შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში(1)


10-06-2015, 01:51
ავტორი Serena.Si
ნანახია 2 919

სალომეს ჩვეულებრივი დილა გაუთენდა... 11 საათზე გაიღვიძა,ადგა,წყალი გადაივლო და სამზარეულოში გავიდა სასაუზმოდ... ნემო კნავილით შეეგება,დაუყარა საჭმელი,წყალი გამოუცვალა,შემდეგ კი ქვიშა და ეხლა უკვე შეეძლო თავისი თავისთვის მიეხედა... გაზაფხულის სასიამოვნო დილა იყო,გაიკეთა ყავა,შეიწვა კვერცხი და სასაუზმოდ აივანზე გავიდა... რკინის მაგიდაზე დააწყო თავისი საუზე და ბაგების ხედს გახედა... მშვენიერი თბილი დილა იყო,ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა...
სალომეს მშვიდი დილა ტელეფონის ზარმა დაარღვია

- ალო
- გამარჯობათ,სალომე ჭანტურია ბრძანდებით? - გაისმა ტელეფონში ქალის ხმა
- დიახ - ცოტა გაკვირვებულმა უპასუხა სალომემ
- მე თინა ამაღლობელი ვარ,თქვენი მოთხრობა ძალიან პოპულარული და სკანდალური გახლავთ,როგორც იცით და მინდა ჩვენს გადაცემაში მოგიწვიოთ
- უნდა მოვიფიქრო - ისევ დაბნეულმა უპასუხა სალომემ
- კარგით,მაგრამ გვინდა გადაცემა 3 დღეში ჩავწეროთ და იქნებ მალე შემატყობინოთ თქვენი პასუხი
- კარგით
- ამ ნომერზე დამიკავშირდით,წარმატებულ დღეს გისურვებთ
- თქვენც ასევე

სალომე მიხვდა,რაზეც იყო საუბარი,ეს მოთხრობა ცოტა ხნის წინ დაწერა და ერთ-ერთ საიტზე განათავსა,მაშინვე სალაპარაკო თემა გახდა... მოთხრობა სალომეს და მის ყოფილ შეყვარებულ მიშკაზე იყო დაწერილი... არცერთი ფაქტი არ დაუმალავს და ამიტომ ვინც კი წაიკითხა ახლობელმა ყველა მიხვდა,რაზეც იყო ეს მოთხრობა... თანდათან გავრცელდა სოციალურ ქსელში და თითქმის მთელმა თბილისმა წაიკითხა,ამიტომ გახდა ასეთი სკანდალური... ზოგმა სალომე იცნო,ზოგმა მიშკა,ზოგმა მთელი მათი ისტორია,ზოგმაც კი თავისი თავი აღმოაჩინა ამ მოთხრობაში...
სალომემ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო,მაგრამ ხვდებოდა რომ ეს იყო შანსი ყველა კითხვისათვის ეპასუხა,ერთხელ და სამუდამოდ მოეყოლა ყველაფერი,წერტილი დაესვა ამ თემისთვის და გაეგრძელებინა ცხოვრება...
ამიტომ გადაწყვიტა ბოლოს დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას,პასუხი კი მეორე დღეს გააგებინა იმ ჟურნალისტს...
ძალიან ნერვიულობდა,არ იცოდა ამ გადაცემის შემდეგ რა მოხდებოდა... როგორ მიიღებდა ამ ფაქტს მისი სანაცნობო ან მიშკა...
მაგრამ ეს ფიქრები მალევე ამოიგდო თავიდან და დაარწმუნა თავისი თავი,რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო...

გადაცემის ჩაწერის წინა დღეს თავის დაქალ ლიკუნასთან ერთად მაღაზიებში წავიდა,რათა შეერჩია თუ რას ჩაიცმევდა. ბოლოს შარდენზე ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა შავი შარვალი და Teyo-ს ზოლებიანი მაისური... ფეხზე გადაწყვიტა დიზაინერი ჯანაშიას შავი ფეხსაცმელები ჩაეცვა,მაღალ ძირზე,რომელსაც ძირთან ოქროსფერი კანტი ჰქონდა,ეს ფეხსაცმელი მამამისმა აჩუქა დაბადების დღეზე და შესაფერის დროს ელოდებოდა,რომ ჩაეცვა და აი მოვიდა ის დღეც...
გადაცემის ჩაწერის დღეს თმა და მაკიაჟი თავის საყვარელ სალონში გაიკეთა და მზად იყო მთელი თბილისის და საქართველოსთვის მოეყოლა თავისი მოთხრობის შესახებ,ეთქვა სიმართლე და მორჩენილიყო ეს მითქმა-მოთქმა...

- 15 წუთში ვიწყებთ - თქვა იქვე მდგომმა კაცმა

წამყავნი გავიდა და მიესალმა მაყურებელს,სალომე ელოდებოდა როდის მიიწვევდა სტუდიაში,ისე საერთოდ არ ნერვიულობდა,იცოდა რომ ამ გადაცემის საშუალებით ბევრჯერ დასმულ ერთი და იგივე კითხვებს ერთად უპასუხებდა,ბოლოს და ბოლოს მორჩებოდა ყველაფერი...

- დღეს ჩვენს გადაცემაში მოვიწვიეთ ახალბედა მწერალი,რომლის მოთხრობაც „ორმაგი თამაში“ ბოლო დროის ყველაზე აქტიური თემა გახლდათ. და აი ამ მოთხრობის ავტორი სალომე ჭანტურია დღეს ჩვენთან მოვიდა,რათა ყველა კითხვას პასუხი გასცეს,გთხოვთ მივესალმოთ... სალომე ჭანტურია - სალომე ტაშის ფონზე შევიდა სტუდიაში
- გამარჯობათ,მადლობა რომ მომიწვიეთ
- მოდი,მომიყევი რატომ გადაწყვიტე ამ მოთხრობის დაწერა
- კარგით - გაიღმა სალომემ - ეს ამბავი,რაზეც მე დავწერე 4 წლის წინ მოხდა... ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მძიმე იყო... დიდი ხანი მაწუხებდა და ბოლოს გადავწყვიტე,რომ ფურცელზე გადამეტანა ჩემი გრძნობები,იმ მიზნით რომ დავცლილიყავი...
- გამოგივიდათ?
- გაგიკვირდებათ და კი - ისევ გაიღმა სალომემ
- როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
- ჩემი და მიშკას ისტორია ძალიან ადრე დაიწყო,ვაიმე არ ვიცი ალბათ 15 წლის წინ
- დიდი ისტორია უნდა გქონდეთ
- კი ასეცაა
- სიყვარული როდის გაჩნდა?
- მიშკას ძალიან დიდი ხანი ვუყვარდი იქამდე,სანამ ესე რომ ვთქვათ ერთად ვიქნებოდით,თუ სწორედ მახსოვს 3-4 წელი,მაგრამ მე ყოველთვის საწინააღმდეგოთი ვპასუხობდი
- და ამის მიუხედავად 4 წელი მაინც უყვარდი
- კი და ეგ იყო მიზეზი იმისა,რომ მეგონა სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი და სხვას არასოდეს შეხედავდა
- როდის მიხვდი რომ გიყვარდა ან როდის დაიწყო ის ისტორია,რომელზეც გაქვს დაწერილი?
- ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო,კოჯორში ვიყავი დასასვენებლად,სადაც მთელი ეს წლები ერთად ვისვენედით,მაგრამ 2 წელი აღარ მყავდა იმ დროისთვის ნანახი... ჩემმა მეზობელმა ქორწილი იქ გადაიხადა,ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ უკვე ბოლოს არ ვიცი რატომ მაგრამ გამახსენდა,საერთოდ კოჯორში ყოველთვის მახსენდებოდა ხოლმე და გადავწყვიტე მიმეწერა
- რა მიწერე?
- მიშკა,მისი სახელი მივწერე... შემდეგ გადმომირეკა და ცოტა ხანი ვილაპარაკეთ,უბრალოდ მოვიკითეთ ერთმანეთი,მეტი არაფერი... რამდენიმე დღეში დამირეკა და მითრა,რომ ჩამოდიოდა
- რადგან პირველმა შენ მიწერე ალბათ იცოდი უკვე რაც გსურდა
- იცით,ასე არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მასთან ყოფნა,ჯერ... მაგრამ ის ვიცოდი,რომ ყველაფერი ან ეხლა დაიწყებოდა ან დასრულდებოდა...

--------------------
ესეც ჩემი რიგით მე-3 ისტორიის დასაწყისი...
გაგრძელებაც დაწერილი მაქვს,მაგრამ მინდოდა ჯერ ეს დამედო...
ველოდები თქვენს შეფასებას
დიდი მადლობა



№1  offline წევრი arctic monkey

აუ ძაან მაგარიაა მართლა კარგად წერ კარგია

 


№2  offline წევრი Serena.Si

დიდი მადლობაა ^^
arctic monkey
აუ ძაან მაგარიაა მართლა კარგად წერ კარგია
--------------------
SeReNa.Si

 


№3  offline წევრი Sexy Mädchen

ძალიან მშრალია,არანაირი ემოცია,არანაირი განცდებიდახვეწე რა
--------------------
:)

 


№4  offline წევრი Serena.Si

ეს ძალიან პატარა ნაწილი დავდე ჯერ... ემოცია და განცდები იქნება უხვად აუცილებლად :)) მადლობა კომენტარისთვის ^^
Sexy Mädchen
ძალიან მშრალია,არანაირი ემოცია,არანაირი განცდებიდახვეწე რა
--------------------
SeReNa.Si

 


კარგი იყო და ველი ახალ თავს {*¢*}

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent