შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრობა (ნაწილი 1)


1-09-2015, 12:02
ავტორი crete20
ნანახია 8 564

გზა აებნა,უკან ვეღარ ბრუნდება, ცაც არ მოჩანს, მარტო მზის სხივები ჩანს ისიც შორიდან. რამდენიჯერმე წავიდა სხვადასხვა მიმართულებით მაგრამ გზა მაინც არ გამოჩნდა, ნაცმობი ვერაფერი შენიშნა. გზების უშედოგო ძებნაში გზა სულ აერია და რამდნეიმე კილომეტრიც კი გაიარა. უკვე მოსაღამოვდა, რა ქნას მარტო ტყეში, თან ბინდდება. ზაფხულია მაგრამ მგლების მაინც ეშინია, ამ უღრან ტყეში მარტომ როგორ უნდა გაიტანსო თავი. აი დამწარი შეშის სუნი ეცა, ანუ იქ ახლოს ვიღაცაა, გაიხარდა, სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო.
გადაწყვიტა ადგილს ჩუმად მიახლოვებოდა, ასე ვთქვათ იქაურობა დაეზვერა. რაც იქ მისულმა დაინახა დიდად არ მოეწონა, იქ იყო ჯარისკაცების ბანაკი რომლებიც გურკვეველ ენაზე ლაპარაკობდნენ. ნუთუ საქართველოში არაა და სადმე სხვაგან გადავიდა, განა ამდენი რა იარა, თუ გაითვალისწინებდა სად იყო და რამდნეი იარა..არა არა! არ არსებობს აფხაზეთში ვარ! ახლა რა ვქნა?! დარწმუნებული ვარ ცოცხალი ვერ გადავრჩებ, ამდენი რამ მატარა, ოო არა!
ფეხის ხმა მოესმა, ვიღაც მისკენ მიიწევდა, ვიღაც კი არა რამდენიმე ადამიანი, დასამალი ადგილი თითქმის არ იყო, მაგრამ ნაინც ამოეფარა პატარა ბუჩქს, წინ ორი კაცი მოდიოდა და პირდაპირ იყურებოდნენ, მას კიდე მოყვებოდა რამდნეი, მათაც გაიარეს, აი ბოლოს კი მაღალი კაცი მოდიოდა რომელმაც მისკენ გამოიხედა, ეგონა რომ ამ დროს მისმა გულმა არსებობა შეწყვიტა, ეგონა რო ყველაფერი დამთავრდა და უნდა გამომშვიდებოდა სიცოცხლეს, წარმოიდგინა როგორ აწამებდნენ და ბოლოს მოკლავდნენ. კაცმა გაიარა, სვლა არ შეუნლებია. ნუთუ ვერ დიანახა?! არ არსებობს მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სიბნელეში ძნელი გასარჩევი იყო თუ რა ფერის თვალები ქონდა კაცს მაგრამ დაინახო რომ მან ის შენიშნა.
თვითონაც ვერ მიხვდა რამდნეი ხანი იყო მასე, გაიხსენა წარსული, მეგობრები, მშობლები, გამოემსვიდობა ყველას. გაიხსენა ირაკლი, ბიჭი რომელის მოსწონდა ახალ სამუშაოზე. საერთოდ რატომ წამოვიდნენ ექსკურსიაზე, ლაშქრობებს ვერ იტანდა, რატომ წამოვიდა? უსვამდა ამ კითხვას საკუთარ თავს და პასუხი არ ქონდა. არ იტყუება, პასუხი ქონდა, ირაკლი მოდიოდა და თვითონაც მაგიტომ უნდოდა წმაოსვლა. ფიქრებში გართულმა დაჟინებული მზერა იგრძნო, გული ისევ გაჩერდა, ისევ სიკვდილის შიში. კაცი ხმას არ იღებდა, მხოლოდ აკვირდებოდა, მარიმ ცრემლები შეიმშრალა, თავი მაღლა ასწია, თითქოს სიკვდილისთვის მოემზადა, მოწინააღმდეგეს ანიშნა მზად ვარო! კაცი ისევ არ წყვეტდა დაკვირვებას, არ ახსოსვს რამდენი ხანი უყურეს ერთმანეთს, კაცმა როგორც იქნა ხმა ამოიღო, მაგრამ მარის არაფერი გაიგონია. კითხვა ისევ გაუმეორა მისთვის უცხო ენაზე, ფიქრპბდა ეპასუხა თუ არა, აფხასური არ იცის მაგრამ შეუძლია რუსულად უპასუხოს, მაგრამ იქნებ ჯობია მოაჩვენოს თავი თითქოს არ ესმის, ან თითქოს და უცხოელია. კაცმა ახლა რუსულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი.
- საიდან ხარ? ისევ სიჩუმე მარი ჯერ კიდევ ფიქრობდა რა ეპასუხა. - კავკასიელი ხარ, ეგ დარწმუნებით ვიცი. ქართველი თუ ჩეჩენი?
-ანუ დაახლოვებით იცის საიდან ვარ. ჩეჩნები საქართვლოს მხარეზეც იბრძოდნენ და რუსეთის მხარეზეს საქართველო რუსეთის ომის დროს, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ორივე შემთხვევაში არ ესიამოვნება ჩემი წარმომავლობა. იქნებ უთხრა რომ ჩეჩენი ვარ, მათი უმეტესობა და დაქირავებული მკვლელები მაინც რუსეთს ეხმარებოდნენ საქართველო-აფხაზეთის ომში, თუმცა ეს ომი რუსეთ და საქართველოსშორის მოხდა რეალურად. ერთი ფაქტორის არის, დამინახა, მერე უკან დაბრუნდა და ეხლა მელაპარაკება, ხომ შეეძლო ვინმესთვის ეთქვა?! მაგრამ არ თქვა, მარტო დაბრუნდა. დამალვა არ ღირს მე ქართველი ვარ და ჯობია ისე მოვკვდე როგორც ქართველი. ფიქრებიდან მისმა ბოხმა ხმამ გამოიყვანა.
-დაყრუვდი?
-ქართველი ვარ! მედიდურად შეხედა კაცს, მხრებში გასწორდა და თვალს არ აშორებდა.
- გამბედავი ყოფილხარ, კაცმა ჩაიცინა. -ის თუ იცი ეხლა რომ აფხაზეთში ხარ?
-ვიცი
-მერე, არ გეშინია? მარის, ამ წუთას არ ეშინდა, ამ აცს რაღაც ისეთი ქონდა რაც შიშს უქარწ....ბდა.
-შენი არა. კაცს გაუკვირდა, წარმი მაღლა აზიდა. ეტყობოდა რომ ჭრელი თვალები ქონდა.
-აბა ვისი გეშინია?
-იმაი, ტავი ბანაკისკენ გაატრიალა.
-მართლი ხარ ისინი მართლაც საშიშები არიან. აქ რას აკეთებ?
-დავიკარგე, გზა ამებნა.
- მაგარ ადგილას მოხვედრილხარ. ერთხან დაფიქრდა, მერე გააგრძელა-ეხლა ერთ ადგილას წაგივან დილამდე იქიდან ფეხს არ მოიცვლი, როგორც კი გათენდება მოვალ და წაგიყვან. მარიმ გაკვირბენულმა შეხედა.-რაიყო აქ დარჩენა გინდა? ზაან გაინტერესებს იმის ნახვა თუ როგორ გაგაუპატიურებს ოცი ან ოცდაათი კაცი? მარი უცბად გამოფხიზლდა, ჯობდადა გაჰყოლოდა, მეტი გზა არ ქონდა, ესეც ასე კარგად რომ მოექცა გაუკვირდა. მის გარდა სხვა გზა არ აქვს.
-კი რთქმა უნდა შენთან წამოვალ.

***
დილით ხელის შეხებამ გამოაღვიზა, დაბალ ხმაზე წამოიკივლა, კაცმა კი ხელი ააფარა პირზე.
-სულ გაგიჟდი გინდა გაიგონ?
-შემეშინდა.
-კარგად კი გეძინა, არ შეგეშინდა?
- არ ვიცი როგორ ჩამეძინა, ალბათ ძლაიან დაღლილი ვიყავი.
- რომელ რეგვენს მოაფიქრდა ექსკურსია საქართველოს და აფხაზეთის საზღვარზე?
-აფხაზეთი საქართველოა! გაუაზრებლად წამოიყვირა. მერე კი ინანა მის გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა. ეს არ უნდა ეთქვა მაგრამ გვიანია.
-ზღაპრების გჯერა როგორც სჩანს. საქართველოსა და აფხაზეთს შორის გადასარევი ურთიერთობა არასდორს ყოფილა.
-მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ აფხაზეთი საქართველო არაა, საქართველოში არის ბევრი ეტნიკური ჯგუფი. კოლხეთის სამეფო აფხაზეთსაც მოიცავდა და იყო დრო როცა არსებობდა აფხაზეთი სამეფო და მისი დედაქალიქი ქუთაისი იყო. მე ვთვლი რო აფხაზი ისეთივე ქართველია როგორც, სვანი, იმერელი მეგრელი და მთიული.
- მორჩი გაიგე! ჩემი კეთილდღეობით ნუ სარგებლობ. მორჩი ამაზე ლაპარაკს. იცოდე აქ დაგტოვებ და ნახავ რაც მოგივა. ერთი გულუპრყვილო გოგო ხარ რომელსაც ზღაპრების სჯერა.
მარის შეეშინდა მართლა არ მობეზრებოდა მისი ლაპარაკიდა მართლა იქ არ დაეტოვებინა, ამიტომ გაჩუმება ამჯობინა. უსიტყოდ ადგა და და ანიშნა მხად ვარო.
-მოიცადე. უკან დაეწია მბრძანებლური კოლო. მისი ხმა რაღაც დონეზე შიშს გვრიდა, მკაცრი იყო და უხეში. ჩანთიდან შავი ნჭერი ამოაძვრინა და გაუწოდა, - ეს მოიხურე ისე რომ მარტო თვალები გიჩანდეს. რომ გაიგებნ რომ ქართველი ხარ ჩემი წოდება ვეღარ გიშველის. რაც არ უნდა მოხდეს ხმა არ ამოიღო, გავითამაშებთ ვითომ მუნჯიხარ, გაიგე?
- კი გავიგე. დიდი მადლობა.
- როგორც იქნა რამე ჭკვიანური თქვი. მარიმ გაბრაზებით შეხედა,
- დაუნახავი არ ვარ. ცოტახანს გაჩუმდა,მის სახეს დააკვირდა, მოკლედ შეჭრილი მიწის ფერი ტმა ქონდა, ჭრელი ლურჯი თვალები, საჩუალო სხვირი და დიდი ლამაზი ტუჩები. უცებ ფიქრებიდან გამოერკვა, “რა ტუჩები“ დაისვა კითვა თავის თავს.- მე მარი მქვია, უთხრა და გაუღიმა.
-მე არ მიკითხავს. მარის ღიმილი სახეზე შეეყინა. ველური გაიფიქრა გონებაში.

ალბათ ერთიი საათის გზა ექნებდა განვლილი რომ დაინანხეს მათკენ მომავალი მანქანა, კაცმა მანქანა გააჩრა და მიესალმა. როგორც სჩან იციან მისი დიდი წოდების შსახებ. მარიც შეათვალიერეს და წავიდნენ.
მანქანაში ხმა არცერთს არ მოუღია, გზას უყურებდა და ხეებს ითვლიდა, სისულელეა მაგრამ ამას ბავშვიბასი აკეთებდა. მერე აღარაფერი ახსოვს. კიდევ ვიღაცის ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.
-მოვედით დადმოდი.
-სად?
-ჩემთან სახლში? მარიმ გაოცებულმა შეხედა.
-აბა რა გეგონა საქართველოში გადაგიყვანდი?
-არა მაგარამ...
-კაი კაი, მოკლედ სახლში გავაფრთხილებ, აქ არ ვიცი რამდნეი ხანი დაგტოვებ, გადაგიყვან საქართველოში რაც შეილება მალე. ჩემიანები პრობლემა არაა მაგრამ მეზობელი თუ ჩემოვიდა ხმა არ მოიღო, ერთი სიტყვაც საკმარისია და მიხვდებიან რომ ქართველი ხარ, ქართლ აქცენტს ნებისმიერი აფხაზი და რუსი არჩევს. და კიდევ, ეზში ნუ გამოხვალ თავსლი გარეშე, გეტყობა რომ ქართველი ხარ.
- მაშ რატომ მკითხე ჩემი ეროვნება თუ ყველაფერი მეტყობა?
-მაინტერესებდა თუ დმალავდი ქართველობას. ის მანქანიდან გდავიდა და მარიც უკან მიყვა. სახლი დიდი იყო,ეტყობოდა რომ შეზლებული ოჯახი იყო, ეზო გაიარეს და მან ზარი დარეკა, ყველს გაუხარდ ამისი ნახვა, ყველა კისერზე ეკიდებიდა, ერთმანეთის მოსიყვარულებას რომ მორჩნენ, ახლა მას დაუწყეს ყურება, მისგან ითხოვდნენ პასუხს.
-დედა, მამა ეს მარია. როგორც სჩანს კარაგდ დაუმახსოვრებ ვაჟბატონს მისი სახელი.
- ქართველი! მკაცრად წარმოთქვა მისმა მამამ. -აქ რა უნდა ანდრონიკე? ალბათ რუსულა დიმიტომ გააგრძელა ლაპარაკი რომ მარის გაეგო.
ანდრონიკე, ანუ ანდრონიკე ქვია, სულაც არაა აფხაზური სახელი. ახლა ხანში შესულ მამაკაც გადახედა და მის მრისხანე თვალების შეეშინდა. მექანიკურად უკან დაიხია და ანდრონიკეს ზურგსუან დადგა, თან მკლავზე ხელი მოკიდა, ანდრონიკემ მას დახედა და მერე მამას მიუტრიალდა.
-მამა დაწყნარდი კარგი.
-დავწყნარდე? როგორ ?
-მამა, დაიკარგა, აფხაზეთში გადმოვიდა ტყით, გზა აებნა, ჩემს ბანაკთან მოვიდა. რა მექნა იქ დამეტოვებინა? ხო იცი რასაც უზამენ ქართველს?! არაკაცი არ გაგიზრდივარ მამა და ნუ მოითხოვ ჩემგან არაკაცულ საქციელს.
კაცი გაჩუმდა, -მართალი ხარ, არაკაცად არ გამოზრდიხარ! იზრუნე იმაზე რომ მალეწავიდეს აქედან.
მარი ისევ მის უკან იდგა და მკლავზე ყავდა ჩამოკიდებული. ზუსტად ჩამოკიდებული იმიტომ რომ მკერდამდე თუ სწვდებოდა მას. მერე ანდრონიკემ დედას რაღაც უთხრა და მარის უბიძგა მისთვის გაურკვეველი მიმართულებით. თავი სამზარეულოსი ამოყო.
-მიდი ჩამე, მაცივარჩია ყველაფერი.
-არ მშია.
-როგორც მახსოვს გუინ დაიკარგე, სადგაც ნაშვაადღევს, ანუ ოცდა ოთხ საათზე მეტია გასული, ნუტუ არ მოგშივდა? მარიმ ჯიუტად თავი გააქნია.
- კაი წამოდი მაღლა.
-მამაშენს რატომ არ უყვარს ქართველები? რამე მოხდა?
-კი მოხდა, მისი ერთადერთი და მისი გაძრდილი, 18 წლის ძმა მოკლეს ქართველებმა ომში. ეხლა ხომ ხვდები რატომ ქონდა ასეთი რეაქცია.
მარი გაჩუმდა, არაფერი უპასუხია. მას გაჰყვა და კიბეებს აუყვა. ანდრონიკე ოთახის წინ გაჩერდა, მარის თავისი უთახი უჩვენა და თვიტინ გვერდით ოთახში შევიდა.
ვერ დაიძინა, ოთახსაც არ ქონდა საკეთი, აქ ნამდვილად ვერ დაიძინებდა, ლოგინზე წანოჯდა და კარს დაუწყო ყურება. არ ახსოვს როდის ჩაეძონა მაგრამ უეცრად გამოეღვიზა და გრძნობდა რომ ვიღაც იყო მასზე მიშტერებული, ტუმბოზე დადებული ლამპაა აანთო , მაგრამ იქ არავინ იყო, მერე კანკალმა აიტანა, არა ასე სულ გაგიჯდება. საწოლიდან გადმოვიდა და ანდრონიკეს ოთახისკენ აიღო გეზი, კარი ფრთხილად შეაღო, ოთახი უზარმაზარი იყო, იქ კი ერი საწოლი, ერტი კარადა, ერთი ტუმბო და სამუშაო მაგიდა იდგა სკამით. ამხელა ოთახში მეტი არაფერი, უცნაურად მოეჩვენა. კარი ფრთხილად დაკეტა არ უნდოდა გაეღვიზებინა, სკამზე ვერ დაიზინებდა, ამიტომ საწოლის ბოლოში, ანდრონიკეს საწინააღმდეგო მხარეს ორადმოიკეცა და პლედი დაიფარა, ნატრობდა რომ ანდრონიკეს არ გაღვიძებოდა. არ იცოდა მას რა რეაქცია ექნებოდა ამაზე, ნეტა გააგდებდა? არა ცუამდ უნდა იყოს და არ გაინძრეს თორემ იქ შიშით გული გაუსკდება.
როდის ჩაეძინა არ ახსოვს მაგრამ ისევ იმ შეგრძნებამ გააღვიძა თითქოს ვიღაც უყურებდა, თვალები გაახილა და მას თავზე ანდრონიკე ედგა.
-აქ რა გინდა. უხეშად კითხა ანდრონიკემ
-მე,მე...
- გისმენ
-მე ვიღაც მითვალთვალებდა და შემეშინდა.
- ვიღაც გითვალთვალებდა?! დაეჭვებით კითხა ანდრონიკემ
-ხო მართლა მითვალთვალებდა, ხომ გრძნობ არა ვიღაც რომ გითვალთვალებს და გეღვიზება, ახლაც ასე დამემართა.
- ანუ მშიშარა ხარ, დასცინა ანდრონიკემ.
- არ ვარ მშიშარა, მე გამომძიებელი ვარ
-ოჰო, ვიმ მყოლია სახლში, ბრალდებისთვის ხომ არ დამაკავებ გამომძიებელო, დასცინა ანდრონიკემ? მარიმ არაფერი უპასუხა. - ხო კაი,დედაჩემმ ხომ მოგცა ტანსაცმელი, მიდი ჩაიცვი უნდა ვივახშმოთ.
-მამაშენს რომ არ მოვწონვარ იქნებ აქ ვჭამო.
-ქვემოთ გელოდები! ბრძანებსავით გაისმა მისი ხმა.

ქვემოთ სადღაც ათი წუთის მერე ჩავიდა, ყველა მაგიდის გარჩემო იჯდა, ანდრონიკეს დედ მამა და მისი პატარა ძმა, რომლის ტანსაცმელიც ახლა მას აცვია.
ანდრონიკემ სკამი გამოუწია თავის გვრდით და ანიშნა დაჯექიო. ყველამ დაიწყო ჭამა, ის კი პირს არაფერს აკაებდა.
- საჩმელი არ მოგწონს? მამის ხმა ისეთი მკაცრი იყო რომ ხელიდან ჩანგალი გაუვარდა, რომელიც რამდნეიმე ხნის წინ აიღო საჭმლის გადასაღბათ და შეშინებულმა ვერაფერი გააკეთა.
ჯერ ანდრონიკეს გახედა, რომელისთვისაც ღიმილს გაეპო სახე, მერე ისევ მის მამას გახედა და ბორზიკით წარმოთქვა- არა, კი, კი მომწონს.
-მაშ რატომ არ ჭამ?
-ვჭამ, გადავიღებ ეხლა, ხელის კანკალით გადაიღო ყველის ნაჭერი, მერე პური. ჩაი აიღო და პირთან მიიტანა ამ დროს რომელიღაცას დანა დაუვარდა ძირს და ხმაურზე ისევ შეეშინდა და ჩაი ზედ გადაისხა. სხამიდან სასწრაფოდ ადგა და ორი ზომით დიდი მაისურის კანიდან დაშორებას შუდგა. ანდრონიკე სასწრაფოდ ადგა, მას ხელი ჩაჰკიდა და მეორე სართულზე აბაზნაში აიყვანა.
-გაიხადე მაისური. მარის არ უნდოდა მის წინაე ბუზგალტერის ამარა ყოფა და მისი ნათქვამი დააიგნორა. ანდრნისკე მას თვითონ გახადა მაისური. -ნუ გრცხვენია, არაერთი ქალი მინახავს შიშველი და არც ისეთი ფორმები გაქვს რო გადავირიო. მარი წამოწითლდა, სიბრაზემ და სირცხვილმა დაუარა. - ნუ გეშინია ჩაი არც ისე ცხელი იყო, რომ ჩავედი მაჩინ დასხა დედაჩემმა, ახლა კბილის პასტას წაგისვამ და მალე გადაგივლის. ანდრონიკე მას ნაზად უსვამდა, გულმკერდზე კბილისპასტას, სახეზე ისევ ისეთი ცივი იყო.
-რომ თქვი წუხელ გიღაც მიყურებდა,ვინ იგულისხმე?
-არავინ
-მარი!
-მეგონა მამაშენი მიყურებდა.
-ასე ძაან გეშინია მამაჩემის.
-ხო, მარიმ თავი ჩახარა და ისე უპასუხა, მაინც რცხვენოდა.
-ანდრეი კარგადაა?დედას აინტერესებს. ანდრონიკეს კატარა ზმს ხმა მოესმა. ანდრომიკემ რაღაც აფხაზურად უპასუხა და პატარა ძმამ სიცილი ატეხა.
მარიმ გაბრაზებულმა შეხედა. -რა უთხარი?
ანდომიკემ სიცილი ატეხა, რა სიმპატიურია რომ იცინის, მაგრამ მაინც უჯმური და ცივია.
-უტხარი რომ ყველაფერი კარგადაა, მამაჩემისადმი შენს შიშს თუ არ ჩავთვლით.
-მამაშნემა რომ გიგინოს?
-არ ჩირდება გაგონება, ხვდება რომ მისი გეშინია.
-ცუდი ბიჭი ხარ!
-მადლობა ომპლიმენტისთვის
-კომპლიმენტად რომელი სიტყვა მიიღე?
-ბიჭი. მარის გაეცინა. ეტყობა ანდრონიკე ოცდა ათ წელს რომაა გადაცილებულია.
-რამდნეი წლის ხარ ანდრონიკე?
-შეგიზლია დედაჩემის და ჩემი ძმის ნაირად ანდრეი დამიძახო, ანდრონიკეს მარტო მამა მეძახის, მეტი არავინ.
-მე ანდრონიკე მომწონს.
-მოგწონს? წარბი მაღლა აზიდა ანდრომიკემ. მარიმ ახლა გააცნობიერა რა თქვა და წამოწითლდა, სასინლად შერცხვა.
- საუბარი ნუ გადაგაქვს, რამდენი წმის ხარ? ანდრონიკეს ჩაიეღიმა.
-ოცდა თხუთმეტის. მარის ცოტა გაუკვირდა
-რა იყო?
-არაფერი
-ბებერი ვარ? წეღან არ მითხარი ბიჭიო
-არა არ ხარ, მგონი აღარ მეწვის.
-ხო კარგი, მაისური ჩაივცი და მოგვიანებით ჩამოიბანე კბილის პასტა, ახლა წამოდი და გავაგრძელოთ ჭამა.
-არა მრცხვენია. ანდრონიკემ ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით წაიყვანა.
მაგიდასთან დაძაბული იჯდა, არ უნდოდა მისი მამისკენ გაეხედა. ანდრომ სკამი გაწია და ადგა,
-ეხლა პატარა საქმე მაქვს უნდა გავდე, მოვალ მალე გაიგე. ჩემს ოჭთახში კომპიუტერია და გაერთე.
მთელი დღე ანდრო არ გამოჩენილა, მარიმ კი მთელი დღე მის ოთახში გაატარა, რამდენიმე ფილმს უყურა, მერე ისიცმობეზრდა და საწოლზე იწვა რამოდენიმე საათი. რა ანდრო?ნუთუ მას ახლა ანდრო დაუძახა?! არა ასე არ შეილება, მერე მის თვალწინ რო წამოცდეს. ოთახი დაუკაკუნებლად შემოაღეს, მარის ცოტა არ იყოს შეეშინდა, კარში ანდრონიკე გამოჩნდ და მარის დანახვა იქ გაუკვირა.
-შენ აქ ხარ?
-არა
-აბა სად ხარ? ანდრონიკეს გაეცინა.
-ხელს გიშლი აქრომ ვარ? ის დაფიქრდა
- არა , ჩემთვის სულერთია, საწოლს მიუახლოვდა, ცნობისთვის ეს ჩემი მხარეა. მარი მეორე მხარეზე გადაიწია და ადგილი დაუთმო. ანდრონიკემ საათი მოიხსნა და ტუმბოზე დადო, მას საფულცე მიაყოლა. მერე პერანგი გაიხადა ,ქამრის შეხსნც დაიწყო "არაა, ეხლა ამას აქ უნდა გაიხადოს?“ მარი ზურგზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა, ანდრონიკე მისი პერსონალური სააბაზანოკენ დაიზრა, კარის გამღების ხმა რომ გაიგო მერეღა გახედა და მისი განიერი და ოდნავ დაკუნტული ბეჭები დაინახე, ცოტა წამოწითლდა, ეხლა რომ მას გამოეხედ და მის თვალიერებაშჰი გამოჭირა ნამდვილად გული გაუჩერდებოდა, ისევ ჭრს მიუბრუნდა და არაფერს დაუწყო ყურება.



№1  offline წევრი crete20

mzesumzira
საინტერესოა რამ მოგაფიქრა ეს სიუჟეტიი.
ლაიქ ით!! love


მინდოდა ყოველთვის დამეწერა რამე აფხაზებზე..ვფიქრობ რეალურ ცხოვრებაშიც საინტერესო იქნება. ვიცი ისტორია გოგონაზე რომელიც აფხაზეთში დაიკარგა, ანუ იქით გადავიდა მაგრამ არავის შეხვედრია, ქართველებმა დროზე იპოვეს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუ ძაან მომეწონა... რაღაც გადასარევი ისტორიაა... ასე გააგრძელე ძალიან მაგარი სიუჟეტია...

 


№3  offline წევრი cassie

მოკლედ მგონი ჩემი ფავორიტი ავტორი ხდები ამ საიტზე wink მოკლედ ველოდებიი მოდევნო თავს ძალიან საინტერესოა.. love

 


№4  offline წევრი crete20

cassie
მოკლედ მგონი ჩემი ფავორიტი ავტორი ხდები ამ საიტზე wink მოკლედ ველოდებიი მოდევნო თავს ძალიან საინტერესოა.. love



მადლობა

უცნობი ქ
აუუუ ძაან მომეწონა... რაღაც გადასარევი ისტორიაა... ასე გააგრძელე ძალიან მაგარი სიუჟეტია...


მადლობა :*

 


№5  offline წევრი optimistii...

Au dzaliaan momwons <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

აუ შენ რა კარგი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent