შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (4 ნაწილი)


27-08-2015, 10:19
ავტორი ანკა
ნანახია 7 606

საღამოს 6 საათამდე ტატო ვიკას „აწვალებდა“. „მგონი ერეკლემ მომიგზავნა“ - ერთი-ორჯერ ესეც კი გაიფიქრა დაღლილმა და მაინც უკმაყოფილო ტატოს წინ სავარძელზე მიესვენა.
-ვიკა, საყვარელო... არ მინდა რამე ცუდად გამომივიდეს, ან ზედმეტად მკაცრად, უბრალოდ ხომ ხვდები... შენთან ნულიდან ვიწყებ ყველაფერს და დრო არ იცდის - შეფარულად მიმართა ტატომ გოგონას.
-ვხვდები ტატო, არაუშავს... - გაუღიმა მანაც და თითქოს მთელი დღის გაბრაზებამ გადაუარაო.
-აბა როგორაა საქმეები? - ოთახის კარი ერეკლემ შემოაღო და დაღლილი ვიკას დანახვისას კმაყოფილი ღიმილი აიკრა. გოგონამ მხოლოდ შეუბღვირა და მზერა აარიდა.
-სიარული ასე თუ ისე გამოვასწორებინე - უპასუხა კმაყოფილმა.
-კარგია. რას ფიქრობ, შეძლებ მოასწრო მისი მომზადება? - ჰკითხა საქმიანად.
-შენი დახმარების გარეშე ვერა - დაიჩურჩულა შედარებით ხმადაბლა. - ვიცი, რომ ძალიან თავხედური გამოხტომაა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... - თავის მართლება დაიწყო ტატომ და თითები ერთმანეთში ახლართა.
-რა არის საჭირო? - ჰკითხა ერეკლემ მცირეოდენი დუმილის შემდეგ.
-ამ გოგოს 24 საათიანი კონტროლი უნდა. იქნებ შენ მიხედო, გარკვეული გამოცდილება გაქვს, თანაც არ მინდა ვიკა სულ უცხოს მივაბარო... - უთხრა და მუდარის თვალები მიაპყრო.
-კარგი... დემემ და ნატამ იციან უკვე ყველაფერი - აცნობა ახალი ამბავი. - ვიკას ნატა ცუდად მოხვდა ყურში, აი დემე კი არ იცოდა ვინ იყო... არაუშავს, ამას მოგვიანებით გაარკვევდა, ახლა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება ეწადა.
-იქნებ მეც მითხრათ რა იგულისხმება 24 საათიან კონტროლში? - იკითხა ინტერესით
-ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად - ამოიხვნეშა ერეკლემ და თვალებში ჩახედა.
-რაა?! - გაოცებისგან და მოულოდნელობისგან პირი დააღო. - შენთან რა მინდა, მე სახლი არ მაქვს და უპატრონო ვარ თუ რა?! - ფეხზე წამოხტა და ხელების ქნევით დაიწყო ლაპარაკი.
-ზედმეტს ნუ ლაპარაკობ! იცოდე ახლავე მიგაბრძანებ აქედან! - მკაცრად გააფრთხილა ერეკლემ გოგონა და განრისხებული მზერა მიაპყრო.
-ეს გოგო შოუს ვარსკვლავი უნდა გახდეს - დარწმუნებით განაცხადა ტატომ და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. ვიკას გულში გაუხარდა ტატოს ეს განაცხადი და გონებაში ისიც კი დაუშვა, რომ ერეკლესთან საცხოვრებლად გადასულიყო მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეკეთებინა... - მოკლედ, მე ახლა მეჩქარება და აბა ხვალამდე ძვირფასო - ტატომ ვიკა გადაკოცნა და კუნტრუშით გაუყვა დერეფანს. ოთახიდან ერეკლეც გამოვიდა და გოგონაც მას მიჰყვა.
-შენს სახლში რა მინდა? - ჰკითხა სხვათაშორის, არადა ეჭვები ღრღნიდა. იფიქრა, იმდენად მოვეწონე ჩემს გარეშე ყოფნა წარმოუდგენელი ჰგონიაო.
-თუ გგონია, რომ შენთან ერთად ცხოვრება ოდნავ მაინც მიხარია ძალიან ცდები - ერთი წინადადებით გაუფანტა სასიამოვნო ეჭვები, რის გამოც მისი განრისხებული მზერა დაიმსახურა.
-არა მგონია, შენი ღირსების გარდა სხვა რამეთი აზროვნება შეგეძლოს. ცოდნაზე ხომ საუბარი ზედმეტია... - ისევ გამოამჟღავნა გესლიანობა და ნაბიჯს აუჩქარა, რამე არ მოვიწიო ამდენი ტლიკინითო.
-შენ მგონი ძალიან მოგეწონა ჩემი ღირსება - იცოდა რომ ვიკა გულში ცოფებს ყრიდა და ამ რეპლიკას საერთოდ არ გაუბრაზებია, პირიქით, გახალისდა...
-ასეთი უზრდელი როგორ ხარ! - შეიცხადა გოგონამ.
-გეყოს ახლა ჩემს ნერვებზე თამაში. შენთან სახლში მივდივართ, რომ ბარგი ჩაალაგო, შემდეგ ჩემთან დავტოვებთ და დემესთან წავალთ. - დღის გეგმა მოკლედ გააცნო და მანქანის კარი გაუღო, რათა დამჯდარიყო.
-დემე ვინაა? - ჰკითხა ერეკლეს, როდესაც მანქანა დაძრა.
-ჩემი მეგობარია, ტრენერია... დღეიდან ეს 1 კვირა ეგ გავარჯიშებს. ტატომ თქვა სუსტი ფეხები აქვს და არ მომწონსო...
-ხო ეგ მეც მითხრა... - დაიჩურჩულა თავისთვის.
.......
სახლში რომ მივიდა, რაც კი ტანსაცმელი ჰქონდა, ყველაფერი ჩემოდნებში ჩააწყო. ერთსაათიანი წვალების შემდეგ ხუთი გავსებული ჩემოდანი კართან ჰქონდა დაწყობილი წასაღებად.
-ერეკლე! ამოდი რა ჩამომატანინე! - ჩასძახა პირველ სართულზე მომლოდინე მამაკაცს და კარის ჩარჩოს მიეყუდა.
-1 წლით კი არა, 1 კვირით მოდიხარ! - თვალები გაუფართოვდა ერეკლეს ამდენი ჩემოდნის დანახვაზე.
-იმედია ჩატანა არ გაგიჭირდება - თვალი ჩაუკრა ეშმაკურად და ოთახში შემოუშვა.
-შენ მაგაზე არ იდარდო - ორ-ორი ჩემოდანი ხელში დაიჭირა, ერთიც მხარზე შემოიგდო და ისე ჩაუყვა კიბეებს, თითქოს ტვირთი საერთოდ არ ჰქონდა აკიდებული.
-ისე მსუბუქად მიაქვს, გეგონება ბუმბული უჭირავსო...- გაიფიქრა ვიკამ, ოთახი გამოხურა და ქუსლების კაკუნით გაჰყვა ერეკლეს.
მამაკაცმა ზოგი ჩემოდანი საბარგულში ჩადო, ზოგი კი სალონში უკანა სავარძლებზე. ბოლოს, გატენილი მანქანით დაიძრა თავისი სახლისკენ.
-გამოიცვალე, სავარჯიშოდ მივდივართ! - განაცხადა მტკიცედ, როდესაც სახლის კარი შეაღო და ჩემოდნები დააბინავა.
-უკვე? - იკითხა უკმაყოფილოდ.
-ხო. საღამოს სადმე წავიდეთ თუ გინდა - უთხრა დამთბარი ხმით და ოთახის კართან შედგა. ნეტავ რა ემართება ამხელა კაცს, უეცრად რომ მზრუნველობას იწყებს ჭირვეულ ვიკაზე?! მგონი ეს თვითონაც ვერ გაარკვია ჯერ...
-ვნახოთ... - გაუღიმა მანაც ოდნავ დაბნეულმა და ჩემოდნების ქექვა დაიწყო სპორტული ტანსაცმლის მოსაძებნად. ბოლოს, როდესაც სასურველი სამოსი იპოვა, შხაპი მიიღო, გამოიცვალა, სარკის წინ დატრიალდა და პირველ სართულზე ჩავიდა.

საწოლის დედოფალი (4 ნაწილი)


მთელი პირველი სართული მოიარა, თუმცა ერეკლე ვერ იპოვა... დივანზე გაიშოტა სიარულით დაღლილი და თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო. უეცრად პირსახოცშემოხვეულ ერეკლეს მოკრა თვალი. დანამული თმებიდან წყლის წვეთები სცვიოდა, კუნთებიც უფრო გამოკვეთილად ეტყობოდა. იგრძნო როგორ აუჩქარდა გული მისი დანახვისას. „ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სექსუალურია...“ - გაიფიქრა თავისთვის და სანამ მამაკაცი თვალს არ მოეფარა, მანამ ვერ მოახერხა მზერის არიდება.
-მზად ხარ? - რამდენიმე წუთში წინ სპორტულებში გამოწყობილი ერეკლე აესვეტა.
-არაა... - უპასუხა უდარდელად და თავი გააქნია.
-ვიკა, ნუ მეხუმრები - მიმართა მობეზრებულად გოგონას და თვალები დაუბრიალა.
-რა უჟმური ხარ! - წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა და დივნიდან ზლაზვნით წამოდგა.
..........
-დაკარგულ ძმაკაცს გაუმარჯოს! - წყვილისკენ ვიღაც დაკუნთული მამაკაცი დაიძრა. რასიზმად არ ჩამითვალოთ, თუმცა მგონი საჭიროა აღვნიშნოთ, რომ შავკანიანი იყო... ერთმანეთს ძმურად დაკრეს ხელი და შემდეგ მზერა ვიკაზე გადმოიტანეს.
-ესაა ვიკა რომ გეუბნებოდი... - თქვა ერეკლემ.
-აჰაა, გასაგებია. სასიამოვნოა ვიკა, მე დემე ვარ - ხელი გაუწოდა და გაუღიმა.
-დავიწყოთ? - ჰკითხა ერეკლემ.
-კი, ჯერ ვნახოთ აბა რა შეუძლია - სამივენი მეორე სართულზე ავიდნენ, სადაც უზარმაზარი სატრენაჟორო მოწყობილობები იდგა. ზოგიერთს ვიკა პირველად ხედავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ევარჯიშა მასზე...
-აბა, ამ გოგოს ცოტახნით შენ გაბარებ - უთხრა ერეკლემ დემეს, მაისური გაიძრო და თვითონაც ვარჯიშს შეუდგა.
-აქეთ გამომყევი - მიმართა დემემ და წინ გაუძღვა. „ოჰოო... რამსიმძიმე შტანგას წევს... არცაა გასაკვირი ჩემი ბარგი ასე ადვილად რომ ჩაიტანა...“ - გაიფიქრა ვიკამ და ტუსტუსით განაგრძო სიარული. ერეკლესა და მისი მზერა წამით შეეჩეხა ერთმანეთს და დაფეთებულმა ვიკამაც წამსვე სხვაგან გაიხედა. ერეკლემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ვარჯიში განაგრძო.
დემემ ვიკა ათასნაირად ავარჯიშა. უმეტესად ყურადღებას ფეხის კუნთების ვარჯიშზე ამახვილებდა, თუმცა დატვირთვა არც სხვა არეებში მოაკლო.
-მიდი, ბოლოჯერ და მოვრჩით - შეაგულიანა დემემ მისავათებული გოგონა.
-არა, მეტი აღარ შემიძლია! - განაცხადა არაქათგამოლეულმა ვიკამ და კედელთან უღონოდ ჩაიკეცა.
-ასე არ შეიძლება! - უსაყვედურა დემემ და მისკენ დაიძრა.
-შანსი არაა, ახლა მე თუ ავდექი მხოლოდ სახლში წავალ! - თქვა ჯიუტად და ხელები გადაიჯვარედინა. დემემ უღონოდ ამოიხვნეშა. დღეს უკვე მეათე სიჯიუტის სცენას უწყობდა გოგონა და ძალიან გაწვალებული იყო.
-კარგი, დღეისთვის მეტი აღარ უნდა. ფეხზე ვეღარ დგას ვერ ხედავ? - მათ გაოფლიანებული ერეკლე მიუახლოვდათ და ღიმილით გადახედა კედელთან ჩაკეცილ ვიკას.
-კარგი, როგორც იტყვი... - არც დემე აღარ შეწინააღმდეგებია ერეკლეს.
-ჯიუტია ხო? - მგონი დემეს ფიქრები წაიკითხა. მამაკაციც ზუსტად ამაზე ფიქრობდა იმწამს.
-საოცრად - დაეთანხმა ძმაკაცს და ორივეს გაეცინა, როდესაც ვიკამ კუშტად შეკრული წარბები მიაპყრო.
-მეც აქ ვარ! - თავი შეახსენა ორივეს.
-სახლში შენით წამოხვალ თუ ჩემი წასაღები ხარ? - ჰკითხა ერეკლემ და წარბი აწია. „ახლა რომ ვუთხრა, ფეხზე დადგომის თავიც არ მაქვს დამცინებს...“ - გაიფიქრა ვიკამ და თავი გააქნია.
-შენს გარეშეც შევძლებ - ენა გამოუყო და კედელ-კედელ ბარბაცით დაიძრა კარისკენ. ერეკლემ და დემემ რაღაცაზე გულიანად გაიცინეს, მგონი ვიკაზე და შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ვიკამ სახლში ფეხი შედგა თუ არა, ოთახს მიაშურა.
-გეტყობა ძალიან დაიღალე - უთხრა ერეკლემ ღიმილით ოთახის კართან მდგომ ვიკას და გაუღიმა.
-კი, ძალიან - დაეთანხმა ისიც და ოთახში შევიდა. საოცრად ეზარებოდა შხაპის მიღება, თუმცა ისეთი „სასიამოვნო“ არომატი ასდიოდა, რომ წყლის გადავლებას ვერანაირად ვერ ასცდებოდა. პირსახოცში გაეხვა და სააბაზანოს მიაშურა. ერეკლეს ჯაკუზიც ჰქონდა, თუმცა ახლა წყლის ავსების თავი არ ჰქონდა. დუში მოუშვა და თავით მის ქვეშ შეეყუდა. წყალმა მთელი დღის დაღლილობა და დაძაბულობა ასე თუ ისე მოხსნა. მთელი სხეული მოუდუნდა და ძილიც უფრო მეტად მოერია. უეცრად კარის გაღების ხმა გაიგო და ოთახში პირსახოცშემოხვეული ერეკლე შემოვიდა. ალბათ დაღლილს კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. მართლაც ასე იყო... ორივემ თვალებგაფართოებულებმა აათვალიერეს ერთმანეთი.
-შენ აქ რა გინდა! - ჰკითხა გულაჩქარებულმა ხმის კანკალით და ხელებით სხეულის დაფარვა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
-მე რა ვიცოდი აქ თუ იყავი - თავი იმართლა დაბნეულმა მამაკაცმა და შიშველი ვიკას დანახვისას ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. მართალია ვიკამ ერეკლეს რეაქცია შენიშნა, თუმცა თვითონაც იგივე დღეში იყო, ან უარესში... ენა ებმოდა...
-ამმ... მიყურე ახლა ასე! - უყვირა გაკაპასებულმა და დოინჯი შემოირტყა. როდესაც მამაკაცის პასუხი ვერ მიიღო, დაამატა - პირსახოცი მომეცი! - ერეკლე უხმოდ დასწვდა ვიკას პირსახოცს და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. გოგონამ ხელი წინ გაიშვირა გამოსართმევად, თუმცა უშედეგოდ.
-გინდა? - ჰკითხა ერეკლემ გამომწვევად და პირსახოცი უკან გასწია.
-ერეკლე... - მუდარა იგრძნობოდა გოგონას ხმაში.
-რაიყო, სად დაკარგე მწარე ენა? – „აშკარად მიწვევს“ გაიფიქრა ვიკამ.
-ახლა ძალიან დაღლილი ვარ, გთხოვ... მომეცი რა...- შეევედრა ისევ და თვალებში ჩახედა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ერეკლესთვის რაიმეს თხოვნა მოუწევდა, მითუმეტეს „დანდობის“... მამაკაცი ცოტა გაოცდა ვიკას ასეთი ტონის გაგებისას, ერთხანს თვალებში უყურა, შემდეგ ხელი წელზე მოხვია, ტანზე აიკრა და ტუჩებზე მოუთმენლად დაეწაფა. ერეკლეს ცეცხლი ვიკასაც გადმოედო და ხელები კისერზე მოხვია. გაშმაგებით კოცნიდნენ ერთმანეთს, ამოსუნთქვას არ აცდიდნენ. ერეკლემ გოგონა კედელთან მოიმწყვდია, ერთი ხელი სახეზე ჩამოუსვა, მეორე კი ზურგზე ამოასრიალა. ვიკა თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ არა ერეკლეს ძლიერი ხელები, იქვე გაიშოტებოდა ძირს. მამაკაცი ძლივს მოწყდა მის ბაგეებს, ახლა კისერი დაუკოცნა, შემდეგ ყურის ნიჟარაზე ეამბორა და ოდნავ კბილიც გაკრა, რასაც ვიკას კვნესა მოჰყვა. უეცრად ვიკა გვერდზე გაიწია და ისე მოახერხა, რომ კედელთან ერეკლე მოამწყვდია.
-შენც გემრიელი ხარ... - ყურში უჩურჩულა ვნებამორეულ მამაკაცს, ხელებიდან დაუსხლტა, პირსახოცს ხელი დაავლო და თავის ოთახში გაიძურწა...

.............
ესეც მეოთხე თავი...
ცოტა პატარაა, თუმცა ამ მომენტში რომ არ გამეწყვიტა არ შემეძლო. თუ ბევრი კომენტარით გამახარებთ, ხვალ დიდ თავს დავდებ...
იმედი მაქვს ისიამოვნებთ და მოგეწონებათ
ველი შეფასებას...



№1  offline მოდერი ანკა

nini5852
ჩემი გოგო:* ძაალიან კარგი იყო. ეს რა იყყო ერეკლეს შუა გზაში მიტოვება?? :დ ტუტუცი გოგო :დ

აბა როგორ გაგვიტუტუცდა ეს ჩვენი ვიკა wink ერთმანეთს არ ინდობენ მოკლედ რა wink მიყვარხაარ ძალიან და ძალიან მახარებ! love

 


№2 სტუმარი niniko-nini

Umagresi xar <3 miyvarxar dzalian da sheni yvela istoriac dzalian miyvars, warmatebebi da rac mtavaria male dadeee da didi tavi dagvidee :D

 


№3  offline წევრი nini :)

ძაან მაგრია ძაან მომეწონა რაკარგად მოექცა ვიკა ერეკლეს მესიამოვნა

 


№4 სტუმარი boss :3

mgoni,geqneba tamaras garyvnili ... wakitxuli.
analogiuri ar aris,magram dzalian gavs.

 


№5 სტუმარი Marr

:D dzaan kaii.. metiss girsiaa :D

 


№6  offline მოდერი ანკა

niniko-nini
Umagresi xar <3 miyvarxar dzalian da sheni yvela istoriac dzalian miyvars, warmatebebi da rac mtavaria male dadeee da didi tavi dagvidee :D

მადლობა დიდი, მიხარია რომ მოგწონს... love love love

nini :)
ძაან მაგრია ძაან მომეწონა რაკარგად მოექცა ვიკა ერეკლეს მესიამოვნა

მადლობაა love

boss :3
mgoni,geqneba tamaras garyvnili ... wakitxuli.
analogiuri ar aris,magram dzalian gavs.

არ ვიცი... იმედია ეს ისტორია მოგწონს... იმ მოთხრობას აუცილებლად მოვძებნი და გადავხედავ winked love love love

Marr
:D dzaan kaii.. metiss girsiaa :D

მეტსაც მიიღებს, ოღონდ ორივე wink love

 


№7  offline წევრი Ignifex

ოხ,ვიკა,ვიკა!:D ჯიგარია ერეკლე რო მასე 'მიაგდო':D ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი!:D რაც შეეხება ისტორიას,ოქროა! ველი შემდეგს ❤

 


№8  offline მოდერი ანკა

Ignifex
ოხ,ვიკა,ვიკა!:D ჯიგარია ერეკლე რო მასე 'მიაგდო':D ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი!:D რაც შეეხება ისტორიას,ოქროა! ველი შემდეგს ❤

აუცილებლად ჩემო საყვარელოო <3 <3 <3 love

 


№9  offline წევრი TIME

usayvarlesi xar ankaa saocari gogo unichieresi♥.dzalian momwons erekle,rac sheexeba vikas sanam ar davhkviandeba ar momewoneba,ise mxiaruli roa momwons :D ♥

 


№10  offline წევრი Beridze.123

Dzalian magaria

 


№11  offline მოდერი ანკა

TIME
usayvarlesi xar ankaa saocari gogo unichieresi♥.dzalian momwons erekle,rac sheexeba vikas sanam ar davhkviandeba ar momewoneba,ise mxiaruli roa momwons :D ♥

დიდი მადლობა საყვარელოოო <3 love

Beridze.123
Dzalian magaria

მადლობააა love love love

 


№12  offline წევრი lamazmani

ვაიმე რამაგარი იყო ძაან მომეწონა აქმდე არ მქონდა წაკითხული თბილისში არ ვიყავი მარა წავიკითხე და ძააან მომეწონა უმაგრესი იყო როგორც წინა ისტორიები ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი love love love

 


№13  offline მოდერი ანკა

lamazmani
ვაიმე რამაგარი იყო ძაან მომეწონა აქმდე არ მქონდა წაკითხული თბილისში არ ვიყავი მარა წავიკითხე და ძააან მომეწონა უმაგრესი იყო როგორც წინა ისტორიები ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი love love love
როგორ მომენატრეეე!!! უზომოდ გამახარე ჩემო საყვარელოო love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent