შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 5)


1-09-2015, 15:17
ნანახია 2 359

დიდხანს,ძალიან დიდხანს ჰქონდა ჩემი ხელი თავისაში მოქცეული და მე უხერხულობისაგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.სერგომ,რომ ჩაახველა მხოლოდ მაშინღა მოვიფიქრე და ხელი გავინთავისუფლე.ლოყებახურებულმა რაღაც ჩავიბუტბუტე და სამზარეულოში გაქცევით ვუშველე თავს.უმცროსი ამირეჯიბი ფეხდაფეხ მომყვა და კარი მიხურა.
-რა იყო ეს?-კითხვანარევი მზერა მტყორცნა.მე მხრები ავიჩეჩე და წყალი დავლიე.
-რა არ იცი.ნეტა თქვენი თავისთვის შეგეხედათ.ისეთი სიტუაცია შეიქმნა,სერგო,რომ არა უხერხულობისაგან იქიდან გამოვიქცეოდი.
-აბუქებ ნატა.ჩვენ უბრალოდ ზრდილობიანად გავიცანით ერთმანეთი.
-და ასევე ზრდილობიანად გეჭრათ ერთმანეთის ხელები,რამოდენიმე წუთის განმავლობაში.სიმართლე მითხარი, ამ კაცს იცნობ?
-არავისაც არ ვიცნობ.პირველად ვხედავ და საერთოდ რას გადამეკიდე,არ მომწონს მე ეგ შენი მირზა.უხეში ვინმეა.
-ნეტა შენ რა იცი,როგორია.
-ერთი შეხედვითვე ჩანს რაცაა.
-და რა არის ამისთანა?-გადაიხარხარა მან.
-ერთუჯრედიანი ამება-გადავიხარხარე მეც.
სამზარეულოს კარებში სერგო გამოჩნდა.
-ჰე,ახლა გამოავლინეთ თქვენი სტუმართმოყვარეობა და გაშალეთ სუფრა.მშია, მოვკვდი კაცი.
-რა დროს ჭამაა სერგო,თორმეტი დაიწყო-შევეეწინააღმდეგე და სკამზე ჩამოვჯექი.
-თუ ღმერთი გწამს ახლა ნატასავით ნუ დაიწყებ შენც.ჭამას დრო არ სჭირდება.მთავარია ჩემსავით, - მგელივით გშიოდეს.
-ადექი ნინა ფეხზე,თორემ მე ვიცი ეს ჩვენ გადაგვჭამს.
სუფრა სწრაფად გავაწყვეთ.მე მაცივრიდან ვზიდავდი საჭმელებს და თეფშებზე ვაწყობდი,ნატალი კი ოთახიდან ოთახში დარბოდა და საჭმელს მიმტანივით დაატარებდა.
-მორჩა-გამოცარიელებულ მაცივარს შევხედე.
-ძალიან კარგი.გავიდეთ.
-არა-სწრაფად გავაჩერე მე,-მე იქ გამოსვლას არ ვაპირებ.
-რას ქვია არ აპირებ-დოინჯი შემოირტყა.
-ასე ნუ მიყურებ.იცი,როგორიც ვარ.ხომ იცი თავს ვერ შევიკავებ და რამე ისეთს ვეტყვი,რაც მერე ცუდად დამთავრდება.
-არაფერსაც არ ეტყვი და საერთოდ თუ ასე ძალიან არ მოგწონს,უბრალოდ დააიგნორე და მორჩა.
-დააიგნორე კარგია-ამოვიოხრე მე.
-ნამდვილად.თანაც,როგორი სიმპატიურია-თვალი ჩამიკრა და კისკისით გაიქცა.
ამოვიოხრე.ხელები ჰაერში ავაფრიალე, „ღმერთო შენ მიშველე“-თქო წამოვიძახე და მეც უნდა გავყევი.მისაღებში სიტუაცია შეუცვლელი დამხვდა.სერგო თავისი მეგობრითურთ,მაგიდას მიჯდომოდა და ყბებს გემრიელად აქნევდა.ბატონი მირზა ტელეფონს ჩაჰყურებდა და წვენს დროგამოშვებით წრუპავდა.
-ნინა მოდი ჩემ გვერდით დაჯექი-თავისთან მიმიპატიჟა სერგომ.

-ნინამ მუშაობა დაიწყო-უხერხული სიჩუმე ნატალიამ დაარღვია.
-ვა,მართლა ტო?-გულწრფელად გაუხარდა უფროს ამირეჯიბს და გულზე მიმიხუტა.
-ვნახოთ.ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა გამოვა-თავი დავიზღვიე მე.
-რა სამუშაოა?-ინტერესით ჩამეძია სერგო და ღვინო მოსვა.
-საროსკიპოში დამლაგებლად ამიყვანეს-გახუმრება ვცადე და სიცილი შევიკავე.
სერგომ ხელი გამიშვა და გაფართოებული თვალებით ამათვალიერა.მირზამ რამოდენიმე წუთით ტელეფონს თვალი მოწყვიტა და მანაც მე შემომხედა,არეული მზერით.მე აფხუკუნებულ ნატას თვალი შეუმჩნევლად ჩავუკარი და ვანიშნე არაფერი ეთქვა.
-რას ბოდიალობ ტო-თავზე ხელი გადაისვა სერგომ.
-რატომ?-ვითომ გაკვირვებულმა ვიკითხე.
-რა საროსკიპო,შენ „ვაფშე“ აზრზე თუ მაინც ხარ მანდ რეები ხდება.
-ნუ დაგავიწყდება,რომ დამლაგებლად იწყებს მუშაობას-ნიშნისმოგებით გადახედა ნატამ თავის ძმას.
-შენ გოგო გიჟი ხო არ ხარ-ყვირილი ატეხა სერგომ და ფეხზე წამოხტა.ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა მირზაც.
-რა გაყვირებს ბიჭო,ნორმალური ხარ?-ყვირილი არც ნატამ დააკლო და პირზე ხელი აიფარა,სიცილის ჩასახშობად.
-ხუმრობს-მხარზე ხელი დაადო მირზამ მეგობარს და სკამზე დააბრუნა.
-მეხუმრება ახლა მე რამე?-თავის დაძვრენა ვცადე.
-ადამიანის ბუნებას კარგად ვიცნობ ნინა,-ჩუმი ხმით ამოილაპარაკა და წინ დამიდგა-ვიცი,ვინ როდის იტყუება.
-ყველა ადამიანს განსხვავებული ბუნება აქვს ბატონო მირზა-ზრდილობის ფარგლები დავიცავი მე.
-მაგრამ ყველას ერთნაირად არ შეუძლია ტყუილის კარგად შენიღბვა.შენ ტყუილის თქმა არ შეგიძლია ნინა-გამოკვეთილად წარმოთქვა ჩემი სახელი და ჯიბიდან აზუზუნებული ტელეფონი ამოიღო.ახლავე მოვალო,დაიბარა და აივნისკენ წავიდა.
-ძმობას გაფიცებ მითხარი,მართალს ამბობ თუ არა.
-დამშვიდდი სერგო.ბავშვი ავიყვანე...
-რა ბავშვი აიყვანე გოგო.თავი უნდა მომაკვლევინოთ თქვენ მაინც და მაინც?-სიტყვის დამთავრება არ მაცადა ისევ წამოენთო.
-ღმერთო დამამთავრებინე-ტონს ავუწიე მეც-ბავშვი ავიყვანე ინგლისურში მოსამზადებლად.
-კიდევ კარგი-შვებით ამოისუნთქა და ჩამეხუტა.
-ჰეი, მე?-უკმაყოფილება გამოხატა ნატამ და ხელები გულზე დაიკრიფა.
-მოდი ხო-ხელები გაშალა სერგომ და ისიც თავის მარწუხებში მოიქცია.

-მაპატიე სერგო,უნდა წავიდე-ოთახში დაბრუნებისთანავე მირზა ქურთუკს დასწვდა და წასასვლელად მოემზადა.
-ხო მშვიდობაა?-დაინტერესდა სერგო.
-მშვიდობაა,თუ ამას მშვიდობა ჰქვია.ნელიმ დამირეკა,მგონი ისევ პანიკური შეტევა აქვს.მოკლედ წავედი რა.ხვალ გნახავ.
მირზა წავიდა.მე შვებით ამოვისუნთქე და სავარძელში თავისუფლად ჩავჯექი.
-ასე მგონია,სუნთქვა მხოლოდ ახლა დავიწყე.
-რა იყო ნინა,ისე მოგეწონა,რომ სუნთქვაც კი დაგავიწყდა?-გადაიხარხარა ნატალიმ.მე თვალები დავუბრიალე და ბალიში გავუქანე.
-კარგი რა იყო,მერე რა მოხდა.შესანიშნავი ბიჭია.მაღალი,სიმპატიური,თან რა ბარიტონი აქვს...
-ბიჭი კი,როგორ არა.მამად მეკუთვნის.
-რა მამად.შენზე ოთხი-ხუთი წლით დიდი იქნება.
-არა,უფრო დიდი შეხედულება აქვს.თანაც მის ასაკში გულის შეტევებია ხშირი.არ შემიძლია,მასეთს ვერ გავუძლებ.
-მოასწარით გაჭორვა ხო?-გვერდით მომიჯდა სერგო.
-სერგო,რამდენი წლისაა მირზა?-სწრაფად იკითხა ნატალიმ.
-მალე ოცდაათის ხდება.რა არის რო?
-ხედავ?-ახლა მე გადმომხედა ამირეჯიბმა-სულ რაღაც ოთხი წელი.
-რა ხდება?-ახლა მე მომიბრუნდა სერგო.
-მგონი შენი და გელოვანს მირიგებს.
-სულ ტყუილად-ტუჩის კუთხეში ღმილი შეეპარა.
-რატომ ვითომ?-დავინტერესდი მე.
-პირველი იმიტომ,რომ ის შენნაირ ქარაფშუტას არასდროს შეხედავს-თავზე მაკოცა მან და თვალებით მთხოვა ნერვები დაიმშვიდეო.
-მე ხომ რას ამბობ,სულ კისერზე ვეკიდები-ნაწყენმა ამოვიტირე.არ ვარ მე ქარაფშუტა.
-და მეორე?-ჩემი დამშვიდება სცადა ნატამ.
-მეორე ის,რომ მირზას ცოლი ჰყავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent