შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -8-


28-08-2015, 04:29
ავტორი ჯია
ნანახია 4 698

აშკარად არ ელოდა ამ კითხვას, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი დაიბნა მეთქი. მომიახლოვდა და ჩემ წინ დაჯდა.
-ასაკს რამე არსებითი მნიშვნელობა აქვს? -ისე წყნარად და მშვიდად მკითხა, თითქოს უბრალოდ ამინდს განვიხილავდით.
-არსებითი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მომატყუე. -კიდევ უფრო მეტად ამელეწა სახე.
-უმნიშვნელოდ.
-დამცინი? -მივაშტერდი გაოცებული. -რა გარანტია მაქვს, რომ კიდევ რამეს არ მატყუებ ან მომავალში არ მომატყუებ?
-თავიდანვე რომ მეთქვა 24 წლის ვარ მეთქი, საერთოდ დამელაპარაკებოდი მაინც? - ინტერესით შემომხედა ბიჭმა.
-რა თქმა უნდა, არა! - შევიცხადე მე, თან ბიჭის ბაგეებიდან გაგონილმა მისმა ასაკმა კიდევ უფრო დამაყენა რეალობის წინ და გულში რაღაც ჩამწყდა.
-ხოდა, მეც მანდ ვარ.
-12 წლით უფროსი ვარ, მაქსიმე, 12 წლით... როგორ არ გესმის?
-ჩემთან ურთიერთობის დროს ერთხელ მაინც იგრძენი ასაკში ამხელა სხვაობა? - მაკვირვებდა მისი ასეთი სიმშვიდე..
-არასდროს. -ამოვილაპარაკე და ჭიქას დავწვდი.
-ბევრს სვამ. -ჩემთან მოვიდა და ჭიქა ამაცალა, მაგიდაზე დადგა, შემდეგ კი ჩემს მუხლებთან ჩაჯდა და ამომხედა. -უბრალოდ სიმართლე გაიგე, ეს არაფერს ცვლის, ხომ?
ცოტახანი ჩუმად ვიჯექი და ათრთოლებული ჩემს ფეხებთან მჯდარ ბიჭს ვაკვირდებოდი.
-არ შემიძლია.. -ამოვიკნავლე და თავი ხელებში ჩავრგე.
-რატომ? -უკვე აღელვება შევამჩნიე მის ხმაში.
- იმიტომ რომ ერთხელაც მოგბეზრდები და ვინმე პატარა გოგოსთან წახვალ.. -მოვროშე რაღაც სისულელე.
-ტაისია, კარგად მიცნობ და იცი არც არაფრის მტკიცებას დაგიწყებ და მითუმეტეს არც ხვეწნას. რამოდენიმე თვეა ერთად ვართ და ამდენ ხანს უნდა მიხვედრილიყავი როგორი ვარ. -მითხრა და ფეხზე წამოდგა. - ახლა თუ კარგად არ დაფიქრდები და აქედან გამიშვებ, იცოდე არასდროს დავბრუნდები.
შეუძლია ჩემს გულს ამდენის გაძლება? არ შეუძლია.. ძალიან მიჭირს, მაგრამ ახლა თუ არ დავთმე მერე უფრო გამიძნელდება.
-ჩვენს შორის ძალიან ბევრი ბარიერი გაჩნდა. -მეც ავდექი და თვალებში ჩავხედე.
-მე ვერაფერს ვხედავ..
-მე ვხედავ. უნდობლობას, ასაკში დიდ სხვაობას და.. და..- მინდოდა მეთქვა სესილიას მეთქი, მაგრამ ვეღარ გავბედე. თითქოს ენა გადამეყლაპა.
-და რა? -ჩამეკითხა მაქსიმე.
-მაქსიმე, გთხოვ წადი.. -კითხვა გავუტარე და ამოვიხავლე ეს დაწყევლილი სიტყვები.
-ინანებ, ტაისია. -მითხრა და წასვლა დააპირა, თუმცა ხელი ჩავკიდე და ჩემკენ მოვაბრუნე.
-მაკოცე.. ბოლოჯერ მაკოცე. ისე, როგორც არასდროს არავისთვის გიკოცნია. თითქოს, პირველად და უკანასკნელად მკოცნი.. ისე მაკოცე, რომ მთელი ცხოვრება გამყვეს.. უბრალოდ, მაკოცე გთხოვ. -შევევედრე ბიჭს და ცრემლები წამსკდნენ. მაქსიმე მომიახლოვდა და მისი ბაგეებით ნაზად შეეხო ჩემსას. მკოცნიდა თბილად, მომთხოვნად და ვნებიანად.. დღეს მე უკანასკნელად შევიგრძენი სამოთხე. ბოლოს ძალიან მაგრად ჩამეხუტა და წავიდა.. წავიდა და ჩვენი ბედნიერი წუთებიც თან წაიყოლა..


