გაჭედილები (თავი 1)
ისტორიის დაწყება ყოველთვის ჭირს,გაგრძელებაა მხოლოდ ადვილი.პირველი ასოები ფურცელზე,ეს იმედის მომცემია.შემდგომში შენი მოთხრობის გაკრიტიკება კი კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ. ამ ისტორიას უბრალო და ჩვეულებრივი დასაწყისი აქვს,რაღაც ბანალური შესავლით.მოთხრობის გმირები მოუსვენრები არიან,მკითხველები --მოუთმენლები.სიტყვების ფრქვევა და „ბრძნული“ აზრების თქვენთვის გამხელა ჩემი ჰობია.ისტორია კი,რომელიც რამოდენიმე წამის წინ დაიწყო და ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს ჩემი ახალი შთაგონება. გოგონას,რომელსაც ნელი გრეჰემი ჰქვია თვალთან და წონასთან პრობლემები აქვს.ბავშვობიდან მოყოლებული(მას შემდეგ რაც სკოლის ექიმმა მარჯვენა თვალზე მხედველობა დაუწუნე)სათვალე აღარ მოუშორებია და საბოლოოდ ,როდესაც ის საერთოს აღარ სჭირდებოდა უმისობას ვეღარ შეელია. სწავლა შარშან დაამთავრა.მიღწეული წარმატების გამო სამსახურში მალევე მოეწყო და უკვე სამი წელია ლონდონის უმსხვილესი კომპანიის მდივანია. ჩვენებურად რომ ვთქვათ ეს გოგო უფრთო ანგელოზი უფრო იყო,ვიდრე რიგით დასაქმებული ადამიანი. შეცდომები? ეს ბევრს მოსდის,არც ნელია გამონაკლისი.ნუ გაკიცხავთ.სიყვარული წმინდა რამ არის და მისი განადგურება არავის შეუძლია.თქვენც ხომ გყვარებიათ?მასაც გაუგეთ.თუმცა სისულელეა ან უბრალოდ ზედმეტი გულუბრყვილობაა გიყვარდეს საკუთარი „ბოსის“ შვილი.ჰო,ეს ნამდვილი კატასტროფაა. -ჯანდაბა ნელი დროზე უპასუხე მაგ დაწყევლილ ტელეფონს,თპრემ ასე მგონია ტვინს მიბურღავენ-წამოიყვირა ტამარამ. -ახლავე,ახლავე-ფურცლების გროვაში ტელეფონი ვიპოვნე და ვუპასუხე. -გისმენთ მისტერ დამიან-ხმა ჩავიწმინდე მე. -ნელი ჩემი შვილი ჯერ არ მოსულა? -15 წუთის წინ დარეკა-საათს დავხედე-გადმოგცათ დღეს კომპანიაში დამაგვიანდებაო. -კარგი,კარგი-ამოიოხრა მან და დავიფიცებ,რომ შუბლი მოისრისა-ყავა შემომიტანე ძვირფასო-ტკბილი ხმით მითხრა მან. -ორ წუთში მაგიდაზე დაგხვდებათ სერ-ჩავიხითხითე მე. ყურმილი ხედმეტად აჟიტირებულმა დავკიდე.ეს კაცი ჩემზე ყოველთვის დადებითად მოქმედებდა,თუმცა,როგორც კი ტამარას შევხედე სახიდან ღიმილი გამიქრა და უწინდელი გამომეტყველება მივიღე. -ორ წუთში მაგიდაზე დაგხვდებათ სერ-წვრილი ხმით გამაჯავრა მან. -უკაცრავად?-ყურებს არ დავუჯერე მე.მისი საქციელი საზღვრებს სცდებოდა. -ნელი შენ რა სერიოზულად?-გადაიხარხარა-გგონია თუ მოხუცს მოხიბლავ მისი შვილი შეგამჩნევს?კარგი რა.ყველამ იცის თუ,როგორი გოგონები მოსწონს მას.არამგონია მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდე-მაკიაჟი შეისწორა მან. თავისქნევით დავტოვე სამუშაო მაგიდა და ყავის ჭიქით ხელში უფროსის კაბინეტისკენ გავემართე.ოდნავ იმედგაცრუებულმა შევაღე დიდი კაბინეტის კარები და რამოდენიმეჯერ მსუბუქად დავაკაკუნე. -შემოდი ემი-თავისაუწევლად შემიპატიჟა. -მისტერ დამიან ჩვენ ხომ შევტანხმდით,რომ ამ სახელს აღარ დამიძახებდით?-ჭიქა გავუწოდე. -მე კი,როგორც მახსოვს გთხოვე,რომ ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე მოგემართა ჩემთვის-სათვალის ზემოდან გადმომხედა მან. მხრები ავიჩეჩე.ერთგვარი „რევერანსი“ გავაკეთე და კარისკენ წავედი. -ნელი შემახსენე რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ?-ჩემთვის თვალის მოუშორებლად მკითხა და ყავა მოსვა. -სამი წელია-პოდნოსი ჩავიხუტე მე. -ვფიქრობ დროა შენს დაწინაურებაზზე ვიფიქრო. -ღმერთო ჩემო,სერ-სიხარულისაგან სახე ამიწითლდა. -დიახ,ვფიქრობ დროა. სამადლობელი სიტყვის თქმას ვაპირებდი,როდესაც კარები გაიღო და შიგნით უცერემონიოდ,მისტერ დამიანის ვაჟი,ნედი შემოვიდა. ****** -ნელი შეგიძლია ცოტახნით დაგვტოვო? - სათვალე მოიხსნა მისტერ დამიანმა და გამიღიმა. -ოუ რა თქმა უნდა სერ-თავი დავუქნიე მე. -სერ? სერიოზულად?- გადაიხარხარა ნედიმ-შენ რა ხალხს აიძულებ,რომ ასე მოგმართონ?-ნიშნისმოგებით გადახედა მამამისს. -ეს ჩემი მოვალეობაა-თავს უფლება მივეცი და ჩავერიე. -ჰო,როგორ არა-ჩაიფხუკუნა მან და ამოჩეჩილი ზედა შეისწორა. არაფერი მითქვამს,ან რა უნდა მეთქვა.ისედაც მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა.ის ჩემი უფროსია,უფლება არ მაქვს ენა შევუტრიალო და შევეპასუხო.მე კი ყველაფრისდა მიუხედავად ეს სამსახური მჭირდება. სანამ სამუშაოდ დავბრუნდებოდი,კაფეტერიიდან წვენი წამოვიღე და კოლაც ყოველიშემთხვევისთვის. -უხ დიდი მადლობა ნელი-ხელებში ტამარა მეცა და კოლა გამომგლიჯა.ესეც ჩემი შემთხვევა. -მისტერ დამიანს რა უნდოდა?-ინტერესით იკითხა მან. -მხოლოდ ყავა,მეტი არაფერი-უშნოდ ვიცრუე მე. -კარგი რა ნელი,ასეთი მოსაწყენი რატომ ხარ? -ალბათ იმიტომ,რომ საქმეში მთლიანად ვარ ჩაფლული.და თუ ჯერ არ შეგიმჩნევია ეს წარმატების მომტანია. დიალოგი ამით დავასრულეთ. ეს ყოველდღიური შემთხვევა.იჯდე და იყო ტამარას მეწყვილე? სასიკვდილო განაჩენი და იმ ქვეყნად სამუდამო სასჯელი. მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა ტამარა,რომ აიყვანეს. თავიდან ეჭვიანობამ იმატა ჩემში. კონკურენცია,სწორედ ამისი მეშინოდა მე,რადგან არ შემწევს ძალა ვიღაცას შევეჯიბრო. მისტერ დამიანი ერთადერთი იყო,რომელმაც ჩემი შესაძლებლობები დააფასა და სწორედ ამიტომ, მე დღეს იმ ადგილის მფლობელი ვარ,რომელსაც ტამარა ვერასდროს მიიღებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.