლემა შემექმნას? -ხელები გაასავსავა დევდარიანმა, -გირაოს ვინ გადაიხდის, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ვინმემ გადაიხადოს!
-ჯერ არაფერია გამოკვლეული. ექსპერტიზის პასუხიც კი არ მიგვიღია!
-არ მინდა, საქმე სასამართლოზე მივიდეს. რატომ არ გესმით? ამ გოგოს ყველა პერსპექტივა მოესპობა, მომავალი გაუუფერულდება!
-ამ შემთხვევაში, მართალი ბრძანდებით. -დანებდა მოსამართლე. -გადაიხადეთ გირაო და გაათავისუფლეთ პატიმარი!

....

-ასე უცებ.. ეს როგორ მოხდა?
ბლუყუნებდა დავითის მანქანაში მყოფი მაია და სიტუაციის ახსნას ცდილობდა. მისთვის არაფერი იყო ნათელი.
-გირაო გადავიხადე და გაგათავისუფლეს. ყველაფერი სასამართლოს გარეშე ჩაივლის და სწავლასა და მუშაობაში ხელი აღარ შეგეშლება!
-თქვენ არ იყავით ვალდებული, -თვალზე ცრემლი მოერია და სიტყვა შუაზე გაუწყდა გოგონას, -ეს არ უნდა გაგეკეთებინათ.. თქვენთვის არავინ ვარ.
-სადმე სწავლობ, მაია?! -ჰკითხა დავითმა გოგონას. მის სიტყვებს გვერდი აუქცია და გაატარა.
-არსად. აქამდეც ნაქირავებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. სწავლისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
-სად მუშაობდი?!
-მაღაზიაში, კონსულტანტად. -უპასუხა ალალად მაიამ.
-ცოტა ხანი დაისვენებ, შვილო. შენგან კარგი ადამიანი დადგება, ქვეყნისათვის გამოსადეგი. სამსახურს თავი დაანებე. ჩემთან იცხოვრე რამდენიმე თვე, კარგი ოჯახი მყავს. შენზე ორი წლით პატარა გოგონა -მარიამი მყავს, ალბათ, გაუგებთ ერთმანეთს..
-არა, რას ბრძანებთ! -გააწყვეტინა გოგონამ, -თქვენ საკმარისი გააკეთეთ ჩემთვის.
-რაც არ უნდა გავაკეთო შენთვის, მაინც არ იქნება საკმარისი! -თბილად მიუგო კაცმა.
-არა, ძალიან მრცხვენია, არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე..
-ნუ ღელავ. ჩემი ფინანსები ამდენს გაწვდება, არაფრით შემაწუხებ. ჩემს ცოლსაც ძალიან გაახარებ! სახეზე გეტყობა რა გადაღლილიც ხარ. დაისვენე, მერე უნივერსიტეტისთვის მოემზადე.. ხო, მართლა, სად გინდა ჩააბარო?
-ბატონო დავით.. -მუდარით ახედა გოგონამ ადვოკატს.
-ჩემი სიტყვა კანონია! -თქვა მკაცრად, -ამის გაკეთება რომ არ მინდოდეს, არც ვიზამდი! შენ რა გინდა მაღაზიაში კონსულტანტად განაგრძო მუშაობა და შენი თავისთვის დრო არ დაიტოვო? გინდა მუშაობაში ამოგხდეს სული? შენ შეგიძლია იყო განათლებული ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი სამსახური და პერსპექტივა - იყოს უკეთესი!
-თქვენი სიტყვები ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ..
-ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი! ბედნიერებისათვის ფული კი არა - პერსპექტივაა საჭირო! მე შენ ფულს კი არა, პერსპექტივას გაძლევ, რათა იყო უკეთესი და ბედნიერი! -ცოტა ხნით შეჩერდა დავითი, -ჯერ მარტო, ისეთი ლამაზი ხარ..
-მადლობა. -თქვა მორიდებით.
მიტკლისფერი ღაწვები წითლად შეეღება გოგონას.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-იმედია, ოდესმე შევძლებ თქვენთვის მადლობის გადახდას!

....

ჩვეულებრივ ორსართულიან სახლში ცხოვრობდნენ დევდარიანები.
სახლის წინა ფასადზე მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიმეტრიულად იყო განლაგებული. გვერდებზე აივნებიც იყო. ალბათ, ყველა ოთახს თავისი აივანი ჰქონდა.
რკინის კარისკენ ქვაფენილი მიდიოდა. ეზოში ულამაზესი ყვავილების ბაღიც იყო გაშენებული. იქვე, ორ ხეს შორის ჰამაკი იყო გაბმული.
დავითს კუდში მისდევდა, თან ცდილობდა სახლი დაეთვალიერებინა.
კარი ნელა გააღო ადვოკატმა და ჯერ გოგონა შეატარა. ჰოლი გრძელი იყო და კეთილმოწყობილი. პალტო იქვე დაკიდა დავითმა და მაიასაც გამოართვა თავისი.
გოგონას შავ ტყავის ქურთუკს ნაცრისფერი მიეღო და იქ ჩამოკიდებული ძვირადღირებული ტანსაცმლისაგან ძალიან განსხვავდებოდა.
სახელურები და საყელო შემოცვეთილი ჰქონდა, ძველისძველ მოსაცმელს არც ჯიბე გააჩნდა და არც ელვის შესაკრავი.
ჰოლიდან მისაღებში გავიდნენ. იგი კეთილმოწყობილი იყო. ძველი ხის ავეჯი ერთ კუთხეში ელაგა, სავარძლის წინ დაბალი მინის მაგიდა იდგა, მის პირისპირ უზარმაზარი, პლაზმური ტელევიზორი. სასტუმრო ოთახი კეთილმოწყობილი იყო და რამდენიმე კარი უკავშირდებოდა.
მარჯვნივ შიდა კიბე იყო, საიდანაც მეორე სართულზე ახვიდოდით. იქვე კუთხეში შედარებით პატარა ზომის კარს და ფეხის საწმენდს დაიხანავდით.
-იზა! -დაიძახა დავითმა.
„ალბათ, რომელიმე მოსამსახურეს ეძახის.“ გაიფიქრა გოგონამ.
-იზა!
-მოხვედი, დავით? -სახე გაუბრწყინდა აშკარად სამზარეულოდან გამოსულ მაღალ ქალს.
გაკვირვებულმა გადახედა მაიას და თბილად გაუღიმა გოგონას. შემდეგ კი დევდარიანი გადაკოცნა.
-ამ ანგელოზს არ გამაცნობ? ვინ არის? -იკითხა ქალმა და ერთ ადგილას უხერხულად აწურულ გოგონას ღაწვზე მიეალერსა.
-ჩვენთან იცხოვრებს ცოტა ხნით, დეტალებს მერე აგიხსნი, იზა.
-კარგი, კარგი.
-ილია სად არის? მარიამი? -იკითხა წარბშეკრულმა.
-ილია ხომ იცი, სადაც იქნება.. -სახე მოეღრუბლა ქალს, -მარიამი თავის ოთახშია.
-ფული მიეცი? -მიუბრუნდა ცოლს დავითი და მკაცრი სახე მიიღო.
-ძალიან მთხოვა. -თავი დახარა ქალმა.
-ნამდვილი უნამუსოა! -ჩაიქირქილა კაცმა.
მთელი მათი საუბრის განმავლობაში, მაია თავჩახრილი იდგა და მიწის გასკდომას ნატრობდა, მასში რომ ჩავარდნილიყო.
-წამოდი, ჩემს ქალიშვილს გაგაცნობ. -ხელი ჩაჭიდა დავითმა და მეორე სართულზე აიყვანა მაია.
კიბეებს რომ აივლიდით, გრძელი ჰოლი მოგხვდებოდათ თვალში, ერთმანეთის პირისპირ განლაგებული კარებებით.
მარჯვნიდან მესამე კარზე დააკაკუნა დავითმა.
„მობრძანდით!“ გაისმა გოგონას ხმა.
მაიას რატომღაც ჟრუანტელმა დაუარა ტანში. ნერვიულობისაგან მუცელი ასტკივდა.
დავითმა კარი შეაღო და ფანჯარასთან, საკითხავ მაგიდასთან მჯდომი სხეული დაინახა. ის მაშინვე ადგა და მამისკენ გამოიქცა ჩასახუტებლად.
მაიასაც თბილად მიესალმა. გოგონამ თავი დაუკრა.
-ეს მარიამია, ჩემი ქალიშვილი, -წარუდგინა დავითმა მაიას შავგრემანი გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავდა მამას, -ეს კი, იმედი მაქვს, შენი მომავალი მეგობარი იქნება... მაია!
-სასიამოვნოა! -უთხრა კვლავ თბილად და ღიმილით მარიამმა.
-ჩემთვისაც. -ანერვიულებულმა ხმა ძლივს დაიმორჩილა.
-რამდენიმე თვე ჩვენთან იცხოვრებს. -თქვა კვლავ დავითმა, -რატომ და რისთვის, თვითონ გიამბობს.. გაიცანით ერთმანეთი, ორ საათში კი სავახშმოდ ჩამობრძანდით!
-კარგი, მა..-კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე მამას მარიამმა.
-არ გააგიჟო გოგო! -სიცილით დაჰკრა ცხვირზე ხელი გოგონას კაცმა.
-კარგი, კარგი. -კარი დახურა თუ არა მაშინვე მაიასკენ მობრუნდა მარიამი.
-ვაიმე, სულ მინდოდა საუკეთესო მეგობარი მყოლოდა. ძალიან ლამაზი ხარ. მომიყევი ყველაფერი შენზე. მამას ვეტყვი და ჩემს გვერდითა ოთახში დაგაბინავებს. მე ძმაც მყავს, ილია. ნარკომანია, ეწევა და „იჩხირავს“, მამა კი უშლის, მაგრამ არ უსმენს. მაგის გამოსწორება არ იქნება. ცოტა უხეშად თუ შეგხვდა, არ გაგიკვირდეს. მე ჩემს მეგობარსაც გაგაცნობ ხვალ - ლილეს. იცი რა კარგი ვინმეა? -ერთ ამოსუნთქვას ამოატანა ამდენი სიტყვა გოგონამ.
მაია თვალებგაფართოებული უყურებდა მას.
-ნელა , არ გაიგუდო. -შენიშნა გოგონამ და გაიღიმა.
-ოჰ, მე სულ ასე არ ვარ? ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ, ჩემი გაჩუმება არ არის.. ყველა მეჩხუბება, მაგრამ მაგ დროს სასმენი ორგანო მეჭედება და... არ მესმის! კითხვა გიყვარს?
-კი, ძალიან.
-ო, კარგია, კარგია, როგორც იქნა, შემოხვედი კონტაქტში. მაგარი გოგო ხარ!
-შენც კარგი გოგო ხარ... -თქვა მორცხვად, თუმცა მაინც გაუღიმა.
გულში იგრძნო ბედნიერება.
ცრემლით აევსო თვალები. მას არასოდეს ჰყოლია ოჯახი. დავითმა კი ეს მისცა. არასოდეს დაივიწყებდა ამას, თუმცა ვერც ვერასოდეს გამოისყიდიდა.
ერთადერთი, რაც ამ სახლში აშინებდა, ეს ილია იყო. მისნაირ ადამიანებს ყოველთვის ერიდებოდა. იცოდა, ეს ძალიან რომ გაუჭირდებოდა, მაგრამ თავს არ დაზოგავდა და თვალში არ გაეჩხირებოდა მხიარული მარიამის ნარკომან ძმას (როგორც მან თქვა) ილიას.

--------------------
დიდ ხანს ვგეგმავდი ამ ისტორიის დაწერას.
ვეცდები, ისეთი გამომივიდეს, მე რომ მინდა. ვიცი, ასეთი ჯერ არაფერი დამიწერია.
ეს ისტორია იქნება, თავის მხრივ ბინძური და წმინდა გრძნობების ჭიდილი...
მჭირდება თქვენი მხარდაჭერა.
სიყვარულით, mylove.
პ.ს ფოტოზეა მაია.



№1  offline წევრი Unnamed

შემდეგი ხვალ? ხო?

 


№2  offline წევრი გიჟი გოგონა :)

აჰამ ძალიან კარგია მომწონს... ყოჩაღ...
თავები გამიზარდე:D:D:D wink

 


№3 სტუმარი Ani

Umagresia da gtxov male dade :*

 


№4  offline წევრი nini :)

ძაან მაგარია მალე დადე ვიცი ხვალ დადებ მაგრამ მაინც მინდა რომ გიტხრა რაც შეიძლება მალე დადდე მიყვარხარ

 


№5  offline მოდერი MyLove

Unnamed
შემდეგი ხვალ? ხო?

გიჟი გოგონა :)
აჰამ ძალიან კარგია მომწონს... ყოჩაღ...
თავები გამიზარდე:D:D:D wink

Ani
Umagresia da gtxov male dade :*

nini :)
ძაან მაგარია მალე დადე ვიცი ხვალ დადებ მაგრამ მაინც მინდა რომ გიტხრა რაც შეიძლება მალე დადდე მიყვარხარ

მადლობა ყველას ! მიყვარხართ ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline წევრი Ignifex

კარგი იყო,ველი შემდეგ თავს <3 იდეა ძალიან მომწონს და გისურვებ ისეთი გამოგსვლოდეს,როგორიც შენ გინდა <3 გული მიგრძნობს ამხანაგი ილია ნერვებს მომიშლის:D:D

 


№7  offline წევრი Death

როდის დადებ შემდეგს? :|

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent