დაუვიწყარი (19)
ბარიდან მალე წავედით, გიორგი აღარ მოგვკარებია..ანასტასიას დაურეკეს,თორემ ლუკა არაფრით მომცემდა წასვლის უფლებას. სახლში მივიყვანე, ჩავეხუტე, მოვეფერე და მანამ არ წავედი, სანამ სახლში არ შევიდა. ვნერვიულობდი. პირდაპირ სახლში წავედი, რატომღაც, არც დალევა მინდოდა, არც ბარში დაბრუნება. უკვე ბნელოდა, შუქები არ ამინტია, ტელევიზორი ჩავრთე ხმაურის შესაქმნელად. ვერ ვიტან აბსოლიტურ სიჩუმეს. სიგარეტს მოვუკიდე და სავარძელში ჩავჯექი. ეკრანს მიშტერებული ვაბოლებდი, არაფერზე ვფიქრობდი. უფრო სწორად, ვცდილობდი გამერკვია რაზე მინდოდა ფიქრი. -თოკო, სახლში ხარ? შემოსასვლელიდანვე დაიყვირა ლუკამ. -კი.. ვხვდებოდი რაზე უნდოდა ლაპარაკი, მისი ლექციების მოსმენის სურვილი არანაირად არ მქონდა.სკამი აიღო, სავარძლის წინ დადო და ჩემს პირდაპირ დაჯდა. -ახლა კარგად მომისმინე. დაიწყო, მაგრამ ტელევიზორის ხმამ ხელი შეუშალა, გამორთო.. -შენ ვინ უნდა მოატყუო. ანა მოგწონს ! -ნუ სულელობ. სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი და ახალი ღერი ავიღე. -თორნიკე, შეგახსენებ რომ მამის საფლავზე დადე ფიცი! მამას, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდა და რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი შეჰპირდი, რომ შურს იძიებდი ! -ვიძიენ ლუკა! ვინ გითხრა, რომ შურისძიება გადავიფიქრე? -თორნიკე, ანასტასია მოგწონს ! მასთან ისევ ის ხარ, ვინც ადრე იყავი ! ძველი თორნიკე შურს არ იძიებს ! გაცხარებული წამოვარდა ფეხზე და ახლოს მოვიდა.. -ახლა, როცა ყველაფერი ასე კარგად მიდის, როცა ყველაფერი დეტალებშია გათვლილი, როცა მიზანი თითქმის მიღწეულია, შენი იდიოტობით არ ჩაშალო.. გაიხსენე, მამის მკვლელია !! ბოლო სიტყვები დაიღრიალა.. მამის მკვლელი.. მამამისმა მამა მომიკლა.. დედაჩემი გააუბედურა.. მეც და ჩემი ძმაც.. ღმერთო, როგორ გავსულელდი.. ან რაზე ვფიქრობდი, როცა ანას სერიოზულად ვუყურებდი.. სიყვარული არ არსებობს თორნიკე! შემოვუძახე საკუთარ თავს. -მართალი ხარ.. ხვალიდან ძველებურად გავაგრძელებ. -აი ეს უკვე მომწონს ძვირფასო ძამიკო.. ნარკოტიკი გაასინჯე უკვე? -მხოლოდ ექსტაზი. -მერე რაღას უცდი? ხვალვე გააჩხერინე.. თან ისე ქენი, რო შეეჩვიოს. მოაწევინე კიდეც. გააფუჭე რა, ეს შენ არ გესწავლება. თავს ვუქნევდი და რატომღაც გული მეკუმშებოდა. საკუთარ ტავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ ანასტაისა მიდგებოდა თვალწინ.. ვხედავდი როგორ კისკისებდა, ვგრძნობდი მის თბილ ჩახუტებას. გემრიელ ტუჩებს. -და მალე ქენი მართლა, ამდენი ხანი ქალიშვილი ცოტა გასაკვირია. -ლუკა, გეგმისთვისაა ასე საჭირო. მერე მუღამი დამეკარგება. და ისე, მეც რამდენი ხანია ნარკოტიკი არ გამიკეთებია. ანაამ სულ გადამავიწყა.. წამოვდექი და ოტახისკენ წავედი შპრიცისა და ფხვნილის ასაღებად.. -ეს უკვე მომწონს. დაამატა ლუკამ. *ანასტასია: რათქმაუნდა მაკამ დაგვიანების მიზეზი მკითხა, მეც არ მოვატყუე. ვერაფერს მეტყოდა, ფიზიკა ხომ არ გამიცდენია. -პროექტის მომზადებას როდის დაიწყებ? ჯანდაბა, მასწავლებელს ესეც უთქვამს. -რავი.. ვნახოთ. -ვნახოთ კიარა, ხვალვე უთხარი შენს პარტნიორს და სახლში დაპატიჟე.ახლოსაც გაიცნობ და წესიერ ადამიანთან გექნება ურთიერთობა..ისეთთან კიარა, ის შავი ბიჭი და ნინი რომ არიან. ნინი. ღმერთო, რამდენი ხანია არ მომიკითხავს. მომენატრა კიდეც. -გეყომაკა. მასთან კამათის თავი არ მქონდა. -რა ხდება? კიბეებიდან მამა ჩამოვიდა, ეტყობოდა აბაზანიდან ახალგამოსული იყო. -მა, სამსახურში არ ხარ? -არა, დღეს მთელი დღეა სახლში ვარ.. ვისვენებ. გამიღიმა და გვერდით მომიჯდა. -აბა, როგორი იყო ფიზიკის გაკვეთილი? უკვე გაიჩინე მეგობრები? ჯანდაბა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? ისე მეკითხებიან, თითქოს სკოლის პირველი დღე იყოს. -სწორედ მაგას ვეუბნებოდი. პასუხი არ მაცალა მაკამ -პროექტი დაუვალებია პედადოგს და ვურჩიე, პარტნიორი სახლში დაეპატიჟებინა და აქ მოემზადებინათ ყველაფერი.. -არაჩვეულებრივი აზრია. სახე გაუნათდა მამას. -ხვალვე მოიყვანე, შუადღის შემდეგ სახლში ვარ და მეც გავიცნობ.. ვნახავ, როგორი ბავშვები დადიან იქ, ამბებსაც გამოვკითხავ.. მამას უარს ვერ ვეტყოდი.. თავი დავუქნიე და წამოვდექი.. -საით მიდიხარ ქალბატონო? მკითხა მაკამ.ალბათ ეგონა, ოთახში თორნიკე მელოდებოდა. -სამზარეულოში, არ შეიძლება? უხეშად ვკითხე, უკვე მაღიზინებდა. თავი დამიქნია. კედელს როგორც კი მოვეფარე, ტელეფონი ამოვიღე და ნინის მივწერე. „ნინიიი” “ვაიმე, გაგახსენდიიიი?” პასუხი არ დაუგვიანებია, გამიკვირდა.. ყოველთვის აგვიანებს ხოლმე. „ბოდიშიიი.იმდენი რამე მაქვს მოსაყოლიი!“ „ჰოოო?? ძალიან კარგი, არ ვიცოდი რა მექნაა.. სადმე გავიდეთ..“ „ახლა?“ „ჰო, აბაა??“ „გვიანია და არ გამომიშვებენ.„ „კარგი ჰოო, ხვალ მაშინ..“ „კარგიიი.. ოღონდ ადრეე.” “რატომ?” “ხვალ მოგიყვებიი” “კარგი გელოდები” აღარ მიმიწერია, მაცივარი გამოვიღე და ჭიქა წვენით გავავსე.ჯანდაბა, როგორ არ მინდოდა იმ იდიოტი ბიჭის სახლში მოყვანა. თოკოსაც უნდა ვუთხრა რომ ხვალ ვერ ვნახავ.. ჯანდაბა! „თოკო...“ პასუხს ველოდებოდი, მაგრამ არ მწერდა.. ალბათ არ ეცალა, არაუშავს, ნახავს და მომწერს.. ჯერ არ მეძინებოდა, ამიტომ მამასთან გავედი.. სავარძელში იჯდა, რაღაცას უყურებდა, მის გვერდით მოვკალათდი და მივეხუტე.. -ანა, სიგარეტის სუნი გაქვს? მკითხა, როცა თავზე მაკოცა.. სახე ამეშალა, ავნერვიულდი.. გონებაში ქარიშხალი დატრიალდა, ენა დამება.. ვერ მივხვდი რა მეპასუხა, უბრალოდ გავშეშდი. -იქ ეწევა ალბათ ვინმე. მაკა. გადამარჩინა.. -ჰო, ერთი გოგო ეწევა.. ერთად მოვედით სახლამდე და ალბათ მისგან ამყვა. ღრმად ვსუნთქავდი, საშინლად ავნერვიულდი.. -შენც ხომ არ ეწევი შემთხვევით? სიცილით მკითხა, მეც ავყევი. -ეგრე ცუდად მიცნობ მა? -არა, არა ჩემო გოგო. ისევ მიმიხუტა და კვლავ მაკოცა შუბლზე. -ოღიონდ გთხოვ, დღეს დაიბანე. ისევ სიცილით მითხრა, ემც სიცილით დავუქნიე თავი. უკანა ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა. წამოვდექი, ვიცოდი ვინც იქნებოდა, ამიტომ არ მინდოდ მამას მესიჯი დაენახა.. „ბოდიში პასუხი დაგიგვიანე. რახდება?” ღიმილით ავკრიფე ტექსტი. „ისეთი არაფერი, უბრალოდ ხვალ ვერ გნახავ.„ „და ეგ ისეთი არაფერიაა??? რატოოოო? „ ღმერთო, ღმერთო, ღმერთო... როგორ გამახარა ამ სიტყვებმა.. ჩემი ნახვა უნდოდა. „მოიცა პატარავ, დაგირეკავ..“ მომწერა, სანამ ტექსტს გავუშვებდი.. სააბაზანოში გავედი სალაპარაკოდ. -რა ხდება პატარავ, ხო მშვიდობაა? ნერვიულობდა. ვერაფერი ვუპასუხე, უბრალოდ ვიღიმოდი.. -სად წახვედი სიხარულო, არ გესმის? სიხარულო ! ახლა მართლა ცუდად გავხდი.. ერთმა სიტყვამაც საოცარი ჟრუანტელი გამოიწვია ჩემში.. ისევ დებილივით ვიღიმოდი და მერეღა გავაანალიზე ის, რომ თორნიკე ტელეფონში ჩემს სახელს ყვიროდა. -აქ ვარ, აქ.. დამშვიდდი. -რა ხდება ანა, ვნერვიულობ. ისევ უნდა გავშტერებულიყავი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.. -არაფერი ისეთი.. მასწავლებელმა პროექტის შესახებ უთხრა ძიძას და აიტეხეს შენი პარტნიორი ხვალ სახლში დაპატიჟეო და ამბები.. -ის ბიჭი თუ ვიღაც? -ჰო. ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა. -გაბრაზდი? ვკიტხე შეშინებულმა. -არა არა, პატარავ, შენ რა შუაში ხარ.. ვფიქრობ რაღაცაზე..მისმინე, იციან ეგ ბიჭი ვინ არის ან როგორ გამოიყურება? -არა, რაიყო? -არაფერი სიხარულო, უბრალოდ ხვალ ორი საათისთვის, შენს კარს შავი ბიჭი მოადგება. დიდი სათვალითა და თეთრი პერანგით. ასევე შავი გამოწკეპილი შარვლით. დაამატა სიცილით. -თორნიკე, ხუმრობ? -არა პატარავ, სიგიჟემდე მინდა შენი ნახვა. უკვე მენატრები.. ისევ გავშტერდი. -თორნიკე.. -გისმენ, ჩემო ანგელოზო. -მე.. მე შენ ძალიან, ძალიან, ძალიან. -მეც ჩემო სიხარულო, მეც მენატრები. გამაწყვეტინა.. გული დამწყდა, მაგრამ ასეც იყო საჭირო.. *თორნიკე: გული საგულეში ვერ დავატიე, როცა მივხვდი რის თქმასაც აპირებდა..სუნთქვა გამიხშირდა.. როგორ მინდოდა ეთქვა, მაგრამ ჯერ ადრე იყო. ამიტომაც გავაჩერე. ღმერთო, ლუკა მართალია. ასე გაგრძელება არ შეიძლება.. მოიცა,ანასთან სახლში უნდა მივიდე? -ან.. მამაშენი იქნება? -კი, მამაჩემიც და ჩემი ძიძაც. გაცნობა მინდა, მაინტერესებს როგორი ბავშვები არიანო. მე მას შევხვდები ! ბერიძეს თვალებში ჩავხედავ ! -კარგი სიხარულო, ახლა უნდა წავიდე და ხვალ გნახავ.. იმედი მაქვს პროექტს მისაღებში არ მოგვამზადებინებენ და არ დაგვაკვირდებიან.. სიცილით დავამატე ბოლო წინადადება.. -არა, არა.. ჩემს ოთახში. მაცდური ტონით მითხრა და გადაიკისკისა.. -Perfect.. წავედი ახლა და ძალიან, ძალიან ბევრს გკოცნი მაგ უგემრიელეს და უსაყვარლეს ტუჩებზე. -მეც თორნიკე. ტელეფონი გავთიშე. -ლუკაა ! თეთრი საროჩკა, დიდი სათვალე და შავი შარვალი მჭირდებაა! დავიყვირე და მასთან გავედი ახალი გეგმის მოსაყოლად.. *ანასტასიამ: -ანუ, შენ თორნიკე აბაშიძის შეყვარებული ხარ? მკითხა ნინიმ, როცა ყველაფერი მოვუყევი.. -დიახ. ამაყად ვუპასუხე, გაშტერებული მიყურებდა.. -და შენ იცი რომ მას შეყვარებული არასდროს ყოლია? -მართლა? გამიკვირდა. -სერიოზული ურთიერთობები ვიგულისხმე.. ყველა გოგო ბეზრდება. ერთ კვირაზე მეტხანს მგონი არავისთან ყოფილა.. მოიცა, რა ერთი კვირა, სამი დღეც მაქსიმუმია. გაიცინა და მე შემომხედა. -ანუ.. ანუ მე? სიხარულისგან დავიბენი, დებილივით ვიღიმოდი.. -ყოჩაღ მეგობარო. ისევ სიცილით მიპასუხა და ყავა მოსვა.. -იცი როგორი თბილი და საყვარელია? -თბილი და საყვარელი? აჰაჰაჰა. ამან უფრო მეტად გააცინა.. -ანა, რა უქენი? დაალევინე რამე? იმ გოგონებმაც კი, ვინც ერთი ღამით უგორდება ლოგინში იციან, რომ მისგან სექსის მეტს ვერაფერს მიიღებენ.. მაგრამ ყველა ამბობს, რომ დილით ყველას ეხუტება და კოცნის. სიამოვნებს, როცა იცის რომ მასზე გიჟდებიან.. ნინის გაოგნებული ვუსმენდი. ის, ვიზეც ნინი ლაპარაკობდა, ჩემი თორნიკე არ იყო. ჩემი შავი ბიჭი თბილი და მოსიყვარულეა. ვგრძნობ რომ ჩემზე ზრუნავს და ყოველთვის დამიცავს. -მოიცა, არ მითხრა, რო შენთან ნარკოტიკიც არ გაუკეთებია. -ალბათ აბებს გულისხმობ, ჰო? -არა მარტო..ნემსით.. ყველამ იცის, რო ნარკომანია. ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები შუბლზე ამივიდა. -თორნიკე?? -ანა, მგონი სხვა და სხვა ადამიანზე ვლაპარაკობთ.. ნინი მართალი იყო.თორნიკე ჩემთან სულ სხვაა.. არანაირი ნარკომანი.. ჩემთან არც ეწევა ხოლმე.. მარტო მკოცნის და მეფერება. -ისე, მართლა რა უქენი? ორ კვირაზე მეტია ხვდებით და არანაირი სექსი? თავი გავაქანე, გაოცებული ვიყავი. რამდენიმე წუთით ორივე გავჩუმდით. ვიცოდი, რომ ნინიც იმაზე ფიქრობდა, რაზეც მე.. რატომ? რა მაქვს ასეთი განსაკუთრებული? არც ნორმალური კოცნა ვიცოდი, არც არაჩვეულებრივი სექსი. -მოკლეთ, მეგობარო, არ ვიცი ასეთი რა უქენი, მაგრამ ის აშკარაა, რომ ნამდვილად შეცვალე.. -ხვალ იცი რა უნდა ქნას? სკოლის მოსწავლისავით უნდა გამოიწკიპოს და ჩემთან მოვიდეს.. სიცილით ვუთხარი.. -ჰაა?? მეხუმრები? -არაა.. ფიზიკაში დამაწყებინეს მომზადება, ხოდა პროექტი მოგვცეს და არ მიშვებენ არსად.. სახლში მოიყვანე პარტნიორი და ერთად გააკეთეთო.. ხოდა თორნიკემ მე ვიქნები შენი პარტნიორიო. -აუ ანა, ნობელის პრემიას გადმოგცემ.. გემრიელად იცინოდა, მეც მეცინებოდა და თავში სულ ის აზრი მიტრიალებდა, რომ შევცვალე.. არ ვიცი ეს როგორ მოვახერხე, მაგრამ აშკარა იყო რომ ჩემთან სულ სხვა ადამიანი ხდებოდა.. მიხაროდა.. ტელეფონი აზუზუნდა.. -თორნიკე.. ღიმილით ვუთხარი ნინის და ვუპასუხე.. -რას გავს ეს, მისის ბერიძე? პასუხისმგებლობა საერთოდ არ გაგაჩნიათ ! ამხელა პროექტი გვაქვს მოსამზადებელი და არ უნდა გაიგოთ რას აკეთებს თქვენი პარტნიორი? -თორნიკე, კარგად ხარ? სიცილით ვკითხე.. -აჰ, ახლა დაგაინტერესათ? რათქმაუნდა ცუდად ვარ, ღმერთო, რა დავაშავე? ასეთი ლამაზი, გემრიელი, საყვარელი და თბილი პარტნიორი რატომ გამომიგზავნე?.. გამეღიმა. -დებილი ხარ აბაშიძე. -ვიცი ჩემო სიხარულო, შენთან სულ ჭკუას ვკარგავ ხოლმე.. -ანა, რა სახე გაქვს იციი?? სიცილით მითხრა ნინიმ და ხარხარი ატეხა.. მაგრამ ეგ სულ არ მაინტერესებდა, ღიმილით ვუსმენდი ჩემს ბიჭს, რომელიც კონპლიმენტებითა და ლამაზი სიტყვებით მანებივრებდა.. -თორნიკე, ავწითლდი. ვეღარ მოვითმინე და გავწყვეტინე.. -არაუშავს პატარავ, ჩემი წითელუკა იქნები.. -გეყოოოოოო. მართლა ზედმეტი იყო, ცოტაც და ვიკივლებდი მიყვარხართქო.. -კარგი, კარგი, სიხარულო.. მითხარი როდის მოვიდე.. -ახლა ნინისთან ერთად ვარ, ნახევარ საათში სახლში ვიქნები და მოდი. -სად ხარ? მოგაკითხავ. -სთარბაქსში ვართ. -კარგი, ოღონდ დამპირდი, რომ არ დამცინებ.. -აჰაჰ, სასაცილო ხარ? -საკუთარ თავს ვერვიტან ! თმები მილაპლაპებს.. გემრიელად გადავიხარხარე. -ერთი სული მაქვს. -მე კიდევ ერთი სული მაქვს როდის გაკოცებ.. ისევ გავშტერდი. -მეც. -და ან.. წვერიც გაპარსული მაქვს. -ჩემს გამო? -დიახ.. და მანქანით მოვალ, მოტოციკლით ცოტა უხერხულია. ტელეფონშიც კი ვგრძნობდი მისი სიცილის ვიბრაციას. -კარგი, გელოდები. ვეღარაფერი ვუთხარი.. -რო მოვალ მოგწერ და გამოდით, ჩემო ლამაზო.. -კარგი. ტელეფონი გავთიშე.. -ნიიინ, მიყვაააარს ! ვიყვირე. -ეი, ეეი.. ჩამოფრინდი პრინცესა.. რაო? -ჩემო ლამაზოო, ერთი სული მაქვს როდის გაკოცებო და ჩემს გამო წვერი გაიპარსა,ნინიიიიი.. -ანა, ნუ ყვირი. სიცილით მითხრა. ხელები სახეზე მოვიკიდე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ვკისკისებდი.. ************************ „პატარავ გელოდები” -ააა, მოვიდააა ! ვიყვირე, წამოვხტი და ჩანთას ხელი დავავლე. -აუ, ეს ვერარი.. მიდი, მიდი. სიცილით მითხრა და გადამკოცნა.. -რა მიდი, შენც წამო.. გაგიყვანთ. -არ მინდა, იდილიას ვერ დაგირღვევთ. -აუ, წამო რა.. თან შეხედავ და მეტყვი რას ფიქრობ დიდხნიანი წუწუნის შემდეგ ნინი დავითანხმე. ბარიდან გავედით, თორნიკეს თვალებით დავუწყე ძებნა.. „მარცხნივ პატარავ, მანქანიდან ვერ გადმოვალ.” მარცხნივ გავიხედე. -აუ, ნინი ფხუკუნით ვუთხარი. -რა? -დამპირდი, რო არ დაცინებ.. -ვაიმე, სადარიი? თითით შავი „Range rover”-ისკენ გავახედე.. რთული შესამჩნევი არ იყო თორნიკეს მართლაც მოლაპლაპე თმები.. პატარა ბავშვს გავდა.. თმები გადაევარცხნა და რაღაცით დაეტ....პებინა თავზე.. გეგონებოდათ პირველკლასელია სკოლის პირველ დღესო.. ნინიმ ისტერიკული ხარხარი ატეხა, მეც მეცინებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი.. -წამო და ჩუ, ცოდოა. სემს მანქანასთან მისვლამდე ვამშვიდებდი, მაგრამ მაინც იცინოდა.. -ვიცი, ვიცი, საშინელება ვარ. თორნიკემ კარი შიგნიდან გაგვიღო.. მე წინ დავჯექი, ნინი უკან მოტავსთდა.. სარკეში თორნიკეს უყურებდა და ფხუკუნებდა.. -არ მითხრა, რომ ჩემი ამაზრზენი გარეგნობის გამო, არ მაკოცებ.. საწყლად გამომხედა. -დამშვიდდით მისტერ აბაშიძე, ისეთი საყვარელი და ბუნჩულა ხართ, მთელ სახეს დაგიკოცნით. გაეღიმა, ნინის გახედა. -მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას.. გაიცინა, ტელეფონი ამოიღო.. -მოდი აქ. ხელი ნიკაპზე მომადო და სახე დამიჭირა, ნაზად მაკოცა.. პირობა შევუსრულე და მთელი სახე დავუკოცნე.. ჯერ ნინიდავტოვეთ მერე მანქანა ოდნავ მოშორებით გავაჩერეთ. თორნიკემ უჯრა გამოაღო და სათვალე გამოიღო. -აბა, მიხდება? მკითხა და სათვალე გაიკეთა.. -ორი ზომით დიდი გაქვს.. დავცინე, გავაჯავრე.. -ვიცი. თვალები დააწვრილა, მერე მანაც გაიცინა. სახლამდე მიხუტებულები მივედით. -ანა, ვნერვიულობ. მითხრა, როცა ზარის ღილაკს დავაჭირე.. -რატომ? სიცილით ვკითხე. -აუ, რავი. თან ეს შარვალიც საშინლად მიჭერს.ეს ფეხსაცმელები ხო საერთოდ, იმხელა წვეტიაქვს. რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ გაჩერდა.. -გეყო თორნიკე, დღეს წესიერი ბიჭი ხარ.. სიცილით დაამშვიდა საკუთარი თავი და ლოყაზე მაკოცა.. კარი მაკამ გაგვიღო.. *თორნიკე: ვგრძნობდი ძიძის დაჟინებულ მზერას, აშკარად მიხვდა ვინც ვიყავი, მაგრამ ეს სულ არ მადარდებდა. ვახტანგს ვეძებდი. აი ისიც ! სავარძელში იჯდა და გაზეთს ათვალიერებდა. ჩვენს დანახვაზე წამოდგა, ჩვენსკენ წამოვიდა. სუნთქვა ამიჩქარდა.. ის ზიზღი, რასაც ამ კაცის მიმართ ვგრძნობდი, ორგანიზმში ვერ მეტეოდა. ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამომართვა. თვალებში დავაკვრიდი..მაინტერესებდა რაიმეს თუ ამოვიკითხავდი..გამიკვირდა, როცა ღრმა თვალები აღმოვაჩინე.. მაგრამ მაინც, ეს მკვლელის თვალები იყო! მკვლელის, რომელიც მალე მე თვითონ გავხდებოდი.მას მოვკლავდი ! მამაჩემის საფლავზე გამოვჭრიდი ყელს ! ზიზღმა ყველა გრძნობა გადაფარა.. დამავიწყდა ის თბილი შეგრძნებები, რასაც ანასტასიასთან ვგრძნობდი.. ყველაფერი აირია, აიბურდა.. ერთადერთი, რისი სურვილიც მტანჯავდა, ამ კაცის მოკვლა იყო ! აბა გელით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.