შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ! (3)


28-08-2015, 19:51
ავტორი მარუშკა
ნანახია 3 690

-თვითმფრინავის დაჯდომა მგზავრებმა თითქმის ვერ გაიგეს და პილოტი მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს. აეროპორტუს გასასვლელთან ნინემ და გიგამ დაინახეს წარწერა Summer camp. ორივე მაშინვე იმ წარწერისკენ გაეშურა. ჯანიანმა კაცმა სიტყვა წარმოთქვა.
-მოკლედ ბავშვებო, მინდა გითხრათ რომ თქვენთვის ისიც დიდი მიღწევაა რომ ახლა აქ დგახართ და მისმენთ. ესეიგი თქვენ წარმატებით ჩააბარეთ საზაფხულო ბანაკის ტესტები და შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ ზაფხულით. განაწილდით ოთხად და ავტობუსებში. სწრაფად თუ შეიძლება.
მალე დაეწყვნენ ბავშვები და უფროსმა ისინი ავტობუსში აიყვანა.
-მაგარია არა? ჰკითხა გიგამ ნინეს, მას შემდეგ რაც ავტობუსშიც გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ.
-ხოო, ლამაზია აქაურობა.
-არა ჩვენზე გეუბნები.
-მაგარი, რა?
-ყველგან ერთად რო ვხვდებით. იქნებ კოტეჯშიც ერთად მოვხვდეთ.
-იქნებ რა შუაშია? შენ და ილო მაგ პრობლემასაც მოაგვარებდით.
-კარგია ცრუ წარმოდგენა რომ არ გაქვს ჩემზე.
-სიმართლე თუ გინდა ჯერ არანაირი წარმოდგენა არ მაქვს შენზე. სულ 6 საათია რაც გიცნობ.
-მე კიდე დიდი ხანია კარგად გიცნობ.
-მართლა?
-კი. დიდი ხანია თვალს გადევნებ და...
-თუ შეიძლება სიჩუმე! ახლა წავალთ ადგილას სადაც დავბანაკდებით, სადაც კოტეჯებში გადაგანაწილებთ. იცოდეთ რომ ეს ბანაკი შეიქმნა ურთიერთობებისთვის, და ჩვენთან პრობლემებს იოლას ვაგვარებთ. ნახეთ ხელშეკრულება. ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო, თქვენი ერთი არასწორი ქცევა და... ფურცელი შუაზე გადახია. ამის გაკეთება მომიწევს. ჩვენი ბანაკის პროგრამაში შედის, ექსკურსიები, შიდა თამაშები, ვარჯიში და ასე შემდეგ. იმედია კარგად გაერთობით.
-მაგარი იქნება არა?
-ხოო. ნამდვილად კარგ დროს გავატარებთ.
-ეჭვიც არ მეპარება.
ბანაკამდე მისასვლელად 30 წუთი დასჭირდათ.
-გოგონები მარჯვნივ, ბიჭები მარცხნივ!
ნინემ შეამჩნია, როგორ ცდილობდა გოგოების ჯგუფი გიგას მოხიბვლას.
-ნინე წერეთელი!
-დიახ!
-გიგა ქისტაურთან ერთად.
გიგას სახეზე თვითკმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა, ნინეს ხელი ჩასჭიდა და უფროსს მიუბრუნდა:
-რომელი კოტეჯი?
-მეათე.
-კაი, ჩვენ წავედით.
-ხომ ხედავ არ ვცდებოდი.
-მერე რა.
ნინეს თვალში არ მოხვდა ერთი საწოლი რომელიც არც ისე დიდი იყო.
-კი მაგრამ...
-მოგვიწევს ერთად დაძინება რადგან იატაკზე წოლას არ ვაპირებ.
-კარგი! შენ თუ არა, მე ვაპირებ.
-რა?
-ხო რა მოხდა. ზაფხულია და ცხელა. საწოლში რომც დავიძინო რა.
-არა, როგორც გინდა.
საღამოს ყველა ცეცხლის გარშემო შეიკრიბა და დაიწყო მხიარულება. ხან სიმღერები, ხან ცეკვები, თამაშები... მეორე დღეს ყველა ყველას იცნობდა. მართალია ზაფხული იყო მაგრამ, წვიმიან ლონდონში არაფერია გასაკვირი როცა მშვიდ ღამეს მოულოდნელად წვიმა წამოვა. იატაკზე წოლა ისედაც მოუხერხებელი იყო მაგრამ, ნინე სასტიკი წინააღმდეგი იყო რამდენიმე საათის წინ გაცნობილ ბიჭთან, ერთ საწოლში, მასთან ერთად ძილზე. მიუხედავად იმისა რომ, იატაკი გაყინულიყო. მეორე დილით ბავშვები სირენებმა გააღვიძეს. გიგა გიჟივით წამოხტა:
-ეს რა ჯანდაბაა?
-არ ვიცი!
-დაუყოვნებლივ ყველა ბავშვი გარეთ!
-გავიდეთ!
-დამაცადე დებილო ჩავიცვა!
-უი ხო.
5 წუთში ყველა კოტეჯი დაცლილი იყო და ბავშვები გარეთ გამოშტერებული სახეებით იდგნენ.
-ბავშვებო 10 წრე დაარტყით ტყეს და ისევ ამ ადგილას მოდით. მერე შეგიძლიათ დაისვენოთ. ბავშვების წუწუნმა დ. უკმაყოფილო ხმებმა გადაფარეს უფროსის ხმა. 10 წრის დარტყმის შემდეგ, გიგა და ნინე კოტეჯში აქოშინებულები დაბრუნდნენ. ნინეს წამდაუწუმ აცემინებდა და ახველებდა. გიგა შეწუხებული უყურებდა გოგონას.
-რატო ახველებ? გამიცივდი?
-მემგონ... სიტყვა ვერ დაასრულა. ისევ ცემინება აუტყდა.
-მომისმინე იატაკზე აღარ დაიძინებ გასაგებია?
-გიგა შემეშვი!
-არ დაიძინებ მეთქი! შენც ჩემთან ერთად დაიძინებ საწოლში. დაწყნარდი, რატო აკანკალდი, შენ რა გგონია, რამეს დაგიშავებ?
-არა, საიდან მოიტანე!
-უბრალოდ კანკალებ.
-აუცილებელია მხოლოდ შიშისგან ვკანკალებდე? უბრალოდ მცივა.
-და ჩაგეხუტო?
-კი...
-ჯერ დავფიქრდები...
-მანამდე მე აბაზანაში შევალ.
-კარგი.
ნინე აბაზანიდან ცხვირაწითლებული გამოვიდა. გიგა მისკენ წავიდა და ცხვირზე აკოცა.
-პატარა გოგო გამიცივდა... დღეს ჩემთან ერთად უნდა დაიძინოს...
-ასე ნუ ლაპარაკობ. გეგონება შენი შეყვარებული ვიყო.
-პატარა გოგო ნუ მე-ტლი-კი-ნე-ბიიი!
-ოო, რა შემჭამე ამ პატარა გოგოთი ვაახ!
-შენ თვითონ არ თქვი?
-ოო, დამანებე თავი რა!
დაუყვირა ნინემ დ. საწოლში მოიკუნტა. გიგას გვერდით მიუწვა და წელზე ხელი მოხვია.
-აბა, პატარა გოგო, იძინებ?
-ამისთვუს გინდოდა ჩემი აქ დაწოლა?
-ხო აბა.
-მე მეგონა იმის გამო რომ უფრო ცუდად არ გავმხდარიყავი.
-ხო ეგეც.
-გიგა სულელი ხარ.
-მადლობა.
ბიჭმა ტუჩები გოგონას ყელს მიაკრო და თავი იქვე დატოვა. ნინეს ესიამოვნა და არაფერი თქვა.
-რატომ არ მეჩხუბები?
გაიკვირვა გიგამ.
-აზრი არ აქვს, შეგიძლია ზუსტად იგივე გააკეთო როცა მეძინება, ამიტომ აზრი არ აქვს.
-უი, რა კარგი იდეა მომაწოდე.
-გიგა!
-ხო კარგი. მიდი დაიძინე. ალერსიანად უთხრა გიგამ.


***
ესეც მესამე თავი) მომიტევეთ თუ პატარაა((❤️




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent