შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების სახლი (სრულად)


26-08-2015, 23:25
ავტორი MyLove
ნანახია 9 004

გარეთ საშინლად წვიმდა.
ისეთი ამინდი იყო, კაცი ძაღლს არ გააგდებდა გარეთ. წვიმის შხეფები ფანჯრებს ეხეთქებოდნენ და შემდეგ ქვევით, რაფისაკენ მიიწევდნენ.
ცხელ ჩაის ჭიქას ორივე ხელი შემოვხვიე. ხელის გულები გამითბა და სიამოვნებისაგან თვალები მივნაბე.
კაცის ჭაჭანება არ იყო ქუჩაში. გზებზე ყავისფერი გუბეები იყო დაყენებული და ეჭვი მქონდა, ხვალ დილამდე ამომშრალიყო.
ცა მთლიანად დაფლეთილი ღრუბლებით იყო დაფარული და ათასში ერთხელ თუ გაიელვებდა.
ქუხილი არ ყოფილა..
ჭიქა იქვე დავდე და საწოლში თბილად შევწექი..
თვალები დავხუჭე..
რაღაც უცნაური ამინდი იყო. თითქოს დედამიწისთვის კი არა, ჩემთვის წვიმდა.

....

თბილი დილა გათენდა.
საერთოდ არ იფიქრებდა ადამიანი, გუშინდელი ჭექა-ქუხილის შემდეგ, ასე თუ გამოაჭყიტებდა მზე.
ნაწვიმარზე სასიამოვნო სანახავი იყო აბრჭყვიალებული საგნები.
გუნებაც გამომიკეთდა..
დილით ოჯახის წევრებთან ერთად ვისაუზმე, შემდეგ კი ჩემს გოგოებთან წავედი.
მთელს ზაფხულს ერთად ვატარებთ.
ხან მაკოსთან, ხან ნუცისთან, ხან მაჩხოსთან, ხან ოდისთან, ხან ჩემთან..
აგვისტოში ჩარგალში ვაპირებთ წასვლას ერთად.
ჩარგალი ჩვენი ყოველწლიური საზაფხულო ტრადიციაა. ერთად ვსტუმრობთ იქაურობას და დაუვიწყარ წუთებს ვჩუქნით წარსულს.
აგვისტომდე დიდი დროა, მანამდე კი ისევ ქალაქში გვიწევს დარჩენა.
სიცხეებიაო, ვერ დავიჩივლებთ! პირიქით- ძალიან გრილა და საღამოობით ხშირად ვიკრიბებით ერთად, ბაღში.
არც „ის“ საღამო ყოფილა გამონაკლისი.
ის დღე ოდისთან გავატარეთ გოგონებმა, შემდეგ ნიკასთან და მამუკასთან ერთად პარკში წავედით.
ნიკას მისმა ნათესავმა დაურეკა, ბიძაშვილმა თუ არ ვცდები.
დათო ერქვა და აქ ხშირად ვხედავდი, თუმცა ნიკას არასოდეს გაუცნია ის ჩვენთვის.
-მოდი პარკში და ვიღაცებს გაგაცნობ.. ჰო.. „იტოკში“ მოდი! -უთხრა და ყურმილი დაკიდა.
-ვინ მოვა? -იკითხა ნუციმ.
-დათო.
დიდი ხანი არც გასულა.
მაღალი სილუეტი წამოვიდა ჩვენსკენ. თეთრი პერანგი ეცვა და ლურჯი ჯინსი.
ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი.
მოვიდა. ჯერ ნიკა გადაკოცნა, მერე მამუკა. ჩვენ არ გვიცნობდა და მოგვესალმა.
-გაიცანი რა, ესენი არიან ნუცი, მაკო, მარიამი - იგივე „მაჩხო“, კიდევ მარიამი - იგივე „ოდი“ და ელენე..
ყველას ხელი ჩამოართვა.
მზერა კი მე გამიშტერა. მეც შევხედე, თუმცა ვეღარ გავუძელი და თვალი ავარიდე.
შემდეგ ხელი გამომიწოდა, მეც ჩამოვართვი.
თბილი ხელები ჰქონდა. მე კიდევ ისე გამყინვოდა თითები, რომ ვეღარ ვგრძნობდი.
ტანში ჟრუანტელმა ისე უცებ დამიარა, რომ გაცნობიერება ვერ მოვასწარი. შუბლი ცივი ოფლით დამეცვარა.
ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია ჩემი ელეთ-მელეთი.
ხელი შევუშვი. მან ჯიბეში ჩაიდო და სიგარეტი ამოიღო.
რაღაცაზე ნერვიულობდა - მივხვდი.
ყველა რაღაცაზე ლაპარაკობდა, ჩვენ ვიყავით მხოლოდ ჩუმად. გვერდით მომიჯდა.
ჩვენს შორის მანძილი არც თუ ისე დიდი იყო, მისგან წამოსულ სითბოს კი მაინც ვგრძნობდი და წეღანდელივით მაჟრჟოლებდა.
მინდოდა რაღაც ეთქვა. უბრალოდ, ამდგარიყო და ჩემთვის რაიმე ეთქვა, თუნდაც ყველაზე დიდი სისულელე, ან სიბანალურე.
ტუჩებს იკვნეტდა. სიგარეტის ბოლს კი პირიდან უშვებდა და ჰაერში ფანტავდა.
გვერდიდან ვხედავდი მის პროფილს, თან არ ვიმჩნევდი.
ბევრჯერ დამინახავს, მაგრამ არ შემიმჩნევია მისი სიმპათიურობა.
ყელზე ძარღვი დამებერა და მთელმა სხეულმა დაიწყო ფეთქვა როდესაც ერთადერთი წინადადება მითხრა :
-როგორ ხარ?
ამ უმარტივეს კითხვაზე პასუხის გასაცემადაც კი არ მეყო ძალა.
ვხვდებოდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, თუ რამდენად მოქმედებდა ის ჩემზე.
ჩემი სიამაყე, უფლებას არ მაძლევდა ასე დამეთმო საკუთარი თავი.
-კარგად, შენ? -ამოვღერღე ზეზეულად.
იმდენად ხმადაბალი იყო ნათქვამი, ეჭვი მაქვს რამე გაეგო.
-არამიშავს. გხედავდი ხოლმე აქ. -საუბარს არ წყვეტდა ის.
ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ არც მე მინდოდა საუბარი შეეწყვიტა. მინდოდა- ჩვენი დიალოგი უსასრულო ყოფილიყო..
-მეც გხედავდი ხოლმე. -არ დავუმალე.
ან რა იყო ამაში დასამალი? დათოს ვხედავდი, უცხო პლანეტელს ხომ არა.
-გუშინ როგორ წვიმდა არა?
-ჰო, ძალიან. შემაწუხებლად.
-დავინახე, ჩაის სვამდი.
-დამინახე? -გამიკვირდა. -როგორ?
-იქვე ვიყავი..
-ვერ დაგინახე.. ისე ძალიან წვიმდა, ვერაფერს ვარჩევდი მანქანის სადგომის გარდა. -თავი ვიმართლე.
ვეცადე წარმომედგინა, სად შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დავენახე.
-შენთან ახლოს რომ ვიქნები, მაშინ ხომ დამინახავ?
-რა თქმა უნდა, -ვერ მივუხვდი სათქმელს, ამიტომ უბრალოდ დავეთანხმე.
-მპირდები?
-გპირდები.
რაღაც ძალიან ორაზროვნად მეჩვენა ჩვენი დიალოგი.
ვერ ვხვდებოდი, რისი თქმა უნდოდა.
ისიც ხვდებოდა, მე რომ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ არაფერს ამბობდა.
სიმართლე გითხრათ, მე ამითაც კმაყოფილი ვიყავი.
ცას ავხედე, გამიხარდა, ვარსკვლავები რომ დავინახე.
იმედი მქონდა, არ იწვიმებდა.
გოგონები ისევ ნიკას და მამუკას ესაუბრებოდნენ.
ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით.
უცნაურად მეჩვენა ჩვენი დიალოგი და ჩვენი პირველი შეხვედრა.
ნიკას არ უთქვამს, დათო თუ მოვიდოდა. არადა ადრე ყოველთვის გვაფრთხილებდა, ვინმე თუ მოჰყავდა.
-უნდა წავიდე მე, -წამოდგა ფეხზე დათო.
მეხუთე ღერი სიგარეტიც ამოიღო.
-გოგოებო არ მოდიხართ? -გადმოგვხედა.
ნეტა რომელიმემ არ წამოაყრანტალოს ახლა, რომ წასვლა გვინდა. -ვოცნებობდი გულში.
კიდევ კარგი, არც ერთს არაფერი უთქვამს.
დაგვემშვიდობა და წავიდა.
რაღაც საოცრად მარტო დავრჩი. ხომ ყველა იქ იყო, მაგრამ მე სხვანაირად მარტო ვიგრძენი თავი.
ალბათ, რომ არ მოსულიყო, ამასაც ვერ ვიგრძნობდი.
ვერ ვიგრძნობდი იმას, რომ მთელი არსებით მიმორჩილებს..
ვერც ამ დიალოგის საიდუმლოებაზე გავიჭ....ტდი თავს..
საკუთარი არსება ვაიძულე შემეწყვიტა მასზე ფიქრი და გოგოების დიალოგში ჩავერთე.
სახლში გვიან დავბრუნდით..
ბიჭებმა მიგვაცილეს. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და როდესაც ჩემ ოთახში ასულმა შუქი ავანთე, ტელეფონზე მოსული მესიჯიც წავიკითხე.
„მინდა რომ შენ ფანჯრებში ყოველთვის ვხედავდე სინათლეს“
გამიკვირდა. იმდენად გამიკვირდა, რომ საერთოდ დავკარგე მოძრაობის უნარი და 10 წუთი გაშტერებული ვიდექი.. უბრალოდ, ვიდექი!
რამდენჯერმე გადავამოწმე ნომერი, მაგრამ არ მეცნო. ალბათ, შეეშალათ, აბა, ჩემთვის ასეთი რამ რატომ უნდა მოეწერათ?
ფანჯარა შევაღე და საწოლზე წამოვწექი.
ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი რაზე.
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვფიქრობდი.

....

სამი დღე გავიდა.
დათო აღარ გვინახავს. ყველანი ნუციზე და მის ანონიმურ თაყვანისმცემელზე ვიყავით გადართული.
გამალებით ვცდილობდით დაგვედგინა ვინ იყო, მაგრამ არ გამოგვდიოდა.
ნუცის ისეთ თბილ სიტყვებს წერდა. ისეთი საყვარელი იყო, რომ მთელი დღე დაშტერებული დადიოდა.
-რომ გავიგებ ვინ არის, ერთი მაგრად ვცემ, შენი ასე გამოშტერებისთვის! -ვბუზღუნებდი გაბრაზებული მე, -შენც რა დაგემართა? ასეთი არასდროს არაფერი დაგმართნია.
-დამისახელე მანამდე ადამიანი, ვისაც ასე მოეწეროს. -სწრაფად პოულობდა გასასამართლებელ საბუთს ნუცი.
-მე მაინც ვცემ. -არც მე ვაპირებდი დანებებას.
შემდეგ კი ვდაობდით უცნობის ცემა-არ ცემის საკითხზე.
ძალიან გვიყვარდა ყველას ნუცი, ისიც ვიცოდით (უკვე) რომ ის უცნობი არ აწყენინებდა. პირიქით, თანგადაყოლილი იყო მასზე. მისი ყოველი ნაბიჯი იცოდა და უკვე მეთორმეტედ უთქვამს, რომ მასზე იზრუნებს, სანამ სული არ დაელევა.
მისი სახე უნდა გენახათ ამდროს. განაბული იჯდა და ერთ წინადადებას მილიონჯერ კითხულობდა.
-ნეტა არ გამოჩნდება? -კითხულობდა თვალცრემლიანი.
-ჯერ უნდა, რომ შენ თავში დარწმუნდე, ვერ ხვდები?
მერე გიომ დაურეკა მაჩხოს. პარკში გამოდითო.
ჩვენც ავიბარგეთ და დავტოვეთ სახლი.
შეიძლება არ გავამხილო, მაგრამ ძალიან მინდოდა, დათოც იქ ყოფილიყო, ან მერე მაინც მოსულიყო ცოტა ხნით.
შევცდი.
არც იმ საღამოს გამოჩენილა და არც ერთი კვირის შემდეგ.
მე კიდევ ძალიან მინდოდა ჩარგალში წასვლის წინ ერთხელ მაინც მენახა.
რაღაც უკმარისობის გრძნობა მქონდა, რომლის შევსებას ვერავინ მოახერხებდა.

საღამო იყო.
ჩემს დას შოკოლადები მოუნდა. ფული ავიღე და მაღაზიაში ჩავედი.
უკვე საკმაოდ ბნელოდა და მხოლოდ ლამპიონების ნათება მიწყობდა ხელს ქუჩის დანახვაში.
სადარბაზოში აშკარად ვიღაც იყო. კიბეებზევე ამიწვა ნესტოები სიგარეტის სუნმა. შემდეგ გასასვლელთან ერთი წითელი წერტილი დავინახე. მერე მთელი სხეულით დავინახე ვიღაც, მაგრამ სახეზე ვერ ვიცანი.
როდესაც ლამპიონების შუქმა უცნობის სახის ნახევარი გაანათა, დავინახე, რომ სულაც არ ყოფილა ის უცნობი. პირიქით, ის იყო მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს ფიქრებში მოთარეშე დათო!!
მოულოდნელობისაგან ერთ ადგილას გავშრი.
ვიგრძენი, როგორ მომეძალა დიდძალი ემოცია, მაგრამ განძრევაც კი ვერ მოვახერხე.
იმ დროს, სიხარულისგან მინდოდა მეკივლა.
მის უეცარ გამოჩენას არ ველოდი, მაგრამ გამიხარდა.
გამიხარდა დათო და არა - მისი მოსვლა!
-გვიანაა. -თქვა მან ჩახრეწილი ხმით და სიგარეტი გარეთ გადააგდო.
-მელოდებოდი? -ვკითხე გაკვირვებულმა.
რატომღაც, მასთან საუბრის დროს, სულ ხმა მიწყდებოდა ხოლმე. ნერვიულობა მიტანდა და დამბლადაცემული ადამიანივით ვბლუყუნებდი.
არ შემეძლო, რეალობა ისეთად აღმექვა როგორიც იყო.
-მთელი საღამო. -თქვა და გამიცინა.
ღმერთო, ვინ იცის, რას მმართებდა მისი სიცილი.
ეს იყო გრძნობების კორიანტელი, რომელიც უეცრად მატყდებოდა თავს, მავიწყებდა საკუთარ თავს და შემეძლო გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ ვაკეთებ ხოლმე.
ამ დროს იცვლება მთელი ელენე და გარდაიქმნება რაღაც არარეალურ არსებას, რომელსაც ყველაფრის შესაძლებლობა აქვს.
-სად მიდიხარ?
-მაღაზიაში. -ვუთხარი მოკლედ.
გამიკვირდა, ასეთ მდგომარეობაში მაღაზიის არსებობა რომ გავიხსენე.
-მერე გვიანი როა?
-არაუშავს. არ მომიტაცებენ.
-რას ჰქვია, მოგიტაცებენ! -შეიცხადა მან და ღიმილით გადმომხედა.
-რატომ მელოდებოდი?
-იცი? მე შენგან სულ სხვა კითხვას ველოდი. მაგალითად, სად იყავი მთელი ეს დრო, რატომ არ ჩანდი და ა.შ. -გვერდი აუარა კითხვას.
-არ გკითხე, იმიტომ რომ, არ მაქვს მაგის ცოდნის უფლება. -ვთქვი მტკიცედ. სინამდვილეში მეც ასე ვთვლიდი.
-შეიძლება, ცოდნის უფლება არა, მაგრამ კითხვის უფლება გაქვს.. ნამდვილად! -თქვა მკაცრი ტონით.
მგონი, რაღაც ვაწყენინე. ამის წარმოდგენისას გული მეტკინა. თავი დავხარე. არ მინოდა ჩემ თვალზე მომდგარი ცრემლი დაენახა.
-არ მინდა იფიქრო, რომ შენი მდგომარეობა არ მაინტერესებს. -ვთქვი ბოლოს.
ამ სიტყვებით უფრო ვეცადე ჩემი „შეცდომა“ გამომესწორებინა.
-არც ვფიქრობ. ნუ ნერვიულობ, კარგი?
ამ დროს მაღაზიასაც მივადექით. გავჩერდით.
-აბა კარგად, იმედია, მალე გნახავ.
-მშვიდობით!
უცნაურად დამემშვიდობა ის და გაბრუნდა.
გაკვირვებული შევედი მაღაზიაში.
ჩვენი ურთიერთობა გაურკვევლობით იყო აღსავსე.

….

ჩარგალში საუკეთესო დრო გავატარეთ.
მოპარული სიმინდები და კოცონი. ბევრი სიცილი, მუსიკა!.. ყველაფერი ძალიან მაგარი იყო.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.
ნინუცა მთელი ღამე ტელეფონში იყო ჩამძვრალი და დილით აგრძელებდა ძილს.
მერე მისი დასიებული თვალების გამო აყალმაყალი იყო სახლში.
მე მაინც უნდა მეცემა ის ბიჭი, სულ გადააგვარა ულამაზესი გოგო.
-სახელი მაინც თუ გითხრა? -ვკითხე ერთ დღეს.
-კი, მითხრა! -თქვა მობუსხულმა.
-რა ჰქვია?
-გელა. -თქვა მიწურული ხმით.
-ხუმრობ? -გადაიკისკისა ოდიმ.
-ნუცის უყვარს გელა, გელას უყვარს ნუცი, ლალალალაააა. -მღეროდა მაჩხო, რომელიც სიცილისგან უკვე აწითლებული იყო.
-მართლა გელა ქვია? -მარტო მე ვიყავი სერიოზულად.
-ნწ, -თავი გადააქნია და მანაც გადაიკისკისა, -სანდრო ჰქვია. შენ რა სულ მოწყენილი ხარ, რა იყო?
-არაფერი! -ვთქვი მტკიცედ. -ისე სანდრო კაი სახელია. -დავამატე ბოლოს.
-ნუ ახლაააა.. –„შეიფერა“ ნუციმ.
-გოგოებო! -წამოიყვირა მაჩხომ, -მაკო ჩამოდის სვანეთიდან და ნიკუშა ამოიყვანს!
-ვა, რა მაგარია! -ატყდა ჟრიამული.

საღამოს უკვე ყველანი ჭიშკართან ვიდექით და ვცქმუტავდით.
ერთადერთი მაკო გვაკლდა ჩარგალში. სვანეთი მოიარა ჯერ და ახლა ჩამოდის ჩვენთან. თან გიოსაც ვნახავდით.
მანქანა რომ გამოჩნდა შორი გზიდან ლამის მუცელი ამომიტრიალდა და ცრემლები გადმომივარდა თვალებიდან.
წინ ორი ვიღაც იჯდა, უკან კი ერთი.
ერთი გიო იყო, მეორე კი დათო.
მაშინ უნდა გენახათ ჩემი სახე.
გამეცინა თუ მეტირა აღარ ვიცოდი. ერთადერთი, რასაც განვიცდიდი უსაზღვრო სიხარული იყო...
დათო ჩამოვიდა!
-როგორ ხართ გოგოებო? -გადაკოცნა ყველა და ბოლოს ჩემთან მოვიდა -ელე, როგორ ხარ?
-კარგად, შენ? აქ რა გინდა?
-რა ვიცი.. მომენატრე! -თქვა და თავი მოიქექა.
-შენ?.. რას ამბობ? -ლამის ნაპერწკლები გადმოვყარე თვალებიდან.
არ ვიცი, რამ გამაბედნიერა ასე იმან რომ ძალიან გამიხარდა მისი ჩამოსვლა, თუ იმან, რომ მოვენატრე.
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ბედნიერებას არა აქვს საზომი. მთავარია მხოლოდ მისი ერთი სიტყვა, ერთადერთი თბილი გამოხედვა და შენც ბედნიერდები..
ხშირად, ბედნიერებისათვის სულაც არ არის საჭირო გითხრან „მიყვარხარ“, ადრე არ ვეთანხმებოდი ამ აზრს, რადგან ამ სიტყვის გარეშე არ წარმომედგინა ცხოვრება რაიმედ, მაგრამ ახლა?..
ახლა, როდესაც გონს მოვედი და ბევრი რამ დავინახე, მე თავს ბედნიერად ვგრძნობ. იმით კი არა, რომ რაღაც აღმოვაჩინე, არამედ იმით, რომ მე ამ სიტყვის გარეშეც ბედნიერი ვარ.
და რა არის მაინც „მიყვარხარ“?
სიტყვა, რომელიც იტევს გრძნობას. ორ არსებას - (მიყ)ვარ-ხარ.
ბედნიერი ხარ, როცა გიყვარს. როცა არსებობას გაგრძნობინებს, რაღაც ან ვიღაც.
უსასრულობაში მომისროლა მისმა სიტყვამ _ „მომენატრე“...
ჩემთვის მისი არსებობაც საკმარისი იყო.
საკმარისი იყო უბრალოდ ეცხოვრა და ჩემთან ესაუბრა, ეთქვა რომ ვენატრები, მაშინაც კი, როდესაც მის გვერდით ვარ.

მაკოს მმოვესიყვარულეთ.
ბიჭებმა ცოტა შეისვენეს, შემდეგ კი წავიდნენ.
-რაო, რა გითხრა დათომ? -მკითხა ვახშმობისას მაკომ, -მთელი გზა შენზე საუბრობდა.
-მართლა? -სასიამოვნოდ გამიკვირდა მე.
-ჰო, თან ისეთი აღფრთოვანებით და თბილი ხმით.
-მე ასე მითხრა, მომენატრეო. -ვაღიარე ბოლოს.
ყველამ მე შემომხედა. მე კიდევ სახე ამიხურდა, ვიგრძენი, როგორ გამიწითლდა ღაწვები.
-მართლა? -ერთხმად დაიყვირა ოთხივემ.
-ჰო.
-იცი, რა მაგარი წყვილი ხართ? წარმოუდგენელი. -თქვა ნუციმ.
-შენი და სანდროს შემდეგ, -ვუთხარი მე.
ნუცის ჩაეღიმა, მეც ჩამეღიმა.
-რა დღეში არიან ნახე რა! -გადაიკისკისა ოდიმ.
-და შენ რას გრძნობ? -ამჯერად მაჩხომ დამისვა კითხვა.
-მე არ ვიცი რას ვგრძნობ, უფრო სწორად, ვერ აგიხსნით რამდენ რამეს ვგრძნობ!
-ელე და ნუცი აურევენ მალე, -გადაიკისკისა მაკომ. -იმედია ისეთი სახეებით არ ივლით, შეყვარებული გოგოები რომ დადიან ხოლმე.
-ჩვენც იმედი გქვაქვს.

.....

ამ ამბიდან მეოთხე დღეს, საშინელი ამბავი ჩამოგვივიდა ჩარგალში.
ნიკას ბიძა გარდაეცვალაო, რომ გავიგეთ მაშინვე ავიბარგეთ და ავტობუსს გამოვყევით.
ჩანთები მაკოსთან დავტოვეთ, ყვავილები ვიყიდეთ და პირდაპირ პანაშვიდზე წავედით.
ნიკა რომ დავინახე, ტირილი ამიტყდა ისეთ დღეში იყო. სულ არ ჰგავდა ძველ ნიკას, სულ შეცვლილი იყო. სახეზე მიტკლის ფერი ედო. ყველამ ძალიან, ძალიან განვიცადეთ, მაგრამ მე განსაკუთრებულად შემეხო მეგობრის მსგავსი მდგომარეობა.
ცხარე ცრემლით ავტირდი მისი დანახვისას. გული რაღაცამ გამომიღრღნა და თითქოს ჩემი სხეულის რაღაც ნაწილი დაიწვა.
თვალებზე ცრემლი გადამკროდა, ამიტომ ხალხს ირგვლივ კარგად ვერ ვამჩნევდი.
ვიგრძენი, როგორ გამომიყვანა ვიღაცამ გვერდზე.
და გულზე მიმიხუტა.
არ იყო ის ნიკა, სხვა ვიღაც იყო.
მისი სურნელი ჩემთვის საოცრად ახლო და ნაცნობი იყო. ამან კიდევ უფრო ამიჩუყა გული.
არ მინდოდა, მისი სახისთვის შემეხედა. არ მინდოდა, ატირებული ვენახე..
უბრალოდ ვტიროდი მის მკერდზე, თეთრ პერანგს ცრემლით ვუსველებდი და ამის გამო სულაც არ ვთვლიდი თავს დამნაშავედ.
არც ის მეუბნებოდა რამეს. იდგა ჩუმად, ნიკაპი ჩემ თავზე დაედო და მონოტონურად მისვამდა თავზე ხელს.
მისი სიახლოვე კიდევ უფრო მაბნევდა და შემეძლო დამეფიცა, თუ რამდენად სწრაფი იყო მისი პულსი ჩემი შეხებისას.
-ამდენს თუ იტირებ, ბედნიერებისათვის ცრემლები აღარ შემოგრჩება. -მითხრა ბოლოს.
-ალბათ, რა საშინელი სანახავი ვარ, როცა ვტირი, ხო? -ამოვისლუკუნე ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
-ყოველთვის ლამაზი ხარ.
-ახლა მივხვდი შენი სიტყვების შინაარსს, დათო. საჭირო არ არის ჩემთან ასე ახლოს ყოფნა, მთავარია მე ვიგრძნო, რომ ჩემთან ხარ. მაშინ რომ მითხარი, წვიმდა და გიყურებდიო. კი არ მიყურებდი, ჩემთან იყავი. ალბათ ამიტომაც მეჩვენა ის წვიმა უცნაურად. თითქოს წვიმის წვეთები დედამიწისთვის კი არა ჩემთვის მოდიოდნენ.
-და მაინც.. როგორ ვერ ვიტანდი ამ ერთი კვირის განმავლობაში შენს ოთახში შუქს რომ ვერ ვხედავდი, -თქვა მან და გამიღიმა.
-შენ იყავი? -გამიკვირდა.
-არ მითხრა, ვერ გიცანიო. -გაიცინა ისევ.
იმ სიცილით მე რომ მიყვარდა.
ჩემთვის ყველაზე ლამაზი მისი სიცილი იყო. როდესაც ვარდისფერი ბაგეების მიღმა თეთრი კბილები უჩანდა, საოცრად ბედნიერი ვიყავი.
-ელე...
-ხო..
-იცი რა?-ცალი თვალი მოჭუტა მან. -სუნთქვისთვის ჰაერი კი არა_შენ მჭირდები.
ეს სიტყვები იყო ჩემთვის სიცოცხლის წყარო.
იმედის მომცემი. როცა მე და ის სახლში კი არა გრძნობების სახლში ვცხოვრობთ. როცა ის ჩემი ნაწილი კი არა, თვითონ „მე“ არის.
-უბრალოდ, არ მეხერხება ეს რომანტიული და გაწელილი სიყვარულის ახსნები, რა. -ნერვიულად იმართლა თავი, -შენ თავს ვფიცავარ, თუ შემეძლოს და არ გეუბნებოდე!
-მიყვარს,ჩემ თავს როცა იფიცებ, -ვთქვი გატრუნულმა. არადა 1სმ-თაც არ მოვცილებივარ.
-როდის დავიფიცე ამის გარდა? -გაუკვირდა.
-ახლა ხომ დაიფიცე?
-ცოტა ცუდ ადგილას კი მომიხდა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანის თქმა, მაგრამ მგონი ნიკას გაუხარდება ჩვენი ამბავი..
-იმედი მაქვს. ძალიან მიყვარს ნიკა. ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ ხოლმე.. -ვთქვი და ძლივს შევიკავე თავი, მისი სახის წარმოდგენისას, ისევ რომ არ მეტირა.

.....

შუაღამის 4 საათზე ვიღაცის ზარმა გამაღვიძა ტელეფონზე.
ისე ვუპასუხე, არც დამიხედავს.
-ელე, -ვიცანი დათოს ხმა.
„ეს ბიჭი შეშლილია“ გავიფიქრე გულში.
-დათო, ღამურის ფუნქციას ითვისებ? -ვთქვი ნამძინარევი ხმით.
-შენ გეცინება და მე მომენატრე.
-დღეს ხომ გნახე, -ვთქვი გაკვირვებულმა.
-ო, ეგ რა ნახვა იყო, მასწავლებლის მერე შეგხვდით შემთხვევით შენ და ნუცის.-დაიწუწუნა უცებ.
-მეც მომენატრე, -მოვლბი ოდნავ, თუმცა ძილის შეწყვეტას ბოლომდე ვერ ვპატიობდი მას, -რამ შეგაწუხა?
-ჩამო რა ქვემოთ, -თქვა მორიდებით მან და ჩემს მორიგ აფეთქებას დაელოდა.
-რა? შენ აქ ხარ? -სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ფანჯარაში გავიხედე.
მანქანასთან იდგა და ეწეოდა, მარჯვენა ხელით კი ტელეფონი ეჭირა.
-გიჟი ხარ, დათო, ნამდვილი გიჟი!- შევიცხადე და ხალათის ჩაცმა დავიწყე.
-და ვინ გამაგიჟა? -ჩაეცინა.
-ნუ მაბრალებ რაღაც-რაღაცებს, თუ შეიძლება! -შევიცხადე მე.
-რა არ უნდა დაგაბრალო?
-მოვდივარ!

.....

-რამდენჯერ გითხარი, მასე გვიან გარეთ ნუ ხარ-მეთქი? -სადარბაზოსთან დაგვხვდა მე და ოდის დათო.
აშკარად ძალიან იყო გაბრაზებული. ოდიმ დაიჩურჩულა დაგტოვებთო და სწრაფად წავიდა.
-აქვე ვიყავი ეზოში, დათო. რა საჭიროა სადარბაზოსთან დახვედრა? -გავბრაზდი მე. -არ მენდობი?
-ნდობა რა შუაშია? -დავიფიცებ, რომ ამ დროს წარბები შეკრა. -დახედე საათს! პირველი დაიწყო, შენ კიდევ სახლში ჯერაც არ ხარ.
-ორი წლის ბავშვი ვარ? -ამოვიბუზღუნე და თავი დავხარე.
-ორის არა, ჩვიდმეტი წლის ბავშვი ხარ! -მითხრა ნიშნისმოგებით. -მეორედ ასე გვიან აღარ გაჩერდე რა გარეთ, საშიშია მაინც. სულ აქ არ ვიქნები. თან არ დაიღალე? მთელი დღე მასწავლებლებთან დარბიხარ!
-ცოტათი, -ვთქვი მე და ოდნავ მილულული თვალები ძალით გავახილე.
-სულ ცოტათი ხო? -მომიახლოვდა და ცხვირი ჩემ თმაში ჩარგო, -ხომ გითხარი, არ მიყვარს, როცა შენ ფანჯარაში შუქს ვერ ვხედავ-მეთქი?
-დათოოო,-მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-რა?
-ჩვენ სად ვიცხოვრებთ? -ვთქვი უეცრად.
-მე აგიშენებ ხის სახლს და იქ.
-იქ უნდა ვიცხოვროთ?
-ჰო, იქ, ჩვენი გრძნობების სახლში. სადაც მე და შენ ვიქნებით მარტო.
-დაიფიცე!
-შენს თავს ვფიცავარ.

ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ბედნიერებისთვის „მიყვარხარ“ არა არის საჭირო.
საჭიროა მეტი გრძნობა, მეტი ნდობა და მეტი მონატრება!..


----------------------------------------
მომძვრა მე თითები.
ელე, ესეც დაპირებული ისტორია.
მეტი გრძნობა მინდოდა მასში ჩამექსოვა, ისევე როგორც შენდამი, ასევე შენი გოგოებისდამიც..
ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ეს ჩემი მცირედი საჩუქარი იქნება შენთვის.
ერთხელ გითხარი, რომ შენ და (არარსებული) დათო ჩემი მუზები ხართ..
მინდა, ასეთი სიყვარული გისურვო, როგორიც ნაწილობრივ აღვწერე ჩემს მინი-ისტორიაში.
ვერ დავიჩივლებ რომ კარგად ვწერ, არც გრძნობების გადმოცემა მეხერხება ისე, როგორც შენ!. ალბათ, შენი ნაწერები რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, არც ერთხელ არ მეყოფა ძალა, შენს მსგავსად დავწერო.
მიყვარხარ ძალიან. ეს არ არის უბრალოდ მეგობრული სიყვარული. მიყვარხარ როგორც ადამიანი, ადამიანი-ჩემი სულის ნაწილი.
პ.ს _ ნუცი, არ გეწყინოს, შენი და სანდროს „ლავსთორი“ წინ კარგად რომ ვერ წამოვწიე. უბრალოდ, არ მინდოდა ყველაფერი დამეწერა, რადგან ამას ცალკე ისტორიისთვის ვგეგმავ... სადაც მარტო შენ და სანდრო იქნებით. (იმედია ეს სახელი მოგწონს ;დ)
პ.ს.ს _ ლიჩელი, თუ ამას კითხულობ, შენი ისტორია გზაშია და დაგიდებ.. ელის ძაან ადრე დავპირდი და რო არ დამედო გულს დავწყვეტდი..

მიყვარხართ, მკითხველნო!

კიდევ ერთი პ.ს.ს. -ხუთივე დაქალის აზრი მაინტერესებს ... <3



Ar arsebobs pirveli vwer komebtaars? Perfect !!!

 


№2  offline მოდერი MyLove

ისევ მეოცნებე
Ar arsebobs pirveli vwer komebtaars? Perfect !!!

მადლობაა love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline მოდერი ელი

ჩემი გოგო ! მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... ისეთი საყვარლობა იყო.... ისე გამათბო ამ ისტორიამ. საოცარი გრძნობაა როცა კითხულო და იცი რომ ეს ყველაფერი შენზეა... ამ ისტორიით ისე გამაბედნიერე :D მგონი არარსებული დათოც კი შემიყვარდა. ძაან მიყვარხარ ლიკუ... ჩემო ლიკუ... ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და არ ვიცი რა ვთქვა. მადლობა დიდი <3

 


№4  offline მოდერი MyLove

ელი
ჩემი გოგო ! მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... ისეთი საყვარლობა იყო.... ისე გამათბო ამ ისტორიამ. საოცარი გრძნობაა როცა კითხულო და იცი რომ ეს ყველაფერი შენზეა... ამ ისტორიით ისე გამაბედნიერე :D მგონი არარსებული დათოც კი შემიყვარდა. ძაან მიყვარხარ ლიკუ... ჩემო ლიკუ... ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და არ ვიცი რა ვთქვა. მადლობა დიდი <3

მიყვარხარ!
მადლობა!
ვგიჟდები შენზე.
მე სათქმელიც კი არარ დამრჩა შენთვის რამე, გეფიცები!
უბრალოდ, ერთადერთი ოცნება, რაც გამაჩნია არის, ის, რომ მაგრად ჩაგეხუტო და მოგეფერო. დიდხანს, დიდხანს არ გაგიშვა. გნახავ, ოდესმე.
მიყვარხარ!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline მოდერი ელი

MyLove
ელი
ჩემი გოგო ! მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... ისეთი საყვარლობა იყო.... ისე გამათბო ამ ისტორიამ. საოცარი გრძნობაა როცა კითხულო და იცი რომ ეს ყველაფერი შენზეა... ამ ისტორიით ისე გამაბედნიერე :D მგონი არარსებული დათოც კი შემიყვარდა. ძაან მიყვარხარ ლიკუ... ჩემო ლიკუ... ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და არ ვიცი რა ვთქვა. მადლობა დიდი <3

მიყვარხარ!
მადლობა!
ვგიჟდები შენზე.
მე სათქმელიც კი არარ დამრჩა შენთვის რამე, გეფიცები!
უბრალოდ, ერთადერთი ოცნება, რაც გამაჩნია არის, ის, რომ მაგრად ჩაგეხუტო და მოგეფერო. დიდხანს, დიდხანს არ გაგიშვა. გნახავ, ოდესმე.
მიყვარხარ!



აბა რა ჩემი გოგოო
ისე უნდა ჩაგიკრა გულში რომ წამიერად სუნთქვაც კი შევწყვიტოთ.
ძალიან მიყვარხარ!

 


№6  offline წევრი nini :)

აუ რა კარგი იყოოოო

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

საყვარელი ისტორია იყო მეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent