ჩემი ნიკუშა (8) დასასრული
* * * უკვე რვა თვის ორსული ვარ, მუცელი სწრაფად მეზრდება. უკვე გაუსაძლისიცაა ამხელა მუცლის თრევა. სულმოუთქმელად ველი პატარა ნიკუშას მოვლინებას.ჩემთან ხშირად მოდის ნიკას ძმა მოაქვს უამრავი პროდუქტი, საჩუქარი და ძალიან თბილად მექცევა, ცდილობს ნიკას საქციელი ცოტათი მაინც დაგაფაროს. ჩემი დედამთილიც იყო ერთხელ გამლანძღა, გავლანძღე და წავიდა. * * * დილით ავდექი, უკვე თბილი ამინდებიც დადგა,დღე-დღეზე ნიკუშა დაიბადება დღეს 23-მაისია. დღე რომელიც სიხარულს ასხივებს. რადგან კარგად ვგრძნობ ტკივილს რომელიც, მშობიარობის თანმხლებია. მალე სამშობიაროში აღმოვჩნდი, მიმარბენინებდნენ, ბნელი ჩამოხდა,მხოლოდ ვკიოდი, ვერ ვაზროვნებდი. გარეთ ხალხი იყო აშკარად დედაც. ორ საათიანი კივილისა და ტკივილის შედეგად ნიკუშას ტირილმა ყველას ყურადღება მიიპყრო. ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ეს იყო ახალი სიცოხლე და ჩემი უბედური სიყვარულის ნაყოფი. სიხარულის ნაპერწკლები სახეზე მეფინებოდა... როდესაც გულზე მივიკარი, ეს შვება იყო დიახ, ჩემი შვება.ეს იყო სიხარული და სითბო რომელიც იმ წამიდანვე ალამაზებდა ჩემს სევდიან ცხოვრებას. მერე ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. პალატაში კი უამრავი ყვავილი, საჩუქარი და ტკბილეული იყოო. -ნიკუშა, ნიკუშა !!! აღმომხდა ტირილით და გულზე მივიკარი, გული, რომელიც ამ წუთებში ყველაფერს მერჩივნა ... * * * ( 1წლის და 5თვის შემდეგ ) ნიკუშა იზრდებოდა, უფროდაუფრო მამას ემსგავსებოდა, ჭაობისფერი თვალები, დიდი ტუჩები, სწორი ცხვირი და ყავისფერი თმა, ჭკუიდან ვიშლებოდი მისი დანახვისას. ისე მიყვარდა, ყველას და ყველაფერს მერჩივნა.. ოთახში შევედი ნიკუშა საწოლზე იწვა და პაწაწინა ფეხებს ჰაერში ასავსავებდა... უკვე წლინახევრისას დედა ძალიან უყვარდა. სულ იღიმოდა და ტიკ-ტიკებდა. ამერიკაში არწავედით, რადგან აქაც უსაფრთხოდ ვიყავით, ჯერ-ჯერობით. * * * (18 წლის შემდეგ ) უკვე 38ის ვსრულდები დამეფიცება არავისკენ გამიხედავს და მუდამ ჩემს ვაჟკაცს ჩემს მზეს ვეთაყვანები. მეშინია იმ დღის როცა ნიკა გამოვა, რადგან ეს დღე ძალიან მოახლოვდა. რამოდენიმე კვირის შემდეგ ნიკუშასთან ერთად ჩაის ვსვავდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა - მე ვუპასუხებ დე. მითხრა მან და ყურმილს დაწვდა. მან კარგად იცოდა უსამართლო რეალობა, როცა 18ის გახდა ყველაფერი ვუამბე. უცებ ტელეფონი დაკიდა და დადუმდა. -რა მოხდა ნიკუშ ? -მამა გამოვიდა. უცებ ცრემლები წამსკდა, მას არასდროს სურდა მამის ნახვა, არასდროს. -ის მოდის. ამოღერღა ბოლოს. -მოვიდეს შვილო, ეს ხომ მაინც მოხდებოდა ოდესმე, დაე მოხდეს დღეს. მალე კარზე ზარი იყო, კარი მე გავაღე. დანახვისთანავე მივხვდი გულის სიღრმეში ძალიან მომნატრებოდა, ძალიან მობერებული მეჩვენა, გადაღლილიც. უკვე აღარ იყყო ის თავქარიანი პატარა ბიჭი. მაშინ მომვარდა და მთელი არსებით ჩამეხუტა."მაპატიე გთხოოვ !! მხოლოდ ამას ლუღლუღებდა. უცებ ნიკუშას მოკრა თვალი და ახლა მას დაეკონა. -ჩემი შვილი!! იძახდა ტირილნარევი ხმით და მთელი არსებით ეკვროდა. მე და ნიკუშამ ადამიანურად ვაპატიეთ ყველაფერი, თუმცა გამწარებულ წლებს ვერავინ გამოგვისწორებდა. ვეღარც ბავშვურად შეიყვარებდა მამას და ვეღარც მისაბაძი მაგალითი იქნებოდა ნიკა მისთვის. წლები დაიკარგა, ნიკას კი ციხემ აუხილა თვალი, ის ხშირად ამბობდა რომ უბრალოდ არშეეძლო თვალის გასწორება ჩვენთვის. ვუყურებდი და ვხვდებოდი რა ალალი იყო ის. მალე ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და წარსულს ცოტა გვავიწყებდა ის ფაქტი რომ მომავალი წინ იყოო... სულ მალე გავიგე რომ ორსულად ვიყავი გოგოზეე . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.