7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (თავი მე-11)
მეთერთმეტე-"სიკვდილი ან სიცოცხლე" "ცხოვრება"-ერთი სიტყვაა და ყველაფერს იტევს. ბედნიერებას - უბედურებას, სიხარულს-ტკივილს, სიყვარულს-სიძულვილს... ცხოვრება? ერთი დიდი თამაშია, სადაც გსურს თუ არა მოთამაშეს როლს ასრულებ... ცხოვრება? ჯადოსნური ყუთია სადაც ბედ-იღბალი პირველია... ცხოვრება? ყველაფერია, მაგრამ გააჩნია შენ რას დაინახავ მასში. ცხოვრება სიკეთეცაა და ბოროტებაც, სიყვარულიც და სუძულვილიც... მაგრამ სიცოცხლეს გააჩნია... ჩემ სიცოცხლეს ბოლო თვეების განმავლობაში იღბლიანი ყუთი არ მოკარებია. ტყუილი, ტკივილი... შემდეგ თავის დასაძვრენი ტყუილი და კვლავ ტკივილი, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემთვის გაუსაძლისი და გარდამტეხი გამოდგა. ყველაფერმა ერთად შემომიტია, მშობლების სიკვდილი, ქორწილი და სიყვარული. უცებ დავეცი და ვერც ავდექი. გამოვითხარე ფეხქვეშ დასაყრდენი. ვიტკინე და ვატკინე სხვასაც. განა მარტო ვატკინე? ვაიძულე უდიდესი ცოდვა ჩაედინა და მისი სიცოცხლე ლაწირაკისთვის მიებარებინა. მისი უნაკლო სხეული ერთი ბასრი გასმით მიწაზე დააგდო. დაგდებას კი სისხლის გუბეში "ცურვა" მოყვა. გააწამა უდანაშაულო თავი და უდანაშაულო მეგობრებიც დატანჯა. ახლა? ახლა იბრძვის ცოდვის გამოსასყიდლად და იმ ქვეყნად წასვლაზე უარს ამბობს. საიდან ვიცი? ვგრძნობ. დიახ, ვგრძნობ ტყუპი სული როგორ იბრძვის სიცოცხლისათვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება, უეცრად გულს რაღაც წყდება და ჰორიზონტზე ექიმი გამოდის. სასიკვდილო სიტყვები ყურს უცებ ხვდება და ინგრევა. რა? ტყუილით აშენებული ოცნების კოშკები ინგრევა. როგორ? აი წვიმა სილით აშენებულ კოშკებს მიწასთან, რომ ასწორებს ისე, მაგრამ... მაგრამ შეგიძლია მზიან და ნათელ დღეს ახალი ააშენო, უფრო დიდი და ფერადი. რას ვგულისხმობ? იმედს არ ვკარგავ, მწამს იმ ერთადერთის, რომ არ მიმტოვებს. ღმერთის მწამს, ის ხომ კეთილი და სათნოა, ის ხომ ყველას აძლევს მეორე შანს... ოპტიმისტის როლს ვირგებ და ექიმის ვუახლივდები. სხეული კანკალებს, მაგრამ ძალა, სურვილი წინ მიიწევს. -გადარჩება?-ბაგეები ერთმანეთს მოწყდა და მხოლოდ ერთი აზრიანი სიტყვა გამოუშვა, ისიც ჩუმი. -გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ვენების პრობლემა ჩაწყდა და შეხვეული აქვს, მაგრამ...-ამოიოხრა და დიდ ხნიანი პაუზა აიღო.-თავი, ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის. პაციენტს სისხლი საკმაო რაოდენობით დაკარგული აქვს, რის გამოც 9-10 საათიან ოპერაციის გაკეთება მისთვის სიკვდილის ტოლ ფასი იქნება, ამგვარ მდგომარეობაში დატოვებაც საზარელი რა თქმა უნდა... ნათესავებს უნდა ვკითხოთ გარისკავენ? წინასწარ ვამბობ, დრო ცოტა გაქვთ, რამდენიმე წუთში ექთანს გამოვუშვებ და სრული პასუხი უთხარით!-წინადადება მკაცრი და მომთხოვნი ტონით დაასრულა და შემდეგ ტერიტორია დატოვა. აცრემლიანებულ თვალებს ტირილის საშუალება ხელების მეშვეობით გადავუბლოკე. სკამთან მივედი და ვიკულის პასუხს დაველოდე. -შეუძლებელია, ასე არ დანებდება! ლიკა მებრძოლია! არ დაეცემა!-ღრიალებდა და დარობოტებულივით ხელებს თმაზე ისმევდა. მეგობრები მის დაწყნარებას ცდილობდნენ, მაგრამ თითოეული მათი მოქმედება ფუჭი იყო.-გადაიტანს! ჩემი და ამ ოპერაციას გადაიტანს და მერე ამ ნაბიჭ**რს ყველაფერს ანანებინებს!-ცრემლები ჩქარა მოიშორა მწვანე ჩასისხლიანებული თვლებიდან და ფეხზე წამოდგა. ჩემკენ წამოვიდა და განმეორებით მუშტების რტყმა დამიწყო. შეწინააღმდეგებაზე არც მიფიქრია, რადგან ვაცნობიერებდი წყნარ ოჯახს სიმშვიდე, როგორ დავუნგრიე. დედ-მამამ არც იცოდა თავისი შვილი როგორ ებრძოდა სიკვდილს და საერთოდ 5 საათის წინ მომხდარ ამბავზე ბიჭებს მათთვის არაფერი უთქვამთ. საშინელება!!! ექთანს პასუხი დროულად ვუთხარით. რამდენიმე წუთში გვაცნობეს, რომ ოპერაცია განახლებული იყო. საავადმყოფოს სამლოცველოში წავედი და ხატებს ვემთხვიე. მუხლებზე დავვარდი და ლოცვა წავიკითხე. ვგრძნობდი, როგორ ახლოს ვიყავი იმ წუთებში ღმერთთან. ვხვდებოდი, რომ რაღაც შეიცვალებოდა, მაგრამ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ არ ვიცოდი... 8 საათიანი ლოდინის შემდეგ საოპერაციის კარები გაიღო და ექიმი გამოვიდა. სახის აგებულებით ვერაფერს ვერ იმსჯელებდი.ნელ-ნელა მოგვიახლოვდა. -ოპერაცია დასრულდა. -ექიმო ჩემი და გადარჩა?-ხმა ჩავარდნილი, აკაკანკალებული ტემბრით მიმართა პაციენტის დამ ექიმს. -გართულებები ხშირი იყო. ყველაზე რთული კი ნახევარი საათის წინ გადავიტანეთ. პაციენტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოვატრიალეთ და აქაურობას დავუბრუნეთ. გაგვიმართლა... -ანუ?-წინადადების დასრულება არ აცალა მარიმ ექიმს ისე მიანათა იმედით სავსე თვალები ექიმს. -მის ნახვას ხვალ შეძლებთ... ერთი რამ უნდა გითხრათ ოპერაციის დასაწყის მის ბაგეებს ერთი სიტყვა წასდათ- "დიმიტრი"... ------------------ გილოცავთ მარიამობას ჩემო საყვარელო მკითხველებო ♥ ყველაზე ემოციური თავი იყო რაც ოდესმე დამიწერია! შემიმოწმეთ მთელი გულით და სულით ^_^ გავნცუ ბოდუში ვერ მოვახერხე 9 საათამდე დადება... P.S თავიდანვე გეგმის მიხედვით ჩაფიქრებული, მქონდა ასე განმევითარებინა მოთხრობა. ჩემი პირველი ფრაზა არის " მკითხველის ნებაზე არ დადის მწერალი! მწერლის ნებაზე დადის მკითხველი" რომელსაც სულ ვითვალისწინებ! უბრალოდ დაინტრიგება ჩემი ჰობია :D ტკბილი ძილი ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.