შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკოტიკი და სექსი


2-09-2015, 00:39
ავტორი molli
ნანახია 4 796

თავი საშინლად მტკივა გეგონებათ შიგნით ბომბი ააფეთქესო, ქუთუთოები დამძიმებული მაქვს ამიტომ მიჭირს თვალების გახელა, მუსიკის ხმა მესმის. მუსიკა ნელია მაგრამ სასიამოვნო, საკმარისია მხოლოდ 7 წამი უსმინო ყურადღებით და ის მთლიანად გაგიტაცებს.
თავს მაღლა ვწევ, თვალები ისევ დახუჭული მაქვს. წამოვჯექი და დივნის საზურგეს მივეყრდენი. თავი უკან გადავწიე და ნელნელა გავახილე თვალები. დღესაც ის დავინახე რასაც ყოველი გამოღვიძების მერე ვუყურებდი. კარგად მოწყობილი ბინა და მდიდრული ნივთები. მშობლებმა ეს სახლი მაშინ მიყიდეს სანამ გადაწყვიტავდნენ რომ მე მათი შვილი აღარ ვარ. და უკვე 2 წელია მათგან სიტყვაც არ გამიგია.საბედნიეროდ მე მათი ერთადერთი შვილი არ ვარ და ჩემს მშობლებს ჩემი დის და ჩემი ძმის იმედი აქვთ. მესამე კი მათთვის ზედმეტია. ადგომა ვცადე მაგრამ სხეულს ვერ ვწევდი. ვერ ვიმორჩილებდი ამიტომ ისევ დავჯექი და სახლის დათვალიერება დავიწყე (ამას თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი). სახლი დიდია ძალიან დიდი. მაგრამ არცისე სუფთა. ყველგან ჩემი ნივთები ყრია. თვეში ერთხელ აქ მოსამსახურე მოდის რომელიც მშობლებმა დამიქირავეს იმდღეს როცა წავიდნენ. ის ყველაფერს ალაგებს საჭმელს აკეთებს და მიდის. მას არიანა ქვია და დაახლოებით 50 წლისაა.მე და არიანა კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის ჩემთვის დედაზე ძვირფასია. დღეს უნდა მოვიდეს და გემრიელ საჭმელებსაც გამმიკეთებს.
მე კი ჯოშ ჰემინგსი ვარ 24 წლის და მე ნარკომანი ვარ. სწორედ ამიტომ თქვეს ჩემმა მშობლებმა უარი ჩემზე. მათ მაშინ მიმატოვეს როცა მჭირდებოდნენ ზურგი მაქციეს, ასე მოვიქეცი მეც, ისინი სამუდამოდ ჯანდაბაში გავუშვი. ახლა ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ორი რამ არსებობს. ნარკოტიკი და სექსი. მე მხოლოდ ეს მაქვს და სწორედ ამიტომ არ ვოცნებობ. სწორედ ამიტომ არ ვაძლევ თავ უფლებას რომ ნამდვილ ცხოვრებაზე წამითაც კი ვიფიქრო. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე რომ საათობით მფიქრობ ამაზე. როცა მახსენდება რა სასტიკად მომექცა საკუთარი დედა და მამა მე უბრალოდ კიდევ ერთხელ შემოვიჭირებ ზონარს ხელზე და ნარკოტიკს ვენებში შევუშვებ. სწორედ ამიტომ მიყვარს ნარკოტიკი, მავიწყებს რეალობას, და ვცხოვრობ იქ სადაც მარტო მე ვარ, და ჩემს გარშემო მოტრიალე ოთახი. როცა თვალებს ვხუჭავ მაშინ ყველაფერი სხვანაირადაა შავი ფერის მაგივრად სხვადასხვა ფერებს ვხედავ. ან უბრალოდ შემიძლია წარმოვიდგინო ნებისმიერი რამ და ამას 3D-ში ვუყურო. ნარკოტიკი თავზე საყრელად მაქვს. ეს ჯერ კიდევ მაშნ შევიძინე როცა ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. შემიძლია თამამად ვთქვა რომ თუ ამ ნარკოტიკს გავყიდი მილიონერი გავხდები.
სექსი კი გასაოცარია. მაშინ როცა არ გიყვარს და არაფერს გრძნობ მის მიმართ ეს უფრო იოლია. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. და ეს არის ჩემი ცხოვრება. ძილი ნარკოტიკი და სექსი.
თავს ძალა დავატანე და დივნიდან წამოვდექი. სამზარეულოში შევედი წყალი დავისხი თუმცა არ დამილევია მაგიდაზე დავდგი და ისევ მისარებში გამოვედი. დივანზე დავჯექი. და ისევ ფიქრი დავიწყე. თავში ატასი რამე მიტრიალებს, ატას რამეზე ვფიქრობ. ვცდილობ ფიქრები ანბანის მიხედვიტ დავალაგო და მერე ყველა მათგანზე თანმიმდევრობით დავიწყო ფიქრი. მაგრამ ფიქრი და მწუხარება რომელიც 2 წელია თან დამსდევს მშობლებია. დედა რომელმაც 9 თვე მუცლით მატარა და 22 წელი მზარდა 15 წუთიც არ დაფირებულა იმაზე რომ შეიძლებოდა მე მისი დახმარებით დამევიწყებინა ნარკოტიკები და ისევ ჩვეულ ცხოვრებას დვბრუნებოდი. მაგრამ არა, მან პირში მითხრა რომ ნაგავი ვარ მეტიც მან ჩემზე ხელი აწია რამდენჯერმე სახეში გამარტყა. მაშინ მეგონა რომ ის მაინც იბრძოლებდა ჩემ გამო და მოვუთბინე. მაგრამა არა. მან ისევე მიმაგდო როგორც ძაღლი. და ახლა ვინარის ჩვენ ორს შორის ნაგავი? სახლიდან მაგდებდა. ჩემ დაუკითხავად ჩემი ნივთები ჰჰქონდა გამზადებული. ლამაზად დაკეცილი და ცემოდანში ჩაწყობილი. მაისურებს ზედმეტი ნაეციც კი არ ჰქონდა. მაგრამ დედას გასაკვირად მამამ ჩემი მხარე დაიჭირა. ჩემს მხარეს დადგა და თქვა რომ მე ამ სახლში უნდა დავრჩენილიყავი და ისინი გადავიდოდნენ აქედან. რათქმაუნდა ეს დედას აწყობდა რადგან მის ქმარს, (მამაჩემს) დიდი ორ სართულიანი სახლი დაკეთილი ჰქონდა. იქ არავინ ცხოვრობდა. დედასაც ეს აწყობდა. უზარმაზარი სახლი და ბედნიერი ოჯახი. ამიტომ არც კი შეწინააღმდეგებია ისე წავიდა. ნივთების წასაღებად კი თავიანთი მოსამსახურეები გამოაგზავნეს. მას შემდეგ ჩემთან მხოლოდ არიანა მოდის. 4 თვე რომ იარა შემდეგ უკვე ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა. მერე უფრო ხშირად. და ახლა თიტქმის ყოველდღე დადის. შევეჩვიე და ისიც შემეჩვია. საჭმელს მიმზადებს სახლს მილაგებს და პრეტენზიაც კი არ აქვს იმაზე რომ სახლში უამრავი ნარკოტიკია. მას მშობლები ფულს აღარ უხდიან უკვე 10 თვეა. მაგრამ არიანა ჩემთან მაინც მოდის. მე ვაძლევ ფულს რისი საშვალებაც მაქვს. ხშირად მიფიქრია იმაზე რომ გამეყიდა ნარკოტიკი და არიანასთვის მიმეცა ყველა ის ფული რასაც ნარკოტიკში მომცემდნენ. მაგრამ მაშინ მომიწევს რეალურ ცხოვრებასთან შეგუება რაც საბოლოოდ სუიციდით დასრულდება. არიანამ იცის როგორ ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომ მივლის შვილივით. მასაც ყავს შვილები ორი ბიჭი უფროსი რომელიც ახლა რომელიღაც კომპანიაში მუშაობს 30 წლისაა. ხოლო უმცროსი რომელიც მისი მეწილეა იმავე კომპანიაში 28 წლის. ბიჭები დედის სანახავად უკვე 12 წელია არ მოსულან. და არიანაც მათ შესახებ ახალი ამბებიდან იგებს. და უხარია რომ მისი შვილები წარმატებული ადამიანები გახდნენ. მაგრამ რა ფასი აქვს წარმატებას თუ გვერდით არავინ გყავს. რა ფასი აქვს სიმდიდრეს თუ ღორივით მხოლოდ შენთვის უნდა დაიტოვო. რა ფასი აქვს ამ ყველაფერს თუკი ოჯახი არ გყავს. და ამ ყველაფრის მერე საბოლოოდ ვრწმუნდები რომ ადამიანი ერტი დიდი შეცდომაა რომელიც ღმერთმა დაუშვა. და ვფიქრობ ის ახლაც ნანობს იმას რომ შეგვქმნა და სუნთქვის უფლება მოგვცა.
კარების ხმა გავიგონე ვიცოდი არიანა იყო და ბავშჰვივით გამიხარდა.მას ჩემი სახლის გასაღები აქვს და ნებისმიერ დროს მოდის.
-ჩემი არიანა- ღიმილით წავედი მისკენ და გადავეხვიე.
-შენთან ორი დღის წინ ვიყავი აფერისტო-არიანამ გამიღიმა და თმა ხელით ამიჩეჩა - ნუთუ არ გცხვენია. ისევ არეულობაა. 2 დღე ჯოშ. მხოლოდ ორი დღე გავიდა ბოლოს რომ დავალაგე სახლი.
-კარგი რა ხომ იცი ასეთი ვარ. -არიანას ეშმაკურად გავუღიმე და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავედი. მაგიდაზე ჩემმი დადგმული წყალი ავიღე და დავლიე.-არიანა დღეს რას გამიკეთებ?
-რაცგინდა იმას-დალაგებაში გართულმა მიპასუხა. მიყვარდა როცა ვხედავდი როგორ ალაგებდა არიანა ჩემ სახლს. დედა მახსენდებოდა რომელლიც ჩემს ოტახში შემოდიოდა დილაობით და სკოლისთვის ანსაცმელს მიმზადედა. წინა დღის მიყრილ ტანსაცმელს კი მილაგებდა.
-გინდა დღეს რესტორანში წავიდეთ?-არიანამ გაკვირვებული გამომხედა გამიღიმა თუმცა უარის ნიშნად თავი გამიქნია.
-კარგი რა მე გპატიჟებ მააქვს ფული. გთხოვ-პატარა ბავშვივით მოვიკიდე კისერზე ხელი.
-კარგი კარგი.
-ახლავე წავიდეთ.შეეშვი ამ ყველაფერს-მასტან მივედი და ხელიდან ჩემი შარვალი გამოვსტაცე.
-არმაცვია სათანადოდ
-კარგი რა . მშვენივრად გამოიყურები. მხოლოდ ის მითხარი რომელი საათია.-არიანამ კედელზე ჩამოკიდებულ საათს ახედა და თითით მანიშნა შეხედეო. საათს შევხედე საღამო იყო 7 საათი გარეთ ჯერ კიდევ ცხელოდა.
-ჯოშ არ გამოვიყურები ისე რომ რესტორანში წასვლა შევძლო ამიტომ წყნარად იიჯექი და რამეს მოვამზადებ.
-არიანა გთხოვ ნუ იღლი თავს ლაპარაკით. დედას ოტახში რამდენიმე მისი კაბაა. რომელიც 3 წლის წინ იყო კატალოგში, და მხოლოდ ერთხელ ეცვა. წადი და რომელიც მოგეწონება ის ჩაიცვი.
-დედაშენმა რომ გაიგოს...
-არიანა მისმინ ორი წელია ფეხებზე ვკიდივარ და არამგონია ზუსტად მაშინ გამოჩნდეს როცა შენ მისი კაბა გეცმევა. ეხაკიდე მორჩი კეცვას და ოთახში შედი. -არიანას დიდხანს არ ველოდებოდი მხოლოდ 7 წუთი. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისი შვილები ნამდვიად ბევრს კარგავენ რომ მას არ ხედავენ ახლა.
-ჩემო ქალბატონო-არიანას ტავი დავუხარე და ხელი გავუწოდე.
-ნუ მაიმუნობ გაიმართე თორე დარჩები ეგრე.-სახლიდან გავედით კარები საიმედოთ ჩავკეტე და გზას გავუდექით. ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში შევდით. გაგვიმართლა რომ თავისუფალი მაგიდა ჰქონდათ. საჭმელი შევუკვეთეთ და ახლა მხოლოდ მოტანას ველოდებოდით
-ჯოშ მინდა რაღაცაზე დაგელაპარკო-დიდხნიანი პაუზის შემდეგ თქვა არიანამ.
-გისმენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent