Blue Jeans (IV ნაწილი)
*** დილით რომ ადგა და საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში შეეშინდა. მართლა შეეშინდა იმ ცხვირჩალურჯებული არსების რომელიც იქიდან უყურებდა. "არადა ლეგენდის თანახმად, ლამაზი ცხვირი მქონდა" ჩაიბურტყუნა სანდროზე გაბრაზებულმა და დედამისს ძლივს ეთხოვა პუდრა. -რა მოგივიდა? - ჰკითხა ქალმა, მოჩვენებითი ანერვიულებით. -დავეჯახე რაღაცას. სკოლა რო არ მქონდეს, არ წავისმევდი. - თქვა და ძალით დაიწყო მაკიაჟის წათხაპნვა. -უი მე! მასე არ უნდა, მაცადე. - წარბები შეკრა დედამისმა და თავად დაუფარა ნახევრად გალურჯებული ცხვირი. -გტკივა? - ემამ საწყლად დაუქნია თავი. -ნუ მიდიხარ სკოლაში. - ძალიან გაუკვირდა დედისგან ამხელა "ყურადღება". რამდენიმე წამს წარბაწევით შეჩერებოდა, ნეტავ რა სჭირსო, ბოლოს კი უთხრა, წავალ, არაფერიაო. სახლიდან გამოვიდა, კართან დადებული კიდევ ერთი წიგნი ჩანთაში ჩააგდო, ყურსასმენები გაიკეთა და ტელეფონს ჩახედა. წინა ღამით, ცისფერჯინსიანს მესიჯზე: "როგორ ხარ" მოკლე და კონკრეტული პასუხი "კარგად"-გასცა და ამის შემდეგ არც მას და არც ბიჭს, არაფერი მიუწერიათ ერთმანეთისთვის. სანდროზე იყო საშინლად გაბრაზებული. შეიძლება სხვას ჩაეთვალა რომ ჩხუბში ჩაერია და საკადრისიც მიიღო, მაგრამ ბიჭმა შესანიშნავად დაინახა და მშვენივრად შეეძლო მუშტის დაშვება. მაშინ, როცა გიგამ ეს მოარხერხა, სანდროს გაუჭირდა?! ნეგატიურ აზრებს ყურადღება არ მიაქცია და სკოლაში შევიდა. საშინლად ეზარებოდა გაკვეთილებზე ჯდომა, მხოლოდ ის ახარებდა რომ 1 კვირაში საახალწლო არდადეგები დაეწყებოდა და ცოტას მაინც დაისვენებდა. -მელიქიშვილო! - სიცილით შეხვდა ელენე და ჩაეხუტა. გოგო ცისფერთმიანზე 1 თავით მაღალი იყო და მხრით პირდაპირ ცხვირში დაეტაკა რომლის "გალამაზებაზეც" დედამისმა დიდხანს იშრომა და ამოიკვნესა. -ცოტა ნელა რა გჭირს! - წარბები შეკრა. -გატკინე? - ჩაეკითხა ელენე. - რა მოხდა? -ჯობია ის იკითხო, რა არ მოხდა. - თვალები გადაატრიალა ემამ და საჩვებელი თითი ცხვირთან მიიტანა. -ცხვირი უფრო მუქი ფერის გაქვს ვიდრე ლოყები. რა მიითხაპნე? - გაიკვირვა ელენემ. -გავაცდინოთ პირველი გაკვეთილი. - თქვა ემამ და გოგონა კლასიდან ხელის კვრით გამოაგდო. ცარიელ კლასში შევიდნენ. ცისფერთმიანი რომ დარწმუნდა იქ შემსვლელი არავინ იყო, საუბარი დაიწყო და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, მესიჯის ჩათვლით. -და რატო ჩხუბობდნენ? კარგად არიან ბიჭები? -ბიჭები კარგად არიან მე-არა! - წამოიყვირა ემამ. -გაბრაზებული ხარ სანდროზე? -დაახლოებით. ბრმაა. გიგამ ჩამოწია ხელი რომ დამინახა და იმან არა. -და რა იცი რაზე ჩხუბობდნენ? -რაღაც სულელურ ჩხუბზე ღირებული არ ვარ მაგათთვის? "იმისთვის" ვარ და ის პირველი გაჩერდა, არა და არაა ეგეთი ტიპი, სახეზე ეტყობა რო არაა უკან დამხევი არაფერზე. უბრალოდ რო დაინახა რო რაღაც მიჭირდა, დაივიწყა ყველაფერი. -ემა, მეჩვენება თუ იცავ? - თვალები მოჭუტა ელენემ. სახეზე ხელები აიფარა გოგონამ და მერხზე ჩამოჯდა. -მე იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. - თავის გამართლების საშუალება იპოვა. ელენემ ტელეფონზე დაიხედა და შემდეგ ემას შეხედა. -რა იყო? - ჰკითხა გოგომ. -სანდრო ამბობს, ჩამოდითო. -ეს "ჩამოდით" რა პონტია, გაკვეთილზე რო ვართ, არ იცის? -ემა ნერვებს მიშლი, ან დაოკდი ან კიდე რამე ქენი! მაგაზე კიდე მიიღებს სანდრო ჩემგანაც და შენგანაც მაგრამ არაა საჭირო სისულელეების თქმა, თითქოს პირველად გადიხარ გაკვეთილიდან შენი მეგობრის გამო. ემა მიხვდა რომ ელენე მართალი იყო და თავი ჩახარა, შემდეგ კი ეზოში ჩაყვა სადაც სანდროსთან ერთად სხვა ბიჭებიც იდგნენ. -გოგოები სად არიან? - იკითხა სანდრომ. სახე ჩალურჯებებით ჰქონდა დაფარული. -იმათ არ მიწერეთ? არ ვიყავით ჩვენ გაკვეთილზე. სხვათაშორის, თქვენ, სამნი. - თითი ძმებისკენ და ნიკასკენ გაიშვირა ელენემ. - უი, ბოდიში, ოთხნი. - შემდეგ ემასაც გადახედა. - იდეალურად გამოიყურებით, კარგად დამუშავდით, გეტყობათ. -გაკვეთილების გაცდენა არ გინდათ? - იკითხა მიშომ. -ბოლო გაკვეთილს უნდა დავესწრო. - თქვა ემამ. -მოიცადე გამოვიცნო, ინგლისური გაქვს ბოლო, ხო? - გაეცინა ლუკას. - ამერიკას უმიზნებ, არა? -იცინე, რომ წავალ, მერეც გაიცინებ. - გამოაჯავრა გოგონამ და მკვეთრი მოძრაობისას დალურჯებული ცხვირი რომ ასტიკვდა, დაიჯღანა. -გტკივა? - იკითხა ნიკამ. -არა, მალამოდ წამესვა სახეზე ბუნტურის მუშტი! -რა სჭირს ამას? - გადაუჩურჩულა ლუკამ ანდროს. -ცუდ ხასიათზე ვარ, არ შეიძლება? - იკითხა ემამ გულწრფელად. -ორი წუთი გამო რა. - შეევედრა სანდრო ამღვრეული მწვანე თვალებით და უარის თქმა უბრალოდ არ შეეძლო არცერთ ადამიანს მთელს დედამიწაზე. სკოლის უკან მიყვა და დაელოდა როდის ამოიღებდა ხმას. -გუშინ დამნაშავე ვიყავი. ყველაფერში. ბერიძესთან ჩხუბშიც მაგრამ მაინც მაგარი... -არ მაინტერესებს რა არის ბერიძე. - შეაწყვეტინა. - რა მოხდა გუშინ? -მთვრალები ვიყავით ბიჭები ჰო და ამოვდიოდით და გიგა იჯდა თავის "სასტავთან" ერთად ხოდა ავტყდით რა. - თავი ჩახარა სანდრომ. ემას ჩაეცინა. -მერე არ იცით რო იმდენი არ უნდა დალიოთ რო მერე მოქმედებები ვერ გააკონტროლოთ? - მაინც მკაცრად გააგრძელა გოგონამ. -ახლა რაზე ხარ გაბრაზებული, იმაზე რო ავტყდით თუ იმაზე რო შენ დაზარალდი. -იმაზე, რო როცა გიყვიროდი ვერ გაგაგონე! -მთვრალი ვიყავი მეთქი... ძალიან მრცხვენია და ბოდიში. - თავი ჩახარა ბიჭმა. როცა ემა მიხვდა რომ სანდროს ისეთ სიტუაციაში ხედავდა, რომელშიც არასდროს უნახავს და ზუსტად იცოდა რომ ვეღარ ნახავდა, გააცნობიერა რომ ზედმეტი იყო "თავის დაფასება" და დანებდა. მერე რა, დალიეს და იჩხუბეს. სულ არ აინტერესებდათ ემა მელიქიშვილი იდგა იქ თუ მამა ღმერთი. -კარგი, კარგი, გავიარეთ. - გაიღიმა გოგონამ. -შენი ხასიათის ცვლილებები ნერვების სერიოზული მტერია! - დაიჩივლა ბიჭმა და ხელი გადახვია. -აუ როგორ დამჟეჟა იმ... - სიმწრით ამოთქვა ბიჭმა. -ვისი ბრალი იყოო, რა თქვი? - გაეცინა ცისფერთმიანს და გულში გაიფიქრა, რას ვაკეთებ, ვის ვიცავო. გაკვეთილები გააცდინეს. ბოლოს, ინგლისურზე მარტო ემა ავიდა. ელენეც კი არ აყვა, რა მინდა იქ, ნუ გადამრიე, 6 გავკეთილი გავაცდინე და მეშვიდემ რა დამიშავაო. ჰო და 45 წუთი იჯდა მისთვის სრულიად დაცარიელებულ კლასში. გოგონების გარეშე თავის კლასელები საერთოდ არ მოსწონდა. თუმცა უფრო კონკრეტული ვიქნები თუ ვიტყვი რომ ისინი საერთოდ არ ადარდებდა. გაკვეთილის შემდეგ მარტო დაუყვა გაყინულ ქუჩას. საერთოდ, წარმოდგენა არ ჰქონდა რა თოვა აუტყდა ამ ზამთარს მაშინ, როცა თბილისში თოვლს ნატრობდნენ ხოლმე და რომ მოდიოდა, საშინლად უხაროდათ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან იშვიათად "დებდა". ყურსასმენებში "Green Day" ზუზუნებდა. "i walk a lonely road, the only one that i have ever known, Don't know where it goes but it's home to me and i walk alone" სიმღერის ტექსტს ჩურჩულით თავადაც ყვებოდა და უხაროდა რომ ქუჩა სულ ცარიელი იყო და მისი არავის ესმოდა. ზუსტად იცოდა რომ წავიდოდა... წავიდოდა და დატოვებდა ყოველ კუთხეში დამალული ხიფათით მოცულ ნუცუბიძეს. დატოვებდა თბილისს და სადღაც სხვაგან, სრულიად ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. არა და აქაურობა უყვარდა... უყვარდა ისეთი როგორიც იყო. ხან რომ ციოდა, ხან კი-ცხელოდა. ხან ვის დაჭრიდნენ. ხან-ვის. ხან ვისი ყვირილის ხმა ისმოდა და ხან-ვისი. მაგრამ უყვარდა, უყვარდა ამ ქალაქის ყველა კუთხე და ამიტომ გიჟდებოდა ცარიელ ქუჩებში ხეტიალზე. ადამიანების გარეშე დარჩენილ თბილისზე ლამაზს, მყუდროს და სასიამოვნოს იცოდა, მთელი დედამიწა რომ შემოევლო, ვერაფერს ნახავდა. პრობლემა ადგილში არ იყო, პრობლემა ხალხში იყო. "7,3 მილიარდი პრობლემა" - გაიფიქრა და სიცილი აუტყდა. სიმღერის მოსმენით და სულელური ფიქრებით გართულმა, გამოფხიზლება მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა მოპირდაპირე ქუჩიდან მომავალი მაღალი, შავთმიანი, ცისფერჯინსიანი სილუეტი დაინახა, სიგარეტს რომ აბოლებდა. დაიბნა, თვალები რამდენჯერმე დაახამახამა და ინატრა, ნეტავ გაქრესო, მაგრამ არ ქრებოდა, მეტიც, უფრო და უფრო უახლოვდებოდა. ერთმანეთს რომ შეეჩეხნენ, გაჩერდნენ. -მართლა კარგად ხარ? - იკითხა ოდნავ ბოხმა ხმამ. ბიჭმა თითი ნელა წამოწია წინ და გოგონას ცხვირზე, ღიმილით გადაუსვა. ემას ტანში გააჟრჟოლა და ზუსტად იცოდა რომ ეს უბრალოდ გიგას ცივი თითის ბრალი არ იყო. თავი დაუქნია და გაუღიმა. რამდენიმე წამს ერთმანეთს მიშტერებოდნენ, შემდეგ კი ყველანაირი ფორმალობის გარეშე, ემამ ბიჭს კიდევ ერთხელ გაუღიმა და შემდეგ ზურგი აქცია. უკვე კარგა მანძილით იყო ცისფერჯინსიანისგან დაშორებული, მაგრამ მის ყურებს მაინც მიწვდა ორი სიტყვა, რომლის გაგონებისასაც, ცისფერთმიანმა იფიქრა, სულ გაგიჟდა ესო. "ძალიან მიყვარსო" - ყვიროდა ოდნავ მოხი, ღიმილშეპარული ხმა და ემამ იცოდა, ამ ხმას ვერასდროს დაივიწყებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.