შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Jeans (V)


2-09-2015, 16:55
ავტორი once upon
ნანახია 3 121

ბავშვებთან რომ ავიდნენ ისინი უკვე "ხოდზე" კარგად "გამზადებულები" დახვდნენ და სიცილ-ხარხარით მიულოცეს ახალი წელი.
იხეოდნენ და იჭაჭებოდნენ და თავადაც არ იცოდნენ რაზე.
ერთი სული ჰქონდა ემას, როდის დაიმარტოხელებდა ელენეს, ყველაფერი რომ მოეყოლა.
ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, ყველაზე მაგარი, ორიგინალური, მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა ბერიძემ და თან ბავშვობის ოცნებაც აუსრულა.
საშინლად კარგად გრძნობდა თავს და იმ ღამით არ აინტერესებდა რა მოყვებოდა ამას. მეგობრებთან ერთად ერთობოდა, იცინოდა, საჩუქრებს ცვლიდა და მათ ღადაობაში ყვებოდა, ამავდროულად კი გონება ჩანთაში, ფრთხილად ჩადებული "ჰოგვორტსის წერილისკენ" გაურბოდა და უნებურად ეღიმებოდა.
-მთელი ღამეა დებილივით იღრიჭები ემააა! - გადაუჩურჩულა კისკისით ელენემ.
-ახალი წელია, მიხარია! - წარბები აათამაშა გოგონამ და გადაიხარხარა.
-გაგახარებ მე შენ, გავალთ აქედან! - დაისისინა გოგომ და კიდევ ერთი ჭიქა სასმელი გადაჰკრა.
-რაღაც არ მგონია შენ გასვლა შეძლო. - დასცინა ლუჯთმიანმა და მეგობრებს გადახედა.
ნინი და ანდრო ისეთები ცეკვავდნენ, დენდარტყმულები გეგონებოდნენ. სალომე, სანდრო და ლიკა რაღაცაზე იცინოდნენ, მგონი, ჰაერზე. თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი მიშიკო, მედიდურად დააბიჯებდა ოთახში და მხოლოდ მაშინ იძლეოდა საჩუქარს, როდესაც საყვარელ სიმღერას ჩაურთავდნენ (რომელსაც სხვები ვერ იტანდნენ). ელენე ისევ სასმელს გაჰყურებდა ეჭვის თვალით და ემას ეჩურჩულებოდა რაღაცას, თან კი სიცილით კვდებოდა და მათ შემყურეს, კომპიუტერთან მჯდომ, "დიჯეიდ" შერაცხულ ლუკას უფრო მეტის დალევა უნდებოდა.
ჯადოსნური ღამე იყო ნამდვილად, ყველასთვის.
თოვლის მსხვილი ფანტელები, შუშხუნების, ასაფეთქებლების ხმა და ფაქტი, რომ ახალ წელს, არც-ერთი დღესასწაული არ ჯობდა.
***
-ემა, ადექი, 11-ია უკვე! - ძილ-ბურანში ჩაესმა ანას წვრილი ხმა და თვალები ძლივს გაახილა. ასე ეგონა რომ თავზე უზარმაზარი ლოდი ედო.
-არ მაინტერესებს რომელი საათია, რა დღეა და რა ხდება. მეძინება, თავი მტკივა და მეძინება. - ამოილუღლუღა და ბალიში ჩაიხუტა.
-ანა, ეს დაუდე მაგიდაზე, რა. - თავი შემოყო ოთახში დედმისმა და წიგნი მაგიდაზე დაუდო.
-რომელ საათზე მოხვედი?- ჰკითხა.
-7-ის ნახევარზე და მეძინება რა, გადით, შუქი ჩააქრეთ, ფარდებიც გადაწიეთ და შემეშვით. - ისეთი ტონით თქვა ემამ ეს წინადადება, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ყველა სურვილი შეუსრულეს.
იმდენი დალია, იმდენი დალია, რომ ცალ-ცალკე თუ-ერთად ყველას ეცეკვა ვინც იმ სახლში იყო, ლუკას უნივერსიტეტის წიგნების ჩათვლით.
7-ის ნახევარზეც არ უნდოდათ დაშლა, მაგრამ მაგიდებზე ეძინებოდათ და სხვა გზა უბრალოდ არ ჰქოდნათ.
ყველაზე ფხიზელმა-ლუკამ მიიტანა ყველა სახლში, მაგრამ თავად როგორ ავიდა მეცხრე სართულზე, ლიფტის გარეშე, არავინ იცის.
4 საათი იყო რომ გაეღვიძა, ტუმბოზე დადებული თავოს ტკივილის წამალი უცებ გადაყლაპა და ფანჯარას მიაშტერდა.
-ისევ თოვს. - ჩაილაპარაკა აღფრთოვანებულმა და წამოდგა. სარკეში რომ ჩაიხედა, გული გაუსკდა.
მოწესრიგდა, ჩაიცვა და ოდნავ ნორმალური გავიდა ოთახიდან.
-ახალ წელს გილოცავ! - გაეცინა მამამისს და ეჭვის თვალით შეათვალიერა ქალიშვილი. - ვერ მოვასწარი გუშინ საჩუქრის ჩვენება. აი, ნაძვის ხის ქვეშაა.
ემამ ყუთი დიდი ინტერესით გახსნა და ახალი ტელეფონი რომ ნახა, თვალები გადაატრიალა.
-ოო, მამა, ეს ტელეფონი არ მყოფნიდა?
-ანუ არ გაგიხარდა? - წარბები შეკრა მამამისმა.
რა თქმა უნდა გაუხარდა, ისე რომ იმ წამსვე შეცვალა სიმ-ბარათი და ზუსტად 47 წუთი ამოწმებდა ტელეფონის შესაძლებლობებს.
ბოლოს მამამისს მადლობა გადაუხადა, ძალიან მაგრად ჩაეხუტა და ისევ ოთახში შეიკეტა.
"ჰოგვორტსის" წერილი სულ სიცილ-სიცილით ჩამოკიდა კედელზე, საწოლის გვერდით და შემდეგ ისევ კითხვას დაუბრუნდა.
არაფრის თავი არ ჰქონდა და სახლიდან გასვლასაც არ აპირებდა, სანამ ელენე არ დაადგა გასიებული სახით.
-10 წუთის წინ გაიღვიძე? - შეეკითხა სიცილით.
-არა, 20. - თქვა ერისთავმა და გვერდით მიუწვა.
-მოიცადე, რა არის ეს? - ჰკითხა და თითი იმ კედლისკენ გაიშვირა, სადაც გიგას საჩუქარი ეკიდა.
-წერილია, ჰოგვორტსის.
-მართლა? - თვალები გადაატრიალა ელენემ და წამოდგა რომ წერილი ახლოდან შეეთვალიერებინა. - ეე, რა მაგარია! - ტაში შემოკრა გოგომ. - ნინის არ დაანახო, წაგართმევს. - გაეცინა. - და საიდან?
ემამ წარბი აწია.
-საიდან უნდა იყოს? - გაეცინა. ელენემ თვალები გაადიდა და პირზე ხელი აიფარა.
-საიდან იცოდა რო შენი ოცნება იყო ეს?
-პატარააო ნუცუბიძე.
-ვაიმე! - გაიბადრა ელენე და ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა-ემას საწოლზე. - როგორი მაგარი ბიჭია.
ემამ წარბი აწია და დაქალს კარგად დააკვირდა, თითქოს მოესმა ის რაც გოგომ წეღან უთხრა.
-უკაცრავად, რა თქვი? - ჩაეკითხა.
ელენემ დიდი, მწვანე თვალები გადაატრიალა და უკმაყოფილო სახე მიიღო, თუმცა შემდეგ ისევ გაეღიმა.
-მაგრად უყვარხარ, აშკარად.
-როგორღაც მივხვდებოდი მაგას. - გაეცინა ემას.
-და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წყვილი ყოფილიყო, ორი არანორმალური, ცისფერთმიანი და ცისფერჯინსიანი, მაგრამ შენ ემა მელიქიშვილი ხარ და ის გიგა ბერიძე.
-მაგასაც მივხვდებოდი ჩემით, ელენე. - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ემამ.
თითქოს წამით, გული ძალიან ეტკინა, რომ ის და გიგა ერთად ვერ იქნებოდნენ. არა და არც კი მოსწონდა. მგონი, არ მოსწონდა. უბრალოდ თბილი, საყვარელი ადამიანი იყო, რომელიც რატომღაც, მის გარდა ყველასთან ავი ბანდიტი ხდებოდა.
-ახალი წელია გოგო, რას ჩამოგტირის სახე, წამო, გავისეირნოთ! - სცადა ერისთავმა საუკეთესო მეგობრის ხასიათის გამოკეთება.
-ცივა, თავი მტკივა, მეძინება და ნაბახუსევი მაქვს. - ამოიფრუტუნა გოგონამ.
-მგონი, ჯობია შენი ხასიათი და გრძნობები აკონტროლო, თორე ეგრე შორს ვერ წახვალ. - ცივად უთხრა ერისთავმა და კარი ხმაურით გამოიხურა.
მიუხედავად იმისა რომ ნერვები ეშლებოდა, იცოდა რომ გოგონა მართალი იყო.
თუმცა, იმ დღეს სახლიდან მაინც არ გავიდა.
სტუმრები ჰყავდა გვიანობამდე, მაგრამ არც მათ დასახვედრად გასულა.
სტუმრთმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
ბედობას კითხვით შეხვდა და ზუსტად იცოდა რომ მთელი წელი კითხის დაბედება არ ასცდებოდა.
იმ დღესაც არ უნდოდა სახლიდან გამოსვლა, მაგრამ "გამოაგდეს" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ლუკა დაადგა სახლში და ანამ წაბლისფერთმიანი, ალუჩისფერთვალება, მაღალი ბიჭი რომ დაინახა ლამაზი ღიმილით, რამის კარებს მიადნა და ბიჭმა რომ ჰკითხა, სადაა ემაო, სახე დაჭმუჭნა და გაიფიქრა "რატომ, ღმერთო, რატომო".
-ოთახშია. - ტკბილი ხმით უთხრა და კარებს მოშორდა.
ლუკამ წარბები შეუმჩნევლად აწია და დაუკაკუნებლად შევიდა მეგობრის ოთახში.
-ბედობას გილოცავ. - ახარა წამსვე, როცა დაინახა რომ ლოგინზე, მოკუნტული იჯდა და წიგნს კითხულობდა.
-მეც. - გაეღიმა ემას. - უნდა ჩამათრიო ხო? - მოიღუშა. - არ მინდა... ელენეს "ვეჩხუბესავით", გამებუტა და არ მინდა არაფერი.
-შენთვის არც მიკითხავს. - თქვა და ბუმბულივით აიტაცა ხელში, შემდეგ კი წელზე მოიგდო და გასასვლელისკენ წაიყვანა.
-გაჩერდი ბოდაველო, დამსვი! წამოვალ, წამოვალ, დამსვი, ჩავიცმევ და წამოვალ. - თქვა და როცა მიწა შეიგრძნო ფეხ-ქვეშ, ხარხარი აუტყდა.
-აუ, ლუკა არ ხარ ნორმალური. - თქვა და ისევ ოთახში დაბრუნდა, სადაც ანამაც მიაკითხა.
-გოგო, ესეთ ბიჭს ესე აგდებულად რატო ელაპარაკები? - პირდაღებულმა ჰკითხა და ლოგინზე გაიშოტა.
ემას ხარხარი აუტყდა.
-ჩემი საუკეთესო მეგობარია ეგ "ბიჭი" და სწორედ ამ მიზეზის გამო, ნორმალური ვერ იქნება.
-სად მიდიხარ? - ჰკითხა დანაღვლიანებულმა.
-დაბლა, უნდა მაგუნდაონ ალბათ.
-აუ, მარტო მტოვებ? - მოიღუშა ანა.
ემა წამით შედგა, ოდნავ შეეცოდა.
-ჯანდაბას შენი თავი, ჩაიცვი მალე და იცოდე წესიერად მოიქეცი.
-წესიერად როგორ?
-ანუ, ცოტა ხანს გამორთე ეგ შენი "ძერსკი" და "მეყველაზემაგარიგოგოვარ" მხარე იმიტომ რომ არ გთვლიან ჩემი მეგობრები "ყველაზე მაგარ გოგოდ" და მიზეზიც აქვთ. ჰო და მანდ შიგნით, რაღანაირად საყვარელიც კი ხარ, ჯობია ეგ "გამოაჩინო" თორე მე ვერ დაგიცავ ჩემნაირი მეგობრებისგან. - ანას პატარა ბავშვივით გაუხარდა ემას ნათქვამი, გადაკოცნა და უცებ გავარდა ოთახიდან.
ლურჯთმიანმა თავი გადააქნია და გარეთ გავიდა.
ანა ისეთი ბედნიერი, ისეთი აღელვებული და ისეთი საყვარელი იყო ლუკასკანაც კი მიიღო პატარა ჩაღიმება.
-საყვარელია ეს შენი ძერსკი ბიძაშვილი, ხო იცი? - გადაუჩურჩულა ემას.
-ჩემი ბიძაშვილია და რა თქმა უნდა საყვარელი იქნება! - გაეცინა გოგონას.
უცნაური იყო ემას მეგობრების რეაქცია, ანას დანახვაზე, ძალიან არ გაბრაზებულან, უბრალოდ გასაერთობი გამოუჩნდათ, არა და, მართლა არ ჩანდა ცუდი ეს გოგო, ცოტას თუ შეცვლიდნენ.
-ელენიკო... - მიუახლოვდა ემა საუკეთესო მეგობარს.
-მომენატრე... - გაეღიმა ელენეს და ლურჯთმიანი მაგრად ჩაიხუტა.
-არ ვიყავი სწორი. ზედმეტი მომდის, ვიცი.
-არაა შენი ბრალი, ვიცი ვისიცაა.
-რა გავაკეთო, ვერ ვითვალთმაქცებ რომ არ არსებობს. - მოიღუშა ემა.
-გოგოებს მაინც უნდა უთხრა, ძალიან ეწყინებათ მერე.
-ელენე, მე შენც არ გეუბნებოდი, ფაქტზე რომ არ დაგეჭირე!
-და ისე არ მეტყოდი, არა?
-გეტყოდი, იმიტომ რომ შენთან სხვანაირად ვარ და ნებისმიერს კითხე, იციან!
-შენ იცი, შენი საქმის, გაგაფრთხილე. - გაუღიმა გოგონამ. - და ეს შენი ბიძაშვილი არაა ძაან ცუდი.
-ხო. - გაეცინა ლურჯთმიანს.
ბევრი იგუნდავეს, ბევრი იცინეს და ის ქნეს რასაც ყოველთვის აკეთებდნენ - ნუცუბიძელებს, შეახსენეს რომ თერთმეტი არსებობდა და იმაზე ძლიერი იყო ვიდრე ოდესმე,
მაგრამ არ იყო.
ვერ იყო.
ემა თავს დამნაშავედ თვლიდა რომ არაფერს ამბობდა და თან საკუთარ თავზე ძალიან ეშლებოდა ნერვები.
გიგა "კარგ ბიჭებს" მიაწერა და იმიტომ.
მაგრამ იყო კიდეც გიგა კარგი ბიჭი.
ოღონდ მხოლოდ მისთვის.
***
"ლუკასთან ვართ ყველა ამოდი."
"ანაც წამოიყვანეო ლუკამ"
მიიღო თუ არა ემამ ნინის მესიჯები, ანას დაუძახა, გაემზადე, მივდივართო და თავად, საშინლად გაკვირვებულმა დაიწყო სარკესთან მისი ცისფერი, ტალღოვანი თმის დავარცხნა.
საღებავი გადასდიოდა, გაიფიქრა, მალე უნდა შევიღებოო და თავზე ქუდი ჩამოიფხატა.
ვერ მიხვდა, რაში სჭირდებოდა ლუკას ანა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, გოგოს სახლში, მარტო დატოვება, ისეც არ უნდოდა.
-რატო მიგყავარ? - იკითხა მიამიტურად ანამ.
-არ მინდა შენი მარტო დატოვება და იმიტომ.
-ძალიან კარგი ხარ ჩემთან, არა და ვიცი არ მოგწონს ჩემნაირი ადამიანები.
-შეიძლება, მაგრამ შენ მთლად გამოუსწორებელიც არ ხარ. - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
***
-რამდენი შეყვარებული გყავდა, ანა? - აგდებულად ჰკითხა სანდრომ.
-სამი. - თავი ჩახარა გოგონამ, აშკარად ძალიან შერცხვა.
-ბუნტურო, შენ არ გეკითხებიან, მგონი ჯობია შენი წარუმატებელი შეყვარებულების სიას გადახედო და ენას კბილი დააჭირო! - შეეპასუხა ემა მექანიკურად.
-მართლაც. - ცინიკურად გაუღიმა ლუკამ.
ანას ლოყები აუღაჟღაჟდა და ლუკას მადლიერის ღიმილით გახედა.
-შენს ბიძაშვილს ლუკა მოსწონს, აშკარად. - სიცილით გადაულაპარაკა ელენემ ემას.
-ჰო... მაგრამ ლუკასაც, მგონი. - გაეღიმა ემას.
-იმას არ უთქვამს არაფერი?
-არა. არც მინახავს არსად.
-კარგია, უკეთესია... - ნაღვლიანი ღიმილით უთხრა ელენემ და ზუსტად იმ წამს მოუვიდა მესიჯი. - ძაღლი ახსენეო! - გაბრაზებულად ჩაილაპარაკა და თავი გადაატრიალა.
ლურჯთმიანმა მესიჯი გახსნა კითხვაზე "როგორი მაგარი ამინდია" -შეუმჩნევლად გაეცინა, შემდეგ კი მესიჯის კრეფა დაიწყო: "შესანიშნავი!"
ყველა თავის სტიქიაში იყო.
ყველა ცალ-ცალკე, თავისითვის მაგრამ თითქოს მაინც ერთად.
"მიჭირს."
"რა გიჭირს?"
"ამ ამინდში სიარული შენს გარეშე და სუნთქვა. მომენატრე."
ემას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ტირილამდე ცოტაღა აკლდა.
ვერ ხვდებოდა რა უნდა მიეწერა.
"ჰო და ნუ გახვალ ამ ამინდში გარეთ. :D "
"თუ გგონია გამიტარე "მომენატრე" ცდები. შენი ეს მესიჯი იყო "მეც მომენატრე" :3 "
"მაგ იმედით იცხოვრე. :D "
"ვიცოვრებ :3 უნდა წავიდე, მიყვარხარ ცისფერთმიანო ძალიან"
ემამ ელენეს გაჰკრა ხელი და მესიჯები წააკითხა.
რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა გოგონა, თუმცა შემდეგ მესიჯი მისწერა: " შენთვის ზედმეტად კარგია :D :D :D " და პასუხადაც მიიღო: "მომშორდი!"
-ემა, წიგნის მაღაზიაში გავისეირნოთ, არ გინდა? - იკითხა სანდრომ ისეთ ტონით, თითქოს იცოდა რაც ხდებოდა.
-არა, მაქვს წიგნები ჯერ.
-შენ ხომ წიგნები არასდროს გყოფნიდა?
-ეხლა მყოფნის სანდრო, ცინიკურ სახეს თუ მოიშორებ, მადლიერი დაგრჩები!
-აე, აე... - ჩაერთო მიშო. - წყნარად, ტო, რა გჭირთ.
-არაფერი. - ამოიფრუტუნა სანდრომ და სავარძელზე უკეთესად მოთავსდა.
-უაზრობაა, ყველა ჩვენ-ჩვენთვის ვართ. წავედი. - თქვა ელენემ და შემდეგ ყველა წამოიშალა.
-არ ფიქრობთ რო ბოლო დროს ურთიერთობა ძველებური აღარ გვაქვს? - იკითხა ლიკამ. გოგონები და ანა ერთად გამოვიდნენ და ბიჭები მარტო დატოვეს.
-ჰო... - ამოლუღლუღა ემამ.
-უცნაურია უბრალოდ ძალიან, რაღაცნაირად ვართ. - თქვა ნინიმ.
-ყველაზე მაგარი სამეგობრო ნუცუბიძეზე "იშლება" მეტი რა უნდათ ბერიძეს და მაგისნაირებს. - თქვა სალომემ.
გიგას გვარის გაგონებაზე ემამ პირდაპირ ელენეს გადახედა.
-და აი ბერიძე ეხლა რაღა შუაშია? - იკითხა ელენემ.
-უბრალოდ, სიტყვას მოყვა... - მხრები აიჩეჩა სალომემ.
ლურჯთმიანმა თვალები გადაატრიალა.
-"უბრალოდ სიტყვას" ბევრი რამ მოყვება.
-ანა, შენ გყავს მეგობრები? ხო ხვდები რო ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ. - იკითხა ელენემ სიტუაციის განსამუხტად.
-არა... ადრე მყავდა. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და გოგონებს რამდენიმე ნაბიჯით ჩამოშორდა.
ემა ჩაფიქრდა, ჩემი ბრალია ასე რომ ვართო და უეცრად, ძალიან მოუნდა ყველაფრის თქმა მაგრამ ენის წინ, კბილების დიდმა რიგმა ნება არ მისცა რამე თქვა გიგაზე ან მასზე და გიგაზე.
ის და ანა სახლში ავიდნენ და მხოლოდ საღამოს მოუწიათ გამოსვლა, მაღაზიაში ჩასასვლელად.
მარკეტი გადაჭედილი იყო, უზარმაზარი რიგი იდგა და საშინლად მობეზრებული ემა ღია ცისფერ თვალებს აქეთ-იქით უაზროდ ათამაშებდა როდესაც უკიდან ოდნავ ბოხი ხმა გაიგონა და თმაზე სუსტი მოქაჩვაც იგრძნო.
უკან ედგა ცისფერჯიანსიანი მისთვის კეფაზე მიედო შუბლი და უბრალოდ იდგა.
ამ დროს კი ცისფერთმიანს აღშფოთების, გაოცებისა და გაგას ცივი შუბლის ფრთხილი შეხებიგან ტანში ჟრუანტელი უვლიდა.
-რას აკეთებ?
-ვსუნთქავ.
-მასე?
-კი.
-როგორ?
-შენი თმით.
-ვერ გავიგე.
-შენი თმით ვსუნთქავ, არ გესმის, დაგიწერო?
ემას ხმა აღარ ამოუღია, ღმერთს მადლობა შესწირა რომ ანამ გარეთ დალოდება არჩია, ნაყიდი სალაროსთან გაატარა და ისე გავიდა მარკეტიდან, ერთხელაც არ შეუხედავს ცისფერჯინსიანისთვის.
ბოლომდე მაინც ვერ გაიგო რას გულისხმობდა ბიჭი მაგრამ ამაზე თავი არ უმტვრევია. გაახსენდა, ეს ხომ გიჟიაო და მიხვდა რომ მნიშვნელობა არც ჰქონდა.
გიგას სიტყვების მნიშვნელობას მხოლოდ მეორე დღეს მიხვდა, როცა სახლიდან გამოდიოდა.
მოპირდაპირე კორპუსზე, ცისფერი საღებავით და ნაცნობი, მრგავლი ასოებით ეწერა სამი სიტყვა: შენი თმით ვსუნთავ.
ემას გაეღიმა.
თუმცა ეს უბრალოდ ღიმილი არ იყო,
ადგილზე იყო გაშეშებული და დებილივით იღიმოდა,
და ზუსტად იცოდა, გიგა ამას რომ წერდა, ისიც იღიმოდა.



№1  offline წევრი kurt cobain

საშინლად,საშინლად სასიამოვნო წასაკითხია და სასტიკად მომწონს. ვოტ ტაკ! მალეეეეე შემდეგი თავიიი!!

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№3  offline წევრი p♥♥h ^^

Imedia bolos kargad moayomareb ❤❤❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№4  offline წევრი Khaleesi

ძალიან კარგია მაგრამ მოაყოლინე გოგოებისთვის რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent