ვნებებზე მოთამაშე[9]
დათომ ჩვევას არ უღალატა,საფოლე გახსნა და პატარა კალენდარზე კალმით გადახაზა 6 სექტემბერი.“ერთი დღით ნაკლები დარჩა“_გაიფიქრა და მთელი არსება აივნისკენ გაექცა,ისევ უნდოდა ნიაკოს ცქერა.“დილას უფრო ლამაზია,რაღაც სხვანაირია,თმებზე ნიავი რომ ეხებოდა,როგორ მშურდა მისი..როგორ მინდოდა მე ვყოფილიყავი მის მაგივრად..ადრე ყველაფერი ადვილად იყო,შევიდოდი ბარში და რომელ გოგოსაც ხელს დავადებდი ჩემი იყო,მაგრამ ახლა...ახლა ყველაფერი შეიცვალა..ნიაკოს თითზე შეხებასაც კი ვნატრობ..ის რომ მესიზმრება,შემდეგ მთელი დღე ბედნიერების შეგრძნება მეხივით მირტყამს.“-ამოიხვნეშა და სამზარეულოში გავიდა,სადაც ნიაკო წვენს წრუპავდა. -მეც მინდა-გრაფინიდან დაისხა და გოგონას გვერდით მიუჯდა. -რომელი საათია?-მეტი ვერაფერი მოიფიქრა ნიაკომ და იფიქრა ამით დავიძრენ თავსო. -9 ხდება-გაუღიმა გოგონას და მაცივრისკენ თვალი გააპარა... -არც კი იფიქრო..-ირონიით უპასუხა ნიაკომ და წვენი მოსვა. -სალათს მაინც გავიკეთებ-პომიდორი გამოიტანა მაცივრიდან და კიტრის ძებნა დაიწყო.. -სალათს მარტო მაგ ორით არ აკეთებენ?-გადაიხარხარა ნიაკომ,რომელსაც ხასიათზე მოსვლა დასტყობოდა. -მეზარება..-გაიხედა უკან და გულმა ისევ ანიშნა,ნიაკო მომწონსო.“არა,ახლა არა“-გაიფიქრა და დანა აიღო. ნიაკოს ყურადღებაც არ მიუქცევია,ისე ადგა სკამიდან და ნიჟარას ჭიქის გამოსავლებად მიუახლოვდა.. -ამის დედაც..-დათომ თავი ვერ შეიკავა.ისევ გოგონსკენ გაეცა გონება და ფიზიკური თვალიც,როცა დანით ღმრმად გაეჭრა ხელი. -რა დაგემართა?-უემოციოდ მიტრიალდა გოგონა მისკენ.სისხლის დანახვისას შეიჭმუხნა სახე-ბინტს მოგიტან,ოღონც არავინ გააღვიძო-პირობა წაუყენა დათოს.ხუთ წუთში უკან დაბრუნდა და სისხლიანი დანის რეცხვა დაიწყო-ხელი დაიბანე-მოწყვეტით გახედა ბიჭს და საქმე განაგრძო. -კარგი-ბუზღუნით გავიდა სააბაზანოში.გამოსულს ნიაკომ ბინტი მიაწოდა,შეუხვიე,ხელითაც კი არ შეეხო.“ოჰოჰო“-გააჯვარა დათ მეორე „მემ“-მე არ შემიძლია-ჩაილაპარაკა. -კარგი,მოდი-ხელი ნაზად შეახო და ბინტით შეუხვია-ესეც ასე!-შემდეგ დანააიღო და სალათის დაჭრას შეუდგა. ^^ უნივერსიტეტით დაიწყო.რად დრო გადიოდა უფრო გადიოდა უფრო ცოტა ხანს შეელო ნიაკოს დასვენება,ბარსა და კლუბებში საერთოდ ვეღარ დადიოდა.იმდენი რამ ჰქონდა სამეცადინო,რომ ერთი ჭიქა სასმელიც კი დაავიწყდა.დიდი მსმელი არც იყ,მაგრამიმ ზაფხულს,როცა იმდენი რამ დაატყდა თავს,ძალიან შეეჩვია ალკოჰოლს.ანის ისიც კი ეშინოდა ალკოჰოლიკი არ გახდესო,მაგრამ ასე არ მოხდა. -ჩემი სასახელო გოგო-კმაყოფილებით აღსავსე თვალებს მიანათებდა ხოლმე ანი მეგობარს. ნიაკოს ცხოვრება კარგად მიდიოდა,სწასლაშიც წინ წაიწია.მარიტა და ის ერთად მიდიოდნენ ხოლმე უნივერსიტეტში ხან ნიკოს მიჰყავდა და ხან მარიტას.გოგიჩაიშვილი ამ ყველაფრის მერე ისეთი დაღლილი და გამოლეული იყო,რომ ნამდვილად აღარ სურდა მეტი დეპრესია,ტირილი,ლოგინი და სასმელი..ყველაფერი ახლიდან დაიწყო,ექციებს საერთოდ არ აცდენდა და მთელი ყურადღება სწავლაზე ჰქონდა გადატანილი. ერთ წვიმიან დღეს,ნოემბრის დასაწყისში,ფეხით მისეირნობდა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიოტორიაზე.დათოზე ფიქრობდა.წინა დღეს ხომ ვაჟამ დაურეკა,დათუნამ პირობა შესანიშნავად შეასრულაო.ეს გოგონას გაუხარდა და თან სიამაყით აივსო,მაგრამ ბიჭისთვის არ დაურეკავს.“ნეტავ,ახლა რას ფიქრობს?“-ეკითხებოდა საკუთარ თავს და წინ მიიწევდა. ახსენდებოდა წარსული,რომლიდან ბევრი რამ ძულდა,აღიზიანებდა და ანერვიულებდა კიდეც.ეს დღეები იმაზე ფიქრში გაატარა,რომ ყველა უსიამოვნება,რაც მოხდა,წარსულში დაეტოვებინა. -მარტო სეირნობ?-წინმომღიმარი დათო დაინახა.ბიჭს სახე განათებოდა,რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და გოგონას გვერდით აღმოჩნდა.ნიაკომ თავი დაუქნია და გზა განაგრძო-ალბათ,გითხრა ვაჟამ..მპატიობ?-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და დიდ ცისფერ თვალებში შეხედა.ნიაკომ იგრძნო ბიჭის ხელების სიმხურვალე,როგორი სინაზე იგრძნობოდა მის თითოეულ მოძრაობაში,ნორმალურადაც კი ვერ აღიქვამდა. -კი,გპატიობ.-გაუღიმა დათოს. -ნამდვილად? -კი,დამდვილად-თბილად შეხედა შავ თვალებში და გზა განაგრძო. -ნიაკო,იცოდე,რომ ტყუილად არაფერს ვამბობ..იცი,მენატრებოდი..ეს ერთი თვე,რაც არ მინახავხარ,შენს მონატრებას ჭკუიდან გადავყავდი..-გოგონას უნდოდა ეთქვა მეცო,მის თითოეულ სიტყვაზე დადებითიპასუხი ჰქონდა,მაგრამ თავს იკავებდა-რამდენი ღამე განითენებია შენზე ფიქრებში,შენი მშვენების წარმოდგენაში-დაინახა თუ არა,ნიაკოს განათებული სახე,განაგრძო..-არ ვაპირებ არაფრის დამალვას,რადგან ეს გრძნობა ყველაზე რეალურია,რაც კი ოდესმე მიგრძვნია.შენ კი ყველაზე რეალური ხარ,რისი შანსიც ოდესმე მომცემია...ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი გოგო ხარ,რომელიც მიყვარს,რომელიც მაგიჟებს და არ ვიცი,არ ვიცი,რა გითხრა..ნიაკო,შენი ცისფერი თვალები ახლაც კი ჟრიალს მგვრის..არ ვიცი რას ვაკეთებს,რატომ ვარ აქ,მაგრამ ვიცი,რომ გიჟ ვარ..გიჟი ვარ,რადგან სიყვარული აბსურდული ამბავია,ვიცი ეს,მაგრამ მაინც მიყვარხარ..ვიცი,რომ სიგიჟეა ახლა აქ დგომა და ამის თქმა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო..მთელი ორი თვე ვფიქრობდი ამ დღეზე,როცა შენ მაპატიებდი..ახლა კი ბედნიერი ვარ,მიხარია,რომ მაპატიე..მიხარია,რომ ეს ორი თვე ჩავლილია.მიხარია,რომ შენი თვალები ახლა სხვაგვარად მიმზერს...-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ცესფერ თვალებში ისევ ჩახედა,ისე ღრმად უქცერდა,გოგენებოდა შიგ ჩაძრომას აპირებსო,უღიმოდა საყვარელ გოგონას და გული უფრო გამალებით უცემდა..-ნიაკო..-გოგონას უფრო მიუახლოვდა და ბაგეები ტუჩებზე ნაზად შეახო...-ეს ყველაზე რეალური კოცნაა,ჩემთვის ყველაზე რეალური და ნამდვილი...-უკან დაიწია და გოგონას ნატიფ თითებს ნენ;-ნელა ხელი გაუშვა...მანქანა დაქოქა და ჰორიზონტს გაჰყვა,შეუერთდა ჰორიზონტს და წავიდა... ნიაკო გაშეშებული იდგა..ახლა ანისთან უნდოდა,უნდოდა,რომ ჩახუტებოდა საყვარელ მეგობარს და ყველაფერი ეამბა..გაახსენდა ადგილი,სადაც მანქანა გააჩერა,სწრაფი ჩქარი ნაბიჯით გაემართა და ანის სახილისკენ გასწია. -ანი...-გადაეხვია გოგონას და შინ შევიდა. -ნიაკო,რა ხდება? სახე როგორი გაბადრული გაქვს..-გაუღიმა დაქალს ნიაკომ და მოსაყოლად გაემზადა..იმდენი რამ ჰქონდა მოსაყოლი,რომ არ იცოდა საიდან დაწყო,უნდოდა დაუფარავად ესაუბრა საკუთარ გრძნობებზზე,უნდოდა არც ერთი მათგანი გამორჩენოდა. ^^ -მარიტა,დღეს მივდივარ.სამსახურიდან მგზავნიან,უეცრად გადაწყდა და ნიაკოს უთხარი,კარგი?-დათომ დას აეროპორტიდან დაურეკა.ბიჭი პროგრამისტია ცნობილ კომპანიაში.ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და ახლა უცხოეთშიც გზავნიან. -შენ დაურეკე..თვითონ უთხარი. -ხომ იცი,რომ ორი კვირაა არ მინახავს..არ შემიძლია მოვუსმინო მის ხმას,მერე გავგიჟდები და წასვლას ვერ შევძლებ..მონატრებას ვერ ვაკონტროლებ...ერთ კვირაში ჩამოვალ..უთხარი,რომ მენატრება და უფრო მომენატრება. -კარგი-მარიტა,როგორც იქნა დასთანხმდა ძმას. მეორე დღეს ნიაკომ ხალისიანად გაიღვიძა.არ იცოდა ამის მიზეზი,მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებოდა,რომ ეს გრძნობა მარიტას სიტყვების ბრალი იყო,,,იცოდა,რომ ენატრებოდა დათოს.დიახ,იცოდა და ეს ახარებდა! რაც დრო გადიოდა,რწმუნდებოდა,რომ ეს გულწრფელი პატიება იყო,საერთოდ აღარ ტკიოდა..ყველაფერი უსიამოვნო წარსულში დაეტოვებინა და ახლა სრულიად თავისუფალი მიუყვებოდა გზას,რომელიც მის საყვარელ კაფისკენ მიდიოდა. -მარიტა,ნუკა,სალო,ანი..-სათითაოდ ჩამოთვალა დაქალების სახელები და გოგონებს გადაეხვია. -ვაჟა?-ბიჭი მხოლოდ ახლა შეამჩნია,გაუღიმა და გადაეხვია.. -მადლობ,კონტროლიორო-თვალი ჩაუკრა მეგობარს და სკამზე ჩამოჯდა. -დათომ დარეკა გუშინ და პარიზის შესახებ მიყვებოდა..აქ ნიაო აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანო...-მარიტამ დაქალს თვალი ჩაუკრა. -გეყო,არ გინდა-ხარხარებდა ნიაკო. -დათო კარგი ბიჭია-ვაჟა დაიკრიჭა-ისე შენი და მემენატრა.. -ხვალ ვახშამს ვამზადებთ და შემოგვიარეთ ყველამ-ნიაკომ გაუღიმა მეგობრებს და კმაყოფილმა გახედა მარიტას,რომლის სახეც სიხარულს მოეცვა. ისევ დათოზე ფიქრობდა.რატომღაც ვერ ამოეგდო თავიდან ბიჭს მოწიწება,რომელსაც გოგონასადმი ამჟღავნებდა,მერე სინაზე და სიყვარული! „ღმერთო,არ მჯერა სამი კვირის ინტერვალი..არ მჯერა“-ფიქრობდა ძილში და თვალს ვერ ხუჭავდა,არადა,სერიოზული საგნები ჰქონდა მომდევნო დღეს.დილიდან ეწყებოდა ლექციები,მაგრამ თვალი არ ეხუჭებოდა. გადაწყვიტა რამე ფილმი ენახა,ოღონდ ორიგინალური ისეთი,რომელიც სხვას არ ჰგავდა.ახალგამოსული ფილმები ყველა ნანახი ჰქონდა,რაც მოსწონდა,ძველებიც შესწავლილი ჰქონდა,ამიტომ გაუჭირდა რამის ნახვა.ბახევარსაათიანი ძებნის შემდეგ რაღაც სიზმრისებურ სურათს წააწყდა,ორი გოგონა უჩვეულოდ იყო გამოსახული სხვადასხვა მხარეს.მოკლე აღწერა წაიკითხა და მაშინვე ჩართო „ყველაზე თბილი ლურჯი ფერია“.სამსაათიანი იყო,რაც აწყობდა,შემდეგ იქნებ მაინც დასძინებოდა. ფილმი,როცა დააასრულა და,როცა გაიგო,რატომ არის ლურჯი ყველაზე თბილი ფერი,მაინც ვერ დაიძინა,ისეთი უხამსი სცენებით იყო სავსე ფილმი,რომ ძილისპირულისთვის ნამდვილად არ გამოდგებოდა.“მალე გათენდება“-გაიფიქრა და ლოგინიდა წამოდგა.ლეპტოპი ჩართო და დაბლოკილებში შევიდა,დათოს ავხსნიო.“მანამდე როგორ ვერ მოიფიქრე?“-გაუბრაზდა საკუთარ თავს,რომელსაც ახლა მისი სურათის ნახვაც კი უშველიდა...“რად გინდოდა ეგ ფილმი?“-ირონიით ეკითხებოდა შინაგანი ხმა..“კარგი ერთი“-ჩაილაპარა ნიაკომ და დათო შენგელიას გვერდზე შევიდა,თუმცა,დამატება არც უფიქრია. პარიზში გადაღებული სურათებს ნახულობდა და ფიქრობდა,ნეტავ,მეც მასთან ვიყოო.არა,აღიარა! დიახ,აღიარა! გრძნობდა,რომ მონატრებას ვერ უძლებდა,მაგრამ დრო გადიოდა.უნდა ამდგარიყო და უნივერსიტეტში წასასვლელად მომზადებულიყო. -უკვე რვაა-მოესმა ანაბელის წკრიალა ხმა და ოთახიდან გავიდა. -ჩემი პატარა-ლოყები დაუკოცნა მონატრებულ დას-ბაღში ხომ მიდიხარ?-თვალი ჩაუკრა. -აბა,რა-დაეჭყანა ანაბელი და სირბილით წავიდა დედისკენ. ამის შემდეგ უფრო ენერგიულად შევიდა ოთახში,სწრაფად მოემზადა და კარები გააღო. -დე,წავედი-დაუძახა ნანას,რომელიც ანაბელს ბაღისთვის ამზადებდა. -წარმატებები-ჩვეულად გასძახა შვილს-მარჯვენათი გადი-დედამისი სულ ერთსა დაიმავეს ეუბნებოდა. -კარგი რა,დე-ჩვეულად ჩაილაპარაკა და კზღურბს გადააბიჯა,ოღონდ მაინც მარჯვენა ფეხი გადადგა. მანქანის კარი გააღო და შიგ შეხტა.მარიტას დაურეკა.მარიტას გაუარა და მასთან ერთად შეაღო უნივერსიტეტის კარი. -პირველზე ერთად ვართ-გაეღიმა ნიაკოს. ოთხ საათზე განთავისუფლდა და პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი.დედამ დაურეკა,რაღაც პროდუქტები მჭირდება და ამოიტანეო,ამიტომ სუპერმარკეტთან გააჩერა,ერთი კალათა გაავსო საყიდლებით და გადახდის რიგში ჩადგა.წინ მდგარი ადამიანი ეცნო,მისი პროფილი აგონებდა იმ ბიჭს,რომელსაც ოდესღაც იცნობდა.ოდნავ წინ წაიწია და თავის ასაკის ახალგაზრდას დააკვირდა.“ის ჩემი კალსელია..“-გაიფიქრა და გაახსენდა ბიჭი,რომელიც პირველ-მეორე კლასში უყვარდა და მასაც უყვარდა.ეს ნიკა იყო! ნიაკოს ხმა არ ამოიღია.აინტერესებდა ნიკამ იცნო თუ არა,ამიტომ მოთმინებით დაელოდა თავის რიგს.ბოლო პროდუქტს აშუქებდა მენეჯერი,როცა ნიკა მორჩა მის დაკვირვებას,რომელიც აშკარა იყო და გოგონას დაუძახა... -ნიაკო..-ერთი სიტყვა,მაგრამ უამრავი გრძნობა..მონატრება,გაკვირვება,გაოცება.ამ ყველაფერს ერთად მოეყარა თავი და ერთ მთლიან ბურთ ქმნიდა... -ნიკა-გაიწია ბიჭისკენ და მის გაშლილ მკლავებში შეძვრა.ნიკამ,რომელსაც მესამე კლასის მერე არ უნახავს ნიაკო,რადგან სხვა სკოლაში გადაიყვანეს მშობლებმა,ახლა გასაოცარ სიხარულს გრძნობდა... -არ მჯერა-აკვრიდებოდა ნიაკოს სახეს და მის შესწავლას ცდილობდა..-ღმერთო,ყველაფერი უცნაურია..არ მჯერა.. -არც მე...ვერაფერს გაუგებ ცხორვრებას-ხარხარებდა ნიაკო და აღტაცებას ვერ მალავდა.. -მოდი,სადმე დავსხდეთ,როდის გცალი? -დღეს ოჯახური ვახშამი გვაქვს და შემოგვიარე-გასძახა ბიჭს და წინ წაიწია.. -საპირისპირო მხარეს მივდივარ და იქნებ შენი ნომერი დამიტოვო-გაუღიმა ნიკა.გოგონამ მაშნვე თავი დაუქნია და ტელეფონში ნომერი თითების სწრაფი მოძრაობით ჩაუწერა. -აჰა,თუ გინდა ვინმე წამოიყვანე-თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩაჯდა. ახალ ემოციებს მოეცვა გოგონა..უყურებდა ჰორიზონტს და ახსენდებოდა ბავშვობა,ბავშვობა,როცა უდარდელად ცხოვრობდა,არც ღირსებაზე ფიქრობდა,არც ვნებასა და არც არაფერზე.. სახლში ნანა დახვდა.გადაკოცნა ნიაკო და ცელოფნები გამოართა.. -დე,იცი,დღეს ვინ ვნახე?-ტანსაცმელს იხდიდა და თან ნანას ესაუბრებოდა.მოუყვა დედას ნიკა ვნახეო.ნანამ,რომ არ დაიჯერა,იმდენ ხანს არწმუნდა,რომ ამ დროში უკვე გამოცვლილი იყო,სახლის ფორმა ეცვა და წინსაფარიც კი ეკეთა.როცა სცალი ნანას აუცილებლად ეხმარება.ნანა ხელოვნებათმცოდნეა,თსყ-ში კითხულობს ლექციებს,ამიტომ თავისუფალი დრო ხშირად აქვს.მთელი დღე არ უწევს სამსახურში ყურყუტი და ამით ძალიან კმაყოფილია.დედა-შვილი ერთ უნივერსიტეტში კია,მაგრამ კონტაქტი სახლშიც ყოფნით,ამიტომ სამსახურსა და სასწავლებელში უცნობები არიან.ნიაკო როგორ ათქმევინებს ვინმეს,დედაშენის გამო შეღავათს გიწევენო! „ასე არცაა და არც იქნება“-გაიფიქრებს ხოლმე გოგონა და ამაყად სწევს თავს. -ძალიან მაგარია..მსგავსი რამ არ განმიცდია..მხოლოდ ორი წელი იცნობდით და ახლა... -დღეს მოვა და წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-სხვათაშორის ჰკითხა დედას,რადგან დარწმუნებული იყო უარს არ ეტყოდა. -რა თქმა უნდა,არა,მოიყვანე-გაუღიმა შვილს და გაზი ჩართო. ესეც ასე-შვიდი საათისთვის ნიაკო განთავისუფლდა და წინსაფრის გახსნა დაიწყო.თავის ოთახში აპირებდა გასვლას,როცა ტელეფონი აწკრიალდა.დახედა და სახე გაუნათდა.“დათო შენგელიამ გამოგიგზავნათ მეგობრობის მოთხოვნა“-ოჰო,ეს ჩემს პროფილს ამოწმებდა!-გადაიხარხარა და მაშინვე დასთანხმდა. „დიდი მატივია“-დათოსგან შეტყობინება მოუნდა და ბავშვივით აცერცეტდა.ლამის იყო ხტუნვა დაიწყო.იქით დათოც იგივეს გრძნობდა.. „პარიზი ლამაზია,არა?“-სხვათაშორის ჰკითხა ბიჭს. „შენზე ლამაზი არაა“-ამის მერე აღარაფერი მიუწერია ნიაკოს.სტუმრების მისაღებად გაემზადა.ნუ,რას სტუმრების ნაცნობი ხალხია! მაგრამ ნიკაც ხომ მოდის! ორივეს სახელი „ნ“ ასოზე იწყება.იქნებ ცაშია მათი ბედი გადაწყვეტილი! ნიაკოს ოთხმა გოგომ ვერავინ მოასწრო,შემდეგ ნანას დაქალებიც მოვიდნენ.თამაზიც შემოვიდა ძმაკაცთან ერთად..ერთი ნიკა აგვიანებდა..სუფრასთან ისხდნენ,როცა ოთახში ზარმა გაიჟღერა. -ვინმეს ელოდები?-იკითხა ანიმ,რომელთანაც ნიაკოს ვერაფრის თქმა მოესწრო ნიკაზე. -კი,ძველი მეგობარია,თქვენც იცნობთ-მიმართა ანის,ნუკასა და სალომეს-აბა,თუ იცნობთ,ორი წელი სწავლობდა ჩვენთან პირველი და მეორე კლასი-თვალი ჩაუკრა გოგონებს და კარების გასაღებად გავიდა. -ოჰო-ერთმანეთს გადახედეს ჩამწკრივებულმა გოგონებდა. -შემოდი-გაუღიმა ნიკას და ყვავილები გამოართვა. -სხვა ვერაფერი მოვიფიქრე-მორიდებულად უთხრა გოგონას და ოთახში შევიდა. -გამარჯობათ-მიესალმა სტუმრებს ნიკა. -შენზე უკვე ვუთხარი ყველას..იცანი,ეს გოგონები?-სამი დაქალისკენ ანიშნა და გაიღიმა. -კი..-ნიაკომ გააწყვეტინა,ჯერ ამათმა თქვანო. -ეს,მგონი,შენი ბავშვობის სატრფოა-ანიმ თვალები დააფახულა. -მართლა?-გოგონები ინტერესით წაოენთნენ. -რა მქბია?-ნიაკოს გვერდით დაჯდა ნიკა,რომელსაც მალზახმა ჭიქა შეუვსო,ნატურალური ღვინოაო. -ნიკა-გაახსენდა ნუკას და ამაყად შეხედა ნიაკოს,სწორი თუ ვარო. -ნიკა ვარ-ბიჭმა გაუღიმა გოგონებს. საღამო სასიამოვნოდ მიდიოდა.ნიკასა და ნიაკოს სიყვარულის მოკლე ისტორიაც კი გაიხსენეს.ბიჭმა თქვა მახსოვს როგორ არ მინდოდა სხვა სკოლაშ გადასვლა,ნიაკოს ვეღარ ვნახავ-მეთქი. -რა რომანტიკულია-იღიმოდა ნანა,რომელიც მოტაკტაკე ანაბელს ძლივს აჩერებდა. -მეც შემიყვარდება?-გულუბრვილოდ იკითხა ანაბელმა,როცა დედის მზერა მოიშორა. -რა თქმა უნდა-მოკლედ უპასუხა ნიაკომ. -მოდით,სადღეგრძელო დავლიოთ-მალხაზმა ჭიქა აავსო-ძველსა და ახალ მეგობრებს გაუმარჯოთ! ათას რამეზე ისაუბრეს,ყველანი კმაყოფილები იყვნენ,იცინეს,იხალისეს,ბოლოს პლაზმურ ეკრანზე რაღაც კომედიაც ნახეს და სახლებში წავიდნენ.მხოლოდ ნიკა დარჩა.დივანზე ჩამოჯდა ნიაკოს გვერდით და ხალგრძლივ ტიტრებს მიაჩერდა. -სასაცილო იყო-დაარღვია სიჩუმე,მაგრამ მალევე საქმეზე გადავიდა..-ნუკა რა ლამაზი გოგოა..-დაბნეულმა შეხედა ნიაკოს,რომელმაც ინტერესით დააკვესა თვალები. -კი,ლამაზია-დაუქნია თავი. -თუ უხერხული არ იქნება,მისი ნომერი მომეცი.. -მოგცემ-გაუღიმა ნიაკომ.იცოდა,რომ წავიდოდა თუ არა ნიკა,მაშინვე ნუკას დაურეკავდა,ბედი გაგეხსნაო. კვირა დილას ნუკა ტელეფონის ცეკვით გააღვიძა... -ჩემი გოგო.რაღაც ახალი და სასიხარულო ამბავი მაქვს-დააინტრიგა დაქალი.რომელსაც ხმაზე ეტყობოდა,რომ ძალიან ეძინებოდა. -ამისთვის გამაღვიძე? რა მოხდა?-ოდნავ წამოიწია ლოგინზე და საათს ახედა-ახლა ხომ კვირაა!-წამოიყვირა გაბრაზებულმა. -ნიკა არ მოგწონს?-მაცდურად ჰკითხა.ნუკამ,საყვარელიაო,უპასუხა და ნიაკომ მოუყვა,ნიკა მისით დაინტერესებულია. დღეები უღიმღამოდ გაჰყვა ერთმანეთს.ერთი ის იყო ახალი,რომ ნუკა და ნიკა დაახლოვდნენ და ახლა შემდეგ ნაბიჯებს უცდიდნენ.ნუკა გახარებული დადოოდა,შესანიშნავი ბიჭიაო,ნიაკო კი თვალს უკრავდა,ჩემი დამსახურებაა ეგო. როგორც იქნა,დათოს ჩამოსვლის წინა დღე დარჩა.ნიაკო,რომელსაც ბიჭი თითქმის ვერ იკითხავდა,გახარებული იყო.თავს არ ჰგავდა,მთელი დღე გაღიმებული დადიოდა,რაც ვერავის ეპარებოდა. -დათო შეიცვალა-თვალი ჩაუკრა მარიტამ და გვერდით მიუჯდა-აეროპორტშ ხომ დახვდები,ხვალ ღამით ჩამოდის და -დაეკრიჭა დაქალს. -კარგი-უარზე ვერც კი იფიქრა,ისე დასთანხმდა მარიტას. თხუთმეტი წუთი ნერვიულობდა მოსაცდელში..“აი,ახლა გამოჩნდება“-ამშვიდებდა თავს და გული უანცქალებდა.“ის გენატრებოდა,სიგიჟემდე“-შინაგანი ხმა უმეორებდა და უფრო ურღვევდა სიმშვიდეს.. -აი,დათოც-ფეხზე წამოდგა მარიტა და ნიაკოს გახედა.გოგონას არაფერი უპასუხია,ერთ ადგილას იდგა და და-ძმის ალერსს ვერ აშორებდა თვალს.უნდოდა მისულიყო და დათოს განიერ მხრებს შეხებოდა,მის მკლავებში ჩაშვებულიყო,მაგრამ ვერ ინძრეოდა..გახევებულიიდგა და უბრალოდ აკვირდებოდა ბიჭისთოთოეულ მოძრაობას. -მე წამოვიყვანე-მარიტამ ძმას თვალი ჩაუკრა და ნიაკოსკენ გაიხედა...დათოს მხოლოდ ახლა შეემჩნია ნიაკო.ეტყობოდა,რომ მის დანახვას არ ელოდა..სახე გაუნათდა და ორ წამში შეყვარებულია დამიანის ყველა გრძნობა მძაფრად განიცადა,ამ ყველაფერმა ისე მალე გადაურბინა ბიჭს,რომ გონების ჩართვაც კი ვერ მოასწრო..მის წინ ხომ ნიაკო იდგა! -სახლში წადი-ჩასჩურჩულა მარიტას-მადლობა,დაიკო-დაამატა ბოლოს და ნაიკოს ნაზად გაუღიმას.მისკენ გაემართა,ოღონდ ჩქარა არა,არც აჩქარებით...უყურებდა და თვალებს არ სჯეროდა...არ სჯეროდა,რომ ეს ის ნიაკო იყო,რომელზეც ჭკუა ეკეტებოდა... -ნიაკო..-ხელები ნაზად მოხვია გოგონას.მის მოძრაობაზე მთელი სხეული გაუხურდა ნიაკოს,გულიც ცემა გაუხშირდა და საოცარი შეგრძნებები ისევ იგრძნო...-არ მეგონა თუ მოხვიდოდი-თვალებშ უყურებდა გოგონას და მის მარწყვისფერ ტუჩებს თვალს ვერ აშორებდა..ბოლოს სამი კვირის წინ შეეხო მათ...ბიჭს გაახსენდა როგორ დაუარა ჟრუანტელმა.ახლაც უნდოდა გაემეორებინა ის,მაგრამ გაშესებულიყო და გოგონას თვალებს ისე გაეყინა,თითქოს ეს უკანასკნელი ყინული ყოფილიყო... -კარგად იმგზავრე?-ნიაკომ დაარღვია სიჩუმე. -შევზე ვფიქრობდი,ნიაკო...მენატრებოდი სიგიჟემდე..ახლა ისეთი ბედნიერი ვარ..ბედნეირი ვარ,რომ მოხვედი..ბედნიერი ვარ,აქ რომ გხედავ-თვალებში იმხელა ნაპერწკლებმა გაუელმა,რომ გოგონას ააკანკალა,აღარ შეეძლო დათოსთვის თვალი გაესწორებინა.. -დაღლილი იქნები..მიგიყვან-შესტავაზა ბიჭს და მზერა მოაშორა.. -დაღლილი?!-წარმები დამაჯერებლად ასწია ზემოთ-არა,რის დაღლილი! შენს ნახვას მონარებული ვარ..შემიძლია მთელი ღამე ვიდგე აქ და გიცქირო..-ვეღარ მოითმინა,ოდნავ მიიწია გოგონასკენ,ხელი წელზე შემოხვია და ბაგეებზე შეეხო..“გასაოცარია!“-ნიაკოს ჩაესმოდა შინაგანი ხმა,რომელიც არ წყდებოდა... იმ ღამით დაქალებთან საუბარში გაატარა რამდენიმე საათი,დილას კი მისმა ორიგინალურმა მაღვიძარამ,ნიაკოს დახტომამ გააღვიძა,სულ კისკისით წამოხტა ფეხზე და მომზადებას შეუდგა. კარებს აღებდა,როცა დათო შენიშნა ლიფტიდან გამოსული დათო... -უკვე მიდიხარ?-მისალმების გარეშე ჰკითხა ნიაკოს და თავისებურად გაეღიმა ისე,როგორც მხოლოდ დათო შენგელიას შეეძლო! -ცხრაზე მეწყება-ღიმილითვე უპასუხა ნიაკომ. -ბედზე მომისწრია..ბედმა ისევ გვაჩუქა ერთად ყოფნის რამდენიმე წუთი-სახე გაუნათდა დათოს და ნიაკოს ხელი თავის ტორებში მოიქცია... _______ ველი შეფასებებს,არ დაიხაროთ,ჩემო ლამაზებო. მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.