შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (20-21)


29-08-2015, 18:09
ავტორი Linna
ნანახია 5 258

სანამ ოთახში ავიდოდი, ჩაითა და ნამცხვარით გამიმასპინძლდნენ.. ვახტანგს თვალს არ ვაშორებდი.. მის ყველა მოქმედებას ვაკვირდებოდი.. ყოველ წუთას მემატებოდა მისდამი ზიზღი..
-ლეოპოლდ, თქვენ პარიზიდან ხართ, არა?
მკითხა ძიძამ.. სახელის გაგონებაზე კინაღამ ხარხარი ავტეხე, ავწითლდი.. სახეზე ხელი ავიფარე და სიცილის სესაჩერებლად ხველება ავტეხე.
-უკაცრავად, ამ ნამცხვარში თხილი იყო?
ვიკითხე ხველებით. ანა მიხვდა და წამოხტა.
-ღმერთო, ლეოპოლდს თხილზე ალერგია აქვს.
ხელი მომკიდა და სააბაზანოში შემათრია, კარის დაკეტვისთანავე ხარხარი ავტეხე.
-ლეოპოლდი?? მეღადავებიით????
ანასტასიაც იცინოდა.
-ბოდიში, გაფრთხილება დამავიწყდა..
-ღმერთო, ლეოპოლდი.. რატო დატანჯეს საწყალი ბავშვი..
ვცდილობდი ამომესუნთქა, ღრმად ვსუნთქავდი.
ბოლოს, როცა სული ცოტათი მოვითქვი, სარკესთან დავდექი.
-ხედავ ლეოპოლდ? ხედავ როგორ გაგიმართლა? შენს უკან ყველაზე ლამაზი, ყველა სექსუალური, ყველაზე საყვარელი და ყველაზე გემრიელი გოგო დგას და შენ ლეოპოლდი გქვია.
ანასტასიამ სახეზე ხელი აიფარა და გადაიკისკისა, მასთან მივედი..
-მალე მოვრჩეთ რა ამ პროექტს. სადმე წავიდეთ.. ძალიან მენატრები.. სულ მენატრები. მართლა ვერ ვძლებ უშენოდ..
გაეღიმა და ტუჩზე იკბინა. ნელა მივუახლოვე სახე, ნაზად მოვიქციე მისი ქვედა ტუჩი ჩემს ტუჩებში და მსუბუქად ვუკბინე.. ჩაეღიმა, გაუნძრევლად იდგა.
-ანა, ლეოპოლდი როგორაა??
დაგვიკაკუნეს, ამს ახელის გახსენებაზე კიდევ გამეცინა..
-ოთახში ავიდეთ..
მითხრა და კარები გამოაღო..
-კარგად არის, წყალს დალევს და პროექტს შევუდგებით..
-დიახ, ძლიერი ალერგია არ მაქვს, გული ავირიე და ყველაფერი კარგადაა.
სიცილს ძვლივს ვიკავებდი, ვცდილობდი ფრანგული აქცენტით მელაპარაკა. ანამ ერთი ჭიქა წყალი მომაწოდა, თვალი ცავუკარი და მოვსვი.
-ნამდვილად უკეთესია.
გავუღიმე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი..
-ახლა ავალთ, მალე მოვრჩებით პროექტს და მერე ცოტას ვისეირნებთ.
თქვა ანამ და კიბეებისკენ გამიძღვა. ვახტანგს გავხედე, მოვწონდი,.. მაგრამ რა იცოდა, რომ ამ წესიერი ბიჭის უკან, ნარკომანი მექალთანე იყო.. ჯერ ყველაფერი წინაა, ყველაფერი!
*ანასტასი:
ოთახში შესვლისთანავე აიჩეჩა თმები და პერანგი შეიხსნა..
-აქედან გასვლას არ აპირებ? თმებს რითი გაიკეთებ?
ვკითხე სიცილით..
-წყლით. აღარ შემეძლო, სული მეხუთებოდა.
მანაც გამიცინა და შარვალიც ჩაიძრო.
-ღმერთო, თავისუფლებაა !!
ბოლოს, მხოლოდ ტრუსით იყო და ეშმაკურად ათამაშებდა წარბებს..
-რა გინდა თორნიკე?
-რა თორნიკე გოგო, დღეიდან ლეოპოლდი ვარ..
გაიცინა და ახლოს მოვიდა..
-შენ კიდე, ჩემო ჭკვიანო, დაგავიწყდა რომ გითხარი მენატრებითქო?
ავხურდი, სუნთქვა გამიხშირდა..
-მეც მენატრები..
-მერე?
ეშმაკურად მკითხა და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა..
-მგონი შენც გცხელა.
ვერაფერი ვუთხარი, ისედაც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.. თვალებში მიყურებდა და ნელ-ნელა მათავისუფლებდა ზედმეტი მატერიისგან.
როცა მხოლოდ ლიფითა და ტრუსით ვიდექი, ნაზად შემეხო ბაგეებზე.. მაგიჟებდა მისი ქცევები, ჭკუიდან მშლიდა.. ფეხები ჩემსაში ახლართა და რამდენიმე ნაბიჯი გადამადგმევინა უკან, ნაზად მივწექით ლოგინზე.. კოცნას არ წყვეტდა..
-როგორ მინდა სახლში მარტონი ვიყოთ..
-რატომ?
-შენი კვნესის გაგება მინდა და იმიტომ.. ვგიჟდები, როცა ვხვდები, რომ სიამოვნებას განიჭებ..
ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა სხეულში..
-ანასტასია მინდა ყველაფერში პირველი ვიყო.. პირველი კოცნა.პირველი ბიჭი, ვინც შიშველს გხედავს. პირველი, ვინც ეხება შენს მკერდს, შენს შიშველ კანს. და ბოლოს. პირველი, ვიცნ შენში შემოვა.. ვინც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებს. რათქმაუნდა, თუ ამის უფლებას მომცემ.
ამ სიტყვებმა უბრალოდ ყველაფრის უნარი დამიკარგა. გავშეშდი, ხმის ამოღება ვერ მოვახერხე.
-ახლა არა პატარავ, ვიცი, ჯერ მზად არ ხარ.. არც მარტონი არ ვართ, მე კიდევ არ მინდა კვნესა შეიკავო.. უბრალოდ მითხარი, რომ მენდობი.
-გენდობი!
სიტყვის დასრულება არ ვაცადე, სწრაფად წამოვიყვირე.. გაეღიმა, ისევ განაგრძო ჩემი კოცნა.
______________________________________________________________
-მგონი წასვლის დროა.გავაკეთებდით უკვე იმ პროექტს.
მითხრა და საწოლზე წამოჯდა, თავი დავუქნიე.
-მოსაცმელი წამოიღე.
მითხრა, როცა ჩაცმა დავიწყე.
-რატომ? ცივა?
-არა, მაგრამ დაგჭირდება.
გამიღიმა და შარვალი ძვლივს ამოიცვა.
მეცინებოდა მასზე, პერანგი ყელამდე შეიკრა და სააბაზანოში შევიდა თმების გასაკეთებლად.. ალბათ ოც წუთზე მეტი წვალობდა, ბოლოს ისევ მოლაპლაპე თმებით გამოვიდა.
გამეცინა, უკვე მზად ვიყავი.
-ჩქარა წავიდეთ, თორე წყალი დიდხანს არ გაჩერდება.
თავი სიცილით დავუქნიე, ლოგინი ოდნავ გავასწორე.თორნიკე უკვე კარებში მელოდებოდა.
-ჩვენ მივდივაართ
კიბეებიდან დავიძახე, მამა მისაღებში იყო, მაკა სამზარეულოში.ორივე ჩვენს გასაცილებლად გამოვიდა.
-აბა კარგად ლეოპოლდ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
მამამ ხელი ჩამოართვა, მაკა მანც და მაინც ნასიამოვნები არ ჩანდა.. აშკარად მიხვდა ვინ იყო „ლეოპოლდი“.
-მალე დაბრუნდებით?
-რატომ უნდა იჩქარონ მაკა, ისეირნონ, ახალგაზრდები არიან.
გამომესარჩლა მამა, აშკარად აღფრთოვანებული იყო თორნიკეთი. უფრო სწორად, ლეოპოლდით..
-ძალიან არ დავაგვიანებ.
დავამშვიდე მაკა და ლოყაზე ვაკოცე.მერე მამის დანაოჭებულ კანზეც დავტოვე სიყვარულით სავსე კოცნა და თორნიკესთან მივედი.
მანქანის კარი გამიღო, ჩავჯექი.
-ჯერ სახლში გავიაროთ, უნდა გამოვიცვალო.
-კარგი.
სიცილით დავთანმხდი.
-შენ არ გადმოხვალ?
მიტხრა, როცა მანქანა მის სახლთან გააჩერა და მიხვდა, რომ გადასვლას არ ვაპირებდი..
-იყოს, დაგელოდები.
მრცხვენოდა.
-ნუ სულელობ.
მანქანას მოუარა და კარი გამიღო.
-ლეოპოლდს აწყენინებ?
სიცილით გამომიწოდა ხელი, თავი გავაქანე და გადავედი..
-ლუკა სახლში უნდა იყოს.
თქვა, როცა კარი გააღო.
-ლუკაა!
დაიძახა.
-ვჭაამ.
უპასუხა ლუკამ, გამეცინა. ხელი მომკიდა და სამზარეულოში შემიყვანა.
-სტუმარი გვყავს..
ლუკასს ღიმილით ჩააბარა ჩემი თავი, თვითონ კი ლოყაზე მაკოცა და გამოსაცვლელად შევიდა.
-არ გშია?
მკითხა ლუკამ და ქვაბს თავსახური ახადა.
-კარგი წვნიანი გვაქვს.
ღიმილით გამომხედა..
-არა, გმადლობ.
მეც გავუღიმე.
-კარგი, მე დავიმატებ..
თეფში აიღო და წვნიანით გაავსო, მერე მაგიდას მიუჯდა და პურის მოტეხა.
-შენ და თორნიკე რამდენი ხანია ერთად ხართ?
ჭამდა და ტან რაღაცეებს მეკითხებოდა.
-რავი.. ერთ კვირაზე მეტი იქნება.
-ვა.
გაუკვირდა, თავი დამიქნია..
-ეტყობა მართლა სერიოზულად ფიქრობს.
მესიამოვნა, მარტო ნინი კიარა, თორნიკესს ძმაც ამჩნევდა, რომ თოკოს ჩემთან სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა..
-ახლა სად მიდიხართ?
-არ ვიცი.
-თორნიკე!
დაიყვირა..
-რა?
ოთახიდან უპასუხა..
-სად მიდიხართ?
-ჯერ სადღაც წავიყვან და მერე ბავშვებთან ერთად, კლდეზე..
-უნდა იბანაოთ?
-ჰო.
ბანაობა? კლდე? რატომ არ გამაფრთხილა, საცურაო კოსტუმს ჩავიცმევდი.
თორნიკე ოტახიდან გამოვიდა, პირში პაკეტში გახვეული რაღაც ფხვნილი ეკავა და შარვლის ღილს იკრავდა.. ნარკოტიკი ! გამახსენდა ნინის სიტყვები.
-უნდა ვიბანავოთ?
ვკითხე თორნიკეს, პაკეტი პირიდან გამოიღო და უკანა ჯიბეში ჩაიდო.
-ჰო.
ღიმილით მიპასუხა, კარადასთან მივიდა და უჯრაში რაღაცას დაუწყო ძებნა.
-მე რომ საცურაო კოსტუმი არ მაცვია?
გაეცინა.
-არც გჭირდება. რო მივალთ, ყველაფერს მიხვდები.
არ შემობრუნებულა ისე მიპასუხა, გამწარებული იქექებოდა უჯრებში.
-ლუკ, ის აღარ გვაქვს?
ჰკიტხა ლუკას.
-შპრიცი? კი, უნდა იყოს სადღაც..
ღმერთო, ნუთუ ნარკოტიკის გაკეთებას აპირებდა?
რეაქცია აშკარად დამეტყო სახეზე..
-მაპატიე პატარავ, კარგა ხანია არ გამიკეთებია..
ჩემთან მოვიდა, ჩაიმუხლა და ხელები სახეზე მომისვა..
-ნუ გეშინია.
მაკოცა და წამოდგა.. ისევ შპრიცს დაუწყო ძებნა.
იპოვა, ისიც უკანა ჯიბეში ჩაიდო და კარებისკენ წავიდა, ხელით მანისნა წამოდიო.
-კარგად.
დავემშვიდობე ლუკას და თორნიკესთანნ მივედი, ხელი ჩამჭიდა..
-ჩემთან ერთად უნდა გაიკეთო?
-შენც გასინჯავ.
-არა!
ხელი გავუშვი და გავჩერდი.. აღარ მივყვებოდი..
-რატომ?
-თორნიკე, გუშინ სიგარეტი არ გამასინჯინე და დღეს ნარკოტიკს მთავაზობ?
გაეღიმა.
-ვიხუმრე პატარავ.. მე გავიკეთებ, შენ არ მოგაკარებ.
მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა, უკან დავიხიე.
-ნინიმ გაიკეთა რამდენჯერმე ჩემთან. საშინელება იყო.
-ნუ გეშინია, პატარა დოზას გავიკეთებ, რო ეს საშინელი წყურვილი მოვიკლა.ლომკაში უფრო საშინელება ვარ, დამიჯერე.
თავი დავუქნიე.. ჩემს შეწინაარმდეგებას რა აზრი ჰქონდა..
მანქანასი ჩავსხედით, თორნიკემ პაკეტი და შპრიცი უჯრაში შეინახა და მანქანა დაქოქა.
-მე რომ გთხოვო შეეშვები?
ვკითხე გაუბედავად..
-რას?
-ნარკოტიკს.
-ანასტასია...
გაჩერდა.. რამდენიმე წუთი დუმდა.
-ეს ასეთი მარტივი არაა.
-და მე რომ გთხოვო? არ შეეცდები მაინც.
-ანა, ცუდად ვხდები.. ისედაც ამდენი ხანი არ გამიკეთებია. შენს გამო. შენთან რო ვარ, სულ არ მახსოვდა არაფერი.
-მერე სულ ჩემთან იყავი და აღარასდროს გაიკეთო..
-ანასტასია, გთხოვ.. ბავშვივით ნუ იქცევი.არარითქო მარტივი.
-ვიცი, მაგრამ რომ სცადო?
-ნერვებს მიშლი !
უხეშად მითხრა, ოდნავ ხმამაღლაც კი.. ნერვები მომეშალა, აღარაფერი მითქვამს.. ხელები გადავაჯვარედინე და გზას გავხედე.. მიხვდა რომ მეწყინა.
-ანასტასია არ მინდოდა.. ბოდიში რა.
მაინც უხმოდ ვიჯექი, გზას ვუყურებდი
-კარგი რა ჩემო გოგო, რთულია უბრალოდ.. გთხოვ რა.
არაფერი მითქვამს.. ახლა მას მოეშალა ნერვები.
-ანასტაია! რატომ არ გესმის?
თვალები დავხუჭე.
-ჯანდაბა !
დაიყვირა და მანქანა შუა ქუჩაში გააჩერა, ჩემს სავარძელზე გადმოძვრა, ფეხები გაშალა და მათ შორის მომიქცია..მუხლებით სავარძელს ეყრდნობოდა..
-ახლა მისმინე !
მკაცრად მითხრა და ხელები სახეზე მომკიდა.. თვალები გავახილე, მაგრამ მაშინვე დავხუჭე, როცა მისი ალმოდებული სახე და ჩაშავებული თვალები დავინახე..
-ნუ მიბრაზდები ! ვერ ვიტან, როცა ასეთ სისულელეზე მიშლიან ნერვებს ! გაიგე?
ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა.. მეშინოდა..
-რა მართლა ბავშვივით იქცევი? ცხრამეტი წლის ხდები ! ისეთ სისულელეზე მიბრაზდები, ვითომ თხუთმეტის იყო ! არ გესმის? დამოკიდებული ვარ წამალზე, ნარკომანი ვარ ! არ მოგწონს? წადი !
ასაკი.. ასაკს შეეხო.. არ ვხდები ცრამეტის.. სრულწლოვანიც კი არ ვარ.
ღრმად სუნთქავდა, ოდნავ დამშვიდდა.. შუბლი შუბლზე მომადო..
-ხომ გითხარი, ლომკაში საშინელება ვართქო.. მაპატიე.. მაპატიე, არ მინდოდა.
ტონზე ეტყობოდა, რომ მართლა ნანობდა.
-შემომხედე სიხარულო, ვსო.. მაპატიე.
ნაზად მკოცნიდა ტუჩებზე.
-წამალი მჭირდება და ნერვებს ვერ ვაკონტროლებ.. გთხოვ, ჩემო პატარა.. შემომხედე.
თვალს ვერ ვახელდი, მეშინოდა, რომ ისევ იმ გააფთრებულ თვალებს შევეჩეხებოდი.
მაშინ, თორნიკემ სავარძელი უკან გადაწია და ზემოდან დამაწვა..
-ჩემო პატარა სიხარულო.. ჩემო ლამაზო.. ჩემო ანგელოზო..
სახეს მიკოცნიდა და თბილი სიტყვების საუბარს განაგრძობდა.. იცოდა რომ შეშინებული ვიყავი და არაფერი დამეხმარებოდა სითბოს გარდა.. მისმა თეორიამ გაამართლა კიდეც, თვალები ნელ-ნელა გავახილე და მეც კოცნით ვუპასუხე კოცნაზე..
-ხო მაპატიე?
თავი დავუქნიე.
-პირიქით.მართლა ბავშვივით მოვიქეცი..
გაეღიმა.
-ჩემი პატარა ბავშვი ხარ შენ..
ნაზად მაკოცა, მეც ასეთივე კოცნით ვუპასუხე.. ახლაღა შევამჩნიე, რომ უკნიდან ვიღაც გვაგინებდა, გვისიგნალებდა და წასვლას გვთხოვდა.
-გადაძვერი.
სიცილით ვუთხარი, ცხვირზე მაკოცა და საჭეს დაუბრუნდა.. მე სავარძელი გავასწორე..
-ახლა ერთ ლამაზ ადგილას წაგიყვან.. მე გავიკეთებ, დიდ დოზას არა.. მაგრამ მაინც გავითიშები.. ცოტა ხანს დავიძინებ და მერე წავიდეთ. კარგი?
-კარგი.მაგრამ სანამ გეძინება მე რა გავაკეთო.
-როგორ თუ რა. მომიწექი და შენც ჩემს გვერდით დაიძინე.
-კარგი.
ღიმილით დავუქნიე თავი, მისკენ მივჩოჩდი და მხარზე მივაწექი..
-ჩემო გოგო..
თავზე მაკოცა
უხმოდ გავნაგრძეთ გზა.. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ მთავარ მაგისტრალს გავცდით..
-თორნიკე, სად მივდივართ?
-ლამაზი ადგილია, მოგეწონება..
აღარაფერი მითქვამს, ვენდობოდი..
რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა.. მშვიდი ადგილი იყო, მწვანე..
წამოვიმართე და მანქანიდან გადავედი.. ნისლი.. ცივი ქარი.. მწვანე ხეები, რომლებიც ნისლის სითეთრემ გააღიავა.. უმშვენიერესი იყო !
-რა ლამაზია..
-ჰო.. მიყვარს აქაურობა..
მითხრა, მანქანიდან პლედი ამოიღო და მინდორზე დააფინა..
-მოვამზადებ და მოვალ..
თავი დავუქნიე, მივხვდი, რომ ნარკოტიკზე მეუბნებოდა.. პლედზე დავწექი და მას დავუწყე ლოდინი.. მალევე მოვიდა, ხელში სითხით სავსე შპრიცი ეკავა..
გვერდით მომიჯდა და მაისური წამოიწია.. თვალები გამიფართოვდა.. რამდნეიმე ლურჯი წერტილი ხელზე.. საოცარია, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე..
-შენ ყურადღება არ მომაქციო.. არაფრის შეგეშინდეს.. როცა უკან გადავწვები მომიწექი და დავიძინოთ.. პატარა დოზაა, ამიტომ მაქსიმუმ ერთ საათში უნდა გამოვფხიზლდე..
თავი დავუქნიე, სახეზე ხელი მომისვა და ტუჩებზე მაკოცა..
შეშინებული ვუყურებდი როგორ შეისო ნემსი ვენაში, როგორ შეუშვა სითხე..როგორ გადაწია თავი და თვალები დახუჭა, პირი გააღო და სიამოვნებისგან წამოიხვნეშა.. ნელა გადაწვა უკან და მუცელი ამოზნიქა. რამდენჯერმე შეიცვალა პოზა, ავნერვიულდი.. თითქოს ხელები უკანკალებდა, მაგრამ მალევე ჩერდებოდა.. შპრიცი ისევ ვენაში ჰქონდა შესობილი, არ მინდოდა რაიმე დაეშავებინა, მაგრამ გამოძრობისაც მეშინოდა..
რამდენიმე წუთში უგონოდ იწვა პლედზე, მხოლოდ სუნთქავდა.. აღარ მოძრაობდა.. ტავი გულზე დავადე, მინდოდა მისი გულის ბეთქვა გამეგო.. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მომკვდარიყო.. ამიტომ, გულისცემის მოსმენა, მამშვიდებდა..
*თორნიკე:
თვალები მძიმედ გავახილე.. ორგანიზმი ისევ მთხოვდა დაძინებას, მაგრამ თავს ძალა დავატანე და გამოფხიზლებას შევეცადე. ანას გამო, ვიცოდი, ინერვიულებდა.
ოდნავ წამოვიმართე, მაგრამ მაშინვე უკან დავწექი, როცა ჩემს მკერდზე მოკალათებული ანასტასია დავინახე.. ნარკოტიკის გამო ნახევარი სხეული პარალიზებული მქონდა, ამიტომ ვერ შევძელი მისი შეგრძნება.. ისევ ეძინა, არ მინდოდა მისი გაღვიძება.. რამდენიმე წუთი მოვიცადე და როცა საბოლოოდ გამოვფხიზლდი, ფრთხილად ავიყვანე ხელში და მანქანის უკანა სავარძლებზე მივაწვინე.. მე საჭეს მივუჯექი და მთელი გზა სარკით ვაკვირდებოდა.. ტკბილად ეძინა, კატასავით იყო მოკუნტული და მშვიდად სუნთქავდა..
შუქნიშანთან რომ გავჩერდი, ნიკას გადავურეკე..
-სად ხართ?
-მდინარესთან, შენ?
-მე და ანაც მოვდივართ. კლდის მხარეს ხართ თუ ხიდის?
-კლდეზე ასვლა შეგვეზარა, სხვა დროს.. ხიდთან ვართ..
-კარგი, რამე ხომ არ წამოვიღო?
-არა, არა. ყველაფერი გვაქვს..
ტელეფონი გავთიშე და ძრავა ავამუშავე, მთავარ მაგისტრალს გადავუხვიე და სოფლის გზას დავადექი.. რამდენიმე წუთში ნაცნობი ხიდიც შევნიშნე.. მანქანა მოშორებით გავაჩერე, იმ ადგილებში ვერ შევიდოდი.ანასტასიას გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ არც მის მარტო დატოვებას ვაპირებდი. უკან გადავძვერი, სახეზე ხელით დავუწყე ფერება და თან ავჩურჩულდი.
-ანა.. ჩემო სიხარულო.. გაიღვიძე.
რამდენჯერმე ვაკოცე ლოყაზე, ტუჩებზეც.
*ანასტასია:
თორნიკესჩურჩულმა გამაღვიძა.. რატომღაც, მეგონა რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდა, ამიტომ თვალს არ ვახელდი და ვტკბებოდი მისით..
-ჩემო ანგელოზო.
ტუჩებზე მაკოცა, მეც კოცნით ვუპასუხე..
-გაიღვიძე პატარა ძილისგუდა?
უფრო ხმამაღლა წარმოთქვა, ხმაში ღიმილიც შეეპარა..
თავი დავუქნიე, თვალებს ისევ არ ვახელდი..
რამდენჯერმე მაკოცა ლოყებზე, მერე შუბლზე..
-წამო ან, ვიბანაოთ.
თვალები ჯერ ცოტათი დავაშორე ერთმანეთს, შევამოწმე იყო თუ არა თორნიკეიქ.. როცა მისი ყავისფერი თვალები დავინახე, უფრო გავთამამდი.
-როგორ გეძინა?
გამიღიმა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.
-არაჩვეულებრივად.
გავუღიმე, ხელზე მაკოცა.
-გადავიდეთ ჰო? ბავშვები გველოდებიან.
-უი, საცურაო კოსტუმი?
-ხომ გითხარი არ დაგჭირდებათქო.
გამიღიმა.
მანქანიდან გადავედით, ჟაკეტი წამომაღებინა.
-ჩვენი შეყვარებული წყვილიც მოვიდაა.
ირონიულად თქვა ნიკამ, თორნიკემ თავზე წამოარტყა და მათი მისალმების ჟესტი გააკეთა. ნიკამ მეც გადამკოცნა..
-ნინიც არის?
ვკითხე, თავი დამიქნია.
-ნინისთან მივალ.
ვუთხარი თორნიკეს და ნინის დავუწყე ძებნა..
-ანაა!
დამიძახა, ბიჭებთან ერთად ფიჩხს აგროვებდა..
-რას აკეთებ?
-ფიჩხს ვაგროვებთ კოცონისთვის.. ჯერ ვიბანავებთ, მერე გავთბებით.
-საცურაო კოსტუმი გაქვს?
-რათ გინდა გოგო.
გაეცინა.
-ლიფით და ტრუსით.
-რა?
გამიკვირდა.
-ვაიმე, ვინარი ეს.. და უი, უნდა მეთქვა, რომ შენ და თორნიკე ძალიან უხდებით ერთმანეთს..
გამეკრიჭა, ისევ სხვა სამყაროში გადავვარდი.. ვუხდებიტ.. გავხედე, ღიმილით ვუყურებდი, მანაც გამომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
_____________________________________________
კოცონი ბიჭებმა დაანთეს, ხორციც შეწვეს შამფურებზე..
-მე და შენ ერთად ვხტებით, ჰო იცი?
მკითხა თორნიკემ.
-რათქმაუნდა.
გავუღიმე და მაისური გადავიძვრე.
-ისე, ტანსაცმელთ რო ჩახტე?
-რატომ?
გავიკვირვე.
-რავი.. ხორცი გიჩანს ასე.
სიცილი ამიტყდა.
-შენ რა, ეჭვიანობ?
-არა, ეჭვიანობა რა შუაშია.. უბრალოდ კარგი ტანი გაქვს და ბიჭებიც არიან აქ.
ისეთი სახით მელაპარაკებოდა, სიცილს ვერ ვიკავებდი.. მართალია უარყოფდა, მაგრამ ვხვდებოდი,რომ მართლა ეჭვიანობდა.. მსიამოვნებდა.
შორტიც ჩავიძვრე.
-ანა...
ამათვალიერა და ტუჩზე იკბინა..
-რაა??
ნიშნის მოგებიტ ვკითხე, ახლოს მჯივედი და ხელები წელზე შემოვხვიე.
-ნიკამ რო უშნოდ შემოგხედოს, იმასაც გავხევ.
ცალი ყბით გამიღიმა და მაკოცა, მეც კოცნით ვუპასუხე.. გაჩერებას არც ვაპირებდით, მაგრამ ხველება და სტვენა ატეხეს.. წამოვწითლდი და თორნიკეს მოვშორდი.. მანაც გაიხადა.
ხიდის კიდესთან მივედით,თორნიკეს ხელი ჩემს ხელზე ჰქონდა ჩაჭიდებული.
-სამ დათვლაზე ვხტებით.
დაიყვირა ერთერთმა
-ერთი, ორი, სამი !!
დაიტვალა ნიკამ და ყველანი ერთად მდინარეში გადავხტით..თორნიკე ხელს არ მიშვებდა, არ მშორდებოდა.. რამდენიმე წამი წყალქვეშ გავჩერდით.. სიგრილის მიუხედავად, წყალი თბილი იყო.. რამდენიმე წამში ამოვყვინთეთ, ზეინმა ხიდის ფეხთან მიცურა და მოეჭიდა, შეშინებული ჩანდა.
-რა მოხდა?
მასთან მივცურე.
-ცურვა არ ვიცი.
გამომიტყდა, თვალები გამიფართოვდა..
-მართლა?
-ჰო.. წყლის შიში მაქვს.. უბრალოდ აქ მარტო ვერ ჩაგახტუნებდი.. შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი..
გამეღიმა, საოცრად ემსიამოვნა ეს სიტყვები.. მასთან მივცურე და ვაკოცე, მანაც კოცნით მიპასუხა..
-გმადლობ.ავიდეთ..
თავი დამიქნია.. რამდენიმე წუთში ყველანი კოცონის გარშემო ვისხედით.თორნიკემ ჟაკეტი მომიტანა და მომახურა..
-ხომ გითხარი, დაგჭირდებათქო..
გამიღიმა.
-ჰო, მაგრამ მე მეგონა, რომ შენ გამათბობდი..
განაწყენებულმა შევხედე.
-მეც სველი და გაყინული ვარ..
მანაც იგივე ტონიტ მიპასუხა.. ჟაკეტი მოვიშორე და მივეხუტე..
-არაუშავს, შენთან სიახლოვეც მათბობს..
გულისცემა აუჩქარდა, სუნთქვაც გაუხშირდა.. მისმა რეაქციამ ჟრუანტელი გამოიწვია ჩემში, გამეღიმა.
მიხუტებულები ვიყავიტ, ხორცი არ გვიჭამია. არაფერი გვჭირდებოდა ერთად ყოფნის გარდა. ვგრძნობდი, რომ ისიც ბედნიერი იყო..
-თორნიკე მე იცი გიტარა მაქვს.
თქვა ნიკამ და წარბები აათამაშა..
-არა, არა.. რამდენი ხანია არ დამიკრავს..
-ჰოდა გაიხსენე..
ყველა თხოვდა დაკვრას, მე გაკვირვებული ვუყურებდი.. არ ვიცოდი თუ უკრავდა..
-უკრავ?
ვკითხე ჩუმად..
თავი მორცხვად დამიქნია..
-მომასმენინე.
წამოვიწიე და ღიმილით შევხედე..
-მომაწოდე გიტარა.
უთხრა ნიკას ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მიღიმოდა..
გიტარა მიაწოდეს, სიმები ჩამოკრა, ხმა შეუმოწმა.. ტონალობა გაასწორა, ჰაეროვანი კოცნა გამომიშვა და დაიწყო..
სიმღერის დროს თვალებს ხუჭავდა, თუ გაახელდა, მე მიყურებდა.. ღიმილიტ ვუსმენდი.. გონებაში ერთადერთი კიტხვა მებადებოდა.. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი სრულყოფილი ყოფილიყო ? გარეგნულად ანგელოზს ჰგავდა.. მართალია ნარკომანი იყო, ეწეოდა, სვამდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის, შინაგანადაც ანგელოზი იყო.. ჩემი ანგელოზი.. მფარველი ანგელოზი, რომელსაც ვენდობოდი.. ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით იგნებოდა და დამიცავდა.. ყველაფერ ცუდს ამარიდებდა.. ჩემს გამო წყლის შიში გადალახა.. ფობია დაამარცხა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ ჩამეყვინთა.. ჩემი ძლიერი, მაგრამ ამავდროულად მშიშარა ბიჭი.. ჩემი მკაცრი, მაგრამ თბილი.. თითქოს ცოტათი საშიშიც კი.. მაგრამ მაინც ჩემი.. ვგრზნობდი რომ მე მეკუთვნოდა.. ვგრძნობდი, რომ ჩემთან კარგად იყო..
-ბრავო თორნიკე!
შეძახილებმა გამომაფხიზლა.. იმდენად ვიყავი გართული ჩემსა და თოკოზე ფიქრში, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ დაასრულა სიმღერა.. ყურში ისევ მისი საამური ხმა ჩამესმოდა.. ტკბილი, მაგრამ ხრინწიანი..
მუხლებით მივჩოჩდი მასთან, მიხვდა რის გაკეთებასაც ვაპირებდი და გიტარა გადადო.. კალთაში ჩამისვა და ვნებიანად მაკოცა.. კოცნაში მთელი აღტაცება ჩავაქსოვე.. მინდოდა ეგრზნო რა ემოციაც ჩემში გამოიწვია.
-მოგეწონა?
მკიტხა, როცა მომშორდა და თან მისი თბილი მტევანი გაყინულ სახეზე დამადო..
-ძალიან.. აწი სულ მიმღერებ.
ენა გამოვუყე და ლოყაზე ვაკოცე.. გაპარსულ კანზე უკვე ამოსვლოდა თმა, მეუხეშა.
-გავიპარსო?
მკითხა ღიმილით..
-არა, გიხდება.
მივეხუტე. ცოტა ხანი ასე ვისხედით, ჩუმად.. ბიჭები რაღაც იდიოტურ მელოდიებს უკრავდნენ გიტარაზე, სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ.
-ახლა კი, საშინელების დროაააა! მუაჰაჰაჰაჰააა
ბოროტულად გაიცინა ნიკამ
-აუუუუუ..
ჩემთვის ვთქვი და ტავი თორნიკეს მხარეს მივაბრუნე, მის მკერდს მივეყრდენი.
-ნუ გეშინია, ჩემო პატარა.. მე დაგიცავ საშინელი ნიკასგან.
სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა..
-ერთხელ, ძალიან, ძალიან ადრე..
დაიწყო ნიკამ, ტან წამოდგა.საუბრისას ხელებსაც ისველიებდა..
-პატარავ, მოდი შორტი ამოიცვი, არ გამიცივდე.
მითხრა ჩურჩულით.
-თბილად ვარ.
დავამშვიდე და ნიკას მოსმენა გავაგრძელე..
-ბებია ლაურა სასაფლაოზე ცხოვრობდა. მისი გარდაცვლილი შვილის საფლავზე. ამბობდა, უნდა ვუდარაჯო, არ მომკვდარა და დაბრუნდებაო.. ყველა შეშლილად თვლიდა.. მაგრამ ერთ გოგონას, სახელად მედისონს, ძალიან აინტერესებდა ქალბატონი ლაურას ისტორიები.. ხშირად მიდიოდა მასთან და ისტორიების მოყოლას სთხოვდა.
ყველანი დაძაბულები ვუსმენდით,თორნიკეც კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა ხელებს.. მეღიმებოდა, ვითომ არ ეშინოდა, მაგრამ მაინც როგორი უსუსური იყო.
-ერთ დღესაც, როდესაც პატარა მედისონი სახლში ბრუნდებოდა, გაისმა ხმა.. მედისოოოონ, მედისოოონ.. ყვიროდა ვიღაც..მედისონმა უკან მიიხედა, ვერაფერი დაინახა და გზა განაგრძო.. მაგრამ ისევ.. მედისოონ, მედისოოონ და ბუ!!
იყვირა მთელს ხმაზე..
-აააა !!!
ყველამ ერთად წამოვიყვირეთ.. მე თორნიკეს მივახტი, თორნიკე მე.. ისე იქცეოდა, თითქოს მე მამშვიდებდა, მაგრამ გული გამალებით უცემდა..ნიკა კი მთელი გულით იცინოდა, დაგვცინოდა.
-დამპალო, შემიშინე გოგო.
ყვიროდა თორნიკე, მეცინებოდა. მე ხომ ვგრძნობდი, რომ მასაც გულის წასვლამდე შეეშინდა.
ცოტა ხანში ყველანი დავმშვიდდით, ისევ სასაცილო ამბებს ვიხსენებდით და ვიცინოდით.
-თორნიკე. ერთი წუთით გამოხვალ?
დაუძახეს თორნიკეს ნინიმ და ნიკამ
-მოვალ პატარავ.
შუბლზე მაკოცა, ჟაკეტი მომახურა და მათ გაჰყვა.
*თორნიკე:
-თორნიკე,ნინის საქმე აქვს.
მითხრა ნიკამ და ნინისთან მარტო დამტოვა..
-აბა, რახდება?
ღიმილიტ ვკითხე.
-მოკლეთ, შენს შეყვარებულს რამდენიმე დღეში დაბადების დღე აქვს.
-დაბადების დღე? მართლა?
-ჰო, თან ოქროს !
-ვა, მაგარია.. რამეს აპირებ?
-ჰო, სწორად მიმიხვდი.. მინდა სიურპრიზი გავუკეთოთ და სადმე მაგარ ადგილას გადავუხადოთ.. ნუ ხო ხვდები რას ვგულისხმობ.
-კი, კი.. რათქმაუნდა, არანაირი პრობლემა არაა.. ძალიან გამიხარდება თუ ჩემს ანას გავახარებ.. ანუ ცხრამეტში ჰო?
-რა ცხრამეტი, ჩვიდმეტში.
გამიცინა.
-მოიცა, თუ ჩვიდმეტშია ოქროს დაბადების დღე როგორაა?
-ჩვიდემტის ხდება თორნიკე.
დამცინავი კილოთი მითხრა.
-ჩვიდმეტის? აბა ცხრამეტისო?
ნინის სახე შეეცვალა.. აშკარად ის თქვა, რაც ნამდვილად არ უნდა ეთქვა. სიბრაზე წამის მეასედში ავარდა თავში.. მომატყუა ! ამდენი ხნის განმავლობასი მატყუებდა ! ვერ ვიტან, როცა მატყუებენ ! დამაცირა ! ვინ იცის კიდევ რამდენ რამეს მატყუებდა ! ჯანდაბა!
*ანასტასია:
თორნიკე საკმაოდ განსირსხებული წამოვიდა ჩემსკენ.. ნეტავ რა უთხრეს? ნინის გავხედე, თითებით მანიშნა ათი, შემდეგ შვიდი.. ვერ მივხვდი, თითქოს რაღაც უშნო აზრმა გამიკაწრა გული, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
გვერდით მომიჯდა, ვხვდებოდი, რომ ბრაზის დარეგულირებას ცდილობდა.
-რა მოხდა?
გავბედე და ვკითხე.
-არაფერი, არაფერი.
გამიღიმა და მიმიხუტა, ცოტათი დავმშვიდდი.
-ანასტასია, ისე ვფიქრობდი და მგონი არ მოგწონს პატარას რომ გეძახი
ეს სიტყვები მეუცნაურა.
-რატომ? პირიქით.
წამოვიმართე და გავუღიმე
-რავი.. ორი წელია ჩვენს შორის განსხვავება. შენ ცხრამეტის ხდები, მე ოცდაერთის ვარ.. არ ხარ ძალიან პატარა
თითქოს მეხი გავარდაო.. ჩვიდმეტი.ნინიმ ჩვიდმეტი მანიშნა. ჯანდაბა ! დაბადების დღეზე ეტყოდა. ყველაფერს მივხვდი,თორნიკემ გაიგო, რომ ასაკთან დაკავშირებით ვატყუებდი.
-თორნიკე.. მე.. იცი, არ მინდოდა.
არეულად დავიწყე საუბარი, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა..
-რა არ გინდოდა, მშვენიერო?..
მშვენიერო.. ხომ მითხრა რომ ასე ყველას მიმართავდა, მე კი განსაკუთრებული ვიყავი? ნუთუ ამ ტყუილის გამო მის თვალში დავმდაბლდი? ღმერთო, არა ოღონდ ეგ არა.
-თორნიკე. გთხოვ.
-რას მთხოვ, მშვენიერო?
ეს ცინიზმი მკლავდა, ბოლოს მიღებდა. მერჩივნა ეყვირა და ყველაფერი პირდაპირ ეთქვა. ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი.. არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა.
-ვიცი, რომ იცი.
-რა ვიცი?
ცდილობდა მე თვითონ მეღიარებინა ის, რომ მოვატყუე.. რა სასტიკი იყო.
-გავიდეთ ერთი წუთით.
წამოვდექი და უკანმოუხედავად გავედი ხიდისკენ.. ვიცოდი, გამომყვებოდა.
-ბოდიში.. მე.. მე უბრალოდ.. ეს კლუბისთვის იყო საჭირო.
-ჰაჰ, ანუ შენთვის კლუბში გაცნობილი მორიგი ბიჭი ვარ?
-არა.. ეგ არ მიგულისხმია
-ანასტასია! გენდობოდი.. შენ თვითონაც იცი, რომ შენთან ყველაზე განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა, რატომ მომატყუე?
ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა, მაგრამ ვატყობდი ძალიან გაბრაზებული იყო.. ნაწყენი, გულნატკენიც..
-საერთოდ გადამავიწყდა..
-ვინ იცის კიდევ რამდენი რამე მომატყუე, მშვენიერო.
ისევ ცინიზმი, ისევ მშვენიერო.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მივსულიყავი და მოვფერებოდი? მეთქვა, რომ არ მინდოდა? ჯანდაბა ანა!
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
-თორნიკე..
ხელი სახეზე მოვუსვი, სახე მოიქნია.
-არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ ვიტან, როცა მატყუებენ !
უკვე გამკაცრდა.ხვდებოდა, რომ სიტუაციის მოლბობას ვცდილობდი და მაჩვენა, რომ ეს ტყუილი ასე ადვილად არ გამივიდოდა.
-გთხოვ თორნიკე. რა მნიშვნელობააქვს რამდენი წლის ვარ.
-არანაირი ! ასაკს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არააქვს ! ისეთი მომწონდი, როგორიც იყავი.. სამწუხაროდ, გვიან აღმოვაჩინე, რომ თურმე, მატყუარაც ყოფილხარ !
-თორნიკე, გულს მიკლავ ამ სიტყვებით.
ემოციების დაფარვა ვერ მოვახერხე.მატყუარა.. ეს სიტყვა ბასრი ეკალივით შეესო ყველა მგრძნობიარე ორგაოს, საოცრად მეტკინა..
-მე კი შენი ტყუილით მომიკალი გული.. იმის ღირსადაც არ ჩამთვალე, რომ სიმართლე მცოდნოდა. ვითომ ხო დიდი არაფერი, მაგრამ ყველაფერი მცირედიდან იწყება.
თავი გაიქნია, კოცონთან დაბრუნდა და ტანსაცმელები აიღო.. მიდიოდა
-აქ მტოვებ?
გავეკიდე.
-ჰო
უხეშად მიპასუხა და მანქანაში ჩაჯდა.
-თორნიკე, გთხოვ.
-ნუ გეშინია, მოგხედავს ნინი. დაგეხმარება, ისევე როგორც ჩემს მოტყუებაში ამოგიბა მხარი.
-ხომ გითხარი..
დასრულება არ მაცალა, ძრავა აამუშავა.
-არ დამტოვო.
შევემუდარე, მაგრამ არ მომისმინა.. დამტოვა.. წავიდა.
-სად წავიდა?
ნიკამ მოირბინა, მხრები ავიჩეჩე
-გადავურეკავ..
გადარეკვას არ დავლოდებივარ, ნინისთან დავბრუნდი..
-ბოდიში, სულ გადამავიწყდა.
-არაუშავს..
-იჩხუბეთ?
-არ მეტყობა?
-არა.. თორნიკე ჩხუბის დროს სულ ღრიალებს.
ჩხუბის დროსაც კი სხვანაირად მომექცა.. გავიფიქრე ჩემთვის.
-სჯობდა ეყვირა, ეღრიალა.. ცინიზმით მომიკლა გული.
გადავწექი და ხელები სახეზე ავიფარე.
*თორნიკე:
-მომატყუა ნიკა!
ვიღრიალე, როცა ნიკას ვერაფერი შევაგნებინე..
-ხომ იცი, რომ ტყუილს ვერ ვიტან!
-მერე რა მოხდა? არ გკიდია? გეგმას ასრულებ შენ თუ მართლა შეყვარებულია?
-აუ, თემიდან ნუ უხვევ... დამამცირა, გამაცურა ! დებილად ჩამთვალა და მომატყუა !
-შენი სიამაყე დაგღუპავს..
ტელეფონი გავუთიშე და უკანა სავარძელზე ვისროლე.. დებილი ! ნიკაც კი მე მამტყუნებს ! ჯანდაბა ანასტასია ჯანდაბა ! ზედმეტად ბევრს ნიშნავ ჩემთვის, ზედმეტად მეწყინა!
ფიქრებში ვიყავი გართული, როცა თითქოს ნაცნობი მოტოციკლი შევამჩნიე მაგისტრალზე.. ნომერიც მეცნო, მაგრამ გაბრაზებულ გულზე ყურადღება აღარ მიმიქცევია და გზა გავნაგრძე..
*ანასტასია:
-ღმერთო, გიორგი.
ნინის განცვიფრებულმა შეძახილმა გამომაფხიზლა, წამოვიმართე.. გიორგი, საიდან მეცნობოდა ის სახელი? ყველაფერი თვალწინ დამიდგა, როცა შავგრემანი, ცისფერთვალება ბიჭი გადმოვიდა მანქანიდან.. აქ რას აკეთებდა? ღმერთო,თორნიკეც ახლახანს წავიდა..
-აბაშიძე გზაზე შემხვდა, გააქციეთ?
სიცილით იკითხა, კოცონთან ჩამოჯდა და შამფურზე წამოცმული ხორცი აიღო..
ხორცი კბილებით მოწიწკნა და ღიმილით გადახედა ყველას, მზერა ჩემზე შეაჩერა. აშკარად არ მელოდა აქ. ალბათ ეგონა, რომ თორნიკესთან ერთად წავედი..
-თორნიკემ მისი თოჯინა დატოვა?
-ანა, გადაჯექი..
მითხრა ნინიმ, მაგრამ ნიკამ ააყენა და იქეთ გაიყვანა, გიორგიმომიჯდა..
-ლამაზო, არ გცივა?
ტყავის ქურთუკი გაიხადა და მომახურა.
-თმები სულ სველი გაქვს, არ გაცივდე.
თბილად მითხრა, ქურთუკი მოვიშორე..
-არ მცივა, გმადლობ
წამოვდექი, მაგრამ მაჯაში მწვდა და ადგილზე დამაბრუნა.. მიკვირდა, არავინ ეწინააღმდეგებოდა.. მათ ხომ იცოდნენ, რომ თორნიკეს შეყვარებული ვიყავი.. ნუთუ ტყუილის გამო მათაც აიცრუეს ჩემზე გული?
-შემწვარი ხორცი არ გინდა?
შამფური მომაწოდა, ტავი გავიქნიე..
-კარგი რა, ნუ უხეშობ.. მე და თორნიკე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.
-იყავით !
მოკლედ მოვუჭერი და ისევ შევეცადე გადაჯდომას, მაგრამ ისევ ის განმეორდა, რაც წინა მცდელობის დროს.
-სხვათა შორის, ჭირვეული გოგონები მიზიდავს..
გამომწვევად ჩამჩურჩულა ყურში და ხელი შიშველ კანზე აასრიალა.. ეს ქმედება უბრალოდ ამაზრზენი იყო ჩემთვის, ამიტომ იდაყვი ვუთავაზე მუცელში.
ნიკას თვალებით ვეძებდი, ის და ნინი სადღაც გაუჩინარდნენ.. ნელ-ნელა სხვებმაც დაიწყეს წამოდგომა.
-მიდიხართ?
ვიკითხე, ტავები დამიქნიეს.
-ნიკა სად არის? ან ნინი?
არ მინდოდა გიორგისთან მარტო დავრჩენილიყავი.
-წავიდნენ
ერთი სიტყვით მომიშორეს, მათაც დამტოვეს.. გაყოლის უფლებას გიორგი არ მაძლევდა, ძლიერად მიჭერდა.. ძალიან, ძალიან, ძალიან მეშინოდა !
-ჩვენ დავრჩეთ, ლამაზო.
ცალი ყბით გამიღიმა.
-სახლში მინდა !
მკაცრად ვუპასუხე.
-კი ბატონო, წადი.
იცოდა, რომ ვერ წავიდოდი.. ქალაქიდან შორს ვიყავით, მე კი არც მანქანა მყავდა, არც ტელეფონი მქონდა ვინმესთვის დასარეკად..
კოცონის საპირისპირო მხარეს დავჯექი.. ვფიქრობდი და უცებ გავაანალიზე, რომ სრულიად მარტო ვიყავი თითქმის ტყეში, სიბნელეში, უცნობ ბიჭთან ერთად, რომელსაც ჩემი შეყვარებული ვერ იტანს.. თუმცა, სიტყვა „შეყვარებული“ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას..

ბავშვებო 1კვირით სოფელში მივდივარ და ვერ დავდებ, ასერომ დიდი თავი დაგიწერეთ. ვიცი ვერ იმყოფინებთ მაგრამ იქ ინტერნეტი არმაქვს და სხვა გზა არარის ;დ
არდაივიწყოთ ეს მოთხრობა, შთაბეჭდილებები მოლოდინები დაწერეთ ყველამ <3



№1  offline მოდერი ელი

ეს ისტორია არ მაქვს წაკითხული,მაგრამ ახლა უცებ ჩემი ბიჭის ფოტო რომ მომხვდა თვალში გამიკვირდა და დამაინტერესეა. ისე კაია,მართლა კარგი ბიჭის ფოტო აგირჩევია. ერთი ისტორიასაც გადავხედავ დამაინტრესა :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

როდის გავა ერთი კვირა ოოოოოოო.

 


№3  offline წევრი mariko_2001

აუუუუ არადა რა მომენტში გაჩერდა მგრად მაინტერესეეეებსსს:((

 


№4  offline წევრი barret

Auuu malee malee mindaa raa(( ess 1 kviraa ra gadzlebss ((

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ერთიიიი კვირაა რაა გაძლებსსს :((((((((((((((((((((((((((((((
თან ისეთ მომენტიააა :(((((((((((1 კვირაა რა გაძლებსს :((((((((((((((((((((((((((((((((((

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

სადდ არრ ამდენიი ანიი :(((((((((((((((

 


№7 სტუმარი Mari

Gavida eerti kvira saad xaar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent