შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (3 ნაწილი)


26-08-2015, 13:54
ავტორი ანკა
ნანახია 8 149

-კარგია თუ ჩემს ნათქვამებს იმახსოვრებ - ჩაჭრა და თავის მანქანას მიეყუდა. ვიკა პირღია დარჩა. რა ამის ბრალია თუ დაამახსოვრდა?.. მეტი საქმე არ ააქვს ვიღაც უზრდელის სიტყვები იმახსოვროს, რომელიც თურმე მისი უფროსია!.. ჰაჰჰ... მაგრამ რა ქნას, რომ გამოიჭირეს და ახლა ახსნა-განმარტებას ვერ დაიწყებს?! როგორმე სიტუაციიდან უნდა გამოძვრეს!
-არაფერსაც არ ვიმახსოვრებ! - განაცხადა მოჩვენებითი სიმტკიცით, თუმცა ხმაზე მაინც დაეტყო დაბნეულობა.
-ტყუილები არ გამოგდის - დამარცვლით მიმართა და გაუცინა - ახლა კიდევ ჩაჯექი მანქანაში - უთხრა და თვითონ თავისი ადგილი დაიკავა...
-აი, იმ სახლთან გამიჩერე - უთხრა ორსართულიან თეთრ სახლზე და სკამიდან წამოიწია. ერეკლეს აღარაფერი უთქვამს. ვიკა მანქანიდან გადმოვიდა და ფანჯარაში შეიჭყიტა. - თუ გინდა შემოდი, ყავა და ნამცხვარი მაქვს - უთხრა თავაზიანობის მიზნით, გულში კი ნატრობდა მამაკაცი რაიმე საქმეზე წასულიყო.
-სიამოვნებით... გუშინდელს ამინაზღაურებ - თვალი ჩაუკრა და მანქანიდან გადმოვიდა. ვიკამ გულში თავის ბედს შესჩივლა და ეზოში შევიდა. მწვანე მინდორი, დიდი აუზი და ლამაზი თეთრი სახლი... სწორედაც რომ დედოფლის სამფლობელოს ჰგავს...
უხმოდ მოადუღა ყავა, ნამცხვარი თეფშებზე დააწყო და მისაღებ ოთახში გაიტანა. ერეკლე დივანზე მოკალათებული ელოდა.
-ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სამსახურთან დაკავშირებით ახლავე ვისაუბრებთ- დაიწყო საქმიანი ტონით.
-გისმენ - უპასუხა ვიკამ და ყავა მოსვა. როცა საქმე სამსახურს ეხება დასერიოზულებაც შეუძლია და დაფიქრებაც, თუმცა ეგეც ცოტა ხნით...
-მოკლედ, ეს 1 კვირა ჩემთან სააგენტოში ივლი, რომ პოდიუმზე სიარული ისწავლო.
-სიარულს რა სწავლა უნდა - ჩაიფრუტუნა აგდებით და მოსმენა განაგრძო
-მაგას ვნახავთ... შემდეგ კი, პარიზში წავალთ.
-დიზაინერი შენ ხარ?! - ჰკითხა ირონიულად.
-მე კომპანიის მფლობელი ვარ. დიზაინერი სხვაა - განუმარტა მოკლედ და დაამატა - ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენება და შენთვის სჯობს თავი არ დაზოგო - გააფრთხილა მკაცრად.
-მაგას მე გადავწყვეტ - თვალი ჩაუკრა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. ერეკლე დადუმებული ათვალიერებდა მომავალ მოდელს. ვნახოთ, თუ იმედებს გაუმართლებს, დასკვნით ჩვენებაზე მთავარ სამოსსაც წარადგენინებს... ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
-მე ახლა წავალ და ხვალ გელოდები დილით 9 საათზე, აი ამ მისამართზე - სავიზიტო ბარათი დაუტოვა და კარისკენ გაემართა. თვითონაც პაკუნით გაყვა უკან და კართან ასვეტილს მიაჩერდა.
-მანქანით მომსახურებაზე რას იტყოდი?! - თვალები ეშმაკურად აუფახუნა.
-უფროსს არ ეფლირტავებიან - მიაძახა გესლიანად და მანქანისკენ დაიძრა.
-ნამდვილი იდიოტი! ცხოველი! - კარი მიაჯახუნა, ფეხსაცმელები კუთხეში მიყარა და ტანტალით მიაშურა შხაპს. საშხაპედან დასვენებული და კმაყოფილი გამოვიდა, საწოლზე გაწვა და ტელევიზორი ჩართო, კალთაში ლეპტოპი ჩაიდო და ხელში ტელეფონი დაიჭირა. რამ გაამწარა არა?! მეც ეგ მაინტერესებს... ტელევიზორს მაინც არ უყურებს, თუმცა სიჩუმე აღიზიანებს და ამიტომ ყოველთვის ჩართული აქვს ხოლმე, ლეპტოპს რამდენიმე წუთით შეხედავს და მერე გამორთავს, ტელეფონით კი თავის დაქალს დაურეკავს. უამრავი დაქალი ყავს, თუმცა თვითონაც კარგად იცის, რომ თითქმის ყველა „პონტის მეგობარია“ ერთის გარდა. სკოლიდან ერთად მოდიან. ის ახლა წარმატებული ადვოკატია, ეს კი კლუბის მოცეკვავე. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ზოგჯერ თვითონაც უკვირთ როგორ დაახლოვდნენ, თუმცა ფაქტი სახეზეა. ალბათ ამათზეა ნათქვამი „პლიუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავენო“, თუმცა რომელია პლიუსი და რომელი მინუსი, ახლა ამის გარჩევას არ დავიწყებ...
-რას შვები ჩემო კუდრაჭა? - ჩასხაძა ტელეფონში მხიარულად. ელენე ვერ იტანს ამ სახელს და ესეც აბრაზებს ხოლმე.
-უკვე ნერვებზე მოქმედებ - კისკისით უპასუხა დაქალს - რაიყო, გაგახსენდი?
-როდის დამავიწყდი რო!.. - შეიცხადა იმწამსვე - ჩემთან გამო რა რამე გავაკეთოთ, ან სადმე გავიდეთ...
-საღამოს გავთავისუფლდები და თუ გცალია კაფეში წავიდეთ, ვიჭორაოთ... კარგი? - წამოაყენა იდეა
-კარგი, გელი ჩემო გულის მურაზოო!.. - უპასუხა და ტელეფონი მანამ გათიშა, სანამ დაქალი კიდევ არ აბუზღუნდებოდა. თვითონ ერთობა ათასგვარი სასიყვარულო სახელის შერქმევით, ელენეს კიდევ არ მოსწონს და ესეც ხალისობს. ეს რამდენიმე თვეა რაც აღმოაჩინა და ესეც ბოლო დონეზე ერთობა.
საღამოსთვის უბრალოდ გამოეწყო: მოკლე ჯინსის შორტი, წითელი მოკლე ტოპი და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა. მაკიაჟის გაკეთება დაეზარა. მშვენიერი კანი აქვს და ამიტომ უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზია. მთავარია წითელი პომადა ესვას და დანარჩენი არ აღელვებს. ამჯერად თვალზე ლაინერიც წაისვა, თავის ანარეკლს თვალი კმაყოფილმა შეავლო უზარმაზარ სარკეში და ჩანთას ხელი დაავლო. დერეფანში, მარჯვენა მხარეს მთელს კედელზე დიდი სარკე აქვს. უყვარს სარკის წინ ტრიალი და მუდამ ლამაზად ყოფნა. ზოგჯერ დღეში ათასჯერ ჩაუვლის ხოლმე ამ სარკეს როცა საქმე არ ააქვს. მოსწონს თავისი ტანი და რა ქნას!.. ზედმეტ ამპარტავნობაში არ ჩაუთვალოთ, თუმცა რაც მართალია მართალია... ზოგჯერ ცივი და უხეში ნამდვილად არის.
-ერთი ცივი ყავა - მიმტანს უთხრა და სკამს მიეყუდა. „ალბათ ისევ საქმე გამოუჩნდა“ - საათს დახედა და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. ნეტავ როგორ შეუძლია ელენეს ამდენი მუშაობა? ბოლო-ბოლო 24 წლის გოგოა. ვიკასთვის ეს წარმოუდგენელია...
-ინებეთ - რამდენიმე წუთში თვალებაციმციმებული მიმტანი მიუახლოვდა და ყავა წინ დაუდგა. - კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? - ჰკითხა ვიკათი აშკარად მოხიბლულმა ბიჭმა და გაუღიმა.
-არა, მადლობა - ცივად გაუღიმა და ყავა მოსვა. - ოჰ დაადგა საშველი! - თავისთვის ჩაილაპარაკა და დაქალის დანახვისას სკამიდან წამოდგა.
-მომენატრე ჩემო პრანჭიკელაა! - ელენემ დაქალი გადაკოცნა და სკამზე თავისი ადგილი დაიკავა.
-შეუკვეთავ რამეს? - ჰკითხა ვიკამ და მასზე მიშტერებულ მიმტანს გახედა.
-კი, ცივი ყავა მინდა ნაყინით - უპასუხა და ჩანთა სკამზე გადაკიდა. შეკვეთა მიმტანს გადასცა და ელენეს მიუბრუნდა. - როგორ გიჟუჟუნებს თვალებს - კისკისით გადაუჩურჩულა ელენემ დაქალს.
-ასეთი იდიოტები მაღიზიანებენ - ჩაილაპარაკა თავისთვის - რატომ დაგაგვიანდა? ისევ საქმეები გქონდა? - ჰკითხა ინტერესით.
-კი გოგო... ვიღაც ცოლ-ქმარი ეყრება ერთმანეთს და მაგათი ქონების გაყოფამ მომკლა რა!.. - ამოიოხრა და შეკვეთას დასწვდა.
-ახალი ამბავი მაქვს! - უთხრა გახარებულმა.
-ოჰოო, რაღაც სერიოზულია ხო? როგორ გიციმციმებს თვალები - წარბაზიდულმა შეამჩნია დაქალის წამიერი ცვლილება და პასუხს დაელოდა.
-მოკლედ, სამოდელო სააგენტოში დავიწყე მუშაობა.
-როდის? - იკითხა დაინტერესებულმა
-დღეს!.. - გაიცინა და განაგრძო. - მოკლედ, ეს 1 კვირა რაღაცეები უნდა მასწავლონ და მერე პარიზში მივდივარ 1 თვით!
-აუ რა მაგარიაა! გილოცავ! ძალიან გამიხარდაა! - ვიკას გადაეხვია და უეცრად დასევდიანდა - ანუ 1 თვე ვეღარ გნახავ?
-არაუშავს, ხშირად დაგირეკავ ხოლმე... - დაამშვიდა მეგობარი - აუ წარმოიდგინე! პარიზი, მოდის ცენტრი! მთელი გარდერობი უნდა განვაახლო, ახალ ტანსაცმელს ვიყიდი და შენც გიყიდი ახალ კაბებს - უთხრა აჟიტირებულმა.
-მოდა ჩემი საქმე არაა ხომ იცი - გაუღიმა და ხელი ხელზე დაადო.
-მერე რა, ისეთს გიყიდი, რომ თან მოდური იყოს და თან ჩაიცვა - თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
............
„მგონი ესაა „ნიუ სთარის“ შენობა“ - გაიფიქრა და მრავალსართულიან შუშებიან შენობას მიაშურა. შესასვლელში დაცვას გაუღიმა და გზა განაგრძო.
-უკაცრავად გოგონა, სად მიბრძანდებით? - გაიგო ერთ-ერთის ხმა და მისკენ მიტრიალდა.
-მე ერეკლესთან ვარ - უპასუხა ყოველგვარი შესავლის გარეშე.
-ბატონმა ერეკლემ თქვა, რომ არ შეგვეწუხებინა...
-მე მითხრა, რომ 9 საათზე უნდა მოვსულიყავი აქ. ნამდვილად მიმიღებს, ვიცი!.. - შეეპასუხა მკაცრად.
-კარგით, მის მდივანს დავურეკავ ახლა - ტელეფონი ამოიღო და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-არაა საჭირო - მიაძახა და გზა განაგრძო. დაცვა აღარ გამოკიდებია. კი გაუკვირდა, თუმცა რაში ანაღვლებდა...
-ეს ერეკლეს კაბინეტია? - ჰკითხა კართან მჯდომ გოგონას
-დიახ, ბატონი ერეკლეს კაბინეტია, თუმცა ახლა...
-კარგი - სიტყვა გააწყვეტინა და კარი შეაღო. თვალწინ საოცარი სცენა დახვდა. ერეკლე მაგიდაზე შემოსმულ ვიღაც წითურს, რომლის ფეხებს შორისაც იყო მოქცეული, გაშმაგებით კოცნიდა ტუჩებში. კარის ხმაზე კოცნა შეწყვიტა და ვიკას გაფართოებული თვალებით მიაჩერდა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ - ირონიული ტონით მიმართა ერეკლეს, თუმცა გულში იმედგაცრუება იგრძნო. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ აქამდე არ უნახავს „თავისი“ კაცი სხვა ქალთან, ალბათ...
-არა ვიკა, მოდი... - უთხრა არეულად და მაგიდაზე შესკუპებული გოგო მგონი ძალით ჩამოსვა იქედან. - ნატა, ახლა არ მცალია... - მიმართა წითურს ორაზროვნად და კარისკენ მიუთითა.
-დროებით იკაკო - დაპრუწული ტუჩებით აკოცა ტუჩებში და ოთახიდან გავიდა.
-იკაკო - ჩაიცინა ვიკამ, როდესაც გოგონა ოთახიდან გავიდა და ერეკლეს ირონიული მზერა სტყორცნა.
-არ გითხრეს რომ არ მეცალა? - კუშტად შეკრული წარბებიდან მიაჩერდა აშკარად უკმაყოფილო და „დაუკმაყოფილებელი“.
-არ უთქვამთ, რომ სექსით იყავი დაკავებული - სიმწარე არ დააკლო ამანაც.
-მგონი გავიწყდება რომ შენი უფროსი ვარ. იცოდე შენზე დავიკმაყოფილებ ვნებებს - მიმართა ყოველგვარი მორიდების გარეშე და თავისი ადგილი დაიკავა.
-ნეტა რამის თავი გქონდეს - თავი გააქნია და ჩაიცინა.
-გუშინ ძალიან ნასიამოვნები ჩანდი - წარბი ეჭვით აზიდა და თვალებში მიაჩერდა.
-გირჩევნია სტაფილოსფერი პომადა მოიშორო - მისი ნათქვამი დააიგნორა და იგრძნო როგორ მოაწვა სახეზე სისხლი. ერეკლემ ღრმად ამოიოხრა, მგონი ისიც თქვა, ღმერთო რა დავაშავეო, პომადის კვალი გაიქრო და მომავალ მოდელს მიაჩერდა.
-ახლა საქმეზე გადავიდეთ - ნელი ნაბიჯით დაიძრა მაგიდისკენ.
-პირდაპირ მაგიდაზე შემოვხტე თუ დივანზე გირჩევნია? - ჰკითხა და სიცილი ძლივს შეიკავა, როდესაც ერეკლეს განრისხებულ მზერას გადააწყდა.
-ვიკა, არ ვხუმრობ! - დაიგრგვინა ავისმომასწავებლად.
-არც ნატასთან ხუმრობდი მგონი... - ვითომ ჩაფიქრდაო, ხელი ნიკაპის ქვეშ ამოიდო. არა, მაინც როგორ ხალისობს ერეკლეს გაბრაზებით, თუმცა ერეკლეც კარგად ერთობა მის ნერვებზე თამაშით... ახლა ვიკას ჯერი დადგა ერეკლეს ნერვებზე ითამაშოს. ნეტა რამდენი წლისაა? გაიფიქრა თავისთვის და ხმამაღლაც გააჟღერა - რამდენი წლის ხარ?
-რა? - გაუკვირდა სრულიად უადგილო შეკითხვა და მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა - 28-ის. რაში გაინტერესებს? - ჰკითხა ეშმაკურად.
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე, მამისტოლა კაცთან უხერხულია ამდენის გაბედვა-მეთქი - ახლა კი გულიანად გადაიხარხარა.
-ვიკა! უკვე ძალიან მაბრაზებ! - ხმის ტონს აუწია და მკაცრად განაცხადა.
-არც შენ ხარ ჩემი ნერვების მალამო - თვალი ჩაუკრა ერეკლეს და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-ნიაკო, ტატოს და დებორას უთხარი შემოვიდნენ -ჩასძახა ტელეფონს ერეკლემ. ნიაკო ალბათ მდივანია...
-ტატო და დებორა ვინ არიან? - იკითხა ინტერესით.
-დებორა დიზაინერი, ტატო კი მისი თანაშემწე. ერთი ჩაგაცმევს, მეორე სიარულს გასწავლის - მოკლედ და გასაგებად აუხსნა და ტყავის სავარძელში ჩაეშვა. - ვარჯიშობ ხოლმე? - ჰკითხა სხვათაშორის.
-იშვიათად - უპასუხა უდარდელად - არ მჭირდება და რატომ უნდა ვივარჯიშო?!
-მაშინ ტრენერიც დაგჭირდება ალბათ - ამოიხვნეშა და რაღაც ბლოკნოტში ნომრების ძებნა განარგძო.
-რამე ზედმეტი მაქვს? - ჰკითხა გამომცდელად.
-საქმე მაგაში არაა, ყველა მოდელი ვარჯიშობს. ეს ასეა და ამას შენ ვერ შეცვლი - მოუჭრა მოკლედ და ვიკაც გაჩუმდა.
-ბატონო ერეკლე, ტატო და დებორა მოვიდნენ, შემოვუშვა? - კარი ვიკასთვის ნაცნობმა გოგონამ შემოაღო და მორიდებით იკითხა.
-კი, ნიაკო, შემოუშვი... - მიმართა და კარისკენ გაიხედა.
კარში ჯერ შავგვრემანი, ყავისფერთვალება ქალი შემოვიდა. ალბათ 35-40 წლის იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვიკამ მეტი ასაკი ვერ „მისცა“. მის უკან კი ტყავის ელასტიკში გამოწყობილი მამაკაცი, შედარებით ახალგაზრდა...
-მოდით, დებორა, ტატო... აი ესაა ვიკა. ჩვენი ახალი მოდელი - ერთმანეთს გააცნო ერეკლემ მოდელი, დიზაინერი და მისი თანაშემწე.
-სასიამოვნოა ვიკა - დებორამ ხელი ღიმილით გაუწოდა და ნაზად ჩამოართვა.
-ჩემთვისაც - გულწრფელად გაუღიმა და ტატოსაც მიესალმა.
-ერეკლე, შესანიშნავი გოგოა!.. - თქვა ტატომ აღტაცებით. ერეკლემ მხოლოდ ჩაიცინა და ვიკას გახედა, რომელსაც აშკარად არ მოეწონა მისი ასეთი რეაქცია. თითქოს უნდოდა ეთქვა ჩვენი ხუმრობა სხვების საქმე არააო...
-რამე გამოცდილება გაქვს? - ჰკითხა დებორამ.
-არა, კლუბში ცეკვავდა. ჩემმა ნაცნობმა მირჩია და მეც ავიყვანე. თუ თქვენც მოგეწონებათ დავიტოვოთ. - უპასუხა ერეკლემ ვიკას მაგივრად.
-რას ამბობ! ეს სულ რომ დაბაჯბაჯებდეს მაინც დავიტოვებ! - წამოიყვირა ტატომ და ვიკას მეგობრულად გახედა.
-კარგი, წამოდი აბა ვნახოთ რა შეგიძლია. - მიმართა დებორამ ვიკას და კარისკენ წავიდა. - ერეკლე, მგონი კარგი იქნება თუ შენც წამოხვალ...
-ისედაც მოვდიოდი - უპასუხა და კაბინეტის კარი გამოიხურა. - ნიაკო, თუ ვინმე მიკითხავს უთხარი რომ არ მცალია - დაუბარა მდივანს და წინ გაიჭრა.
-ანუ ისევ სექსით დაკავებას აპირებ? - გადაუჩურჩულა ვიკამ კისკისით.
-ამოგაძრობ ენას! - შეუღრინა ერეკლემ და პოდიუმის ოთახს მიაშურა...
.......
-აი ეს ჩაიცვი საყვარელო და პოდიუმზე გამოდი - ტატომ შავი ბიკინი, ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაუწოდა და დარბაზში გავიდა.
ვიკამ უსიტყვოდ შეასრულა მამაკაცის დავალება და პოდიუმზე გავიდა.

საწოლის დედოფალი (3 ნაწილი)


-ახლა რა გავაკეთო? - დაიყვირა ცოტა ხმამაღლა, რათა შორს მსხდომთათვის ხმა მიეწვდინა.
-პოდიუმზე გამოიარე, ხომ გინახავს მოდელები როგორც დადიან? - ჰკითხა ტატომ. ეს ბიჭი აშკარად გამოცდილი ვიღაცა იყო. დებორა და ერეკლე უხმოდ ისხდნენ თავიან ადგილებზე.
-კი, მერე? - კითხვა შეუბრუნა და ინტერესით მიაჩერდა. მაინც როგორ სწვავდა ერეკლეს გამოხედვა მთელს სხეულზე. იცოდა, რომ ერეკლეს მისი სხეული ძალიან მოსწონდა მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებდა; ვიკასაც ძალიან მოსწონდა ერეკლეს დაკუნთული ტანი. მამაკაცს გოგონას გაღიზიანება ართობდა, ამას გოგონაც სახალისოდ მიიჩნევდა... როგორ დაემთხვა არა რაღაც-რაღაცეები?..
-შეეცადე მათ მიბაძო. მოდი, ჯერ მარტივად ვცადოთ. უბრალოდ ჩემამდე მოდი - პოდიუმის შუაში დადგა და გოგონას მიუთითა მისკენ წასულიყო. ვიკა აუჩქარებლად დაიძრა ტატოსკენ, რასაც მისი შეძახილები მოჰყვა - ერთი ხელი თეძოზე! ფეხები გაამაგრე, ასე მგონია გადაგტყდება! - უკმაყოფილო რეპლიკებს ისროდა ტატო - თეძო ჩააგდე! ღიმილი მინდა აუცილებლად! - სანამ ვიკამ 15 მეტრი გაიარა, ტატომ ყველანაირად მოასწრო შენიშვნის მიცემა, სიარულიდან დაწყებული, გამომეტყველებით დასრულებული.
-ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო - ამოიხვნეშა ტატომ და დებორას მიუბრუნდა - დები, შენ რას ფიქრობ? - დებორა და ერეკლე ფეხზე აუჩქარებლად წამოდგნენ და ორეულისკენ დაიძრნენ.
-სამუშაო იმდენია, არც კი ვიცი პარიზში წასვლამდე თუ მოვასწრებთ - ამოიოხრა დებორამაც და ვიკა აათვალიერა.
-კი მაგრამ, ასეთ გოგოს ვერ დავკარგავთ! - შეიცხადა ტატომ და ხელი ვიკასკენ გაიშვირა.
-ამიტომ ბევრი მუშაობა მოგიწევს, ძვირფასო... - ღიმილით მიუბრუნდა დებორა ვიკას.
-ყველანაირად ვეცდები - პირობა დადო ვიკამ და ქალს ღიმილი შეაგება.
-ერეკლე, შენი მეგობარი დამჭირდება - მიმართა ტატომ ერეკლეს.
-რომელი? - ჰკითხა სხვათაშორის.
-ორივე - მოუჭრა მოკლედ და ვიკას მიუბრუნდა. - შენ ჩემთან ამოხვალ ახლა ოთახში. დრო არ იცდის!.. - ხელი აიქნია და ვიკას ანიშნა გაყოლოდა.
გოგონას ერეკლესკენ აღარც გაუხედავს, გული უგრძნობდა, რომ იმ დღეს ცოცხლად დარჩენა გაუჭირდებოდა.
„რა შარში ვარ...“ - გაიფიქრა და კაკუნითა და თეძოს ქნევით გაყვა ტატოს. „არა, ეს თეძო მეტი რა ჩავაგდო!..“ - თავი გააქნია უაზრო ფიქრების მოსაშორებლად და მამაკაცს ოთახში შეჰყვა...

.............
ესეც მესამე თავი...
ძალიან მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას...



№1 სტუმარი Marina

კალიან კარგია.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, ცოტა მეტი რომ დაწეროთ შეგიძლიათ?

 


№2  offline მოდერი ანკა

Marina
კალიან კარგია.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, ცოტა მეტი რომ დაწეროთ შეგიძლიათ?

შევეცდები აუცილებლად ^^ love love love

 


№3  offline წევრი Ignifex

ეს ისტორია რომ მამხიარულებს,რავიცი! :D ძალიან მომწონს,კარგად წერ <3 ქენდისი ულამაზესია და მოუხდა ვიკას <3 აბა შენ იცი,ველი შემდეგს <3

 


№4 სტუმარი xatia

მომეწონაა რაღაცნაირადდ ველ ახალსსს <3 love

 


№5  offline მოდერი ანკა

Ignifex
ეს ისტორია რომ მამხიარულებს,რავიცი! :D ძალიან მომწონს,კარგად წერ <3 ქენდისი ულამაზესია და მოუხდა ვიკას <3 აბა შენ იცი,ველი შემდეგს <3

მადლობა დიდიი <3 <3 <3 ქენდისი მართლაც რომ ძალიან ლამაზია ^^ love love love

xatia
მომეწონაა რაღაცნაირადდ ველ ახალსსს <3 love

დიდი მადლობა საყვარელო <3 love

nini5852
ჩემი ანკაა :* კარგი იყო, როგორც ყოველთვის :* ისადაა ერეკლეს უთხარო ცოტა ბევრი აწვალოს ვიკაა :დ

ააჰაჰა wink შემდეგ თავში ერეკლეს ჯერია wink მიხარია რომ მოგწონს ჩემო საყვარელოო <3 love love love

 


№6  offline წევრი chemi samyaroo

უმაგრესია აი სიტყვებიტ ვერ ავღწერრ შემდეგ თავს ველოდებბიიიიი

 


№7  offline მოდერი ანკა

chemi samyaroo
უმაგრესია აი სიტყვებიტ ვერ ავღწერრ შემდეგ თავს ველოდებბიიიიი

მადლობა საყვარელოო love love love

 


№8  offline მოდერი ^paradise^

ჩემი ჩემი ანკააა love არ მეყოო არააა. ესეიგი რეჟიმში უნდა ჩაგსვა,რომ დიდი კაი ტავები დადო ? აი არ მეყო,არ ვიცი აქ 1200 სიტყვაა თუ მეტი,მაგრამ მე არ მეყოო wink მიყვარხარ ძალიან,მაგრაად მაინტერესებს როგორ გაგრძელდებაა love

 


№9  offline მოდერი ანკა

^paradise^
ჩემი ჩემი ანკააა love არ მეყოო არააა. ესეიგი რეჟიმში უნდა ჩაგსვა,რომ დიდი კაი ტავები დადო ? აი არ მეყო,არ ვიცი აქ 1200 სიტყვაა თუ მეტი,მაგრამ მე არ მეყოო wink მიყვარხარ ძალიან,მაგრაად მაინტერესებს როგორ გაგრძელდებაა love

მოკლედ შენი სამყოფი თავის დაწერა ხომ არ მეღირსა wink wink
როგორ მიყვარს მე ეს გოგოო!!! აი ძაან ძაან მიყვარხარ! love love love

 


№10  offline წევრი nini :)

მალე დადე შემდეგი საინტერესოა love

 


№11  offline მოდერი ანკა

nini :)
მალე დადე შემდეგი საინტერესოა love

დღესვე დავდებ ახალს ძვირფასო love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent