პატარა გოგო, მიყვარხარ! (4)
მე რომ დავიძინებ შენ რას იზამ?ეჭვით ჰკითხა ნინემ. -ჩაგეხუტები, რა უნდა ვქნა. -ეგღა მაკლია! -ოდესმე ხო დაიძინებ! ამ დროს ნინეს დააცემინა. -პატარა გოგო, ნუ მაჩერებ! არ გინდა რომ მალე მორჩე ყოველ წუთში ცემინებას? -მინდა. -ხოდა, რო ჩამეხუტები, უცებ მოგირჩება ეგ ცემინებაც და ხველებაც. -ხო, კარგი! ჩამეხუტე და მეტი არ მინდა არ მომირჩეს! -მოგირჩება შენ ნუ ღელავ. ეხა ცოტა ხანს გარეთ გავალ, ცოტას გავისეირნებ და მოვალ კარგი? შენ მანამდე დაიძინე. -ხო, კარგი. გიგა კი წავიდა მაგრამ, ნინეს წუთით არ მიეკარა ძილი. რატომ ვერ იძინებდა? თვითონაც არ იცოდა! ალბათ გიგასი ეშინოდა, არადა გიგა არაფრით იყო საშიში, პირიქით, ნინესთან მიმართებაში ძალიან თბილი იყო მაგრამ, ნინეს რაღაც მაინც აკავებდა და ეს მასში შიშს ქმნიდა. ამაზე კარგად რომ დაფიქრდა, შიში უფრო გაუძლიერდა. გიგას მოსვლა რომ გაიგო, თავი მოიმძინარა და კანკალი დაეწყო. ალბათ იფიქრებთ, რა აკანკალებდაო ასეთმა ბიჭმა ჩახუტება სთხოვაო, მაგრამ ძალიან ეშინოდა, ბიჭთან შეხება არასდროს ჰქონია და მაინც ფრთხილობდა. გიგა აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და გამოვიდა. ,,მძინარე" ნინეს რომ მოკრა თვალი მასთან მივიდა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. იგრძნო რომ მის შეხებაზე გული ძალიან აუჩქარდა. ,,ოხ ნინე, შენ მე მომატყუებ?" -რა ლამაზია... იქნებ ვაკოცო? განგებ ოდნავ ხმამაღლა თქვა და ნინეს დააკვირდა. ნინეს გული ისე სწრაფად და ხმამაღლა ცემდა რომ, გიგას მისი ხმა ესმოდა. -გული ასე ჩქარა რატო გიცემს პატარა? მე ხო ვიცი რო არ გძინავს... -რა უბედურებაა! ვერ მომიტყუებიხარ.. -ძაან გინოდა რო დამეჯერებინა რო გეძინა? -უბრალოდ ვიძინებდი და შენმა ხმამ გამაღვიძა. -ნუ ი-ტყუ-ე-ბი!!! -ოო, მიდი რა! -სად მივიდე, ისევ აქ თუ არ მოვედი! -მერე დაეგდე და მეც დამაძინე რა! -დაგაძინო? კარგი, რახან შენ მთხოვე. გიგა საწოლში მეორე მხრიდან მიუწვა და ნინეს წელზე ხელი მოხვია და თავი მის ნიკაპსა და მხარს შორის ჩამოდო. -ნუ კანკალებ, გთხოვ... არაფერს არ დაგიშავებ. უბრალოდ ჩაგეხუტები ხო? ყურში ჩუმი ქსუტუნის ხმა მოხვდა და სასწრაფოდ გადმოატრიალა თავისკენ. -ნინე, რა გატირებს? მე გაწყენინე? გატკინე რამე? -მე... მე... -მოდი ჩემთან, პატარა გოგო. ნინეც მიეკრო გიგას თბილ სხეულს მაგრამ, მაშინვე მოშორდა უკან და ქვითინი გააგრძელა. -ნინე, ნუ გამაგიჟე, რა გატირებს? მითხარი, ვინმემ გაწყენინა? დედას მო*****ავ შენ თავს ვფიცავარ. -არა, გიგა! მე... უბრალოდ... არ ვიცი... -მესმის. ჩემი გეშინია. -არა, ცუდად არ გაიგო, მე... -მისმინე, ხელის ერთი მოძრაობით მოატრიალა და თვალებში ჩახედა, არფრის თქმა არ არის საჭირო. ვიცი და შენი მესმის. უბრალოდ გეხუტები, ხო ხვდები. და რატო ტირიხარ სისულელის გამო? -მგონია რომ, სისულელეს ვიზამ. გიგას გაეცინა -პირობას გაძლევ ვერ იზამ. მოდი ეხა ჩამეხუტე. ნინე მოეხვია გიგას სხეულს და თავი მის მკერდში ჩარგო. ფილტვები მაშინვე გაევსო გიგას სურნელით. ბიჭი კი ნინეს თმაზე კოცნიდა და ერთი ხელით სახეზე ნელა ეფერებოდა. -ნინე, სისულელეს როგორ იზამ, შენ ხომ არ მოგწონვარ. -მომწონხარ. საიდან მოიტანე? -მართლა მოგწონვარ? -ხო რა ვიცი. -მერე კაია! უფრო მაგრად ჩაიხუტა ნინე. -გიგაა... -ხო. -ეე... ილოს რამდენი ხანია რაც იცნობ? -რათ გინდა ამ შუაღამისას გეხვეწები. -მე არ მეძინება და მელაპარაკე რა. -ხო კარგი. ილოს? ილოს სკოლიდან ვიცნობ, მაგაზე მაგარი მეგობრის *******. მაგასთან ვალში ვარ და მე არ ვიცი მაგ ვალიდან როგორ ამოვალ. ძაან დამეხმარა როცა მიჭირდა. -რა გჭირდა? -მე არაფერი, ჩემი და იყო ცუდად. გერმანიაში უნდა გაგვეშვა და მე ვერ მივყვებოდი, აკრძალული მქონდა და ჩემ ნაცვლად გაყვა გერმანიაში. ვალში მასთან ამიტო ვარ. შეიძლება ამ ვალიდან ამოვიდე, შენ სახლში რომ მშვიდობიანად დაგაბრუნო. -ესეიგი, ვალიდან ამოსასვლელად გამომყევი? -არაა! შენ გამო გამოგყევი. -ჩემ გამო? -ხო. შენ მომწონხარ და იმიტო. ილომ რო დამირეკა და რო მითხრა რო ჩემ დას გაყევიო, სიხარულისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი. -მოიცა მოიცა, შენ რა მანამდეც მიცნობდი? -შენ არ მიცნობდი, მე გიცნობდი ძირფესვიანად. -მაკონტროლებდი? -არა, არ მევასება ეგეთი ბანძობები. მე უბრალოდ გიყურებდი სკოლიდან რომ გამოდიოდი ხოლმე და თანაც უმეტეს შემთხვევაში გვერდით გედექი და შენ რომ ვერ მცნობდი, მაგით ვსარგებლობდი. -იცი რა? შენი ლაპარაკი, უიღბლო შეყვარებულის ლაპარაკს გავს და დაწექი რა და დაიძინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.