შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მის მკლავებში დრო ჩერდება(1)


2-09-2015, 19:26
ავტორი lany
ნანახია 1 738

ჩემს განზომილებაში ვცხოვრობთ ორნი. მე და თორი.
თორი ჩემი კატაა. თორი კატაა და მე უკვე ჩემი არსებობის 20 წლის მანძლზე არავისგან მიგრძვნია სითბო, გარდა თორისგან. კატისგან.
საინატერესო ცხოველია კატა. ბევრი ფიქრობს, რომ მისგან თითქოს შეუძლებელია მიიღო ის, რასაც, მაგალითად, ძაღლისგან მიიღებ. თითქოს მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა სშია. ან როცა სწყურია. ან როცა საწოლზე მოკალათება სურს. ჰომ.. სწორედაც ფიქრობენ.. კატა ასეთია.
უმადურ ქმარს გავს. განსაკუთრებით მაშინ, მარტის კატების ხმას რომ იგებს და სახლიდან გაქცევა სწადია.
უძღებ შვილსაც გავს, მაშინ, როცა „საგულაოდ“ სახლიდან წასული, მარტის ბოლოს გაუბედავი კნავილით ადგება შენს თბილ (ან ცივ) ბინის კარს.
თორი სხვანაირია.
თორის მე ვუყვარვარ.
თორის არ უყვარს ჩემი ცრემლების დანახვა, საბრალოდ იკლაკნება და თათს თვალებზე აფარებულ ხელზე მირტყამს.
ჩემი ისტორია სხვებისას არ გავს.
მხოლოდ მე და თორი, ორნი. ჩვენს პატარა სამყაროში.

1 (მის მკლავებში თბილა)
ზამთრის სუსხიანი დილა იდგა, მაღვიძარას გამაგიზიანებელი ხმა რომ ჩამესმა. ზანტად ავდექი, მთელი არსებით ვცდილობდი ჰორიზონტალური მდგომარეობა აღარ მიმეღო. სიცივისგან მაჟრჟოლებდა და აბაზანისკენ კუდამოძუებული მივრბოდი.
ჯანდაბა..
თორი, რამდენჯერ გითხარი, უნდა მოისაქმო მხოლოდ შენს ქვიშაში!..
აბაზანიდან გამოსული ცხელი ყავის ჭიქით ხელში ვისვამდი მაკიაჟს, დროდადრო ვწრუპავდი.
შავი მანტო მოვიცვი.. თბილ ფეხსაცმელში წავყავი ფეხი და სახლიდან გიჟივით გავვარდი.
დღეს უნივერსიტეტის პირველი დღეა. ახალი წლის არდადეგების შემდეგ მეორე სემესტრს უნდა მივსალმებოდი. როგორ მძულს ეს ადგილი. მაგრამ ვიცი, რომ არა უნივერსიტეტი, ჩემს პატარა სამყაროში თორის გარდა არასდროს არავინ მესტუმრება. დიახ, მ ე ს ტ უ მ რ ე ბ ა. სამუდამოდ შენთან ხომ არავინ რჩება...ბოლოს ყველა დაგტოვებს, თვითონ თორიც კი დამტოვებს ოდესმე, ან მე დავტოვებ მას. ბევრს ვფიქრობ ხოლმე ჩემს ცხოვრებაზე და ჩემს ერთადერთ მეგობარ კატაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზას ვადგავარ. მაგრამ ფიქრებს არასდროს შეუშლია ჩემთვის ხელი ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების დანახვასა და მათთან „არშეჯახებაში“. აბა ამჯერად რა მოხდა?.. ალბათ რაღაც განსაკუთრებული დღეა.
სწორ გზაზე მიმავალს, მოულოდნელად, არსაიდან გაჩენილი ახალგაზრდა ბიჭი ისე შემეფეთა, წონასწორობა ორივემ დავკარგეთ და დავეცით. ბიჭის სახეს რომ შევხედე, ძალიან გაკვირვებული თვალები ჰქონდა, ალბათ მანაც ვერ შემამჩნია და ალბათ ისიც გაკვირვებას კითხულობდა ჩემს თვალებში. ქერა თმა, მუქი კანი და მწვანე თვალები ჰქონდა. ჰმ ბანალური სილამაზის ბიჭი, მაინც იმდენად სხვანაირი და მიმზიდველი იყო...
-მაპატიეთ.. -ადგა, ხელი გამომიწოდა და მეც ამაყენა.
პასუხი არ გამიცია, მხოლოდ მის თვალებში ვიძირებოდი და მინდოდა ეს უსასრულოდ გაგრძელებულიყო. მის სახეზეც იყო მარტოობის დაღი დამჩნეული, როგორც ჩემსაზე და როგორც იმათსაზე, ვისაც უმალვე ამოვიცნობ ხოლმე. მზერა შეეცვალა. თბილი და მზრუნველი გაუხდა, ან მე მომეჩვენა ისე, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. ფრთხილად შემახო თხელი გრძელი და ფერმკრთალი თითები მკლავზე და ჩამომფერთხა, მერე კი მსუბუქი მოძრაობით ამიქცია გვერდი და გზა გააგრძელა. უკან გავიხედე თვალის გასაყოლებლად. გზაზე აღარვინ არ იყო.. საერთოდ არავინ.
ლექციას გულისყური ვერ დავუდე და ლექტორისგან რამდენიმე შენიშვნაც მივიღე. მინდოდა მაგრამ არ შემეძლო, თავში ის უცნაური ბიჭი მიტრიალებდა. „ნუთუ მომელანდა?! ნუთუ ჰალუცინაციები დამეწყო?!“ ვფიქრობდი შეშინებული და თავს ვარწმუნებდი, რომ ბიჭმა სადმე გადაუხვია, თუმც ვიცოდი რომ იმ გზას გადასახვევი არ ჰქონდა. იგი მიდიოდა პირდაპირ და სწორად, და არსად სხვაგან. არ იდგა კორპუსები, არ იყო შენობები ან მაღაზიები. მხოლოდ გზა და მის კიდეებში ტროტუარი. იქით კი გარეუბნისთვის დამახასიათებელი მოუვლელი და გაშლილი მოედანი. „სად გაქრა, სად“?!!
ძალიან მინდოდა კიდევ მენახა, თუნდაც მხოლოდ ერთხელ. თუნდაც შორიდან... თუნდაც,.. სხვასთან ერთად. საოცარია, არასდროს მიფიქრია, რომ საწინააღმდეგო სქესი მიმიზიდავდა, ისინი ყველანი ისეთი უხეშები და ეგოიტები არიან. არა ამ ბიჭის თვალებში სინაზის და სითბოს მეტი არაფერი დამინახავს... იქნებ მომეჩვენა???
იმ აზრმაც კი გამკრა, რომ თორი რომ ადამიანი ყოფილიყო, სწორედ ის იქნებოდა.
ლექციები დამთავრდა, დაქანცული და ამ სამყაროს მოწყვეტილი გამოვედი კამპუსიდან. უკვე შებინდებული იყო და ავტობუსით წასვლას კვლავ ფეხით გასეირნება ვამჯობინე.
ვაღიარებ, მინდოდა სადმე ისევ გადავწყდომოდი უცნობ ახალგაზრდას.
უნივესრიტეტი ჩემი გარეუბანივით ქალაქის კიდეშია. მალევე გავცდი ხმაურიან ქუჩებს და კორპუსებს. მალე ამოვყავი თავი წყნარ ადგილას, რომელსაც დიდი და წყნარი მდინარე, კურაკულა ჩამოუყვება. კურაკულაზე გრძელი ხიდი დგას. მდინარე იმდენად განიერია, რომ ხისდის მეორე ბოლოში თვალის გადევნება ჭირს. მუქ ლურჯ ცაზე უკვე გამოჩნდა ყვითელი მთვარე და ვარსკვლავები, ცოტ-ცოტა ნაცრისფერი ღრუბლის ნაგლეჯებიც დაცოცავდნენ. ხიდი სამანქანო არ იყო. შელახული და დღევანდელობისთვის უკვე ზედმეტად ვიწრო, ყველას მიეტოვებინა. ნელ-ნელა შევუდექი ხიდს, მივსეირნობდი და მოაჯირს ხელს ვაყოლებდი. იმედი უკვე გამიცრუვდა გარშემო არავინ იყო. სრულად მარტო მივაბიჯებდი.
საერთოდ არავინ.. როგორც დილით...
თითებზე სხვა თითების შეხება ვიგრძენი, შეშინებული სანამ ავხედავდი ვინ იყო მათი პატრონი, თვითონ თითებს დავხედე და ვიცანი. ტანში სიხარულის და შიშის გრძნობამ ერთდროულად გამირბინა. სახე ავწიე და მის ნაზად გაღიმებულ სახეს წავაწყდი. ისევ ისეთი მწვანე და თბილი თვალები. ღმერთო ის ხომ არსად არ იყო... საიდან გაჩნდა საიდან, ნუთუ მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა? დაე იყოს ასე, მე ძალიან მომწონს ის.
მაშინ სახელიც სჭირდება. ვუყურებ მის თვალებს და ზუსტად ვიცი რომ ჰოსეა ჰქვია. ის მე მიყურებს თვალებში და ზუსტად იცის რომ ლანილა მქვია. ვუყურებთ ერთმანეთს და არ გვაინტერესებს არაფერი. მის თითები ისევ ჩემს თითებზეა და მისი სითბო სხეულში დენივით მარტყამს. ხელმეორე შეხვედრის მგზნებარებამ უცებ გამიარა, გარშემო ზამთრისთვის დამახასიათებლი მსუსხველი სიცივე იდგა, შემაჟრჟოლა. თვალის დახამხამებისაც მეშინოდა, ვიცოდი, როგორც კი წამით მოვწყვეტდი მზერას, ჰოსეა ისევ დამეკარგებოდა. მის სუნთქვას სახესთან ახლოს ვგრძნობდი, ის ალბათ ჩემსას გრძნობდა.. წამით გადავწყვიტე შემემოწმებინა ჩემი წარმოსახვა და გამეშვა ჰოსეა ჩემი თავიდან. თვალები დავხუჭე. გულმა ძალიან გამალებით დამიწყო ბაგაბუგი, მღელვარებამ ფეხებში ღვინოსავით ჩაიარა, მუცელში სპაზმმა დამიარა, სევდით ავივსე, და უკვე დარწმუნებულმა რომ კვლავ მარტო ვიდგებოდი ხიდზე, ნელნელა გავახილე თვალები... ჰოსეა ისევ აქ იდგა ჩემს წინ. მასაც თვალები ჰქონდა დახუჭული. ალბათ ჩემი მზერა იგრძნო და თვალები გაახილა. შემომცინა, ისე მსუბუქად და ნაზად, ისე ბუნებრივად, მეგონა მისი სიცილის ხმა სადღაც შორიდან, როგორც სიზმარში, ისე მესმოდა.
ძალიან ძლიერი წარმოსახვა მქონია.
ამაკანკალა სიცივე უკვე მბეზრდებოდა. ჰოსეა კიდევ უფრო მომიახლოვდა, თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ახლობელი და საყვარელი იყო ჩემთვის. ისე მეშინოდა მისი დაკარგვის, სიცივის გრძნობა გამიათკეცდა და სწორედ იმ დროს, როცა მინდოდა ცრემლებისთვის მიმეცა გზა, ჰოსეამ გულში ჩამიხუტა. სიცივე გაქრა, როგორც დილით ის.
სითბომ ამივსო სხეული. როგორც თბილად საწოლში მწოლიარეს მთბილა. თითქოს გარშემო ზაფხულის ლამაზი საღამო ჩამოდგა. და მე მივხვდი. ჰოსეა ჩემი ზაფხულია.

2 (მის მკლავებში დრო ჩერდება)
6 თვე გავიდა.
მე არ შემეძლო ჰოსეას გარეშე და მას ჩემ გარეშე.
მე არ ვიცოდი საიდან მოდიოდა ის, ან სად მიდიოდა ჩვენი შეხვედრების მერე.
არც მან იცოდა, საიდან ვჩნდებოდი მე და სად ვქრებოდი როცა წასვლის დრო დგებოდა.
ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვავსებით და ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საკმარისი.
ჩვენი პატარა ქალაქი ტატბაჩი, ჩემთთვის კიდევ უფრო იდუმალი გახდა, თითქოს შავთეთრად ვხედავდი ყველაფერს. გონგაში სამუდამო ზამთარი იდგა. ის ზამთრის ქალაქი იყო. არასდროს თოვდა, მაგრამ ყინვა უკვე 300 წელი სტაბილურად იდგა ჩვენს ქალაქში.
ჰოსეას ქალაქი გონგა, მუდმივი ზაფხულის ქალაქია. როდესაც ის ჩემთანაა ჩვენ ვერთიანდებით, ის ტატბაჩში არსებულ გაუსაძლის ყინავს გრძნობს, ხოლო მე გონგაში არსებულ სასიამოვნო ზაფხულის სიცხეები და ზაფხულის ღამის სურნელება მათრობს.
ჩემი განზომილება სხვაა, ჰოსეას განზომილება სხვა.
-ლანილა ლა... -მესმის მისი ტკბილი ხმა, ჩემს ტუცებზე მის ნაზ ტუჩებს ვგრძნობ და საწოლში მკერდით ვეკრობი მის მკერდს. მე მცხელა მას სცივა და საბოლოოდ ერთმანეთს ვათბობთ.
-ლანი.. მინდა სულ მხოლოდ შენთან ვიყო..
-ეს ხომ შეუძლებელია ჰოსეა.
-არა ეს ასე არ არის!-ბრაზობს ჰოსეა.-ჩვენ ამაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. და ჩვენ ერთმანეთს მაინც შევხვდით, სხვადასხვა სამყაროებიდან...
მის სიბრაზზე მეღიმება, ბავშვურია როცა ბრაზობს. ტუჩები ებუტება, წარბი ეკვრება და პატარა ცხვირი ებუშტება. ღიმილით ვკოცნი ტუჩებზე.
-ჰოსეა, მე ვიცი რომ ჩვენი ბედნიერება ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ დიდხანს გაგრძელდეს.
ვიცი რომ ჰოსეას ძალიან აშინებს ჩვენი მომავალი დაშორების მოლოდინი, მაინც არ ვინდობ. არ მინდა უფრო მოულოდნელად ეტკინოს მერე.. მინდა მომზადებული შეხვდეს ხელახალ და უფრო მტანჯველ სიმარტოვეს. მე.. მე კი ზუსტად ვვიცი რომ ეს ბედნიერება ხანმოკლეა.

გულაღმა ვწვები ვნება მეკიდება და მუცლის ქვევით მძაფრი შეგრძნება გონებას მითიშავს.
ვგრძნობ მის ფრთხხილ ,მაგრამ სწრაფ მოძრაობას ჩემს სხეულზე და ვცდილობ თითოეული წამით დატკბობას.
„ნეტავი შენგან რამე დამრჩეს... ჰოსი...“ ვფიქრობ გულში და სწორედ მაშინ ჰოსეა სიამოვნების პიკს აღწევს, მთელი ჩემი სხეული თითქოს თბილი სითხით ივსება, მერე უკან გამოდის და ძლიერი განცდები უკან გამოაქვს..
შვილი.. ჩვენი შვილი. იქნებ ის არსებობდეს. იქნებ გაჩნდეს.. ვფიქრობ და მთელი ძალით ვებღაუჭები ამ იმედს..
დარწმუნებული ვარ მას ჰოსეასავით თბილი და დიდი თვალები ექნება, მასავით სიყვარულით სავსე ხმა და მგრძნობიარე გული.


დაშორების დრო.
ის აუცცილებლად დადგებოდა.
ჩვენ ორივემ ვიცით რომ ერთმანეთს უკანასკნელად ვუყურებთ თვალებში.
საიდან? არ ვიცით.. უბრალოდ ვიცით.
და
ჰოსეას გულის ცემა უკანასკნელია რასაც ვისმენ.. მისი წასვლის შემდეგ დავყრუვდები
და
მის მკლავებში დრო ჩერდება.
მისი თვალები უკანასკნელია რასაც ვხედავ, მისი წასვლის შემდეგ დავბრმავდები
და
მის მკლავებში დრო ჩერდება.
მისი ტუჩები უკანასკნელია რასაც სხეულზე და სახეზე ვგრძნობ, მისი წასვლის შემდეგ სრულად უგრძნობი დავრჩები.
და
მის მკლავებში დრო ჩერდება.
ხეები წყვეტენ შრიალს
სიცივე ქრება
ქალაქის ხმაური ჩერდება სრულიად
მხოლოდ ჩვენ ორი ვხედავთ და ვგრძნობთ ერთმანეთს.
მხოლოდ მას ესმის ჩემი და მე მისი.
და
მე ვგრძნობ ჩვენი შვილის მოძრაობას ქვევით მუცელში .
მე ამ იმედს ისევ ვებღაუჭები და ვიცი რომ ჰოსეა მასში გაგრძელდება.
ჩემს სამყაროში სამნი ვიქნებით, მე, თორი და ჰოსეას ნაწილი, და ჩვენ არასდროს დავტოვებთ ერთმანეთს.
და
დრო გაჩერდა მის მკლავებში.



№1  offline წევრი amaglobeli

ძააან მომეწონა recourse საკმაოდ განსხვავებული და დახვეწილი თხრობაა.. რაღაც პონტში ჩანახატივით არის.. სასიამოვნო წასაკითხი. გაიხარე love
--------------------
Tata Amaglobeli

 


№2  offline წევრი lany

amaglobeli
ძააან მომეწონა recourse საკმაოდ განსხვავებული და დახვეწილი თხრობაა.. რაღაც პონტში ჩანახატივით არის.. სასიამოვნო წასაკითხი. გაიხარე love

ძალიან გამიხარდა შენი კომენატარი request მადლობა რომ წაიკითხე <3

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

უცხო რამეა ძაალიან. ასე მეგონა, აქ დამთავრდა, მაგრამ ველოდები შემდეგს.

ეერთადერთი, სშია გეწერა და არ უნდა ს. დანარჩენი ძალიან კარგი იყო ყველაფერი.

 


№4  offline წევრი lany

ფორთოხალი
უცხო რამეა ძაალიან. ასე მეგონა, აქ დამთავრდა, მაგრამ ველოდები შემდეგს.

ეერთადერთი, სშია გეწერა და არ უნდა ს. დანარჩენი ძალიან კარგი იყო ყველაფერი.





მადლობა ძალიან დიდი ^^ მაგრამ გაგრძელება იდეაში ნამდვილად არ მაქვს.. what

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent