შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრობა (ნაწილი 2)


2-09-2015, 11:32
ავტორი crete20
ნანახია 5 255

აბზანიდან გამოსულს მარი ისევ იმ პოზაში დახვდა, ისევ ჭერს მიშტერებოდა. -დილას დამავიწყდა შენებთან დარეკვა შემომეთავაზებინა, ახლა დაურეკავ?
- შენნმა ძმამ დამარეკინა უკვე.
-კარგია. ანდრონიკე დაფიქრდა, ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა, -ხვალ მე და ჩემი მეგობრები მივდივართ ასე ვთქვათ დასასვენებლად სამი დღით, მოკლედ უნდა წავიდე, იქიდან რომ ჩამოვალ შენი გადაყვანის საქმეს მერე მოვაგვარებ. მარიმ თავი დაუქნია და გაიტრუნა. ანდრო საწოლზე დაწვა იგივე პოზაში, მანაც ჭერს დაუწყო ყურება, მერე მარისკენ გადაატრიალა თავი და მიაშტერდა, თითქოს მარიმაც იგრძნო დაჟინებული მზერა და მისკენ მოატრიალა თავი. არ ახსოვს რამდენი ხანი უყურეს ერთმანეთს, ორივეს გაეღიმა.
- რამდნეი წლის ხარ ქართველო?
-სახელს რატომ არ მეძახი?
-ქართველო უფრო მომწონს. ორივეს გაეცინა
-26ის ვარ
-პატარა ყოფილხარ
-პატარა რისთვის?
-ოო, საით მიგყავს ლაპარაკი? ანდროს ჩაეღიმა, მარი წამოწითლდა.
-ვისი სახელი გქვია? აფხაზური არაა, მარის სასწრაფონდ უნდოდა საუბარის ხვა რამეზე გადაეტანა. ანდროს ჩაეცინა.
-ბიძაჩემს ერქვა ანდრონიკე. და მამამ მის საპატივსაცემად დამარქვა. ისებერძნული სახელია და მამაცს ნიშნავს. მარიმ წარბი ზემოთ აზიდა და გაეცინა.
-ბიძაშენს რატომ დაარქვეს?გაიკვირმა მარიმ, ანდროს გაეცინა.
- თურმე ბებიაჩემს უყვარდა ქართველი ბიჭი ანდრონიკე, ის ბიჭი ხელის სათხოვნელადაც მოსულა მაგრამ ჩემმა დიდმა პაპამ უარი განუცხადა. მერე ბებიაჩემი გათხოვდა და მეორე ბიჭს მისი სახელი დაარქვა.
- ცუდია იმაზე რომ არ ქორწინდები ვინც გიყვარს.
- შენ გიყვარს ვიმე ქართველო?
- არა
-რატო არ გყავთ საქართველოში შენი მოსაწონი ვაჟკაცები?
- შენც საქართველოს ტერიტორიაზე გაზრდილი ვაჟკაცი ხარ, ნიშნის მოგებით უთხრა მარიმ.
- იმის თქმა გინდა რომ მე არ მოგწონვარ?მარი გაჩუმდა არ იცოდა რა ეთქვა. იცოდა მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ იტყოდა, როგორ არ მოეწონებოდა, ძალიან სიმპატიური იყო, სასიამოვნო ხმა ქონდა, ზოგჯერ უხეშიც კი მაგრამ მაინც სექსუალური. -რატომ გაჩუმდი?
-მეძინება! მარიმ ისე უთხრა არც კი შეუკედავს. ანდროს ჩაეცინა და ხმა აღარ გაუცია.


***
დილით რომ გამოეღვიძა თავი შებოჭილად იგრძნო, განძრევა ვერ შეძლო, თვალები გააკილა და დაიანხა მასზე შემოხვეული ანდრო, აი ზუსტად ისე გველი რომ შემოეხვევა ბოძს. ანდრო მთლიანად მის მხარეზე გადმოსულიყო და მას შემოხვეოდა, თავი კი მის მკერდზე ედო. მარი წამოხურდა, საშინლად დასცხა,სულ გახურდა, შერცხვა, ახლა ანდროსრო გაიღვიძებს ნეტა რას ეტყვის.
ანდროშეიშმუშნა, თვალები ნელა გაახილა, მარის უემოციოდ გახედა და გადაბრუნდა, "ესეც შენი მოლოდინი".
-რატომ მომშტერებიხარ?
-მე..მე. არა
-მე, მე, გამოაჯავრა ანდრონიკემ. ზეწარი გადაიძრო და ადგა, სააბაზონს მიაშურა, იქიდან დიდი ხანი არ გამოსულა, როგორც სჩანს შხაპს იღებდა. მარი ადგა, საწოლი გაასწორა და გამოცვლა გადაწყვიტა, ზედა გაიხადა და ამდროს სააბაზანოს კარი გაიღო, მარიმ შეჰკივლა, ვერ გაიგე რა ედარდა ის რომ ბუზგალტერით იდგა ანდროს წინ თუ ის ორმ ანდრო სულ შიშველი იყო. ის კარადისკენ წავიდა, წმაითაც არ შჩერებულა.
-დამავიწყდა ოთახში მარტო რომ არ ვარ, თქვა და ირონიულად ჩაიცინა. მარი სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა. მაისური გადაიცვა და ოთახიდან გავარდა. კიბეები ისეთი სისწრაფით ჩაირბინა რომ ბოლოს დაეცა. ხელი ვასიამ მიაშველა, ანდრონიკეს მამამ.
საუზმეზე ანდრო არ ჩამოსულა, დედამისმა მარიამ საგზალი გაუმზადა და მაგიდაზე დადო. ანდრონიკეც გამოჩნდა, ხელში პატარა ჩანთა ეჭირა. მარის ირონიულად გახედა და ჩაიცინა.
-მე წავედი. ქართველო ესენი მოგხედავენ, თუ თამაში მოგინდება ჩემს ძმას ეთამაშე. მაქს ხო ეთამაშები ამ პატარა გოგოს? ნიშნის მოგებით გადახედა მარის და ისევ ჩაიცინა, მიახვედრა რომ წეღანდელს უხსენებდ. მოკლედ ოთხ ხუთ დღეში დავბრუნდები.
-აკი სამ დღეშიო, წამოიყვირა მარიმ. ანდროს ისევ ირონიულად გაეცინა.
-როცა მოგენატრები შემს ტანსაცმელს ჩაეხუტე. ანდრო კარში გავიდა. მერე მან მაგიდას გადახედა და თითქოს იგრძნო რო მარტო დარჩა, იქ მყოფნი უცხოები იყვნენ.
--მარია გინდა კომპიუტერზე ვითამაშოთ?
-მარი მქვია, მარიმ გაუღიმა, კი მინდა.


********
ანდრო ხუთი დღის შემდეგ გამოჩნდა, ეს დრო მარი მთელი დღეები ან ოთახში იყო გამოკეტილი ან პატარა ძმას ეთამაშებოდა. ანდონიკეს არც შეუხედავს მარისთვის ისე უთხრა გამომყევიო.
-ესეთი ძნელია ჩემი სახელის დამახსოვრება ანდრო? ანდრომ გაკვირვებულმა გახედა.
-რა დამიძახე?
-რა?
-ანდრო. მარის შრცხვა ახლა ამ სახელის წამოყვირების დრო და ადგილი იყო. -შემოკლებითი ფორმაა? შეეკითხა ანდრონიკე, მარი ისევ დუმდა.-პასუხს რატო არ მცემ?
-ხო შემოკლებული, როგორც ანდრეის გეძახიან ანდრონიკეს მაგივრად ისეთივეა ანდრო.
- საინტერესოა უკვე ზედმეტ სახელიც გაქვს ჩემთვის. - ჰა, ეხუტებოდი ჩემს ტანსაცმელს? გადაიხარხარა ანდრომ
-როგორ შეგიძლია იყო ასეთი ირონიული?
-ეგ მარტივია ქართველო! მოკლედ კიდევ კვირაზე მეტი უნდა დამესვენა მაგრამ სამსახურში გამომიძახეს. ასე რომ უნდა წავიდე. სანამ არ დავბრუნდები შენი გადაყვანის საქმეს ვერ მივხედავ. აქ დარჩები, ეს ფული გამომართვი და დედაჩემს ან ჩემს ძმას უთხარი რაც გჭირდება და მოგიტანენ.
მარი გაშეშდა, ანუ ეს ცინიკოსი მიდიოდა მისთვის გაურკვეველი ვადით და ტოვებდა სახლში მის საშიშ მამასთან. და კაცმა არ იცის როდის მოახერხებდა საქართველოში გადაყვანას. ამ ოთხ კედელს შუა ხომ სულ გაგიჟდება.ფიწრებიდან ანდროს ხმამ გამოიყვანა.
-თუ არ შეწუხდები დამეხმარე ჩალაგებაში, სამაგიერო მაინც გადამიხადე იმისთვის რომ კვირახე მეტია ჩემთან წევხარ.
-მე შენთან არ ვწევარ ხისთავიანო.
-მომისმინე ტუტუცო ძაანაც ნუ გამითამამდები და ენას კბილი დააჭირე. ვერ გაიაზრა ანდრონიკემ რა დონეზე უჭერდა ხელს მარის მკლავზე სანამ მარის "მტკივა" არ გაოგო. სასწრაფოდ დატოვა ოთახი. მარის თვალები ცრემლით აევსო, კარზე ფრთხილი კაკუნი მოესმა , მერე კარიც გაიღო და მარია შემოვიდა, - მე ჩაულაგებ ბარგს.
ანდრონიკეს წასვლის შემდეგ ორი კვირა გავიდა და როგორც იქნა ვაჟბატონი სახლში დაბრუნდა. ყველა მაგიდასთან იჯდა და ვახშმობდა რომ ანდრონიკემ დაიწყო:
-ქართველო! ხვალ უნდა შევხვდე იმ პიროვნებას ვინც შენს გადაყვანაში დამეხმარება. ისევ ტყით გადავალთ, ახალციხის მახლობლად დაგტოვებთ და ჩვენ უკან წმაოვალთ. -ეს ის აგილი საიდანაც შენ გადმოხვედი.
-ვისი სად ვიყავი ექსკურსიაზე და საიდანაც გადმოვედი.
- შენი საქმეც მოგვარებულია.
ვახშმობას მორჩნენ, მარი და ანდრონიკე მათ ეგრეთ წოდებულ ოთახში ავიდნენ, მარი დაბღვერილი უყრებდა.
- რატომ მიბღვერ ქართველო?!
-ასე ძალიან გინდა რომ სწრაფად წავიდე აქედან?
-არ მინდა შეგიყვარდე და გული გეტკონოს, ასე რომ რაც მალე მით უმეტესი.
-იოცნებე იმაზე რომ შენნაირი კაცი შემიყვარდეს.
-გინდა ვცადოთ? ნიშნის მოგებით აზიდა წარბი
-ვერ მივხვდი, კაიკვირვა მარიმ
-აქ დაგტოვებ ჩემს გვერდით ერთი თვე და შეგიყვარდები. მარიმ ხმამაღლა გადაიხარხარა.
-როგორ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში,
-ჰა, ვცადოთ? ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, თნ ტუჩის კუთხე კბილით ეჭირა რაც მას უფრო მიმზიდველს ხდიდა. მარი მის ტუჩებს დააშტერდა, ანდრომ ეს შენიშნა და სუნთქვა გაუხშირდა. ახლოს მიუახლოვდა, ისიც მის ტუჩებს დააშტერდა, მერე ნაზად აკოცა და ოდნავ მოშორდა.
მარიმ ჯერ ვერ გაიაზრა რა მოხდა, ტუჩებზე ფაფუკი ბაგეების შეხების შეგრზნებას ისევ გრძნობდა. ახლა მართლა გაუჩერდა გული. იმაზე მეტად და დიდხანს რაც მისი პირველი დანახვისას. რამდნეიმე წამით თვალებში უყურეს ერთმანეთს, მერე მარიმ ისეთი სილა გააწნა ხელი ეტკინა. ანდრონიკე მას გაველურებული მივარდა, კედელს ააკრა და ველურივით ეძგერა ტუჩებზე, ახლა მისი კოცნა არ იყო ნაზი როგორც პირველი, ის უხეშად და მომთხოვნად კოცნიდა, ანდრონიკე ხელს არ უშვებდა და კოცნასაც არ წყვეტდა.
ანდრონიკე გაჩრდა როგორს კი ტუჩებზე მლაშე სითხე იგრძნო, მარის აცრემლებულ სახეს შეხედა, უკან დაიხია და გამწარებულმა გარდეროპს უთავაზა მუშტი. ხმაურზე დედის ხმა მოესმა, ეკითხებოდა თუ რა მოხდა და მაღლა მოიწევდა. მერე აფხაზურად რაღაც დაუძახა და ქალი მიჩუმდა.
- სულ ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობ ქართველო! რაყო არ მელაპარაკები? მარის მისი ხმა არ ესმოდა და ტირილს უმატა.
- ერთი კოცნისთვის ამხელა ამბის ატეხვა ღირდა?
-ერთი კოცნისთვის?
-ხო , ხო ერთი კოცნისთვის, ჯერ სილა მითავაზე, ახლა კი ტირიხარ უბრალო კოცნისთვის?
-არ იყო ეს უბრალო კოცნა!
-იმის თქმა გინდა რომ სასწაული კოცნა ვიცი?! ირონია ჩააქსოვა სიტყვებში ანდრონიკემ.
- შენ ვერ გაიგბ.
-რას ვერ გავიგებ? მითხარი. მარი ისევ დუმდა. მართლა უცნაური გოგო ხარ. ვერაფერს გაგიბს კაცი, სულ იკბინები, თითქოს მე მეჯიბრ...მარი სიტყვა გააწყვეტინა.
-ეს ჩემთვის პირველი იყო. ანდრონიკემ ხმა ვერ ამოიღო. მიუახლოვდა და საწოლზე დააწვინა, ტვითონ კი გვერდსე დაუწვა და გულზე მიიხუტა. არ ახსოვს ტვითონ როდის ჩაეძინა, მაგრამ ისვ მარიზე ჩახუტებულს გამოეღვიძა.
ეს გოგო აბნევდა, თავის თავ ვერაფერ უხრხებდა, ვერ გაეგი ეს რა იყო, თვაის მღლვარება რომ დაეფარა სულ ირონიულად ელაპარაკებოდა. საყვარელი და ჯიუტი ვიღაცაა, გაეცინა ანდროს.
ხმაურმა გამოაღვიძა მარი, უცხო ხმა ლაპარაკობდა და მათი ოთახისკენ მოიწევდა. ანდროც წამოიწია და მარის გღვიძებას შეეცადა
-რა ხდება?
-ადექი და კარადაში დაიმალე.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მომწონს ეს ისტორია... ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და ბოლოს ერთად დარჩება თუ არა ანდრონიკე და მარი... მალე დადე რა შემდეგი თავი... გელოდებიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent