ჩემი ნიკუშა (6)
მივაბიჯებდი,თითქოს მომხდარს ვერც ვიაზრებდი.ყველა მე მიყურებდა, არ მინოდა ვინმეს ტვირთად ვქცეოდი, არც ნათესავები მინდოდა და არც მეგობრები.ყველა მეზიზღებოდა. უცებ მოვიფიქრე ჩემს დაქალ ლიზასთან დარეკვა, იქნებ ბინის მოძებნაში სწორედ ის დამხმარებოდა.ლიზას ძალიან მოვნატრებოდი, დანახვისთანავე გულში ჩამიკრა.ჩემთან წამოდი მემუდარებოდა ლიზა, -შეიძლება ლიზიკო მაგრამ ხომ იცი ჩემი კუთხე როგორ მჭირდება და ამაზე დღესვე უნდა ვიზრუნო. ვუთხარი ღიმილით, აღარ შემკამათებია უბრალოდ მითხრა რომ იყო ბინა მის მეზობლად.სასწრაფოდ წავყევი, უბრალოდ ჩემს თვალწინ გადაიშალა სორო. რომელიც ორ ოთახს შეიცავდა,საშინლად ბინძური იყო და მგონი ვირთხებიც სახლობდნენ, ჰაერში სიგარის და სასმლის სუნი იგრძნობოდა.ბევრი ბოთლი და ნაგავი იყო. აქ ცხოვრებას მგონი სიკვდილიც ჯობდა,მაგრამ ძალიან იაფი იყო. დავფიქრდი რომ ჩემი ბიუჯეტი რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა გვყოფნოდა მე და პატარას.არც შემოსავალი მქონდა, არც სამსახური. მგონი მართლაც იქნებოდა ჩვენი ბედი სახლი, რომელსაც ორი ოთახი,აბაზანა, სამზარეულო და მისაღები გააჩნდა, მაგრამ სახლს სულაც არგავდა. ალბათ ლოთები და ბომჟები ცხოვრობდნენ, ვთქვი აღტაცებულმა. - თუ არ მოგწონს უკეთესი იშოვე, ამ ფასში და იყიდე. მითხრა ტანწვრილმა სწერვა ქალმა.ვხვდებოდი რომ ეს ჩემი ერთადერთი შანსი იყო, თანაც ღამდებოდა, მალევე წავედი ბანკიდან ფული გამოვიტანე და ამ სოროს მფლობელი გავხდი,იმასაც გეტყვით ჩემს პატარაზეც ვიფიქრე,იქ ვერ დავიძინებდით, ეს შუძლებელი იყო.ამიტომ სანამ დავალაგებდი და ცოტას გავარემონტებდი ლიზიკოსთან დავრჩი. ბევრი იყო ზარები დედისგან, რომელიც მწარედ დავაიგნორე. ბოლოს ნაცნობი ნომრიდანაც გაისმა ზარი. ნიკამ ხმაც არ ამომაღებინა ისე მომმართა: დღეს არ მეცალა და ვერ გამოგიარე, ხვალ წავალთ აბორტზე და მზად იყავი სახლში მოგაკითხავ ! -შემეშვები შენ თუ არა ? ბიჭო! პოლიციას ნუ ჩამარევინებ ამ საქმეში. ბავშვი ჩემშია, ჩემია და ვერავინ წამართმევს დედობის უფლებას.გესმის ?! უკვე ძალიან გვიანია 3თვისა და სამი დღის ვარ. ვის გაუგია ამ დროს აბორტი ? სრულ ჭკუაზე თუ ხარ ? ტელეფონი გამითიშა, ვიცოდი სადაც შემხვდებოდა ამას კარგად არ დამისრულებდა და მაინც გამამწარებდა.... მე უკვე მიყვარდა ჩემი შვილი რომელიც ხშირად მაიმედებდა ფეხების ფართხალით , ის უკვე ჩემი ცხოვრება იყო, ნიკასსადმი ჩემი გრძნობა თითქოს ბავშვშში გადმოვიდა. სხვა ყველა მძულდა.. * * * დილით უკვე ელიავაზე ვიყავი, საღებავები ვიყიდე, რამდენიმე სანათი და ნათურები. ახალი ავეჯიც. ფული არასოდეს მაკლდა მამაჩემის ერთადერთი შვილი ვიყავი და განებივრებულიც მერქვა, ანაბარიც მქონდა დაბადებიდან ვიცოდი რომ არ გამიჭირდებოდა მატერიალურად, მმაგრამ არ ვიცოდი სადამდე მეყოფოდა ჩემი დანაზოგი. * * * შევაღე კარი სოროსი, რომელსაც უკვე ჩემი სახლი ერქვა. ობობები უბრალოდ ზიზღს მგვრიდნენ. ყველაფერი გავიტანე სანაგვეზე, მათ შორის ორი ძველი კარადაც რომელიც არაფრის მომცემი იყო. იატაკი მოვწმინდე, უბრალოდ ნათელ და მხიარულ ცისფერსა და სალათისფერში შევღებე ორი ოთახი, დავამაგრე სანათები და ნათურები. მუშებს საწოლი და სხვა საჭირო ავეჯი ამოვატანინე და მივხვდი რომ ჩემი სახლი სულაც აღარ იყო სორო. მეამაყებოდა რადგანაც მართლაც ბევრი ვიწვალე. მეორე დღეს ლიზა დედასთან გავგზავნე და ყოველივე ჩემი მომიტანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.