შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (თავი მე-9)


15-08-2015, 17:32
ავტორი KaTE:))
ნანახია 2 166

თავი მეცხრე-"მოგონებები"
დიმიტრი:
ძალიან გამიჭირდა ლიკასთვის ცრუ ინფორმაციის საშუალებით დამემყარებინა ურთიერთობა. ყველაფერი თბილისში ჩაოსვლისთანავე დაიწყო, როდესაც ჩემი ნამდვილი ვინაობა დავმალე და ამის მეშვეობით გავიცანი ტატო და ვატო გულბანები. ერთი ჩვეულებრივი ბიჭის როლი მოვირგე, რომელიც ბანკში მაღალი ანაზღაურებით მუშაობდა. ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც არ ყავდა გოგო მეგობარი. ეს ყველაფერი კი სიცრუე იყო, რომლითაც არამარტო ლიკა არამედ მთლიანი სამეგობრო წრე შევიძინე.
2014 წლის 30 ნოემბერს დავტოვე ლონდონი, რადგან მშობლები ავტოკატასტროფაში დამეღუპნენ. პირველ დეკემბერს ისინი მიწას მივაბარე, დიდი გულისტკივილით. ყველა მანუგეშებდა, მაგრამ მათგან ნამდვილი ნუგეში არ მიგვრძნია, რადგან ისინი ორპირი, ნიანგის ცრემლებს ამოფარებული პიროვნებები იყვნენ.
რამდენიმე დღეში ინვესტორები ვახშამზე მოვიწვიე, სადაც უნდა განმეცხადებინა, რომ დღეიდან კომპანიას სათავეში ჩავუდგებოდი. მართალია ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემმა მშოლებმა მთელი ცხოვრება ამ კომპანიას მიუძღვეს. სწორედ ამ დღეს გავიცანი ერთ-ერთი პარტნიორის ქალიშვლი ნია ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს ჩემი ცოლის სახელს ატარებს. ამ ქორწინებას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია, ეს ყოველივე იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემი აქციების ფასი გაორმაგებულიყო. არც ნია იყო ჩემზე შეყვარებული, უბრალოდ ამ ქორწინებაზე თანხმობა მამამიის ხათრით განაცხადა.
2015 წლის 25 მარტს შევუღლდით. შეუღლებიდან ერთი თვის თავზე ორივენი ლონდონში დავბრუნდით. ნიას "გოლდსმიტზში" სწავლა უნდა გაეგრძელებია, მე კი წვრილმანი მიზეზების გამო რამდენიმე დღით ლონდონში ჩამოსვლა მომიწია. 1 კვირის შემდეგ, როდესაც საქმეები მოვაგვარე უკან, თბილისში დავბრუნდი, კომპანია-"Avalian City"-ის საქმეებზე.
მგზავრობისგან გადაღლილმა ჩემ სახლთან მდებარე ბარში გადავწყვიტე წასვლა განსატვირთად. სწორედ აქ გავიცანი ტატო და ვატო გულბანები. ადვილად დავმეგობრდით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არ გამიჭირდა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ამ დღის მინუსი ჩემი ტყუილი იყო. მე მათ სულ სხვა დიმიტრი გავაცანი, რომელიც შეიძლება ითქვას არც არსებობდა.
დღითიდღე ღრმავდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთხელაც მათ შემომთავაზეს ქალაქის დატოვება და საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის კახეთის დათვალიერება, ამავდროულად მაცნობეს, რომ სახლი სადაც ჩვენ დღის უმეტესი ნაწილის გატარება მოგვიწევდა მათი მეგობრების ლიკას და ვიკას ბებიას ეკუთვნოდა. ასევე ამ ოთხეულის გარდა ჩვენთან ერთად დროის გატარება გოგონების მეგობარს მარისაც მოუწევდა. ბიჭებმა შემომთვაზე ჩემი სამეგობრო წრიდან რომელიმეს წამოყვანა. აი აქ უკვე ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე წასული იყო, ვინაიდან და რადგანაც ძალიან მიჭირდა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ამიტომაც მეგობრები არ მყავდა.უეცრად ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვახო გამახსენდა. ტელეფონის ნომრების სიაში მისი სახელი მოვძებნე და მას დავურეკე. საქმის ვითარება თვალსაჩინოდ გავაცანი და ისიც უყოყმანოდ დამთანხმდა.
საქართველოს არც ერთი კუთხე და მუთ უმეტეს ქალაქი ან რაიონი არ მენანახი, რადგან 3 წლის ასაკში დავტოვეთ ქვეყანა და საცხოვრებლად იქ გადავედით. მამამ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად გააფართოვა მისი კომპანია და ერთ-ერთი საქართველოშიც ააშენა. ოჯახში რადგან ქართულად ვსაუბრობდით ენა არ დამვიწყებია...
კახეთში შესვლისთანავე ემოციების გაკონტროლება გამიჭირდა. ულამაზესი ბუნება გადაიშალა ჩემს თვალწინ. ეზოებით დამშვენებული სახლები. ეზოები კი ულამაზესი ხეხილის ბაღებით გამდიდრებული. ხშირი იყო მიწები, რომლებზეც ვაზი იყო გაშენებული. ამ სილამაზისგან "დაშტერებულმა" ვერ შევნიშნე თუ, როგორ მივადექით ულამაზეს ორ სართულიან ქვითკირის სახლს. სახლს კი სხვადასხვა ჯიშის ხეები ამშვენებდა. მიგვიწვიეს და ნამდვილი ქართული სუფრით გაგვიმასპინძლდნენ. სუფრა სოფლის ნობათით დაემშვენებინათ.
დარჩენილი დროის გატარება ბაღში მოგვიწია. იმდენად გავერთეთ საუბარში, რომ ვერც კი მივხვდით თუ როგორ შემოგვაღამდა. ვერც მივხვდებოდი პირადად მე ფიქრებიდან ფეხის ნაბიჯების ხმას, რომ არ გამოვეყვანე. ლიკა ტოვებდა არემარეს, მაგრამ ჩემი სიტყვების გაგონებისას ერთ ადგილას გაშეშდა. როდესაც შემოტრიალდნა მის ულამაზეს სახის ნაკვთებს დაეჯახნნენ ჩემი თვალები. თითქოს იმ დღეს სამუდამოდ ჩაიბეჭდა ულამაზესი გოგოს ულამაზესი სახე ჩემს გონებაში და სწორედ ამან შემაშინა. არ მსურდა მას ჩემ გულში დიდი ნაწილი დაეკავებინა, რადგან სიმართლის გაგების შემდეგ... ამ დღის შემდეგ მასთან მკაცრი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვეწინააღმდეგებოდი გულს.
რამდენიმე დღეში კი რაღაც უცნობი თამაშის გამო ვახომ მე და ლიკა პაემანზე გაგვაგზავნა. სწორედაც, რომ იმ დღეს 90°-ით შეიცვალა ყველაფერი. 7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდით ხელდამშვენებული მივადექი და რა თქმა უნდა იმ დღის შემდეგ მის გულში ნელ-ნელა ადგილის დაკავება დავიწყე. იმ დროს არც ჩემზე და არც ლიკაზე არ ვფიქრობდი. როგორ ძლიერ ვტკენდი გულს, როგორ ვუთხრიდი სამარეს საკუთარ თავს...
მომდევნო ერთი თვე კი ჩემ ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იდგა. ფიქტიურად დაოჯახებულ ადამიანს გულში სულ სხვა გოგო ჩამივარდა, რომელსაც ვტკენდი ახლაც და შემდეგშიც ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ 7 აგვისტოს ვეღარ მოვითმინე და 7 ვარდი გავუგზავნე, რამდენიმე საათის შემდეგ კი მხოლოდ ერთი სიტყვა მივიღე მისგან-"მადლობა" მაგრამ ვიგრძენი თუ რამდენი რამე ჩაატია ამ სიტყვაში.
მეორე დღეს ნია დაბრუნდა თბილისში და შემომთავაზა ბათუმში წასვლა ერთი თვით, მე ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, რადგან ჩვენ როგორც ცოლ-ქმარი დასასვენებლად ცალ-ცალკე ვერ ვივლიდით. ამავე დღეს მქონდა შეხვედრა ლიკასთან სადაც კვლავ დიდი ტყუილის თქმა მომიწევდა .
მოფარფატე პეპელასავით მოდიოდა და მოჰქონდა პოზიტიური განწყობა. მანქნაში ადგილი დაიკავა და ჩემს წინადადებას დაელოდა. როდესაც ვთქვი, რომ 1 წლით საქართველოს დატოვება მიწევდა, განადგურდა და აი აქ უკანასკნელ კაცად ვიგრძენი თავი. რამდენს მივცემდი, რომ მის სახეზე ცრემლები გამშრალიყო, მაგრამ პირიქით ხდებოდა. გადავიდა და სადარბაზოში შევიდა. უეცრად მანქნიდან გადმოვედი და ერთი, მაგრამ ყველაფრის მთქმელი სიტყვა ვთქვი -"მიყვარხარ" საბედნიეროდ ჩემი სიტყვები მის ყურთასმენას მისწვდა და შემოტრიალდა. ვნახე თუ როგორ გაბრწყინდა მისი სახე და როგორ ჩაუდგა იმედის სხივები ლამაზ ყავისფერ თვალებს. მთელი ძალით გაოიქცა და ჩემ ტუჩებს დაეწაფა. ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა, ყველაზე დიდი მოგონება დამიტოვა. შუბლზე ტუჩები შევახე და დავემშვიდობე. პირველად მსურდა ფეხებ შუა გამწყდარიყო მიწა და შიგ ჩავეგდე. არაკაცივით ვიქცეოდი, რომელსაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდა.
მეორე დღეს სასტუმროსთან მდებარე რესტორანში წავიყვანე ნია სავახშმოდ. მართალია კარგ დროს არ ვატარებდი, მაგრამ ვცდილობდი ლიკა გონებიდან ამომეგდო. ლიკას გახსენებისას მართლაც, რომ მის აცრემლიანებულ თვალებს წავაწყდიდა. ელდა მეცა. გაკვირვებისგან გონს მოსვლა დიდ ხანს ვერ შევძელი. უკან გავყევი და მოვემზადე სიმართლე მისთვის გამემხილა.
ვთხოვდი ჩემთვის ყური დაეგდო, მაგრამ უარზე იდგა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და მუხლები მოეკეცა, შემდეგ ცრემლები გადმოსცვივდა. როგორ მინდოდა გულში ჩამეკრა, მაგრამ...
მტკიოდა, მისი ყოველივე მოქმედება მტკიოდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო! რამდენიმე წუთში ნია სასტუმროში დავტოვე და უკან დავბრუნდი. ჭიქას ჭიქაზე ავსებდა წითელი ღვინით, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ძალით მოვისურვე საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება. სამწუხაროდ ეს მცდელობაც არ გამომივიდა და "გამექცა".
ვგრძნობდი, რომ საყვარელი ადამიანი ხელიდან მეცლებოდა, ჩემი საშინელი ნაბიჯის გამო! რაღაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, უცრად მარი გამახსენდა და მას ვთხოვე ეთქვა თუ სად იმყოფებოდნენ, მანაც მისამართი ტელეფონის მეშვეობით მომწერა.
ლიფტს არც დავლოდებივარ ისე ავედი მეცხრე სართულზე. კარები ფრთხილად შევაღე და თან ლიკას დავუძახე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. აივანზეც არ დამხვდა. მომიწია აბაზანაში შესვლა და...
ტყუილი ყოფილა კაცები არ ტირიანო... საყვარელი ქალის გამო უნდა იტირო!
როდესაც მას ყველაზე საშინელ მდგომარეობაში დაინახავ...
საშინელებაა!!!

-------------
ენით აუღწერელი ბედნიერება მაჩუქეთ წინა თავზე და ამისთვის უღრმესი მადლობა love
საიტზე ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე დადება დღემდე, ამის გამო შევქმენი საკუთარიბლოგი ---> /KatePersonalBlog ვინც კითხულობთ ჩემ მოთხრობას ყველამ დაალაიქეთ რადგან შეიძლება ამ მოთხრობის შემდეგ სიახლეების დადება იქ გავაგრძო...

ყველას წინასწარ უღრმესი მადლობა

მიყვარხართ და ველი შეფასებას



№1  offline მოდერი sopiko

ვაუ მშვენიერიაა ♡♥♡ ბლოგზე კი აუცილებლად შევალ...

 


№2  offline წევრი მთვარეული

აი როგორ ძალიან მომწონხარ.
რა კარგად წერ და საერთოდ როგორ მიყვარს ეს ისტორია..

 


№3  offline წევრი KaTE:))

sopiko
ვაუ მშვენიერიაა ♡♥♡ ბლოგზე კი აუცილებლად შევალ...

მადლობა საყვარელო... გამახარებ თუ ბლოგზე მესტუმრები ^_^
მთვარეული
აი როგორ ძალიან მომწონხარ.
რა კარგად წერ და საერთოდ როგორ მიყვარს ეს ისტორია..

ვაიმე ჩემი მთვარეული ^_^ როგორ შემიყვარდი შენი ორი კომენტარით ^_^ love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent