შეზღუდული შესაძლებლობები (2)
ყოველი დღე ერთმანეთს გავდა ივანეს მშობლებისთვის. დილიდან ღამემდე ნატალი იდგა რეანიმაციის ფანჯარასთან და უემოციო, უგრძნობი და გამოფიტული სახით და შუშის იქით უამრავ ელექტრო მოწყობილობაზე შეერთებულ საკუთარ 22 წლის შვილს უყურებდა. თითქოს გუშინ იყო სულ პატარას რომ დაატარებდა ვაკის პარკში და მთაწმინდაზე სასეირნოდ. ნეტავ დრო დაბრუნდეს და ისევ ისეთი პატარა ივანე შაახუტა. ნეტავ ეს საშინელება თავიდან ააცილა. ერთ დღეს სავადმყოფოში ფეხ მოტეხილი გოგო შეიყვანეს. ასე 19 წლის იქნებოდა. -ექიმო ხომ კარგადიქნება?-იკითხა დაახლოებით 1.70სიმაღლის ყავისფერთმიანმა შავთვალება ახალგაზრდა გოგონამ რომელიც ფეხმოტეხილს ახლდა. ერთი შეხედვით გოგო პატარას გავდა თუმცა 21წლის იყო . კანი მარგალიტივით თეთრი და მბზინვარე ჰქონდა, რომ შეხედავდი მოგიდებოდა შეხებოდი. ტუჩები სქელი, ღიმილი კი ბავშვივით უცოდველი და გულწრფელი. -კი კარგად იქნება ქალბატონო....-ექიმმა მისი სახელი არ იცოდა -ნინი. მე ნინი სანაია. -ხო ნინი. კარგად იქნება. ეკა ქვია ხომ. მას თაბაშირს დავადებთ სერიოზული არფერია უბრალოდ გაბზარულია. -ნინიმ შვებით ამოისუნთქა.ამ დროს საავადმყოფოში რაღაც საშIნელი ხმაური ატყდა . ყველა აქეთ იქეთ გაიქცა გოგონას ცნობისმოყვარეობამ სძლიია. -ნინი სადმიდიხარ?-ეკამ თავი წამოყო საკაცედან -ახლავე მოვალ.-ნინი კიბეებს აუყვა ავიდა მეორე სართულზე. ექიმები და ექთნები აქეთიქეთ ჭიანჭველებივით დარბოდნენ, გოგონას ეჯახებოდნენ. სადღაც გარბოდნენ. ნინი მტკიცე ნაბიჯით მიიკვალავდა გზას ხალხში. დერედნის ბოლოს დიდ რკინის კარზე დაინახა წითელი წარწერა ,, რეანიმაცია''. კარი ღია იყო . ექიმები გარბოდნენ და გამორბოდნენ ღია კარში. ნინი მივიდა ისე რომ კარში გამავალი ხალხისთვის ხელი აშეეშალა მხურული მხრისკენ დადგა და მინის პატარა ფანჯრიდან ოთახში შეიჭყიტა. დაინახა როგორ ცდილობდნენ ექიმები აპარატებზე შეერთებული აციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას. რეანიმაციასთან უამრავი ხალხი შეგროვილიყო. ნინი უყურებდა და თითქოს გულზე რაღაც მძიმე ლოდი დაადესო ისე იყო . თვალები ცრემლებით აევსო. ფიქრობდა... რაოდენ უსამართლო იყო ცხოვრება რომ ასეთი რამ ხდებოდა. საავადმყოფოს საწოლზე სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევდა ახალგაზრდა ბიჭს. ქერას, რომელსაც ცისფერი თვალები უნდა ჰქონოდა. მაღალი ჩანდა. გამხდარი. ამ ფიქრებიდან ნინი ხალხის ჩურჩულმა გამოარკვია. მან გაიგონა როგორ ლაპარაკობდნენ და ყვებოდენ რაღაცას , მიმაყურადა და გაიგო: ,,-როგორ გაიუბედურა თავი და გააუედურა ეს ოჯახიც ამ უტვინო ბიჭმა. -გეთანხმები გააუბედურა მაგრამ უჭკუო არ არის მეცნიერებათა დოქტოია ძალიან განათლებულია -რამნიშვნელობააქ დიდი სისულელე კი დაემართა და.'' ნინის ბრაზი ყელში მოაწვა. როგორ შეეძლოთ ასე ლაპარაკი მომაკვდავ ადამიანზე. თავი ვალდებულად ჩათვალა ჭორიკანა ,,დედაბრებისთვის'' ჭკუა ესწავლებინა. მათკენ მიბრუნდა და შუა ლაპარაკში ჩაერია: -როგორ არ გრცხვენიათ? -რა თქვი შვილო ? -იკითხა გაოცებულმა საშაულო ასაკი რიჟა ქალმა -როგორ შეგიძლიათ ასე ურცხვად აქ იყოთ და ილაპარაკოთ იმაზე თუ ვინ რამდენად სულელია მითუმეტეს მომაკვდავ ადამიანზე. სამარცხვინოა მეტი არაფეერი. ამით საკუთარ სისულელეს ამტკიცებთ სხვისას კი არა. -ნინიმ იგრძნო თუ არ გაერიდებოდა რამე ისეთს იტყოდა რომ სანანებელი გაიხდებოდა შეტრიადა და მიმღებში ეკასთან დაბრუნება არჩია. დერებნის კართან მობუნდა ერთხელ კიდევ გახედა დიდ კარს წითელი წარწერით. შემდეგ თავი დახარა და კიბეებზე დაეშვა ეკას მისახედად. -სად ხარ გოგო აქამდე -აუ გოგო ემოთ ერთი ბიჭია რეანიმაციაში -მერე შენ რა -მერე ის რომ კვდებოდა. შემეცოდა -გადარჩა ? -არ ვიცი -რაჭირდა ? -არც ეგ ვიცი. -როგორი იყო -ჩვეულებრივი.... არა არაჩვეულებრივი იყო. რაღაცგანსვავებული იყო შევხედე თუ არა მივხვდი რომ სხვებისგან განსხვავდებოდა -ყველაფერი მე როგორ უნდა მოგივარო -ეკამ მიმღაბის ექთანს დაუძახა რომელიც მისი დაქალი იყო და რაღაც უთხრა.რამდენიმე წუთი შემდეგ ექთანი დიდი ფაილით ხელშიდაბრუნდა. ეკამ ფაილი გადაფურცლაა და წაიკითხა: ,,ივანე ალექსანდრეს ძე მღებრიშვილი. 22წლის . შემოყვანილი იქნა ხერხემლის და ძვლის რვინის მძიმე დაზიანებებით. დაზიანების მიზეზი მეტერთმეტე სართულიდან გადმოვარდნა.'' -რომელისართულიდან ?-ნინის თვალები გაუფართოვდა -მეთერთმეტე. ხო აქ ასე წერია -კი მართლაც ასეა -ექთანი ჩაერია. ის უკვე ორ თვეზე მეტია აქ არის. კომაშია. ექიმები ამბობენ კომიდან თუ გამოვიდა ნვალიდად დარჩებაო. -რა საშინელებაა-ნინიმ იგრძნო ყელში ცრემლების ბურთი გაეჩხირა და ჩაახველა ამის დასაფარად -კი ნამდვილად-მხარი აუბა ეკამ ამ დროს ექიმი მოვიდა და ეკა შესახვევ ოთახში შეიყვანა. ნინიკი დარჩა მიმღებ ოთახში სკამზე მჯდომი და ფიქრობდა სასწაულებზე რომლებიც ცხრებაში ხდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.