შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გიჟური ცხოვრება"


29-08-2015, 21:56
ავტორი coca-cola
ნანახია 2 528

დიდი ხანია უკვე სკოლა დავამთვრე, ჩემი თავქარიანობით სწავლის გაგრძელება არ ვისურვე, ვნანობ მაგრამ რას გავაწყობ. ორი კვირის უკან 21 წლის გავხდი, ხოო დიდი გოგო ვარ. შეიძლება კარგი მოსწავლეც ვყოფილიყავი , უფრო პრესტიჟული სამუშაო მქონოდა და არა ეს უბრალო სუპერმარკეტი რომელიც არც თუ ისე წარმატებულია. უკვე ორი წელია აქ ვმუშაობ, ხელფასიც საკმაოდ კარგი მაქვს, შევეჩვიე აქაურ გარემოს და აღარ მეჩვენება ისე საშინელებად როგორც ადრე...
სახლში გვიან დავბრუნდი როგორც ყოველთვის, ძალიან დამღალა სამუშაომ, ასე ვთქვათ „მძიმე დღე“ მქონდა.
-მამააა, მამიკოოო , სად ხაარ?
-აქ ვარ! - სამზარეულოდან გამომძახა. მასთან მივედი, ყავას მიირთმევდა, უკნიდან ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
-როგორ ხარ? წამლები დალიე? - გული აწუხებდა და ყოველდღე წამლები უნდა მიეღო
-კი შვილო. დღეს რა ქენი კარგი მუშაობა გქონდათ?
-ისე რა, ჩვეულებრივი
-კარგი შვილო მე უნდა დავიძინო უკვე გვიანია
-კარგი ტკბილი ძილი
წამოდგდა, ხელი თავზე გადამისვა და საძილენებლისკენ გაეშურა. მამას ერთადერთი მე და ბებო დავრჩით, ბებო სოფელში ცხოვრობს და იქედან წამოსვლას არც აპირებს. დედამ 13 წლის რომ ვიყავი მაშინ მიგვატოვა, აი ადგა და წავიდა, აქაური სისხლი არ აქვს, უკრაინელია და წასვლის მიზეზსაც ამას ვასახელებ. ვერ გაუძლო აქაურ პირობებს, მამა მისი წასვლის შემდეგ დაავადდა... ორი, გოგო მამიდაშვილი მყავს, მაგრამ არც ერთი არ მკადრულობს, შესაბამისად არავინ გვსტუმრობს. ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო მიზეზი... ალბათ ჩემი ბრალია, ჩემი ცივი ხასიათისა და ბიჭური მანერების მაგარამ არამგონია. ისინი ისეთი ნაზები და საყვარლებია ლამისაა გადატყდნენ წელში. ყველაზე მეტად ასეთობებს ვერ ვიტან... და სწორედ, როგორც მათ მექეცევიან და ფეხებზე მიკიდებენ იგივე პასუხს ვცემ მეც...
ხვალ შაბათია, ზეგ კვირა ეს ნიშნავს რომ ორი დღე ჩემს განკარგულებაშია, ანუ ვისვენებ. გიუშას დავურეკე, ჩემი ერთადერთი მეგობარი, ძმაკაცი, და თუ ძმა. ძალიან მიყვარს, პირველი კალისდან ვიცნობ და მის მერე ერთად ვიზრდებით. 5წლით კი არის უფროსი მაგრამ ერთი ჭკუის ვართ ორივე..,
-გიუშ ხვალ რას ვშრებით? - აიღო თუ არა პირდაპირ მივახალე
-კარგად შენ ?
-კაი რა გადაძველდა უკვე
-ხვალ რამე განსაკუთრებული ხდება?
-ოოო ხვალ ვისვენებ იდიოტო, გავერთობით დავლევთ ჰაა?
-შენ რა დაგავიწყდა რა გითხარი?
-რა მითხარი?
-თავს რატო იშტერებ? ხვალ გეგა ჩამოდის გერმანიიდან რამდენჯერ გითხარი უკვე
-უუუფ - თვალები გადავატრიალე, რა გამიწყალეს ამ გეგათი გული.
-ხოოო დააა ქეიფი და დროს ტარება ხო გინდოდა აი
-ერთი პლიუსი მაინც აქვს მის ჩამოსვლას დავლევ - გადავიხარხარე
-ეე რას წერვობ გოგო
-ხვალ ხო მომაკითხავ?
-კი აუცილებლად
-კაი კარგად
-დავაი
ჩემს ოთახში შევფლატუნტი, პირსახოცი, ტრუსი, მაიკა ავიღე და სააბაზანოსკენ გავქუსლე. ნახევარ საათიანი ბანაობის შემდეგ პირდაპირ საწოლზე დავეშვი და წამებში გავითიშე...
დილით თითქმის ორი იყო საათი როდესაც გავიღვიძე, თავი ძლივს წამოვყავი. წამოვდექი, ხელპირი დავიბანე და სამზარეულოში შევედი. მამა უკვე სამუშაოზე იყო წასული, ჩემთვის ბუტერბოდები გავიკეთე და ჭამას შევუდექი, ცოტა ხანში გიუშამ დამირეკა ნახევარ საათში გამოგივლიო და მზად იყავიო. ფართხუნა სპორტულები ჩავიცვი, თმები როგორც ყოველთვის აბურდულად ავიწიე, არც კი დამივარცხნია, რაც შეეხება ჩემს გარეგნობას ვარ შავგრემანი და დიდი თაფლისფერი თვალები მაქვს, არასდროს მომწონდა „გოგვური“ ზმანები და პრანჩობა, ვერ ვიტან. კაბა არასდროს არ ჩამიცვამს სულ სპირტულები, შარვლები კეტები ან ბოტასები. ტანსაცმელს ყოველთვის ერთი ან ორი ზომით დიდს ვყიდულობ, უფრო თავისუფლად ვარ. მამას სულ უნდოდა რომ ბიჭი ყოლოდა და ყავს კიდეც... თქვენ წარმოიდგინეთ და წარბებსაც კი არ ვიღებ და არც ფეხებზე ვიშორებ ზედმეტ თმებს, კაი კიდე ჭარბთმიანი არ ვარ ...
რას ვიზამთ მე ასეთი ვარ და ვერავინ ვერ შემცვლის...
ცოტა ხანში გიუშაც მოვიდა და ქვემოთ ჩავედი. რაღაცნაირად მიყურებდა
-რაა?
-იცოდე წესიერად მოიქეცი და შენი გიჟური ხასიათის გამოვლენა არ გაბედო და კიდე მთელი დღე უჟმური სიფათით არ დაგინახო
-ვსო?
-რა ვსო
-კარგი დაწყნარდი არც ვაპირებდი
-ჰოდა ეგრე
-მარა ვინც მართლა უჟმურია ხოო ერთი რო წამკბინოს არაა პასუხს ვაგებინებ
-გოგო რა გელაპარაკე წეღან
-აბა ბავშვობაში სულ რო ნერვებს მიშლიდა მე კიდე დებილი ხმასაც კი ვერ ვცემდი დიდია და როგორ გავუბედე თქო მან კიდე უფრო და უფრო რო უმატა და ყოველდღე ჩემს ნერვებზე თამაშობდა რა გგონია ახლა შევარჩენ მაგას? რაღა უნდა მეტი? ეთქვა ჩემთვის ერთი ორი ტკბილი სიტყვა რამე დაშავდებოდა ? გამიმწარა ბავშვობა, მერე რო გავიგე გერმანიაში მიდის თქო ჭკუაზე აღარ ვიყავი ბედნიერებისგან.
პასუხად კი გიუშას ერთი გემრიელი გადახარხარება მივიღე
-გამიმწარა ბავშვობა - გამომაჯავრა, თან თავი უკან გადააგდო და უფრო ხმამაღლა გაიცინა
-დამპალოოო დროზე დაძარი ეს მანქანა!! ნერვებს მიშლი - წარბები შევკარი და დაბღვერილმა გავხედე.
დანებების ნიშნად ხელი ამიწია და მისი სახლისკენ გავემართეთ.
გიუშას ბინაში გოგოები დაგვხდნენ და ლევანა. ერთ-ერთი გიოს შეყვარებულია სალომე, კაი გოგოა მარა ნერვებს ვუშლი ხოლმე და ასე ვთქვათ ვერ მიტანს მაგრამ ესეც ცივად არის ნათქვამი, მაინც კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ნუკი ლევანას და, კიდე გვანცა, რომელიც თვიდანვე არ მომწონდა და სულ ვკინკლაობთ, გოგო თითქმის მთელ თბილისთან არის ნამყოფი, „პატიოსანი ბო*ია“ , უფრო სწორად კეთილია და უარს ვერავის ვერ ეუბნება. ის ჩვენ სასტავში იმიტო იჩითება რო გიუშას და გვანცას ოჯახს საქმიანი ურთიერთობა აქვს და ესეც ნაცნობობის პონტში ჩვენთან იჩითება ხოლმე. ახლა კიდე ჯიმის ეტენება (ჩვენი ძმაკაცი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს) ჯიმი კიდე როგორც ცნობილი მექალთანე გვანცას ყურადღებასაც კი არ აქცევს და ძაან ვხალისობ, როცა მათ საუბარს ვუსმენ...
-ვაიმე როდის მიდიხართ მის მოსაყვანად აღარ შემიძლია ამდენი ლოდინი უუფ
-რა იყო ასე მოგენატრა? - ლევანამ გამცა პასუხი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ორივე წვენს მივირთმევდით
-რა მომენატრა უბრალოდ ძალიან მშია
-მერე სამზარეულო შენს გვერდითაა
-კაი რა მითხარი ეეს, გოგოები არ მიშვენებ ან დაგვეხმარებიო ან კიდე გეგას მოსვლას დაელოდებიო მე კიდე იქ რო შევიდე ყველაფერს გავაფუჭებ- ამოვიფრუტუნე
-ხოოო
-რა იყო? - გაკვირვებულმა ვკითხე
-არაფერი
ხო კაი ვაღიარებ გეგა ბავშვობაში ძალიან მომწონდა, მიუხედავად იმისა რო სულ ნერვებს მიშლიდა. ახლა კიდე ბავშვი აღარ ვარ, ეს უბრალო გატაცება იყო პლიუს გარდატეხის პერიოდი, კაროჩე რა ამ ასაკში ხო ყველა „ატეხილია“...
-ძალიან კარგად მახოვს როგორი თვალებით უყურებდი როცა აეროპორტში ვიყავით და ვაცილებდით - არც კი გამოუხედავს ჩემსკენ, ტელევიზორს უყურებდა და თან წვენი მოწრუპა, მე კი პირღია დამტოვა
-რაა?
-კაი ახლა არ გინდა ტყუილები- ჩემსკენ გამოიხედა
-რეებს ბოდიელებ?
-ოჰოჰ სახეზე ფერი აღარ გადევს - ცალყბად გამიცინა
-ეი შენ ხომ არ მოგენატრა ჩემგან კაი მუშტი? - გდაიხარხარა, გამაბრაზა უკვე მისმა ასეთმა უტაქტობამ
-კაი ლანუც გეღადავები რა იყო
-რა და იდიოტი ხარ
-ხო იდიოტი ვარ შენ და მოწონება სიმპატია ან თუნდაც სიყვარული ისეთივეა როგორც კარამელი დაწიწაკა
ცოტა არ იყოს გულზე მომხვდა ეს სიტყვები მაგრამ ეს შედარება რო გააკეთა გემრიელად გადავიკისკისე
-კარამელი და წიწაკაა აუუ რა როჟა ხარ

ცოტა ხანში ბიჭები გაემართნენ აეროპორტისკენ.
და აი დადგა ის მომენტი რომლსაც ყველა სულმოუთქმელად ველოდით.
კაი ვაჭარბებ...
ყველას ბედნიერი სახე
მონატრებული ძმაკაცი, მეგობარი
სახლში რომ შემოლაგდნენ ყველა მხიარულობით მეც გადმომედო ბედნიერება და გავიკიჭრე...



№1  offline წევრი Geek Girl

Sainteresoa gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent