7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (თავი მე-10)
თავი მეათე-"ბრძოლა სიცოცხლისთვის" სისხლის გუბეში იწვა... ხელიდან მეცლებოდა... არამქვეყნიურ ტკივილს ვგრძნობდი... გაქვავებული ვიდექი და ჩემი ტყუილისგან გამოწვეულ შედეგს ვაკვირდებოდი. რამდენიმე წუთი ქვეყანას ვწყდები. ენითაუღწერელ სიძულვილს განვიცდიდი საკუთარი თავის მიმართ. განსაცდელში ჩავარდნილმა ვერ მოვახერხე ადგილიდან ძვრა და მისი დახმარება. გაქვავებულ და გაწამებულ სხეულს ზემოდან დავყურებ. მოსულიერებისა და გამოფხიზლების შემდეგ მისი დახმარება ვცდილობ, მაგრამ განა ადვილი არის სიკვდილის პირას მისული ადამიანის გადარჩენა, როდესაც ვერ აზროვნებ? გარეთ ვვარდები და დახმარების სათხოვნელად მომსახურე პერსონალს ვეძახი. დერეფანი ადამიანის სხეულებით ივსება, მაგრამ წინა ფლანგზე მარი, ვიკა, ვატო და ტატო გამოდის. გაკვირვებული სახებით მიყურებენ . აუღელვებელი ნაბიჯებით წამოვიდა მარი ჩემკენ. -დიმიტრი რა ხდება? -მარი, მოვედი და...-სიტყვა გამიწყდა- ჩემი ბრალია! უნამუსო ვარ, უნდა მეთქვა! არ უნდა მომეტყუებინა! სიმართლე დავმალე! არაკაცი ვარ!-თმებს ვიპუტავდი და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. -დაწყნარდი დიმიტრი!-ხმას ოდნავ აუწია, რომ გონზე მოვეყვანე-რა ხდება? -ჩემ გამო! ხელი... სისხლიანი...-ლაპარაკის უნარი დამეკარგა. ეიფორიაში ჩავვარდი და მუხლებზე დავეცი. გული მტკივა, სული მტკივა, სხეული მტკვა, ცხოვრება მტკივა!.. დავინახე, როგორ გამოიყვანა ლამაზი სხეული ტატომ ნომრიდან და ადგილს მოწყდა. ადგომა დავაპირე როდესაც ვიკამ მთელი ძალით მარჯვენა მომიქნია და ადგილზე დამაბრუნა. -შენ გამო, რომ და დავკარგო...-ქვითინებდა, ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან.-არ გაპატიებ, ჩემი ხელით დაგახრჩობ! ერთადერთი დედმამიშვილი, რომ მომიკვდეს ვიღაც ნაბი****ის გამო, ვერ გავძლებ!-ჩაიკეცა-ვერ გავძლებ გესმის! გესმის?! ფრთხილად და ნელა მივიხუტე გულზე. ვიცოდი, როგორ მდგომარეობაში იყო ვიკა, რთულია შენთვის მნიშვნელივანი ადამიანის დაკარგ. მშობლების დაღუპვა ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, რომელიც ღმერთის წყალობით გადავლახე. შევდიოდი მის მდგომარეობაში და მასთან ერთად განვიცდიდი ამ წუთას შექმნილ უდიდეს ტკივილს. ერთი მოძრაობით დავაყენე ფეხზე და ლიფტის დახმარებით სასტუმრო დავტოვეთ. მანქანაში ჩავსვი და საჭეს მივუჯექი. -ვახოს დაურეკე და გაიგე სად წავიდნენ-ოდნავ მკაცრი, მაგრამ ამავდროულად თბილი ხმისტემბრით მივმართე მარჯვნივ მსხდომ გოგონას, რომელსაც პროფილი მის უფროს და მიუგავდა. ორივენი ანგელოზებივით თეთრი და ლამაზები იყვნენ. ჩემი თხოვნა შეასრულა და ვახოს დაურეკა. ორ წუთიანი ლაპარაკის შემდეგ საავადმყოფოს გზას მივუყვებოდი. ნერვებს ვთოკავდი, რომ დამღუპველი ავარია არ მომხდარიყო ბათუმის ქუჩებში. ათი-თხუთმეტი წუთიანი სიარულის შემდეგ სავადმყოფოს კიბეებზე ავრბოდით და ას ოთხმოცდამეშვიდე პალატას ვეძებდით. როდესაც ერთ-ერთ სართულზე ნაცნობი სილუეტებჯ დავინახეთ უკამოუხედავად წავედით მათკენ. ვიკა და მარი მთელი ძალით ჩაეხუტნენ და ხმა ამოუღებლად გაუზიარეს გულის ნადები ერთმანეთს. ბიჭებისკენ თავჩაღუნული მივედი და მათ დავუდექი. -როგორ არის?-ხმა ჩამწყდარმა აღმოვთქვი რამდენიმე სიტყვა. -ყველაფრის ახსნა მოგიწევს დიმიტრი! დაჯდები და ყველაფერს ასო-ასო გაგვიმარტავ! არ შეგრჩება! ჩვენი დის ამგვარი წამება არ შეგრჩება გასაგებია?!-ჩუმად, მაგრამ ზედმეტად მკაცრად თქვა სათქმელი ტატომ. -საოპერაციოში არის, გადარჩენის 20%-ია. ვენები ღრმად არის ჩაჭრილი ბასრი იარაღით. ამ ყველაფერს კი თავის რკინაზე დარტყმაც ემატება. თავის ტვინის გადანერგვაც შეიძლება დაჭირდესო პაციენტს ექიმმა. ყველაფერს დაწვრილებით კი რამდენიმე საათიანი ოპერაციის დამავრება გვაუწყებს.-სიტყვის დამთავრებისას ამოიოხრა ვახომ. თან მიმიითა სკამზე დავმჯდარიყავი. მეც სხვა რა გზა მქონდა, სკამზე ჩამოვჯექი და ლიკასთან გატარებული ბედნიერი წუთების გახსენება დავიწყე: ჩვეულებრივი ურთიერთობას აცდენილი წყვილი ვიყავით. ზოგი წყვილსაც ვერ გვიწოდებდა. არც მოწონების, შეყვარებულობის და მით უმეტეს დაოჯახების ხანა არ გვქონია. პირველივე დღიდან დაიწყო ჩვენ შორის უხილავი და ამავდროულად სიყვარულით აღსავსე ძაფების გაბმა. ვუახლოვდებოდით შინაგანად, მაგრამ ფიზიკურად დღეში ორი საათითაც ვერ ვხედავდით ერთმანეთს. ძლიერი და ამაღელვებელი მომენტები სოფელში არ გვქონია, მაგრამ წამოსვლისას ყველაფერმა იფეთქა. თითოეული წუთი სამოთხეში გატარებულ საათად იქცა. 7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი-ეს ტრადიციაც მოგონებებმა ცხადში მოიყვანა და აგვისტოს დასაწყისში ლიკას ვარდთა თაიგული კარზე დავუტოვე. მეორე დღე ენით აუღწერელი სიამოვნება და ტანჯვა იყო. ტყუილს ტყუილი დაემატა ჩემი "ოჯახის" გამო, მაგრამ გამომიტყდა... დიახ ლიკა ალვარიძე სიყვარულში გამომიტყდა. ჩვეულებრივად არ მომხდარა ყოველივე ეს, მაგრამ მთელი გულით ნათქვამი სიტყვები მალამოსავით დაედო გულს. ყველაფერი ეს დაგვირგვინდა "ცეცხლოვანი" კოცნით... დღესაც არ ვართ ერთად და სასხვათაშორისოდ არც არასდროს ვყოფილვართ... ფიქრებიდან ექთანის ხმამ გამომიყვანა: -პაციენტის მდგომარეობა საგანგაშოა, შეიძლება ოპერაცია ვერც გადაიტანოს... ------------------ ესეც შეპირებული მეათე თავი ^_^ დასასვენლებად ვიმყოფები ქობულეთში, სადაც ინგრევა ქვეყანა. ჭექა-ქუხილზე და წვიმაზე საუბარი არა მაქვს... მანამ მეგობრების სანახულებლად ვიყავი გადავარდნილი, მოვედი ცხრა საათზე სახლში და დამეცა მეხი... ამას ქვიაო ბედი... -_- სამ საათში რაც მომაწვა დავწერე... კულმინაციამდეც მივახწიე ^_^ რამდენიმე თავში მოთხრობის გრანდიოზულ ფინალს იხილავთ ^^ მოცულობაზე კრინტი არ გავიგონო თორემ იქით გიწყენთ :D დედაჩემი წკნელით მომზდევს "გოგო დადევი ეგ დაწყევლილი პლანშეტი მანამ შემომატყდაო ხელში" მეც რა ვქნა თან მსურდა თორმეტ საათამდე დამედო და შუადღესაც შემომთავაზებინა შემდეგი თავი მაგრამ ა ბედი. ახლაც ვკანკალებ მეხი არ დამეცეს-მეთქი თავზე და საერთოდ არ დამრჩეს ეს მოთხრობა დაუსრულებელი-მეთქი :D მოკლედ გამაკრიტიკეთ თუ გასაკრიტიკებელი ვარ მაგრამ მოთხრობასთან დაკავშირებით მხოლოდ, ვიცი, რომ მოცულობა პატარაა, მაგრამ წინა თავთან შედარებით გაზრდილი... ვიძახი დიდ თავს დავდებ-მეთქი, მაგრამ არ გამომდის! მოკლედ შეფასებას ველოდები მხოლოდ მოთხრობასთან დაკავშირებით და არა მოცულობასთან... დიდი გამომივიდა, მაგრმ იმედია მიხვდებით რაც "ვაჭარტალე" ახლა ^_^ მიყვარხართ და ველოდები თქვენს აზრს ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.