შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Jeans (II ნაწილი)


29-08-2015, 20:06
ავტორი once upon
ნანახია 3 624

-ნეტა ეგ არ იყოს რა... - წაიტირა ელენემ.
ლურჯთმიანი ჯერ კიდევ გაშეშებული იდგა და ეკრანს გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა.
-იქნებ არაა ეგ. - ამოთქვა ბოლოს.
-და რომ იყოს?
-არ ვიცი... - თავი ჩახარა გოგონამ.
გონებაში აზრები ამღვრა.
ხომ შეიძლებოდა რომ ის არ ყოფილიყო?
ხომ შეიძლებოდა?..
ელენეს მალე დაემშვიდობა და სახლიდან გამოვიდა.
სიცივემ რომელმაც მის თბილ ქურთუკშიც შეაღწია, ოდნავ გამოაფხიზლა. თუმცა გამოფხიზლება არაფერში დაეხმარა, თითქმის დარწმუნებული იყო რომ ცისფერჯინსიანი ის იყო.
ყოველ დღე ტოვებდა ბიჭი წიგნებს.
ყოველ დღე.
მათი გაცნობის დღიდან არც-ერთი არ გამოუტოვებია წიგნის გარეშე და რატომ გამოტოვებდა თუ ეს იმიტომ არ მოხდა რომ დაჭრეს?
-მე ხომ ბედი არ მაქვს! - ხმამაღლა წამოიძახა გაფიქრებულის ნაწილი და რამდენიმე გამვლელის თვალების ეჭვნარევი მზერაც მიიღო, თუმცა, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
იმის წარმოდგენაზეც ჟრუანტელი უვლიდა თუ რა მოხდებოდა როცა ბიჭები გაიგებდნენ ყველაფერს.
თუმცა 'ყველაფერს' რას?
რა იცოდა რომ ის იყო? შეიძლება სულელური საქციელი იყო 'კონტაქტი" ბიჭთან რომლის სახელიც არ იცოდა მაგრამ ეს "კონტაქტი" სულაც არ ყოფილა. ბიჭი ლაპარაკობდა-ის უსმენდა და უბრალოდ ხანდახან ისროდა რეპლიკებს.
"ესღა მაკლდაო"-გაიფიქრა და ქუჩას დაუყვა რომელსაც თოვლის კვალი ჯერ კიდევ შემორჩენოდა.
საშiნლად ციოდა.
ცას ნაცრისფერ-ნარევი თეთრი ედო.
ისეთი ცარიელი იყო ნუცუბიძე ვიდრე ოდესმე...
წინა ღამის შემთხვევამ ყველა დაამუნჯა.
არა-და რაც მოხდა არც პირველად ხდებოდა და არც-უკანასკნელად.
უბრალოდ ამინდი ემას ხასიათის ფონზე იდეალურად ჯდებოდა...
სახლში ავიდა, მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა-მაინც.
გაურკვევლობამ მომდევნო 1 დღის მანძილზე და პიკს მიღწეულმა დაძაბულობამ მასსა და დედამისს შორის, განაპირობა კარის გამოჯახუნება ნუცუბიძეზე ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულზე, შუაღამის 2 საათზე და ლურჯთმიანი გოგონა ქუჩაში.
აღარც ელენესთან წასულა, უბრალოდ უნდოდა მჯდარიყო მარტო და არაფერზე არ ეფიქრა.
ერთი ჩვეულებრივი დეკემბრის ღამე იყო, ისევ თოვდა და ძალიან ციოდა.
ლურჯთმიანი, გამხდარი გოგონა კი მობუზული იჯდა დაცარელებულ სკვერში, სკამზე და ფანტელებს უყურებდა.
ისევ რომ დაუჯდა ვიღაც გვერდით, საშინელი დეჟა ვუ იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა მაგრამ თავი მაინც არ მოუბრუნებია.
ხმა რამდენიმე წამის შემდეგ ამოიღო ბიჭმა.
-ლურთმიანო, ხომ გითხარი არ იარო ამ დროს ქუჩაში მეთქი? - ღიმილინარევი, ძალიან თბილი ხმით უთხრა და ემამაც უნებურად შეხედა სახეში.
-მე მგონი საავადმყოფოში უნდა იყო, გიგა, არა? - ჰკითხა ირონიულად და მზერა გაუსწორა.
ბიჭს ოდნავ ჩაეცინა.
-რო გითხრა, სახელი შეგეშალა-თქო, არ დამიჯერებ, არა? - იკითხა სიცილით.
ემამ წარბები შეკრა, რა აცინებსო.
-არა. - თქვა ცივად.
-კარგი, არ გეტყვი. -ახლა ემას გაეცინა. უბრალოდ მიზეზს ისევ ვერ მიხვდა.
-წიგნებს აღარ მიიღებ, არა? - გაეღიმა გიგას.
-შენ არ თქვი, შენი საქმეაო?
-კი, შენი საქმეა, მაგრამ მაინტერესებს.
-არ მინდა რომ მივიღო.
-სანამ ჩემს სახელს გაიგებდი-გინდოდა. ანუ, ეხლაც გინდა, უბრალოდ სახელის ცოდნა არ გაძლევს ამის უფლებას.
ამ წინადადებას მოჰყვა ძალიან გრძელი სიჩუმე და ორი ადამიანის სუნთქვის ხმა.
ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ, მაგრამ არც ხმას იღებდნენ.
-რატომ ხარ შენ, გიგა ბერიძე? - ყველაზე გულწრფელად ჰკითხა.
გაეცინა ცისფერჯინსიანს.
-სხვანაირად უნდა გეკითხა. "რატომ ვარ ის ბიჭი ვინც სანდრო ბუნტური სიკვდილამდე მიიყვანა" ხო?
-შეიძლება. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ემამ.
-გინდა გითხრა, ახლა ნორმალური გოგო რას იზამდა?
-ყვირილით აიკლებდა აქაურობას-ეს მაქსიმუმ. მინიმუმ-აქედან ადგებოდა.
-ანუ, არანორმალური ხარ. - გაეცინა ბიჭს.
-ერთადერთი არ ვარ. - თვალები გადაატრიალა გოგომ.
-რატომ არ მიდიხარ?
-გინდა რომ წავიდე?
-შენ ხო იცი რო არ მინდა. მაინტერესებს.
-ზუსტად ვიცი, არ დამიშავებ არაფერს და იმიტომ.
მიუხედავად იმისა რომ საუკეთესო მეგობრის 'მტერი' ეჯდა გვერდით, მაინც მშვიდად იყო, იცოდა რომ არაფერი ემუქრებოდა.
მის ნათქვამ სიტყვებს გიგას ჩაღიმება და თვალების დახრა მოჰყვა.
-მაგრამ, ძალიან გთხოვ, შემეშვი.
-მე ხო გითხარი, მიყვარხარ-მეთქი. გახსოვს?
-მახსოვს.
-შენ არ გჯერა, არა და უნდა გჯეროდეს.
-1 ნახვით სიყვარულის არ მჯერა. - გაეცინა ემას.
-და ვინ გითხრა რო 1 ნახვით შემიყვარდი? - წარბი აწია ბიჭმა.
-როგორც კი მომიახლოვდი მაშინვე ეგ მითხარი და... - თქვა ემამ მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა.
რა თქმა უნდა, ათვალიერებდა სანამ მოუახლოვდებოდა. თანაც, კარგა ხანს.
-მიყვარხარ, მართლა და ამაზე დიდი სიმართლე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არასდროს მითქვამს.
-კარგი... და თავიდან ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ?
-დამაცადე. ანუ მე შეიძლება შეგეშვა. მაგრამ ხომ ვიცი რომ ერთმანეთისთვის ვართ მე და შენ, ჰო და უნებურად შევეჩეხებით ერთმანეთს. - გაეცინა. - ჩემი და შენი საუკეთესო მეგობრის ურთიერთობა არის ჩემი და შენი საუკეთესო მეგობრის ურთიერთობა და შენთან კავშირი არ აქვს. შენ არაფერს დაგიშავებ. წამოდი ეხლა, სახლში წაგიყვან.
ემას გაეცინა, ისეთი თავდაჯერებით ლაპარაკობდა გიგა, ეჭვს ვერ შეიტანდი მის სიტყვებში. აშკარად კარგი მსახიობი იქნებოდა ესო, გაიფიქრა ლურჯთმიანმა.
-არ ხარ ნორმალური, მართლა. - გაეცინა და წამოდგა.
-ვიცი, უთქვამთ. - შეიფერა ბიჭმა.
-მართლა? როდის?
-საავადმყოფოში, როცა მერვედ მოვხვდი ერთი და იგივე ექიმთან უკვირდა, არანორმალური ხარ, როგორ გადაურჩი ერთხელ ტყვიას, ორჯერ ავარიას და ხუთჯერ დანით დაჭრას, 19 წლის ბიჭიო.
ემამ პირი დააღო და ადგილზე შედგა.
-ცოცხალი ვარ, რა იყო, ვერ მხედავ? - თქვა და ხელები უცნაურად აათამაშა.
-ნეტა რას ვაკეთებ. - სახეზე ხელები აიფარა.
-ბიჭი სახლში გაცილებს, რას აკეთებ?
-ეს ბიჭი გიგა ბერიძეა. - თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა გოგონამ.
-ვაიმე, გეხვეწები, დავიწყე ჩემი სახელი. სხვა რამე დამიძახე.
-რა დაგიძახო? - წარბები შეკრა.
-რა ვი, რაც გინდა. - ემა ჩაფიქრდა და მერე სიცილით უთხრა:
-ცისფერჯინსიანი.
-ცისფერჯინსიანი და ცისფერთმიანი, მომწონს! - ჰოლივუდის ღიმილი სტყორცნა გოგონას.
-რა მოგწონს, ხომ დამპირდი, შეგეშვებიო?
-მერე, მაგ დაპირებას ისიც მოვაყოლე, ერთმანეთისთვის ვართ შემქნილი თქო. - გაეღიმა ცისფერჯინსიანს, უცებ აკოცა ლოყაზე, ისე რომ თავის გაწევა ვერ მოასწრო და თვალი გააყოლა სადარბაზომდე, მანამ, სანამ ცისფერთმიანი მთლიანად არ შთანთქა სიბნელემ.
***

-გუშინ კიდევ დაჭრეს ვიღაც. - გადაუჩურჩულა სალომემ ელენეს ინგლისურზე.
თვალებგაფართოებულმა ელენემაც მის გვერდით მჯდომს-ემას უცებ ახარა ახალი ამბავი და თან გონებაში ნუცუბიძის "კაი ბიჭების" მთელი სია შეადგინა და იმის დადგენა დაიწყო, თუ ვინ "დააწვინეს" წინა ღამით.
-"იმან" დაჭრა "ის". - ჩაილაპარაკა აღშფოთებულმა ცისფერთმიანმა ისე, რომ მხოლოდ ელენეს გაეგო და რვეულს ჩახედა.
-გოგოებისთვის თქმას როდის აპირებ? - იკითხა ელენემ.
-საკმარისი არაა შენ რომ იცი? - გაიკვირვა ემამ.
-არა, არაა!
-რაც მეტმა იცის მით მეტი შანსია რომ სანდრო გაიგებს, პრობლემები ისედაც არ მაკლია ელენე, მაცადე, ვუსმენ. - თვალები გადაატრიალა და მასწავლებელს დაინტერესებულის თვალებით მიაჩერდა.
გაკვეთილების შემდეგ ყველა გოგო ერთად გამოვიდა სკოლიდან.
ნინის მისწერა ლუკამ, გაკვეთილების შემდეგ ამოდით ჩემთანო და გოგონებიც მისი სახლისკენ მიდიოდნენ.
-რა უნდა ნეტა? - გადაულაპარაკა ლოყებაწითლებულმა ელენემ ემას.
-ნუ გგონია რო "ის". - უპასუხა მშვიდად მყოფმა ცისფერთმიანმა და ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.
ზედმეტად მშვიდად გრძნობდა თავს. არა და მის ადგილას ყველა განგაშის ზარს შემოსცემდა და მთელს ნუცუბიძეს შეტყრიდა. ნუ, შეიძლება მთელს არა.
იცოდა რომ სანდროსთან ძალიან სერიოზული პრობელემები შეექმნებოდა მას შემდეგ რაც მის ამბავს გაიგებდა.
საკუთარი თავის ძალიან უკვირდა, ყველა შარს და უბედურებას მაგნიტივით როგორ იზიდავდა? ნუცუბიძეზე ამდენი ბანდიტი და ხულიგანი იყო და მაინც და მაინც ყველაზე აურესი როგორ აეკიდა? თან ეს "შეყვარება" და "ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები" საიდანღა მოიგონა გიგამ.
ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ ცისფერჯინსიანის "აკიდება" სანდროს გამო არ იყო და ისიც იცოდა რომ ბიჭი მას არაფერს დაუშავებდა. სამაგიეროდ მას დაუშავებდა სანდრო, როდესაც გაიგებდა რომ მასთან ჰქონდა კონტაქტი.
"საერთოდ რატომ შევიღებე ეს თმა ცისფრად" გაიფიქრა გამწარებულმა და კორპუსის კიბეებს აუყვა.
გადარჩნენ, ემაზე ბევრად მეტად აღელვებულმა ელენემ შვებით ამოისუნთქა როდესაც ბიჭები ღიმილით, ღადაობის ხასიათზე დახვდნენ და სიცილით გაუბეს საუბარი.
-კიდე მოთოვა, აზრზე ხართ?! - გაეიცინა ნიკას.
-ხო, სულ იმიტომ თოვს რომ იცის, მიყვარს! - გაიბადრა ელენე.
-აბა, რა, ტო, სხვა მიზეზი კი არ აქვს. - სიცილით გადახვია ლუკამ ხელი ერისთავს და დანარჩენ, ჩუმად მსხდარ გოგონებს მიაჩერდა.
-რა იყო, კიდე გწყევლათ ნათელამ, ამდენს ნუ ლაპარაკობთ გაკვეთილზეო?
-მიდი, რაა! - დაისინა ლიკამ.
მის სახეზე თერთმეტივეს აუტყდა ხარხარი.
მერე ლიკაც აყვა და ისხდნენ ასე, იცინოდნენ სხვისთვის შეიძლება სრულიად სულელურ მიზეზზე.
არც-ერთი არ იყო იმ ოთახში ნორმალური.
საერთოდ, ამდენმა არანორმალურმა ერთმანეთი როგორ იპოვა, ვერ ხვდებოდნენ.
ზოგადად, ნუცუბიძეზე ნორმალური ადამიანი იშვიათობაა და, ალბათ ასე.
მაგრამ, არც ერთს ნუცუბიძელს არ აღელვებდა ის, რომ არანორმალური იყო.
არა და ყოველ დღე ახსენებდნენ ერთმანეთს "შე არანორმალუროო".
-იცით ვინ დაჭრეს იმ დღეს? - იკითხა სანდრომ.
უცებ დასერიოზულდა ყველა.
ელენეს სახეს ლურჯმა გაჰკრა.
ემამ პირი მაგრად მოკუმა და შიგნიდან ლოყაზე იკბინა.
-ვინ? - იკითხა სალომემ.
-გიგა ბერიძე. - ირონიულად თქვა ბუნტურმა.
-ნეტა ადგილზე რატო არ მოკვდა. - დაისისინა ლიკამ.
წარბაწევით გახედა ემამ.
გასაგებია, ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააგდო სანდრო, მაგრამ არც ამან დააკლო. თუ შეიძლებოდა ეღიარებინათ ის ფაქტი, რომ გიგამ სანდრო სიკვდილამდე მიიყვანა, რატომ იყო რთული თვალის იმისთვის გასწორება, რომ სანდრომაც სიკვდილამდე მიიყვანა ბერიძე.
ამ ფიქრების გამო საკუთარ თავზე გაბრაზდა ლურჯთმიანი.
მოიცადეთ, ეხლა რა ვქენი, ნუცუბიძის ყველაზე დიდი ბანდიტი დავიცავიო?!
არა და მართალი იყო.
-რა მოხდა ემა? - იკითხა ლაშამ.
-რა? - იკითხა დამფრთხალმა. -არა, არაფერი. - უცებ გააქნია თავი.
-ბოლო დროს სუ ოცნებებში ხარ, ე! - უთხრა მოჩვენებით გაბრაზებულმა მიშომ.
-აუ, რა ოცნებებში. სასწავლი მაქვს ბევრი. - თქვა და ხელი წიგნებით გატენილ ჩანთას გადაუსვა.
-ამ ბოლო დროს დაჟე "შკოლნიკიც" ხარ. - გაეცინა ანდროს.
-გაგახსენო როგორი იყავი, საატესტატოებს რომ აბარებდი? - ცინიკურად გაუღიმა ემამ და ყავა მოწრუპა.
-გნებდება! -ძმის მაგივრად თქვა სანდრომ და გაიცინა.
-უფ, როდის მოვა ახალი წელი? - დაიწუწუნა სალომემ.
-15 დღეში, 8 საათში, 13 წუთსა და 56 წამში. - ჩამოარაკრაკა ემამ.
სიცილი ატყდა.
-რამ გაგამწარა? - ჩაეკითხა ნინი.
-რა ვიცი, ცხოვრებამ. - თვალები გადაატრიალა და ისევ ტელეფონს ჩახედა.
-წავედით რა, სასწავლი მაქვს. - თქვა ელენემ და წამოდგა. - ემა ჩემთან ერთად მოდიხარ, ხო?
-არა, მათემატიკა მაქვს 20 წუთში. - თქვა და სხვებთან ერთად წამოდგა.
-ნუ გადაყვები ამ გამოცდებს, გეხვეწები რა. - გაუღიმა ლუკამ და ჩაეხუტა.
-არ გადავყვები. - გაუღიმა და სახლიდან გავიდა.
სახლში რომ ბრუნდებოდა, უკვე ბნელოდა.
ზამთრის კვალი დღის ხანგრძლივობას ნათლად აჩნდა.
9-ის ნახევარიც არ იყო და თითქმის უკუნი სიბნელე იყო.
უყვარდა ემას სიბნელეში სიარული.
მაგრამ სიბნელეში სიარული ნუცუბიძეზე-არა.
"მის" კაფეს რომ ჩაუარა და უბნის ბოლოში თავმოყრილ ბიჭებში, ღია ლურჯი ჯინსი დალანდა, გაეღიმა.
იმიტომ არა რომ "მისი" დანახვა გაუხარდა,
უბრალოდ ესიამოვნა ის ფაქტი რომ გიგა დანაპირებს პირნათლად ასრულებდა.
წიგნებს მაინც ტოვებდა და ქუჩაშიც შემთხვევით ხვდებოდა მაგრამ ახლოს არ მოდიოდა.
იმ დღეს გვიანობამდე მეცადიეობდა და ძილი სულ გაუტყდა.
ფანჯრის რაფაზე იჯდა და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს მიშტერებოდა.
გონებაში ორი ემას ბრძოლა მიმდინარეობდა.
ერთს მოწევა უნდოდა და მეორე ამას მკრაცრად გმობდა.
იქვე, სადღაც მესამე ემაც არსებობდა-მას ძილი უნდოდა.
და არც მეოთხე იმალებოდა, ყველაფერი ეზარებოდა და უნდოდა ყოფილიყო იქ სადაც იყო: მჯდარიყო გაღებული ფანჯრის რაფაზე, გაყინულიყო და ვარკვლვებით გადაჭედილი ცისთვის ეყურებინა.
უეცრად დაბლიდან ყვირილის ხმა შემოესმა და ვერც შეამჩნია როგორ გადაიწია იმის სანახავად თუ რა ხდებოდა.
სიბნელეში, ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე რამდენიმე ადამიანის სილუეტში, ლურჯთმიანს შეეძლო ამოეცნო 4 ნაცნობი სახე.
სანდოს, ანდროს, ნიკას, გიგას და კიდევ რამდენიმე ადამიანს დართული ყვირილის და გინების ხმა, ვისი-ვისი და ემას გონებისთვის, განგაშის ჩართვის აუცილებლობის მაუწყებელი იყო.
ჰო და მანაც, რობოტივით, უსწრაფესად გამოაღო სახლის კარები და მომხდარის გააზრება მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა კიბეების ჩარბენას მორჩა და ყვირილის ხმის უკეთ გასაგონად, მეგობრებისკენ წავიდა.
ახლოს მისულმა გარკვევით დაინახა როგორ ურტყავდა ნიკა გიგას. სანდრო და ანდრო კი სხვებს "ებრძოდნენ". უკანასკნელი სიტყვებით "ამოკბდნენ" ერთმანეთს. ცისფერჯიანსიანს რამდენიმე ადგილას ჩალურჯეა ეტყობოდა, თუმცა არც სხვები იყვნენ უკეთ. გაშეშებულმა, მხოლოდ მაშინ მოახერხა აზრზე მოსვლა, როცა ანდრომ უთხრა: მოშორდი აქაურობასო.
-გაჩერდით, გაჩერდით! - თქვა და უყოყმანოდ დადგა გიგას გამოქნეულ მუშტსა და სანდროს ხელს შორის.
ლოყა საშინლად რომ აეწვა მიხვდა რომ სანდროს მოქნეული მუშტი თვითონ მოხვდა.
-გაჩერდით! - გააგრძელა ყვირილი. იცოდა რომ ვერაფერს მოიმოქმედებდა. უბრალოდ არ შეეძლო ამ ყველაფრის უმოქმედოდ ყურება. პოლიციას ვერ დაურეკავდა, ხალხს ვერ შეყრიდა, გამომსვლელი თვითონ გამოვიდოდა, მთელს ნუცუბიძეს ესმოდა მათი გინების და ყვირილის ხმა და რადგან ის იქ იყო, რამე უნდა ექნა.
ბიჭები წამით შედგნენ.
-ემა ადი სახლში! - დაუყვირა ნიკამ.
-შენ ხო არ გარეკე?! ნიკა, გთხოვ... - შეევედრა და ცხვირთან, ბლანტი, წითელი სითხე რომ იგრძნო, მის გარშემო დედამიწა დატრიალდა.
"რა მწარე ხელი გაქვს, ბუნტურო!" - გაიფიქრა სიმწრით. სისხლის მოწმენდაზე არც უფიქრია, იქნებ იმან რომ დაზარალებული ვარ, გააჩეროთო.
-ნუთუ არავის ესმის? გაჩერდით, გეხვეწები, სანდრო! - ყელის ჩახლეჩამდე ყვიროდა. ცხვირიდან მომავალი სისხლი კი უკვე მაისურზეც ჩამოსწვეთოდა.
სწორედ იმ წამს, როდესაც მისი ცისფერები გიგას შავ თვალებს შეეჩეხა, ბიჭი შედგა.
იმ წამს გოგომ შეძლო მის თვალებში "რაღაცის" ამოკითხვა.
უდიდესი შიშის და გაჩერების აუცილებლობის რადგან ის უბრალოდ "ის" იყო.
"გევედრები, გთხოვ." ფიქრობდა გამწარებული. ნატრობდა, ნეტავ მანაც გაიგოს ის რაც მე გავიგეო.
და იმ წამს როდესაც ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ,
ისე ჩანდა თითქოს სამყარო გაჩერდა.
ჩხუბი შეწყდა.
ყველა გაქრა.
და დარჩნენ ისინი.
ორნი.
ცისფერჯინსიანი და ცისფერთმიანი.
-აახვიეთ აქედან და ამ გოგოს გადაუხადეთ მადლობა. - დაისისინა გიგამ, კიდევ ერთხელ ესროლა ემას მზერა და შემდეგ მეგობრებთან ერთად გაუჩინარდა.
-კარგად ხარ? - იკითხა სანდრომ და ემას ხელი შეაშველა.
-კი. - ამოთქვა და მის სახეს გადახედა.
სულ სისხლიანი იყო.
-შენ არ ხარ. წადით სახლში და... მიხედეთ თქვენ თავებს. - თქვა და სადარბაზოსკენ შებრუნდა მაგრამ თავბრუ დაესხა.
-ბოდიში რა, ხო იცი... - დაიწყო ბუნტურმა.
-ვიცი, ვიცი. - თქვა და ძლივს-ძლივობით ავიდა სახლამდე.
უკვე ლოგინში იწვა და ნახევრად ეძინა, როდესაც ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო ბალიშის ქვეშ და ძლივს დაატანა თავს ძალა, მესიჯი ენახა.
უცნობი ნომრისგან კი იყო, მაგრამ უცნობი ადამიანისგან-არა.
როგორ ხარო, ეკითხებოდა.
ძალიან, ძალიან სცადა ემამ ღიმილის შეკავება მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.
შემდეგ, გადაწყვიტა, ვინ მიყურებს, ელენე თუ გიგაო და ფართოდ გაეღიმა.
მიუხედავად იმისა რომ იცოდა, სწორი არ იყო,
ღიმილის შეკავება არ შეეძლო.

****
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და იმედია კომენტარებით გამოხატავთ *-*



№1  offline წევრი Reny

ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი Death

მეც ძალიან მაინტერესებს გაგრძელება ^^ კარგია

 


№3  offline წევრი nini namicheishvili

გაააგრძელეე რა ფლიზზ wink

 


№4  offline წევრი Khaleesi

ნუ კარგი ხარ. მოთხრობაც კარგია თავიდან იმიტო დავიწყე კითხვა რო მეგონა ლანა დელ რეისთან ექნებოდა კავშირი. თუმცა ასე არ აღ მოჩნდა, მაინც ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხია.

 


№5  offline ახალბედა მწერალი once upon

Khaleesi
ნუ კარგი ხარ. მოთხრობაც კარგია თავიდან იმიტო დავიწყე კითხვა რო მეგონა ლანა დელ რეისთან ექნებოდა კავშირი. თუმცა ასე არ აღ მოჩნდა, მაინც ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხია.

მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, უბრალოდ სიმღერის ტექსტი ემთხვევა მოთხრობის შინაარსს რაღაცით. მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent