მალე მოგირჯულებ გპირდები (3)
მარიამი მალე მოვიდა სკოლის დირექტორმა თვითონ უთხრა თუ გინდა წადიო, ძალიან კარგი დირექტორი გვყავს, ძალიან მიყვარს და არასოდეს არ შემშინებია მისი, ჩემ მეგობრებს არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ეშინოდათ მისი, მე კი სულ მიკვირდა რატო გეშინიათ ბუა ხომ არ არისთქო. -როგორ არის? (მარიამი) შემოვიდა მომვარდა დაფეებული მარიამი, ცრემლები მდინარესავით მოდიოდა, მივედი და ჩავეხუტე, შემდეგ ჩემ ძმასთან მივიდა და გვერდზე მიუჯდა. -კარგად იქნება (მარიამი) -ვიცი (ლუკა) -მეე... უბრალოდ მინდა... მე უბრალოდ მინდა რომ... (მარიამი) -ბოდიში (ლუკა) -პირიქით მე გიხდი ბოდიშს, ცუდად მოვიქეცი (მარიამი) -არა უბრალოდ ზედმეტი მომივიდა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი (ლუკა) მათმა საუბარმა დამაინტერესა ამიტომაც ინტერესით ვისმენდი, როცა გაჩუმდნენ მე დავიწყე ლაპარაი. -შეგიძლიატ გამარკვიოთ რა ხდება? რატომ უხდით ერთმანეთს ბოდიშს? (მე) -ისე უბრ (მარიამი) დამტავრება არ აცადა ლუკამ -არაა შენი საქმე (ლუკა) -კიმაგრამ არაფერი არაა ჩემი საქმე რაც შენ გეხება, უნდა ვიცოდე რა ხდება შენს თავს, შენ ყველაფერი იცი ჩემზე, მე კი არაფერი ლუკა, აი რა არის ჩვენს შორის განსხვავება (მე) გაბრაზებულმა ვთქვი რადგან მართლა ვბრაზდებოდი როცა ის არაფერს მეუბნებოდა მისი საქმეების შესახებ, მხოლოდ არაა შენი საქმე? ეს ხომ სისულელეა, ამას ჯობია არაფერი მითხრას -მარიამ ჩემი ჩანთა სადაა? (მე) ახლა დავაკვირდი რომ მხოლოდ მის ჩანთა ქონდა -ვაიმეე, ისე ვჩქარობდი სულ დამავიწყდა ჩანთა (მარიამი) -კარგი არაუშავს, მერე გავივლი სკოლაში და წამოვიღებ (მე) -არა არა იყოს, მე მალე უნდა წავიდე, ბოდიშ ვერ დავრჩები საღამოს გამოვალ ისევ, ლევანის გადაეცით რომ ვიყავი მასთან მოსული და აი ხო კინაღამ დამავიწყდა, შოკოლადები მოვუტანე, როგორ ძალიან უყვარს (მარიამი) -მადლობა მარიამ, არ ხარ ვალდებული აქ იყო. გადავცემ აუცილებლად, ისე ცოტა ხანი თუ მოიცდი გაიღვიძებს და ექიმს თუ ვთხოვტ შეიძლება შეგიშვას და შენთვითონ მიეცი შოკოლადები (მე) მარიამს ცრემლები წამოუვიდა, რაზეც ლუკა მას ჩაეხუტა, კი გამიკვირდა მისი ეს საქციელი რადგან როგორც წესი ლუკა ასეთი თბილი არავისთან არის, არც მარიამს იცნობს მგონი კარგად. -დავრჩები აბა რას ვიზამ (მარიამი) მხოლოდ გავუღიმე და სასადილოსკენ წავედი, წყლის დალევა მინდოდა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, დაბლა ჩასვლა ბუნდოვნად მახსოვს, წყალი დავლიე და უკან როცა მოვდიოდი სანდრო დავინახე, რატომღაც გამიხარდა კიდევაც მისკენ წავედი, ხელში შავი პარკი ეჭირა, მივედი და გამოველაპარაკე -როგორ ხარ? (მე) -როგორ არის? (სანდრო) -უკეთ (მე) -კარგია (სანდრო) -ხო, მარიამი მოვიდა ჩემ ძმასთან არის (მე) -კაი წამო წავიდეთ (სანდრო) -წამო (მე) ვთქვი მოწყენილმა -უი საჭმელი მოგიტანეთ, ვიფიქრე მოშივდებოდათთქო (სანდრო) -აუუ რაკაი ბჭი ხარ, მადლობა (მე) -არ გინდა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი? (სანდრო) ძალიან ბანალური კითხვა იყო ამიტომაც ვეცადე დამეიგნორებინა მაგრამ არ გამომივიდა -სანდრო, ცუდად ვარ, არაფერი არ შედის ახლა თავში მხოლოდ ლევანიზე ვფიქრობ რადროს გაცნობაა (მე) -ხო სულელური კითხვა იყო, ბოდიში, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება, და თქვენი მშობლები სად არიან? (სანდრო) მშობლებზე ისევ ამეტირა, დედა გამახსენდა, ძალიან მენატრებოდა უსაზღვროდ -მშობლები არა, მსობელი, დედა დაიღუპა როდესაც ლევანი გააჩინა (მე) -ბოდიში რომ აგატირე, მართლა ვწუხვარ (სანდრო) მოვიდა და ჩამეხუტა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ ვაკეთებდი ამას და რატომ ვექცეოდი 1 დღის გაცნობილ ბიჭს ასე, როცა საერთოდ ადამიანთან კონტაქტში ძნელად შევდივარ, ეს ყველაფერი ამ სიტუაციას დავაბრალე, გონს რომ მოვედი ხელები გავაშვებინე და დაბნეულმა ვუთხარი -ნუ სარგებლობ ჩემი ასეთი მდგომარეობით (მე) აზრის თქმა ვეღარ დავამთავრე და ლუკასკენ და მარიამისკენ წავედი, მაგრამ იქ მხოლოდ ლუკა დამხვდა -სად არის? (მე) -ლევანისთან შევიდა (ლუკა) -გაიღვიძა? (მე) -არა ძინავს ჯერ, მაგრამ იმდენი ეხვეწა ექიმს რომ შეუშვა (ლუკა) -როგორ უყვარს ლევანი, მისი გაზრდილია (მე) -ხო ძალიან უყვარს (ლუკა) -ლუკა შეგიძლია მითხრა შენს და მარიამს შორის რა ხდება? (მე) -მიყვარს. (ლუკა) მისმა სიტყვებმა არ ვიცი რა გავლენა იქონია ჩემზე მაგრამ თან გამიხარდა თან გაოგნებული ვიყავი თან ნაწყენი რომ აქამდე არ მითხრა. -მარიამს? (მე) -არ ვიცი, არც მან იცის რომ მიყვარს (ლუკა) -აჰა გასაგებია და აქამდე რატომ არ მითხარი (მე) -არ ვიცი (ლუკა) -მისმინე, მას როგორ გითხრა... ნუუ (მე) -ვიცი, სხვა უყვარს(ლუკა) -ხო, სხვა უყვარს (მე) -მალე გადაუყვარდება (ლუკა) გადმომხედა და გამიღიმა -სანდრო მოდის, მოეწონე (ლუკა) -არა რასისულელეა (მე) - ნუ იდებილებ თავს, მოეწონე ვერ ხვდები? (ლუკა) -არ მაინტერესებს (მე) სანდრო მოვიდა, პარკიდან საჭმელი ამოალაგა ისე რომ არც კი შემოუხედია ჩემთვის, სიმართლე გითხრათ შემრცხვა ჩემი ასეთი საქციელისთვის. -მადლობა (ლუკა) -არაფერს (სანდრო) მარიამი გამოვიდა მისკენ წავედი და მაშინვე ვკითხე -გაიღვიძა? (მე) -არა (მარიამი) -კარგად იქნება, ძლიერი ბიჭია (მე) -გახსოვს, ცუდად რომ იყავი ხოლმე და მე მოვდიოდი, მე ვუვლიდი მასაც და შენც, მე ვაკეთებდი მაგ დროს ყველაფერს, ვასეირნებდი კიდეც, იმას ვაკეთებინებდი რასაც შენ უშლიდი, ეს ჩვენი საიდუმლო იყო შემპირდა რომ არავისთან იტყოდა ამას (მარიამი) -ვიცი რომ მიგყავდა ხოლმე (მე) გავუღიმე და ხელი ხელზე მივადე, გაყინული ქონდა და უკანკალებდა. -მერე რატომ არაფერს ამბობდი? (მარიამი) -გაყინული გაქვს ხელები მარიამ (მე) -მიპასუხე (მარიამი) -უბრლოდ არ მინდოდა თქვენი საიდუმლო გამჟღავნებულიყო რავიცი აბა. (მე) -ელენე, მას რომ ამე დაემარ...(მარიამი) -ჩუუ, ეგ მეორედ არ გაიმეორო, არაფერი მოუვა, ძლიერი ბიჭა და ყველაფერს გადაიტანს აი ნახავ (მე) ჩავეხუტე, მეც მეშინოდა იმისი რომ რამე დაემართებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი, მინდოდა ძლიერი გამოვჩენილიყავი, არასოდეს მიტირია სხვასთან, ყოველთვის ვცდილობდი სუსტი არ გამოვჩენილიყავი, ეს როგორ ვთქვა უბრალოდ ნაკლია ადამიანის, ამჯერად ჩემი რომ არ მინდა სუსტი ვიყო, შემდეგ ხელი მოვკიდე და სკამთან მივიყვანე, ძალით ვაჭამე, მე არაფერი ვჭამე, ლუკასაც ძალით ჩავტენე პირში საჭმელი. სანდროს კი არაფერს ვეუბნებოდი. სიწყნარე ლუკამ დაარღვია -ლევანი რომ კარგად გახდება მოდი ჩვენთან სანდრო (ლუკა) -აუცილებლად გესტუმრებით (სანდრო) გამომხედა და გამიღიმა -მეც მოვალ (მარიამი) ჩუმად ჩაიცინა მარიამმა, ლუკას გავხედე თვალები გაუბრდღვიალდა -ლუკა, მამას არ ვუთხრათ? (მე) -კი (ლუკამ) ისე საკმაოდ სიტყვაძუნწია -კარგი დავურეკავ მაშინ (მე) -არა, ახლა არა უკეთ რომ გახდება მერე შევატყობინოთ (ლუკა) -კიმაგრად (მე) -ახლა კონფერენციაზე იქნება, კომპანიას პრობლემები შეექმნა (ლუკა) -კარგი, შენ უფრო იცი (მე) -როდის ჩამოდის? (მარიამი) -არ ვიცით ჯერ (ლუკა) -სად არის? (სანდრო) -გერმანიაში (ლუკა) -გერმანია ტკბილი გერმანია (სანდრო) -რატომ წამოხვედი? (მე) -არაა შენი საქმე (სანდრო) რაა? ესენი მეღადავებიან? რა ჩემი საქმე არაა ხალხო? ყველაზე საშინელი პასუხია რაც აქამდე გამიგონია, შენი საქმე არაა, მეზიზღება უკვე ეს სიტყვები, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია -კარგი (მე) თითქოს დავაიგნორე ექიმი გამოვიდა და ჩვენკენ წამოვიდა -როგორ არის? (ლუკა) -იცით (ექიმი) -დროზე (მე) -უკეთ არის, შეგიძლიათ ნახოთ, გაიღვიძა, და ლუკა იკითხა, ხვალ გავწერთ, ძალიან ძლიერი ბიჭი აღმოჩნდა (ექიმი) გაგვიღიმა და წავიდა, ღმერთო მადლობა, დიდი მადლობა -შევალ (ლუკა) -მიდი (მე) გავუღიმე და სკამზე დავჯექი, მარიამს ხელი მოვკიდე და თვალებით ვანიშნე ,,ხომ გითხარი ძლიერი ბიჭია ყველაფერს გადაიტანსთქო" გამიღიმა, ამოისუნთქა და სკამს მიეყრდნო, სანდრო კი იდგა და მხოლოდ იღიმოდა -რომ გამოწერენ ჩემ ძმას გავაცნობ, ერთმანეთს კარგად გაუგებენ (სანდრო) -ძმა გყავს? რამხელაა? (მე) -4 წლის (სანდრო) -კარგია ძმა, კიდევ გყავს ძმა ან და? (მე) -არა არ მყავს, (სანდრო) ლუკა გამოვიდა და გვანიშნა შევსულიყავით. მე და მარიამი შევედით, სანდრო გარეთ დარჩა, მოკისკისე ლევანი რომ დავინახე უბედნიერესი ვიყავი, ხელზე ვაკოცე და მის გვერდზე თავი დავდე, მარიამი გვერდზე დამიდგა -ლევანიკოო, ახლა რა გინდა ყველაზე მეტად? (მარიამი) -მმმ. სოკოლადები (ლევანი) -ხოო? (მარიამი) -მომიტანე? (ლევანი) -აბა რა ჩემო სიცოცხლე, შენ თუ არა სხვა ვის უნდა მივუტანო (მარიამი) შოკოლადი გაუხსნა მიაწოდა გვერდზე მიუჯდა და თავზე აკოცა -მადლობა მალიამ (ლევანი) ლუკას გავხედე მისი მომღიმარი სახე დავინახე და გამეღიმა მეც, გარეთ გავედი მაგრამ იქ გასულს სანდრო წასული დამხვდა, სკამზე წერილი დავინახე, მივედი და გავხსენი ,, წავედი ბოდიში საქმე გამომიჩნდა, დავბრუნდები აი ჩემი ნომერი 637495721 დამირეკე თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს" უბრალოდ გავიღიმე და პალატაში შევედი. -სანდრო წავიდა, მარიამ წადი შენც არ გინდა? (მე) -მარიამი კი არა, ორივე წადით, მე დავრჩები ღამე (ლუკა) -არა მეც დავრჩები (მარიამი) -მე არსადაც არ წავალ, დღეს ზღაპრები უნდა მოვიყვე ჩემ ლევანიკოს ხო პაწუ? (მე) -მომიკვები? იცი ლაზე მომიკევი? მგელზე და ბაწიაზე, ბაწიის დედამ მგელს ლო თავსი ცაალტკა დიდი ჯოქი აი მაგაზე. (ლევანი) -ვაიმეე შენ შემგევლე ჩემო სიხარულო, რაზეც გინდა იმაზე მოგიყვები (მე) -მაშინ ელენეს მერე მე მოგიყვები, რაზე გინდა? (მარიამი) -მალიამმმ, იცი ლაზე?? (ლევანი) -რაზე აბა? (მარიამი) ლუკა მის ლაპარაკს ისმენდა და იღიმოდა, მართლა უყვარდა, ამას ვხვდებოდი -ლაზე დაა, აი... აი ლაზე იცი? (ლევანი) ეტყობა ვერაფერი მოიფიქრა მერე გადმოგვხედა და გაგვიცინა -ვერაფერი მოიფიქრე? (მარიამი) -ველა (ლევანი) -მაშინ ერთ პატარა ბიჭზე რომ მოგიყვე, ყვეალზე ძლიერი რომ იყო და ყველაზე ჭკვიანი გინდა? (მარიამი) -კიი, ლა ელქვა იმ ბიწს? (ლევანი) -რადა რათქმაუნდა ლევანი (ლუკა) მარიამს გახედა და გაიცინა -ცემზეა? (ლევანი) -კი ჩემო სიცოცხლე (მარიამი) ექიმი შემოვიდა და გვითხრა რომ ცოტახნით გარეთ გავსულიყავით, ასეც მოვიქეცით, გარეთ გავედით ახლა უკვე ყველა ბედნიერები -მართლა წადით თქვენ სახლში, აქ ვიქნები მე თუ რამეა დაგირეკავთ (ლუკა) -ისე მე უნდა ვიბანავო, წავალ და მოვალ, არ მივალ სკოლაში რა მოხდება (მე) -წახვალ! (ლუკა) -კარგი რა ლუკა (მე) -მეც დავრჩები არ დაგტოვებთ მარტო (მარიამი) -მადლობა მარიამ (ლუკა) -აუუ გასაღები ჩანთაში მაქვს (მე) -მე არ მაქვს გასაღები, ხოიცი დამეკარგა (ლუკა) -აუ მარიამ გამომყვები სახლამდე? და მერე მოვიდეთ ისევ გთხოვ (მე) -კი რა პრობლემაა (მარიამი) -კარგი მოვალთ მალე (მე) ვაკოცე ლუკას და სკოლისკენ წავედით, გასაღები და ჩანთა ავიღე და სახისკენ წავედით, უცბად ვიბანავე, გამოვიცვალე, მარიამაც დაველოდე სანამ მოემზადებოდა და მაშინვე საავადმყოფოსკენ წავედით, მისულებს სანდრო იქ დაგვხვდა. ------------------------------------------------------- აი მესამე თავიც, როგორია? ყვეანაირად ვცდილობ დიდი თავები დავდო მაგრამ არ გამომდის ბოდიში, ღამღამობით დავდებ, დღეში მხოლოდ ერთი თავის დადების უფლება მაქვს,მადლობთ რომ კითხულობთ, როგორი სასიამოვნოა არ იცით თქვენი კომენტარების წაკითხვა <3 ძალიან მიყვარხართ და მართლა თუ გინდათ იდეები მომაწოდეთ და აუცილებლად გამოვიყენებ მათ wish you were here |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.