შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი? (ნაწ.4.)


29-08-2015, 10:35
ავტორი toroo
ნანახია 2 142

დილა შატილში საოცარია იღვიძებ და ხვდები ,რომ სამყარო მშვენიერია თითქოს დისნეის მულტფილმში აღწერილი სამყარო გეშლება თვალწინ ,ჩიტების ჭიკჭიკი ,სუფთა ჰაერი,ჰაერში გაფანტული თავისუფლება ყველაფერი ერთად ერწყმის ერთმანეთს და გაგრძნობინებს ,რომ ადამიანთა მოდგმა იმისთვის შეიქმნა ,რომ ეს ყველაფერი ეგრძნო.ბედნიერი ვეხუტებოდი ბალიშს ,ვფიქრობდი უზომოდ ბევრს.
ყოველთვის ალქაჯს მეძახდნენ ,"მხიარული და უდარდელი " გაიძახოდნენ ჩემი უბნის ჭორიკანა ლამარა და მზია ,მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ვიმალებოდი მე ,რომელსაც ყველანაირი წვრილმანი მადარდებდა, ფიქრი ყოველთვის მიყვარდა ,ოცნებაც და თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულიც. ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული ,ყველა ჟანრის ,მაგრამ უპირატესობა ყოველთვის რემარკის ხელთ იყო. ვგიჟდებოდი მის წერის სტილზე ,იმასთან თუ რაოდენ ახლოს არის დღევანდელ ცხოვრებასთან მისი ისტორიები. ხშირად ვაიგივებდი პერსონაჟებთან თავს და დავასკვენი ნამდვილად მჭირდება სიყვარული .რაღაც ამ დილას მომაწვა ეს აზრები გამახსენდა გუშინ "სანდრო"-ზე ,რომ ვფიქრობდი ნეტავ ვინ არის ? არ ვიცნობ არვიცი ,მაგრამ მეფიქრება. ჩემს თავზე გამეცინა და ტელეფონზე ახლადმოსულ მესიჯს დავხედე
-გოგო დღეს პასუხები იდება ეროვნულების ძალიან ვნერვიულობ. -მწერდა ჩემი დაქალი ანი
უცებ ვიგრძენი ,რომ შემაკანკალა რამდენი ხანია ამ მომენტს ველოდები ახლა გადაწყდება ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო თუ არა. საშინლად ვნერვიულობდი.
-მადლობა ან ,გამაგებინე რას იზამ -ხელის კანკალით მივწერე და მაშინვე საწოლიდან ავდექი.
12 საათამდე ვერ ვისვენებდი ,ვერც ვჭამდი ,ვერც ვლაპარაკობდი უბრალოდ აქეთ-იქით დავდიოდი. თითქოს არაფერია ეს გამოცდები,მაგრამ ამავდროულად დიდი სტრესია ცხოვრებაში მიღებული პირველი სერიოზული დარტყმაა ,ან კარგი ტალღა ან ცუდი. ბუნებით პესიმისტი არ ვარ ,მაგრამ არც ოპტიმისტი უფრო რეალისტი,მაგრამ ამ მომენტში ყველანაირ პასუხს ველოდებოდი.
დადგა ნანატრი დრო მაშინვე ვაფრინე მესიჯი ნომერზე პასუხი წამებში მომივიდა და ჩემი ოცნებაც ახდა.
სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი
-რა გჭირს დედა ხო კარგად ხარ რა მოხდა ? -შეშფოთებული შემოვარდა ანო ჩემს ოთახში
-დედუ.. ჯავახიშვილი 70 პროცენტიანი გრანტი, მომილოცე სტუდენტი ვარ -მთელ ხმაზე გავკიოდი
-ვაიმე ჩემი ჭკვიანი ,ნიჭიერი -გულში მიკრავდა და ორივე ერთად ვტიროდით -არ ვარ ძალიან ემოციური ,მაგრამ ისე გამიხარდა ჩემი შრომა ,რომ დაფასდა ვერ მოვითმინე, ვხტუნავდი ,ვიცინოდი უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მართალი ყოფილა კენწეროში გატკბილდებისო.
დედა-მამა შემპირდნენ ეს ყველაფერი დაგიფასდებაო და მეც საჩუქრის მოლოდინში ბედნიერი გავიშოტე საწოლზე.
მთელი დღე ტელეფონს არ მოვშორებივარ ხან მე მილოცავდნენ ხან იქეთ ვულოცავდი. უკვე 9 საათი იქნებოდა ანო ,რომ შემოვიდა
-სალო ,ჩამო დე ციალა და მისი ოჯახი მოვიდნენ შენი ნახვა უნდათ -მხოლოდ ახლა გამახსენდა სტუმრებს ,რომველოდებოდით და ზლოზვნით წამოვდექი
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და წინ საოცარი სურათი გადამეშალა ანო და ანდრია გულიანად იცინოდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები მათ წინ ახალგაზრდა ულამაზესი წყვილი იჯდა და ღიმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს. ქალი ასე 40 წლისა იქნებოდა ულამაზესი თვალ-წარბი და თმა ჰქონდა ცოტა შემშურდა მისი სილამაზის , მთისა და ქართველი ქალის ეშხი ერთმანეთში შერეულიყო და საოცარ ნაზავს ქმნიდა დედაჩემისგან რადიკალურად განსხვავებული იყო ,მაგრამ ორივე ულამაზესი თავისებურად.
-ჩამოხვედი მა ,გენავალე ჩემი ჭკვიანი გოგო -მამამ ჩემზე გადმოიტანა მზერა
-გამარჯობათ-მორცხვად ჩავილაპარაკე ,მერე ჩემს თავზე გამეცინა როდის იყო ასეთი მორცხვი ვიყავი მე ?
-ვაიმე ეს სალომეა ,რამხელაა რა ლამაზია -ბოხი ხმით განაცხადა ციალას ქმარმა ,როგორც მივხვდი და ჩემსკენ დაიძრა ,მთელი ძალით ჩამიკრა გულში
-შენ ,რომ იცოდე რა მშობლების შვილი ხარ -ნათელი და მკაცრი შავი თვალები შემომანათა უკვე მშობლიურმა მამაკაცმა და გულში რაღაცნაირად სითბო ჩამეღვარა ,მისი სიალალე ,რომ ვიგრძენი
-დიდი მადლობა ყოველთვის ვიცოდი -მორცხვად გავიღიმე და ჩემსკენ მომავალ ციალას გადავეხვია
-ძლიან მაგარი გოგო ხარ სალო ,ულამაზესი და ,როგორც გავიგე ძალიან ჭკვიანიც ,მიხარია შენნაირი ახალგაზრდები
-დიდი მადლობა -ამდენი კომპლიმენტისგან უკვე ცუდად ვიყავი , მხოლოდ მაშინ გამახსენდა შვილები ,რომ ყავდათ და ურცხვად ვიკითხე უკვე სუფრასთან მჯდომმა
-თქვენი შვილები რატომ არ არიან აქ ?
-უი გენაცვალე ,ჩემს გოგოს თავი სტკივა სახლში დარჩა ასე მითხრა ხვალ გავუვლი და გავიცნობო და სანდრო დღეს ჩამოდის,მოვა მალე და გამოივლის
-კარგით -რაღაცნაირად მესიამოვნა მისი პასუხიდა ჩემი სიდებილით გაღიზიანებული გარეთ გავვარდი სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ-მეთქი
გარეთ გასულს ძალიან მესიამოვნა სიგრილე ,ჰაერს ხარბათ ვისუნთქავდი ,იქვე ჩამოვჯექი პატარა საქანელაზე და ნელა რწევა დავიწყე , რა მაგარი იყო ყველაფერი თითქოს ის მომენტი იყო ბედნიერი ,რომ ხარ და ამას აცნობიერებ . ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა ყოველთვის ,მაგრამ ახლა რაღაც სხვა იყო ,თითქოს რაღაცას მივაღწიე ,რაღაც ჩემით მოვიპოვე სხვის დაუხმარებლად. ყოველთვის ვაცნობიერებდი ,რომ თუ არ ვისწავლიდი არაფერი არ ვიქნებოდი ,ამით იმათ არ ვაყენებ შეურაწყოფას ვისაც დიპლომი არ აქვს ,მაგრამ ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს რაღაც ისეთი რითაც სახელმწიფოს გამოადგება. პატივს ვცემ ყველა ადამიანს ვინც რაიმე ხელობას მაინც სწავლობს თუ სასწავლებელში სწავლა არ არის მისი მოწოდება .
ფიქრებში ვიყავი გართული მანქანის ფარებმა ,რომ შემომანათეს ვერ მივხვდი რა მანქანა იყო ,მაგრამ ნამდვილად ჯიპი დავლანდე. კარები გაიღო,აშკარა იყო ვერ ამჩნევდა მძღოლი ჩემს იქ ყოფნას... ნელა გადმოვიდა და ჭიშკარს მიუახლოვდა აი იქ გავშრი.
აი რა მაკლდა გავიფიქრე წამიერად ,არ გეგონოთ ბიჭზე დახამებული ვყოფილვარ ოდესმე რა სისულელეა სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ შენი მოსაწონი არ დაბადებულაო ,მაგრამ აი მე ის ვიპოვე.
მაღალი სილუეტი ნელ-ნელა მიიწევდა ჩემი სახლისკენ. არ ვიცი რა დამემართა ან იმას რა დაემართა ,მაგრამ შედგა და ჩემსკენ გამოიხედა
-გამარჯობა -ბოხი ხმით დამიძახა და აქეთ წამოვიდა .ავწრიალდი,ცუდად გავხდი ასეთი ბიჭი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა , მაღალი მხარ-ბეჭიანი , გადაპარსული იდეალური თავით და ვარსკვლავის შუქზე მობრწყინავი თვალებით , ისეთი მოდიოდა თითქოს სამყარო მხრებზე ეკიდა და მძიმე ტვირთივით მისი სატარებელი იყო.
-უკაცრავად.მაგრამ ჩემი მშობლები შიგნით არიან? -ფრთხილად მკითხა ,აშკარად მიხვდა ,რომ დამაბნია ,მაგრამ არ შეიმჩნია
-კი თუ სანდრო ხარ შიგნით არიან
=კი სანდრო ვარ- ხელი ჩამომართვა და ოდნავ გამიღიმა,ეს გაღიმე და ჩემი აზრები "აი სად დაგერხა მთიელო ქალბატონო"
-სასიამოვნოა სალომე -მეც არ ვიცი ,როგორ მოვუყარე სიტყვებს თავი ,მაგრამ სიამაყე შევინარჩუნე და ჩავახველე
-შიგნით შედი ,მხიარულობენ -იმის იმედით ,რომ არ შევიდოდა და ჩემთან დარჩებოდა ჩემი ცისფერი თვალები შევანათე და ფეხი ფეხზე გადავიდე ,ვიგრძენი ,რომ სახე შეეცვალა და კმაყოფილმა ჩემთვის გულში ჩავიხითხითე.
-კარგი შევალ-ეშმაკურად გამიღიმა და შეტრიალდა , ესეც ასე მოგიგო ჩემი მეორე მე ატლიკინდა -გაწბილებულმა გავაყოლე მზერა . ღვთიური გარეგნობა ჰქონდა ,მაგრამ მარტო გარეგნობაც ხომ არ არის რაღაც შარმი მიყვებოდა ისეთი ,რომ თვალი ვერ მოვწყვიტე არვიცი ეს ბიჭი თავიდანვე უნახავად ამოვიჩემე მაშინ ,როცა ჩემთვის არასდროს არ არსებობდა მამრობითი სქესი. გული უშნოდ ამიფართხალდა და ღრმად სუნთქვა დავიწყე ,როცა მისი ხმა მიწვდა ჩემს სმენას
-ისე ნამდვილად ღირდა ამხელა გზის გამოვლა -დამიყვირა და ჩემს სახლში შევიდა
არა ასეთი არეული და განადგურებული შიგნით ვერ შევალ -გავიფიქრე და ჭისკენ წავედი ,რომ სახეზე წყალი შემესხა ....

ესეც ასე , ვიცი ვიცი და კიდევ ერთხელ ვიცი ,რომ საშინელი გოგო ვარ და მოგატყუეთ და ასე შემდეგ ,მაგრამ აბიტურიენტი ვიყავი წელს ჩავაბარე და უკვე თსუს ოფიციალური სტუდენტი ვარ :) ამიტომ მგონი ღირდა .... წერის ხასიათზე მოვიედი და ესეც ახალი თავი .. მიყვარხართ ყველა და იმედია არ მიბრაზდებით ძალიან <3



№1  offline წევრი kiwi

Imedia xshirxshirad dadeb da bolomde miiyvan ! Gamixarda sheni dabrundeba da velodebi shemdegs

 


№2  offline წევრი sofi_rio

ვაიმე ძლივს!!!!!!!!!!!! ამდენიხანი ველოდებოდი! გააგრძელე!!! ველიახალ თავს

 


№3  offline წევრი mani156

თვალებს არ ვუჯერებდი სათაური რო წავიკითხე :დდ მალეე გააგრძელე და არ დააგვიანოო რაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent