შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღბებს მიღმა (III თავი)


29-08-2015, 19:45
ავტორი si-xa
ნანახია 1 669

-ერთი დღისთვის ზედმეტი ინფორმაცია მიიღეთ ჯობია ეხა დაისვენოთ და საუბარი ხვალ გავაგრძელოთ მშვიდად თქვა ლილემ და თავისი ოთახისკენ წავიდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბიჭებს მისი აზრი არ გაუპროტესტებიათ და ისინიც თავიანთ ოთახებში დანაწილდნენ.
დემეტრეს თავში ათასი აზრი დაძრწოდა ემოციები კი უნამუსოდ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდებოდა რომ ბიჭი ვერ ახერხებდა საკუთარ თავში გარკვევას.ვინმე რომ მისულიყო და ეკითხა როგორ ხარო თუ დემეტრე გულწრფელად გასცემდა პასუხს და ამ კითხვას უბრალო ფორმალობის სახეს არ მისცემდა მისი პასუხი იქნებოდა „ არ ვიცი“.მან არ იცოდა რას გრძნობდა და რას განიცდიდა ეს ყველაფერი მისთვის ძალიან უჩვეულო მეტიც წარმოუდგენელიც კი იყო.ემოციების ამგვარმა ცვლამ ერთ საათს მაინც გასტანა.გრძნობდა როგორ უბრუნდებოდა საღი აზრი ნელ-ნელა.სწორედ ამ დროს გააცნობიერა რომ ამ ხნის განმავლობაში ის უბრალო საგანათ იყო ქცეული რომლის ერთადერთი შესაძლებლობა სუნთქვა იყო.პირველი ამის შემდგომ რაც იგრძნო იყო სიხარული.უხაროდა რომ ლილე არ იყო იმდენად ცივსისხლიანი,რომ საზიზღარი პრეპარატებით ხალხი მოეწამლა და მათი სიცოცხლე გაენადგურებინა. შემდეგ იგრძნო შიში,შიში ლილეს დაკარგვისა.თითქოს ის არ ეყოფოდა, რომ მამამისის გამო შურისძიებას აპირებდა თურმე ქალბატონი ადრენალინის მოყვარულიც ყოფილა ბოლოს იგრძნო ბრაზი ძალიან დიდი იმდენად დიდი რომ გრძნობდა როგორ მოძრაობდა სისხლი საფერთქელთან დაბერილ ძარღვებში მისი შხუილიც კი ესმოდა ძალიან გააცოფა იმ აზრმა,რომ ლილეს შეეძლო ამდენი ნიღბით ცხოვრება ის ერთდროულად იყო ქართველი გოგონა რომელსაც ოჯახი წაართვეს,ცნობილი ნარკოდილერი,არანაკლებ ცნობილი ბაიკერი და იტალიელი პოლიციელიც კი ეშინოდა რადგან არ იცოდა კიდევ რამდენი ნიღაბი ქონდა გოგონას და ყველაზე მთავარი არ იცოდა მათგან რომელი იყო ლილეს ნამდვილი სახე.ისედაც არეული გრძნობები ლილეს მიმართ კიდევ უფრო აირია თუმც რაღაც \შვებას მაინც გრძნობდა სხვა თუ არაფერი იცოდა რომ მკვლელი არ იყო.
ლილე ხვდებოდა რომ მისი ამგვარი ცხოვრების სტილი ბიჟებისთვის მიუღებელი ტუ არარ უცნაური მაინც იქნებოდა და ამასთან შეგუება ძალიან გაუჭირდებოდათ.ყველაზე მეტად დემეტრეს რეაქციის ეშინოდა არ უნდოდა ამის გამო ბიჭი გაუცხოვებოდა ძალიან არ უნდოდა ეს.თითქმის ეძინა მისი ოთახის კარი რომ ვიღაცამ შემოაღო ლოგინზე წამოჯდა და იქვე მდგარი პატარა სანათი აანთო მკრთალ შუქზე გაარჩია ქერა ლამაზად შეჭრილი თმა სწორი ცხვირი უცნაურად,მომაჯადოვებლად შავი უკუნითი თვალები საშუალოზე ოდნავ დიდი მუქი ტუჩები და ოდნავ შესამჩნევად წამოზრდილი წვერი.
-დემეტრე აქ რას აკეთებ?აღმოხდა გაოცებულს.ბიჭი საწოლისკენ დაიძრა ლილეს ფეხებთან ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო
-არ მაინტერესებს ვინ ხარ კასანდრა თუ შავი ქვრივი ტურბო თუ გაზი შენ ჩემი ლილე ხარ გესმის?ჩემი ლილე.ერთხელ უკვე დაგკარგე და არ ვაპირებ მორედ დაგთმო.თუნდაც ასეთი შეცვლილი.შენ მაინც ჩემი ლილე ხარ ჩემი მზის სხივი.ბუტბუტებდა დემეტრე და ლილეს სახეს ეფერებოდა ცოტახნით პაუზა გააკეთა ლილეს თეთრ პირსახეს და მწვანე ჭაობივით ჩამთრევ და დამღუპველ თვალებს უყურებდა შემდეგ მზერა მის საოცრად დაბერილ ტუჩებზე გადაიტანა,სახე უცნაურად დამანჭა თითქოს ყოყმანობსო და ძალიან ნაზად და ჰაეროვნად წაეტანა დაბნეული გოგონას ტუჩებს.ლილე არ შესწინააღმდეგებია პირიქით თვითონაც წაეტანა მამაკაცის ბაგეებს და ამბორი საოცრად გააცხოველა.თანდათან მათი ამბორი მომთხოვნი და ცოტა აგრესიულიც კი ხდებოდა თითქოს რამეს ვერ იყოფენო და ეს „რა მე“ცხადია პირველობა იყო გამოუცდელი ლილე არ იყო უკანა ცხოვრებაში ფლანგზე ყოფნას ჩვეული და ვერც ეხა თმობდა პოზიციას თუმცა გამოცდილი და დახელოვნებული დემეტრე მაინც ახერხებდა ამ ჯიუტი არსების დამორჩილებას.ლოგინი ბრძოლის ველს დაამსგავსეს ბრძოლა დაუნდობელი იყო არცეთი ინდობდა ერთმანეთის სამოსელს პირველე გაშიშვლება მაინც ლილეს მოუწია თუმცა გახელელებულმა და გაშმაგებულმა მალევე მოისროლა დემეტრეს პერანგი იატაკზე რომელსაც არცეთი ღილი არ შერჩენოდა.ბრძოლა გრძელდებოდა თუმცა გამოუცდელ გოგონას დანებება მოუხდა დემეტრეს ჩაეღიმა როცა გოგონას მმილულული თვალები და უკან გადაკონწიალებული თავი დაინახა წამით გაჩერდა თითქოს გოგონას ეკითხებოდა უღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა.ლილემ თვალები ჭყიტა ჟინ ჩამდგარი თვალებით ახედა მამაკაც ხელი თმაში შეუცურა და მისკენ დაქაჩა.პასუხი ნათელი იყო და არა მარტო ნათელი საოცრად სასიამოვნოც.ბრძოლა დამთავრდა თუმცა არცეთი მხარე ჩანდა უკმაყოფილო.
ლილეს დილით თვალის გახელამდე ჯერ კიდევ ეგონა რომ ეს ყველაფერი გიჟური სიზმარი იყო. თუმცა შავ მოციმციმე თვალებს რომ გადააწყდა ყველაფერი ნათელი გახდა.არ უნანია საერთოდ არ უნანია და ეს ფაქტი კიდევ უფრო აცოფებდა.დემეტრე ოდნავ დაიხარა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა სულელ გოგოს კი წამსვე თვალები მიელულა.
-მოდი ჩემთან.სიცილით ამოილაპარაკა ბიჭმა გოგონას ხელი დაქაჩა და სხეულზე აიკრა.ლილეც სიამოვნებით აეკრო.
-თქვი რამე.სასიამოვნო ბარიტონით ჩაჩურჩულა დემეტრემ
-მაინც რა?იკითხა ლილემ და ქვემოდან ახედა
-მაგალითად რაზე ფიქრობ რას ფიქრობ
-სიმართლე გითხრა ეხა არაფერზე არ ვფიქრობ უბრალოდ ვიცი რომ ეს სიტვაცია-ჩურჩულით დაიწყო-რომ ეს სიტვაცია-ალუღლუღდა ისევ
-რომ რა უცნაურია?
-არა უბრალოდ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავ-ტკბილი ხმით ამოიჩურჩულა ლილემ.
-მიხარია,რომ შენი გაბედნიერება შევძელი-ბარიტონი კიდევ უფრო დაუთბა ბიჭს
-და რა იქნება ახლა?
-ახლა ცოტას მოგეფერები მერე ავდგებით და რამეს შევჭამთ
-რა სულელი ხარ დემე მე მე ვიკითხე ზოგადად ანუ ჩვენ როგორ ვიქნებით იცოდე იმ მულატ გოგოებს ცალი თვალითაც რომ გახედო ჩემი ხელით მოგკლავ.ხომ იცი, რომ გამკეთებელი ვარ?!
-ჩემი ბრაზიანი,ჩემი ეჭვიანი და ჩემი ერთადერთი ხარ შენ.სულ ცოტა ხნით რომ გამეპაროს მზერა?! ეშმაკური ღიმილით იკითხა ბოლოს,მაგრამ გოგონას თვალებს რომ წააწყდა სიცილით დაამატა-უბრალოდ ვიხუმრე
-ხოდა ეგრე აღარ იხუმრო ტორე ყველას დავალურჯებ ვისაც კი გახედავ.
-ღმერთო ჩემო რა შარში ვარ.ამოუბურტყუნა სიცილით და მკლავებში მოიქცია მაინც უსუსური სხეული.
ქვემოთ, რომ ჩავიდნენ და ბავშვებმა ერთად დაინახეს ხუთივემ ერთად დაქაჩა თვალები და გაოგნებულები მიაჩერდნენ ერთმანეთში ახლართულ წყვილს.
-თქვენ რა ხუმრობთ?-წამოიყვირათემომ
-აბა არ მომწონსო? ბურტყუნებდა მია.
-კარგით რა ნუ გაქვთ ეგეთი სახეები თორემ ქორწილში არ დაგპატიჟებთ სიცილით თქვა დემემ და ლილესგან მუჯლუგუნიც კი მიიღო.
-მოიცა ქორწილი? ეგრე სერიოზულადაა საქმე?
-ნუ დღეს და ხვალ არა მაგრამ ბოლოს ხომ მაინც იქნება?ნგაიკვირვა დემეტრემ
-მე არ მინდა ქორწილი,არ მიყვარს აგდებით თქვა ლილემ
-არაუშავს ეგ თუ შეგიყვარდა შენ ქორწილსაც შეგაყვარებთ როგორმე სიცილით თქვა მიამ
-რძალო შე ძველო წამოიძახა უცებ თემომ და ლილეს მხარზე დაუტყაპუნა ხელი
-მაზლო შე ძველო არც ლილემ დააკლო და სიცილი დაიწყეს.
ლილე გრძნობდა მის ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ბედნიერებას და ეშინოდა ბუშტივით არ გამსკდარიყო.დღეები სწრაფად გადიოდა ბედნიერი შვიდეული კი არ იშლებოდა.გეგმა შეასრულეს ბანკბი გაძარცვეს და გადაწყვიტეს ლილე მშობლებისთვის შეეხვედრებინათ.
-ლილე იქნებ არ გინდა-შეპარვით დაიწყო დემეტრემ
-რას გულისხმობ?
-შურისძიებას. ვერ გადავიტან, რომ ისევ დაგკარგო.
-შენ მე ვერასდროს დამკარგავ.ღიმილით ჩაილაპარაკ გოგონამ და დემეტრეს მოეხვია.
-ზეგისთვის ბილეთები შევუკვეთე.ამოიდუდღუნა დემეტრემ
-ბილეთები? გაიკვირვა ლილემ
-ხო.რა?არ გინდა მომავალი დედამთილ-მამამთილი გაგაცნო?
-კი,კი მაგარია
-მაშინ გოგონებსაც უთხარი თუ უნდათ ისინიც წამოვიდნენ.ჩაილაპარაკა დემეტრემ და ლილეს ყელის დალაშქვრას შეუდგა.
-აჰამ-ამოიხრიალა გონდაკარგულმა გოგონამ.
ძალიან დაღლილი იყო ლილე.ბევრი სიახლე იყო მის ცხოვრებაში.მიუხედავად იმისა რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა მაინც უჭირდა მიღებული სიახლეების გადახარშვა.ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა გადაწყვიტა რაც შეიძლება ცხელი წყლით ებანავა მიუხედავად იმისა რომ გარეთ საშინლად ცხელოდა.ყოველთვის ასე აკეთებდა როცა თავს ცუდად გრძნობდა ერთხელ იმდენად ცხელი წყლით იბანავა რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა.აბაზანა ააქაფა და ცხელ წყალში დიდი სიამოვნებით ჩაწვა თან ქაფით თამაშობდა ჰაეროვანი მასა სახესთან მოხვდა მისმა სინაზემ და სიფაფუკემ დედა და მისი ხელები გაახსენა.ისეთი ნაზი იყო როგორც დედის ხელები რომლებიც ძილის წინ სახეზე ეფერებოდა.ვერაფრით შეაჩერა ყელში გაჩხერილი ბურთი და ტირილი აუვარდა.უცებ წამოხტა წყალი მოუშვა და ცხელ წყალს შეეყუდა.ისე წვავდა ლოყას თვალებიდან დადენილი ცრემლი რომ წამით იფიქრა დუშიდან წამოსულ წყალზე ბევრად მეტად ცხელი იყო მისი ცრემლები.გრძნობდა თითოეული ცრემლის სიმწვავეს.გრძნობდა რომ მეტი აღარ შეეძლო არც სულიერად და არც ფიზიკურად სასწრაფოდ გადაკეტა წყალი პირსახოცს ხელი მოკიდა და სააბაზანოდან გავიდა მაგრამ თავბრუ დაეხვა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო,ძალაგამოცლილს თვალები მიელულა და ძირს დაეცა.თვალები რომ გაახილა საწოლზე იწვა და თავზე შეშინებული და გაბრაზებული დემეტრე ედგა.
-რა დამემართა?იკითხა ჩურჩულით.
-გოგო შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ. ცხელი წყლით იბანავე ხო?
-მერე რა?
-რა მერე რა შენი პატარა ტვინი ვერ ხვდება რომ ამ სიცხეში ეგეთი ტემპერატურის წყლით ბანაობა სახიფათოა?
-მე უბრალოდ მინდოდა, მინდოდა,რომ ,რომ დამესვენა ძლივს ამოილუღლუღა
-სულელი ხარ შენ!არა! სულელი კი არა პატარა და მშიშარა ბავშვი ხარ.
-მე ვარ პატარა?დგავიწყდა ხო რეები გაგიჩალიჩე.
-მერე რა მაინც პატარა და ეშმაკუნა ხარ შენ.
-ხო აღარ მიბრაზდები?ამოიბურტყუნა მოწყენილმა.
---------------------------------------
ძალიან ძალიან დიდი ბოდიში ყველას. უბრალოდ ინტერნეტი არ მქონდა.თუ კითხულობთ ვინმე და გაინტერესებთ აუცილებლად გავაგრძელებ და უახლოეს მომავალში სრულადაც დავდებ.გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent