ბარიერი. -6-
ბედნიერი ვარ.. ხო, ძალიან ბედნიერი ვარ და ამისთვის მაქსიმეს მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. ვერ გეტყვით რა გამიკეთა ამ ბიჭმა ასეთი, მაგრამ მე მაქვს სიყვარული, სითბო და მისი რწმენა. მე მხოლოდ მის მწამს, მე მას ვაღმერთებ. მიყვარს.. ხო, აი ასე.. პატარა გოგოსავით შეყვარებული ვარ, ყოველი დღე მისით იწყება და მთავრდება. თავი ქალად მაგრძნობინა, ფრთები შემასხა და ლამაზ ყვავილებიან მდელოზე მიმიშვა, რამდენიც გინდა იფრინეო.. მაგრამ.. ძალიან მეშინია.. მეშინია, რომ ეს ბედნიერება მუდმივი არ იქნება. არ არსებობს ბედნიერება, როგორც ასეთი მუდმივი მცნება. არსებობს ბედნიერი წუთები.. ხოდა მეშინია, რომ ეს ბედნიერი წუთები მალე არ დამთავრდეს.. ის ეჭვები დღემდე გულს მიღრღნის, რომ რაღაცას მიმალავს, მაგრამ თავს ვებრძვი და ამ ფიქრებს ვიფანტავ. აგარაკის მშენებლობა დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა იმდენი სამუშაოა ალბათ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, წელს ვერა, მაგრამ მომდევნო ზაფხულს ჩავაბარებ მაქსიმეს. დღესაც ვიყავი საგურამოში, ხელოსნებს დავხედე და მშენებელთანაც გადავამოწმე, ხომ ყველაფერი რიგზე იყო. იქედან კი ანეტასთან გამოვიარე. -სად არის ამდენს ხანს შენი ცოლი? - 15 წუთის ლოდინის შემდეგ ამოვიწუწუნე დემესთან. -მოდის უკვე გზაშია, მიდი შენ მანამდე ყავა გააკეთე. -გამიღიმა სიძემ და სიგარეტს მოუკიდა. -შენ რას შვები? ხომ არ მიბრაზებ დაქალს? -მოჩვენებითი სიმკაცრით ვკითხა, თან ყავის მოსადუღებლად ავდექი. -იქეთ მაბრაზებს შენი დაქალი, ამ ბოლო დროს ხომ საერთოდ ძალიან გაჭირვეულდა. -ამოიქვნეშა დემემ და თავი კედელს მიაყრდნო. -უნორმოდ ჭირვეული ბოლოს 18 წლის წინ იყო. -თვალები ამიციმციმდა სასიამოვნო ეჭვებისგან. -ხოდა ისევ 18 წლის მგონია ახლა.. -მიპასუხა უემოციოდ, ეს კაცები ვერასდროს ვერაფწეს ხვდებიან რა. მაინცდამაინც ტესტი უმდა ჩათხარო თვალებში, ორსულობას რომ მიგიხვდნენ. -ისე მეორე შვილზე რას იტყოდი? -მინდა, რომ მივახვედრო, პირდაპირ თქმა არ არის საინტერესო. -ძალიან მინდა, მაგრამ შენი აუტანელი დაქალი იგიჟებს თავს, რაღა დროს... მოიცა რაა? -უცებ დემესაც გაუნათდა თვალები. -ჰალელუია! -ხელები მაღლა ავმართე, მიხვდა როგორც იქნა. -ახლავე ამოვალ. -დემე ფეხზე წამოფრინდა. -სად მიდიხარ? -გაკვირვებულმა მივაძახე სამზარეულოდან გავარდნილ დემეს. -აფთიაქში.. -ყრუდ მომესმა, უკვე სადარბაზოში გასული სიძის ხმა. გამეცინა და ყავა მაგიდაზე დავიდგი, თან სიგარეტს მოვუკიდე. დემეს ანეტამ მოასწრო. -სად არის დემე? -მოიკითხა ქმარი. -თავი ატკივდა და აფთიაქში წავიდა. -გავუღიმე და ახალი ამბის თქმის ბედნიერება დემეს დავუთმე. ისე რა სასაცილოა, ანეტამდე მე და დემეტრე რომ მივხვდით მის ორსულობას. -შენ რას შვები, მომიყევი რა დემეს მოსვლამდე. -წარბები ამითამაშა და ნამცხვრის დაჭრა დაიწყო. -მე? არ ვიცი.. უბრალოდ ბედნიერი ვარ. -გავუღიმე დაქალს და ნამცხვარი თეფშიდან გადაუღებლად ხელით მოვტეხე. -ნუ ხარ, ჩემი ქმარივითთ უნაირო. -ხელზე დამარტყა ანეტამ და ბავშვივით დამტუქსა. -იცი როგორი კატეგორიაა, მაქსიმე? საქციელებით მანახებს და მაგრძნობინებს, როგორ ვუყვარვარ. -ყურადღება არ მივაქციე ანეტას საყვედურს და ჩემს შეყვარებულზე ლაპარაკი დავიწყე. გაგეცინებათ, რა დროს ამის შეყვარებულიაო.. მაგრამ გეუბნებით ასეა. არც საქმროა და არც საყვარელი. ის ჩემი შეყვარებულია. -მოიცა, არასდროს უთქვამს რომ უყვარხარ? -გაიკვირვა ანეტამ. -არასდროს. მახსოვს, ურთიერთობის დაწყების წინ მითხრა, არ მეხერხება ბანალური ტექსტების შეთხზვაო. -გავუღიმე და ხელი ისევ ნამცხვრისკენ წავიღე, თუმცა ანეტას დარტყმის შემდეგ ისევ უკან გამოვაბრუნე. -რაც მთავარია, ხომ გრძნობ რომ უყვარხარ, სიტყვები საერთოდ არ არის საჭირო. მიხარია, ასეთ გაბრწყინებულს, რომ გხედავ. -მითხრა ანეტამ და სამზარეულოში შემოსულ დემეს გახედა და გაუღიმა. -როდის გაგვაცნობ? -მკითხა დემემ. -ვის? -მხრები ავიჩეჩე, ვითომ ვერ მივხვდი რა მკითხა. მართალია, არასდროს არაფერს ვუმალავდით დემეს მე დ. ანეტა, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე, რომ ჯერ არაფერი მეთქვა. ასაკის გამო მერიდებოდა. -შენი გაბრწყინებული თვალების მიზეზს. -თვალი ჩამიკრა დემემ და სკამზე დაჯდა. -შენ გგონია გამომაპარებდი, რომ მარტოარ ხარ? -ღიმილით გადმომხედა და ხელი ნამცხვრისკენ წაიღო, რაზეც ანეტასგან მასაც მოხვდა. -თეფშები და ჩანგლები რატომ არსებობს თუ იცით? -გაბრაზებულმა გადმოგვხედა დაქალმა. -ნუ ჭირვეულობ და ეს გამომართვი. -ორსულობის ტესტი გაუწოდა ანეტას, გოგონამ გაოცებულმა გადმოგვხედა ორივეს და აბაზანაში უხმოდ გავიდა. როგორც ჩანს, თვითონაც ეჭვობდა რაღაცას. ბედნიერი წყვილი მარტო დავტოვე, მე კი ჩემს მაქსიმესთან წამოვედი, უკვე სახლში იქნებოდა. -დღეს მძიმე დღე მქონდა. - სახლში შესული არ ვიყავი, მომახალ ბიჭმა. -მერე გინდა გაგიმარტივო? - გამეცინა და გვერდით მივუჯექი. -კი, უბრალოდ მაგრად მომეხვიე რა. -მივხვდი, რომ სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე. მივუცუცქდი და ჩავეხუტე. -არ მეტყვი რა მოხდა? -ავხედე მოღუშულ მაქსიმეს და ნიკაპზე ვაკოცე. -დედა და მამა გაშორებულები არიან, სულ რაღაც რამოდენიმე თვეა. მომდევნო კვირას დედა ბრუნდება საქართველოში, არ მინდა, რომ სასტუმროში გაჩერდეს. მამას ვთხოვე სახლში მიეღო, მაგრამ თავი გაიგიჟა და მაგრად ვიჩხუბეთ. ისედაც განიცდი მათ ამბავს, ახლა კიდევ ეს.. -ვუსმენდი მაქსიმეს და მეგონა 18 წლის ბიჭი მეჯდა გვერდით და მშობლებზე მის ტკივილს მიზიარებდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, ღუმცა ასე ჩუმადაც ვერ ვიჯდებოდი, როგორმე ხომ უნდა დამემშვიდებინა. -არაფერი მითხრა, გთხოვ. უბრალოდ კიდევ უფრო მაგრად მომეხვიე.. -არაფრის თქმა დამაცადა, მეც გავჩუმდი, ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე და თავი გულზე დავადე. -შენი დღე როგორი იყო? -ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -დღეს ერთი კარგი ამბავი გავიგე. -ბიჭს გავხედე და გავუღიმე. -რა ამბავი? -დაინტერესდა მაქსიმე. -ანეტას და დემეტრეს შვილი ეყოლებათ. -ბედნიერმა ვახარე და თვალები ავუხამხამე. -რა მაგარია. -შევატყვე გულწრფელი სიხარული ბიჭს. -შენ არ გინდა შვილი? -ჩემგან მოულოდნელად მკითხა, მართლა არ ველოდი ამ თემის წამოწყებას. -მე.. მე.. -ავბლუკუნდი დაბნეულობისგან. -მე და შენ ძალიან ბევრი შვილი გვეყოლება. -გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, აი აქ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა. რა მატირებდა? ბედნიერება.. ეს ბედნიერების ცრემლები იყო! რამოდენიმე დღეში მაქსიმეს დედა ჩამოვიდა, ამიტომ ბიჭის ნახვას ხშირად ვერ ვახერხებდი. მთხოვა, რამოდენიმე დღეს მას დავუთმობ, მეცოდება ისედაც სულ მარტოაო. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ის ხომ დედაზე ზრუნავს. მე კი თავისუფალ დროს, თითქმის სულ ანეტასთან ვატარებდი. -სესილია ჩამოვიდა. -მითხრა ერთ საღამოს დაქალმა. -მერე? -ვკითხე გაოცებულმა. -დამირეკა, ჩვენი ნახვა უნდა. -მხრები აიჩეჩა ანეტამ. -რა უნდა? -მინდა გნახოთ, გელაპარაკოთ და ურთიერთობა მოვაგვაროთო. -მგონი ცოტა დააგვიანდა, სულ რაღაც 24 წელი. -ირონიულად ჩავილაპარაკე და სიგარეტს მოვუკიდე. -პატარები ხომ აღარ ვართ, მოდი ვნახოთ რა.. -შეევედრა დაქალი. -კარგი, მხოლოს იმიტომ გთანხმდები, რომ ორსულად ხარ და არ მინდა განერვიულო. -დავთანხმდი ანეტას და სესილიასთან შეხვედრაზე ჩავფიქრდი. ------------- არ ვაპირებდი ხვალ საღამომდე რამის დაწერას, მაგრამ შემოწოლილმა იდეება არ დამაძინეს.. ხოდა, მეც დავნებდი და დავწერე. იმედია, მოგეწონებათ. ველი შეფასებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.