შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ექვსი თვე: გამოღვიძება (სრულად)


29-08-2015, 00:03
ავტორი cinderella12
ნანახია 6 849

უკვე სამი წელი გავიდა...
სამი წელი იმ დღიდან , როცა მიმატოვე და გაქრი...
სამი წელი იმ დღიდან , როცა თავი სრულ წყვდიადში ამოვყავი...
სამი წელი იმ დღიდან , როცა მე წარსულის მოჩვენებად ვიქეცი...

გათენდა თუ არა , ინსტინქტურად გავახილე თვალები. ღამის სამი საათის მერე თვალი ვერ მოვხუჭე.ასე თუ ისე , ადგილი, სადაც მე და საბა ვარსკვლავებს ვუყურებდით ჩემს სიმშვიდედ იქცა და თუ მეძინა კოშმარების გარეშე, მშვიდად და წყნარად - მხოლოდ იქ !
ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მთელი დღის განმავლობაში საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული და არ ვდგებოდი..ან შეიძლება ვერც ვდგებოდი.უბრალოდ არ ვცდილობდი.სხეული მოდუნებული მქონდა და ერთ პოზაში გაუნძრევლად მანამ ვუყურებდი კარგა ხნის გახუნებულ ჭერს , სანამ მთქნარება არ დამეწყებოდა , ან თვალების წვა,რაც იმის მანიშნებელი იყო , რომ უკვე დაღამდა და უნდა დამეძინა.
უცნაური შეგრძნება მივლიდა მთელს სხეულში.გული უჩვეულოდ აჩქარებულიყო, ხელებზე კი ცივმა ოფლმა დამასხა.თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე.ღრმად ამოვისუნთქე და ტანი მძიმედ წამოვწიე საწოლიდან.საათს გავხედე ტუმბოზე და დილის ექვსს აჩვენებდა.
წამოვდექი თუ არა , უსიამოვნო სიცარიელემ შემახსენა თავი და მეც დაფეთებული უკან შევბრუნდი.ძილის დროს საბას დღიური სულ გულზე მქონდა მიკრული და ისე მეძინა , ახლა კი ვერსად ვიპოვე.განწირულივით გადავქექე საძინებელი ოთახი, მაგრამ უშედეგოდ.მაგიდას დავეყრდენი და ცოტა დავმშვიდდი.ვიგრძენი, რომ ყელი მიშრებოდა და სამზარეულოში გავედი.უკან დაბრუნებისას კი დღიურს სასტუმრო ოთახში, მდივანზე გადავაწყდი.შეშინებული კედელს ავეკარი და ბუნდოვნად ამომიტივტივდა თავში დაუჯერებელი კადრები.შევეცადე თუ არა გონებაში ასახული სურათები გამეცოცხლებინა, თვალწინ დამიდგა ჩემი და საბას მომენტები.თითქოს წინა ღამით ამ მდივანზე ერთად ვიჯექით.მან მისკენ მიმწია და ჩამეხუტა.თმებზე მეფერებოდა და მამშვიდებდა, მე კი გაუჩერებლად ვიცრემლებოდი.ხელი გულზე მქონდა მიჭერილი და მეგონა გამისკდებოდა.მეორე ხელში კი ცისფერყდიანი რვეული მქონდა ჩაბღუჯული.მან დღიური გამომართვა, გადაშალა და ბოლო სიტყვები ხმამაღლა წამიკითხა.შემდეგ კი დახურა და ზუსტად იმ ადგილას დადო , სადაც ვიპოვე.
შიშისგან გამაჟრჟოლა.ერთადერთი, რისიც მეშინოდა, გაგიჟება იყო.. მაგრამ მგონი ესეც დამემართა.სულ მცირე , ფსიქიკაზე რომ პრობლემები მქონდა, ეს უკვე კარგად ვიცოდი.
სუნთქვაშეკრულმა ჩავუარე მდივანს და დღიურს დავავლე ხელი.სწრაფი ნაბიჯით გავედი საძინებელში და ასე რვეულმიკრული საწოლში შევწექი.გამოპარული ცრემლები შევიმშრალე და თვალები მაგრად დავხუჭე.შევეცადე მომხდარი გამეანალიზებინა და ყველაფრის ლოგიკური ახსნა დავიწყე.
დილით რომ გავიღვიძე , უცნაურად ვგრძნობდი თავს , ისე , თითქოს ასეთ მდგომარეობაში უკვე ვყოფილვარ.მგონი აღელვებული ვიყავი...ისეთი აღელვებული , როგორიც წინა ღამის მოგონებებში.რაც შეეხება უკვე ამ კადრებს, რა თქმა უნდა, მესიზმრა.ახლახანს გამახსენდა, რომ ეს ბოლო რამდენიმე კვირა სულ საბა მესიზმრებოდა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
ანუ წუხელ მესიზმრა, რომ საბა მოვიდა ჩემთან და მთელი ღამე ერთმანეთზე ჩახუტებულებმა გავატარეთ.ნაღვლიანად გამეღიმა და თვალები გავახილე,თუმცა არსებობდა ერთი პრობლემა.ზუსტად მახსოვს ,რომ დღიურთან ერთად დავიძინე, მაშინ როგორ აღმოჩნდა ის სასტუმრო ოთახში, თანაც ზუსტად იმ ადგილას ,სადაც სიზმარში საბამ რვეული დადო? ალბათ ძილში დავდივარ....
ჰო , ალბათ მთვარეულიც გავხდი.სიმართლე გითხრათ არ მიკვირს იმიტომ, რომ ბავშვობაში ასეთი რამ კვირაში რამდენჯერმე ხდებოდა ჩემს თავს.
იმის შემდეგ, რაც ყველაფერი გავაანალიზე და დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ საღად ვაზროვნებდი და ჭკუიდან არ გადავსულვარ, ისევ წამოვდექი ლოგინიდან და ტელეფონი ავიღე.უმეტესად გათიშული მქონდა, მაგრამ დღეს სალომე უნდა ჩამოსულიყო ჩემს სანახავად , ამიტომ ჩავრთავდი.უბრალოდ ჩავიცვი , დიდ ვაზაზე დაწყობილი ვაშლებიდან ყველაზე დიდი ავიღე და სახლის კარები გამოვიხურე.იმ მდელოსკენ ავიღე გეზი, სადაც მე და საბა ღამით ვარსკვლავებს ვუყურებდით.მისი დღიური ცალ ხელში მეჭირა და რამოდენიმე წუთში ერთხელ თითებით ვსინჯავდი , რომ მართლა თან მქონდა, ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს.
დანიშნულების ადგილას რომ მივედი, იქედან გადმოვხედე რაჭას და წინ გადაშლილმა ხედმა სუნთქვაც კი შემაწყვეტინა.... იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი.ამდენი ხანი ვერ ვამჩნევდი ,მაგრამ დღეს თითქოს თვალები ამეხილა.
ჯერ მზე არ ამოსულიყო.დილის ჰაერი ფილტვებს მივსებდა და სიცოცხლეს ვგგრძნობდი.მომენტში თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი...
მე ცოცხალი ვიყავი, ის არა...
მე ვსუნთქავდი , ის არა....
ჩემი გული ცემდა, მისი არა....
-მენატრებიიიი....-წამოვიყვირე და ცაზე თვალის მოუშორებლად ხელები გავშალე.შორიდან რომ დაგენახხეთ , ალბათ გიჟს ვგავდი...
კიდევ გამეცინა და ბოლოს ეს სიცილი ტირილში გადაიზარდა.
მალე მუხლები მომეკვეთა და იქვე დავწექი.რამოდეიმე წუთი თვალები დახუჭული მქონდა , შემედგ კი მსუბუქი ნაბიჯების ხმა მომესმა და შეშინებული წამოვიმართე.
-მოხდა რამე? ასე ძალიან რატომ შეგეშინდა?-გავიგონე თუ არა სალომეს ხმა , ერთიანად დავმშვიდდი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.
-შენ ხარ?-უცნაური ტონით ჩავილაპარაკე და ჩემს გვერდით თავისუფლა ადგილას ხელი დავატყაპუნე-მოდი ჩემთან, დაწექი, იცი რა მაგარი შეგრძნებაა?
-კატო, როდის დამიბრუნდები ? - აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა სალომემ, როცა ჩემი ნამტირალები თვალები დაინახა და აცახცახებულ მუხლებს მოკრა თვალი.
-აქ ვარ სალო-გავუცინე-არსად წავსულვარ...-ისე ვუთხარი , რომ მისკენ არ გამიხედია.
ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა. მეგონა ჩემს გვერდით დაჯდებოდა ისიც, მაგრამ შევცდი.თავზე დამადგა და მზერის არიდება რომ ვცადე, ნიკაპში ჩამავლო ხელი.
-შემომხედე !-დამიყვირა.
-შემომხედემეთქი! არ გესმის?-უკვე კივილზე გადავიდა, ხელს კი იმდენად მიჭერდა , რომ მგონი ნიკაპი გამიწითლა.
-აქ ვარ და გიყურებ სალო-აღელვების გარეშე გავიმეორე და მზერა გავუსწორე.ჩემი თვალები მისას შეხვდა, მას კი რეაქცია არ ქონია.
-შენ მე არ მიყურებ კატო-გამწარებულმა წარმოთქვა, ხელი შემიშვა და წელში გაიმართა.
-რაზე ლაპარაკობ?-მართლა ვერ მივხვდი რას გულისმობდა, ამიტომ წამოვდექი და მის წინ გავჩერდი.
-მზერა ჩემსკენ გაქვს მომართული, შენი თვალები კი ჩემს იქით იყურებიან,სიცარიელეში იკარგებიან.თითქოს რაღაცას,უფრო სწორად ვიღაცას ეძებ მზერით და როცა ვერ პოულობ ,ნაღვლიანი უსასრულო წყვდიადში იკარგები.არ შემიძლია ასეთს გიყურო. რატომ არ გინდა გაიზარდო და ნორმალური ადამიანივით იცხოვრო?-ბოლოს ისევ ჩვეულ თემაზე გადავიდა და მეც მობეზრებულმა ხელი ჩავიქნიე.
ლექციების მოსასმენად ნამდვილად არ დავმდგარვარ შენს წინ.წამო სახლში, ყავა არ გინდა? გაგიკეთებ.-ხელი ჩავკიდე და დაღმართზე ბარბაცით წავიყვანე.
-აზრი არ აქვს რა შენთან ლაპარაკს.
-ჰო და თუ მიხვდი , ეგ დედაჩემსაც უთხარი და ორივემ ერთად თავი დამანებეთ-ირონიული ღიმილით ვუპასუხე და ეზოში შევიყვანე.-დაჯექი მანდ ,ახლავე გამოვალ-სკამზე მივუთითე და სახლში შევედი.
ცოტა არ იყოს და ნაწყენი ვიყავი.რამდენიმე თვეა არ ვუნახივარ და იმის მაგივრად, რომ მონატრებულს ჩამხუტებოდა, კამათი და მოლაპარაკება დამიწყო.თუმცა ვიცოდი ,რომ ამაში მეც ვიყავი დამნაშავე.ოცი წელი მისრულდებოდა უკვე და მე ცხოვრებაში წინ ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს 17 წლის ასაკიდან მოყოლებული.სკოლა ნორმალურად არ დამიმთავრებია,უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას კი საერთოდ არ ვაპირებდი...ან რა უნივერსიტეტზეა ლაპარაკი, როცა ქალაქის თვალით დანახვაც არ მინდოდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში რაჭაში ვცხოვრობდი.დედა ყოველდღე მირეკავდა,სალომე ყოველ კვირაში მაკითხავდა...მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი რატომ არ მობეზრდათ უკვე. ყოველ ჩამოსვლაზე ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ.
მადუღარას ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან და მეც რეალობაში დასაბრუნებლად თავი გავაქნიე.ფინჯანით ხელში დავბრუნდი სალომესთან და მის პირდაპირ ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში გემრიელად მოვთავსდი.
-ისე რატომ მიყურებ , თითქოს სრულ ჭკუაზე არ ვიყო?-გაღიზიანებულმა დავუყვირე, როცა შევამჩნიე ,რომ მისი მზერა უკვე რამდენიმე წუთია ჩემს სახეზე იყო შეყინული.
-აბა შენი საქციელი რას გავს? ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცეოდა-ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩამალა.
-მაპატიე - უბრალოდ წარმოვთქვი დაზეპირებული სიტყვა, რომელსაც დედასთანაც ხშირად ვიმეორებდი.
-და მორჩა? აქ კიდევ რამდენ ხანს უნდა იყო?-წამოიყვირა გაღიიზიანებულმა
-სანამ ტკივილი არ შემიმსუბუქდება, ან მასთან ერთად არსებობას არ შევეჩვევი-უბრალოდ ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე.
-და ამისთვის დროა საჭირო..
-რა თქმა უნდა-დავადასტურე და მის გაავებულ თვალებს შევეჩეხე თუ არა, საპირისპირო მხარეს გავიხედე.-დედა როგორ არის?
-კარგად არის მაკა დეიდა .დამაბარა, რომ ტელეფონი სულ ჩართული გქონდეს. დარეკვა როცა უნდა , ვერაფრით გიკავშირდება.
-კვირაში ერთხელ ვრთავ ხოლმე-ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
-დედაშენს რაღას ერჩი?-ადგილიდან წამოხტა.
-ყავა დაამთავრე?-მისი კითხვა დავაიგნორე.
-მე წავალ კატო-აცრემლიანებულმა გამიღიმა და წამოდგა.-თავს გაუფრთხილდი ...
რომ წამოდგა და ზურგი მაქცია , თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა .მინდოდა გავკიდებულიყავი ,მომებრუნებინა და ბოდიში მომეხადა,მაგრამ იმდენად გამოფიტული ვიყავი, რომ ამის თავიც არ მქონდა. ამას დამატებული ,არ მინდოდა მისთვის იმედი მიმეცა.იმედი იმისა, რომ მე ისევ ძველი კატო გავხდებოდი, სახლში დავბრუნდებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა.ვერ წარმოიდგენთ რამდენად რთული იყო ჩემთვის უკან დაბრუნება.ქალაქში წასვლა და იმ ადგილების ყურება ,სადაც საბამ უკანასკნელი დღეები გაატარა...
არ მინდოდა....
არ მინდოდა....
ვერც შევძლებდი...

სალომეს მიმავალ სილუეტს , რომელიც უკვე საგრძნობლად დაპატარავებულიყო, მანამ არ მოვაშორე თვალი, სანამ ბოლომდე არ გაქრა.ვერც შევამჩნიე დრო ისე გავიდა.როცა ეზოს მოვავლე თვალი, უკვე დაღამებულიყო.შუქი არ მქონდა გარეთ ანთებული , ამიტომ როცა ხმაური გავიგე , შიშისგან შევხტი.დაფეთებულმა მივიხედე უკან და ხეებში ვიღაც დავლანდე, ან შეიძლება წყვდიადის გამო მომეჩვენა კიდეც. გონებაში საკუთარი თავის დამშვიდება დავიწყე და მთელი სისწრაფით შევაღე სახლის კარი.როცა განათებულ ოთახში აღმოვჩნდი , გულზე მომეშვა და ერთიანად დავწყნარდი.ტელევიზორი ჩავრთე.არ ვუყურებდი, უბრალოდ არ მინდოდა ორსართულიან სახლში თავიი კიდევ უფრო მარტოდ მეგრძნო სიჩუმის გამო.
ცალკე კუთხეში დადებული პატარა ყუთი ავიღე და გავხსენი.შიგნით ჩემი და საბას სურათი იდო ექსკურსიის დროინდელი.ნაღვლიანი ღიმილით შევავლე თვალი და ამოვიღე.ისე ფრთხილად მეჭირა ხელში, მეგონა ზედმეტ მოძრაობას თუ გავაკეთებდი, ეტკინებოდა.ნაზად გადავუსვი თითი მის ღიმილიან სახეს და გულზე მივიკარი.
-როგორ მომენატრე რომ იცოდე -ჩავიჩურჩულე და ისევ ყუთში დავაბრუნე, ყუთი კი თავის ადგილას დავდე.
მუცელში რომ უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი, გამახსენდა, რომ მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი, ამიტომ სამზარეულოს მივაკითხე. იმდენად იშვიათად ვჭამდი, რომ ყოველ ჯერზე ჭურჭელი დამტვერილი მხვდებოდა.შემდეგ მთლიანად სახლის ლაგებას ვიწყებდი და დროც შეუმჩნევლად გადიოდა.

ნახევარ საათში უკვე საძინებელ ოთახში ვიყავი. უცებ წუხანდელი სიზმარი გამახსენდა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.ეჭვის თვალი შევავლე ოთახს და უჩვეულო რომ ვერაფერი დავინახე ,დავმშვიდდი.ყოველი შემთხვევისთვის დღიური გადავფურცლე და მის ნორმალურობაში რომ დავრწმუნდი ხელი მაგრად მოვუჭირე.
ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი ფანჯარას და ვარსკვლავები დავინახე თუ არა ,გამეღიმა.
-როგორ ხარ საბა? მაპატიე ბოლო რამდენიმე დღეა ისეთი გათიშული დავდივარ ,რომ საერთოდ ვერ მოგიკითხე.მე კარგად ვგრძნობ თავს.ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში უკეთესად ვერც ვიქნებოდი...-პირველი ცრემლი მოწყდა წამწამებს...
-ჰო მართლა, იცი რამდენი უცნაურობები ხვდება ხოლმე ჩემს თავს?ორი კვირის წინ დაწყებული და დღემდე ,სულ შენ მესიზმრები. ყოველ ღამეს მესიზმრება ,რომ თითქოს ჩემთან მოდიხარ, ბოდიშს მიხდი და დაჩოქილი პატიებას მთხოვ, მერე კი მეხუტები და გულში მიკრავ.ისე ცხადად ვგრძნობ შენი მკლავების სითბოს, რომ გაღვიძებულზე ვფიქრობ სინამდვილეში მოხდათქო.თუმცა მერე როდესაც ხელში შენი დღიური მრჩება ხოლმე ,მწარე რეალობას ვეჯახები და ვაცნობიერებ, რომ ეს შეუძლებელია...-მეორე ცრემლი მოწყდა წამწამებს....
-იცი...ისე მენატრები, რომ ძილშიც შენ გეძებ, ამიტომ ღამით მეღვიძება ხოლმე და მძინარე დავდივარ.ბაავშვობაშიც ვიყავი მთვარეული, როცა მამა მოკვდა . ექიმმა მითხრა დაკარგულ სითბოს ეძებ, რადგან სიცარიელეში ყოფნას ვერ იტანო და თურმე მეც ამიტომ დავდიოდი მთელს სახლში მძინარე.ახლა შენ დამაკლდი საბა და აჰა, იგივე მეორდება.-მესამე ცრემლი მოწყდა წამწამებს...
-სამი წელია აქ ვარ უკვე საბა, მაგრამ უფრო მეტად რატომ მეწვის გულზე ჭრილობები? იცი როგორ მინდა გული საერთოდ არ მქონდეს? მაშინ ხომ საერთოდ აღარ მეტკინებოდა..-ხმა ვეღარ გავაკონტროლე და ავტირდი.
-აღარ მეტკინებოდა,ვერ ვიგრძნობდი.ასე ხომ უფრო დაცულად ვიქნებოდი? ასე ხომ უფრო უკეთესად ვიქნებოდი?-ბოლო ხმაზე წამოვიკივლე და ფანჯრის მინებს მუჭების რტყმევა დავუწყე . ამღვრეულ თვალებს ვანათებდი ცას და ისე ვუყურებდი, თითქოს ყველფერში ის ყოფილიყო დამნაშავე.
-შენ დამპირდი ! შენ დამპირდი, რომ არ მიმატოვებდი... ხომ დამპირდი-თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და დაჭრილივით ვყვიროდი.-სულ ჩემთან უნდა ყოფილიყავი, არ უნდა წასულიყავი.რატომ არ მაჩუქე მისი თავი ღმერთო?ერთი საჩუქარი დაგენანა ჩემთვის? არ შეგეძლო მის გარეშე ყოფილიყავი? მე ის შენზე მეტად მჭირდებოდა!!!-ეს ალბათ ჩემი ზღვარი იყო, გაცეცცხლებული შემოვტრიალდი და ტუმბოდან ყველფერი გადავყარე.წიგნების კარადასთან მივედი . ერთმანეთის მიყოლებით ვესროდი კედელს ნივთებს, რომლებიც ხელში მომყვებოდა.
-სულ თუ არ დამიტოვებდი, უფლება მაინც მოგეცა ,რომ კიდევ ცოტა ხანი ვყოფილიყავი მასთან ერთად ბედნიერი.-შემორჩენილი ძალებით ბოლოჯერ დავიყვირე და გამოცარიელებული იატაკზე დავვარდი.ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ყელში ხელებს მიჭერდნენ.აღარც ვირხეოდი, თითქოს ქანდაკებად ვიქეცი.
ათი წუთი ალბათ ასე ვიჯექი . ჩამთვლიმა კიდეც, მაგრამ ვიგრძენი თუ არა ,რომ თვალები მეწვოდა, ძალაგამოცლილი წამოვდექი და საწოლამდე ძლივს მივლასლასდი.
-როგორც ჩანს ჩემთვის ბედნიერება აკრძალულია !-დავასკვენი და ირონიულად ჩავიღიმე.
ზედა ერთი ხელის მოსმით გადავიძრე და პიჟამოებში გავეხვიე.არეულ ოთახს მოვავლე თვალი და ამოვიხვნეშე.დღეს აღარაფერი შემეძლო , ხვალ დავალაგებდი.ისევ ფანჯარასთან დავდექი და ვარსკვლავებს შევხედე.
-ძილინებისა საბა . მაპატიე ,რომ ასეთი სცენის მომსწრე გახდი.საერთოდ ცუდად რომ ვარ ხოლმე ,ფარდები მაქვს ჩამოფარებული, რომ ვერ შემნიშნო.-გამეღიმა-აწი ასეთ რამეს აღარ დავუშვებ!-ხელის აწევით დავპირდი და ის იყო უნდა შევტრიალებულიყავი ლოგინისკენ წასასვლელად, რომ მხარზე ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი.
თავიდან ტანში შიშისგან გამცრა, მერე გული ამიჩქარდა ,ბოლოს კი ხელის გულებიც ცივმა ოფლმა დამიცვარა და გამახსენდა შეგრძნებები სიზმრის შემდეგ.თვალები მაგრად დავხუჭე და უცნობისკენ შევტრიალდი...
წინ საბა მედგა.სანამ შევხედავდი სახეზე, მანამდეც ვიცოდი, რომ საბა იყო, გულმა მიკარნახა.თუმცა თვალებით დარწმუნების შემდეგაც კი მიჭირდა დანახულის დაჯერება.
-გამარჯობა კატო-თბილად გამიღიმა და მეორე ხელი მომკიდა ,რომ საწოლისკენ წავეყვანე.
ჩამომაჯინა და გაშეშებულს ხელი ამიფრიალა წინ.
-ჰეი, გამოფხიზლდი-დაკვირვებით მათვალიერებდა და რამდენჯერმე გამოსაფხიზლებლად შემარხია კიდეც.
-გავგიჟდი ხო? თუ მოვკვდი უკვე? არადა მეგონა კიდევ ცოტას მაინც ვიცოცხლებდი-ისეთ შოკში ჩავვარდი, რომ ყველაფერს ვუკავშირებდი ჩემს წინ მიმდინარე მოვლენებს, რეალობის გარდა.
-კარგად ხარ კატო , არაფერი მოგსვლია-გამიღიმა საბამ და მისი მარჯვენა ჩემს ლოყაზე მოათავსა.
-აქ რას აკეთებ? რაღაც არანორმალური ხდება ხო? მოიცა, მივხვდი, რადგან წინა დღეებშიც გხედავდი, ესე იგი მძინავს ?- გაკვირვებულმა დავჭყიტე თვალები და ოთახში მიმოვიხედე.
-ვერ დაგიდასტურებ ,თუმცა გამორიცხული არ არის-უდარდელად გამიცინა და მხრები აიჩეჩა.
-მაგრამ როდის ჩამეძინა, რომ უკვე მესიზმრები?დაწოლა როდის მოვასწწარი?რაღაცას მატყუებ !- გავღიზიანდი და წამოვდექი.
-კატო, იმის გარკვევას დაიწყებ საიდან გავჩნდი აქ და როდის დაგეძინა, თუ მოხვალ და ჩამეხუტები, სანამ უკან დაბრუნება არ მომიწია?-ნაღვლიანი თვალები მომანათა და ხელები გაშალა.
-არ დარჩები ? უნდა დაბრუნდე?-წამში ჩამოვყარე ყურები.
-აბა, კარგად დაფიქრდი. თუ მართლა გესიზმრები, შენი აზრით, სიზმარი სამუდამოდ გაგრძელდება?
-ვერა- ჩურჩულით ვუპასუხე.
-ჰო და ანუ, რა უნდა ქნა?
-უნდა ჩაგეხუტო ,სანამ გამღვიძებია-ნაღვლიანად გავუცინე და მისკენ წავედი.
ამ დროს ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა, თუმცა შიშის მაგივრად თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი.იმასაც ვუშვებდი გონებაში, რომ ნელ-ნელა ვგიჟდებოდი ,მაგრამ ჩემი გაგიჟება ასეთი ტკბილი თუ იქნებოდა, დაე არასდროს დავბრუნებოდი რეალობას.იმ წუთას ასე გადავწყვიტე და მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არ ვიყავი ჩემს თავს რა ხდებოდა , დროის ყველა მონაკვეთის ჩემს სასარგებლოდ გამოყენება დავიწყე.
-როგორ მენატრები ,რომ იცოდე-ამოვიკრუსუნე და მის ხელებს ჩემი შევაგებე.ერთი ხელის მოსმით კალთაში მომათავსდა, რამაც გამაწითლა და დამფრთხალმა ავხედე.
-რას აკეთებ?-ვიკითხე აპილპილებულმა.
-თუ არ მოგწონს ,შეგიძლია გასწორდე-ყურში ტკბილად ჩამჩურჩულა და მეც გავირინდე.
-მდაჰ, მგონი ჭკუიდან გადავედი.ზედმეტად თამამი სიზმრები მაწუხებს -თავი გამკიცხავად გადავაქნიე და საბას მუხლებზე კომფორტულად მოვკალათდი.
-ჩემი პრინცესა-ჩაილაპარაკა და ორივე ხელი ძლიერად მომხვია.
-ანუ,ახლა რაც არ უნდა გავაკეთო ,ყველაფერი დაშვებულია?-შეპარვით ვიკითხე და ეშმაკურად ავხედე.
-კი, სიზმრის ფარგლებში-ცხვირზე თითი ამკრა და თმაზე მომეფერა
-ჩემი სიზმარია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ- დავიბუზღუნე და უფრო მაგრად ავეკარი.
-შენ რაც გინდა ის გააკეთე ,მაგრამ მე თავი დამანებე-სიცილით მიპასუხა.
-შენი სუნი მომენატრა-ჩავიჩურჩულე აცრემლიანებულმა და ცხვირი მის ლავიწში ჩავრგე.
-მე შენ მომენატრე, მაგრამ ჯობია ცოტა ფრთხილად იყო-ნაზად მომიშორა და მის გვერდით დამსვა.
ჩემსკენ შემოტრიალდა და სახეზე ცერა თითით მომეფერა. შემდეგ ჩემი ტუჩების კონტურები შემოხაზა და ხელი კისერს ჩააყოლა.მთელი ამ დროის განმავლობაში გაშეშებული ვიჯექი და გული ისე ძლიერად მიცემდა, ყველაფერს დავიფიცებდი, რომ რაც ხდებოდა რეალობა იყო.
-არ გაინძრე!-ჩუმად გავაფრთხილე და მისკენ მივჩოჩდი.
თავი ისე გავუსწორე ,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე.მარჯვენა მტევანი ახლა მე შევახე მის ლოყას და დამბურძგლა.ზღვასავით ცისფერ მონატრებულ თვალებში საკუთარი ანარეკლი დავინახე და ღმერთს შევთხოვე თუ ეს სიზმარი იყო დაე არასოდეს გამღვიძებოდა.საბამ თვალები დახუჭა და მეც მის გრძელ წამწამებზე გადავატარე თითი. ბოლოს კი ხელი ტუჩებთან შევაჩერე.მინდოდა მოვფერებოდი, მაგრამ ხელი უკანვე ჩამოვიღე და მე თვითონ მივიწიე წინ.თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ რომ გავაცნობიერე ,მივხვდი მნიშვნელობა არ ქონდა რა სისულელეს ჩავიდენდი, რადგან ეს რეალობა არ იყო.
ტუჩის კუთხეში დავუტოვე მსუბუქი კოცნა და უკან დავიხიე თუ არა, მის გაოცებულ თვალებს მოვკარი თვალი.
-შეგაშინე?-გამეცინა.
-მოდი აქ-დამემუქრა და გამომიჭირა.
იმდენი მაცინა, რომ ნამდვილად აღარ მახსოვს ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი.ჩახუტებულები ერთმანეთის პირისპირ ვიწექით და მძიმედ ვსუნთქავდით.მოულოდნელად თვალების ძლიერი წვა ვიგრძენი და დავამთქნარე.
-ძილის დროა-სწრაფად მითხრა და ჩემსკენ გადასაფარებლის მხარე აწია ,რომ შიგნით შევწოლილიყავი.
-დაძინების კი არა, გაღვიძების-კმაყოფილმა შევუსწორე და საბანში შევძვერი.
-რას ქვია გაღვიძების?-გაკვირვებულმა გამომხედა.
-შენ არ მითხარი გესიზმრებიო?-ვკითხე თვალებმოჭუტულმა .
-ეგ მე კი არ მითქვას, შენ გადაწყვიტე ეგრე-თავის ქნევით მიპასუხა და საბანზე თვითონ მომეხვია გარედან.
-მოიცა ,ეგ რას ნიშნავს? თუ არ მესიზმრები ანუ რა გამოდის?-შოკში ჩავარდნილმა და თვალებდაჭყეტილმა ფართხალი დავიწყე.
-თვალები დახუჭე კატო-ისე ჩამჩურჩულა, რომ დაჰიპნოზებულივით დავემოჩილე და გავისუსე.
-უნდა წახვიდე?-ხმა გამტეხოდა.
-სხვა გზა არ მაქვს.-მიპასუხა ასეთივე ნაღვლიანი ხმით.
-კიდევ ხომ მოხვალ ხოლმე?-ვკითხე იმედგადაწურულმა.
-არ შეიძლება, მაგრამ ვეცდები.
-ეცადე რა-მუდარაზე ვიყავი გადასული.
-მშვიდობით კატო-ჩუმად ჩაილაპარაკა, წამოდგა და შუბლზე მაკოცა.
ბოლოს მახსოვს, რომ მისი ამ სიტგყვების მოსმენისას ცრემლი გადმომივარდა და მერე უკვე გავითიშე.მერე წყვდიადი იყო ,სიცარიელე და აუტანელი ტკივილის გრძნობა.თითქოს ბინძური მორევიდან რამოდენიმე წუთით ამოვყვინთე და ახლა ისევ ვიხრჩობოდი.
მარტოობა მაშინებდა და ვიღაცას ვეძებდი ,რომ გულში ადგილი შემევსო მაგრამ სიბნელეს დასასრული არ უჩანდა, მე კი სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი.ბოლოს მუხლები მომეკვეთა და ძირს დავეცი.დავნებდი,ძებნას თავი დავანებე და დავიყვირე გამწარებულმა.
-კატო გაიღვიძე-ბრძანების და მუდარი ხმამ ერთდროულად მოაღწიეს ჩემამდე და მეც შეშინებულმა თვალები გავახილე.წამში წამოვვარდი ლოგინიდან და ისე ,რომ საბას დღიურისთვის ხელი არ გამიშვია, ოთახში თვალების ცეცება დავიწყე.
-კატო, კარგად ხარ?-ნაცნობი ხმა ჩამესმა და ცრემლები წამომივიდა.
-აქ იყო დე...საბა აქ იყო წუხელ დედა..ვთხოვე დარჩენილიყო ,მაგრამ კიდევ წავიდა დეეეე- ხმამაღლა ავტირდი და ჩამიხუტა თუ არა, ხელები მაგრად შემოვხვიე.
დედას გვერდით სალომე იდგა და ისიც ცრემლიანი მიყურებდა.
-დამშვიდდი დე, ყველაფერი კარგად არის, მე და სალომე შენთან მოვედით და ახლა ყველაფერი მართლა კარგად იქნება.
-არ წახვიდეთ რა, არ დამტოვოთ დე, გეხვეწებით არ დამტოვოთ რა-ხმამააღლა ვტიროდი,თავი ვეღარ შევიმაგრე და მუხლებმოკვეთილი ძირს დავვარდი.დედამაც ვეღარ შეინარჩუნა წონასწორობა და ჩემთან ერთად ისიც დაეცა.კანკალი ამიტყდა და მძიმედ სუნთქვა დავიწყე.რაც ძალა მქონდა, დედას ვუჭერდი ხელებს და ჩახვეულივით ერთი და იგივეს ვიმეორებდი.
-სიბნელეში ვიყავი დე მარტო.არავინ მყავდა , არავინ.ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. შენც და სალომესაც გეძებდით, მაგრამ თქვენც არ იყავით.შემეშინდა...შემეშინდა .. შემეშინდა ...-ვერ ვმშვიდდებოდი და ახლა ლაპარაკიც შევწყვიტე ,რადგან ნიკაპიც ამიკანკალდა,კბილები მიკაწკაწებდა და მხრებიც მიცახცახებდა.
-სალომე შვილო,დამამშვიდებლები მომაწოდე-დაიყვირა მაკამ და სალოც იმწუთასვე სამზარეულოში გავარდა.
-მოვიტანე-და ცელოფანი ხელში მიაჩეჩა დედას.
-ორი ტაბლეტი მომეცი, სწრაფად და წყალიც მოიტანე-იატაკზე დავარდნილი წამომაყენა და თავის ხელით ჩამაწვინა ლოგინში.
-აი გამომართვით.
-კატო დედი წამოდექი ცოტა -ნერვიულად მომკიდა ხელი მაკამ და წამალი მომაწოდა.-ორივე ერთად დალიე და უფრო მალე იმოქმედებენ-სწრაფად მითხრა და ჩემს წინ დაჯდა.
ჭიქა გამოვართვი თუ არა, ვერ დავიჭირე.იმდენად მიკანკალებდა ხელი , რომ მთელი წყალი ძირს დამექცა და კინაღამ ჭიქაც გავტეხე.
-ეს გამომართვი -სალომ საწრუპი მომაწოდა და მეც ორივე ტაბლეტი დავლიე.დედა დაწოლილს ჩამეხუტა, სალომე კი თავთან მეჯდა.წამალმა მოქმედება დაიწყო.ნელ-ნელა დავმშვიდდი და კანკალი დასუსტდა .გულისცემაც დაწყნარდა და ბოლოს რეალობასაც გამოვეთიშე.მივხვდი, რომ ვიძძინებდი და ბოლო ფიქრები ფხიზელს რაც მახსოვს იყო: „ ნეტავ საბა კიდევ ერთხელ დამესიზმროს“...
************************************************************


-რა ვქნათ?ასეთი რამ ჯერ ხომ არ მომხდარა?-ბუნდოვნად ჩამესმა სალომეს ხმა და მივხვდი უკვე ვფხიზლდებოდი.
-არ ვიცი შვილო , სახლში დაბრუნება არ უნდა და ასევე არ გვაძლევს უფლებას დავეხმაროთ.ჩვენ შეგვიძლია კი რამის გაკეთება?-თვალები ამიცრემლიანდა.მესმოდა რამდენ ტკივილს ვაყენებდი ორ უსაყვარლეს ადამიანს, მაგრამ ამ ადგილ ს უკვე ისე მივეჯაჭვე, რომ თუ დავბრუნდებოდი, ალბათ უჰაერობა მომკლავდა.
-როგორ ხარ დე?-გაღიმებული გადავბრუნდი მაკასკენ და საბნიდან ამოვძვერი.
-გაიღვიძე კატო? როგორ გრძნობ თავს?-გაიგონა თუ არა ჩემი ხმა, წამოდგა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-კარგად ვარ , მაგრამ რა მოხდა მითხარი რა-გამეცინა და მივაჩერდი.
-არ გახსოვს?-გაკვირვებულმა მკითხა სალომემ და ახლა ისიც ჩემს წინ დაჯდა.
-კი მახსოვს, ცუდად გავხდი და დამამშვიდებლები დამალევინეთ, მაგრამ მერე რა მოხდა, სიცხე მქონდა? ან რამდენი ხანი მეძინა?
-სიცხე გქონდა ,მაგრამ ახლა ტემპერატურა აღარ გაქვს.ექიმს დავურეკე და მითხრა, რომ რაღაცაზე ალბათ ძალიან ინერვიულა და შოკური მდგომარეობა ქონდაო.-რომ ჩავფიქრდი ,მართალიც იყო.რაც საბა დამესიზმრა და გამოღვიძებისას უკვე ვეღარ დავინახე, მაშინ გავხდი ცუდად.საბას ნაკლებობა მჭირდა.აი რა იყო ჩემი დაავადების სახელი.
-რაზე ინერვიულე?-დაჟინებით მიყურებდა სალომე.
ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ ვთქვი:საბა დამესიზმრა !
ორივეს გაკვირვებულ სახეებს რომ შევხედე ,მაგრად გამეცინა.
-რას ნიშნავს საბა დაგესიზმრა?-მკითხა დედამ.
-მერე რა ,ადრეც ხომ ყოფილა მასეთი შემთხვევა?-იკითხა სალომ.
მართალი თქვა...მსგავსი სიზმრები ადრეც მრავლად მინახავს.თავიდან თითქმის არაფერი მახსოვდა ხოლმე, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა ისე რეალურად აღვიქვამ ყველაფერს, რომ მეშინია ჭკუიდან არ გადავიდე.მეშინია რეალობის შეგრძნება არ დავკარგო.ხშირად ვურეკავდი სალომეს და ვუყვებოდი ყველაფერს ,რაც ჩემ თავს ხდებოდა და ისიც მამშვიდებდა, რომ ასეთი რაღაცეები ბუნებრივია და მეც ასე თუ ისე დაწყნარებული ვაგრძელებდი ცხოვრებას.
-მე რატომ არ მეუბნებოდი დედი?-ნაწყენი მიყურებდა მაკა.
-არ მინდოდა გენერვიულა-გავუცინე და მისკენ მივიწიე ,რომ ჩავხუტებოდი.
-იცი რა მაინტერესებს? ადრეც თუ გესიზმრებოდა ხოლმე, მაინც და მაინც დღეს რატომ გახდი ცუდად?-ამ კითხვაზე ლოგკური პასუხი მეც არ მქონდა, თუმცა შემეძლო დაახლოებით მევარაუდა, რომ უფრო და უფრო ვურევდი რეალობას და ფანტაზიას ერთმანეთში.
რაც უფრო რეალურად აღვიქვამ სიზმარს ,მით უფრო მიჭირს საბასთან განშორება, მის გაქრობასთან შეგუება.
აი, რა იყო მიზეზი იმისა, რომ უფრო და უფრო მძიმედ ვიტანდი ყველაფერს, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
-უნდა შეწყვიტო, თორემ შენს თავს ბოლოს მოუღებ-ამოიხვნეშა დედამ-კატო, საბას საფლავზე ერთხელ მაინც ნამყოფი ხარ?
იმდენად მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა ჩემთვის, რომ უცებ გავჩოჩდი უკან და ხმის ამოუღებლად ფანჯარაში გავიხედე.
-არცერთხელ?-გაოგნებული სახით მომჩერებოდა სალომე.
-მაგის ძალა არ მაქვს - ვუპასუხე ნაღვლიანი ღიმილით.-კიდევ ერთხელ მომიწევს იმ ფაქტთან შეჯახება, რომ აღარ მყავს... ასე რომ მის საფლავზე არცერთხელ ვყოფილვარ და არც ვიცი როდის წავალ.
-თუ ეგრე გააგრძელე, არაფერი გამოვა.უნდა წახვიდე და ბოლოს და ბოლოს შეეგუო იმ ფაქტს, რომ მის გარეშე დარჩი.როცა ამას გააკეთებ ,დაბრუნებაც აღარ გაგიჭირდება და ხასიათიც გამოგიკეთდება.-ჯიუტად მიყურებდა სალომე და ამ სიტყვებს მიმეორებდა.
-და მერე რა იქნება ? დამავიწყდება, რადგან დრო ყველაფერს კურნავს?-წამოვიყვირე ისტერიულად.
-რა თქმა უნდა, და ეს ბუნებრივიცაა-დაამატა მაკამ.
-აი, იმიტომ, რომ ასე ლაპარაკობთ, არ მინდა ხოლმე თქვენი ნახვა.
-კატო, ეს ბუნების კანონია. ადამიანები იცვლებიან, ერთთან არ გამოდით, მეორეს პოულობენ ,იმიტომ ,რომ ცხოვრება გრძელდება.-არ ნებდებოდა დედაჩემი.
-ჩემთვის არ გრძელდება ცხოვრება, მე ერთი მიყვარდა ,ის ერთი მიყვარს და ბოლომდე მეყვარება !შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ აადამიანებო!-დავიყვირე მოთმინებიდან გამოსულმა და საწოლიდან წამოვდექი.-წადით-ვთქვი ისე, რომ მათკენ არც შევტრიალებულვარ .
არაფერი უთქვამთ, დამიბარეს თავს გაუფრთხილდიო და კარი გაიხურეს.
ეზოს კარების ხმა გავიგე თუ არა, შვებით ამოვისუნთქე და ლოგინზე ვარსკვლავის ფორმაში გავწექი.
რაც შეეხება ჩემს ნათქვამს რამოდენიმე წუთის წინ...მე ყოველთვის ასეთი ვიყავი.ვერ ვიტანდი ადამიანებს ,რომლებიც ჯერ ერთს ეფიცებოდნენ სიყვარულს, შემდეგ მეორეს.კი, შეიძლება ვიღაც მოგწონდეს, მაგრამ სიყვარულით ვთვლი რომ მხოლოდ ერთი გიყვარდება იმ დროის განმავლობაში რაც ცოცხალი ხარ.ნამდვილი სიყვარული ერთი შეიძლება იყოს და არა რამდენიმე.მე მართალია ცოტა ადრიან ასაკში ,მაგრამ უკვე ნაპოვნი მყავდა ჩემი ნამდვილი სიყვარული და საკუთარი ხასიათის ღალატს ნამდვილად არ ვაპირებდი.ეს გრძნობები მდენად ძლიერი იყო, რომ ალბათ სამუდამოდ შემრჩებოდა ,ყოველგვარი დავიწყების გარეშე.

ალბათ ერთი საათი გავიდა ,რაც მარტო დავრჩი.ტუმბოზე დღიურს მოვკარი თვალი და გამეღიმა.ნელა წამოვიმართე და ხელში ავიღე.თითებით შემოვხაზე მისი ყდა და გადავშალე.ხელახლა გადავიკითხე საყვარელი ნაწერები და ბოლომდე ჩავედი თუ არა, თვალები მაგრად დავხუჭე.ბოლო დღე წარმომიდგა გონებაში.
დღე, როდესაც საბას უკანასკნელად ვაკოცე...
დღე, როდესაც მის გაყინულ სხეულს უკანასკნელად ჩავეხუტე...
დღე, როდესაც მის ფერდაკარგულ თმებს უკანასკნელად შევეხე...
და წამოვედი...

გუნება გამიფუჭდა და მოვიკუნტე.დღიური გულზე მქონდა მიკრული და ჩუმად ვსლუკუნებდი.სიმართლე გითხრათ მე თვითონაც მიკვირდა, რომ ტირილისთვის ცრემლი ჯერ კიდევ არ გამომელია.ნელ-ნელა დავმშვიდდი და ვიგრძენი ძილის მორევი როგორ მითრევდა.
წარსულის კადრები ამეშალა თვალწინ.
როდის დავინახე პირველად და როგორი იყო მაშინ თვითონ..
მისი ცივი და არაფრისმთქმელი ღიმილი...
სევდიანი და გაყინული ცისფერი თვალები...
მუდამ გრძელი პიჯაკი და შავი კაშნე...
შეხვედრა სკვერში..
საავადმყოფოში რომ ვუვლიდი..
ექსკურსია...
ეს მომენტები ისეთი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს, რომ თვალყურის დევნას ვეღარ ვასწრებდი.შავ დერეფანში ვიყავი და რაც უფრო წინ მივდიოდი ,მით უფრო მცირდებოდა ჩემი მოგონებების რაოდენობა.მე მათ ვუყურებდი ,მაგრამ ისინი კი არ ტრიალებდნენ ,უბრალოდ უჩინარდებოდნენ.დერეფნის ბოლოსკენ მიიჩქაროდნენ და წყვდიადში იკარგებოდნენ.
გაუჩინარდებოდნენ თუ არა ,მე ყველაფერი მავიწყდებოდა.ასე მოაკლდა მეხსიერებას ჯერ ერთი მოგონება , შემდეგ მეორე, მესამე და ასე შემდეგ.
ვერც კი წარმოიდგენთ რა მტკივნეულია როდესაც იცი ,რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ,შენ კი გახსენება არ შეგიძლია.
შემეშინდა...შემეშინდა , რომ ყველაფერს დავკარგავდი და მთლიანად გამოვცარიელდებოდი.დრო წარსულსაც აღარ მიტოვებდა და მაიძულებდა აწმყოსთან შევჯახებულიყავი.
ვიცოდი რომ მეძინა. ვაცნობიერებდი, რომ უბრალოდ კოშმარში ვიყავი, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ასეთი შიში ნამდვილად მქონდა.
ავცახცახდი და ცივმა ოფლმა დამასხა.მინდოდა გამეღვიძა ,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამუდამო კოშმარში მოვხვდი.საკუთარ გულისცემასაც კი ვგრძნობდი და ყველაზე მეტად ნახულის რეალურობა მაშინებდა.მალე შევიშლებოდი კიდეც...
უცებ ერთიანად დავმშვიდდი.გამოფხიზლება დავიწყე და ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით ვიღაც იწვა.არითმია პიკს აღწევდა.
მივხვდი რომ ის იყო.სწრაფად გავახილე თვალები და საპირისპირო მხარეს გადავტრიალდი.
ჩემს წინ იწვა საბა და თმებზე მეფერებოდა.
-კოშმარები გესიზმრება ხოლმე?-მკითხა ნაღვლიანმა.
-ხოლმე არა, სულ-გავუცინე და ხელით მის სახეს მოვეფერე.
-იცი როგორ კანკალებდი? თან მგონი ტემპერატურაც გაქვს-განაგრძობდა ლაპარაკს ანერვიულებული.
-მთავარია რომ ახლა შენ ხარ აქ , ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება-შევაწყვეტინე ლაპარაკი და მისკენ მივჩოჩდი.
-გარედან ძლიერი ჩანხარ,მაგრამ შიგნით ძალიან სუსტი ხარ კატო-ნაღვლიანად ჩამჩურჩულა საბამ და ხელები მომხვია.
-დდღესაც უნდა წახვიდე?-ბოლო იმედს მაინც ვიტოვებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სამუდამოდ არაფერი გაგრძელდებოდა, მითუმეტეს ჩემი რამდენიმე წუთიანი ბედნიერება.
-დაიძინე, დახუჭე თვალები და დაიძინე.-ისე ვყავდი ჩახუტებული ,რომ მისი ნიკაპი ჩემს თავზე იყო მოთავსებული.მე კი საბას გულმკერდზე აკრული ყოველ ამოსუნთქვას ვითვლიდი.აჩქარებული გულის დარტყმებს ჩემსას ვადარებდი.იმდენად რეალური იყო, რომ დაჯერება მიჭირდა. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაც მქონდა, მაგრამ ყველაფერი რაც ხელს შემიშლიდა მისი ნახვის სიამოვნებაში. შორს მოვისროლე ჩემი გონებიდან და გულს მივენდე.
-რამდენ ხანში უნდა წახვიდე?-ვკითხე მოღუშულმა და უკან დავიწიე.
-რამე მოხდა?-შემომხედა გაკვირვებულმა-რამის თქმა გინდა?
-თქმა არა, გაკეთება-ეშმაკური თვალებით გავხედე და მის რეაქქციაზე გამეცინა.
-რისი?-მკითხა და შევამჩნიე, რომ ჩემიდან შორს გადაჩოჩდა.
-რისი და ბავშვის-მისი გამომეტყველება მართობდა , განსაკუთრებით ბოლო სიტყვების შემდეგ.-სულელო!!
-კატო ხანდახან მაშინებ ხოლმე-ბოლოს შვებით ამოისუნთქა ჩემს გაღიმებულ სახეს რომ შეხედა.
-კარგი, ახლა სერიოზულად. ჯერ ძალიან გვიანი არ არის, სიმართლე გითხრა თვითონაც არ ვიცი ასე ადრე რამ დამაძინა-ჩავფიქრდი მომენტალურად.-მაგრამ,სანამ წასულხარ, ერთ ადგილას წამომყვები?
-და ეგ ადგილი შორსაა?
-არა-ვუპასუხე სწრაფად.
-წავიდეთ-ხელი გამომიწოდა.
-წამო-შევაგებე საპასუხოდ ჩემი და ასე ხელჩაკიდებულებმა გავაბიჯეთ სახლიდან.
მდელოზე მინდოდა წასვლა.ეს ადგილი ძვირფასი იყო ჩემთვის.მერე რა, რომ რაც ხდებოდა არარეალური იყო? მერე რა ,რომ საბა სინამდვილეში აღარ არსებობდა? მერე რა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო?მთავრია, რომ ასე მაინც შემეძლო მისი ნახვა და იმ ადგილას მასთან ერთად კიდევ მივიდოდი.მართალია არარეალურს ,მაგრამ ახალ მოგონებებს შევქმნიდი და არასოდეს დავივიწყებდი.
-მოვედით- შევდექი ბედნიერი და ცას ავხედე.-მგონი ვარსკვლავები ზუსტად ისე ანათებენ ,როგორც მაშინნ მე და შენ რომ ვიყავით აქ-გამეღიმა და ავცრემლიანდი.
-აქ რატომ მომიყვანე?-საბასაც დაუსევდიანდა თვალები.
-იცი, ძალიან რომ მომენატრები ხოლმე ,ამ ადგილას მოვდივარ და ბევრს ვტირივარ.ხომ გახსოვს შენ დღიურში დამიწერე ,რომ რადგან სხვა ძვირფასი ადამიანებიც მყავდა ,ამიტომ უნდა გამეღიმა და ცხოვრება გგამეგრძელებინა, მაგრამ მე ასე არ შემიძლია საბა.რა ვქნა, რა გავაკეთო?-ტირილი დავიწყე და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.საბა ჩემს წინ დამნაშავესავით თავჩახრილი იდგა და უბრალოდ ჩემი მარჯვენა ეჭირა ხელში.
-არ ვიცი რა უნდა გააკეთო, მე არ მინდოდა შენი უბედურების მიზეზი გავმხდარიყავი კატო , მაპატიე-ღიმილით ამომხედა საბამ და მთვარის შუქზე მის ცრემლებს შევხედე.საყვარელი ზღვისფერი თვალებიდან რომ იღვრებოდნენ და ახლა თავი მე ვიგრძენი დამნაშავედ.-არ უნდა დაგპირებოდი მაშინ, რომ სულ შენთან ვიქნებოდი და არ მიგატოვეებდი, ესეც მაპატიე კატო-ეს ტონი უკვე აღარ მომეწონა.
-რას აკეთებ? ისე რატომ მელაპარაკები ,თითქოს ჩემს ნახვას აღარ აპირებ?-შეშინებული მისკენ მივიწიე დაა სახეზე ფრთხილად შევეხე.
-ასე მგონია, რომ ჩემი ყოველი გამოჩენა განადგურებს. საბოლოოდ წასვლა მომიწევს, იცი რომ შენთან ვერ დავრჩები ,მაგრამ იმედი მაინც გაქვს.ეს ბედნიერება კი არა, ტანჯვაა უბრალოდ .მე კი შენ ზედმეტად მიყვარხარ ,რომ საკუთარი სურვილების გამო ასეთ დღეში ჩაგაგდო.
-რა თქვი?-ბლუკუნით ვიკითხე, როდესაც მისი „მიყვარხარ“ გავიგონე.
-ხომ იცი, რომ მიყვარხარ კატო?-გვერდულად გამომხედა, მაგრამ ღიმილის მიუხედავად ცრემლები მაინც არ ჩერდებოდა.
-ვიცი ,მაგრამ არ მეგონა ამის მოსმენა ასე თუ გამიჭირდებოდა და გამაბედნიერებდა ერთდროულად.
-შენ მკითხე რატომ დაგპირდი რომ სულ შენთან ვიქნებოდი, როცა ვიცოდი ,რომ უნდა მოვმკვდარიყავი?გინდა პასუხი გაიგო?-საუბარი დასასრულისკენ მიყავდა, რაც მართლა ძალიან მაშინებდა.-იმიტომ, რომ ეს შენ გჭირდებოდა.არ ვიცი რა იყო მიზეზი, მაგრამ შენ იმ მომენტში როცა ეს კითხვა დამისვი ისეთი თვალებით მიყურებდი, რომ თუ დადებით პასუს არ მიიღებდი ,უბრალოდ ჩემს წინ ატირდებოდი. მე კი შენი ცრემელბის ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა იმ დროს. შენი ცრემლები ეკლებია ჩემს გულზე. იცი, როგორ მიყვარს შენი ღიმილი?არ მინდოდა შენი ცრემლების მიზეზი ვყოფილიყავი და სწორედ ამიტომ დაგპირდი იმას, რაც შენ გინდოდა...
მაგრამ არ გამითვალისწინებია მომავალი. იმ დროს ვერ გავნსაზღვრე , რომ წარსულში ნათქვამი სიტყვები და მოცემული დაპირებები მომავალში ასე ძალიან გვავნებდა. მაპატიე რა, გეხვეწები მაპატიე, კარგი?-შევხედე მუხლები როგორ მოეკვეთა, წამში კი ჩემს წინ მიწაზე იჯდა.
-ადექი რა, ადექი გთხოვ, გაპატიე საბა. არ ვიცოდი ასე თუ იმოქმედებდა შენზე ეს კითხვა.ადექი , კარგი?-მეც ჩავიმუხლე და მისი აყენება ვცადე, მაგრამ ამაოდ. მის წინ დავჯექი მეც და თავი ავაწევინე.
თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ორივე ვდუმდით. ვგრძნობდი. რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, რაღაც ისეთი, რაც ბოლოს მომიღებდა და ძლივს გამოკეთებულს ისევ ადრინდელ მდგომარეობაში დამაბრუნებდა და არც შევმცდარვარ.
-კატო.....
-შეწყვიტე-ჩემმა სიტყვებმა ისე ჩუმად გაიჟღერეს, რომ თვითონ ძლივს გავიგონე.
-იცი ახლა რაც მოხდება?-ხმადაბლა მკითხა საბამ.
-შენ წახვალ-ვუპასუხე ავტომატურად.
-და მერე რა მოხდება?-ისევ შემეკითხა.
-და მერე აღარ მოხვალ-ახლაც უგრძნობი პასუხი გამომივიდა.თითქოს უკვე ბედთან შეგუება დავიწყე.
-გინდა საჩუქარი დაგიტოვო?-მომენტალურად ავხედე და ჩემი სახე მის პირდაპირ აღმოჩნდა.თურმე მოახლოებულიყო და პირდაპირ ჩემს წინ იჯდა.
-კი-ვუპასუხე აცრემლიანებულმა.
-მთხოვე რაც გინდა და შეგისრულებ.
-ხომ იცი რასაც გთხოვ-იმედდაკარგულმა ჩავხარე თავი.
-დარჩენ ა არ შემიძლია-მოიღუშა თვითონაც.
-დარჩენა არა-სწრაფად გავაქნიე თავი.
-აბა?-გაკვირვებული თვალები მომანათა.
-უბრალოდ დამპირდი, რომ კიდევ მოხვალ ჩემს სანახავად.-შევამჩნიე გამომეტყველება მომენტალურად როგორ შეეცვალა.
-არ ვიცი -გვერძე გაიხედა და ისე მიპასუხა.
-რადგან უარს არ მეუბნები, ესე იგი შესაძლებელია ისევ გნახო?-თავი ჩემსკენ შემოვაბრუნებინე და გაბადრულმა შევხედე.
-სიმართლე გითხრა , კი. -დამიდასტურა-მაგრამ ბევრს არ ელოდო. ხომ იცი , რასაც დაგპირდი ვერასდროს ვერ ავასრულე-გაიღიმა ნაღვლიანად და ჩემსკენ მოწეულმა ხელები შემომხვია.
-მაშინ ეს დაპირება შენი საჩუქარი იქნება?-მის მკლავებში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ხელახლა დავიბადე.
-ხომ გითხარი, არ ვიცი შევასრულებ თუ არა.ასე რომ სხვა რამე მთხოვე.
-ნებისმიერი რამ?-ეშმაკური თვალებით ავხედე.
-ჰო-დამიდასტურა ისე, რომ არც გამოუხედავს ჩემსკენ, ვარსკვლავებს უყურებდა.
-მაშინ ასე მოვიქცეთ. შენ ეცადე ეგ დაპირება შეასრულო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, რომ არ გამოგივიდეს, სხვა სურვილიც შემისრულე.-ვთქვი და ხელები ისე მაგრად მოვუჭირე ,თითქოს მის დაკავებს ვცდილობდი.
-რაც გინდა კატო-მზერა მომანათა და შუბლზე თბილი კოცნა დამიტოვა.თავიდან არ ვიცოდი რა უნდა მეთხოვა , მაგრამ ახლა მოვიფიქრე.
-მაკოცე!-ჩემი სიტყვა ჰაერში უძრავად დაეკიდა.შეიძლება იმიტომ, რომ არ ვიცოდი კიდევ ვნახავდი თუ არა, საკუთარ სიზმრებში მაინც.
-რაც შენთან სტუმრად მოსვლა დავიწყე , ძალიან ბევრს ტირი ხოლმე და ეს არ მომწონს,ამიტომ ჩემს წასვლას კიდევ ერთი მიზეზი მოემატა.-სიტყვებს ცრემლებიც მოყვა.
-ასე ლამაზად თუ ტიროდი , სანამ ჩემს გვერდით იყავი მაშინ გეჩვენებინა მაინც-გავუღიმე და წამოვდექი.სიმართლეს ვამბობდი, მისი ცრემლები ვერცხლისფრად ბრწყინავდნენ მთვარის შუქზე და ეს საუცხოო სანახავი იყო.
-იცი რაზე ვოცნებობდი შენთან გაცნობის მერე?-ნელ-ნელა წელში გაიმართა და ახლა თვალებში მიყურებდა.-რაც შეიძლება მეტი დრო მქონოდა. მეტი დრო შენს გვერდით ყოფნისთვის, შენი ბოლომდე გაცნობისთვის. იცი რაზე ვნერვიულობდი? იმაზე ,რომ დამივიწყებდი.მაშინ როცა დრო ჩემს ბოლო ამოსუნთქვებს ითვლიდა ,მე შენზე ვფიქრობდი.არ მაინტერესებდა კიდევ რამდენი დარტყმა ქოონდა დარჩენილი გულს, არ მაინტერესებდა კიდევ რამდენი ხანი იმოძრავეებდა ვენებში ჩემი სისხლი.მინდოდა, რომ დაგემახსოვრებინე ისეეთი ,როგორიც შეგიყვარდი და არა უძლური და ფერდაკარგული, სასიკვდილოდ განწირული და უსიცოცხლო სხეული, რომელსაც არაფერი შეეძლო.შენი მოგონებების ნაწილი მინდოდა ვყოფილიყავი . დამპირდი, რომ არ დამივიწყებდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვნერვიულბდი.
ახლა კი, ახლა მინდა დამივიწყო კატო... იმიტომ, რომ ვხედავ ჩემი შენს წარსულში არსებობა, შენი აწმყოსთვისაა მავნებელი.მე კი ნამდვილად არ მინდა ასე მომავალშიც გაგრძელდეს.ჩემი ეგოისტური სურვილები შენი უბედურების მიზეზი არ უნდა გახდნენ, ამიტომ აჯობებს დამივიწყო და წარსულში დამტოვო ,რადგან ჩემი ადგილი იქ არის.
-........
-არ იტირო გეხვეწები, და რამე საწინააღმდეგოც არ მითხრა. არ მეგონა შენთან დამშვიდობება ორჯერ თუ მომიწევდა.-გაიღიმა და მომიახლოვდა.
-კარგი , არაფერს გეტყვი, მაგრამ ჩემი სურვილი შემისრულე, ბოლო საჩუქარი გამიკეთე-მუდარის თვალებით მივაჩერდი და ხელი ჩავკიდე.
არაფერი უპასუხია ხმამაღლა, მაგრამ თავი დამიქნია და გამიღიმა. ეს ალბათ ბოლო ღიმილი იყო.ასეთმა ფიქრებმა გული შემიკუმშეს.
საბა ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა. ისე ახლოს ,რომ სახეზე მის ყოველ ამოსუნთქვას ვგრძნობდი.მარჯვენა ხელი ნელა აწია და ჩემს სახეს ფრთხილად შეეხო.ლოყაზე მომეფერა და კისერს ჩაუყვა , ბოლოს კი თეძოზე მომხვია.მერე მისკენ მიმიზიდა და ტუჩებით ნიკაპს მიწვდა.მეორე ხელი ლოყაზე მოათავსა და თავი დამახრევინა.შუბლზე გადავიდა თუ არა მისი ტუჩები ,ვიგრძენი რომ მუხლები მეკვეთებოდა.რამდენიმე წუთი ასე ვიდექით, ახლა კი პირდაპირ თვალებში მიყურებდა.მეგონა დამშვიდებული იყო, მაგრამ კარგად ჩანდა ისევ ცრემლებით როგორ ევსებოდა თვალები.ალბათ იმიტომ ,რომ ეს დამშვიდობება იყო.ცოტა ხანში კი მისი ტკბილი ტუჩები ვიგრძენი და მგონი გული გამიჩერდა.
თავიდან მისი კოცნა მსუბუქი და ჰაეროვანი იყო,მაგრამ შემდეგ სახიდან ორივე ხელი წელზე გადაიტანა და თავის სხეულზე ამაკრა.საბას აბრეშუმივით თმებს ფრთხილად შევეხე და თითებში ავხლართე.როგორ მინდოდა ახლა დრო გამეყინა ,ან საერთოდ არ გამღვიძებოდა.ჩემს ფანტაზიაში ჩავრჩენილიყავი სამუდამოდ, ტკბილ და უსასრულო ფანტაზიაში....
ვიგრძენი რომ დრო თითქმის აღარ იყო, მაგრამ ვერ ვშორდებოდი ,დათმობა არ მინდოდა. ბოლოს ისევ თვითონ მომშორდა და გვერდზე გადგა.
-როგორ არ მინდა რომ წახვიდე-ამოვიჩურჩულე, რადგან ხმამაღლა თუ ვიტყოდი, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი და ისევ ტირლს დავიწყებდი.
-აღარ იტირო რა, დამპირდი-ისიც ჩურჩულით მელაპრაკებოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ საუბარი უჭირდა.
-უფლება მომეცი...-ისევ ჩუმად ვუთხარი და მიხვდა რაღაც რომ ვთხოვე ,ამიტომ თავი დამიქნია.
ხელი მის გულმკერდზე ავასრიალე და შევამჩნნიე გაოცებულმა რომ გამომხედა.ჩამეღიმა, მაგრამ არ შემიწყვეტია.ჯერ გულთან შევაჩერე მტევანი და ვიგრძენი მისი არითმია.შემდეგ ოდნავ ზევით ავწიე და შავი პიჯაკის საყელო ძირს ჩამოვქაჩე.
-მავნებლობ-გამიცინა და თმა ამიჩეჩა.
თვალებში შევხედე და იმის მაგივრად რომ მეთქვა „მშვიდობით“, უბრალოდ კიდევ ერთი ცრემლი გადმომივარდა და მანაც თავი დამიქნია, თითქოს ისიც უსიტყვოდ მემშვიდობებოდა.
ფეხის წვერებზე ავიწიე და საბას ლავიწთან კოცნა დავუტოვე .
მინდოდა კიდევ ერთხელ შევხებოდი მის სახეს ,მაგრამ ეს უკვე ვეღარ მოვასწარი.
-ისედაც საკმარისზე მეტი დრო მოგვცეს-ჩამესმა სადღაც შორიდან-მიყვარხარ კატო....
ჩემს წინ აღარავინ იდგა.უბრალოდ სიცარიელე იყო,არაფრისმთქმელი, ჩუმი სიცარიელე.ცას რომ ავხედე , ჰაერში მოფარფატე ცისფერი ბრჭყვიალა წერტილები დავინახე.“აი თურმე რად ქცეულა საბა“-გავიფიქრე და გული შემეკუმშა.ხომ ვიცოდი რომ სიზმარი იყო, მაგრამ მაინც მქონდა რაღაცის იმედი დარჩენილი.ვუყურებდი თვალწინ მომხდარს და ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანი ,რომლის გულისცემასაც რამოდენიმე წუთის წინ ვგრძნობდი, პატარა ცისფერ ბრჭყვიალა ნაწილაკებად დაიშალა და ახლა ჰაერში იფანტებოდა.
თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რომ არა მარტო რეალობაში, ახლა უკვე ფანტაზიაშიც ყველაფერი დამთავრდა ... მაგრამ როდესაც გაანალიზება დავიწყე, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო.
ვითიშებოდი...მალე წყვდიადში ამოვყავი თავი და ისევ იმ დერეფნის ბოლოსკენ მივიწევდი,სადაც საბასთან შეხვედრამდე მოგონებებს ვკარგავდი.დერეფნის კედლებს რომ შევხედე ,დავინახე წარსულის კადრები ისევ დასასრულისკენ მიცურავდნენ, ოღონდ ახლა ის კადრები მეშლებოდა თვალწინ, სადაც საბას რამოდენიმე წუთის წინ დავემშვიდობე.
ჩახუტება...
კოცნა...
ცრემლები...
სიზმარი იყო, მაგრამ ეს სიზმარიც მეძვირფასებოდა იმიტომ, რომ ის საბას ეკუთვნოდა.
აუტანელი ტკივილი მალე გულს გამიგლეჯდა. ეს უკანასკნელი მოგონება იყო მასზე,არარეალური, მაგრამ მაინც მისი და ჩემი გულის ნაწილი იყო.არ მინდოდა დამეკარგა.
გავიქეცი...დერეფნის ბოლოსკენ გავიქეცი, მთელი ძალით.მინდოდა დავწეოდი და დამეჭირა , არ მიმეცა უფლება გაუჩინარებულიყო,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.შემდეგ თითქოს უხილავი ხელები ყელში მიჭერდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ.
მერე კი...
უბრალოდ თვალები გავახილე და საწოლიდან წამიერად წამოვვარდი.ჩემს გვერდით ვიღაცის სხეული დავინახე და საბა ამომიტივტივდა გონებაში.
ბოლოს გავარჩიე, რომ სალომე იყო.ეტყობა ინერვიულა დედამ და უკანვე გამოგზავნა.
იმედგაცრუება დამეუფლა.თვალები წამიერად ბრაზმა გამინათა და მოვიკუნტე.
-წავიდა...კიდევ წავიდა.. ოღონდ ახლა ჩემს ფანტაზიაშიც კი ვეღარ ვნახავ მას...-საცოდავად ამოვიყვირე და ძირს ჩამოვვარდი.სიარულიც აღარ შემეძლო.დაცემის ხმაზე სალომე წამოდგა და შეშინებული მოვარდა ჩემთან.
-რა დაგემართა კატო? ნუ მაშინებ გეხვეწები-როცა დაინახა რომ ვტიროდი , თვითონაც ხმა გაუტყდა.
მე კი ჭკუიდან გადავდიოდი ნელ-ნელა.ორივე ხელი თმაში ჩავივლე და მაგრად ვიჭერდი.თავს აქეთ იქეთ მკვეთრად ვაქნევდი და მხოლოდ ერთ რაღაცას ვიმეორებდი. : „ მეც მინდა სიკვდილი, მეც მომკალი ღმერთო , ასე მაინც ვნახავ მას ! ’’ . ყელში თითქოს უხილავი ბურთი გაეჩხირაო ,ახლა ვეღარც ვლაპარაკობდი.გული გასკდომაზე მქონდა და ვიფიქრე იქნებ ღმერთმა თხოვნა შემისრულათქო.გამეღიმა და ცრემლიანი თვალებით სალომეს ავხედე.
-მგონი ვკვდები, მგონი მივიღე რაც მინდოდა სალო, ახლა საბას ვნახავ...მაპატიე ხო შენი და დედას დატოვება რომ მიწევს.-სალომე მიყურებდა და უბრალოდ გიჟს გავდა.
-შენ მთლად გადაირიე მგონი, მორჩა მეტს ვეღარ ავიტან.არ მოგცემ უფლებას თავი დაიღუპო.-გამწარებულმა დაიყვირა და ხელი შემიშვა.მე ისევ ძირს დავვარდი, თვალები მეხუჭებოდა და მგონი ხელახლა ვიძინებდი.


სიბნელე იყო...არაფერი ჩანდა.ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჯოჯოხეთში ჩავიკარგე.თავიდან რაღაც ხმა მომესმა. რომ დავუგდე ყური ,ეს გამაღიზიანებელი წრიპინი იყო.ბოლოს სიტყვები გავარჩიე და გამოფხიზლება დავიწყე.არ ვიცოდი სად ვიყავი, ან როგორ მოვხვდი აქ ,თუმცა გავახილე თუ არა თვლაები და თეთრი ჭერი დავინახე ,ვიფიქრე ალბათ მოვკვდითქო და უნდა ვაღიარო, რომ გულის სიღრმეში შვებაც კი ვიგრძენი, რამაც თვითონვე შემაშინა.
-გაიღვიძე?როგორ ხარ?-შემამჩნია თუ არა სალომემ, იმწუთასვე ჩემს წინ გაჩნდა.მას დედაც გამოყვა უკან .
-კარგად ვარ-მხოლოდ ეს ვთქვი და რაც შემეძლო ფართეედ გავიღიმე, რომ მათთვის ზედმეტი საზრუნავი მომეხსნა.თუმცა ამ ერთმა გაღიმებამ მთელი სხეული ამატკივა.დამანჭული სახით დავხედე მაჯებს და რამოდენიმე გადასხმის მილს მოვკარი თვალი.
-ესენი რაღაში დამჭირდა?-ჩავიბუზღუნე მობეზრებულმა .
-კარგად რომ იკვებებოდი,საკმარისად გეძინა და თავს უფრთხილდებოდი ,იმიტომ. -სარკასტული ტონით მიპასუხა სალომემ და ფანჯრისკენ შებრუნდა.
-მაპატიეთ რა- წამოდგომა ვცადე.
-გაპატიო? იცი საერთოდ რაზე მთხოვ პატიებას?-მომვარდა გაღიზიანებული-გახსოვს საერთოდ აქ რატომ ხარ? ან როგორ მოხვდი?-სალომეს სიტყვებმა დამაფიქრეს.
რამოდენიმე წუთით დავდუმდი და შევეცადე ბოლოს მომხდარი კარგად აღმედგინა გონებაში.საშინელი მჩხვლეტავი ტკივილი ვიგრძენი გულმკერდის არეში და ხელი უცებ დავიდე ნატკენ ადგილას.ისე ,რომ მე თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა, ცრემლებმა თავისით დაიწყეს წამოსვლა და გაკვირვებული ხან მაკას ვუყურებდი, ხან თალებგაფართოებულ სალომეს რომლიც ისე დაბნეულიყო ,რომ წეხანდელი ბრაზის კვალიც აღარ ჩანდა მის თვალებში.
-ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება ?-გაღიზიანებულმა დაიყვირა დედაჩემმა და შეეცადა წამოვეყენებინე.
-არ ვიცი რა მოხდა, მოულოდნელად აქ ამტკივდა-წარმოვთქვი დაბნეულმა და გულზე ხელი დავიდე.-მერე კი თქვენც ნახეთ რო ცრემლები წამომივიდა.
-რამეზე ინერვიულე?-ჩამეკითხა დედა.
-არ ვიცი, უფრო სწორად არ მახსოვს-ვუპასუხე დაბნეულმა.
-არ გახსოვს? ეს რას ნიშნავს?-სალომემ ჩემი სახე მისკენ შეატრიალა და თვალებში ჩამხედა.ალბათ ეგონა, რომ ავატყუებდი.
-წავალ ექიმს მოვიყვან -აღელვებული გავიდა მაკა გარეთ.
თავიდან დაბნეული მიყურებდა , შემდეგ კი ჩემს წინ ჩამოჯდა და თბილად გამომხედა.
-მართლა არ გახსოვს რაც მოხდა?-ფრთხილად და შეპარვით მკითხა სალომემ.
-არა-ვუპასუხე და გონებაში ქექვა დავიწყე რამე მაინც რომ გამეხსენებინა.-შენ და დედა რომ იყავით ჩემთნ და ვიკამათეთ მერე აღარაფერი მახსოვს.უფრო სწორად მერე მალევე დავწექი და დავიძინე....ახლა კი აქ ვარ.
-მე და მაკა დეიდა შენიდან რომ წამოვედით, მან მთხოვა დავბრუნებულიყავი და შემემოწმებინე როგორ იყავი, რადგან მანამდე ტრემპერატურა გქონდა.-ნელა დაიწყო ლაპარაკი -არ გახსოვს მეორედ რომ მნახე იმ დღეს?
-უკან დაბრუნდი?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-ჰო დავბრუნდი და საშინელ მდგომარეობაში დამხვდი.ბოდავდი...
მაღალი სიცხე გქონდა ფაქტი იყო, მაგრამ რაღაცას ჯიუტად იმეორებდი.-ეს ადგილი ისე ფრთხილად წარმოთქვა ,რომ დავეჭვდი და ვკითხე.
-რას ვლაპარაკობდი ძილში?-თვალებმოჭუტული მივჩერებოდი და არ ვაძლევდი საშალებას სხვა მხარეს გაეხედა.
-საბას ეძახდი-დაიწყო ყოყმანით-ამბობდი, რომ ბოლო დაპირება აუცილებალდ უნდა შეესრულებინა, რომ არ უნდა წასულიყო და მეორედ არ დაეტოვებინე.-ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა.
-რას ნიშნავს მეორედ არ უნდა დავეტოვებინე?-ლამის ყბა ჩამომივარდა მისი სიტყვები რომ გავიგონე.
-არ ვიცი, ეგ შენ უნდა მითხრა.-გაჩუმდა და რამდენიმე წუთი მაკვირდებოდა-მითხარი, საბა კიდევ გესიზმრება ხოლმე?
-კი, მესიზმრება ხოლმე.
- და შეიძლება მაშინაც გესიზმრებოდა, როცა ძილში ლაპარაკობდი-ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა.
-კი ეგ შესაძლებელია, მაგრამ ხომ უნდა მახსოვდეს?
კარის ხმა გავიგე და მე და სალომემ ერთოდროულად მივიხედეთ შემოსასვლელისკენ.პალატაში ექიმი შემოვიდა.საკმაოდ ახალგაზრდა იყო.მაღალი და შავგვრემანი.ასე 28 წლის იქნებოდა ალბათ.
-როგორ გრძნობთ თავს, კატო?-თავაზიანი ღიმილით შემეკითხა.
მე ახლა იმაზე დავფიქრდი, რომ რაჭაში აღარ ვიყავი და ქალაქში ჩამომიყვანეს. ისეთი შეგრძება დამეუფლა ,თითქოს რაღაც ძვირფასისგან შორს ვიყავი და ეს საშინლად მიფორიაქებდა სულს.
-აქ რატომ მომიყვანეთ?-მოულოდნელად ტირილი ამივარდა და დედას ზიზღით გავხედე.-მიპასუხე, აქ რა მინდა მეთქი-კონტროლი დავკარგე და კივილზე გადავედი.
დავინახე მაკას თვალები რომ აუცრემლიანდა და საკუთარი გაჩენის დღე დავიწყევლე.სალომემ გამკიცხავად შემომხედა და აფორიაქებული დედაჩემი პალატიდან გაიყვანა.ექიმი კი უბრალოდ ჩემს წინ იდგა და შემფასებლური მზერით მათვალიერებდა.
მე ავცახცახდი.ნიკაპიც ამიკანკალდა და შემაცივნა.მოვიკუნტე საწოოლზე და ხელები მუხლებზე შემოვიხვიე.
-უკან დამაბრუნეთ რა, აქ სუნთქვა მიჭირს,უკან დამაბრუნეთ ძალიან გთხოვთ-თავს ვქნევდი თითქოს მომმხდარის დაჯერება არ მინდოდა.თითქოს ასე შევძლებდი გათავისუფლებას და ისევ იმ ადგილას გავჩნდებოდი, სადაც ძვირფასი მოგონებები მელოდებოდნენ.
-კატო, დამშვიდდი-ექიმის ხმა მომესმა და იმდენად შორდან მოხვდა ჩემს ყურთასმენას , თითქოს სხვა ოთახშია გასულიო.თავი გაჭირვებით ავწიე და თეთრხალათიანს ბუნდოვანი მზერა მივანათე.
-დამეხმარეთ რა-ეს ვთქვი ბოლო და მერე საერთოდ ყველაფერი დაბნელდა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.ალბათ თავბრუსხვევის ბრალი იყო.ვითიშებოდი, მაგრამ უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი მომხდარით, რომ გაღვიძება მომინდა.როცა თვალები გავახილე , დავინახე როგორ შეიყვანა წამალი ჩემს ვენაში ექიმმა და დამბურძგლა.ჯერ ნემსები ხომ არასდროს მიყვარდა, ვენაში რომ მიკეთებდნენ ხომ მითუმეტეს.
მაკა თავზე მედგა, სალომე კი არ ჩანდა.
-დედა, ნინო დეიდა გახსოვს?-ეტყობა შეყვანილი წამალი დამამშვიდებელი იყო, რადგან ძილი მომეკიდა და გაჭირვებით ვლაპარაკობდი.
-კი დედი, მოხდა რამე?-დაინტერესდა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში საბას დედის სახელი არ მიხსენებია, რადგან არ ვეკონტაქტებოდი
-ძალიან გთხოვ ,როგორმე დაუკავშირდი. რომ გავიღვიძებ , სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო-და ჩამეძინა ......

***********************
-გაიგეთ რამე?-სალომეს ხმა მომესმა და დამაინტერესა რაზე ლაპარაკობდა.
-ვერაფრით დავუკავშრდი ნინოს-შეწუხებულმა უპასუხა მაკამ.
-საქართველოში არის საერთოდ?
-სწორედ მაგაშია საქმე, რომ არ ვიცი.სახლი დაკეტილია, ნომერი გაუქმებული.სკოლაშიც აღარ დარჩა ცნობები ხეცურიანების ოჯახის შესახებ.
გული შემეკუმშა ეს სიტყვები რომ გავიგონე.გამოვფხიზლდი და საწოლზე წამოვჯექი.
-ჯერ ამიხსენით აქ ამდენი ხანი რატომ ვარ , რა მჭირს გადასხმებს რომ მიკეთებენ და რატომ არ მხსოვს მიზეზი, რის გამოც საავადმყოფოში დამაწვინეთ.შემდეგ კი ნინო დეიდას შესახებ დაგკითხავთ.-ისეთი ტონით ვიკითხე თითქოს არაფერი მომხდარა.ორივე გახარებული გამოიქცნენ ჩემსკენ, ეტყობა ჩემი გამოკეთებული ხასიათის გამო.
-პირდაპირ გითხრა შესავლების გარეშე?-გამიცინა სალომემ.ეტყობა სერიოზული არაფერი მჭირდა.
-ექიმმა თქვა ,რომ არასწორი კვების გამო იმუნიტეტი გქონდა დაბალი . ნერვიულობამ კი ტემპერატურა გამოიწვია.მაპატიე ,მაგრამ ვუთხარი, რომ სიზმრები გაწუხებდა.-ასე თქვა, რომ ალბათ სიზმრებს ზედმეტად რეალურად აღიქვამდი და მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ძლიერი შოკი გამიწვია.
-ესე იგი სიზმარი რეალობად აღვიქვი და რაც სიზმარში ცუდი მოხდა ,ის სინმადვილეშიც ასე ძლიერად მეტკინა?-რაღაც უაზრობა ვთქვი დაბნეულმა.
-ზუსტად არ მახსოვს ,მაგრამ მგონი ეგრეა-დაადასტურა მაკამაც.
-გინდათ თქვათ, რომ გიჟი ვარ და რეალობას და ფანტაზიაას ვეღარ ვარჩევ?-გახუმრება ვცადე ,მაგრამ მათ შეშინებულ თვალბს რო გადავწყდი პირი დროულად დავმუწე.
-შენ თვითონ არ თქვი, რომ ზედმეტად რეალურ სიზმრებს ნახულობდი?-დაბნეულმა იკითხა სალომემ.
-ჰო , მაგრამ არც ისე რეალურებს, რომ საავადმყოფოში დავწოლილიყავი სიზმრების გამო.
-შენ ჯერ გაიხსენე ასეთი რა დაგესიზმრა იმ ღამით, რომ სიკვდილს ნატრობდი და მერე ილაპარაკე-რაო ? სიკვდილს ნატრობდიო?ეს რას ნიშნავს?
-რა სიკვდილი?-ვკითხე გაკვრივებულმა.
-ჯობია თვითონ გაიხსენო, მე მეტს არაფერს გეტყვი.
-კარგი ,კარგი-დანებების ნიშნად ხელები ავწიე-მაშინ მითხარით ნინო დეიდასთან დაკავშირებით რა ხდება.
-არაფერი-ამოიხვნეშა დედამ და გვერდით დამიჯდა.
-როგორ თუ არაფერი?
-გაქრა, არავინ იცის სად არის, ან რას აკეთებს.-ახლა სალომემ მიპასუხა.
-რამე ხომ არ დაემართა?-ვიკითხე შეშინებულმა.
-არა მგონია , თუმცა ნათესავი არავინ ყავს, რომ ამბავი ვიკითხო-დანანებით ჩაილაპარაკა მაკამ.
-ნინოსთან დაკავშირება რატომ მოინდომე?-ჩამეკითხა სალომე.
-საბას საფლავზე მინდა წასვლა.-რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ჩუმად ვუპასუხე.
მათ სახეებზე ჯერ გაკვირვება, შემდეგ სდიხარული ,ბოლოს კი შვება ამოვიკითხე.
-ეს ამდენი ხანი უნდა გაგეკეთებინა.-ჩამეხუტა დედა.
-უფრო ადრე რომ მისულიყავი, ყველაფერს მარტივად შეეგუებოდი და ასეთ დღეშიც არ ჩავარდებოდი-დედას დაეთანხმა სალომეც.
-თქვენ თუ გგონიათ, რომ ამის შემდეგ ისევ აქ დავბრუნდები საცხოვრებლად და ცხოვრებას ისე გავაგარძელებ ,თითქოს არაფერი მომხდარა ,ძლიან ცდებით-მკაცრად მოვუჭერი და გავჩუმდი.
-ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მე წავალ და იმ საავადმყოფოში დავრეკავ ,სადაც საბა იწვა.მათ ეცოდინებათ ალბათ რამე-მაკა წამოდგა და პალატის კარი გაიხურა.
-დარწმუნებული ხარ?-ყოყმანობდა სალომე.
-ეს კიდევ ერთი ხერხია იმისა ,რომ საბასთან ისევ ახლოს აღმოვჩნდე-ნაღვლიანად გავუღიმე და ჩავეხუტე.
ერთ საათში ექიმმა შემოიარა.როოგორც გავიგე გიორგი ერქვა.სასიამოვნო ახალგაზრდა იყო, თავაზიანი და ზედმეტი კითხვებით არ მაწუხებდა.
მისი ლაპარაკიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ თურმე მართლა ვურევდი ერთმანეთში რეალობას და სიზმრებს, რადგან სიზმარი უფრო უკეთესი იყო , ვიდრე რეალობა.თუმცა ეს მეც კარგად ვიცოდი.
წინა დღით მომხდარზე კი რაც დედამ და სალომემ მითხრეს, იგივე გამიმეორა მანაც.რაღაც ისეთი დამესიზმრა, რასაც ალბათ რეალობაში ვერ გავუმკლავდებოდი, ან ძალიან გამიჭირდებოდა.მე კი იმის გამო, რომ სიზმარს რეალობად ვაქცევდი ხოლმე, ფანტაზიაში მომხდარი სინამდივლედ მივიღე, ეს გულმა ვეღარ აიტანა და ისედაც დასუსტებული, უფრო საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.


დედა რამდენიმე საათი არ დაბრუნებულა ,სალომე კი ისევ თავთან მეჯდა და მართობდა.ნელ-ნელა სხეული მომიდუნდა და თვალები ამეწვა.შეწინააღდეგების გარეშე გადავეშვი ძილში და ცოტა დავმშვიდდი კიდეც.
არ ვიცი სად ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ მეძინა.გული დაცაარიელებული მქონდა და მოულდონელად ხელიდან წარსულიც გამომეცალა და აწმყოც.მოგონებები ისე გამეფანტა, რომ ვერცერთის დაჭერა და გახსენება ვერ შევძელი.შემდეგ წინ ის კადრი დამიდგა ,როცა რაჭაში იმ მდელოზე ვიდექი ,სადაც ადრე მე და საბა ვარსკვლავებს ვუყურებდით.დავფიქრდი, თუ სხვა ყველაფერი დამავიწყდა ,მაშინ ეს რატომ მახსოვდა.თავიდან შავ-თეთრი იყო ყველაფერი ,თუმცა შემდეგ გაფერადება დაიწყო.ცას ავხედე და სავსე მთვარე კაშკაშებდა.ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქ ,ზუსტად ასეთ სიტუაციაში, თან სიზმარში უკვე ვყოფილვარ.ჩემს წინ რაღაც, უფრო სწორად ვიღაც დავლანდე .იმდენად ახლოს იყო, რომ ხელი გავიწვდინე . აღმოჩნდა, რომ უბრალოდ სიცარიელეში დავატარებდი მტევანს.უკან დავიხიე რამდენიმე ნაბიჯით და გამოსახულება ახლა უფრო მკვეთრი გახდა.სანამ ამოვიცნობდი ვინ, ან რა იყო ჩემს წინ მდგომი , მოულოდნელად მან დაშლა დაიწყო.წვრილ ნაწილაკებად დაიშალა და ცისკენ წავიდა.კარგად რომ დავაკვრიდი, შევამჩნიე, ნაწილაკებს ცისფერი ფერი დაკრავდათ.სისველე ვიგრძენი და სახეზე ხელი მოვისვი. მე ვტიროდი.გაკვირვებულმა მეორე ხელი გულზე დავიდე და ვიგრძენი აჩქარებულიყო.იმდენად რეალურად აღვიქვამდი მომხდარს, რომ მგონი რეალობაშიც ცუდად ვიყავი.ვიღაცას სასწრააფოდ უნდა გავეღვიძებინე, მაგრამ არაფერი ხდებოდა. მე უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი ცისკენ მიმავალ ნაწილაკებს.დამბურძგლა , თითქოს ერთიანად დავცარიელდი.
უცებ ქარი ამოვარდა და ჩემს ირგვლივ ნახატებმა დაიწყეს ტრალი . რომ დავაკვრდი, ეს ნახატები ჩემი მოგონებები იყო, ბავშობიდან მოყოლებული დღმედე. ვინ ვიყავი საბასთან შეხვედრამდე და როგორი გავხდი მისი დაკარგვის შემდეგ.სიმართლე გითხრათ, ახალი მე ნადმვილად არ გამოიწვევდა ბევრ თქვენგანში აღფრთოვანების გრძნობას .ფურცლებს თვალს ვაყოლებდი და რასაც ვხედავდი ,თანდათან ყველაფერი მახსენდებოდა.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველაფერი გაიხსენე ,ვგრძნობდი რაღაც მნიშვნელოოვანი მრჩებოდა.
ქარი იმდენად გაძლიერდა, რომ წონასწორობაც დამაკარგვინა.დავბარბაცდი და იმის მაგივრად რომ წინ გადავვარდნილიყავი, ჩემდა უნებურად უკან დავიხიე.ფეხებს თავისით მივყავდი სადღაც, თუმცა სად არ ვიცოდი.მგონი ქარი ქარიშხალში გადაიზარდა, რადგან ჰაერის ძლიერმა ტალღამ დამარტყა და შორს, მგონი ტყეში მომისროლა.რომ დავფიქრდი, მივხვდი,ქარს მივყავდი სადღაც და არა სხეულს ,ამიტომ დავმორჩილდი და უფლება მივეცი ნიავს მის ჭკუაზე ვეტარებინე.
სულ მინდოდა ფრენა, ახლა კი ეს შემეძლო.მართალია სიზმარში ,მაგრამ მაინც.ხმამაღლა ვიცინოდი და ვფიქრობდი რა მაგარი შეგრნება იყო, როცა ზემოდან უყრებდი ყველაფერს.
თუმცა ეს ბედნიერება წამიერი აღმოჩნდა.უცებ თავი ისეთ ადგილას ამოვყავი, სადაც არც ხეები იყო და არც ტყე.ცაზე ისევ მთავრე ანათებდა, მერე კი მინდორზე მდგარი გოგონა დავინახე.თავიდან ვიფიქრე მარტო იყო, მაგრამ მერე მის წინ მდგომიც შევნიშნე, სავარაუდოდ ბიჭი იყო.როგორც ჩანს დანიშნულების ადგილს მივაღწიე , რადგან ქარმა უფლება მომცა მიწაზე ჩამოვსულიყავი.
მათგან რამოდენიმე მეტრის დაშორებით ვიდექი და შორიდანვე გავარჩიე,რომ გოგონა ტიროდა.
უფრო ახლოს მივედი და დავასკვენი, რომ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ.უცნაური იყო, რომ მათ სახეებს ვერ ვარჩევდი .თითქოს ბინდში ჩაიძირა ორივეს სხეულები.
-ისედაც საკმარისზე მეტი დრო მოგვცეს,მიყვარხარ კატო....
თავიდან უბრალოდ მათ ვუყრებდი , შემდეგ ბიჭის ხმა გავიგონე ,სახელი „კატო“ და აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა.გამახსენდა ბოლო სიზმარი საბაზე.გამახსენდა რამოდენიმე წუთის წინ მომხდარი, პატარა ნაწილაკებად დაშლილ გამოსახულებას რომ ვუყურებდი, მივხვდი ამ სანახაობამ რატომ ამიჩქარა გული და ამატირა.ახლა ყველაფერს მივხვდი, მაგრამ რა? რას შევცვლიდი გახსენებით? -ვერაფერს !
საშინელმა მარტოობის გრძნობამ შემომიტია, როცა გოგოს და ბიჭის სახეები გავარჩიე.საკუთარ თავს ვუყურებდი გვერდიდან და ჩემივე გამომეტყველებას ვსწავლობდი.
ისტერიული სიცილი ამიტყდა...
-ასეთი რა დავაშავე?-ავყვირდი ბოლო ხმაზე.რაც უფრო ვუწევდი ხმას ,მით უფრო უარესდებოდა ამინდი.ცა მოიღრუბლა და ჭექა ქუხილი დაიწყო.
ქარიშხალი და საშინელი წვიმა....
ერთიანად სველი კანკალმა ამიტანა,მაგრამ ეს ნაკლები ტანჯვა იყო იმასთან შედარებით, რასაც მე ვგრძნობდი.
-გინდათ ძილში მოვკვდე?გამაღვიძეთ ვინმემ-ახლა ხვეწნაზე გადავედი.ისე ცხადად ვგრძნობდი ჩემს შინაგან და ფიზიკურ მდგომარეობას, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა , მაღალი ტემპერატურა მქონდა.წვიმა იმდენად გაძლიერდა, რომ წვეთები სხეულს მტკენდნენ.თითქოს წვეთები დამძიმდნენო...
ქუხილი იმდენად გაძლიერდა, რომ ქარიშხლის ხმაც აღარ მესმოდა.ცა ჩაშავდა,მთვარე საერთოდ ჩაიკარგა.ვერაფერს ვხედავდი.მხოლოდ მაშინ ხვდებოდა ჩემი მხედველობის არეში გარემოს საზარელი სურათები , როცა ელვა გაანათებდა არემარეს .შემცივდა,საშინლად შემცივდა და უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი.უბრალოდ ერთ ადგილას დავდექი და ცას ავხედე.გავიღიმე და დავიჩურჩულე:
-წამიყვანე ბარემ რა, რა აზრი აქვს ახლა ჩემს სიცოცხლეს?
და მე გავითიშე.....
ბოლოს მახსოვს, რომ სადღაც დავხეტიალობდი...
უმიზნოდ...
მერე გავიღვიძე....
თავზე შეშინებული სამი ადამიანი მედგა.სალომე, დედა და ექიმი.
მითხრეს ღამით თურმე ძილში ვლაპარაკობდი და საბას სახელს გავიძახდი.მერე ყვირილი დამიწყია , ვინმემ გამაღვიძეთთქო.
ბოლოს კი „წამიყვანეს“ გავიძახდი და ისტერიკულად ვიცინოდი...
მოკლედ ,რაც სიზმარში წარმოვთქვი განერვიულებულმა, ყველაფერი რეალობაში დამმართნია . მაღალი ტემპერატურის გამო, ჩემი გამოფხიზლება ვერ შეძლეს.სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ახალ გაღვიძებულს უკვე გადასხმას მიკეთებდნენ.
ექიმმა მითხრა, რომ არა ჩემმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ,არამედ ჩემმა ფსიქიკამ შეაშინა..საწყალი, ალბათ იფიქრა ჭკუიდან გადავიდაო...თუმცა რას ვერჩი , მართალია ადამიანი.
როდესაც სიტუაცია დაწყნარდა , ექიმმა ბოდიში მოიხადა და პალატა დატოვა.ახლა კი შემეძლო მათთან ლაპარაკი.
-გუშინ ასეთი რა დაგესიზმრა? -დამაყარა სალომემ კითხვები.
-გუშინ ცუდად იმიტომ გავხდი, რომ გამახსენდა ყველაფერი ,რაც რაჭაში მოხდა-ამოვიხვნეშე და შემდეგ კითხვას დაველოდე.
-რა ნახე ასეთი სოფელში, რომ აქ მოგვიწია შენი ჩამოყვანა?-ახლა დედამ მკითხა.
-დამესიზმრა, რომ საბა დავკარგე-მათ სახეებს რომ შევხედე, ახსნა დავიწყე-როცა მას ვხედავდი სიზმარში ,მინდოდა ფანტაზია რეალობად მექცია,ამიტომ მძაფრად აღვიქვამდი ხოლმე ძილის დროს ნანახს.იმდენად მინდოდა, რომ საბა ჩემს გვერდით სინამდვილეში ყოფილიყო,გადავწყვიტე სიზმარიც რეალობის ერთერთ ვერსიად მიმეღო...
-შენ გინდა თქვა,რომ როცა სიზმარში საბას დაემშვიდობე ,ან დაკარგე,თუ რაც მოხდა... ეს სინამდვილედ მიიღე და ამიტომ გახდი ცუდად?-თვალებგაფართოებული მომმჩერებოდნენ ორივენი.
-ხომ გითხრათ ექიმმა ,რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე.-ახლა დედას მივუბრუნდი-გაარკვიე საბა სად არის დასაფლავებული?-ერთი სული მქონდა მის საფლავზე მივსულიყავი.მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი, ან უფრო ვცდილობდი საკუთარი თავისთვის ტკივილი მიმეყენებინა.მაზოხისტად ვიქეცი და ოღონდ მასთან ახლოს ვყოფილიყავი, ამისთვის საკუთარ თავს ვავნებდი კიდეც.
როდესაც დედას სახეზე გაურკვევლობა და დაბნეულობა ამოვიკითხე, ჩემმა ნერვიულობამ პიკს მიაღწია.
-არ მითხრა ,რომ ნინო დეიდამ საზღვარგართ გადაწყვიტა მისი დასაფლავება-ძალიან ავღელდი ,რადგან ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი.
-საქმე იმაშია , რომ საბას საფლავი არ არსებობს.საავადმყოფოში,სადაც ხეცურიანი იწვა ,მითხრეს რომ პაციენტი არ მომკვდარა, უბრალოდ კომაში ჩავარდა, რის გამოც ოჯახმა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა.ამის შემდეგ კი საბაზე იმ საავადმყოფოში არავის არაფერი სმენია....

და აი ასე....
ასე უბრალოდ....
კოშმარი სადაც სამი წელი ვცხოვრობდი,მოულოდნელად ერთ წამში დამთავრდა...
და მე.... გამოღვიძება დავიწყე!

-----------------------------
გამარჯობა ბავშვებო :* ვაღირსე მეორე ნაწილიც...შესვენება ძალიან დიდი გამომივიდა.არ ვაპირებდი გამეგრძელებინა მაგრამ მთხოვეს ცუდი დასასრული არ გვინდაო და აჰა, დავწერე მეორე ნაწილი.იმის გამო რომ ძალიან დიდი გამომდიოდა გავყავი. ანუ, ვაპირებ დავწერო მესამე ნაწილიც რომელიც ფინალური იქნება და თქვენც დაისვეენებთ და მეც.მაპატიეთ შეცდომებისთვის და ისიამოვნეთ. ***

პ.ს. ვინც პირველად კიტხულობს ამ ნაწილს გაფრთხილებთ რომ ეს არის ჩემი ადრინდელი ისტორიის :ბედნიერების ექვსი თვე:დამატებითი წუთები"-ს გაგრძელება ასე რომ ჯერ გაეცანით პირველ ნაწილს თორემ აქ ისე ვერაფერს გაიგებთ. :დდ



№1  offline წევრი mariamii))

აუ მალე დადე შემდეგი თავი რა love

 


№2  offline წევრი ხატული♥

მოიცა მოიცა ეს იმ ისტორიის გაგრძელებაა მე რომ ველოდებოდი ხოო ? ვაიმე როგორ გამიხარდა ეხლა წავიკითხავ და თან კიიდევ აქვს გაგრძელება ? რა კაია მიყვარხარ ჩემო გოგო მალე დადე შემდეგი ♥♥♥

 


№3  offline წევრი ტასიკო

მალე დადე რაა ,ძალიან კარგიაა

 


№4  offline მოდერი ანკა

ეს რაიყო... სულ დასიებული მაქვს თვალები ტრილისგან... წინა ნაწილიც უმაგრესი იყო და ესეც შეუდარებელია... რაღაც არაჩვეულებრივად ნიჭიერი ხარ და ადამიანის გრძნობებზე სიტყვებით არაჩვეულებრივად თამაშობ! აღფრთხოვანებული ვარ შენით და უზომოდ გამიხარდა, რომ ისტორიის გაგრძელება დაწერე. მოუთენლად დაველოდები შემდეგ ნაწილს ჩემო საყვარელო <3 <3 <3 love

 


№5  offline წევრი loveblee

გააგრძელე გთხოვვვ
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№6  offline წევრი kurt cobain

ქალბატონოო ავტორო,მოსაკლავი ხარ. ეს რა უსინდისობაა?! ეს ისტორია შევინახე,დავიმახსოვრე და ყოველ დღე ვკითხულობდი და ვტიროდი.
და ამდენი ცრემლი სულ ტყუილად ვღვარე?
არა,კი მიხარია,რომ საბა არ მომკვდარა(და იმედია არც მოკვდება),მაგრამ რაღატო გვატირე ამდენიი?
ძალიაააააააან მაგარი გოგო ხარ,დიიიდი ფანტაზიებით და კიდევ ველოდებით გაგრძელებას!!
რაც შეიძლება მალე.
მიყვარხარ.^^

 


№7  offline წევრი cinderella12

მადლობა რომ წაიკითხეთ გაგრძელება და მიხარია თუ მოგეწონათ..მეგონა არავის ემახსოვრებოდა ისტორი თუმცა გამიხარდა რომ შევცდი <3 შევეცდები მალე დავწერო მესამე ნაწილი <3 მიყვარხართ ძალიან <3

 


№8  offline წევრი დადუ♥♥

Vaimeeera magari iyo eESS :* shok :* :* me mere nawili wavikitxe pirdapir DA shens ROM tqvi mesamesac male davdeb mashinga movdzebne pirveli nawioi DA mere is wavikitxe .ai dzalain magari xar ra super super super <3 male Dade ogond DA saba ar mokla gtxov <3

 


№9 სტუმარი Mariami

Dros araqq mnishvneloba mtavaria dadoo am istoriias sul davelodebiiiii

 


№10  offline წევრი Laliashvili009

Ummaagresiaa ❤

 


№11  offline წევრი mariam m.k

Zalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent