ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{2}-{3}
{2} ელი უკვე თვითმფრინავში იჯდა.სადაც იყო ჩაფრინდებოდა."აჰ,დუდი,როგორ მომენატრე..როდის ჩაგკოცნი გემრიელად."გულში ფიქრობდა,როცა სტიუარდესამ თავისი წკრიალა ხმით მგზავრებს დაფრენა აცნობა.ელის გული შეეკუმშა.მხოლოდ ახლა მიხვდა რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და სუნთქვა შეეკრა.მიხვდა იმასაც,რომ უკან ვეღარ დაიხევდა.ამიტომ თავი ინუგეშა და ძალ-ღონე მოიკრიბა."დამშვიდდი,ჰო.ყველას თავისი მიეზღვება,შენ რა გაქვს სანერვიულო."კვლავ გაამხნევა თავი.საათზე დაიხედა,ღამის 2 საათი იყო.გადადებული რეისის გამო მეგობრები ვეღარ დახვდებოდნენ.მაგრამ ახლა ემოციებით საკმაოდ გადატვირთული იყო,ესეც ეყოფოდა.მეგობრებს ხვალ შეხვდებოდა.მიხვდა ხვალაც მძიმე დღე ექნებოდა და თვითმფრინავის კიბეებზე დაეშვა იმ იმედით,რომ დუდის მალე გულში ჩაიკრავდა... {3} ელიმ დილით ადრე გაიღვიძა.გაუჭირდა,მაგრამ ბოლოს და ბოლოს მონატრებულ მეგობრებთან უნდა წასულიყო.მალევე გამოეწყო,სამზარეულოში ჩავიდა და ყავა გაიმზადა."ნეტავ დუდიმ თუ გაიღვიძა?"გაუელვა თავში.ჩუმად აუყვა კიბეებს,კარი ნელა შეაღო და მოიღუშა,როცა მძინარე ძმა დაინახა.ამის მიუხედავად,მაინც შევიდა ოთახში,დუდის აკოცა და ეგრევე გამოვიდა.ისევ ჩავიდა ქვემოთ,ნახევრად გაცივებული ყავა დალია და მეგობრებთან წავიდა.ისინი ბექასთან იყვნენ.დღეს მამამისის დაკრძალვა იყო.ეცადა მანქანა უხმაუროდ გამოეყვანა ავტოფარეხიდან,თუმცა მაინც და მაინც ვერ მოახერხა. ბექა ელისგან არც ისე შორს ცხოვრობდა,ამიტომ იქ მისვლისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.მანქანა მიაყენა და გადმოვიდა.მაშინვე შეამჩნია კატო,ქეთა და ნიკუშა.100%ით მას ელოდებოდნენ.ისინი საუბარში გართულიყვნენ და ელიზა ვერ შეამჩნიეს.ბოლოს როგორც იქნა მისგან ზურგით მდგარი კატო შემობრუნდა და ელი დაინახა. -oh,my god-იყვირა კატომ.მის ყვირილზე ქეთას და ნიკუშას გაეცინათ.მაგრამ მათკენ მიმავალი ელიზაბეტი,რომ დაინახეს სიხარულისაგან ერთხმიანად შეჰკივლეს. -სუ,სუ...ტეხავს-შენიშვნა მისცა მათ ელიმ.მერე კი ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ.სამივე მჭიდროდ მიეკრა ელიზას და შუაში მოიმწყვდიეს. -კაით,ხო,დავიხრჩვი-ჩაიცინა ელიმ.-ბექა ზევითაა? -ჰო-უთხრა კატომ-წამო ავიდეთ.შენი ჩამოსვლის შესახებ არაფერი გვითქვამს.მაგრად გაუხარდება. ელიზა პირველი შეუშვეს.ბექამ მისი დანახვისას გაოგნებისაგან პირი დააღო.ელი მიუახლოვდა და გულში ჩაიხუტა. -ვიზიარებ,ბეექ..ძაან მეწყინა-არ იცოდა როგორ ენუგეშებინა მეგობარი.-გამაგრდი,ჩვენ შენთან ვართ. -მადლობა,ელ..რა კაია,რომ ჩამოხვედი-გაუღიმა და ყურში ჩაჩურჩულა-კიდე უფრო გალამაზებულხარ. ელიზასაც გაეღიმა... გაგრძელება იქნება ხვალ... :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.