ცხოვრებაში ასე ხდება.. მოულოდნელად ყველაფერი ინგრევა და სამუდამო უფსკრულში იჩეხები. ღრუბლებიდან მწარედ ეცემი მიწაზე და ბედნიერებისგან შესხმული ფრთები მტკივნეულად გტყდება..
ახლა უფრო გავაცნობიერე, როგორი ბედნიერი ვიყავი ეს რამოდენიმე თვე და როგორ გაანათა მაქსიმემ ჩემი ცხოვრება.. როგორ დამიბრუნა რწმენა, ცხოვრების ხალისი, თითქმის ყველაფერი სხვა კუთხით დამანახა, საერთოდ სხვანაირი გამხადა. ახლა კი, ვაცნობიერებ, რომ როგორიც ვიყავი, ისეთი ვეღარასდროს გავხდები.
მე ის მჭირდება.. მჭირდება იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვიარსებო. არც კი მახსოვს, როგორ ვცხოვრობდი მის გაცნობამდე.. მე ის მჭირდება ჩემს ყოველდღიურობაში.. მის თვალებს ყოველდღე უნდა ვხედავდე, მისი ხმა ყოველდღე უნდა მესმოდეს. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, გავუშვი.. გავუშვი და დღეიდან ყველაფერს აზრი დაეკარგა, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

საერთოდ არ მიძინია, ამდენი ფიქრისგან თავი გამისკდა. 6 საათი იქნებოდა ჩემს ტელეფონზე ლენუკას ნომერი, რომ გამოისახა.
-ლენუკა, ხომ მშვიდობაა? -დაფეთებულმა ვუპასუხე ნათლულს.
-დედა ცუდად გახდა და საავადმყოფოშია. მოდი გთხოვ.. - აკანკალებული ხმით მითხრა ლენუკამ, პასუხი არც გავეცი, წამოვფრინდი და საავადმყოფოში გავვარდი.

ექთანმა პალატა მიმასწავლა და პირდაპირ იქ გავემართე.
-რა მოხდა? -ანერვიულებული შევედი პალატაში.
-მაღალი წნევა ჰქონდა, ახლა კარგად არიან. -დამშვიდებულმა მიპასუხა დემეტრემ.
-სასმლის ბრალია ხომ? -იქვე მსგომ სკამზე მივესვენე.
-არ მეგონა 2 ჭიქა თუ ასეთ დღეში ჩამაგდებდა. -გაიღიმა ჩემმა გადარეულმა დაქალმა.
-ორსულად ხარ და თავს უნდა გაუფრთხილდე. -მკაცრად უთხრა დემეტრემ.
-კარგი, ნუ მეჩხუბები. შენ როგორ ხარ? -გამომხედა ანეტამ.
-მერე ვილაპარაკოთ.. -ვუთხარი და თავით კედელს მივეყრდენი.

საავადმყოფოდან გამთენიისას გაგვწერეს, ანეტას ექიმებმა სუფთა ჰაერზე ხშირი სიარული ურჩიეს. 9ზე დემეტრე სამსახურში, ლენუკა კი სკოლაში წავიდა.
-დაიძინე, დასვენება გჭირდება. მეც აქ დავრჩები. -ანეტა საწოლში მოვაკალათე და ფეხებთან მივუჯექი.
-არ მეძინება. შენ მითხარი, როგორ ხარ.. -სევდიანად მითხრა დაქალმა.
-საშინლად.. ასე არასდროს ვყოფილვარ.
-დაშორდი?
-მაგას კითხვა უნდა?
-არ მესმის შენი.. მე არ დავშორდებოდი.
-ანეტა, გამაგიჟებ შენ მე. როგორ გამეგრძელებინა ურთიერთობა სესილიას შვილთან?
-მთავარია, ბედნიერი იყავი. სესილიაც ადრე თუ გვიან შეეგუებოდა, ან იქნებ სულაც არ ჰქონდა პრობლემა?
-მე სესილიასი კი არ მეშინია, უბრალოდ არ შემეძლო და მორჩა..
-მოგენატრება და საერთოდ არაფერს მიაქცევ ყურადღებას. გნახავ მე შენ მაქსიმესთან მიცუნცულებულს. -გამიღიმა ანეტამ და თვალი ჩამიკრა.
-უკვე მენატრება.. -ამოვიხვნეშე და თავი ჩავხარე.
-მაინც ერთად იქნებით. -მითხრა მტკიცედ. -მოდი ახლა მომიწექი და დავიძინოთ.

საღამოს დემეტრეს მოსვლამ გაგვაღვიძა.
-ადექით ვჭამოთ, ძალიან მშია. -თავი შემოყო საძინებელში სიძემ. მალევე მოვწესრიგდით და სამზარეულოში გავედით.
-ლენუკა გამოცდებს რომ მორჩება, ბორჯომში წავიდეთ. -გახედა დემემ ანეტას.
-ლენუკას გამოცდებს რატომ ელოდებით? -გადავხედე წყვილს.
-ბავშვს მარტო ხომ არ დავტოვებთ? -მკითხა ანეტამ.
-შეგიძლიათ დღესვე ჩაბარგდეთ, ლენუკას მე დავიტოვებ. -თვალი ჩავუკარი დაქალს.
-გაგიჟდი? ხომ იცი არ მიყვარს შენი შეწუხება.
-ისევ ნუ დაიწყე! შენ სუფთა ჰაერი გჭირდება, მე კიდევ გულს გადავაყოლებ. -გავუღიმე და ყავა მოვსვი.

მეორე დილით წყვილი უკვე ბორჯომში გავაცილეთ.
- ამ 2 დღეში ძალიან შეიცვალე.. ფერი არ გადევს და ადამიანს აღარ გავხარ. თავს მიხედე! -მითხრა ანეტამ წასვლის წინ და გადამეხვია. -იცოდე, ძველი ტაისია დამხვდი!

-დღეს მასწავლებლები გაქვს? -ვკითხე ლენუკას საუზმის დროს.
-კი 11ზე. -მითხრა მოწყენილმა ლენუკამ.
-დაიღალე ხომ?
-ძალიან! მაგრამ ერთი კვირაც და გამოცდები დამეწყება.. მერე მოვრჩები ამ ჯოჯოხეთს!
-იცი რა? გამოცცდების შემდეგ მე და შენ ბათუმში წავიდეთ. -მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში და იმ წამსვე გავაჟღერე.
-კარგი. -შევამჩნიე თვალები როგორ გაუბრწყინდა ჩემს ნათლულს.
-მე წაგიყვან მასწავლებელთან, შემდეგ კი ერთი საქმე უნდა მოვილიო. -გავაფრთხილე ლენუკა და სუფრის ალაგება დავიწყე.
ლენუკა მასწავლებელთან რომ დავტოვე, ჩემი ოფისისკენ გავემართე.
-ბატონი დავითი კაბინეტშია? -ვკითხე მის მდივანს, არ გამომპარვია მისი გაოცებული თვალები ჩემი დანახვისას. ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასდროს არავის ვყავდი ნანახი.
-დიახ, ქალბატონო ტაისია. -მითხრა დაბნეულმა და აშკარად ძალით გამიღიმა.
-ბატონო დავით, - კაბინეტის კარები ოდნავ შევაღე.
-ტაისია? მოდი, მოდი. -შემიპატიჟა ბატონმა დავითმა და მის მდივანზე არანაკლები გაოცება დაეტყო სახეზე, როდესაც მის წინ დავჯექი. -კარგად ხარ?
-არა, ჯანმრთელობასთან ცოტა პრობლემები შემექმნა. თქვენთან თხონით მოვედი. -ვიცრუე უსირცხვილოდ.
-იმედია, სერიოზული არაფერია! -აღშფოთდა ჩემი უფროსი.
-არა, მაგრამ მკურნალობას ცოტა დრო სჭირდება. ამიტომ გთხოვთ, რომ მაქს.... საგურამოს აგარაკი ირაკლის ან ვასოს გადააბაროთ.
-კი მაგრამ....
-ბატონო დავით, ელემენტარული დეტალებიც კი მოგვარებულია, უბრალოდ მშენებლობა მიმდინარეობს და თავზე დადგომა სჭირდებათ. მეტი არაფერია. ძალიან გთხოვთ, ძალიან მჭირდება ახლა შვებულება.. -შევევედრე, იმედია გაჭრის.
-კარგი, შვილო. შენ იყავი კარგად და თუ საჭირო გახდება, საერთოდ შევწყვეტ მშენებლობას.
-არა, მაგის საჭიროება არ არის. მადლობთ, ბატონო დავით. ახლა თუ შეიძლება წავალ. -ფეხზე წამოვდექი და უფროსს გავუღიმე.
-კარგად, ტაისია. მალე დაგვიბრუნდი, თანაც ჯანმრთელი. -ისიც წამოდგა და დამემშვიდობა.

ოფისიდან პირდაპირ სახლში გავემართე.. ჩემს საკუთარ სახლში გაჩერება მიჭირს.. ყველა დეტალი მაქსიმეს მახსენებს, არადა ანეტასთან გადაბარგებაც არ მინდა. ყველგან დისკომფორტი მაქვს, ჩემი სახლის გარდა.. იმედია, მალე მორჩება ლენუკა გამოცდებს, ბათუმი ახლა ჩემი ხსნაა!

------------------
მახარებს თქვენი კომენტარები და დიდი მადლობა თითოეული ჩემთვის დათმობილი წამისთვის.
მიყვარხართ მე თქვენ!



№1  offline წევრი Ignifex

კარგია <3 ველი შემდეგს <3 ჩემი აზროთ სწორად მოიქცა ტაისია:D

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი..არ მესმის,პირველ ნახვისთანავე რამ გააგიჟა მაქსიმე,რომ ტაისიას შესაყვარებლად ასეთი ტყუილი თქვა..
ველოდები შემდეგს.

 


№3  offline მოდერი ჯია

Ignifex
კარგია <3 ველი შემდეგს <3 ჩემი აზროთ სწორად მოიქცა ტაისია:D

drunkinlove
ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი..არ მესმის,პირველ ნახვისთანავე რამ გააგიჟა მაქსიმე,რომ ტაისიას შესაყვარებლად ასეთი ტყუილი თქვა..
ველოდები შემდეგს.


გოგოებო love love

 


RA intriganimxar damainteresa dzaan veil shemdegs imedia male dadeb <3

 


№5  offline მოდერი ჯია

შეყვარებული გოგონა
RA intriganimxar damainteresa dzaan veil shemdegs imedia male dadeb <3


love love
დღეს დავდებ, ოღონდ გვიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent