შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Jeans (I ნაწილი)


28-08-2015, 23:32
ავტორი once upon
ნანახია 5 127

თოვლის მსხვილი ფანტელები, ცარიელ სკვერში მჯდომ, სიცივისგან მობუზულ გოგონას უსწრაფესად ეცემოდნენ და შავ ქუთუკს თეთრად უღებავდნენ.
სახეზე ლურჯი დაჰკრავდა, კანკალებდა, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვროდა.
სიცივე მთელს ძვალ-რბილში აჯდა თუმცა ადგომა არ უნდოდა.
არ იცოდა სად წასულიყო. შეიძლება წასასვლელი ბევრი ჰქონდა, მაგრამ იმ წამს, იმ სკვერში ჯდომას არაფერი ერჩივნა.
ფანტელებს უყურებდა და უნებურად ეღიმებოდა.
რამდენი წელი იყო, თბილისში აღარ მოეთოვა.
ულამაზესი იყო, თითქოს ახალგაზრდა, ნახევრად გაძარცვული ხეები, შემორჩენილ ფოთლებში ნელ-ნელა ჭაღარა რომ ეპარებოდათ.
თოვდა...
ფანტელები უფრო სწრაფად ეცემოდნენ მიწაზე და უფრო და უფრო იზრდებოდნენ. მალე ბარდნა დაიწყო, ის კი ადგილიდან არ იძვროდა. ისევ ისე იყო მობუზული და ისევ ჰქონდა სახეზე უნებური ღიმილი აკრული.
ყურსასმენები ეკეთა, თუმცა არაფერს უსმენდა. იმ წამს სიჩუმე მისთვის ყველაზე ლამაზი მუსიკა იყო.
მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო, თუმცა აღარ კითხულობდა.
გარემოს თვალიერებით ისე გაერთო, რომ ძლივს შენიშნა როგორ დაჯდა მის გვერდით ვიღაც. ყურადღება არ მიუქცევია მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაუკვირდა და ჩვეულად განაგრძო თოვლის ფანტელების ყურება.
-რამდენი ხანია არ მოუთოვია, არა? - გაისმა ბიჭის ღიმილნარევი, ოდნავ ბოხი ხმა. გოგონას გარემოსთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა, ჰოო.
ხანგრძლივი სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია.
'უცნაურიაო' ჩაილაპარაკა თავისთვის, თუმცა გოგონას ყურებს ეს სიტყვა არ გამოპარვიათ.
-რა? - ჰკითხა და პირველად შეხედა სახეში.
-მე მგონი მიყვარხარ! - წამოიძახა აღფრთოვანებულმა ბიჭმა. გოგოს სახეზე ღიმილმა გაჰკრა, ვის გადავეყარეო და ჰკითხა:
-მგონი?
-არა, უკვე ზუსტად ვიცი, მართლა მიყვარხარ! - სიცილით თქვა ბიჭმა.
-რატომ?
-რა ვიცი, ლურჯი თმა გაქვს და. - გოგონას სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაჰკრა. გაიფიქრა ამას თბილისის ყველა ლურჯთმიანი თუ უყვარს, კარგად ჰქონია საქმეო.
-რა იყო, რანაირად მიყურებ! - ჩაეძია ბიჭი.
რატომ უნდა მოეტყუებინა? პირდაპირ ის უთხრა რაც გაიფიქრა.
ბიჭს გაეცინა.
-ბევრს კი აქვს, მაგრამ შენ მართლა გიხდება. - სიცილს მოჰყვა გულწრფელი ღიმილი და უარესად გაკვირვებული გოგონა.
წიგნი დახურა და წამოდგომა დაპირა, თუმცა ხმამ ადგილზე დააბრუნა.
-ნუ მიდიხარ, შენს ერთადერთ სიყვარულს ასე მიატოვებ? -გოგომ ვეღარ მოითმინა და ხმამაღალი სიცილი წასკდა.
-სამწუხაროდ კი.- უთხრა თუმცა ადგილზე დაბრუნდა.
-საინტერესოა, რას კითხულობს ამ დროს, ყინვაში, ლურჯთმიანი გოგონა?
-წიგნს.
-არ გადამრიო! - ხმაში ირონია შეეპარა ბიჭს. სკამზე წამოიწია და გოგონას პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. - გიყვარს კითხვა? - გოგომ ნელა დაუქნია თავი.
-მეც მიყვარს! - გაიღრიჭა ბიჭი. -ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები, ხომ ხედავ!
-აშკარად. - გაეღიმა გოგონას.
-გინდა შენს შესახებ სიმართლე მოისმინო? - რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ისევ ბოხმა ხმამ დაარღვია.
თოვლის ცქერით გართული გოგონა კი რომელიც კითხვას სულაც არ ელოდა, დაფრთხა და ძლივს უთხრა: რა სიმართლეო.
-რა და ის რომ ლურჯთმიანი გოგონების უმეტესობა წიგნებს არ კითხულობს, შენ კითხულობ.
-ბევრ ლურჯთმიან გოგონას იცნობ? - თვალები გადაატრიალა გოგომ.
-კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ ზუსტად ვთქვა, ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები, უკვე ეჭვიანობ კიდეც! - სიჩუმეში ისევ ხმამაღლა გაისმა ბიჭის სიცილის ხმა. - კარგი, გავაგრძელოთ. - დააყოლა გოგონას გაბრაზებული სახის დანახვისთანავე. - ლურჯი თმა რომ გაქვს ესეიგი განსხვავებული ხარ. მე კი ძალიან მომწონს განსხვავებული ადამიანები. არ გიცნობ, თუმცა ზუსტად ვიცი რომ რამე იშვიათი სახელი გქვია, ვიმედოვნებ ეს ლამზირა არ არის. - სიტყვებს ისევ სიცილი მოაყოლა და გააგრძელა: - ის რომ ღამის 2-ზე სიცივეში ზიხარ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ წასასვლელი არ გაქვს. უბრალოდ არსად წასვლა არ გინდა. გინდა რომ აქ იჯდე. კიდევ გინდა რომ შეგეშვა, თუმცა სამწუხაროდ ამას არ ვაპირებ.
წარბაწეული, სასიამოვნოდ გაუცებული უსმენდა ლურჯთმიანი ბიჭს და უნებურად ეღიმებოდა.
მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა: "საიდან მიცნობს?"
-კარგი, მორჩი! საიდან მიცნობ.
-კარგი, რა, მთავარს ახლა ვიწყებდი! 11 საუკეთესო მეგობარი საკმაოდ ბევრია იმისთვის რომ ეხლა აქ იჯდე, მაგრამ შენ მაინც ზიხარ! თუ გინდა ბიოგრაფიული შტრიხებიც... - ცინიკურად გაეღიმა ბიჭს. - გინდა? კარგი, ემა მელიქიშვილი, დაიბადე 1997 წლის 18 თებერვალს სწავლობ....
-საიდან! - წამოიყვირა ემამ.
-იმაზე პატარაა ნუცუბიძე ვიდრე მე და შენ გვგონია! - გაუღიმა, ლოყაზე სწრაფად აკოცა და გაერიდა, თუმცა შორიდან მაინც გაიგო ხმა.
ძალიან მიყვარხარო ყვიროდა.
***
იმ დღეს სახლში არ ასულა, ელენესთან წავიდა. მიუხედავად იმისა რომ ღამის 2 საათი იყო, ზუსტად იცოდა, საუკეთესო მეგობარი სიხარულით მიიღებდა.
გაოცებული, შეშფოთებული და გაკვირვებული იყო მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ნუცუბიძეზე მისი სამეგობრო უბრალოდ "სამეგობრო" არ იყო. იმდენნი იყვნენ და თან ისეთი მეგობრობა ჰქონდათ რომ ყველა იცნობდა და სულაც არ იყო ძნელი ამ სამეგობროს ერთი ლურჯთმიანი წევრის სახელის და გვარის გარკვევა. ემამ ბიჭი გონებაში "გიჟ არანორმალურად" შერაცხა და ის "შეყვარებაც" ამას მიაწერა, შემდეგ კი ტკბილად დაიძინა.
დილით საშინელმა ყვირილმა გააღვიძა.
ელენე ფანჯარასთან იდგა, თან წიოდა და ცეკვავდა.
საშინლად გაბრაზებულმა ლურჯთმიანმა მხოლოდ ის მოახერხა რომ ეკითხა: რა სიკვდილი გჭირსო.
-გოგო თოვს! - კისკისით უთხრა ელენემ. - მიდი ადექი, ჩაიცვი. მე ნიკასთან დავრეკავ და ყველას შეყრის, ვიგუნდაოთ!
იცოდა ემამ როგორ უყვარდა ელენეს თოვლი, თორემ გაღვიძებას არაფრით არ აპატიებდა.
15 წუთში თერთმეტივე ელენეს კორპურსთან იდგა.
ზოგს-უხაროდა.
ზოგს-სციოდა.
ზოგს-არაფერი არ უნდოდა საერთოდ.
მაგრამ მთავარი ის იყო რომ თერთმეტივე იქ იდგა.
როდესაც ერთი წამოიჩივლებდა, როგორ ყინავსო, ზოგი შეუერთდებოდა, ზოგი გაიცინებდა, ზოგი კი გუნდას გაამზადებდა უარესად რომ გაეყინა.
მანამ არ დაწყნარდნენ, სანამ მთელი ნუცუბიძე არ გააღვიძეს.
სულ ასე იყო, სულ გიჟობდნენ, ხმაურობდნენ და მანამ არ ჩერდებოდნენ სანამ ყველა კორპუსის ყველა მცხოვრები არ გაიღვიძებდა და არ დაიჩივლებდა, აი, ისევ ის თერთმეტიო.
-წავედით ჩემთან რა, ცივა. - თქვა ლუკამ და ყველა თავის სახლში აიყოლა.
ლუკას სამეგობროში ყველაზე დიდი სახლი ჰქონდა და ამიტომ უყვარდათ მასთან ასვლა. წესიერად მაინც ეტეოდნენ.
თუმცა სახლს მათთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა. შეეძლოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ყოფილიყვნენ თუ იცოდნენ რომ ერთ-ერთ მათგანს რამე სჭირდებოდა.
თუნდაც, ელენეს თოვლისადმი უდიდესი სიყვარული. 12 საათზე, შაბათ დღეს, არც-ერთს არ ეხალისებოდა ლოგინიდან ადგომა და პირდაპირ საგუნდაოდ წასვლა, თუმცა იცოდნენ როგორ ძალიან უყვარდა მათ საუკეთესო მეგობარს თოვლი და ვერ 'გაუტეხავდნენ'.
-ემა, რა გჭირს? - ჰკითხა ნიკამ როდესაც ფიქრებში იყო ჩაძირული.
რა სჭირდა? თავადაც არ იცოდა. უბრალოდ ხომ არის ხანდახან მომენტი, როცა არავინ და არაფერი არ გინდა, მათ შორის საკუთარი თავიც. ჰო და თავადაც ზუსტად ასე იყო.
ქუჩაში გამოვიდა და უაზროდ დაიწყო სიარული.
საშინლად არ უნდოდა სახლში.
იმდენი ჰქონდა სასწავლი მაგრამ არ უნდოდა-და...
-შენი სახლი მაქეთ არ არის. - გაიგონა ბიჭის ოდნავ ბოხი ხმა და რომ შებრუნდა, ის "გიჟი და არანორმალური" დაინახა, წინა ღამით 'სიყვარული რომ აუხსნა'.
-რა გინდა? - ჰკითხა გულწრფელად.
ბიჭმა გაუღიმა და ნაბიჯი აუწყო.
-შენი მეგობრები როგორ არიან? - ბიჭს ხმაში ირონია შეეპარა, ამან ლურჯთმიანი უფრო გააკვირვა. კითხვა გაუმეორა და პასუხს დაელოდა.
-რა მინდა? რა ვიცი რა მინდა, გიჟი კი არ ვარ ქუჩაში გამვლელს რომ ველაპარაკები. - გაეცინა.
ემამ გაიფიქრა, ეს სულ როგორ იცინისო.
-ზუსტად ეგ ხარ. - დაუდასტურა.
-შეიძლება, შენ კიდევ ლამაზი ხარ. - გოგონას ოდნავ გაეღიმა.
-შეიძლება. - უთხრა ორაზროვნად.
-გაინტერესებს ხო, რატო აგეკიდე?
-მაგის თქმას არ აპირებ და... - ირონიულად გაეღიმა ლურჯთმიანს.
-ლამაზთან ერთად ჭკვიანიც ყოფილხარ! - გაეღიმა ბიჭს.
ემა მიხვდა რომ თავის კორპუსთან იდგნენ. უნდა გაკვირვებოდა, თუმცა აღარაფერი უკვირდა.
-პატარაა-თქო ნუცუბიძე, ხომ გითხარი. - გაიღრიჭა ბიჭი. ისე უცებ აკოცა ლოყაზე რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო და შემდეგ დააყოლა: არ დაგავიწყდეს, ძალიან მიყვარხარო.
ემამ გაიფიქრა, ეს ვის გადავეყარეო და უცებ შეხტა სადარბაზოში, შემდეგ კი კიბეები აიარა სახლისაკენ.
***
კარი დედამისმა გაუღო, სახეზე დაეტყო რომ საერთოდ არ გაუხარდა ქალიშვილის დანახვა და სახლში შეუშვა.
-სად იყავი გუშინ? - ჰკითხა ისე თითქოს პასუხი არ იცოდა.
სად იქნებოდა? ან ერთთან, ან მეორესთან, ან მესამესთან, ან კიდევ მეთერთმეტესთან.
-ელენესთან. - უთხრა უემოციოდ.
-ის ბიჭი ვინ იყო, რო მოგაცილა? - ჰკითხა წარბაწევით.
ემამ ყველაზე ლოგიკური პასუხი გასცა, რომლის გაცემაც შეეძლო.
ვერ ეტყოდა, მეგობარიო, იმიტომ რომ 'მეგობარი' ნამდვილად არ იყო. ვერც იმას იტყოდა, ნაცნობიაო, რადგან მისი სახელიც არ იცოდა.
-ბიჭი. - უპასუხა და ოთახში შევიდა.
ლოგინზე გადაგორდა, ბალიშში თავი ჩარგო და დაეძინა.
ისევ დედამისის ყვირილმა გააღვიძა, თავი ძლივს წამოწია და გარეთ ფართხა-ფურთხით გავიდა.
-რა გინდა? - ჰკითხა მობეზრებული ხმით.
-ეს დატოვეს კართან. - უთხრა და წიგნი ესროლა.
გაუკვირდა, ვინ დადოო.
-ვინ დადო? - იკითხა დაინტერესებულმა, დოინჯშემორტყმულმა ქალმა.
-ამ... სალომემ, იმდღეს ვათხოვე და დამიბრუნა. იცოდა რომ მეძინა და აღარ გამაღვიძა. - უცებ გამოაცხო იდეალური ტყუილი და ოთახში შევიდა.
წიგნი ახალთახალი იყო. გადაუშლელი.
მოკვდა ემა ფურცლების შემოწმებით და ძლივს იპოვა პატარა ბარათი ბოლოს-წინა გვერდზე. მოყვანილი, მრგვალი ასოებით დაეწერათ: "მე ისიც ვიცი რომ კითხვა ძალიან გიყვარს"_ო.
ბევრი არ უფიქრია იმაზე, თუ ვინ უტოვებდა წიგნებს ყოველ დღე, სანამ სკოლაში წავიდოდა.
ბარათის წაკითხვისთანავე მიხვდა, რომ ის "გიჟ არანორმალურად" შერაცხული მართლაც გიჟი და არანორმალური ტოვებდა.
თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა.
წიგნები ყოველ დილით ხვდებოდა. 1 კვირის შემდეგ უკვე 7 წიგნი დაუგროვდა, თუმცა მხოლოდ სამის წაკითხვა მოასწრო.
თუ ადრე შეეძლო რომ ეთქვა, არაფერი მაქვს წასაკითხიო, ახლა, მეთორმეტე კლასის წიგნებს დამატებული ყოველდღე დატოვებული ახალი წიგნი თავისუფალ დროს თითქმის არ უტოვებდა.
წიგნებს ტოვებდა, თუმცა თავად გაქრა. პატარააო, ნუცუბიძე და საერთოდ აღარ ჩანდა. არა და გოგოს შეეძლო დაეფიცა, რომ წიგნებს, რომლის ბოლოს წინა გვერდზე ყოველთვის იდო ბარათი: "იმედია წინა წიგნი მოგეწონა, ესეც კარგი ჩანს" - ბიჭი ტოვებდა სკვერიდან.
საერთოდ, წარმოდგენა არ ჰქონდა მას რომ არა, ვის უნდა დაეტოვებინა, მაგრამ იმასაც ვერ ხვდებოდა, ის რატომ დატოვებდა.
ერთ დიდ გაურკვევლობაში ჩავარდა, რომელიც იქამდეც არ აკლდა. უბრალოდ ყოველთვის ცდილობდა, წიგნი მანამ აეღო, სანამ დედამისი გაიღვიძებდა და ლექციების ჩატარებას დაუწყებდა.
***
ლუკას სახლში იყვნენ ისევ. თუმცა ყველანი არა. სალომეს და ლიკას ინგლისური ჰქონდათ და სხვებიც ვერ დაიკვეხნიდნენ ბევრი თავისუფალი დროით.
ლურჯთმიანი, გამხდარი გოგონა კი თითქოს ყველასგან ოდნავ მოშორებით, თავის სამყაროში იყო ჩაკეტილი, წიგნს კითხულობდა და ბიჭების საუბარს საერთოდ არ უსმენდა.
-ემა, აქ ხარ? - გაიგონა ნიკას ხმა.
-იქნებ იკადრო ამოხედვა! - გამომწვევად უთხრა სანდრომ.
-ემ, სახლში წასვლას არ აპირებ? - ჰკითხა ლუკამ თბილად. წარბები აწია, წიგნი დახურა და უთხრა:
-პირდაპირ გეთქვა წადიო და წავიდოდი. - უთხრა და წამოდგა.
-არა, ეგ კი არ მითქვამს. სალაპარაკო მაქვს უბრალოდ.
-მერე ილაპარაკე. - ისეთი ტონით თქვა ემამ, თითქოს ეს ისედაც ნათელი ყოფილიყოს.
-აქ არა.
-ამათთან მაქვს რამე დასამალი?
-შენი უხერხულობაში ჩაყენება არ მინდა, თორე ვილაპარაკებ, აი დარდი! - დაიყვირა და ემა სახლიდან გაათრია (წინადადების სრული მნიშვნელობით.)
-შენ, ბოლო დროს სულ გაგიჟდი, ხო? - დაიყვირა ემამ და კიბეებზე ჩასვლა განაგრძო.
-მე თუ შენ? დედაშენი შემხვდა იმ დღეს, წიგნებს რომელი უტოვებთ ყოველ დილითო? აბა გამოიცანი ვინ გიტოვებს წიგნებს ყიველ დილით? - ემა შედგა. სიტუაციიდან ვეღარ გამოძვრებოდა და ყველაზე გულწრფელი პასუხი გასცა, რომლის გაცემაც შეეძლო:
-თავადაც არ ვიცი წესიერად. - მიუხედავად იმისა რომ ვარაუდი ჰქონდა, ამის გამხელას ლუკასთვის არ აპირებდა. თუნდაც იმ ახნა განმარტებების გამო, რომლებიც ამას მოჰყვებოდა.
-საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს? - დასერიოზულდა ლუკა.
ემამ ჯიუტად გააქნია თავი.
-კაი, წამო დაგტოვებ სახლში და დავბრუნდები. - თქვა მომლბალმა ბოდაველმა და გაუღიმა.
-არ მინდა სახლში ასვლა ლუკა, ადი ბიჭებთან, გავივლი ფეხით. - გაეღიმა ემასაც და თანხმობის მიღების შემდეგ, ნელა დაუყვა ქუჩას.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ვიღაც უყურებდა, მაგრამ რამდენიმე თოვლით დაფარული ხისა და უამრავი კორპუსის მეტს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ თავის გაქნევით გაფანტა ნეგატიური აზრები და სიარული გააგრძელა.
წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდიოდა.
მიუხედავად იმისა რომ უამრავი სასწავლი ჰქონდა, სახლში ასვლა არ უნდოდა. შემდეგ თავში შესანიშნავ იდეად "დაუკაკუნა" კაფემ ქუჩის ბოლოს და მანაც იქითკენ გასწია.
თოვლი და სიცივე ყველაზე მეტად უყვარს. ახლა მითუმეტეს როცა თოვლით გადაფენილ ქუჩებთან თმის ფერით რაღაც ასოციაციას ახდენს.
სანამ კაფემდე მივიდა, უბნის "კარგ ბიჭებს" ჩაუარა. მათმა მზერამ უბნის ბოლომდე მიაცილა. ვერ იტანდა ამ ბიჭებს. სულ რაღაც ხიფათში ეხვეოდნენ და მის ბიჭებთანაც სულ კონფლიქტი ჰქონდათ. ერთგვარ "გართობად" მიაჩნდათ დანის ტრიალი და ამ ტრიალს უბრალო "გართობის" გამო ბევრი "დაუწვენია" და ემა დარწმუნებული იყო რომ კიდევ ბევრს "დააწვენდა" თუ დროზე არ მიიღებდა მოსახლეობა სერიოზულ ზომებს.
შეაღო თუ არა, მინის, გამჭვირვალე კედლებიანი კაფის კარი, რომლიდანაც სინათლე და სითბო იღვრებოდა, გაეღიმა.
ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო.
რამდენიმე ხის მაგიდა ფანჯარასთან, ბარი, ოდნავ მბჟუტავი სინათლე კედლებზე...
თითქმის ცარიელი იყო კაფე.
'უკეთესიო'-გაიფიქრა ლურჯთმიანმა და ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდა, რომელიც ფანჯარასთან იდგა. ყავა შეუკვეთა, მაგიდაზე წიგნები და რვეულები გადაფინა და მათში ბოლომდე ჩაეფლო.
ზუსტად ისეთი ამინდი და ზუსტად ისეთი სიტიუაცია იყო, სიამოვნებით რომ დაჯდები და კარგ წიგნს წაიკითხავ.
შენიშვნა: ქართული ენისა და ლიტერატურის მეთორმეტე კლასის წიგნს-არა.
ისე გაერთო ემა დავალების წერით რომ ძლივს შეამჩნია როგორ დაჯდა მის წინ ბიჭის სილუეტი. ერთი თვალით ამოხედა. სულაც არ გაუკვირდა "იმ ბიჭის" დანახვა.
-გამარჯობა ემა. - გაიღიმა ბიჭმა.
ემამ ისევ გაიფიქრა სულ როგორ იღიმისო და დავალებას დაუბრუნდა.
-ხელს გიშლი ხო? - იკითხა ბიჭმა ოდნავ ნაწყენის ხმით.
-რა გინდა ჩემგან?
-აუ რავი, რა მინდა, რამდენი ხანია გიყურებ, ძლივს მოგიახლოვდი.- გაეცინა ბიჭს.
ემამ თვალები გადაატრიალა.
-არ მითხრა, მრცხვენოდაო. - ირონიულად უთხრა და ისევ წერა განაგრძო.
-არა. - გაეცინა ბიჭს.
-ხელს მიშლი! - მიახალა როდესაც მეოთხედ შეწყვიტა წერა. სხვა გზა არც დაუტოვა.
ამის შემდეგ ბიჭი გაჩუმდა, თუმცა ადგილიდან არ განძრეულა.
ძალიან ნერვიულობდა ემა.
ანერვიულებდა ის ფაქტი, რომ ეს კაფე მისი უბნის ბოლოს იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შემოსულიყო ვინმე მისი თერთმეტიდან.
ნერვების მომშლელი იქნებოდა, უხერხული საუბრით დახუნძლულიც და აუტანელიც მაგრამ საშიში-არა.
მაინც ვერ პოულობდა მიზეზს თუ რატომ მოატყუა ლუკა და რატომ არ ეუბნებოდა არავის არაფერს. უბრალო შემთხვევა ხომ არაა, ბიჭი რომ გეკიდება. მაგრამ ზედმეტს არაფერს აკეთებდა, ელაპარაკებოდა და გიჟივით ეუბნებოდა მიყვარხარო...
დაახლოებით 20 წუთი, სანამ ლურჯთმიანი წერას დაამთავრებდა, ჩუმად იჯდა.
როცა წერას მორჩა, წიგნები ჩანთაში ჩაყარა, სალაროსთან ყავის ფული დატოვა და კაფიდან გამოვიდა.
ნაბიჯების ხმა გაიგონა მის უკან, დარწმუნებული იყო რომ ბიჭი მოყვებოდა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. ტელეფონს დახედა, 5 გამხდარიყო უკვე. სალომესგან ჰქონდა მესიჯი და კითხვაზე: "სად ხარ?" პასუხის აკრეფას იწყებდა, როცა მისი ხმა გაიგონა:
-ემა... - მობრუნდა და სახე გაუსწორა.
პირველად დააკვირდა და ნორმალურად დაათვალიერა მისი სახე.
შავი თმა, თვალები და სწორი ცხვირი ჰქონდა. შავი ქურთუკი, (ზამთრის სიცივესთან შედარებით ზედმეტად თხელი) ღია ცისფერი ჯინსი და კეტები ეცვა... ბიჭისთვის ოდნავ სქელი ტუჩები და ნაიარევი ჰქონდა საფეთქლიდან თვალამდე, მთელს ჩამოყოლებაზე.
ემას იმის გააფიქრებაზეც გააჟრჟოლა თუ რა დატოვებდა ამხელა ნაიარევს.
-ვიცი რომ ძალიან სიმპატიური ვარ, რას მომაშტერდი. - სიცილით უთხრა ბიჭმა არა და აშკარად ისიც ათვალიერებდა.
-შენ შეგიძლია კუდში მდიო და მე იმის უფლებაც არ მაქვს რომ შემოგხედო? - თქვა წარბაწეულმა გოგონამ.
-არა, მაგის უფლება გაქვს. - ჩაეცინა ბიჭს და სიგარეტს მოუკიდა.
ემამ ჩაახველა.
-ვერ იტან სიგარეტს? - ჰკითხა და ნაბიჯი აუწყო.
-დაახლოებით. - ცივად უთხრა გოგომ.
-მოგეწონა წიგნები? - იკითხა დიანტერესებით და ემას უამრავ კითხვასაც ერთბაშად გაეცა პასუხი.
-ესეიგი შენ დებ. - დაასკვნა გოგონამ.
-რა მნიშვნელობა აქვს. მოგეწონა?
-როგორ არ აქვს. აღარ დადო რა... - შეეხვეწა.
-მე დავდებ, იმიტომ რომ ასე მინდა და ეს ჩემი სა ქმეა, მაგრამ შენი საქმეა ის, აიღებ და წაიკითხავ თუ არა, და ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ მე იმას გავაკეთებ რაც მინდა.
ემას ირონიულად ჩაეცინა და ჰკითხა:
-რატომ?
-იმიტომ რომ ვიცი შენც გინდა. - გაეღიმა ბიჭს. -მიდი, წადი სახლში და გარეთ არ იხეტიალო სიბნელეში, საშიშია. -დაარიგა.
სიცილი აუტყდა ემას.
რატომ, თვითონაც არ იცოდა.
-არ ხარ შენ ნორმალური.
-მართლა? არც შენ. აბა, ვინ იღებავს თმას ლურჯად თუ არა არანორმალური?! - აღარ უპასუხია, გაეცინა და იმ ადგილს ნელი ნაბიჯით მოშორდა.
***
-გოგო, გუშინ კიდევ ვიღაც დაუჭრიათ. - გადაუჩურჩულა ქერათმიანმა ლურჯთმიანს მათემატიკის გაკვეთილზე. ამ უკანასკნელმაც, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ძალიან აინტერესებდა დაფაზე მოცემული განტოლება და ყურები დაცქვიტა.
-ახალი ამბავი, როგორ შეიძლება ნუცუბიძეზე საღამომ მშვიდობიანად ჩაიაროს. - თვალები გადაატრიალა გოგონამ.
-ჰო, გოგო, რამის 9-ის მერე სახლიდან აღარ გამოვიდე. - ჩაიფხუკუნა ქერამ.
-ჩვენ რა უნდა დაგვიშავონ, გოგოები ვართ, ბიჭებზე ვნერვიულობ. არ აწყენდათ ერთი კომენდანტის საათი. - გაეცინა ლურჯთმიანსაც.
-ერისთავო და მელიქიშვილო, თქვენით შეძლებთ კარის გაღებას თუ მე გაგიღოთ? - გაიგონეს მასწავლებლის ყვირილი და სიცილით წავიდნენ კარისკენ.
-ჩვენით, მას, ჩვენით. - დააყოლა ემამ და კარები გაიხურა.
-აზრზე ხარ? მესამე გაკვეთილიდან გამოგვაგდეს! - სიცილით თქვა ელენემ.
-ხომ არ ვიდარდო? - წარბი აწია ემამ. - უკეთესი.
-აუ... - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ქერამ.
-მიდი, დარჩი თუ ძალიან გინდა ისტორიაზე ჯდომა, მე ამის სურვილი ოდნავადაც კი არ მაქვს. - გაიბადრა ლურჯთმიანი და კიბეებს დაუყვა.
-კაი, მარა რა უნდა გავაკეთოთ. ნინი კლასში ზის, სალომეც. ბიჭები უნივერსიტეტში არიან და მარტო ლიკაა სახლში.
-უნივერსიტეტში, რას ამბობ, - თვალები გადაატრიალა ემამ. - ძალიან სწავლობენ.
-რასაც უნდათ იმას სწავლობენ, შეეშვი რა... აუ, არ გაინტერესებს ვინ დაჭრეს?
-ვის დაჭრიდნენ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩვენები ხომ კარგად არიან? ხო და რაში მაინტერესებს ვინ დაჭრეს. დაგენინძლავები, მაქსიმუმ ერთ კვირაში კიდე ერთს დაჭრიან და ის იზამს ვინც გუშინ "დააწვინეს".
-რა უნდა გითხრა, წინასწამეტყველი ქალი ხარ.- სიცილით დაურტყა ელენემ წელზე ხელი და სკოლიდან გამოვიდნენ.
არ იცოდნენ სად წასულიყვნენ და ბოლოს ისევ ემასთან ავიდნენ, ინგლისურს მაინც ვისწავლითო.
როდესაც დედამისმა გაუღო კარები, მაშინვე ეცა ზუსტად მისნაირი ღია ცისფერი თვალებისა და პირ-სახის მკაცრი მზერა და კითხვა: "შენ აქ რა გინდა?"
-აჰ, გამარჯობა, ელენე, საყვარელო. - გაიბადრა როდესაც ქალიშვილის გვერდით, მისი საუკეთესო მეგობარიც დაინახა. - შემოდით, შემოდით.
-გეუბნები, დედაჩემს შენ უფრო მოსწონხარ ვიდრე მე. - ჩაიფხუკუნა ემამ. შეჩვეული იყო დედამისისგან ასე მოქცევას და ნერვები აღარ ეშლებოდა.
-რა გინდათ აქ ამ დროს? - დაინტერესდა ქალი.
-მათემატ.. - დაიწყო ელენემ მაგრამ ემამ გააწყვეტინა:
-გაკვეთილები გაცდა.
-აჰა, კარგი. შენი წიგნი დღეს აღარ მოუტანიათ, ვიღაცამ ბიბლიოთეკის შევსებაზე უარი განაცხადა! - თქვა ქალმა წარბაწევით.
ლურჯთმიანი კი მიხვდა რომ გაება.
ერისთავმა ხელი სტაცა და უცებ შეათრია თავის ოთახში.
ლოგინზე გადაგორდა და თავი ბალიშში ჩარგო.
საერთოდ არ უნდოდა საუბარი, მაგრამ ხვდებოდა რომ ელენესთვის მომხდარზე კარგა ხნის წინ უნდა ეთქვა და ვეღარაფერს იზამდა.
-ვინ დებს წიგნებს? - იკითხა ელენემ გამომცდელად და დოინჯი შემოირტყა.
-შენთან წავიდეთ და გეტყვი. - თქვა რადგან იცოდა რომ დედამისი კარებთან ჩასაფრებული ელოდა სიახლის მოსმენას.
გამოვიდნენ თუ არა სახლიდან ემამ საუბარი დაიწყო:
-არ გამაწყვეტინო. - გააფრთხილა და დაიწყო: ვინ დებს წიგნებს და... მოკლედ, ხო გახსოვს ის დღე, შენთან რომ მოვედი 2-ზე. რო მოთოვა, მაგ ღამეს. პარკში ვიჯექი გვიანობამდე, ბიჭი მომიჯდა და მითხრა მიყვარხარო, ყველაფერი იცოდა ჩემზე. სულ იცინოდა და 'არ დაგავიწყდეს ძალიან მიყვარხარო'. მერე მეორე დღესაც ვნახე, გუშინაც... - ჩამოარაკრაკა სწრაფად და სახეზე ხელები აიფარა. რა დებილურად ჟღერდა ყველაფერი.
პირდაღებულმა ელენემ ძლივს მოახერხა ხმის ამოღება:
-წიგნებს ეგ დებს? - ლურჯთმიანმა თავი დაუქნია.
-ყოველ დღე დებს? - გოგონამ იგივე გაიმეორა.
-და რატო არ დადო დღეს? - ემამ მხრები აიჩეჩა.
-გიჟია ვიღაცა. - გაეცინა ელენეს.
-ახალი თქვი რამე, რა! - თვალები გაატრიალა ლურჯთმიანმა.
-რატო აგეკიდა?
-რამდენჯერ ვკითხე და რა ვიციო, თვითონაც არ იცის. - წაიტირა ემამ.
-რა ცოდო ხარ. რა ქვია?
-რა ვიცი. - გაიკვირვა და თითქოს იმ წამს გააცნოება რომ ბიჭის სახელი არ იცოდა.
-მაგიჟებ, შვილო! - თქვა და სახლის კარი შეაღო ერისთავმა. - რამე იცი?
-კი, შრამი აქვს საფეთქალთან და ცისფერი ჯინსით და კეტებით დადის. - გაეცინა ლურჯთმიანს.
-ხო, ნუ, გიჟებისთის თოვლი და სიცივე არ არსებობს. - თქვა და ტელეფონზე მესიჯის წერა დაიწყო.
-ვის წერ? - იკითხა ემამ.
-სანდროს, მაინტერესებს ვინ დაჭრეს გუშინ.
-აცადე რა "ნათლდება".
-მიპასუხოს და "განათლდეს". - თვალები გადაატრიალა ელენემ. აშკარად ანერვიულებული იყო. ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. როდესაც მესიჯი გახსნა, სახეზე ფერი მთლიანად დაეკარგა.
-რა მოხდა ელენე? - იკითხა აღშფოთებულმა ემამ.
-შენი ბედის ამბავი რომ ვიცი ეგ იქნება რა... - დაიწყო ელენემ. - ვაიმე, ნეტა არ იყოს...
-რა? - დაიყვირა და მხოლოდ ის მოხერხა რომ ელენესთვის ტელეფონი გამოერთმია.
სენსორზე, ძალიან მარტივად გასაგები, ლათინური, საშუალო ასოებით, შავით თეთრზე ეწერა სახელი: გიგა ბერიძე.
და აი, ლურჯთმიანმა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, რამე სურვებია, ინატრა რომ 'ცისფერჯინსიანი პარკიდან" ნებისმიერი ადამიანი ყოფილიყო გიგა ბერიძის გარდა.
***
იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენს აზრს კომენტარებში გამოხატავთ *-*



№1  offline წევრი cancara

კაია მალე დადე ახალი ტავი

 


№2  offline წევრი Death

მალე გააგრძელე რა ❤

 


№3  offline წევრი Khaleesi

ძალიან საინტერესოდ წერ გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent