შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (7 ნაწილი)


30-08-2015, 09:22
ავტორი ანკა
ნანახია 7 684

შეტყობინების წაკითხვის შემდეგ ჩაეღიმა... „მაინც იდიოტია...“ - გაიფიქრა ღიმილით და დასაძინებლად კარგ ხასიათზე დაწვა. აპატია?.. არ ვიცი... თვითონაც ვერ გაუგია რას ორჭოფობს ამდენს... ალბათ როდესაც პირისპირ შეხვდება მაშინ გამოამჟღავნებს ნამდვილად აპატია თუ არა...
დილით 6 საათზე ადგა და სარბენად წავიდა. გაგიკვირდათ ხომ? მეც გამიკვირდა, მაგრამ ვიკაზე მცდარი შთაბეჭდილება არ შეგექმნათ! ძალიან ამბიციური გოგოა და თუ რამე დაისახა მიზნად, თავდაუზოგავად იბრძოლებს მის მოსაპოვებლად. ამჯერად უნდა, რომ მატრაკვეცა წითური, რომელიც ნატას ახალი სახელია, თავის ადგილზე „მოსვას“... ანუ იმდენად უნდა მოაწონოს ტატოს თავი, რომ მთავარი სამოსი მან ჩაიცვას... ნატას უნდა აჯობოს! და მიახვედროს ვინაა მთავარი! სწორედ ამ ჟინით ირბინა 1 საათი, შემდეგ სახლში დაბრუნდა, შხაპი მიიღო და ძილი განაგრძო. 8 საათისთვის კარგ ხასიათზე წამოხტა ფეხზე და ტანზე ჩაიცვა. კუნთები ისევ სტკიოდა, თუმცა იმდენად არა, რომ ყურადღება სხვა რამეზე ვერ გადაეტანა. ესეც იმ ფიქრებით დატვირთული, რომ დღეს დებორასთან ერთად იქნებოდა და ნერვებს არავინ მოუშლიდა ძალიან ახარებდა. ამ ქალთან ადვილად გამონახა საერთო ენა, რაც ძალიან ახარებდა.
კომპანიის კარი შეაღო და დებორას კაბინეტს მიაშურა, თან გულში ოცნებობდა სადმე ერეკლეს არ გადაყროდა.
-შეიძლება? - ბედნიერმა იმით, რომ ერეკლეს ნახვას თავი აარიდა, დებორას კაბინეტის კარი მხიარულად შეაღო.
-მოდი ვიკა! როგორ ხარ? - მიესალმა თბილად და ისევ რაღაც ფურცლებში ჩაყო თავი.
-კარგად... - უპასუხა და სავარძელში მოკალათდა.
-ორი წუთის საქმე მაქვს და დავიწყოთ - მიმართა გოგონას და უფრო აჩქარებით განაგრძო საქმიანობა...
საღამოს 6 საათი ისე მოვიდა, რომ ვიკამ ოდნავი დაღლილობაც ვერ იგრძნო. მართალია დებორა მთელი დღე პოდიუმზე წინ და უკან დაატარებდა, თუმცა ისე უსწორებდა ხარვეზებს და ისე თბილად ეპყრობოდა, რომ აღარაფერი ახსოვდა ამქვეყნად.
-ასე თუ გააგრძელებ, მალე პროფესიონალი მოდელივით ივლი - შენიშნა გახარებულმა დებორამ.
-მართლა? - გულუბრყვილოდ შეეკითხა გახარებული ვიკა.
-მორჩით? - ოთახის კარი ერეკლემ შემოაღო.
-კი მოვრჩით - პასუხი არ დააყოვნა დებორამ, რითაც ვიკას დაბნეულობის დაფარვა სცადა. ერეკლემ თვალებში შეხედა გოგონას, თუმცა მან მზერა აარიდა და სიჩუმე ამჯობინა. რა იგრძნო? გული აუჩქარდა, თუმცა გუშინდელი წყენა ისევ გაახსენდა... კარში უსიტყვოდ ჩავლა უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა.
-დები, ვიკასთან საქმე მაქვს, შეგიძლია მარტო დაგვტოვო? - სთხოვა დებორას, რამაც ორივეს მისკენ მიტრიალება განაპირობა. ვიკა აფორიაქდა... არ უნდოდა ახლა ერეკლესთან ელაპარაკა...
-კი, რა თქმა უნდა... - დინჯად დაეთანხმა, შემდეგ ორივეს დაემშვიდობა და გზა განაგრძო.
ვიკა და ერეკლე მარტონი დარჩნენ. დაბნეული გოგონა ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. „რა ჯანდაბა მჭირს!“ - შემოუძახა თავის თავს, თუმცა ამით ვერაფერს უშველა.
-ვიკა, ჩემზე ისევ ნაწყენი ხარ? - ჰკითხა დამნაშავე ხმით.
-კი - ამოიჩურჩულა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-რა გავაკეთო, რომ მაპატიო? - სევდიანი მზერა მიაპყრო გოგონას, მანაც ვერ მოითმინა და მამაკაცს თვალებში ჩახედა. „რაღაცნაირად რატომ მიყურებს?“ - გაიფიქრა გაკვირვებულმა და დაბნეულმა...
-ამმ... ნებისმიერ რამეს გააკეთებ? - ჰკითხა და ეშმაკური მზერა მიაპყრო. ეს ძველი ვიკა იყო... ერეკლეს გაეღიმა მისი ამ გამომეტყველების დანახვისას. იცოდა, რომ გოგონა რაღაც მზაკვრულს უმზადებდა, თუმცა ეს სულაც არ აღელვებდა... უნდოდა, რომ მისი პატიება დაემსახურებინა... სხვა არაფერი ადარდებდა. წინა დღეს რომ ვიკა სახლში დაბრუნდა, ერეკლეს თავისი ბინა დაცარიელებული მოეჩვენა. როგორ უნდოდა ისევ მასთან დაბრუნებულიყო...
-ნებისმიერს... - დაემოწმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ.
-უნდა მოვიფიქრო, ასე მალე ვერ გეტყვი... - უპასუხა ჩაფიქრებულმა დადებითი პასუხის მოსმენისას.
-ჩემთან დაბრუნდები? - ჰკითხა შეფარვით.
-სად? - ჰკითხა დაბნეულმა, როდესაც ფიქრებიდან გამოერკვა. ის ხომ რამე სასაცილო და სასტიკის დაგეგმვაში იყო გართული...
-ჩემთან, სახლში... დაბრუნდი რა... - სთხოვა კიდევ ერთხელ.
-მე შენზე ჯერ გაბრაზებული ვარ... - წარბაწეულმა მიმართა, რაზეც ერეკლემ ტუჩის კუთხე ჩატეხა. მაინც რამ მოიყვანა კარგ ხასიათზე? გოგონას არ უთქვამს, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ მთავარი ეს არ იყო... მთავარი ის იყო, რომ მან უარი არ უთხრა, ანუ შანსები ააქვს, ამ ჭინკას უკან დაბრუნების... ნეტა რათ უნდა ისევ ნერვების მოშლა და ვნებების აშლა, რომელსაც გოგონა არ უკმაყოფილებს? საქმე იმაშია, რომ ერეკლეს ესეც კი მოენატრა... ამ ერთ დღეში? არა, მისი წასვლიდან პირველივე საათში მოენატრა, როდესაც წარმოიდგინა, რომ ვიკა აღარ იპაკუნებდა ქუსლებით და უკმაყოფილების ნიშნად ტუჩებს აღარ დაბუშტავდა...
-წამოდი, ჩემს კაბინეტში ავიდეთ - შესთავაზა გოგონას.
-თუ შენი წითურიც იქ დამხვდება არ მინდა! - იუარა მკაცრად. სიტყვა „შენი“ განსაკუთრებით გამოკვეთა. ამაზე არც უფიქრია, თავისდაუნებურად გამოუვიდა...
-არაა, არ ინერვიულო - გაიცინა და ვიკასთან ერთად თავისი კაბინეტის კარი შეაღო.
-მოვიფიქრე! - თვალებაციმციმებულმა გახედა ერეკლეს, რომელიც უკვე თავის მსხვერპლად წარმოედგინა...
-რა არის აბა... - ამოიოხრა ერეკლემ, რომელმაც იცოდა, თუ რა შარში გაყო თავი პატარა ქალბატონის გამო.
-მაშინ რომ ტყეში წავედით, მანდ დამათვალიერებინებ ყველაფერს, ოღონდ ირბენ და თან ისე, რომ ზურგზე მე შემომისვამ! - განაცხადა საზეიმოდ და ერეკლეს დამანჭული სახის დანახვისას სიცილი აუტყდა.
-სულ ყველაფერს? - ჰკითხა შეწუხებულმა.
-კი - უპასუხა დარწმუნებით.
-იცი რამხელაა ეგ ტყე? - უთხრა ტყის წარმოდგენისას.
-მაშინ წავედი მე... - ფეხზე წამოდგა და გასვლას აპირებდა, როდესაც ერეკლემ წელზე ხელი მოხვია და ტანზე აიკრა.
-კარგი რა იყო, სად გარბიხარ! აგისრულებ მაგ სურვილს! - უთხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, როდესაც გოგონას დაბნეულობა შეატყო.
-ძალიან კარგი - უპასუხა და სახეზე სისხლი მოაწვა, როდესაც ერეკლეს სითბო კვლავ შეიგრძნო. მამაკაცი ხელს არ უშვებდა, დაჟინებით უყურებდა თვალებში, თითქოს რაღაცის ამოკითხვას ცდილობსო, თუმცა ვერ ახერხებდა, რადგან ვიკას ყოველ წამს სხვა რაღაცაზე გადაჰქონდა მზერა. თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა როდის გაიქცეოდა სადმე შორს... უეცრად ოთახის კარი მდივანმა გოგონამ შემოაღო.
-ბატონო ერეკლე! თქვენთან არიან თანამშრომელი კომპანიიდან, შემოვუშვა?
-კი, ნიაკო, ოღონდ ცოტა ხანში... - მიმართა გოგონას. ამასობაში ვიკამ ერეკლეს ხელებიდან დასხლტომა მოახერხა და უკვე ჩანთაც მოკიდებული ჰქონდა.
-მე წავალ - უპასუხა მორიდებით.
-სად მიდიხარ? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-სახლში - წარბი აზიდა და გამომცდელად შეხედა.
-აა, კაი წადი... - უპასუხა ცოტა სევდიანად, რამაც ვიკა ძალიან გააკვირვა.
-პირობას ხვალ შეასრულებ, ამიტომ ყველა საქმე გადადე - თვალი ჩაუკრა და კუნტრუშით გაუყვა დერეფანს. ღიღინ-ღიღინით გააჩერა ტაქსი, სახლშიც ასევე შევიდა და საწოლზე ბედნიერი გაიშოტა. ნეტა რა ახარებდა... მაგრამ მე რა გითხრათ, თვითონაც არ იცის... უბრალოდ უხარია... ალბათ ხვალინდელი „ექსკურსია“ ახარებს... „იმედია ლამაზი ადგილები იქნება“ - გაიფიქრა თავისთვის. მაღვიძარა დილის 5 საათზე დააყენა და საბანში ცხვირამდე ჩაძვრა.
............
დილის ხუთზე გიჟივით წამოფრინდა საწოლიდან. უნდოდა ერეკლეს თავზე დადგომოდა და გაეღვიძებინა. ამჯერად სპორტულად გამოეწყო, თავისი თავი სარკეში კმაყოფილმა შეათვალიერა და სახლის კარი გამოიხურა. „იმედია ჯერ კიდევ სძინავს...“ - გაიფიქრა ერეკლეს სახლში შესულმა ვიკამ და მამაკაცის ოთახს ფეხაკრეფით მიაშურა.
-ერეკლეე, გაიღვიძეეე!!!! - დაიკივლა ბოლო ხმაზე და მამაკაცს ზემოდან დაახტა. არა, ეს დახტომა მგონი ზედმეტი იყო... დაფეთებული ერეკლე ისე წამოიწია საწოლზე, რომ კინაღამ ვიკა ძის გადააგდო, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და სიფრიფანა ქალბატონი თავის გვერდზე დააბრუნდა.
-რა იყო ახლა ეს - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილოდ და თვალები მოისრისა.
-პირობა ხომ არ გავიწყდება - გააფრთხილა საჩვენებელი თითის ქნევით.
-ვინ მომცა რო დავიწყების საშუალება? - ირონიულად ჰკითხა ვიკას და საათს გახედა. - უფრო ადრე ვერ გამაღვიძე? - ჩაეცინა და გოგონას გახედა.
-შემეცოდე - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. - გავალ და მალე ჩაიცვი - კარი გამოიხურა და კმაყოფილი ჩაპაკუნდა პირველ სართულზე. „ესეც ასე...“ - გაიფიქრა კმაყოფილმა იმით, რომ ერეკლე თვითონ გააღვიძა და დივანზე მოკალათდა. 15 წუთში გამზადებული ერეკლე სამზარეულოში წინ და უკან დადიოდა.
-რას აკეთებ სამზარეულოში მაგდენ ხანს? - ჰკითხა მობეზრებულად და ტელეფონში ძრომიალს თავი ანება.
-ერთწამს მაცადე და წავალთ - გამოსძახა, შემდეგ რაღაც კალათით გარეთ გავიდა და უკანვე დაბრუნდა. - წავიდეთ? - ჰკითხა გოგონას.
-კი - უპასუხა და კარისკენ გაემართა.
-ტყემდე მანქანით მივიდეთ - უთხრა და კარი გამოუღო, რათა შიგნით ჩამჯდარიყო. ამაზე გოგონამ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, თუმცა მაინც დაემორჩილა. „ტყეში მაინც მოუწევს სირბილი“ - გაიფიქრა თავის დასამშვიდებლად. მანქანით დანიშნულების ადგილამდე 5 წუთში მივიდნენ.
-დავიწყოთ? - ჰკითხა ვიკამ ეშმაკურად. იმდენად უხაროდა, რომ ერეკლე უნდა გაეწვალებინა, რომ ლამის ხტუნვა დაეწყო.
-მოდი აბა - მიუახლოვდა და ზურგი შეაქცია.
-ასე როგორ შემოგახტე - ჰკითხა გაურკვევლობაში მყოფმა გოგონამ.
-ჯერ ერთი ფეხი შემომადე, დაგიჭერ და მერე მეორეც მომხვიე - უთხრა ერეკლემ და ვიკას მოქმედებას დაელოდა. გოგონამ თხელი თითები მამაკაცს ბეჭებზე შემოაწყო, რათა დაყრდნობოდა. ამაზე ერეკლეს გააჟრჟოლა, რაც ვიკამაც იგრძნო და ჩაეღიმა... ერთი ფეხი ერეკლეს ტორებს შუა მოაქცია და იგრძნო როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ, როდესაც მისი გახურებული ხელები შიშველ ფეხზე შეეხო. დაბნეულობა ასე თუ ისე უკუაგდო და მეორე ფეხიც წელზე მოხვია. მას შემდეგ, რაც გოგონა მამაკაცის ზურგზე კომფორტულად მოთავსდა, ერეკლე ფეხზე წამოდგა და გზას გაუყვა.
-კიდევ კარგი მსუბუქი ხარ - უთხრა კმაყოფილმა ერეკლემ და ტყისკენ დაიწყო სიარული.
-უნდა ირბინო, ხომ არ დაგავიწყდა?! - ჰკითხა ვიკამ გამაფრთხილებლად. ერეკლემ უპასუხოდ აუჩქარა ნაბიჯებს და რამდენიმე წამში ისე სწრაფად მირბოდა, რომ გეგონება არაფერი ჰქონდა ზურგზე მოკიდებული. სირბილისას ვიკა ისე დაინჯღრა, რომ არჩია ისევ სეირნობით დაეთვალიერებინა ტყე. - აუუ, ნუ დარბიხარ რა... - შეეხვეწა მამაკაცს.
-აბა ვიარო? - ჰკითხა ცოტა აქოშინებულმა.
-ხო, ოღონდ ჩქარი ნაბიჯებით - შეუსწორა და ტანზე უფრო ააცოცდა.
-კარგი - უპასუხა ერეკლემ და ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა.
-ახლა სად მივდივართ? - ჰკითხა ინტერესით.
-ახლა ერთი მდინარის ხეობაში მივდივართ, ძალიან ლამაზია...
-მალე მივალთ?
-5-10 წუთში - უპასუხა მოკლედ და სიარული განაგრძო. ვიკას სიამოვნებდა ერეკლეს სურნელის შეგრძნება და უნდოდა, სულ ასე ყოფილიყო მამაკაცზე აკრული. მისი ნება რომ ყოფილიყო იქიდან არც ჩამოვიდოდა. - მოვედით, არ ჩამოხვალ? - ფიქრებიდან ერეკლეს ხმამ გამოიყვანა.
-ახლავე - უპასუხა და მოხერხებულად ჩამოხტა ძირს. - ვაუუ, რალამაზიაა! - შესძახა გაოცებულმა, როდესაც რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე მიმავალ მდინარეს გადახედა.
-ხოო... - დაეთანხმა ერეკლეც ღიმილით და მანაც გადახედა მოჩუხჩუხე მდინარეს.
-სურათებს გადამიღებ? - ჰკითხა მამაკაცს.
-აუ, მეზარება - დაეჭყანა ერეკლე.
-გთხოოოვ... - ორი თითი კისერზე მიიბჯინა და ტუჩებგამობუშტულმა შეხედა. მამაკაცმა უარის თქმა ვეღარ შეძლო და ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა.
-კარგი, ჯანდაბას - ამოიოხრა და კამერა გოგონას დაუმიზნა.
-ჩემით გადამიღე - გაუკვირდა და წარბაწეული მიაჩერდა.
-რა მნიშვნელობა ააქვს, მერე გამოგიგზავნი - უპასუხა უდარდელად.
-კარგი - მხრები აიჩეჩა და პოზიორობა დაიწყო. ერეკლემ ვიკას უამრავი სურათი გადაუღო. „მაინც რა ლამაზია ეს პატარა ჭინკა...“ - გაიფიქრა მამაკაცმა და უნებურად გაეღიმა.
-აბა მანახე - კუნტრუშით მიუახლოვდა გოგონა და ტელეფონი გამოართვა.
-აიღე და თან წამოდი, გზა გავაგრძელოთ - ვიკა ზურგზე შემოახტა და სურათების თვალიერება დაიწყო. რამდენიმე სურათში მხოლოდ მისი მკერდი იყო გადაღებული, რის გამოც ერეკლეს კარგად უთავაზა, თუმცა პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ კამერა ვერ გააკონტროლა და „შემთხვევით“ დაეჭირა.
-სურათების გადაღება გცოდნია - კმაყოფილმა შეაქო მამაკაცი და მობილური გაუწოდა.
დღე მხიარულად გაატარა ორივემ. არ ადარდებდათ არც სამსახური, არც სხვა პრობლემები და არც გუშინდელი ჩხუბი. ლაღები და მხიარულები იყვნენ და ერთმანეთით და ლამაზი ხედებით ტკბებოდნენ.
-ერთი ადგილიც და მოვრჩით - თქვა გოგონას თრევით დაღლილმა ერეკლემ და გზა განაგრძო. ვიკა საერთოდ არ იყო დაღლილი. ანდა რა დაღლიდა? მთელი დღეა მამაკაცი ზურგით დაატარებს, უკვე საღამოს 5 საათია.
წყვილი ბუჩქებთან გაჩერდა.
-ოჰოო!!! რა ლამაზი ბუჩქებია! - შესძახა ვიკამ ირონიულად და ერეკლეს გახედა.
-ცოტა წინ წადი და ნახე თუ არაა ლამაზი - შეეპასუხა და გოგონა ზურგიდან ჩამოსვა - უჰ... მომწყდა წელი შენი თრევით... - გაიზმორა და ვიკას წინ გაუძღვა. წინ საოცარი სანახაობა გადაეშალა... მაღალი კლდიდან ხმაურით ეშვებოდა მდინარე და ულამაზესი ჩანჩქერი ტბასავით დაგუბებულ წყალს უერთდებოდა. წყალი ისეთი კამკამა იყო, რომ დაუფიქრებლად დალევდით კიდეც... მახლობლად მწვანე მინდორი იყო აბიბინებული და ისეთ ლამაზ კონტრასტს ქმნიდა კლდეებთან, რომ მოგაჯადოვებდათ. სანახაობით მოხიბლული ვიკა რამდენიმე წუთი ხმას ვერ იღებდა. როდესაც წელზე ხელები იგრძნო, მოულოდნელობისგან შეკრთა და ერეკლეს გახედა, რომლისგან მომავალი სითბოც მთელს სხეულს უხორკლავდა.
-არ ჩამოხვალ საბანაოდ? - ყურში თბილად ჩასჩურჩულა და მისი სურნელი შეისუნთქა.
დაბნეულმა გოგონამ ვერაფერის თქმა ვერ მოახერხა. ერეკლემ გზა განაგრძო და ნელ-ნელა ტანსაცმლის გახდა დაიწყო. გვერდზე მიყარა მაისური და შორტები, ფეხსაცმელებიც მათ გზას გაუყენა და თავით გადახტა წყალში. ვიკა ნელა მიუახლოვდა პატარა ტბას, სადაც ერეკლე ბანაობდა და გაუბედავად გადახედა.
-არ ჩამოხვალ? იცი რა მაგარი წყალია? - ჰკითხა მოცურავე მამაკაცმა და სახეგაბადრული მიაჩერდა.
-იყოს, არ მინდა... - უპასუხა გაუბედავად.
-რატომ?! - შეეპასუხა შეწუხებული.
-ცურვა არ ვიცი... - თავი დახარა და თითებით ქვაზე გაურკვეველი ფიგურების ხაზვა დაიწყო. მამაკაცს აღარაფერი უპასუხია. გოგონას ეგონა, თავი დამანება და ცურვა განაგრძოო, თუმცა როდესაც მისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა გაიგო დაინახა, რომ ერეკლე მოდიოდა.
-წამო, ჩემთან ერთად ჩამოდი - ხელი გაუწოდა სულ სველმა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-მეშინია - იუარა და მამაკაცს თვალებში შეხედა.
-ნუ გეშინია, მე ვიქნები შენთან ერთად - დაამშვიდა, თუმცა ვიკა მაინც ორჭოფობდა. არ იცოდა ჩასულიყო თუ არა... - ხელს არ გაგიშვებ, გპირდები... - დაამატა ცოტახანში და გოგონას მიუახლოვდა. ვიკა გაუბედავად წამოდგა ფეხზე, ტანსაცმელი გაიხადა და საცვლებისამარა აეტუზა ერეკლეს წინ. მამაკაცმა ვნებიანად აათვალიერა მისი სხეული, შემდეგ კი ძლივს მოწყვიტა მზერა მომხიბვლელად მომზირალ მკერდს და ვიკას ხელი მოკიდა. იგრძნო როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ მთელს სხეულში მისი ხელის შეხებისას. გულისფანცქალით გაყვა ერეკლეს და წყალთან შეჩერდა. ერეკლე უხმოდ მიუახლოვდა, ხელი წელზე მჭიდროდ მოკიდა და ტანზე აიკრა.
-ასე ჯობია? - ჰკითხა მზრუნველად.
-აჰაამ... - ძლივს ამოღერღა უარესად დაბნეულმა და ერთი ხელი კისერზე მოხვია. - ცივიაა!!! - იკივლა კისკისით და ადგილზე გახევდა.
-იცოდე წყალში ჩაგაგდებ! - სიცილით გააფრთხილა მამაკაცმა და თითი დაუქნია.
-კარგი, მოვდივარ... - წამსვე უპასუხა და უფრო ღრმად შევიდა. ასე ნელ-ნელა და სულ ვაი-ვუის ძახილით შევიდა წყალში. ერეკლეს გამწარებული ჩაფრენოდა მხარში და მამაკაციც მჭიდროდ იკრავდა გულ-მკერდზე. მისი სხეული ისეთი გახურებული იყო, რომ გოგონა ერთიანად გათბა მიუხედავად იმისა, რომ კისრამდე ცივ წყალში იყო. ერეკლეს ძალიან სიამოვნებდა პატარა ქალბატონის სხეულის შეგრძნება. მისი ნება რომ ყოფილიყო სულ ასე ეყოლებოდა აკრული და ლამაზ ტუჩებს კოცნით აუწითლებდა... უეცრად ვიკამ ფეხზე რაღაცა იგრძნო, თითქოს რაღაცა გაედოო.
-აააა!!! - შეშინებული შემოახტა მამაკაცს წელზე, ორივე ფეხი და ხელი მასზე ჰქონდა მოხვეული.
-რა მოხდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა ერეკლემ და ხელები უკანალზე მოჰკიდა, რათა კარგად დაეჭირა გოგონა.
-ამმ... - ერთიანად დაიბნა და გული აუჩქარდა ერეკლეს ამ ქმედებაზე და თვითონაც იმწამს გააცნობიერა, რომ მასზე იყო მთელი სხეულით აწეპებული - ფეხზე რაღაც მომედო, წყალში რაღაცაა მგონი... - ამოიკნავლა ბლუყუნით და მამაკაცს ნახშირისფერ თვალებში მიაჩერდა.
-ხავსი ან ბალახი იქნებოდა - უპასუხა ერეკლემ თბილად და ზღვისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. განერვიულებული ვიკა ასეთ პოზაში თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა. მითუმეტეს ის აბნევდა, რომ ერეკლე თითებს უდარდელად ათამაშებდა „ქვემოთ“. უნდოდა არ შეემჩნია, ვითომ ვერ გრძნობდა, თუმცა ეს ასე ადვილი იყო?! მაინც რა ჯანდაბა ემართებოდა? ბოლო-ბოლო მასთან სექსიც ჰქონია, თუმცა ასე არ აღელვებულა. არა, მაშინაც თითქოს სხვანაირად მოეჩვენა ყველაფერი, მაგრამ ახლა გაცილებით მძაფრად შეიგრძნობდა უცნობ ემოციებს...
-არ ავიდეთ? - ჰკითხა და უხერხულად შეიშმუშნა.
-რატომ? - კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო ერეკლემ.
-ამმმ... რავი... - უპასუხა დაბნეულმა.
-მე მშვენივრად ვგრძნობ თავს - უთხრა ვიკას და მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა. გოგონა იმდენად აღელდა, რომ გულმა სულ ბაგა-ბუგი დაუწყო. უნდოდა ამ გახურებულ ტორებს გაქცეოდა... სადმე შორს...
-დავიღალე - რაც ენაზე მოადგა ის ამოაყრანტალა. ერეკლემ მხოლოდ ჩაიცინა და გოგონას ტუჩების დაკვირვება განაგრძო. აბა რას იზამდა... დაღლილობით თვითონ არ წუწუნებდა და ეს ქალბატონი იქნებოდა დაღლილი? რა თქმა უნდა არა!.. ნელ-ნელა მიუახლოვა სახე ვიკას სახეს და ხელებიც ძლიერად შემოაჭდო საჯდომზე. ვიკა დაბნეული, გამოუცდელი გოგოსავით აფახულებდა წამწამებს. მამაკაცის სუნთქვა სახეზე დაეცა და მთელს ტანზე ეკლებმა დააყარეს.
-გაჩე... გაჩერდი... - დაიჩურჩულა თვალებმილულულმა მაშინ, როდესაც ერეკლეს თითქმის უნდა ეკოცნა. მამაკაცმა მსუბუქად შეახო თავისი ბაგეები გოგონას ბაგეებს და მძიმედ მოშორდა მათ. როგორ უნდოდა ახლა მათი კოცნა, თუმცა როგორც ჩანდა ეს ვიკას არ უნდოდა, მას კი გოგონას განაწყენება არ უნდოდა. ისედაც ძლივს შემოირიგა მთელი დღე მისი ტარებით...
-რამე მოხდა? - ჰკითხა და თვალებში მიაჩერდა.
-არ შეიძლება - უპასუხა ლუღლუღით და გაფართხალდა, რომ როგორმე ერეკლეს ტორებიდან თავი დაეღწია, თუმცა უშედეგოდ.
-რა არ შეიძლება? - ჰკითხა გაკვირვებულმა მამაკაცმა.
-შენ ნატასთან ერთად ხარ და... და... არ შეიძლება... - გაიმეორა ისევ ჯიუტად და ისევ ხვანცალი დაიწყო - გამიშვი, ავიდეთ... - სევდიანად დაიჩურჩულა და თავი დახარა.
-საიდან მოიტანე?! - გაოცებული მზერა მიაპყრო დასევდიანებულ გოგონას, რომელმაც დაბნეული თვალებით ახედა.
-აბა ის რაიყო...
-რა ის? კოცნები?
-ხო - უპასუხა ტუჩებდაბუშტულმა.
-ის არაფერი არაა... ერთი ღამისთვის ვი*მარე და მაგის მერე ჰგონია რომ მიყვარს - მოკლედ აუხსნა გოგონას და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-მაშინ რატომ არ ეუბნები, რომ თავი დაგანებოს და სახალხოდ აღარ გებრდღვნას?! - ჰკითხა ოდნავ ხმამაღალი ტონით.
-რა იყო, ეჭვიანობ? - ჰკითხა მამაკაცმა ეშმაკურად.
-იოცნებე! - უპასუხა და გაიცინა.
-არა, ეჭვიანობ!.. - ჩააცივდა მამაკაცი.
-არა-მეთქი და მორჩრა! გამიშვი რაა... - შეეწინააღმდეგა და უხერხული პოზის გახსენებისას გულისცემა აუჩქარდა. ერეკლემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და უხმოდ დაემორჩილა გოგონას თხოვნას. - აუ, ხელი არ გამიშვაა!.. - შესძახა შეშინებულმა, როდესაც ერთი წამით ერეკლეს ხელები ვეღარ იგრძნო სხეულზე.
-ერთი წამი მაცადე - ჩაიცინა ერეკლემ და აკანკალებული გოგონასკენ დაიხარა.
-რას შვები? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ნაპირზე ამყავხარ - უპასუხა უდარდელად, გოგონა ხელებში აიტაცა და იმ ადგილს მიაშურა, სადაც არც თუ ისე ცოტა ხნის წინ ტანსაცმელები დაყარეს. უკვე მოსაღამოებული იყო და ვიკამ იგრძნო, როგორ დააყარეს ბუსუსებმა მთელს ტანზე ცივი ნიავის შეხებისას.
-გცივა? - ჰკითხა ერეკლემ მზრუნველად.
-კი - უპასუხა ლამის კბილების კაწკაწით და გაყინული ცხვირი მამაკაცის კისერში ჩარგო. ერეკლეს ჟრუანტელმა დაუარა გახურებულ კისერში ცივი სხეულის შეგრძნებისას, თუმცა კმაყოფილმა განაგრძო სიარული, თან ისე ჩაეღიმა, რომ ვიკას არ დაენახა. როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწია, გაყინული გოგონა ძირს ჩამოსვა.
-აი ამით გაიმშრალე - დაიხარა და თავისი მაისური გაუწოდა.
-შენ არ გინდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-გაცივდები ახლა - გოგონას კითხვა დააიგნორა და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. ვიკამ უხმოდ გამოართვა მაისური, რომელიც მინი-ქვედაბოლოსავით ჰქონდა და სწრაფად გადაიცვა. მაისურსაც ერეკლეს სურნელი ჰქონდა, რის გამოც კმაყოფილმა მინაბა თვალები.
-შიგნით რაც გაცვია გაიხადე და შენი ტანსაცმელი ისე ჩაიცვი - გააფრთხილა და თვითონ ერთ წამში გაიძრო ტრუსი.
-რას აკეთებ გაგიჟდი? მიტრიალდი მაინც! - პირდაღებული მიაჩერდა შიშველ ერეკლეს და მაშინვე მზერა აარიდა.
-რა იყო, ასე პირველად მხედავ? - სიცილით ჰკითხა მამაკაცმა და შარვალი ამოიცვა. - ახლა შენ გაიხადე.
-რატო? - ჰკითხა და წარბი ეჭვით აზიდა.
-გაცივდები - დამარცვლით მიმართა და ანიშნა მალე ქენიო.
-მმმ... - დაიწყო ვიკამ ორჭოფობა - იქეთ გაიხედე მაშინ - უპასუხა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
-მორცხვი როდიდან გახდი? - ჰკითხა გაკვირვებულმა მამაკაცმა.
-გაიხედე! - შეეპასუხა მკაცრად.
-ახლავე - ხელები დანებების ნიშნად ასწია და საპირისპირო მხარეს მიტრიალდა. ვიკამ გულისფანცქალით გაიხადა ყველაფერი და თავის ტანსაცმელში გამოეწყო. ულიფოდ მკერდი ზედმეტად გამოკვეთილად ჩანდა და ეს დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა ისე სციოდა, რომ ეს ნაკლებად ადარდებდა.
-შეგიძლია მოტრიალდე - უთხრა ერეკლეს და გამოცვლილი ტანსაცმელი ხელებში მოიქცია.
-ძალიან გცივა? - ჰკითხა შეწუხებულმა ერეკლემ - ტუჩები სულ დალურჯებული გაქვს - შენიშნა და მაშინვე მიუახლოვდა.
-ჰო... - დაემოწმა ვიკა და თავი დახარა.
-წამოდი, წავიდეთ... - გოგონა ხელებში აიტაცა და გზას აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა. ვიკამ ხელები კისერზე მოხვია, რომ ერეკლეს უფრო კომფორტულად დაეჭირა და თავი მკერდზე დაადო. მისი ოდნავი შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ მთლიანად ახურებულიყო, თუმცა ერთი წამითაც კი მასთან განშორება თავიდან ფეხებამდე ყინავდა. ტკიპასავით აკვროდა მამაკაცს და სიამოვნებისგან გაყუჩებულიყო.
-მოვედით - ნეტარებიდან ერეკლეს ხმამ გამოიყვანა, რომელმაც ისევ გამოათხოვა მისი სხეულის სითბოს და მანქანაში ფრთხილად ჩასვა, შემდეგ თვითონ მეორე მხრიდან მოუჯდა და კარი დაკეტა. - მგელივით მშია, შენ არ გშია? - ჰკითხა გოგონას.
-კი - ახლაღა მიაქცია ყურადღება შიმშილის გრძნობას, რომელიც სულ გადავიწყებოდა ლამაზი ხედებისა და ერეკლესთან ყოფნით გამოწვეული ემოციების გამო.
-საჭმელი წამოვიღე, მინდოდა პიკნიკი მოგვეწყო, თუმცა ისე გცივა მგონი ჯობს მანქანაში ვჭამოთ - ღიმილით უთხრა ერეკლემ, მანქანიდან გადავიდა და საბარგული გახსნა, შემდეგ იქიდან ნაცნობი კალათა გადმოიღო და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-თუ გინდა გადავიდეთ, ისე აღარ მცივა - შესთავაზა ვიკამ.
-არ ღირს, რომ გადავედი წვიმას იწყებდა და ახლა მაგრა დაუშვებს - უპასუხა და კალათა გახსნა.
-ოჰოო... ეს ჰამბურგერები შენ მოამზადე? - ჰკითხა სასიამოვნოდ გაოცებულმა ვიკამ და ღიმილით ახედა.
-კი, გუშინ საღამოს გავაკეთე - უპასუხა და ერთ ცალს ხელი დაავლო - მგონი გემრიელია - თქვა და ერთ ლუკმაში ნახევარი შეჭამა. ვიკამაც აიღო და ისეთი პატარა ლუკმა მოკბიჩა გეგონება ჩიტია და პურის ნამცეცს კენკავსო.
-მართლაც გემრიელია - შენიშნა კმაყოფილმა და ისევ ჩაკბიჩა.
-წვენიც წამოვიღე სხვადასხვანაირი, აქ უნდა იყოს... დალევ? - ჰკითხა ვიკას, თუმცა გოგონა მამაკაცის პრესის თვალიერებით იყო გართული. იმდენად იზიდავდა ერეკლე, რომ ვერც წარმოედგინა ამხელა ვნებას ოდესმე სხვის მიმართაც თუ იგრძნობდა. ნუთუ მარტო ვნებაა ეს მიზიდულობა? საქმეც იმაშია, რომ მარტო ვნება არაა და აქ გულიცაა „დამნაშავე“...
-ამმმ... რა? ჰო... რა მკითხე? - უპასუხა დაბნეულმა ენის ბორძიკით და წამწამები ააფახულა.
-წვენს დალევ? - კითხვა გაუმეორა გაღიმებულმა ერეკლემ, რომელიც გოგონას დაბნეულობას მიუხვდა.
-კი - უთხრა ხმადაბლა და გარეთ გაიხედა. - მართლაც როგორ წვიმს - შენიშნა ამინდის უეცარი ცვლილება, რომელიც ერეკლემ რამდენიმე წუთის წინ იწინასწარმეტყველა. მართლაც ისე წვიმდა, რომ საერთოდ არაფერი ჩანდა. ირგვლივ უკუნითი სიბნელე იყო და მხოლოდ ცაში ელვის გავარდნისას თუ განათდებოდა ყველაფერი, ისიც ერთი წამით.
-სანამ არ გადაიღებს, მანამდე ვერ წავალთ. არაფერი ჩანს - თქვა ერეკლემ, ერთი ამოიოხრა და ვიკას წვენი გაუწოდა - ატმის გირჩევნია თუ ანანასის?
-ანანასის - სასურველი წვენი გამოართვა და გემრიელად მოსვა.
-კიდევ კარგი საჭმელი წამოვიღე - ჩაიცინა ერეკლემ - თან ბევრი - დაამატა შემდეგ და კიდევ ერთი ჰამბურგერი აიღო. მეტი აღარ გინდა? - ჰკითხა გოგონას.
-არაა... ისედაც ბევრი მომივიდა - თქვა შეწუხებულმა ვიკამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-რა ბევრი მოგივიდა გოგო... 3-ზე მეტი არ გიჭამია - გაიცინა და რამდენიმე წამის წინ აღებული ჰამბურგერის ბოლო ლუკმა პირში ჩაიდო.
-შენსავით რეზერვუარი კი არ მაქვს - გამოაჯავრა ვიკამ ხუმრობით - მგონი უკვე მეათე შეჭამე...
-შეიძლება... - უპასუხა უდარდელად - ამაზე მეტსაც ვჭამ ხოლმე...
-აუჰჰ... ოჯახში მაცივარს გამოაცარიელებ - სიცილით შენიშნა ვიკამ.
-ამიტომ ისეთი ცოლი მინდა, რომ სამზარეულოში ტრიალი არ ეზარებოდეს - უპასუხა სახეგაბადრულმა. ვიკამ ქუთუთოებზე სიმძიმე იგრძნო.
-აუ, როდის გადაიღებს - იკითხა შეწუხებულმა და ტუჩები დაბუშტა.
-დიდი ხანი ასე იწვიმებს - ამოიხვნეშა ერეკლემ - დაიძინე თუ გინდა...
-მერე შენ? - ჰკითხა გულუბრყვილოდ.
-მე რა? - გაუკვირდა მამაკაცს.
-შენ არ მოიწყენ? - ჰკითხა მზრუნველად.
-შენი ყურებით დავტკბები - გაუღიმა და საჭმლიანი კალათა უკანა სავარძლებზე გადადო. - მოდი, თავი დამადე და დაიძინე. - ხელები ისე გაშალა, რომ გოგონა კომფორტულად მოთავსებულიყო. ვიკა გაუბედავად მიჩოჩდა მამაკაცისკენ და თავი მკერდზე დაადო. ერეკლემ მსხვილი ტორები მკლავებზე მოხვია და გულში ჩაიკრა. სასიამოვნო სურნელის შეგრძნებისას კმაყოფილმა მილულა თვალები და ისე ტკბილად, როგორც არასდროს, გადაეშვა სიზმრების სამყაროში...

.............
რამ გამამწარა არ ვიცი, მაგრამ უზარმაზარი თავი რომ დავწერე ეგ ფაქტია...
ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველა! ახალი მკითხველები ხომ შემიყვარდით და ძველები კიდევ ხომ მიყვარხართ და ვგიჟდები თქვენზე! ერთი სიტყვით, ყველა ძალიან მახარებთ და მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს...
იმედია ისიამოვნებთ ჩემო ძვირფასებო...



№1  offline წევრი p♥♥h ^^

Kaia yochagi gogo ro xar ❤❤ kargadac werrr. ❤❤❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2 სტუმარი maarr

Uuufff.... cecxlii iyoooo... malee dadee ogondd magxela

 


№3  offline წევრი gvichiani

ნეტავი სულ ესე გამწარდბოდე რომ დიდი თავები დადო wink
ძალიან მაგარია,მიყვარს ეს ისტორია და შენც ძალიან love

 


№4  offline წევრი Firefly

საყვარლები არიან ვიკა და ერეკლე♥მომწონს ეს ისტორია ძალიან
--------------------
M.T

 


№5  offline მოდერი ანკა

p♥♥h ^^
Kaia yochagi gogo ro xar ❤❤ kargadac werrr. ❤❤❤

მადლობაა love love love

maarr
Uuufff.... cecxlii iyoooo... malee dadee ogondd magxela

ამხელას დაწერას თუ მოვახერხებ აუცილებლად wink შევეცდები გპირდებიი love love love

gvichiani
ნეტავი სულ ესე გამწარდბოდე რომ დიდი თავები დადო wink
ძალიან მაგარია,მიყვარს ეს ისტორია და შენც ძალიან love

აჰაჰააჰჰა wink მიხარია რომ მოგეწონა საყვარელო <3 love დიდი მადლობაა love love love

♥მარიამი♥
საყვარლები არიან ვიკა და ერეკლე♥მომწონს ეს ისტორია ძალიან

დიდი მადლობაა love love love

 


№6  offline წევრი Ugly

ძალიან მაგარი გოგო ხარ. შენი ისტორიები ყველა წაკიათხული მაქვს,ყველა ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულად. კარგი ხარ :-* ასე გააგრძელე, წარმატებები <3

 


№7  offline მოდერი ანკა

Ugly
ძალიან მაგარი გოგო ხარ. შენი ისტორიები ყველა წაკიათხული მაქვს,ყველა ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულად. კარგი ხარ :-* ასე გააგრძელე, წარმატებები <3

დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 ძალიან მიხარია, რომ მოგწონს love სულ ვცდილობ უკეთესად ვწერო და გაგახაროთ ისე, როგორც მე მახარებთ love love love

 


№8  offline წევრი sali))

უმაგრესიაა love

 


№9  offline მოდერი ანკა

sali))
უმაგრესიაა love

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო love love love

 


№10  offline წევრი nini abashidze

Ankaa umagresi xar <3 auuu neta sul ase mwardebode da eset cecxlovan da gemriel tavebs gvidebde <3 magari iyo rogorc yoveltvis <3 yvela sheni istoria miyvars gansakutrebit ki es <3

 


№11  offline წევრი mariko_2001

ძაან მაგარი ხაარ კაუა რი გაზარდე თავები ძაან საინტერესო ისტორიააა მალე გააგრძელე მოუთმენლად ველოოდებიიი<3

 


№12  offline მოდერი D-roni

shen xar ze gogo ❤❤

 


№13  offline წევრი Beridze.123

Yochag umagres tavebs deb

 


№14  offline მოდერი ანკა

nini5852
აუუუ ანკა ნეტა სულ ასე მწარდებოდეე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნებოდა რაა :დდ ძაან კარგი იყოო როგორც ყოველთვის. :* რა საყვარელია ზოგჯერ ერეკლეე :) ვიკა შეყვარებულიააოოო ::D

ჰაჰაჰაა wink მიხარია, თუ ეს ისტორია გაბედნიერებს love ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს love ორივე შეყვარებულები არიან, მაგრამ ნეტა როდის მიხვდებიან wink

nini abashidze
Ankaa umagresi xar <3 auuu neta sul ase mwardebode da eset cecxlovan da gemriel tavebs gvidebde <3 magari iyo rogorc yoveltvis <3 yvela sheni istoria miyvars gansakutrebit ki es <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი თბილი კომენტარისთვის love love love

mariko_2001
ძაან მაგარი ხაარ კაუა რი გაზარდე თავები ძაან საინტერესო ისტორიააა მალე გააგრძელე მოუთმენლად ველოოდებიიი<3

აუცილებლად მალე გავააგრძელებ love

D-roni
shen xar ze gogo ❤❤

love love love სიტყვები არ მყოფნის... love

Beridze.123
Yochag umagres tavebs deb

ძააან დიდი მადლობაა love love love

 


№15  offline წევრი Ignifex

როგორ მიყვარს ეს ისტორია!<3 ძალიან კარგია,საინტერესო,დინამიური და ა.შ. არც ერთი დეტალი არ მეჩვენება ზედმეტად:D ყოჩაღ შენ!<3 როგორ მახარებ ხოლმე დიდი და გემრიელი თავებით არ იცი:D

 


№16  offline წევრი nini :)

ძაან მაგრი თავი იყო ძაან მომეწონა მალე დადე შემდეგი ველოდები მოუთმენლად

 


№17  offline წევრი anushka15

ჩემო ძვირფასო რომ იცოდე როგორ გამახარე ამხელა თავით wink ძალიან მომწონს

 


№18  offline მოდერი ანკა

Ignifex
როგორ მიყვარს ეს ისტორია!<3 ძალიან კარგია,საინტერესო,დინამიური და ა.შ. არც ერთი დეტალი არ მეჩვენება ზედმეტად:D ყოჩაღ შენ!<3 როგორ მახარებ ხოლმე დიდი და გემრიელი თავებით არ იცი:D

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3 სიტყვები არ მყოფნის! ძალიან ბედნიერი ვარ... love love love

nini :)
ძაან მაგრი თავი იყო ძაან მომეწონა მალე დადე შემდეგი ველოდები მოუთმენლად

აუცილებლად <3 შემდეგსაც მალე დავდებ love love love

anushka15
ჩემო ძვირფასო რომ იცოდე როგორ გამახარე ამხელა თავით wink ძალიან მომწონს

მადლობა დიდიიიი love love love love love

 


№19 სტუმარი Mari......

Bevri istoria wAmikitxavs aq mara ase arcertit davinteresebulvr dzalian gtxov male dade da ramdenime tavi ^_^ shemiyvardi <3

 


№20  offline მოდერი ანკა

Mari......
Bevri istoria wAmikitxavs aq mara ase arcertit davinteresebulvr dzalian gtxov male dade da ramdenime tavi ^_^ shemiyvardi <3

მალე აუცილებლად დავდებ საყვარელო, მაგრამ რამდენიმე თავის დადებას ვერ მოვახერხებ, რადგან ახლაც წერის პროცესში ვარ... შევეცდები დიდი თავი დავწერო და ასე გაგახაროთ ჩემო ძვირფასო <3 love love love

 


№21  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი იყო უმაგრესი თავი love
თავიც გაზრდილია love და ძაან მომეწონა უმაგრესი იყო love ველი ახალ თავს მოუთმენლად love
ძაან მაგარი გოგო ხარ love
მიყვარხარ ძააან love love love

 


№22  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძაან მაგარი იყო უმაგრესი თავი love
თავიც გაზრდილია love და ძაან მომეწონა უმაგრესი იყო love ველი ახალ თავს მოუთმენლად love
ძაან მაგარი გოგო ხარ love
მიყვარხარ ძააან love love love

მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასოო love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent