შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჭედილები ( თავი 2)


2-09-2015, 21:14
ნანახია 1 888

****
-აქ ღამის გათენებას აპირებ?-ფეხზე წამოდგა ტამარა და მოსასხამი მოიცვა.
-სულ ცოტაღა დამრჩა.წადი,კომპანიას მე დავხურავ.
-მაგრამ ამისთვის დაცვაა-შემეპასუხა ის.
-ჯანდაბა ტამარა,ვიცი აქ რაც ხდება,ამიტომ გეთაყვა ძალიან გთხოვ სახლში წადი.
-როგორც გინდა-ამრეზით გადმომხედა მან და მარმარილოს იატაკზე კაკუნით გავიდა შენობიდან.
რამოდენიმე საათმა ისე სწრაფად გაირბინა,რომ სანამ კომპიუტერის გამოსხივებამ თავი არ ამატკია,ვერაფერი ვერ გავიგე.წასვლა დამეზარა.ეს უბრალოდ ყოველდღიური მოვლენაა.ან უბრალოდ ვცდილობ გავექცე იმ გრძნობას,რასაც მარტოობა იწვევს ჩემში.
გადაღლილობამ იმოქმედა,კიდევ არეულობამ ჩემს ტვინში.უბედურებამ,ცრემლებმა ახლა სახეს,რომ მისველებდნენ და საბოლოოდ ხმაურმა ყველაფერი გააქარწყლა.გიჟივით წამოვხტი ფეხზე და გვერდით დადებულ ფანარს ხელი დავავლე.შიშით გავიარე დერეფანი,რომლის ბოლოშიც მისტერ დამიანის კაბინეტი იყო და საიდანაც ხმაური გამოდიოდა და თან რამოდენიმე ადამიანის ყვირილი ახლდა.კარებს ყური ნელა მივადე. ხმაური გაიზარდა,ყვირილში გადავიდა და საბოლოოს რაღაც გატყდა.მთელიძალით მივაწექი ხის კარს და შიგნით შევვარდი.სურათი,რომელიც თვალწინ გადამეშალა საშინლად გულისამრევი იყო.
-სერიოზულად?-გულგახეთქილმა წამოვიყვირე.
მუსიკა გაწყდა,მოძრაობა და ხმაურიც შეწყდა.უამრავმა თვალმა ჩემსკენ გამოიხედა და წამით ვინანე,რომ აქ შემოვედი.
-ჰეი პატარავ-სავარძლიდან შავგვრემანმა ტიპმა წამოყო თავი და გოგონას,რომელიც ზემოდან ეჯდა უკანალზე ხელი წამოარტყა.
პირზე ხელი ვიტაცე.მეგონა ვარწყევდი ან უარესი,გული წამივიდოდა.
-ნათან კარგი რა- საუბარში ჩაერთო ნედი.ჯანდაბა ის აქ საიდან გაჩნდა?- ჩვენი სტუმარი საკმაოდ მორცხვი და მარტოსულია. დავეხმაროთ,რომ განიტვირთოს.
სიცილი ატყდა.ნედიმ მაჯაში ხელი უხეშად წამავლო და მათკენ წამიყვანა.მხოლოდ ღმერთმა თუ იცის რამდენჯერ დავწყევლე საკუთარი თავი აქ შემოსვლის გამო და იმ წამს ისეთი ზიზღი ვიგრძენი მეგონა ბოღმა გამხეთქავდა და გამანადგურებდა.ხელი,როგორღაც გავინთავისუფლე და კარისკენ გავიქეცი.ვიცოდი,რომ არ გაჩერდებოდა თუმცა გაჩერებას არც მე არ ვაპირებდი,ამიტომ მთელი ძალით გავიქეცი.პირველი რაც თავში მომდიოდა კომპანიის დაცვა იყო,რომლის ოთახიც პირველ სართულზე შემოსასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობდა.კირისტეხით ჩავირბინე სამი სართული და ყურადღება არ მიმიქცევია სათვალისთვის,რომელიც კიბეებზე დამივარდა.ნამდვილად კონკიას ამბავს ჰგავს.
-ნელი გაჩერდი-კიბეებზე ყვირილით მომდევდა ნედი.
მაშინვე გავჩერდი,მაგრამ არა მისი ნათქვამის გამო,უბრალოდ გავიგე,როგორ დაეცა მძიმე მასა და კიბეებზე დაგორდა.შეშინებულმა იმ წამს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე და უკან გავიქეცი,მასთან.
-ნედ თვალები გაახილე-სახეში შემოვარტყი თუმცა კვლავ უსულოდ ეგდო.ალკოჰოლის სუნად ყარდა და პირიდან დორბლი გადმოსდიოდა.
-ჯანდაბა ჰორან,რა მძიმე ხარ- გემრიელად შევიკურთხე მე.
მის თრევას მოვეშვი,მივხვდი აზრი არ ექნებოდა. უბრალოდ იმ წამს ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და მის თავთან ჩამოვჯექი.მისი თავი კალთაში დავიდე და თმებზე მოვეფერე.იმედი მქონდა მისი მეგობრები ძებნას არ დაგვიწყებდნენ რადგან მათთან მეორედ შეხვედრის სურვილი ნამდვილად არ მქონდა.
ნეტავ იცოდეს,როგორ ძლიერ მიყვარს.ნეტავ იცოდეს,როგორ მტკენს მისი ასეთი საქციელები გულს.ნეტავ შეეძლოს მიმიღოს ისეთი,როგორიც ვარ და დაივიწყოს ყოველგვარი კრიტერიუმები.ეს ვის ანაღვლებს.
თვალები ნელ-ელა მეხუჭებოდა.ამდენი ხნის უძილობამ და ახლა უკვე ნამდვილმა სიჩუმემ იმოქმედა ჩემზე და წყვდიადი გამეფდა.



თვალები,რომ გავახილე წელის ტკივილს კვლავ ვგრძნობდი.ამას ემატებოდა თავის და თვალების ტკივილი,რომელსაც თან ერთვოდა ვიღაცის თმები ჩემს პირში.
-ჯანდაბა-კოჭლობით წამოვდექი ფეხზე და ჩემზე დაყრდნობილი სხეული გვერდით გადავარდა.გამოვშტერდი,როდესაც ნელი ამოვიცანი და მაშინვე ხელში ავიყვანე იმის იმედით,რომ არაფერი ეტკინებოდა.
-ნელი გამოფხიზლდი-რამოდენიმეჯერ შევანჯღრიე,თუმცა გონზე არ მოსულა.სწრაფად ავიარე კიბეები,რომელიც ჩემი კაბინეტისკენ მიდიოდა და ოთახში შესვლისთანავე ტამარას დავურეკე.
-ტამარა წყალი შემომიტანე-პასუხს აღარ დავლოდებივარ,მაშინვე ნელისკენ წავედი,რომელიც დივანზე იწვა. კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოდი-მკაცრად გაისმა ჩემი ხმა.
ოთახში ქუსლების კაკუნითა და თეძოების ქნევით ტამარა შემოსრიალდა და ძალზე გამომწვევად გადაიხარა მაგიდისკენ წყლიანი ჭიქის დასადგამად.
-სულ ეს არის?-სექსუალური ხმით იკითხა და ტუჩი მოიკვნიტა.
-შეგიძლია წახვიდე-თვალები ავატრიალე მე.
მეგონა დაყრუვდა,რადგან ადგილიდან არ დაძვრულა,თუმცა როდესაც მის მზერას თვალი გავაყოლე მივხვდი,რომ ნელი შენიშნა და მობეზრებულმა ოდნავ ხმამაღლა გავუმეორე,რომ წასულიყო.თავი დამიქნია და გასვლისას კარები ისე ძლიერ მიაჯახუნა,რომ დივნიდან ნელი გადმოვარდა.სანამ ამ ყველაფერს გავაანალიზებდი და მისკენ წასვლას მოვიფიქრებდი, ის უკვე ფეხზე დგებოდა.
-კარგად ხარ?-მასთან მივედი.
გველნაკბენივით უკან გადახტა და შეშინებული თვალებით ამომხედა.
-გთხოვ არ გინდა.შეწყვიტე ამ ყველაფრის კეთება-ამოისლუკუნა მან.
ცხოვრებაში პირველად ვერაფერი გავიგე და ვთხოვე აეხსნა,თუმცა ყურადღება არ მომაქცია ისე წავიდა გასასვლელისკენ.
-ნელი რა მოხდა გუშინ?
არ მიპასუხა.
-ნელი მითარი რა ჯანდაბა გავაკეთე გუშინ?-მაინც არ მიპასიხა უბრალოდ ჩემსკენ შემობრუნდა.
-არა-თმებში ხელი წავივლე.ვიგრძენი,როგორ დამძიმდა ირგვლივ ჰაერი.
-არაფერი-საბოლოოდ ხმა ამოიღო მან.
-ნამდვილად?-დავეჭვდი მე.
-არაფერი მისტერ ჰორან,გუშინ არაფერი მომხდარა.
-მაშინ რატომ გვეძინა იატაკზე, თანაც ერთად?
-ღამე იყო,კიბეებზე ფეხი დაგიცდათ და დაგორდით.შემთხვევით აღმოვჩნდი იქ და რადგანაც ვერაფერს გავხდი დავჯექი და ჩამეძინა-თხრობა დაამთავრა.
-ახლა როგორ გრძნობ თავს?-თვითონ ვერ ვხვდებოდი საიდან მოდიოდა ჩემგან ამდენი მზრუნველობა.
-კარგად ვარ.თუ შეიძლება სამუშაოს დავუბრუნდები.
-რა თქმა უნდა.შეგიძლია წახვიდე.
-თქვენის ნებართვით-თავი დამიკრა მან და ოთახი დატოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent