შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -10-


31-08-2015, 01:07
ავტორი ჯია
ნანახია 4 455

-როგორ ხართ? -ბიჭები გადაკოცნა და გაოცებულმა გამომხედა, აშკარად არ ელოდა ჩემს იქ ნახვას. აბა მე მკითხეთ? სუნთქვაშეკრული და გულგაჩერებული ვიჯექი და თვალის გასწორებასაც ვერ ვბედავდი. ხო, მაქსიმე იყო, ჩემი მაქსიმე..
ბიჭებმა ერთმანეთი მოიკითხეს და ჩვენთან ერთად დარჩენა შესთავაზეს.
-კარგი, ოღონდ სულ ცოტახნით. მეგობრებს ველოდები. -გაიღიმა მაქსიმემ და ჩემ წინ დაჯდა. გაიღიმა? ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში.. ახლა ჩემი გაჩერებული გული ისე აძგერდა, მეგონა ამოხტებოდა და მაქსიმეს კალთაში ამოყოფდა თავს.
-გაიცანი, ეს ლენუკაა ჩემი საცოლე, ეს კი ტაისიაა მისი... -გააცნო ჩვენი თავი ამიკომ, თუმცა ბიჭმა ბოლომდე დამთავრება არ აცადა.
-ვიცნობ. -ირონიულად გაიღიმა. -საგურამოს აგარაკი, ქალბატონმა ტაისიამ დამიპროექტა. როგორ მიდის მშენებლობა? -მისი ღრმა თვალები შემომანათა. მოიცა, რაო? მე ხომ.. ბატონო დავით! აშკარად არ უთქვამს მაქსიმესთვის ჩემი წასვლის შესახებ, ამასაც ეტყობა თავი არ შეუწუხებია იქ ასვლით, მაგრამ ახლა ამის გაკრვევის დრო არ არის.
-მალე დასრულდება. -ამოვილუღლუღე ხმაჩახრეწილმა, „ქალბატონი ტაისიაც“ არ მომხვდა კარგად გულზე..
-მოიცადეთ, რა ქალბატონი ტაისია? ან 18 წლის ასაკში როდის მოასწარი არქიტექტორობა?-გაოცებულმა იკითხა ლაშამ, რაზეც ლენუკას და ამიკოს ისტერიკული სიცილი აუტყდათ, ალბათ მეც გამეცინებოდა, რომ არა მაქსიმე.
-18 წლის? -გაკვირვებულმა გამომხედა მაქსიმემ. -აჰ, ჩემი სკოლა. -ირონიულად ჩატეხა ღიმილი ტუჩის კუთხეში.
შემდეგ ლენუკამ სულ სიცილ-კისკისში აუხსნა ლაშას და მაქსიმეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ლენუკა მიხვდა ვინც იყო მაქსიმე, მაგრამ არაფერს იმჩნევდა, რამოდენიმეჯერ თვალები მეც გადმომიბრიალა. როგორც ჩანს, სახეზე მეწერა ყველაფერი.
-მე კიდევ პირველად რომ დავინახე, უკვე თეთრ კაბაში წარმოვიდგინე. -გაეცინა ლაშასაც, აი მაქსიმეს კი სახე მოეღუშა. აშკარად არ ესიამოვნა ლაშას სიმპატიები ჩემ მიმართ.
არა, მე მეტის გაძლება აღარ შემიძლია. მერამდენე ჭიქა ჩავცალე უკვე გამწარებულმა, მაგრამ ახლა რომ ავდგე და წავიდე არ გამოვა. არ მინდა სისუსტეში გამომიჭიროს.. როგორც იქნა, მაქსიმეს მეგობრები მოვიდნენ, დაგვემშვიდობა და მათ შეუერთდა.
-სახეზე ფერი არ გადევს, კარგად ხარ? -მკითხა ლაშამ.
-მგონი კი. -ამოვილუღლუღე და ისევ სასმელს დავწვდი.
-გეყოს გიჟივით სმა, გაიღიმე და გაერთე. -ლენუკა ჩემთან გადმოჯდა და ყურში ჩამჩურჩულა. ამ დროს ჩვენს წინ იდეალური ხედი გადაიშალა, მაქსიმე ბართან იდგა, როდესაც მასთან მისი ერთერთი „მეგობარი“ გოგო მივიდა და კისერზე შემოეხვია..
-წავალ კარგი? მეტი აღარ შემიძლია. -ამოვიხავლე და ცრემლმომდგარი თვალებით გავხედე ლენუკას.
-მეც წამოვალ. -მითხრა და ხელი ჩამკიდა.
-არა, იყავი. მარტო მირჩევნია სუფთა ჰაერზე გავლა. -არც მიცდია გოგონასთვის გაღიმება რადგან არ გამომივიდოდა, მაქსიმეს მხარესაც აღარ გამიხედავს, იმის შიშით რა შეიძლებოდა „დამხვედროდა“ იქ. ბიჭებს დავემშვიდობე და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.

მაქსიმეს ნახვის შოკი, ეჭვიანობამ გადაფარა. უცნაური გულისრევის შეგრძნება მაქვს, ასეთი ეჭვიანი როდის გავხდი? ისედაც ხომ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ვინმე პატარა გოგოს ნახავდა.. არა, ისიც შესაძლებელია, რომ სერიოზული არაფერია, მაგრამ ოდესმე ხომ სხვა შეიყვარებს? ამ აზრთან შეგუება შემშლის ჭკუიდან.
მაღლები გავიხადე და სანაპიროზე ჩავედი. ცრემლებს გასაქანი მივეცი, რამაც ოდნავ მაინც მომგვარა შვება. ისევ დაიწყო.. გაორმაგებული ტკივილით.


-ლენუკა, მე თბილისში უნდა დავბრუნდე. -ვუთხარი დილით ნათლულს, როდესაც სასტუმროს რესტორანში ვსაუზმობდით. -შენ იყავი რამდენ ხანსაც გინდა, სულ არ გავაგებინოთ ანეტას და დემეტრეს და როცა ჩამოხვალ ავაკითხოთ ბორჯომში.
-არა, ტაისია, მეც წამოვალ. პირდაპირ ბორჯომში წავიდეთ. -გამიღიმა ლენუკამ და ტოსტი გემრიელად ჩაკბიჩა.
-არ გინდა დარჩენა?
-შენი მარტო გაშვება არ მინდა. -გამიღიმა ნათლულმა.
-გაგიჟდი? ჩემ გამო ნუ წამოხვალ, მეც ცუდად გამომდის რომ მივდივარ, მაგრამ მართლა არ შემიძლია აქ გაჩერება, ძალიან ცუდად ვარ.
-მესმის, არ არის საჭირო ამდენი ახსნა. დღესვე წავიდეთ?
-მაინც მოდიხარ? რა ჯიუტი ხარ!
-ნათლიას ვგავარ. -გადაიკისკისა ლენუკამ და საუზმობა განაგრძო.
ხომ ვგიჟდებოდი ჩემს ნათლულზე, მაგრამ ახლა ათმაგად შემიყვარდა. იცის რა დროს რა უნდა მითხრა ან როგორ მოიქცეს. ახლაც მიხვდა, რომ გუშინდელზე საუბარი უარესად გამხდიდა, ამიტომ საუზმის დროსაც არაფერი უკითხავს. უსიტყვოდ ესმოდა ჩემი.. მადლობა უნდა გადავუხადო ანეტას, რომ ასეთი საოცრება მოავლინა სამყაროს და რომ ეს საოცრება ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს.


ბარგი ბიჭებმა ჩაგვატატინეს სასტუმროდან.
-ჩამოდით ბორჯომში. -თვალი ჩავუკარი ლაშას. ლენუკას 9ფერი ეცვალა სახეზე.. -ანეტასთან და დემეტრესთან მე მოვაგვარებ. - წყვილს სახე გაებადრა.
-შენ თუ უშველი ამათ, ტაისია, თორემ ვერასდროს გაბედავდნენ გამხელას. -გაეცინა ლაშას.
ბიჭებს გამოვემშვიდობეთ და ბორჯომის გზას დავადექით.
-არ გავაგებინოთ, რომ მივდივართ? -გამომხედა ლენუკამ.
-არა, სურპრიზი მოვუწყოთ. -გავუღიმე ნათლულს.
-ბებრული დასვენების დროა. -მხიარულად თქვა ლენუკამ, რაზეც ორივეს გაგვეცინა. -ხომ კარგად იქნები? -უცებ გამომხედა გოგონამ.
-შევეცდები. -ღრმად ამოვისუნთქე და გზას გავხედე.


ძალიან გაეხარდათ ჩემს დაქალს და სიძეს ჩვენი დანახვა. თბილი შეხვედრის შემდეგ, მე და ლენუკა ოთახებსი გადავნაწილდით და ამოვბარგდით, საღამოს კი აივანზე შევიკრიბეთ სავახშმოდ.
-როგორ დაისვენეთ?
-ძალიან მაგრად გავერთეთ. -ხელები გაუხახუნა ერთმანეთს ლენუკა და გემრიელ კერძებს გადაავლო თვალი. -საოცრად მშია!
-შენ როგორ გრძნობ თავს? -გავხედე დაქალს.
-მშვენივრად, მოგვწონს ჰაერზე. -გაიღიმა ანეტამ და მუცელზე ხელი მოისვა.
-ღიპუცა, როდის უნდა დაგეტყოს? -ჰკითხა ლენუკამ დედას.
-ჯერ მხოლოდ 2 თვის ვარ, დე. -თბილად უპასუხა ანეტამ.
-ისე რა მაგარია, შენი და ლენუკას შვილი თითქმის ტოლები იქნებიან. -ანეტას გავხედე და გავიღიმე. წინაპირობა შევიქმენი ამიკოზე მოსაყოლად. ეს რომ ვთქვი, დემე წვენს სვამდა, რომელიც გადასცდა და ხველება აუტყდა. -რა იყო სიძე? არ გინდა ჯერ ბაბუობა? -სიცილით გადავხედე დემეს.
-ლენუკამდე შენი ჯერია. -ძლივს შეწყვიტა ხველება დემეტრემ და დამცინავად გადმომხედა. აუტანელი!
-ჩემი გამოცდების შედეგები 1 კვირაში დაიდება. -უცებ შეცვალა თემა ლენუკამ, მიხვდა რომ ჯერ ამიკოს ხსენებას აზრი არ ჰქონდა და დემეტრეს ნათქვამმაც, ისევ მაქსიმესთან დამაბრუნა.
-ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩააბარებ. -გავუღიმე ნათლულს.


ვახშმის შემდეგ მე და ლენუკამ ავალაგეთ მაგიდა, ჭურჭელი დავრეცხეთ და ზედმეტი რაღაცეებიც მივალაგეთ, ანეტას გადაღლა არ გვინდოდა, ამიტომ ხელიც კი არ გავანძრევინეთ.
-რა გოგოები მყავხართ. -გაგვიღიმა ანეტამ.- ჩაი დავლიოთ მეორე სართულის ტერასაზე არ გინდათ?
ჩაი გავამზადეთ და ტერასაზე კომფორტულად მოვკალათდით. საკმაოდ გრილოდა, ამიტომ სამივეს პლედები გვქონდა მოფარებული.
-ტაისია, სესილიას უნდა რამოდენიმე დღით ჩამოსვლა. -მორიდებულად გამომხედა ანეტამ.
-ბედი დამცინის. -ირონიულად ჩამეცინა.
-კი არ დაგცინის, -ლენუკა ადგა და ჩემს კალთაში გადმოინაცვლა.- ცდილობს, რომ ზოგზოგიერთები არ დაგავიწყდეს.
-ასე გადაეცი, რომ ნუღარ ცდილობს, რადგან მაგის გარეშეც ვერ ვივიწყებ. -ცხვირზე თითი ჩამოვკარი ნათლულს.
-მემგონი ვეგოისტობ. -მე და ლენუკამ გავხედეთ დაბღვერილ ანეტას და სიცილი აგვიტყდა. -აი, ჩამოვა სესილია და აღარ ვიქნები მარტო. -ხელები გადაიჯვარედინა და გაბუსული სახით სივრცეს გახედა.
-ეს ახლა მართლა გაიბუტა? -გადავხედე ნათლულს, ლენუკამ ეშმაკურად ამიხამხამა წამწამები და წამოხდა. მეც ავდექი ორივე აფერისტულად მოვეხვიეთ ღიპუცას. -ჩვენ რომ გივყვარხარ, ისე სესილიას ვერ შეუყვარდები. - ვუთხარი დაქალს. ანეტას გაეცინა და ორივეს გადაგვხვია ხელები.
-ლენუკა, ჩამო რა მამი, ერთი წუთით. -პირველი სართულიდან დემეტრეს ხმა მოგვესმა, ლენუკა ბუზღუნით ჩავიდა. მარტო როგორც კი დავრჩით ანეტამ გამომხედა.
-გაიცანი ხომ ლენუკას შეყვარებული?
-რა? იცი? -გაკვირვებულმა ვკითხე.
-შენი აზრით, გამომეპარებოდა რომ ჩემი შვილი ამდენი წელია შეყვარებულია? -გადაიკისკისა ანეტამ. -როგორი ბიჭია?
-ძალიან მაგარი! უსაყვარლესი, უსიმპატიურესი, განათლებული, საქმიანი.. -მოვყევი მომავალი სასიძოს ქებას, კაი მაჭანკალივით. -სხვათაშორის, აქ დავპატიჟეთ და დემეტრეს როდის შევაპაროთ?
-რად უნდა შეპარება? დემეტრემაც იცის. -გაეცინა ანეტას. -დღეს დაველაპარაკები ჩამოსვლასთან დაკავშირებით. სახელი რა ქვია?
-ამიკო. -ვუთხარი და სივრცეს გავუღიმე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ანეტა შვილის სიყვარულის ამბავს კარგად მიიღებდა.


საუზმის დროს ანეტამ სესილიას ჩამოსვლის შესახებ შეგვატყობინა.
-საღამოს ჩამოვა? -ვიკითხე მე.
-არა, გზაშია უკვე. ალბათ ერთ საათში აქ იქნება.
-ლენუკა, შეგიძლია იმ ამიკოსაც დაურეკო. -უღიმღამოდ ჩაიბურტყუნა დემეტრემ, ლენუკამ გაკვირვებული გადმოგვხედა სამივეს.
-არ მოგესმა. -თვალი ჩაუკრა ანეტამ შვილს. ბედნიერი ლენუკა ჯერ მშობლებს მოეხვია, მერე კი მე.
-საუკეთესო ნათლია ხარ მსოფლიოში! - ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, ბატონი დავითის ნომერის დანახვისას გაკვირვებულმა ვუპასუხე.
-გისმენთ, ბატონო დავით.
-ანეტა, როგორ ხარ? მკურნალობა როგორ მიდის?
-მადლობთ, კარგად. თქვენ როგორ ხართ? - მორიდებულად მოვიკითხე, ცოტა შემრცხვა ჩემი ნათქვამი ტყუილის.
-მეც კარგად, შვილო. ხვალ მოსვლას მოახერხებ? რაღაც პრობლემაა.
-ასეთი მნიშვნელოვანია? -ჩავეკითხე უფროსს.
-ხომ იცი, ისე არ დაგირეკავდი.
-კარგით, ბატონო დავით, მოვალ. - ტელეფონი გავთიშე და უკმაყოფილომ გავხედე მეგობრებს. -თბილისში ვარ წასასვლელი, კომპანიაში რაღაც პრობლემაა.
-ყველა დღეს ჩამოდის და შენ მიდიხარ? -მოიწყინა ლენუკამ.
-მხოლოდ დღეს დაგაკლდებით, ხვალ ჩამოვალ აუცილებლად. -გავუღიმე ნათლულს და ოთახში გამოვედი, წასასვლელად უნდა მოვემზადო.

დილით ადრე ავდექი, ვიბანავე და კარადასთან დავდექი. კლასიკური ტანსაცმლის და მაღლების თავი მართლა არ მაქვს, შვებულებაში ვარ და შემიძლია სპორტულადაც მივიდე. რამე შეხვედრა, რომ ყოფილიყო აუცილებლად გამაფრთხილებდა ბატონი დავითი. სპორტულები გადავიცვი, მანქანის გასაღები ავიღე და კომპანიისკენ გავემართე.


-როგორ ხართ, ბატონო დავით? -მივედი და დიდი ხნის უნახავი უფროსი გადავკოცნე.
-კარგად, ჩემო გოგო შენ როგორ ხარ?
-უკეთ. -გავუღიმე და დავჯდექი.
-ბატონო დავით, მოვიდა. -თავი შემოყო მდივანმა.
-შემოვიდეს. -უცებ დასერიოზულდა და თავისი ადგილი დაიკავა.



№1  offline წევრი სტიქია

ძალიან მომწონს love love

 


№2  offline მოდერი ჯია

სტიქია
ძალიან მომწონს love love

ძალიან მიხარია! ❤️ მადლობაა :**

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu dges dade ra gtxooov

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ისევ მაქსიმე რომ იყოს,ტაისიას რა ეშველება.. wink
მალე დადე შემდეგი.

 


№5  offline წევრი Paaw

ეხლა წავიკითხე სუყველა თავი და ძალიან მომეწონაა <3 დღესს დადეე რა ახალი,თანაც დიდი თავიი ^_^

 


№6  offline წევრი lamazi gogona

როგორ დამაინტრიგე..ტაისია რა ქალია! ლელუკა ძალიანმომწონს რაღაც.ველი შემდეგს.

 


№7  offline მოდერი ჯია

აუცილებლად დავდებ დღეს :)
ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent