შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადვოკატი (5)


29-08-2015, 13:38
ავტორი Na Nuka
ნანახია 2 973

დილით ადრე ავდექი... სავარჯიშოდ წავედი, თან ჩარკვიანს ვუსმენდიი... საუკეთესო განტვირთვი საშუალებაა ჩემთვის... ძალიან ვნერვიულობდი... მნიშვნელოვანი დღე იყო... სულ სანდროზე ვფიქრობდი..
12 საათზე სასამართლოში წავედი... სანდრო გამოიყვანეს... ხელზე ბორკილები ედო, სახეზე იარები ისევ ემჩნეოდა... ნაგლად მიყურებდა... ცინიკურად ჩაიცინა...
ძალიან დაბნეული ვიყავი, მაგრამ საქმე ჩვენს საკეთილდღეოდ მიდიოდა...
საბოლოო განაჩენი ასეთი იყო: მოქალაქე სანდრო წერეთელი პირობით გათავისუფლებულია... გირაოს სახით დაეკისრა 15000 დოლარი..
ძალიან გამეხარდა... ღიმილით შევხედე სანდროს, მაგრამ ზედაც არ მიყურებდა...
სანდროსთან მივედი და ვუთხარი:
-გილოცავ... ჩვენ ეს შევძელით.
-სიტყვა ჩვენ არ არსებობს...-მითხრა უხეშად და წავიდა... მარიამი მამამისს ისე ჩაეხუტა, ცრემლები ვერ შევიკავე....
ასეთ პასუხს არ ველოდი... არ ვიცი, სანდროსგან რა მინდოდა. ვერ ვეგუებოდი ასე ცივად რომ მელაპარაკებოდა... მანქანაში ისე ჩაჯდა, ზედაც არ შემოუხედავს....
სასამართლოს შემდეგ თორნიკეს შევხვდი. ქორწილისთვის რაღაცეებს ვაგვარებდით. ჩამეხუტა და მითხრა:
-მომენატრე
-მეც. როგორ ხარ?
- რავი დავიღალე... შენ რას შვები ?
- სასამართლოდან მოვდივარ ახლა. სანდრო გაათავისუფლეს.
- მაგისთანები რომ გარეთ არიან, იმიტომ ვართ ასეთ დღეში...
-რა გინდა სანდროსგან ? რატო უნდა იჯდეს ციხეში? რა დააშავა , კაცი მოკლა?- თავი ვეღარ შევიკავე და ხმას ავუწიე.
-ნინა რა გჭირს? სულ მაგას რატო ამართლებ?
-პირველი იმიტომ, რომ მისი ადვოკატი ვარ და მეორეც, მართლა ვერ ვხვდები რას აშავებს.
-მოდი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
-კაი წავიდეთ რა...
კაფიდან რომ გამოვედით სანდრო შეგვხვდა და ცინიკურად გვითხრა:
-რა მაგარი წყვილი ხართ... ბედნიერებას გისურვებთ.
-მადლობ. მე ციხიდან გამოღწევას გილოცავ.-ნაგლად უპასუხა თორნიკემ.
-შენი მილოცვა რა ჩემ ფეხებად მინდა.
-ხო არ გინდა ციხეში დაგაბრუნო.
-მემუქრები ?
-მარტო მუქარა არაა...
-ხო რა თქმა უნდა, ფულით ხო ყველაფერი შეიძლება, მაგალითად გოგოების დათრევა.
- ნორმალურად ეე
სანდრომ ხელი დაარტყა. საშინლად იჩხუბეს, ორივე დასისხლიანებული იყო... კიდევ კარგი დროულად გააშველეს სანდროს ძმაკაცებმა და პოლიცია არ მოვიდა. თორნიკე ხელი მოვკიდე, მანქანაში ჩავსვი და სასწრაფოდ გავშორდით იქაურობას.
-აი შენი თორნიკე სულ რომ ამართლებ.
-შენი ბრალიც იყო...
-გოგო ხოარ უბერავ, რაიყო ჩემი ბრალი.
-არ შეგეძლო წყნარად გაგეარა ?
-და გამეტარებინა ხო რეებიც მითხრა.- ხმას აუწია თორნიკემ.
-ტონი შეარჩიე...
-კაი მაპატიე რა...
თორნიკე სახლამდე მივიყვანე... მანქანა დავუტოვე და ფეხით წავედი.
სახლში მკვდარივით მივედი. სალის, ლილეს და ნიკუშას დავურეკე. ყველაფერი მოვუყევი.
-ეს თორნიკე რაღაცნაირად მეც არ მევასება.-მითხრა ნიკუშამ.
-რატო კაი ტიპია.-უპასუხა სალიმ..
-კაით რა სხვა რამეზე ილაპარაკეთ. აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი...
-მაგალითად სანდროზე ვილაპარაკოთ ჰო ?
-ეე კაი რა... არ მიყვარს სანდრო... უბრალოდ მინდა კარგად მექცეოდეს...
-ჰო სანდრო კომპლიმენტებს გეუბნეოდეს დებილივით და შენ ეუბნეოდე თორნიკე როგორ გიყვარს ? - მითხრა ნიკუშამ.
-კაი ხო ყველაფერს მე ნუ მაბრალებ...
ღამის 12 საათამდე ვსვავდით და ვლაპარაკობდით... სალი და ნიკუშა წავიდნენ... ლილე ჩემთან დარჩა.



№1  offline წევრი chemi samyaroo

გააგრძელე კაი იყოოოოოოო

 


№2  offline წევრი Na Nuka

ხვალ დავდებ ბოლო თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent