შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გევედრები,ეცადე მიცნო ( 1 )


2-09-2015, 15:26
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 111

2000 წლის შემოდგომა


_ მგონი ადრე მოგვიწია მოსვლა მერაბ_ ქალმა თვალი მოავლო აეროპორტში მოსაცდელს და ნაცნობი ვერავინ იპოვა
_ არაუშავს ლია მთავარია არ დავაგვიანეთ,მოვლენ აწი,თამროს ხელი ჩასჭიდე არ გაგვებნეს ეგ ციცქნა ამდენ ხალხში_ შვილისკენ დაიხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა
_ დედა სულ მიდიან? აღარასოდეს დაბრუნდებიან?_ გულწრფელი და მიამიტური იყო 8 წლის გოგონას კითხვა
_ არა ჩემო თოჯინა აუცილებლად დაბრუნდებიან,არ იდარდო შენი მეგობარი აუცილებლად დაბრუნდება_ იქვე თავისუფალ სკამზე მოკალათდა და ქალიშვილიც კალთაში ჩაისვა.
ნებიერიძეების ოჯახი კეთილ მეზობლებს საზღვარგარეთ აცილებდა უკეთესი მომავლის საძიებლად,კონკრეტულად კი ლონდონში.
თავაძე გოგი ტექნიკური ინჟინერი იყო მისი მეუღლე ლელა კი ინგლისურის მასწავლებელი,მათივე კარიერისთვის და ერთადერთი ვაჟისათვის ნიკოსთვის ჩათვალეს რომ უმჯობესი იყო თუ საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდოდნენ.
სწორედ ამიტომ ელოდებოდა ნებიერიძეების და არა მარტო მათი ოჯახი აეროპორტში გასაცილებლად.ცოტა ხანში მათი საერთო მეზობლებიც მოვიდნენ ნუცუბიძე გურამი და ქეთინო.მათი ქალიშვილი სოფოც ნიკოსა და თამროს ტოლა იყო,ბაღელები,კლასელები და მეგობრები.
სწორედ ამიტო უჭირდათ ამ სამ ოჯახს დაშორება მათი მეგობრობა მტკიცე იყო როგორც უფროს თაობაში ასევე უმცროს თაობაში.
მალე ყველა ადგილზე იყო,სამივე ოჯახი.
_ გოგოებო არ დამივიწყოთ კარგი? მე მალე ჩამოვალ_ განზე გამდგარიყო სამი მეგობარი და ერთმანეთს ემშვიდობებოდა
_ სოფ,ხომ მომწერ ხოლმე?_ ნიკო სოფოსადმი სიმპატიას არ მალავდა და მასთან ურთიერთობის შენარჩუნების სურვილს აშკარა გამოხატავდა.მართლაც ლამაზი და კოხტა იყო სოფო,თაფლისფერი თვალები,ლამაზი წაბლისფერი კულულა თმები,ცოტაც თამამი,პატარა ნიკოს გული უცებ დაიპყრო ციცქნა გოგომ.
_ აბა რითი მოგწერო?_ უინტერესოთ ჩაილაპარაკა
_ ჩემგან მივწეროთ,მამამ წინა კვირაში კომპიუტერი იყიდა,იქედან წერილების გაგზავნა შეიძლება_ აქამდე,რომ მორცხვათ იდგა განზე ახლა საუბარში ჩაერთო თამრო,
_ აი რა კარგი აზრია,იქ მეც მექნება კომპიუტერი,იმეილებს გავცვლით და ერთმანეთის მოკითხვა შეგვეძლება_ ნიკოს თამროსკენ არც მიუხედავს,მისი ყურადღება მხოლოდ სოფოს ეკუთვნობა
_ კარგი მოგწერ_ უხასიათოდ ჩაილაპარაკა ,აშკარა ეტყობოდა არ მოსწონდა მისი ყურადღება.
_ ნიკო დაემშვიდობე მეგობრებს წასვლის დროა_ მამას ხმა შემოესმა
_ კარგით გოგოევო,აბა შენ იცი სოფ მომწერე ხოლმე_ გაბედულება მოიკრიბა და უცებ ლოყაზე აკოცა,სწრაფად გაბრუნდა მშობლებისკენ_ კარგად თამრო_ ზურგშექცევით მოაძახა და მშობლებისკენ გაიქცა.
..............
.............
_ სოფ ნახე წერილი მოვიდა ნიკოსგან_ მეორე დღესვე შეამოწმეს იმეილი და მართლაც დახვდათ ნიკოს შეტყობინება.
_ მიდი ხმამაღლა წაიკითხე_ სოფო ისე იყო თოჯინების თამაშით გართულუ,რომ კომპიუტერმადრ მისვლაც დაეზარა
_ კარგი_ მხიარულად შესძახა თამრომ და წერილი გახსნა
_ " გამარჯობა სოფო,როგორ ხარ_ წერილი მხოლოდ მას ეკუთვნოდა_ ჩვენ კარგად მოვეწყვეთ,იცი რა ლამაზი ქალაქია? დიდი შენობებით,მაგტამ ასე ამბობენ აქ სულ წვიმს ხოლმეო,უკვე მენატრება ჩვენი მზიანი თბილისი,შენკენ რა ხდება"_ აი ეს წერია მხოლოდ,მოდი მიწერე_ მორჩა და თოჯინებით გართულ მეგობარს მისი ლამაზი ლურჯი თვალები მიანათა
_ ოოოო,რა უნდა მივწერო,რა უნდა მომხდარიყო ამ ორ დღეში,ეგეც კაი უცნაურია,მე წავედი სახლში_ წამოდგა და კარებისკენ გაიწია
_ ამას რა ვუყოთ არ მისწერ სოფო?
_ კარგი რაააა,მეზარება,მიდი შენ მიწერე თუ გინდა_ უდარდელად აიქნია ხელი და კარი მიიხურა .
თამრო ეკრანისკენ შებრუნდა,რაღაც წუთები უბრალოდ ნაწერს შესცქეროდა,ერთი ღრმად ამოისუნთქა და კლავიშევზე თითები აათამაშა.
_"სალამი ნიკო,გამიხარდა შენი წერილი,კარგია თუ მოგწონს მაქაურობა,მე კარგად ვარ,სკოლისათვის ვემზადები,დედამ ახალი ჯაბა მიყიდა
თამრო"_ ბოლოს მისი სახელი მიაწერა,მაგრამ მერე გადაიფიქრა,ნიკო ხომ სოფოს სწერს ამ წერილს და არა მე,წაშალა მისი სახელი და წერილლს ბოლოში სოფო მიაწერა....
.........

2005 წელი

_" იცი გადავწყვიტე არქიტექტორი გამოვიდე,დედა და მამა დამეთანხმა,ორშაბათს სკოლის ფეხბურთის გუნდში ჩავეწერე,აუ სოფ იცი როგორ მენატრება საქართველო,თბილისი,ჩვენი ეზო,შენ,მხოლოდ შენი წერილები მაცოცხლებს,.მადლობა რომ ყოველდღე მწერ."
_" მართლა? წარმოგიდგინე სტადიონზე,რა სასაცილო იქნები,მე დედამ სამხატვროზე შემიყვანა,მეუბენბიან რომ ნიჭი მაქვს,ვნახო თ რა იქნება".
............

2010 წელი

_" მომილოცე ჩავაბარე არქიტექტურაზე"
_" მიხარია შენი წარმატება"
.............
2015 წელი

_" სოფ რამდენჯერ უნდა გთხოვო გამომიგზავნე შენ ფოტო,მე ხომ გამოფიგზავნე,ყოველ წელს ერთიდაიგივეს გთხოვ,აოც ქსელშიც არ ხარ რომ გნახო"
_ არააა,რომ ჩამოხვალ შენმა გულმა მიცნოს
_ მაშინ მოემზადე ივნისის ბოლოს მანდ ვარ
_ მართლა? როგორ გამახარე
...............
ახალი ამბით აჟიტირებულმა უცებ გადაიცვა თხელი სარაფანი და ოთახიდან ქარივით გავარდა,დერეფანში ქვაბით ხელში ლიას ლამის შეასკდა
_ შვილო ასე რამ გაგაგიჟა სად გარბიხარ?
_ დე სოფოსთან უნდა ავიდე,ამ თვის ბოლოა ნიკო ჩამოდის_ სიხარულისაგან ემოციებს ვერ ფარავდა,თსნ იქვე სარკეში მის ლამაზ ქერა თმას სარჭით იმაგრებდა
_ უი რას ამბობ,რა კარგი ამბავი მითხარი,წავალ მამაშენს გავახარებ,დე მარტო მოდის თუ მთელი ოჯახით?
_ ყველანი მოდიან დე_ კარებიდან მოაძახა და მაღლა საფეხურებს სირბილით აუყვა მეხუთე სართულისაკენ.
დაუკაკუნებლად შეაყო ნუცუბიძეების სახლის კარი,მისაღებში ტელევიზორის წინ გურამი პულტით ხელში მოკალათებულიყო და საინფორმაციოს ინტერესით ადევნებდა თვალს,ერთი გამოხედა სტუმარს და ხელით ანიშნა ოთახისაკენ,რაც იმის ნიშანი იყო,რომ სოფო თავის საძინებელში იმყოფებოდა.
_ სოფ ახალი ამბავი უნდა გითხრა_ შეაღო კარი თუ არა სარკის წინ საკუთარი თავით გართულ გოგონასთან მივარდა
_ რა ამბავი?_ მისკენ შემობრუნდა და მომღიმარი სახით მიაცქერდა
_ ამ თვის ბოლოს ნიკო ჩამოდის
_ ვინ ნიკო?
_ ჩვენი ძველუ მეზობელი ნიკო,როგორ არ გახსოვს
_ აააა,ნიკო ,შენ საიდან იცი რომ მოდის?
_ მომწრერა
_ შენ რა მაგას კიდე წერ?
_ჰო და თან შენ ჰგონია რომ წერ,სოფ გთხოვ მიშველე რა,ხომ იცი ბავშვობაში როგორ მოსწონდი,ახლა შენი პირადი გაცნობა უნდა,გთხოვ არ შეიმჩნიო,არ უთხრა რომ მე ვწერდი და არა შენ,გთხოვ რა,ეწყინება
_ კარგი ბიჭია? სიმპატიური?
_კი ძალიან კარგი ადამიანია სოფ ძალიან
_ ოკ.არაა პრობლემა,შენ არ ინერვიულო,ვნახოთ როგორი ბიჭია ეს ნიკო
_ მადლობა სოფ ,ჩემი დაიკო ხარ_თითქოს მხრებიდან ტვირთი მოხსნეს,შვებით ამოისინთქა
........
პ.ს. ესეც ახალი,მაინტერესებს თქვენი აზრი



№1 სტუმარი nini

dzalian magaria shemdegs dadeb

 


№2  offline მოდერი ლილიანა

nini
dzalian magaria shemdegs dadeb

მადლობა:) რათქმაუნდა დავდებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი ბახულა

ძალიან საინტერესო ცანს წარმატებებიი

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ბახულა
ძალიან საინტერესო ცანს წარმატებებიი

მადლობა :) love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline მოდერი nicol

ისტორია საინტერესოა... ნაწერიც გამართული....
დიდი სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას...
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline მოდერი ლილიანა

nicol
ისტორია საინტერესოა... ნაწერიც გამართული....
დიდი სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას...

მადლობა გაიხარე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent