დამჭკნარი იასამანი (2 თავი)
მეორე დღეს ჩვეულებრივზე ადრე გამოეღვიძა. საწოლის გვერდით მყუდრო კომოდი იდგა, მასზე კი პატარა ზომის საათი იყო მოთავსებული. ციფერბლატი ექვს საათს უჩვენებდა. ზამთარი იყო, შესაბამისად, მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული. ყველაფერს ბაცი ელფერი დაჰკრავდა და ოთახის დეტალებში დათვალიერება ვერაფრით ვერ მოახერხა ერგემლიძემ. სიცივისაგან ცხვირი წაყინული ჰქონდა და მხოლოდ ახლახანს შეამჩნია ღია ფანჯარა. ცივი ჰაერი ძვლებში ატანდა და ვერც თბილი ზეწარი ახერხებდა მაიას სუსტი სხეულის გათბობას. მარიამმა რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ათხოვა. მათ შორის იყო თბილი, ნაქსოვი წინდებიც. ფეხზე წამოდგა და ფანჯარა დაკეტა, შემდეგ კი კუთხეში მდგომ სკამთან მივიდა. თბილი სპორტული შარვალი ამოიცვა და ჟაკეტიც მოიხურა. უკვე თბილად გამოწყობილი ჩამოჯდა საწოლზე. იგრძნო, როგორ გაუთბა სხეული. თითქოს გაყინულ ვენებში სისხლი გალღვა. დაძინება ვეღარ შეძლო, ამიტომ საწოლი გაასწორა და ოთახიდან გავიდა. დარწმუნებული იყო, ჯერ არავინ იქნებოდა გაღვიძებული, ამიტომ რაც შეეძლო ჩუმად ჩავიდა კიბეებზე. სამზარეულოდან ხმაური რომ შემოესმა ადგილზე გაშრა და შიშისგან კედელს აეკრო. გასუსული იდგა ერთ ადგილას და ყურს უგდებდა ხმაურს. ვიღაც, აშკარად, რაღაცას ამსხვრევდა. ფეხაკრეფით გაიარა გზა სასტუმრო ოთახიდან სამზარეულომდე და ჩუმად შეიჭყიტა შიგნით. სილუეტი მისგან ზურგშექცევით იდგა. ხელებით ნიჟარას დაყრდნობოდა და ღრმად სუნთქავდა. ისე მაგრად უჭერდა ხელს კუთხეებს, რომ სახსრები სულ გათეთრებული ჰქონდა. შიშის ზარმა დაჰკრა მაიას. ისევე ჩუმად მიბრუნდა უკან და თავის ოთახში დაბრუნება გადაწყვიტა. მზერა დაბინდული ჰქონდა და საგნებს კარგად ვერ არჩევდა. ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ფეხის ტკივილი იგრძნო. მუხლი სიმწრისგან მოეხარა და ხმაურით დაენარცხა იატაკზე. ემბრიონის ფორმაში მოიკეცა და თვალები დახუჭა. ყველა უბედურება მაინცდამაინც მას უნდა შეემთხვას. ნელი ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, სუნთქვაც კი შეწყვიტა შიშისგან და წვივებს ისე მაგრად მოუჭირა ხელები, რომ ძვლების ტკაცუნის ხმაც კი გაიგონა. შიში კიდევ უფრო გაუმძაფრდა,როდესაც მარიამის სიტყვები გაახსენდა. „მე ძმაც მყავს, ილია. ნარკომანია, ეწევა და „იჩხირავს“. მაგის გამოსწორება არ იქნება, ცოტა უხეშად თუ მოგექცა არ გაგიკვირდეს.“ სიმწრის ოფლმა დაასხა. ნატრობდა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. სახეზე ჩამოშლილი ქერა თმა სუნთქვის დროს ჰაერში ფრიალებდა. საფეთქელთან ვიღაცის გაყინული თითი რომ იგრძნო, გულის ცემამ ყურთასმენა დაუბინდა და კიდევ უფრო მიაჭირა ქუთოთოები ერთმანეთს. შორიდან მამაკაცის სუნთქვაც დაეფრქვია სახეზე და პულსაცია შეუნელდა, როდესაც თმა ყურს უკან გადაუწია. რამდენიმე წუთი ასე უყურებდა გოგონას. მაიას გულმა კი რამდენიმე დარტყმა უბოდიშოდ გამოტოვა. შიშის განცდა ყველაზე ძლიერად იმ წამს იგრძნო, როდესაც ილიამ გაყინული ხელები წელზე შეუცურა და ხელში პატარა ბავშვივით აიტაცა. მამაკაცი ოდნავ წაბანცალდა. მაიკოს პოზა ოდნავაც არ შეუცვლია, ისევ ისე იყო - ემბრიონის ფორმაში მოკუნტული, ოღონდ ამჯერად სულ ცახცახებდა. მერე ილიას ცივი მკერდიდან რაღაც თბილ და რბილ ზედაპირზე გადაინაცვლა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ცხადად გაიგონა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები : -ნეტა ყოველი „კაიფის“ დროს ასე ცვიოდნენ ანგელოზები ციდან! შემდეგ ნელი ნაბიჯებით გაშორდა გოგონას და მალევე მიწვდა მაიას ყურთასმენას კარის დაკეტვის ხმა. ჯერ ერთი თვალი გაახილა. შიშისგან ვერც ახლა ხედავდა წესიერად რამეს. დაბინდული მზერა მოავლო მისაღებ ოთახს და უსულო საგნების მეტი ვერაფერი რომ ვერ შენიშნა, შვებისგან ამოისუნთქა. მერე ბიჭის სიტყვები გაახსენდა და სიმწრისგან ჩაეცინა. ხელები მაგრად მომუშტა წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა ფეხზე წამომდგარს. მარჯვენა ფეხი ისევ ახსენებდა ტკივილს, თუმცა იმ შიშს ვერაფერი შეედრებოდა რაც წუთის წინ გადაიტანა. დაფეთებული ავარდა მეორე სართულზე, „თავის“ ოთახში შეიკეტა და საბნის ქვეშ შეძვრა. ........... მეორედ კარებზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა და შიშისგან კინაღამ დაიკივლა. პირზე ხელი აიფარა რამე რომ არ წამოსცდენოდა და ჩუმად წამოდგა ფეხზე. კარებთან ფეხაკრეფით მივიდა და ჩურჩულით იკითხა: -რომელი ხართ? ხმა იმდენად უკანკალებდა რომ მისი სიტყვების ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. -მაიკო! - მარიამის ხმა რომ გაიგონა, შვებისგან ამოისუნთქა. -გღვიძავს? პასუხი არც გაუცია, ისე გააღო კარი და ჯერ კიდევ საღამურებში გამოწყობილი გოგონა ოთახში შემოიპატიჟა. -რა გაფითრებული სახე გაქვს? -გაკვირვებულმა ჰკითხა მაიას და თავი ააწევინა. -არა..არაფერი, ცუდი სიზმარი ვნახე.. -მოიტყუილა სწრაფად და ძლივს-ძლივობით გაიღიმა. -ჯერ ადრეა, ცხრა საათია და ვიფიქრე, მასთან ერთად დავწვები და ვილაპარაკებ-მეთქი. -გაუღიმა უდარდელად მარიამმა. -კარგი, -დასთანხმდა გოგონაც და ორივენი საწოლში შეწვნენ. -შენს შესახებ არაფერი გითქვამს ჯერ, -ატიტინდა დევდარიანების ასული. -მომიყევი, რა... -მკითხე რაღაცები და გიპასუხებ. -მოუჭრა მოკლედ. დილანდელი შიში ჯერ კიდევ არ გაჰქრობოდა ბოლომდე. ლაპარაკის თავი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ მარიამს ვერ აწყენინებდა. -სად დაიბადე, გაიზარდე, ვინ იყო შენი დედ-მამა, ყველაფერი! -ჩამოურაკრაკა გოგონამ. მაიას უკვე სერიოზულად უკვირდა, თუ საიდან ჰქონდა ამ გოგოს ამდენი საუბრის ენერგია. -დავიბადე თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. დედას გურანდა ერქვა, მამას კი იაკობი. და, ან ძმა არ მყოლია. დედ-მამა ოთხი წლის წინ გარდამეცვალა ავარიით. შემდეგ ბებია მივლიდა, მაგრამ ძალიან მოხუცი იყო და დიდხანს არც მას უცოცხლია. ორი წელია მარტო ვცხოვრობ და ვმუშაობ. ასე თუ ისე, საკუთარი თავი გამქონდა და პურის ფული მქონდა, შემდეგ დირექტორმა გამომიშვა, საკუთარი ნათესავი უნდა დაესაქმებინა ჩემს ადგილას და უარი ვერ უთხრა. მეც წამოვედი და ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე, შემდეგ კი ის უბედურება შემემთხვა.. თურმე გაქურდულ მაღაზიაში შევსულვარ, ქურდებს კი გაპარვა მოესწროთ.. ყველაფერი მე გადმომბრალდა.. რომ არა მამაშენი, არ ვიცი, ახლა სად და როგორ ვიქნებოდი. ეს თქვა და ცრემლები მოერია. ლურჯი თვალებიდან სითხემ გამოჟონა და ღაწვები გადაკვეთა. მარიამიც ჩუმად უსმენდა ამ ამბავს და ხმას ვერ იღებდა. მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო ამდენი ტკივილის გადატანა თუ შეეძლო ამ ერთი ციდა გოგონას. მაიამ შეამჩნია, დევდარიანსაც რომ სავსე ჰქონდა თაფლისფერი თვალები ცრემლით და მის გულჩვილობაზე მწარედ ჩაეღიმა. -გული არ გაიტეხო, იცოდე! პესიმისტი არ გახდე, თორემ არ ვიცი, რას გიზამ! მე და შენ სულ ერთად ვიქნებით და მოწყენის საშუალებას არ მოგცემ. მერე შენ ცხოვრებაში გამოჩნდება ვინმე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, განგიგმირავს გულს სიყვარულის ისრით და დაგიმორჩილებს. მერე მოგიყვანს ცოლად, გეყოლებათ ბევრი შვილები და იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად! -თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ნამდვილად არ ველოდები, -თქვა მაიკომ და ამჯერად გულიანად გაეცინა. -სიმართლე გითხრა, არც მე ველოდები, უბრალოდ, სიტყვას მოჰყვა, რა! დღეს საყიდლებზე წავალთ მე და შენ და მაგარ რაღაცებს ვიყიდით! -არა, შენ ხომ არ გაგიჟდი, ისედაც საკმარისად მოვხარჯე დავითი. -შეიცხადა მაიამ და საწოლზე წამოჯდა. -დაწექი, გოგო, გამეყინა გვერდები! -მხარზე ხელი ჩაავლო მარიამმა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნა. -ჩემთვის მაინც უნდა მეყიდა ტანსაცმელები და შენც გაგინაწილებ, ასე რომ, საწუწუნო არაფერია! -მე მაინც მერიდება. -მოსარიდებელი არაფერია, თან გაჭირვებული ოჯახიც არ გვყავს, შევძლებთ კიდევ ერთი ადამიანის გატანას. ჩემი ძმა ჩვენი ოჯახის წევრად აღარ ითვლება უკვე. სახლში აღარც მოდის. სად ათენებს და აღამებს, არავინ იცის. დედაჩემი მაგან შეიწირა! -ამოიბუზღუნა მარიამმა. ილიას ხსენებამ ჟრუანტელი მოჰგვარა გოგონას. სიამოვნების კი არა - შიშის! ცხადად გაახსენდა დილანდელი ინციდენტი და პულსი აუჩქარდა. კიდევ კარგი, იმ გადარეულმა რამე რომ არ დაუშავა, თორემ სად მიდიოდა მერე? მარიამს ამის შესახებ აუცილებლად მოუყვება. მეგობარია და არ უნდა დაუმალოს, მაგრამ ახლა ამის ძალა ნამდვილად არ შესწევს. .......... დევდარიანების ასულმა საკუთარ ენერგიულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაია. იმდენი სიარულის და საუბრის თავი ჰქონდა, რომ უპრობლემოდ გაუბურღავდა ტვინს ადამიანს. უამრავი კაბა, შარვალი, მაისური, ფეხსაცმელი, ქურთუკი მოიზომა და მაინც ვერაფერი შეარჩია. შემდეგ მაიას გადაღლილი სახე რომ დაინახა დანებდა და რაღაც-რაღაცები მაინც აიღო. მერე წვრილმანები უყიდა გოგონას და დაღლილ-დაქანცულები დაბრუნდნენ შინ. -მოხვედით, გოგონებო?! -კარებში შემოხვდათ იზა. ჩვეულებისამებრ, წინსაფარი ეკეთა და თბილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მის შავ თმას ალაგ-ალაგ შეპარვოდა ჭაღარა, მისი თაფლისფერი თვალები კი დიდ სევდას და ტკივილს იტევდა. რთული მისახვედრი არც უნდა ყოფილიყო, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი. დედა დედაა და როგორი შვილიც არ უნდა ჰყავდეს მისი გასაჭირი და ცუდად ყოფნა ყოველთვის ეკალ-ბარდივით ედება გულზე. თვითონ შვილებიც კი ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი ცუდი საქციელით პირველ რიგში მშობლებს აზიანებენ, შემდეგ კი საკუთარ თავს... მაგრამ რატომღაც მაიას ეგონა, რომ ილია ამას ვერასოდეს მიხვდებოდა და დედის თვალებში არსებული სევდის წაკითხვას ვერც ვერასოდეს მოახერხებდა. -მოვედით, იზა დეიდა. გულწრფელად შეეცოდა მაიას ქალი ასეთი შვილის გამო. კარგ მშობლებს ხშირად არ უმართლებთ და ისეთ შვილებს ვერ ზრდიან, როგორებიც უნდა რომ იყვნენ. -გენაცვალეთ, შვილო. -თბილად მოეფერა ორივეს. წამითაც არ უგრძვნია მაიკოს იზასგან სითბოს ნაკლებობა. პირიქით, მასაც ისე ექცეოდა, როგორც მარიამს. -დე, მერე განახებთ, რა მაგარი რაღაცები ვიყიდეთ! -თვალი ჩაუკრა მშობელს მარიამმა. -მანამდე კი წამოდით და ივახშმეთ! -ორივეს წელზე მოხვია ხელი და სამზარეულოსკენ გაუძღვა. -გამარჯობა, ბატონო დავით. -მიესალმა მაგიდის თავში მჯდომ მამაკაცს მაია. -იზას თუ დეიდას ეძახი, მე რატომ ვარ „ბატონი“ ვითომ? -თბილად გაუცინა კაცმა. -არ გვინდა ოფიციალური მიმართვები. სახლში დათო ვარ! -კარგი, -გაეღიმა გოგონას. -წამო, მაიკო, ხელები დავიბანოთ და მერე მივუსხდეთ სუფრას, -სააბაზანოში წაიყვანა გოგონა. ........ ყველანი მშვიდად მიირთმევდნენ იზას გაკეთებულ უგემრიელეს ვახშამს, როდესაც კარის მიჯახუნების ხმა გაისმა. ყველას ხელში შეაცივდა ლუკმა. მაიამ როდესაც წარმოიდგინა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, შიშის ზარმა დაჰკრა, მაგრამ ამ ხალხთან ერთად თავი უფრო დაცულად იგრძნო და საკუთარი გრძნობების გაკონტროლებას ეცადა. შიშისგან ხელ-ფეხი მოეკვეთა, როდესაც ნაბიჯების ხმა უფრო ახლოდან გაიგონა. მერე დავითს შეხედა. მამაკაცი ისე მაგრად უჭერდა ხელს ჩანგალს, რომ ლამის სისხლი წამოუვიდა ხელის გულებიდან. სახეზე სულ გაწითლებული იყო, ყვრიმალები კი დაჭიმული ჰქონდა. იზას ცრემლები მოეძალა და ფეხზე წამოდგა, როდესაც კარის ძგიდეს მიყრდნობილი ილია დაინახა. მაია მისკენ ახედვას ვერ ბედავდა. ეშინოდა, ვაი თუ მიცნოსო. -მოხვედი, შვილო? -ხმაში ცრემლი გარეოდა იზას. ეტყობოდა, რომ საუბარი ძალიან მეტად უჭირდა. -ისე შემოგიარეთ! -თქვა აგდებული ტონით. მაიას გაბრაზებისგან სახე აუწითლდა. როგორ ვერ იტანს თავხედ ადამიანებს! ეს ილია კი, ზუსტად ასეთი აღმოჩნდა. როგორ შეუძლია მშობლებს ასე ესაუბროს? მით უმეტეს, როდესაც დედამისი ასე შესციცინებს თვალებში. ქალი ნერვიულობისაგან ადამიანს აღარ ჰგავს. -ტუტუცო, როგორ ბედავ ასე საუბარს? -ფეხზე წამოხტა დავითი და მისკენ წავიდა. ცოლი მხარზე მიიხუტა და შვილს გამწარებული სახით შეხედა, -არ გრცხვენია, ილია? -ნწ, "ვაბშე" არა! -უპასუხა უცვლელი ტონით მამას. მხოლოდ ახლაღა გაბედა მაიამ მისთვის შეეხედა. ნელა წამოწია თავი მაღლა და პირდაპირ მის თვალებს შეეჩეხა. მხედველობიდან არ გამოჰპარვია მისი ტატუებით "მოპირკეთებული" სხეული. კანი ბამბის ქულასავით თეთრი ჰქონდა და მწვანე გამოსახულებებთან საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა. მიბნედილი, დამცინავი თვალებით შეჰყურებდა მის წინ აშოლტილ დედ-მამას და ცალყბად იღიმოდა. არანაირი ადამიანური ემოცია მის სახეზე არ გამოიხატებოდა. ის კი არა და, ისეთი უმეტყველო სახე ჰქონდა, უცებ რომ შეგეხედათ შეგეშინდებოდათ! ვერაფერს დაინახავდით ვერც მის თვალებში. ცარიელი სივრცე იყო და მეტი არაფერი. ამის შემდეგ, გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, თუ რატომ არ ღელავდა ის იზას მდგომარეობაზე, დავითის გაუთავებელ ყვირილსა და საერთოდ, ამ ცხოვრებაზე! მის ერთადერთ სადარდებელს წამალი წარმოადგენდა. თვალებში ეწერა რა ხილიც იყო. მიუხედავად მისი ასეთი მდგომარეობისა, ერთხელაც არ გასჩენია ზიზღის გრძნობა ერგემლიძის ასულს. პირიქით, საოცრად ეცოდებოდა ის. იმიტომ კი არა, ასეთ მდგომარეობაში რომ იყო, არამედ იმიტომ, რომ ის ვერ იაზრებდა, თუ რას ჰმართებდა დედამისს თავისი საქციელით. მისი გამოსწორება ყოვლად შეუძლებელი იყო. ამას ვერც ვერავინ შეძლებდა. ილია დევდარიანი საოცრად შორს იყო ყველა ადამიანურ გრძნობასთან. ალბათ, უკვე დიდი ხანია, რაც წამალზეა დამოკიდებული. მას სერიოზული ჰუმანური დახმარება ესაჭიროებოდა, თორემ ისე საკუთარ თავს დაიღუპავდა და იზასაც თან წაიყოლებდა. -არავინ არ გეცოდება? -მხოლოდ ახლაღა შეძლო ხმის ამოღება მარიამმა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. -არა-აა, -წაიმღერა მან. -ვინ უნდა მეცოდებოდეს?! -დედას შეხედე! -დაუყვირა მან. -მარიამ! -თვალებით ანიშნა დავითმა გოგონას გაჩერებულიყო. -არა, მამა, ამ ნარკომანის გამოსწორება არ იქნება! -ნერვებს ვეღარ თოკავდა მარიამი. -შევხედე დედას, მერე? -სრულიად უემოციო სახით შეხედა ჯერ იზას, შემდეგ მის დას. -მისი ყოველი ჭაღარის მიზეზი შენ ხარ, იცი?- უყვიროდა კვლავ. -ო, ნუ ბოდიალობ! -ხელი ზერელედ ჩაიქნია ილიამ. შემდეგ მაიას გადახედა. გოგონამ მისი მზერა იგრძნო თუ არა, გული ჩიტივით აუფრთხიალდა. დაინახა, როგორ აუკანკალდა ხელები და ორივე მაგრად მომუშტა. უკვე თავს ვეღარ იმორჩილებდა. ეშინოდა, ძალიან ეშინოდა! -ეს ანგელოზი ცაში არ აფრენილა ისევ? -გულწრფელი ტონით იკითხა და მაიასკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი. ყველას გაკვირვებული სახე მე მომაჩერდა და პირველად ვინატრე ვინმე მომეკლა. -რას ბოდიალობ, შენ ხომ არ გაგიფრენია? -გაუკვირდა დავითს. -დღეს დილით ჩამოვარდა ციდან, ძირს ეგდო იქ.. მისაღებში, მერე ხელში ავიყვანე და დივანზე დავაწვინე. ვიფიქრე, რომ გამოფხიზლდება, ისევ ცაში აფრინდება-მეთქი. -სერიოზული ტონით ლაპარაკობდა. -"კაიფში" იყავი, ხო? -დამცინავად ჰკითხა მარიამმა. -ჰო, -უდარდელად მიუგდო დას პასუხი, ისე რომ მისკენ არ გაუხედავს. -მოჩვენებებიც დაგეწყო უკვე! -მგონი, -ჩაილაპარაკა ამაში დარწმუნებულმა და მამამისს გადახედა ისევ, -ფული არ გაქ? -ახლა მიხვდები რაც უნდა გააკეთო, თუ დაგეხმარო მიხვედრაში? -გამწარებული იყო დავითის ტონი. -აქედან "ავახვიო", მა? -ბოლო სიტყვას ხაზი დამცინავად გაუსვა. -ჯერ კიდევ შეგრჩენია ტვინის ნატამალი. ჯერ რა სისულელეებს ბოდავ, რომელი ციდან ჩამოვარდებოდა მაია? მეგონა, საღი აზროვნების უნარი ჯერ კიდევ არ გქონდა დაკარგული. -რა ვიცი, იატაკზე კი ეგდო და.. -მხრები აიჩეჩა ილიამ. -სახეზე რომ შეხედავ ანგელოზს კი გავს და მეტი რა უნდა მეფიქრა? -შვილო, გაჩერდი სახლში, რა იქნება, ნუ მომკლავ! -აქვითინდა იზა. შვილს მაისურის სახელოზე ჩამოეკონწიალა. -დედა ერთი გყავს დედამიწაზე და იმასაც საკუთარი ხელით ნუ გაუთხრი სამარეს, რა იქნება. -ო, დაიწყეთ ახლა! არ მაძლევთ - ნუ მაძლევთ ფულს. წავალ და ვიშოვი! -ხელი უდარდელად ჩაიქნია კვლავ და სახლიდან გავიდა. კარი მაგრად გაიჯახუნა. -"კაიფში" იყო და მოელანდა რაღაცები,-გადმომჩურჩულა მარიამმა, -შენ არ ინერვიულო, ერთხელ ეგონა, დედაჩემის ყვავილების ქოთანიც თუ დაფრინავდა. ეგ არაფერი! მივეჩვიეთ. დევდარიანებისა რა გითხრათ, მაგრამ მაია ვერასოდეს შეეჩვეოდა ადამიანის მსგავს მდგომარეობაში ხილვას. ვერც იზას ტირილს აიტანდა. -------------------- მომიტევეთ შეცდომები. არ გადამიხედავს დაწერილისთვის. ვიცი, უფრო მალე ელოდებოდით მარა დადება ვერ მოვახერხე :(( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.