შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (5 ნაწილი)


28-08-2015, 11:01
ავტორი ანკა
ნანახია 7 092

„ერეკლე ამას მწარედ მანანებს“ - გაიფიქრა ვიკამ, ოთახში შეხტა და კარი მიხურა. „მაგრამ ღირსია“ - თავი შეიმაგრა და გულისცემის დარეგულირება სცადა.
-ვიკა! - რამდენიმე წუთში მის კართან მოღრიალე ერეკლეს ხმა გაიგო. - ვიკა გამიღე! არ მინდა ოთახში შემოგივარდე!!! - დაიყვირა ისევ განრისხებულმა.
განრისხდებოდა აბა რა იქნებოდა... ვიკას მიზეზით, უკვე მეორედ ვერ იკმაყოფილებს სურვილებს. განა ასე ადვილია აღგზნების პიკიდან ჩამოხვიდე? ერეკლესთვის, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან რთულია. ნეტა ამ გოგოსთან რა უნდა? მაინც საწოლში ჩაგორებას უპირებს თუ გვარიანად უნდა ეჩხუბოს? მაგრამ რაზე უნდა ეჩხუბოს, ჩემთან სექსი რატომ არ გინდაო? ამას ნამდვილად ვერ ეტყვის...
„ვითომ მძინავს...“ - გაიფიქრა თავისი იდეით კმაყოფილმა ვიკამ, საწოლში შეხტა და ცხვირამდე საბანში ჩაძვრა. ის კი ვერ მოიფიქრა ამ სულელმა გოგომ, რომ ასე ორ წუთში ვერავინ ვერ მოასწრებს დაძინებას... რამდენიმეწუთიანი ყვირილის შემდეგ ერეკლემ ოთახის კარი შემოგლიჯა და ვიკას პირდაპირ დადგა კუშტად შეკრული წარბებით.
-ვიკა, ტყუილები არ გაგივა - დაიგრგვინა მკაცრად. გოგონა უცოდველი კრავივით იწვა და უდარდელად ფშვინავდა. ნეტა მართლა ჩაეძინა? მოიცა, ვნახო ერთი... არაა... როგორ ჩაეძინებოდა, თვითონაც ისეა აღგზნებული, ლამისაა გული საგულედან ამოუხტეს, მაგრამ ერეკლეს ხომ არ გაახარებს! ღმერთო, რა ჯიუტია!.. თვალებმოჭუტულმა მოავლო ოთახს თვალი ისე, რომ ერეკლეს არ შეემჩნია. მამაკაცი კვლავ პირსახოცშემოხვეული გამოცხადებოდა, წყლის წვეთები იატაკს ეცემოდა. „რა სასიამოვნო სურნელი აქვს...“ - გაიფიქრა ვიკამ და ფილტვებით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ერეკლემ ერთი ამოიოხრა, საწოლზე ვიკას ფეხებთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ვიცი რომ არ გძინავს და მისმენ, ამიტომ კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ჩემი ნათქვამის დამახსოვრება არ გიჭირს... - აქ პაუზა გააკეთა, ვიკა კი გაბრაზდა. რომ არა სიბნელე, ერეკლე აშკარად შეატყობდა სიბრაზისგან აწითლებულ სახეს... – 24 წლის გოგო უკვე დიდია იმისთვის, რომ პატარა ბავშვივით იმაიმუნოს. არ გეგონოს, რომ ამას და კიდევ წინა ინციდენტს დავივიწყებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, იცოდე... ჩათვალე, რომ გამოწვევა მიღებულია... - ამით მონოლოგი დაასრულა და ფეხზე წამოდგა. ნელი ნაბიჯით შევიდა თავის ოთახში და საწოლზე გაიშოტა. რამდენ პრობლემად და ნერვების ფასად უჯდება ეს პატარა გოგო!..
.......
დილით ვიკა თავს საშინლად გრძნობდა. ყველა კუნთი დაჭიმვოდა და საწოლიდან ადგომა არ უნდოდა, თუმცა ვინ აცადა.
-ვიკაა!!! დროზე ადექი, თორემ დაგვაგვიანდება! - ოთახის კარი ერეკლემ შემოაღო, რომელიც აშკარად კარგ განწყობაზე იყო და მხიარულად შესძახა.
-ცუდად ვარ!.. - ამოიკნავლა უღონოდ და თავი ბალიშში ჩარგო.
-რა გჭირს?! - ერეკლეს ხმაში აშკარა შეწუხება დაეტყო. ოთახში შემოვიდა და გოგონა დაკვირვებით აათვალიერა.
-ყველაფერი მტკივაა... - შესჩივლა და საწყალი თვალები მიაპყრო. ერეკლეს სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა და ბაგეები ღიმილმა გაუპო.
-გუშინდელი დანაშაულის გამოსასყიდია - თვალი ჩაუკრა და თავხედურად ჩაიცინა - ახლა კიდევ ადექი. არაფერი სერიოზული შენ არ გჭირს! მალე, გელოდები! - ოთახიდან გასვლამდე კართან შეჩერდა და ისევ მიაძახა - მეორედ არ ამომიყვანო. იცოდე მაგ საცვლებით გაგაქანებ ტატოსთან.
-ერთი გაბედე!.. - ხმადაბლა, ჩურჩულით ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე ერეკლესთვის და რაღაცეების დუდუნი დაიწყო. ტუჩებგამობუშტული გადმობობღდა საწოლიდან და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.
-ახლა ვნახავთ, რამდენის მოთმენა შეგიძლია ბატონო ერეკლე - უთხრა თავის თავს და მოკლე წითელი ქვედაბოლო გამოიღო, მას შავი მოკლე ტოპი და შავი მაღლები შეუხამა, მსუბუქი მაკიაჟი და მისი მთავარი ატრიბუტი: წითელი პომადა წაისვა და ოთახიდან გამოპაკუნდა. როგორ უჭირდა ქუსლებზე სიარული, ასე ეგონა ფეხი გადაუბრუნდებოდა ნებისმიერ წამს, თუმცა ერეკლე ხომ უნდა გაეწვალებინა!.. იმდენად მიმზიდველად და სექსუალურად ეცვა, რომ მის ფონზე იმ ვიღაც ნატასაც ვერ შეამჩნევდა. რაო? ნატასო?! ხომ არ ეჭვიანობს?! არ ვიცი, არ ვიცი...
ერეკლემ პირველ სართულზე მონარნარე ლამაზმანი თვალებგაფართოებულმა აათვალიერა, შემდეგ კი ირონიული ღიმილი აიკრა
-ამაზე მოკლე არაფერი გქონდა?
-მაქვს, თუმცა დღეს ეს ავირჩიე... - თვალი ჩაუკრა და ყავა მოსვა იმ იმედით, რომ ენერგიას შემატებდა და მორიგ დამქანცველ დღეს როგორმე გაუძლებდა.
-ჯერ სარბენად რომ მივდივართ არ მითქვამს? - ირონიულად მიმართა და წლიანი ჭიქა ჩაცალა.
-სად?! - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
-სარბენად - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-შენ ნორმალური ხარ? - წამში გაკაპასდა განებივრებული ქალბატონი.
-არანორმალურის რა შემატყვე - ვითომ სერიოზულად მიიღო მისი აღნიშვნა, თავის სხეული აათვალიერა და წარბაწეული მიაჩერდა ჯერ კიდევ შოკში მყოფ ვიკას. „ეს მე ნამდვილად ბოლოს მომიღებს“ - გაიფიქრა გოგონამ განწირულად და ტუჩები დაბუშტა უკმაყოფილების ნიშნად.
-არსადაც არ მოვდივარ - განაცხადა ჯიუტად და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. მხოლოდ ახლა გაექცა თვალი კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ და დაინახა, რომ ჯერ კიდევ დილის 5 საათი იყო - უფრო ადრე ვერ გამაღვიძე? - იკითხა და ერეკლეს საათზე ანიშნა.
-სირბილი უნდა მოვასწროთ და თუ შენით არ აპირებ წამოსვლას ძალით წაგიყვან - შეეპასუხა მამაკაცი მყარი ტონით... ეჭვს ვერ შეიტანდით ერეკლეს ამ განაცხადში. მგონი, ვიკას მართლა ძალით წაყვანა მოუწევდა. გაუჭირდებოდა თუ?.. ვნახოთ, ვნახოთ...
-სად უნდა ვირბინოთ - ამოიხვნეშა და მობეზრებულად მიაბრუნა თავი ერეკლესკენ.
-აქვე ტყეა და იქ. გამოცვლას არ აპირებ?
-მე გითხარი, რომ არსად წამოსვლას არ ვაპირებ! - ფეხი დააბაკუნა და ხმამაღალი ტონით მიმართა.
-ხმა აკონტროლე! - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად - ქუსლებით სირბილს შეძლებ? - წარბაწეულმა აათვალიერა გოგონა.
-არც დამჭირდება - ჩაიფრუტუნა და მამაკაცს ზურგი შეაქცია.
-კარგი, რადგან ასე გინდა - თქვა ერეკლემ. ერთ წამში გოგონამ წელზე ძლიერი ხელები იგრძნო, რომელმაც ჰაერში ააფრინა, შემდეგ კი მამაკაცის მხარზე მოათავსა.
-დამსვი იდიოტო!!! - დაიწყო წივილ-კივილი და ხელ-ფეხის ქნევა.
-ტყემდე ასე მიგიყვან და მერე შენით მოგიწევს სირბილი - ვიკას ნათქვამი დააიგნორა და სახლიდან გამოვიდა. - ეგრე ნუ წრიალებ, თორემ დამივარდები! - გააფრთხილა მკაცრად და ვიკამაც ფართხალი შეწყვიტა. არ იფიქროთ რომ დანებდა, არა!.. ფაქტი იყო, რომ სირბილი მოუწევდა, თანაც ქუსლებით და წარმოდგენა არ ჰქონდა ამას როგორ მოახერხებდა, მაგრამ ის კი იცოდა, რომ დანიშნულების ადგილამდე სანამ მივიდოდნენ, ერეკლეს სასტიკად გააწამებდა. ისე უნდა გაემწარებინა, რომ მისი მეორედ სარბენად წაყვანა არ მოსდომებოდა... დიდ ფრჩხილებს კმაყოფილმა შეავლო თვალი და მამაკაცს ბეჭზე გვარიანად უჩქმიტა.
-აააა!!! გოგო ნორმალური ხარ?! - მაშინვე ჩამოაგდო მამაკაცმა ვიკა მხრიდან და საშინლად გაცოფებული მზერა მიაპყრო. ხელი ნატკენ ადგილას მოისვა და სიმწრისგან სახე დამანჭა. - კინაღამ ხორცი ამომგლიჯე!
-მეტის ღირსი ხარ! - ენა გამოუყო გოგონამ და გამარჯვებული მზერა მიაპყრო.
-არ მინდოდა ამის გამოყენება, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებ - ამოიხვნეშა ერეკლემ და ჯიბიდან მსხვილი თოკი ამოაძვრინა.
-შენ რა გაკოჭვას მიპირებ?! - შიშისაგან გული აუჩქარდა და ერთი მომენტი ისიც იფიქრა გავექცევიო, თუმცა ერეკლეს რას გაასწრებდა...
-მხოლოდ ხელების, რომ კიდევ არ იმაიმუნო - მამაკაცი გოგონას შიშს მიუხვდა და ბოროტულად ჩაეცინა.
-არ გაბედო! - ხელი წინ გაშვირა მამაკაცისკენ რომ გაეჩერებინა და უკან დახევა დაიწყო.
-შენ თავს დააბრალე - თქვა ერეკლემ უდარდელად, გოგონას წელზე ხელი მოხვია და ტანზე აიკრა.
-გამიშვი, ცხოველო!!! - მუჭები მკერდზე დაუშინა, თუმცა ვერაფერი დააკლო. ერეკლესაც ეს უნდოდა, მარტივად გაუჩერა სუსტი ხელები და სულ რაღაც ერთ წუთში ხელებგაკოჭილი ვიკათი ტყისაკენ მსვლელობას განაგრძობდა.
-ახლა მოისვენებ? - ჰკითხა მხარზე შემოგდებულ „მსხვერპლს“ და ნაბიჯს აუჩქარა - ცოტა დაგვრჩა - თავისი ჭკუით შეაგულიანა გოგონა.
-ერთი სული მაქვს როდის მივალთ - ჩაიფრუტუნა თავისთვის ირონიულად და ახლა იფიქრა, იქნებ კბილებით რამე დავაკლოო. „ნუთუ ასეთი ქაჯი ხარ!“ - შეეპასუხა მეორე „მე“. „ქაჯის მხარზე ვარ ახლა!..“ - თავი იმართლა და მაინც გადაწყვიტა ეკბინა... ეკბინა მთელი ძალით და მართლა მოეგლიჯა მისთვის რამე, თუმცა შეეცოდა... „ისიც ეყოფა, რაც ვატკინე“ - გაიფიქრა რამდენიმე წამში.
-მოვედით - ფიქრებიდან ერეკლეს ხმამ გამოიყვანა. მან გოგონა ძირს ჩამოსვა და მისი აცრემლებული თვალების დანახვამ გააკვირვა. ნუთუ მართლა ტირის?.. მგონი კი... არაა მიჩვეული ასეთ მოპყრობას. ყველას ყოველთვის თავის ნებაზე ატარებდა და ახლა ვიღაც თავხედი ჩნდება მის ცხოვრებაში და ძალით იმორჩილებს.
-ხელებს გაგიხსნი - თითქოს გააფრთხილაო, ღრმად ამოისუნთქა და ხელებიდან მსხვილი თოკი მოაშორა. წამსვე იგრძნო როგორ აეწვა მარცხენა ლოყა.
-იდიოტო! - უთხრა ვიკამ გაბზარული ხმით და ამწვარი ხელისგული დაიზილა. ისეთი სილა შემოსცხო ჩვენს საწყალ ერეკლეს, რომ სულ აწითლებული ჰქონდა მთელი ლოყა.
-კარგი, ამას ვიმსახურებდი - ჩაიცინა მამაკაცმა და ნატკენ ადგილას ხელი მოისვა. - დავიწყოთ სირბილი?
-სირბილს არ ვაპირებ! - ხელები გადაიჯვარედინა და ხეს მიეყუდა.
-კარგი, მოდი მაშინ ასე გეტყვი - სხვა მხრიდან მიუდგა ერეკლე - ახლა ვართ შუაგულ ტყეში. იმხელა ტყეა, რომ თუ ყველა კუნჭული არ იცი, დაიკარგები... ცოტა ადამიანი არ მომკვდარა აქ იმის გამო, რომ შემოვიდნენ და ვეღარ გააღწიეს... მე ახლა გავიქცევი და გირჩევნია გამომყვე, თორემ დარჩები აქ - წყნარად დაასრულა „ამბის“ მოყოლა და გოგონას პასუხს დაელოდა.
-არ მაინტერესებს, მე არ მოვდივარ... - უპასუხა წყნარად, გულში კი შიშისაგან კანკალებდა. „იქნებ მართლა მარტო დამტოვოს?!“ - გაიფიქრა თავისთვის.
-კარგი - უპასუხა უდარდელად და სირბილით წავიდა რომელიღაც მიმართულებით.
-ერეკლე! - მაინც დაუძახა ცოტაოდენი ორჭოფობის შემდეგ. მამაკაცი წამსვე მისკენ მიტრიალდა.
-რა იყო? შეგეშინდა უკვე?! - გაუცინა და პასუხს დაელოდა.
-მეც მოვდივარ სარბენად! - უპასუხა და სწრაფად მიირბინა მასთან.
-ქუსლებით ვერ ირბენ - აღნიშნა და ფეხსაცმელებზე დახედა.
-რამეს მოვახერხებ - თვალი ჩაუკრა და ძუნძულით გაუყვა გზას იმ მიმართულებით, საითაც ერეკლე მიდიოდა. მამაკაცი აღარ შეწინააღმდეგებია, იფიქრა, ეს სანამ ცხვირს არ წაიმტვრევს, მანამდე არ დამიჯერებსო. ჰოდა, ამიტომაა, რომ 100 მეტრის გარბენის შემდეგ, გულამოვარდნილი ვიკა ხესთან ჩაიკეცა.
-ფეხსაცმელი გაიხადე - მბრძანებლური ტონით მიმართა ერეკლემ.
-და ფეხშიშველმა ვირბინო?! - ჰკითხა გაღიზიანებულმა.
-რამეს მოახერხებ - თვალი ჩაუკრა და ვიკას მიუახლოვდა. გოგონას გული აუჩქარდა, როდესაც ერეკლეს თვალებში ჩახედა. ანერვიულებულმა თვალების გვერდზე ცეცება დაიწყო გამოსავლის პოვნის იმედით.
-კარგი - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ გამოფხიზლდა, ფეხზე საყვარელი ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიძრო და გვერდზე მოისროლა.
-არ გენანება? - შენიშნა გადაყრილი ფეხსაცმელი ერეკლემ, რომელიც აშკარად ძვირიანი იყო და ვიკას კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო.
-ახალს მიყიდი - ენა გამოუყო და თავი ხეს მიაყრდნო. მამაკაცმა თავისთვის ჩაიცინა, გოგონას გვერდით დაჯდა და წყლიანი ბოთლი გაუწოდა.
-გინდა?
-კი - მოწყურებულმა ბოთლი ხელიდან გამოართვა და ერთ ამოსუნთქვაში ჩაცალა.
-გავაგრძელოთ სირბილი... - ცოტა ხანში ერეკლე ფეხზე წამოხტა და ვიკას ხელი გაუწოდა. გოგონა უხმოდ წამოდგა ფეხზე მისი დახმარებით და ძუნძულით გაუყვნენ გზას. ისე სტკიოდა ყოველი კუნთი, რომ მეტი არ შეიძლებოდა, თუმცა ტყეში სიკვდილი ნამდვილად არ უნდოდა. ერთი სიტყვით, ცხოველური ინსტინქტი, გადარჩენის ინსტინქტი, ამოძრავებდა. ნელ-ნელა ერეკლეს ჩამორჩა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა როდესაც ფიქრებიდან გამოფხიზლდა, აღმოაჩინა, რომ უზარმაზარ ხეებს შორის მარტო მირბოდა.
-ერეკლეე!!! - დაიყვირა ბოლო ხმაზე და გული აუჩქარდა. „ჯანდაბა! რა დებილი ვარ! რატომ წინ არ ვიყურებოდი!!!“ - ეს და კიდევ მრავალი ასეთი ფიქრი გაივლო გონებაში და შემდეგ ისევ დაიძახა მამაკაცის სახელი მთელს ხმაზე. - ერეკლე!! ერეკლე!!! - ყვიროდა და ყვიროდა, თუმცა პასუხი აყოვნებდა... იმდენად შეშინდა, რომ ისტერიული ტირილი აუვარდა, ხესთან ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.
-ერეკლეე!!! - დაიძახა ისევ გაბზარული ხმით, თუმცა კვლავ ვერავის მიაწვდინა ხმა. ფეხზე წამოხტა და სირბილით გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით. უეცრად, ფეხი რაღაცას წამოკრა და ძირს დაეცა. ვეღარაფერს გრძნობდა. ესმოდა თავისი აჩქარებული გულისცემა და ერთადერთი, რაც თავში უტრიალებდა ერეკლე იყო. როგორმე უნდა ეპოვნა!.. ისევ ფეხზე წამოვარდა და სირბილი განაგრძო. ცრემლები ნიაღვარივით სდიოდა და გზას ვერ არჩევდა. არაქათგამოლეულმა სირბილს თავი მიანება და მიწაზე ჩაიკეცა.
-ერეკლეეე!!! - იყვირა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და ყელის ტკივილისგან ხველება აუტყდა. თავი ხელებში ჩარგო და ტირილს უმატა.
-ვიკაა!!! - მოესმა რამდენიმე წუთში ნაცნობი ხმის ძახილი და თვალი ყურადღებით მოავლო გარემოს.
-ერეკლეე!!! - დაიყვირა ისევ გაბზარული ხმით და ცრემლები მუჭით მოიწმინდა.
-ვიკა, აი სად ყოფილხარ! - მალე თვალწინ ნაცნობი სილუეტი დალანდა და ხმაც ახლოდან მოესმა. - ნახევარი საათია გეძებ! როდის გამექეცი?! - ერეკლე აშკარად გაბრაზებული იყო და ხმაზე დაღლილობაც ეტყობოდა, თუმცა მოტირალი გოგონას დანახვისას, მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. - ვიკა, რა გჭირს?! - წამში მის წინ ჩაიმუხლა და ხელი სახეზე ჩამოუსვა.
-შემეშინდა... - ამოიკნავლა უსუსურად და თავი დახარა.
-მუხლზე რა გჭირს?! - ჰკითხა შეწუხებულმა ერეკლემ.
-არ ვიცი... - თვითონაც გაუკვირდა და მუხლზე დაიხედა - მე... წავიქეცი და ალბათ... ალბათ მაშინ ვიტკინე... - ძლივს გადააბა სათქმელი ერთანეთს და დასისხლიანებულ მუხლზე დაიხედა.
-გტკივა? - ჰკითხა მზრუნველად.
-არ ვიცი... - თითქმის ჩურჩულით უპასუხა და ისევ ცრემლები წამოუვიდა. - სახლში წამიყვანე რა... - მუდარის ხმით მიმართა და ცრემლიანი თვალები მიაპყრო. „ნამდვილი იდიოტი ვარ! რატომ ვერ მივაქციე ყურადღება!“ - თავისი თავი გამოლანძღა ერეკლემ, სიფრიფანა გოგონა ხელებში აიტაცა და გზას გაუყვა. ვიკას ესიამოვნა თბილი სხეულის შეგრძნება, თავი მის კისერში ჩარგო და თვალები დახუჭა. სასიამოვნო სურნელმა ცხვირის ნესტოები აუწვა... გული აუჩქარდა და სისხლი სახეზე მოაწვა. ასეთ რამეს პირველად გრძნობდა... ეს რაღაც უჩვეულო იყო... უჩვეულო და უცნობი... თან ესიამოვნა და თან არა... რაღაც ძალა აიძულებდა მამაკაცს მკლავებიდან დასხლტომოდა და საპირისპირო მიმართულებით გაქცეულიყო... მეორე მხრივ კი უნდოდა მისი ტუჩების გემო კვლავ შეეგრძნო... „მგონი შოკის ბრალია“ - გაიფიქრა აფორიაქებულმა და უაზრო ფიქრების გაფანტვა სცადა. ერეკლემ რა იგრძნო?! უნდოდა ეს პატარა არსება სულ ასე ეტარებინა. რამდენი ქალი ჰყოლია... რამდენს ეფიცებოდა, რომ უსაზღვროდ უყვარდა... რა არის სიყვარული?! ეს არავინ არ იცის სანამ თვითონ არ გამოცდის... ნუთუ ერეკლეს ჭირვეული გოგონა შეუყვარდა?! არა, მგონი ამის თქმა ჯერ ადრეა... უნდა, რომ კოცნით დაახრჩოს, თუმცა პატარა ჭინკას საქციელები არ დავიწყებია და უნდა, რომ სამაგიერო გადაუხადოს... რაღაც ძალიან ჩახვეულია ეს ყველაფერი...
ვიკა უკვე ნახევრად ძილ-ბურანში იყო, როდესაც სიცივე იგრძნო. ერეკლე მას დივანზე აწვენდა. მოუნდა ისევ გამთბარიყო მამაკაცის სხეულით... შეკრთა და ოთახს თვალი მოავლო.
-სახლში ვართ, არ ინერვიულო - დაამშვიდა ანერვიულებული გოგონა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ბამბას და სპირტს მოვიტან, რომ მუხლზე ჭრილობა დაგიმუშავო - უთხრა და კიბეებს აუყვა. ოდნავ დამშვიდებული ვიკა ბალიშს კომფორტულად მიეყრდნო და მუხლზე დაიხედა. ბინძური და სისხლში მოთხვრილი იყო, თუმცა მგონი სერიოზული არაფერი არ სჭირდა. უჭირდა ჭუჭყში გაერჩია სად იყო ჭრილობა და სად უბრალოდ სისხლი. ზედმეტ თავის ტკივილს არჩია ისევ ერეკლეს დალოდებოდა. მანაც აღარ დააყოვნა და ვიკას ფეხებთან ჩამოჯდა.
-ცოტა აგეწვება - გააფრთხილა წინასწარ და ვიკას ფეხს ხელი მოჰკიდა, კალთაში ჩაიდო და მოხერხებულად მიუდგა. ნელა შეახო ბამბა გოგონას აბრეშუმივით ნაზ კანს და თან სულის შებერვა დაიწყო. თავიდან არ სტკიოდა, თუმცა როდესაც ერეკლე ნატკენ ადგილს მიადგა, სიმწრისგან ამოიკნავლა. ერეკლე მაშინვე შეკრთა და უფრო დიდი სიფრთხილით განაგრძო ჭრილობის დამუშავება. ვიკას მთელი ფეხი დაძაბული ჰქონდა ტკივილის მოლოდინში, თუმცა ასე თუ ისე დახელოვნებული ერეკლე იმდენად აღარ სტკენდა, რომ ხმამაღლა ეკივლა.
-მოვრჩით - ფეხზე წამოდგა ერეკლე და ვიკას მუხლს თვალი შეავლო, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ბამბები სანაგვე ურნაში გადაყარა. ვიკას პატარა ნაკაწრი ჰქონდა, შეხვევაც არ იყო საჭირო. სისხლი კი იმდენი ალბათ იმიტომ ჰქონდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში სდიოდა. ერთი სიტყვით, სიარულისას მუხლის ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა ჩვენი გოგო.
-რომელი საათია? - ჰკითხა ვიკამ.
-ჯერ 8 საათია, შხაპის მიღებას მოასწრებ სანამ სამსახურში წავალთ. -ვიკა უხმოდ წამოდგა ფეხზე და ბარბაცით აუყვა კიბეებს...

.............
პირობა შევასრულე და უფრო დიდი თავი დაგიწერეთ ჩემო საყვარლებო...
თუ კომენტარებით გამახარებთ, შეიძლება კიდევ უფრო მეტად მოვინდომო და უფრო დიდი დავდო...
იმედია მოგეწონათ და ველი შეფასებას...



№1  offline წევრი nini :)

გარყვნილი ანგელოზი გამახსენდა ძაან მაგარი ისტორიაა მალე დადე შემდეგი

 


№2  offline მოდერი ანკა

nini :)
გარყვნილი ანგელოზი გამახსენდა ძაან მაგარი ისტორიაა მალე დადე შემდეგი

აუცილებლად, მიხარია რომ მოგწონს <3 love love love

nini5852
როგორც ყოველთვის ეხლა რად უნდა ბევრი ბოდიალი:დდ რა თქმა უნდა, უნდა მოინდომოო :დ რა საზიზგარია ერეკლე მუხლი ტკივა და კიდევ სამსახურში მიყავს??:დ დამპალიი :დ

აჰაჰჰა, კაი მოვინდომებ შენი ხათრით ჩემო საყვარელო love love love

 


№3  offline წევრი lamazmani

კი პირობა შეასრულე და დიდი დადე მარა რაც არ უნდა დიდი იყოს მაინც მინდა უფრო დიდი რომ იყოს ძAაან მაგარი ისტორიაა და მით უფრო მომწონს love
აი შენზე არ ვიცი რა ვთქვა უმაგრესი ხარ love
მაგარი გოგო ხარ რომ ესეთ კარგ ისტორიებს წერ love
მიყვარხარ ძაან love

პირადში რომ გწერ რატო არ მპასუხობ?

 


№4  offline მოდერი ანკა

lamazmani
კი პირობა შეასრულე და დიდი დადე მარა რაც არ უნდა დიდი იყოს მაინც მინდა უფრო დიდი რომ იყოს ძAაან მაგარი ისტორიაა და მით უფრო მომწონს love
აი შენზე არ ვიცი რა ვთქვა უმაგრესი ხარ love
მაგარი გოგო ხარ რომ ესეთ კარგ ისტორიებს წერ love
მიყვარხარ ძაან love

პირადში რომ გწერ რატო არ მპასუხობ?

მეც უზომოდ მიყვარხაარ!!! love პირადის წერილი არ მომსვლია არაფერი :/

 


№5  offline წევრი lamazmani

3ჯერ მოგწერე და რავი

 


№6  offline მოდერი ანკა

lamazmani
3ჯერ მოგწერე და რავი

მე ორჯერ wink აუ რახდება :( არც შენ მიგიღია ჩემი წერილები?

 


№7  offline წევრი lamazmani

ანკა
lamazmani
3ჯერ მოგწერე და რავი

მე ორჯერ wink აუ რახდება :( არც შენ მიგიღია ჩემი წერილები?

არა

 


№8  offline წევრი TIME

anka ra kai iyoooo♥♥♥

 


№9  offline მოდერი ანკა

TIME
anka ra kai iyoooo♥♥♥

მადლობა დიდიიი <3 <3 <3

***
lamazmani რატომ ვერ ვიღებ შენს წერილებს? :(((

 


№10  offline წევრი lamazmani

არ ვიცი ვერც შენ იგებ sad

 


№11  offline წევრი vika_vika

ძალიან კარგი ისტორიაა, უფრო და უფრო საინტერესო ხდება winked

 


№12  offline მოდერი ანკა

vika_vika
ძალიან კარგი ისტორიაა, უფრო და უფრო საინტერესო ხდება winked

დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 უზომოდ მახარებთ ყველა! love love love

lamazmani
არ ვიცი ვერც შენ იგებ sad

ახლა ადმინისტრაციას მივწერ ამ პრობლემის შესახებ, იქნებ საიტზეა რამე დარღვევა და გვიშველონ recourse wink
მიყვარხარ ძაან და ძალიან მომენატრე love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent